დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 70 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 11/02/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/02/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.019134 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (15/02/2016 - 18/04/2016)
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულება“.
|
მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილება.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან.
|
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულება
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის 812 მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი სამთავრობო დაწესებულება, რომელიც არსებული კანონმდებლობის საფუძველზე შეიმუშავებს და ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამოცანებს. 2. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. 3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. 4. სამინისტროს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დასრულებული ბალანსი, საკუთარი ხარჯთა ნუსხა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში. 5. სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით და ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის. 6. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს კომპეტენცია დგინდება კანონით და/ან კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს მთავრობის დადგენილებით. სამინისტროს უფლება არა აქვს, გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს უფლებები და მოვალეობები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამინისტრო მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. 7. უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის, უწყებებისათვის, აგრეთვე სხვა სუბიექტებისათვის. 8. სამინისტროს ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, 0108, გ. ჭანტურიას ქუჩა №12. მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები 1. სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროებია: ეკონომიკური პოლიტიკა; ეკონომიკური ზრდის ანალიზი; მდგრადი განვითარება; ვაჭრობა და ინვესტიციები; წარმოებისა და მომსახურების ხელშეწყობა; ტურიზმი; სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; ურბანული განვითარება და სივრცით-ტერიტორიული მოწყობა; მშენებლობა; ელექტრონული კომუნიკაციები; ინოვაციური ეკოსისტემისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება და ხელშეწყობა; ფოსტა; ტრანსპორტი და ლოგისტიკა; სტანდარტიზაცია და მეტროლოგია; აკრედიტაცია; კაპიტალის ბაზრის განვითარება; საპენსიო სისტემის რეფორმა; ქვეყნის ბრენდის განვითარება. 2. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში სამინისტროს ძირითადი ამოცანებია: ა) ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის, ეკონომიკური ზრდის ანალიზი და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად; ბ) ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების შემუშავება, განხორციელება და კოორდინაცია; რესურსდამზოგავი წარმოების სახეების წახალისება; წარმოების, მშენებლობის, ტრანსპორტის და მომსახურების სფეროებში ენერგოეფექტური ღონისძიებების წახალისება და კოორდინაცია; მწვანე ეკონომიკის წახალისებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება; გ) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებული დარგების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება და კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათი განხორციელების კოორდინაცია; დ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დასაფინანსებელი პროგრამების განხილვა, სრულყოფა და მათი განხორციელების მონიტორინგის კოორდინაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად; ე) სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და წარმართვა; ვ) საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, სავაჭრო პოლიტიკის მიმართულებებისა და პრიორიტეტების შემუშავება; საზღვარგარეთის ქვეყნებთან, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება, მოლაპარაკებების კოორდინაცია და განხორციელებაში მონაწილეობა; საქართველოს სავაჭრო რეჟიმების განვითარების საკითხებზე მუშაობა; საერთაშორისო დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების რეალიზაციის მიზნით საერთაშორისო ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან და მათ რეგიონულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა; ზ) ინვესტიციებისა და ინოვაციების ხელშემწყობი პოლიტიკისა და შესაბამისი პროგრამების შემუშავება და მონიტორინგი; დერეგულირების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ფორმირების ხელშეწყობა, მისი რეალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებათა კოორდინაცია და მონიტორინგი; თ) შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებისა და რეგიონული უწყებების, მუნიციპალიტეტების მონაწილეობით ქვეყნის ეკონომიკური განვითარების რეგიონული პოლიტიკის ძირითადი პრინციპებისა და ამოცანების და მისი სამართლებრივი ბაზის ფორმირებაში მონაწილეობა; ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, აკრედიტაციისა და სერტიფიკაციის პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი; კ) ტურიზმისა და კურორტების განვითარების პოლიტიკის ჩამოყალიბება და რეალიზაცია; ლ) სამობილიზაციო ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა; სამხედრო-სამობილიზაციო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად; საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს კავშირგაბმულობის, ფოსტისა და სატრანსპორტო საშუალებათა პრიორიტეტული გამოყენება და/ან მართვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა; მ) საინჟინრო, ელექტრონული კომუნიკაციებისა და სატრანსპორტო მაგისტრალების განვითარების მიმართულებათა განსაზღვრა; ნ) მოსაზღვრე ქვეყნებთან თანამშრომლობა კომპეტენციათა ფარგლებში სივრცითი მოწყობის, ურბანული და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებში, დაგეგმვის კოორდინაცია და თანამშრომლობა საზღვრისპირა რეგიონების განვითარების მიზნით; ო) საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნების ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა, სატრანზიტო გადაზიდვებისა და ელექტრონული კომუნიკაციების განვითარების ხელშემწყობი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა; პ) საინფორმაციო ბანკების, საინფორმაციო სისტემების (მათ შორის, გეოგრაფიული) შექმნაში მონაწილეობა და მათი განვითარება; საინფორმაციო დერეფნების ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა; ინფრასტრუქტურაში საინფორმაციო და ინტელექტუალური სისტემების დანერგვა; ჟ) ეროვნული საფოსტო საგადახდო ნიშნების (მარკები, მარკირებული კონვერტები და მარკირებული ღია ბარათები) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემა; რ) დასახლებათა და სხვა ტერიტორიულ ერთეულთა განვითარების ინტეგრირებული (გენერალური, კომპლექსური) მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და ზონირების, ასევე დეტალური და სპეციალური ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვისა და ზონირების დოკუმენტების შემუშავების ხელშეწყობა, მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და განხორციელების ზედამხედველობა, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში; ს) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის, არქიტექტურული და სამშენებლო-საინჟინრო საქმიანობის სახელმწიფო და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების მეთოდური ხელმძღვანელობა, საპროექტო დოკუმენტების მომზადების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და/ან ზედამხედველობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ტ) სამშენებლო-საპროექტო ნორმებისა და წესების შემუშავების ორგანიზება და კოორდინაცია; უ) ქვეყნის განსახლების სისტემისა და რეგიონული დაგეგმვის სქემების შემუშავების ორგანიზება და კოორდინაცია; ფ) ნუმერაციის ეროვნული სისტემისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტების ჩამონათვალის შემუშავებაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში; ქ) გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს