საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

  • Word
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 210
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020837
  • Word
210
11/02/2016
ვებგვერდი, 23/02/2016
000000000.00.003.020837
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №210

2016 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, იურიდიული კომპანიებისა და სისხლის სამართლის დარგის სპეციალისტებისაგან იურიდიული მომსახურების შესყიდვის, სათანადო ცოდნის მქონე ექსპერტების მიერ საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს საექსპერტო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევების ჩატარების, სათანადო კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების მოძიებაში დახმარებისა და შესაბამისი კონსულტაციის გაწევის, აგრეთვე აღნიშნული პირების ვიზიტებთან დაკავშირებული ხარჯებისა და ხსენებულ ღონისძიებათა ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გადასახადების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − საქართველოს პროკურატურას გამოუყოს 200 000 (ორასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

პრემიერ-მინისტრი            გიორგი კვირიკაშვილი