პოზიციების გამოყენების კოორდინაცია, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში; ღ) თანამედროვე ტექნოლოგიების უწყვეტი განვითარება და მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტიანობის უზრუნველყოფა, ქვეყნის პრიორიტეტების შესაბამისად; ყ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარების პოლიტიკის შემუშავება, მისი განხორციელების მონიტორინგი; შ) ტრანსპორტის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ტრანსპორტის სფეროს რეგულირება და მართვა; ჩ) სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა; ც) კაპიტალის ბაზრის განვითარება ქვეყანაში ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის მაქსიმალური ზრდისათვის და საქართველოს საპენსიო სისტემის რეფორმის შემუშავება; ძ) ქვეყნის ბრენდის განვითარება, რეპუტაციის ამაღლება როგორც პოტენციურ ინვესტორებსა და პარტნიორებთან, ასევე ტურისტებსა და სხვა დროებით ვიზიტორებთან; წ) წარმოებისა და მომსახურების ხელშეწყობა მათი საჭიროებებისა და ქვეყნის პრიორიტეტების შესაბამისად. მუხლი 3. სამინისტროს სისტემა სამინისტროს სისტემას შეადგენს: ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატი; ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი უწყებები; გ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები. მუხლი 4. სამინისტროს ცენტრალური აპარატი სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან: ა) მაკროეკონომიკური ანალიზის სამსახური; ბ) რეგულირების გავლენისა და კონკურენტუნარიანობის კვლევის სამმართველო; გ) ეკონომიკური ზრდის ანალიზის დეპარტამენტი; დ) ეკონომიკური ზრდის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი; ე) სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტი; ვ) აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახური; ზ) ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახური; თ) მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახური; ი) ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახური; კ) საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტი; ლ) ინდუსტრიული და მომსახურების დარგების კვლევის სამმართველო; მ) კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტი; ნ) საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების ხელშეწყობის დეპარტამენტი; ო) ქვეყნის ბრენდის განვითარების სამსახური; პ) ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტი; ჟ) კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტი; რ) საკანონმდებლო ბაზის განვითარების კოორდინაციის სამმართველო; ს) იურიდიული დეპარტამენტი; ტ) საკანონმდებლო ინიციატივების ლობირებისა და კანონის იმპლემენტაციის სამმართველო; უ) მდგრადი განვითარების სამმართველო; ფ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ქ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განვითარების სამმართველო; ღ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; ყ) პროტოკოლის დეპარტამენტი; შ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი; ჩ) სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო; ც) დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველო; ძ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი. მუხლი 5. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარებიან შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები: ა) სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; ბ) სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო; გ) სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი; დ) სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; ე) სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო; ვ) სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო; ზ) სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო; თ) სსიპ − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური; ი) სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო; კ) სსიპ − მეწარმეობის განვითარების სააგენტო; ლ) სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. მუხლი 6. სამინისტროს ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი 1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების, დაწესებულებების მართვასა და კოორდინაციას. 2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრი უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. მინისტრის საქმიანობას კოორდინაციასა და კონტროლს უწევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც უფლებამოსილია, თანამდებობიდან გაათავისუფლოს მინისტრი. მთავრობის შემადგენლობის მიერ უფლებამოსილების მოხსნისას ან სხვა საფუძველზე მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ მთავრობის ახალი შემადგენლობის ან მინისტრის დანიშვნისთანავე. 3. მინისტრი: ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე; გ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას. ასევე ზედამხედველობს და თვალყურს ადევნებს: გ.ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; გ.ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს და შტატგარეშე მოსამსახურეებს. ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ე) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის ხარჯთა ნუსხის შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტის თაობაზე; იღებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებაზე; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამტკიცებს სახელმწიფო ქონების პრივატიზების ან კანონმდებლობით დადგენილი ნებისმიერი ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულებებს; ზ) მონაწილეობს მთავრობის სხდომების მუშაობაში; თ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ამოცანებს; ი) მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს დებულებას; კ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; ლ) ავალებს ერთ-ერთ მოადგილეს საპარლამენტო მდივნის ფუნქციის განხორციელებას; მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელების სამართლებრივ აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს. ასევე კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად ცნობს მითითებულ თანამდებობის პირთა სამართლებრივ აქტებს მათი მიზანშეუწონლობის მოტივით; ნ) უფლებამოსილია, სამინისტროს თანამდებობის პირთა მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება დააკისროს პირველ მოადგილეს; ო) გამოსცემს ბრძანებებს კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტის ან მთავრობის დადგენილების საფუძველზე და მათ შესასრულებლად; პ) ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესს; ჟ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტების გაცემის წესს. 4. მინისტრს ჰყავს ექვსი მოადგილე (მათ შორის, ერთი პირველი), რომელთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 5. მინისტრი თავისი ბრძანებით განსაზღვრავს მოადგილეთა ფუნქციებს, აგრეთვე იმას, თუ რომელი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას გაუწევენ ისინი კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას. 6. მინისტრი თავისი ბრძანებით უფლებამოსილია, დაადგინოს ამ დებულებით განსაზღვრულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის ფუნქციების გადანაწილების განსხვავებული წესი. 7. უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე შესაძლებელია, იმავდროულად იკავებდეს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობას. 8. მინისტრის არყოფნისას მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემაში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას. 9. მინისტრი თავისი ბრძანებით ქმნის სათათბირო ორგანოს – კოლეგიას/საბჭოს/კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: მინისტრი – თავმჯდომარე, მინისტრის პირველი მოადგილე, მოადგილეები, სხვა თანამდებობის პირები და სპეციალისტები. კოლეგიის/საბჭოს/კომისიის წევრების რაოდენობასა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს მინისტრი. კოლეგია/საბჭო/კომისია თავის სხდომებზე განიხილავს სამინისტროსათვის მინდობილი სფეროების საკვანძო საკითხებს, დაქვემდებარებული ორგანიზაციების წესდებებს, მათ სამუშაო პროგრამებსა და სამეცნიერო თემატიკას, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, საქმიანობის შედეგებს. კოლეგიის/საბჭოს/კომისიის გადაწყვეტილება მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. კოლეგიის/საბჭოს/კომისიის საქმისწარმოებასა და მის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს აგვარებს მდივანი. 10. მინისტრი უფლებამოსილია, თავისი ბრძანებით შექმნას სხვა სათათბირო ორგანოები და ჯგუფები, რომელთა შემადგენლობა, ამოცანები და მიზნები, საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი, უფლებამოსილების ვადა და ანაზღაურების წესი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. მუხლი 7. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) მაკროეკონომიკური ანალიზის სამსახური − ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და ეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობის უზრუნველყოფა; ქვეყნის მომავალი ეკონომიკური მდგომარეობის პროგნოზირება; ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეკომენდაციების შემუშავება; ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მდგომარეობის, მათი ანალიზის ფორმების შერჩევა და პერიოდულად გადახედვა, დახვეწა; წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის და სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფებისთვის ქვეყნის მაკროეკონომიკური ანალიზის ანგარიშების მომზადება; საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტულ ტენდენციაზე დეტალური ანალიზის მომზადება; მაკროეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ანგარიშებზე დაყრდნობით ეკონომიკური მდგომარეობის განვითარების პროგნოზირება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის გაცნობა; დაკავშირებულ მხარეებთან (ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო, ექსპერტები და სხვა) ინფორმაციის გამოთხოვის ორგანიზება და, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციების ან ერთობლივი შეხვედრების ორგანიზება; მნიშვნელოვან გადახრებზე ან სავარაუდო პროგნოზებზე სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციების მომზადება, არგუმენტირება; მაკროეკონომიკური ანალიზის, პროგნოზირებისა და რეკომენდაციების ხარისხის გასაზრდელად უცხოური პრაქტიკის კვლევა და დანერგვის ორგანიზება; ბ) რეგულირების გავლენისა და კონკურენტუნარიანობის კვლევის სამმართველო − საქართველოს არსებული და პოტენციური კონკურენტუნარიანობის შეფასება და მათ გასაძლიერებლად ან შესაქმნელად/ჩამოსაყალიბებლად წინადადებების მომზადება; ქვეყანაში არსებული სამეწარმეო გარემოს ანალიზი არსებული პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; მსოფლიოში კონკურენტუნარიანობის საუკეთესო პრაქტიკის, კონკურენტული უპირატესობების შესწავლა და ანალიზი; საქართველოს სამეზობლო და ძირითად პარტნიორ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური პოლიტიკის მდგომარეობის ანალიზი და საქართველოზე მისი გავლენის შეფასება; პრიორიტეტებზე მორგებული საერთაშორისო პრაქტიკების მოძიება და მისი ანალიზის საფუძველზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების გეგმის სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; კონკურენტუნარიანობის ამსახველი კვლევების შედეგებზე ანგარიშების მომზადება; ინფორმაციისა და პრეზენტაციების მომზადება საინტერესო პრაქტიკების, გადაწყვეტილების გზებისა და მათი გავლენის შესახებ; საჯარო გამოსვლებისა თუ შეხვედრებისთვის, სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის, უცხო ქვეყნების პრაქტიკის მაგალითების არგუმენტების მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო რეიტინგებისა და სხვადასხვა ანალიტიკური კვლევებისათვის ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებისა და რეფორმების შესახებ ინფორმაციის მომზადება; ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი გარემოებების იდენტიფიცირება და შეფასება; მიღებული ან მისაღები გადაწყვეტილებების უარყოფითი ან დადებითი გავლენის შესაფასებლად შესაბამის აუდიტორიებთან კომუნიკაცია დამატებითი კონსულტაციების მიღების მიზნით და საჭირო ღონისძიებების ორგანიზება; საუკეთესო პრაქტიკის მოძიება გადაწყვეტილებების დადებითი ან უარყოფითი ეფექტიანობის შესაფასებლად და დასასაბუთებლად; უარყოფითი ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად ზოგადი ალტერნატიული გადაწყვეტილების/ რეკომენდაციების შემუშავება; ზეგავლენის ანალიზის ამსახველი ანგარიშების მომზადება; ზეგავლენის ანალიზისა და შეფასების განსახორციელებლად მიდგომების, ინსტრუქციების ჩამოყალიბება და პერიოდულად განახლება; გ) ეკონომიკური ზრდის ანალიზის დეპარტამენტი − ეკონომიკაში არსებული პრობლემებისა და განვითარების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიღების უზრუნველყოფა; ეკონომიკაში არსებულ პრობლემებსა და განვითარების შესაძლებლობებზე საჭირო ინფორმაციის მიღების უზრუნველსაყოფად ეფექტიანი არხების აწყობა; მიმდინარე ტენდენციების შესახებ ანგარიშების მომზადება; წინასწარ განსაზღვრულ მაჩვენებლებზე სტატისტიკური მონაცემების მოგროვება; ზოგადი ეკონომიკური მაჩვენებლების ან ეკონომიკაზე ზეგავლენის მქონე გადაწყვეტილებების მონიტორინგი; ეკონომიკაში არსებული ან ეკონომიკური სუბიექტების პრობლემების შესახებ ინფორმაციის მოსაგროვებლად ელექტრონული არხების შექმნა, მათი მიმდინარე მართვა, პერიოდულად განახლება-დახვეწა; ექსპერტების, მეწარმეების, ასოციაციებისა და სხვა ეკონომიკური სუბიექტების ბაზის შექმნა და პერიოდულად განახლება; დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, მეწარმეებთან/მეწარმეთა გაერთიანებების წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება და მათი საჭიროებებისა და პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით მიღებული ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობითა და ფორმით; პრიორიტეტული მონაცემების დეტალური ანალიზისთვის დამატებითი სამუშაოების ორგანიზება; პარტნიორი ორგანიზაციების, ანგარიშების ფორმების, ხარისხისა და გამოყენების ეფექტურობის გაზრდის მიზნით საუკეთესო პრაქტიკის კვლევა, არსებული ფორმებისა და მომზადების მიდგომის დახვეწა და დანერგვა; დ) ეკონომიკური ზრდის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი − ეკონომიკური ზრდის პოლიტიკის ფორმირების პროცესის ორგანიზება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით; ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებების იდენტიფიცირება და შესაბამისი სამოქმედო გეგმების, პროგრამების შემუშავება; დონორებთან ურთიერთობა ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირების პროცესის დაგეგმვის მიდგომის შემუშავების მიზნით და მისი პერიოდულად გადახედვა და დახვეწა; ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის ეფექტიანი გზების, განვითარების შესაძლებლობების გამოყენების, სხვადასხვა ინოვაციური გადაწყვეტილებების მოძიება უცხოურ პრაქტიკაში; ეკონომიკის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ან/და ახალი ინიციატივების განხორციელების თაობაზე დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, ექსპერტებთან, ორგანიზაციებთან, ასოციაციებთან კონსულტაციების უზრუნველყოფა. ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულებებისთვის პოლიტიკის შემუშავება, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების, ქონების მართვის მიმართულებებითა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით; ეკონომიკური პოლიტიკის საბჭოს შეხვედრების განსახილველი საკითხების მომზადება, მიღებული გადაწყვეტილების განხორციელების კოორდინაცია; ეკონომიკური ზრდის პოლიტიკისა და დაგეგმვის კუთხით საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, დონორებთან ურთიერთობების განვითარების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა, ურთიერთობების ფორმატის დახვეწა, მათი ინფორმირებულობის უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში; არსებულ და ახალ პარტნიორებთან/დონორებთან მოლაპარაკებების წარმოება დამატებითი შესაძლებლობებისა და ფონდების მოზიდვის მიზნით; ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი პოლიტიკის, პროგრამების განსახორციელებლად დამატებითი ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისა და წარმართვის თაობაზე წინადადებების მომზადება; ე) სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტი − სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროში პოლიტიკის შემუშავება, გატარება, კოორდინაცია, მართვა და მონიტორინგის განხორციელება; სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის, მათ შორის, ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების შემუშავების ინიციირება, ორგანიზება, ანალიზი, დანერგვა და შესრულების მონიტორინგი შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით; ტრანსსასაზღვრო, ქვეყნის, რეგიონული და ადგილობრივი დონეების სივრცითი დაგეგმარების მარეგულირებელი დოკუმენტების პროექტების ინიციირება, ორგანიზება, კოორდინირება, შეთანხმება და შესრულების მონიტორინგი; ქვეყნის შიდა ტერიტორიის ფიზიკური განვითარებისა და სივრცითი დაგეგმარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიების განსაზღვრა; სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროში საერთაშორისო, სახელმწიფო და რეგიონული პროგრამების/პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა; სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონულ უწყებებთან, მუნიციპალიტეტების ორგანოებთან თანამშრომლობა, სამშენებლო და სივრცითი დაგეგმარების კუთხით პროგრამებისა და პროექტების ინიციირება, შემუშავება, კოორდინაცია, მონიტორინგი და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება; სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში მიწათსარგებლობის გენერალური გეგმებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავების ორგანიზება და შეთანხმება; სარეკრეაციო ტერიტორიებზე მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღება; ქვეყნის მასშტაბით მიწის მართვის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში; სივრცითი დაგეგმარების ამოცანების განსახორციელებლად მეთოდოლოგიის შემუშავება დეპარტამენტის ან მასთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის ხელშეწყობა დამგეგმარებელი ჯგუფ(ებ)ის ჩამოყალიბებაში, მათი კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი; ქვეყნის მასშტაბით სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტების განვითარების წლიური ანგარიშის მომზადება და გამოქვეყნება; საცხოვრისის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სათანადო კვლევების საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; საცხოვრისი სექტორის მახასიათებლების შედგენა; სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროში პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში საზოგადოებისა და ბიზნესსექტორის ჩართულობის უზრუნველყოფა; სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროში საგანმანათლებლო, მათ შორის, სპეციალისტების გადამზადების პროცესის ხელშეწყობა და ამ სფეროს სპეციალისტების პროფესიული კვალიფიკაციის რეგულირებაში მონაწილეობა; განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარებისათვის სპეციალისტების კანდიდატურების განხილვა, შეთანხმება, ექსპერტთა ერთიანი რეესტრის წარმოება და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა; სამშენებლო საქმიანობის სფეროში თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით ახალი ტექნოლოგიების, საშენი მასალების წარმოების განვითარებისა და დანერგვის ხელშეწყობა; ქვეყნის მასშტაბით სამშენებლო საქმიანობის სფეროს განვითარების მონაცემთა ბაზის წარმოება, წლიური ანგარიშების მომზადება; სამშენებლო სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზება და გამოცდილების დანერგვა; სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროში აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა და განვითარება; ვ) აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახური − აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობაში მყოფ ბიზნესოპერატორებთან საკონსულტაციო ურთიერთობების წარმართვა, მათი საჭიროებებისა და პრობლემების იდენტიფიცირება და კომპეტენციის შესაბამისად რეაგირება; აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობით დაინტერესებული ბიზნესოპერატორებისთვის საინფორმაციო მომსახურების გაწევა, სავაჭრო შეღავათების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ჩათვლით; ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ოპტიმალურად გამოყენებისა და გაფართოების მიზნით აზია-აფრიკის რეგიონისა და სხვა ქვეყნების ადგილობრივი ბაზრების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; კომპანიების დახმარება აზია-აფრიკის რეგიონისა და სხვა ქვეყნების მარკეტინგულ კომპანიებთან და ბიზნესოპერატორებთან კონტაქტების დამყარების მიზნით; აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებში ექსპორტიორების შესახებ ინფორმაციის მოგროვება, აღრიცხვა და მათი კატეგორიზაცია სფეროს, ზომისა და სხვა საჭირო მახასიათებლების მიხედვით; აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან სახელშეკრულებო ბაზის შემდგომი სრულყოფისა და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით წინადადებების შემუშავება და დასკვნების მომზადება; აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომების ორგანიზება, კომისიის სხდომის ოქმით განსაზღვრული საკითხების მომზადება და შემდგომში მათი შესრულების მონიტორინგი; საქართველოსა და აზია-აფრიკის რეგიონისა და სხვა ქვეყნების დელეგაციების ურთიერთვიზიტებისათვის სასაუბროების მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა დიპლომატიურ კორპუსთან, სხვადასხვა სამინისტროებსა და უწყებებთან; ზ) ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახური − ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობაში მყოფ ბიზნესოპერატორებთან საკონსულტაციო ურთიერთობების წარმართვა, მათი საჭიროებებისა და პრობლემების იდენტიფიცირება და კომპეტენციის შესაბამისად რეაგირება; ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობით დაინტერესებული ბიზნესოპერატორებისთვის საინფორმაციო მომსახურების გაწევა, სავაჭრო შეღავათების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ჩათვლით; ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ოპტიმალურად გამოყენებისა და გაფართოების მიზნით ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნების ადგილობრივი ბაზრების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; კომპანიების დახმარება ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნების მარკეტინგულ კომპანიებსა და ბიზნესოპერატორებთან კონტაქტების დამყარების მიზნით; ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებში ექსპორტიორების შესახებ ინფორმაციის მოგროვება, აღრიცხვა და მათი კატეგორიზაცია სფეროს, ზომისა და სხვა საჭირო მახასიათებლების მიხედვით; ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებთან სახელშეკრულებო ბაზის შემდგომი სრულყოფისა და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით წინადადებების შემუშავება და დასკვნების მომზადება; ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომების ორგანიზება, კომისიის სხდომის ოქმით განსაზღვრული საკითხების მომზადება და შემდგომში მათი შესრულების მონიტორინგი; საქართველოსა და ევროკავშირის და ევროპის სხვა ქვეყნების დელეგაციების ურთიერთვიზიტებისათვის სასაუბროების მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა დიპლომატიურ კორპუსთან, სხვადასხვა სამინისტროებსა და უწყებებთან; თ) მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახური − მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობაში მყოფ ბიზნესოპერატორებთან საკონსულტაციო ურთიერთობების წარმართვა, მათი საჭიროებებისა და პრობლემების იდენტიფიცირება და კომპეტენციის შესაბამისად რეაგირება; მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობით დაინტერესებული ბიზნესოპერატორებისთვის საინფორმაციო მომსახურების გაწევა, სავაჭრო შეღავათების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ჩათვლით; ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ოპტიმალურად გამოყენებისა და გაფართოების მიზნით მეზობელი ქვეყნებისა და რეგიონის სხვა ქვეყნების ადგილობრივი ბაზრების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; კომპანიების დახმარება მეზობელი ქვეყნებისა და რეგიონის სხვა ქვეყნების მარკეტინგულ კომპანიებსა და ბიზნესოპერატორებთან კონტაქტების დამყარების მიზნით; მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში ექსპორტიორების შესახებ ინფორმაციის მოგროვება, აღრიცხვა და მათი კატეგორიზაცია სფეროს, ზომისა და სხვა საჭირო მახასიათებლების მიხედვით; მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან სახელშეკრულებო ბაზის შემდგომი სრულყოფისა და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით წინადადებების შემუშავება და დასკვნების მომზადება; მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომების ორგანიზება, კომისიის სხდომის ოქმით განსაზღვრული საკითხების მომზადება და შემდგომში მათი შესრულების მონიტორინგი; საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების და რეგიონის სხვა ქვეყნების დელეგაციების ურთიერთვიზიტებისათვის სასაუბროების მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა დიპლომატიურ კორპუსთან, სხვადასხვა სამინისტროებსა და უწყებებთან; ი) ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახური − ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობაში მყოფ ბიზნესოპერატორებთან საკონსულტაციო ურთიერთობების წარმართვა, მათი საჭიროებებისა და პრობლემების იდენტიფიცირება და კომპეტენციის შესაბამისად რეაგირება; ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნებთან ვაჭრობით დაინტერესებული ბიზნესოპერატორებისთვის საინფორმაციო მომსახურების გაწევა, სავაჭრო შეღავათების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ჩათვლით; ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ოპტიმალურად გამოყენებისა და გაფართოების მიზნით ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნების ადგილობრივი ბაზრების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; კომპანიების დახმარება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნების მარკეტინგულ კომპანიებსა და ბიზნესოპერატორებთან კონტაქტების დამყარების მიზნით; ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნებში ექსპორტიორების შესახებ ინფორმაციის მოგროვება, აღრიცხვა და მათი კატეგორიზაცია სფეროს, ზომისა და სხვა საჭირო მახასიათებლების მიხედვით; ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნებთან სახელშეკრულებო ბაზის შემდგომი სრულყოფისა და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით წინადადებების შემუშავება და დასკვნების მომზადება; ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნებთან ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომების ორგანიზება, კომისიის სხდომის ოქმით განსაზღვრული საკითხების მომზადება და შემდგომში მათი შესრულების მონიტორინგი; საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების და ამერიკის კონტინენტის ქვეყნების დელეგაციების ურთიერთვიზიტებისათვის სასაუბროების მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა დიპლომატიურ კორპუსთან, სხვადასხვა სამინისტროებსა და უწყებებთან; კ) საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტი − ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ქვეყნის სავაჭრო პოლიტიკის საკითხებზე მუშაობა; საერთაშორისო სავაჭრო ხასიათის მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება, მოლაპარაკებების წარმართვა, კოორდინაცია და მათი განხორციელების მონიტორინგი; საქართველოს სავაჭრო რეჟიმების განვითარების საკითხებზე მუშაობა; ქვეყნის სავაჭრო ბალანსის ანალიზი და წინადადებების მომზადება მისი გაუმჯობესების თაობაზე; მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანალიზი და წინადადებების შემუშავება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფორმატით განსაზღვრულ საკითხებზე; კომპეტენციის ფარგლებში ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობა და შესაბამის ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა; კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების განხორციელების კოორდინაცია სამთავრობო უწყებათა შორის და შესაბამის ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა; ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო რეჟიმის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია; ლ) ინდუსტრიული და მომსახურების დარგების კვლევის სამმართველო − საქართველოში ახალი ეკონომიკური საქმიანობების აღმოჩენა და განვითარება, როგორც ინდუსტრიული მიმართულებით, ასევე მომსახურებისა და სხვა სფეროებში, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და ეკონომიკის დივერსიფიკაციის საშუალებით; კვლევების ჩატარება ეკონომიკის სხვადასხვა დარგის შესწავლისა და განვითარების კუთხით; ღირებულებათა ჯაჭვში კერძო სექტორისთვის დაუძლეველი რგოლების აღმოჩენა და მათ დასაძლევად გეგმების დასახვა; საწარმოებისათვის ბიზნესმოდელებისა და გენერალური ბიზნესგეგმების შემუშავება; ეკონომიკის სხვადასხვა დარგის კერძო სექტორთან თანამშრომლობა, კოორდინაციის გაწევა ფინანსური რესურსებისა და ინსტრუმენტების მობილიზებაში სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად; მ) კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტი − ქვეყანაში ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის მაქსიმალური ზრდა; საპენსიო რეფორმის ეფექტური დაგეგმვისა და შედეგიანად განხორციელების უზრუნველყოფა; საფინანსო ბაზრის ამოქმედების ხელშეწყობა და უზრუნველყოფა, საკანონმდებლო ბაზის განვითარება და სრულყოფა; ამ სფეროში წამოჭრილ პრობლემებზე/შესაძლებლობებზე ეფექტური ფორმით რეაგირება; საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიისა და საპენსიო რეფორმის სამოქმედო გეგმის შემუშავება მოკლე, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი პერიოდისთვის; საქართველოს კაპიტალის ბაზრის პრობლემების, განვითარებაში ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენა; რეგულარული შეხვედრების ორგანიზება კაპიტალის ბაზრისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან პრობლემებისა და საჭიროების გამოვლენის მიზნით; საქართველოს საპენსიო სისტემისა და კაპიტალის ბაზრის საფრთხეების ანალიზი, პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება; საუკეთესო უცხოური პრაქტიკის გაცნობა კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით; კაპიტალის ბაზრის პრობლემების მოგვარების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების დაგეგმვა, განხორციელების პროცესების მართვა; კაპიტალის ბაზრის საქმიანობასა და საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოვლენა; კაპიტალის ბაზრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების საჭიროებების ანალიზი, შესაბამისი დარგის ექსპერტებთან კონსულტაციები, ცვლილებების ინიციატივების დამუშავება; კაპიტალის ბაზრისა და კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების ინიციატივების შესაბამის ორგანოებში წარდგენის, არგუმენტირების, ცვლილებების გატანის სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება. კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო ინიციატივების დამუშავებისას შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მონაწილეობის უზრუნველყოფა; ნ) საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების ხელშეწყობის დეპარტამენტი − საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავება და ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობა; ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესწავლა და წინაპირობების ანალიზი; საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივებისა და საინვესტიციო პოლიტიკის/სტრატეგიის მომზადების, ინიციირებისა და დამტკიცების მხარდაჭერა კომპეტენციის ფარგლებში; ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებებზე (BIT) მუშაობა; საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა და ეფექტურობის შეფასება; ინვესტორების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, აღრიცხვა, შესაბამისი ბაზის ფორმირება და მუდმივი განახლება. ასევე, მონაცემების კატეგორიზაცია სფეროს, ზომისა და სხვა საჭირო მახასიათებლების მიხედვით (CRM); დაინტერესებული პირების ინფორმირება ქვეყანაში არსებული საინვესტიციო პოლიტიკისა და პროექტების შესახებ; ინვესტორების მიერ დაყენებული საკითხების მოსაგვარებლად სტრატეგიის შემუშავება და შესრულების ორგანიზება. ინვესტორსა და საჯარო/კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების კოორდინირება; ქვეყნის შეფარდებითი უპირატესობების განსაზღვრა საინვესტიციო პოტენციალის ჭრილში და შესაბამისი საინვესტიციო პროექტების ინიციირება და მომზადებაში მონაწილეობა; ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, პროაქტიულად საინვესტიციო ღონისძიებების ინიციირება და ორგანიზება საქართველოში და სამიზნე ბაზრებზე; ინვესტორთა შემდგომი მომსახურების სისტემის დანერგვა არსებულ ინვესტორებთან ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, ასევე საინვესტიციო პროექტებზე განახლებული ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული პირებისთვის, ინვესტიციების მონიტორინგი დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვისა და კომპანიების გაფართოების მიზნით; ო) ქვეყნის ბრენდის განვითარების სამსახური − ქვეყნის ბრენდის თანმიმდევრული განვითარება; პოტენციური პარტნიორებისა და ინვესტორებისათვის ქვეყნის რეპუტაციის ამაღლების ხელშეწყობა; ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად საჭირო არხების განსაზღვრა, მოლაპარაკებების წარმოება; ბრენდის უწყვეტი კომუნიკაცია დაგეგმილი ინტენსივობითა და შეთანხმებული ფორმით; ქვეყნის რეპუტაციაზე უარყოფითად მოქმედი ფაქტორების შესახებ ინფორმაციის უწყვეტი მოგროვება და მათი ანალიზი; პ) ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტი − ქვეყნის პრიორიტეტების შესაბამისად ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარება და მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტიანობის უზრუნველყოფა; ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში არსებული ხარვეზებისა და შესაძლებლობების გამოვლენა და მისი განვითარებისთვის ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა; სატრანსპორტო პოლიტიკის საკანონმდებლო ბაზის განვითარების ხელშეწყობა; ტრანსპორტის სფეროში საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების შემუშავება, არსებული შეთანხმებების გადახედვა დადგენილი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად და მოლაპარაკებებში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში დარგში მოქმედი ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესებში მონაწილეობა; საავიაციო, საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტის არსებული პრობლემატიკისა და საჭიროებების შესწავლა და ანალიზი; ტრანსპორტთან დაკავშირებული სტატისტიკის წარმოება და ანალიზი; გამოვლენილ პრობლემურ საკითხზე და\ან შესაძლებლობებზე რეაგირების სტრატეგიის დასახვა; ტრანსპორტის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიების ინიციირება, განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი; ტრანსპორტთან დაკავშირებული სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების ინიციირება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ლოგისტიკის განვითარებისა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისთვის შესაბამისი ღონისძიებების/პროექტების დაგეგმვა და განხორციელება; საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უწყებებთან თანამშრომლობა კომპეტენციის ფარგლებში; კომპეტენციის ფარგლებში სახმელეთო, საზღვაო და საავიაციო ტრანსპორტის დარგებში საქმიანობის კოორდინაცია; ჟ) კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტი − ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ქვეყანაში ექსპორტზე ორიენტირებული სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტების გაჩენის ხელშეწყობისათვის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროდუქტების კომერციალიზაციის ხელშეწყობისათვის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიისა და პრიორიტეტის განსაზღვრა და მათზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი; ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროს განვითარებისა და სრულყოფის სტრატეგიის, პროგრამების შემუშავება და კანონით დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათ განხორციელებაში მონაწილეობა; ქვეყანაში საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მის განხორციელებაში მონაწილეობა; საქართველოს ელექტრონული ხელისუფლების კონცეფციის, სტრატეგიული გეგმისა და პროგრამის შემუშავება სახელმწიფო მმართველობის სრულყოფისათვის, ინოვაციების, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ბაზაზე; კიბერ და საინფორმაციო უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მონიტორინგი; ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; სათანადო ღონისძიებათა შემუშავება ქვეყნის ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის ქსელების მსოფლიო ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის გლობალურ ქსელებში ინტეგრირების მიზნით; ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტების სათანადო ღონისძიებათა შემუშავება ლოკალურ და გლობალურ ბაზრებზე დამკვიდრების ხელშეწყობისათვის; ქვეყნის ელექტროკომუნიკაციებისა და ფოსტის ქსელებში მოწინავე ტექნიკისა და ტექნოლოგიების, ტექნიკური ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა; ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების, ინფორმატიზაციის განვითარების, სრულყოფისა და ფუნქციონირების კოორდინაცია; საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს, მათ შორის , კიბერ ან/და საინფორმაციო შეტევების პერიოდში, საერთო სარგებლობის ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიური და ფოსტის ქსელებისა და საშუალებათა ფუნქციონირების კოორდინაცია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა; საფოსტო საგადახდო ნიშნების (მარკები, მარკირებული კონვერტები და მარკირებული ღია ბარათები) გამოცემისა და გავრცელების ორგანიზება; იმ გზავნილებათა ნუსხის მომზადება, რომელთა სახელმწიფოში შემოტანა ან სახელმწიფოდან გატანა საფოსტო კავშირის ქსელებით აკრძალული ან შეზღუდულია; ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროების ტექნიკური და ეკონომიკური ანალიზი, მათი შემდგომი განვითარების პროგნოზირება; ნუმერაციის ეროვნული სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა; ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის სფეროში სტანდარტების ჩამონათვალის შედგენასა და მის განხორციელებაში მონაწილეობა; გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს პოზიციების გამოყენების, რადიოელექტრონულ საშუალებათა ელექტრომაგნიტური შეთავსებადობის ტექნიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნების კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ადმინისტრაციებთან თანამშრომლობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით; საინფორმაციო და საკომუნიკაციო ბაზრის ლიბერალიზაციის, შესაბამისი საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შემუშავება; ელექტრონული სერვისების, ელექტრონული კომერციის, ინტერნეტკონტენტის მიმართულებით შესაბამისი საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიისა და პრიორიტეტის განსაზღვრა და მათზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავება, განხორციელება, ამ პროცესის შესწავლა და ანალიზი; რ) საკანონმდებლო ბაზის განვითარების კოორდინაციის სამმართველო − ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი და სამინისტროს საქმიანობის მხარდამჭერი საკანონმდებლო ინიციატივების კონცეფციების მომზადება; საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზი; საკანონმდებლო ინიციატივების კონცეფციების შემუშავების ეფექტური კოორდინაცია სამინისტროს სისტემაში; კონცეფციების ეფექტურად შემუშავებისთვის დაკავშირებული პირების პროცესში ჩართვის უზრუნველყოფა; საკანონმდებლო ინიციატივების კონცეფციების შემუშავების მეთოდოლოგიის შემუშავება, პერიოდულად გადახედვა და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის, სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთათვის გაცნობა; საჭირო საკანონმდებლო ინიციატივების კონცეფციების შესამუშავებლად საუკეთესო პრაქტიკების მოძიება, იდეებისა და წინადადებების შეგროვება და ანალიზი; კონცეფციების ჩამოყალიბების პროცესში დაკავშირებული პირების: დარგის ექსპერტების, ინიციატივების უშუალო ბენეფიციარების, მონაწილე უწყებების ჩართულობის ფორმის შემუშავება და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა; საუკეთესო პრაქტიკაზე, დარგის სპეციალისტების მოსაზრებებსა და დაინტერესებული პირების საჭიროებებზე დაყრდნობით საკანონმდებლო ინიციატივების კონცეფციის ჩამოყალიბება; საკანონმდებლო ინიციატივების კონცეფციების პირველადი ვერსიის განხილვა სამიზნე მხარეებთან და, საჭიროების მიხედვით, საკანონმდებლო ინიციატივის კონცეფციის რედაქციის კორექტირება; შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივების კონცეფციების დასასაბუთებლად დამატებითი არგუმენტების მომზადება; შემუშავებული კონცეფციების იურიდიულ დეპარტამენტთან და სხვა დაინტერესებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმება; ს) იურიდიული დეპარტამენტი − სამინისტროს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავება და გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში შესრულება და შესრულების კოორდინაცია; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; სხვადასხვა უწყებიდან შემოსული, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან/და ვიზირება; დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე წინადადებათა მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს მთავრობაში, საქართველოს პარლამენტსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენის უზრუნველყოფა ან/და კოორდინაცია; კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამართლებრივი უზრუნველყოფა; სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში; მოქალაქეთა, იურიდიულ და სხვა პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვა და/ან განხილვაში მონაწილეობა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო და სხვა სახის ხელშეკრულებების პროექტების მომზადება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა; სხვადასხვა უწყებებიდან შემოსული და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ და სამინისტროსთვის წარდგენილ ხელშეკრულებათა პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; იმ ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი, რომლებიც დადებულია სამინისტროს მიერ და სამინისტროსა და სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე არ ექვემდებარება სააგენტოს მხრიდან მონიტორინგის განხორციელებას; ტ) საკანონმდებლო ინიციატივების ლობირებისა და კანონის იმპლემენტაციის სამმართველო − საკანონმდებლო ინიციატივების მაღალეფექტურობისა და დაკავშირებული პირებისა და საზოგადოების მხრიდან მაღალი მიმღებლობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივების შემდგომი დახვეწის, გაუმჯობესებისა და საზოგადოების მხრიდან მიმღებლობის ასამაღლებლად სტრატეგიის ჩამოყალიბება; საკანონმდებლო ინიციატივების განსახილველად და გასაუმჯობესებლად ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრების და სოციალურ სივრცეში განხილვების ორგანიზება; პირთა წრის იდენტიფიცირება, ვისზეც ზეგავლენას იქონიებს საკანონმდებლო ინიციატივა; საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით დარგის ექსპერტებსა და სპეციალისტებთან ურთიერთობა; დაფიქსირებული მოსაზრებების შეგროვება, დეტალური ანალიზი და ობიექტური წინადადებების ინიციატივებში ასახვა/დაკორექტირება იურიდიულ დეპარტამენტსა და სხვა დაინტერესებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით; საკანონმდებლო ინიციატივების იმპლემენტაციის ხელისშემშლელი ფაქტორებისა და რისკების ანალიზი; კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული საკანონმდებლო აქტის ეფექტიანად დანერგვის უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული შესაძლო ზიანის მინიმალიზაცია დაკავშირებულ პირთათვის; საკანონმდებლო ინიციატივების დანერგვასთან დაკავშირებული რისკებისა და საჭიროებების განსაზღვრა; კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული საკანონმდებლო აქტის დანერგვასთან დაკავშირებული რისკებისა და საჭიროებების მართვისთვის საჭირო ქმედებების დაგეგმვა და განხორციელება; საკანონმდებლო ინიციატივების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა იურიდიულ დეპარტამენტთან შეთანხმებით; საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისა და მისი შემდგომი იმპლემენტაციის მონიტორინგი; დაკავშირებული მხარეების სრული და ზუსტი ინფორმირება განხორციელებული ცვლილებებისა და მათი დანიშნულების შესახებ; განხორციელებული ცვლილებების ეფექტურობის შეფასება; უ) მდგრადი განვითარების სამმართველო − მდგრადი განვითარების სტრატეგიის მომზადება და მისი ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის შემუშავება; მსოფლიო გლობალური გამოწვევების წინაშე ქვეყნის მზადყოფნის უზრუნველმყოფი ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა, მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ინოვაციური პროექტების მიღება, დამუშავება და ანალიზი, მათი რეალიზაციის აუცილებლობისა და განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ შესაბამისი წინადადებების კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენა უფლებამოსილი ორგანოსათვის; ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალისა და რესურსების გამოვლენის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიმართულებით; ეკონომიკის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებაში მონაწილეობა; აღნიშნული მიზნების მისაღწევად კომპეტენციის ფარგლებში აქტიური თანამშრომლობა აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ბიზნესსექტორსა და საერთაშორისო ინსტიტუტებთან; ფ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი − სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა; სამინისტროს საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა; სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია; ადმინისტრაციული შენობისათვის საექსპლოატაციო პირობების შექმნის უზრუნველყოფა; სამინისტროს ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის აფასების, ჩამოწერისა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება, კანონმდებლობით დადგენილი წესით; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად დოკუმენტაციის მომზადება, შესყიდვის პროცედურების კოორდინაცია და კონტროლი; სამინისტროს საჭიროებებიდან გამომდინარე, ტექნიკური და კომპიუტერული მოწყობილობების ახალი ინოვაციური მოწყობილობებით ჩანაცვლება და მათზე მონიტორინგის წარმოების უზრუნველყოფა; აქტიური მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან ინფორმაციის გაცვლის დაცული ქსელების წარმოებაში; სამინისტროში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემების ადმინისტრირებისა და მართვის უზრუნველყოფა, ამასთან, მისი შიდა და გარე ქსელური პერიმეტრის დაცვა; საჭიროების შემთხვევაში, საკონსულტაციო მომსახურების გაწევა სამინისტროს მოსამსახურეთათვის კომპიუტერულ ტექნიკასთან, კომპიუტერულ პროგრამებსა და ინტერნეტთან მუშაობასთან დაკავშირებით; მოქალაქეთა და ინვესტორთათვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და პროექტებთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; არსებული სერვისების მხარდაჭერისა და ახალი ინოვაციური მომსახურების დანერგვის, მონაცემთა უწყვეტობისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სამინისტროში, როგორც პროგრამული, ასევე კავშირგაბმულობისა და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა, პერიოდული ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება; საგანგებო სიტუაციების, მობილიზაციის რეჟიმის, სამობილიზაციო გეგმების შემუშავების კოორდინაცია; სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში, კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო საიდუმლოებათა რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება; სამინისტროში საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება; საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული დავალებების, აგრეთვე მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი; საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად, ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფა; სამინისტროში შესულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი; სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სხვა ორგანოების საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება; ქ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განვითარების სამმართველო − საერთაშორისო და რეგიონულ, მათ შორის, ეკონომიკურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა; საერთაშორისო და რეგიონულ, მათ შორის, ეკონომიკურ ორგანიზაციებთან ურთიერთობების ეფექტიანად წარმართვა; საერთაშორისო და რეგიონული ეკონომიკური ორგანიზაციების მოთხოვნებისა და სტანდარტების საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებში ასახვაზე მუშაობა; კომპეტენციის შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; საერთაშორისო და რეგიონული ეკონომიკური გაერთიანებების მოთხოვნებისა და რეალური პარამეტრების შედარების საფუძველზე განვითარების საჭიროებათა და შესაძლებლობათა გამოვლენა; ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებისა და საჭიროებების რეალიზაციასთან დაკავშირებით წინადადებათა მომზადება და ხელმძღვანელ პირთათვის წარდგენა; საერთაშორისო და რეგიონული ეკონომიკური გაერთიანებების წარმომადგენლებთან შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება და მოლაპარაკებათა წარმოება; კომპეტენციის ფარგლებში და იურიდიულ დეპარტამენტთან შეთანხმებით შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებათა პირობების შემუშავება; კომპეტენციის ფარგლებში იურიდიულ დეპარტამენტთან შეთანხმებით საერთაშორისო ხელშეკრულებათა გაფორმების პროცესის ორგანიზება; ღ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი − სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება; სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ საზოგადოების ინფორმირება; სამინისტროს საქმიანობის შესახებ პრესის მიმოხილვის გავრცელება; პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების გამართვის უზრუნველყოფა; სამინისტროს ღონისძიებების ფოტო- და ვიდეოგადაღება; სამინისტროს ვებგვერდზე ინფორმაციის პერიოდული განახლება; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან ყველა საჭირო ინფორმაციის მოპოვება; საზოგადოებასთან ურთიერთობის მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება; სამინისტროს საქმიანობის შესახებ მასმედიით გაშუქებული მასალების მონიტორინგის განხორციელება; სამინისტროს საქმიანობის შესახებ რეკლამების, საგაზეთო სტატიებისა და ვიდეორგოლების მომზადებაში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში, ინტერვიუების, ბრიფინგების, პრესკონფერენციებისა და საჯარო შეხვედრების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა; ყ) პროტოკოლის დეპარტამენტი − მინისტრისა და მინისტრის მოადგილეებისათვის უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების გატარება; მინისტრის მოწვევით სამთავრობო დელეგაციების საქართველოში ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობა; საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების (ელჩების), საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათ წარმომადგენელთა შეხვედრების ორგანიზება მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებთან; საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის თანმხლები დელეგაციის წევრების, ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება (მათ შორის, განთავსება, ტრანსპორტირება და ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება); საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პროტოკოლის სამსახურებთან, უცხო ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ასევე საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა; მინისტრის მოწვევით უცხო სახელმწიფოთა დელეგაციების ვიზიტების პროგრამის შედგენა და ორგანიზება; საქართველოს სხვადასხვა სამინისტროების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება; კანონმდებლობით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა და მათი სავიზო მომსახურების ორგანიზება; შ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი − სამინისტროს სისტემის საქმიანობის გაუმჯობესება და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა შემდეგი საქმიანობის განხორციელებით: სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; სამინისტროს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება; სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; განხორციელებული აუდიტის შედეგებისა და რეკომენდაციების მინისტრისათვის წარდგენა; სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და მიზნებთან შეუსაბამო ქმედების გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა; სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება; სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი; სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების კონტროლი; სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება; დეპარტამენტის „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა. სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს; ჩ) სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო ჩ.ა) საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მოკვლევა და შესაბამისი დასკვნ(ებ)ის მომზადება; სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების თავიდან აცილების (პრევენციის) მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და მიწოდება სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და შესაბამისი ავიასაწარმოებისათვის; მოკვლევის ბიუროს მოსამსახურეთა 24‑საათიანი მზადყოფნისა და შემთხვევის/ინციდენტის ადგილზე დაუყოვნებლივ მივლინების უზრუნველყოფა; საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების, ასევე საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებზე სხვა სახელმწიფოში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და სისტემატიზაცია; უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი საავიაციო შემთხვევისა და სერიოზული ინციდენტის შესახებ მოკვლევაში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე სახელმწიფოების ინფორმირება და მათი წარმომადგენლების მოკვლევაში მონაწილეობის უზრუნველყოფა; საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების შესახებ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ისათვის ინფორმაციის მიწოდება; საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფოთა შესაბამის დაწესებულებებთან თანამშრომლობა; შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ჩ.ბ) საზღვაო ინციდენტისა და შემთხვევის მოკვლევისას მისი თანამდევი გარემოებების ყოველმხრივი შესწავლა, გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების დადგენა, მასში მონაწილე პირთა ქმედებების შეფასება, პრევენციული ღონისძიებების შემუშავება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და ევროკავშირის შესაბამისი რეზოლუციებისა და დირექტივების შესაბამისად; მოკვლევის ბიუროს მოსამსახურეთა 24‑საათიანი მზადყოფნისა და საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივლინების უზრუნველყოფა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყოველწლიური ანგარიშგების წარმოება, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხო სახელმწიფოთა შესაბამის დაწესებულებებთან თანამშრომლობა, სხვა სახელმწიფოთა საზღვაო დაწესებულებებთან შეთანხმებების დადებაში მონაწილეობის მიღება; შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ც) დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველო − სამინისტროს საქმიანობის დაგეგმვისა და კონტროლის მარეგულირებელი პროცესის ინსტრუქციის (მეთოდოლოგიის) შემუშავება და დანერგვა; საქმიანობის დაგეგმვის პროცესის ორგანიზება სამინისტროს მასშტაბით და გეგმების კონსოლიდაცია; გეგმების სწორი და ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფა; დაგეგმვის, კონტროლისა და ანალიზის მექანიზმების განვითარება; ძ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი − სამინისტროს ადამიანური რესურსების მაღალი პროდუქტიულობის უზრუნველყოფა; ადამიანური რესურსების შესაბამისობის უზრუნველყოფა სამინისტროს საჭიროებებთან; სამინისტროს ადამიანური რესურსების მუდმივი განვითარება სამინისტროს პრიორიტეტების შესაბამისად; თანამშრომლების მოტივაციის ამაღლების, განვითარების და სამუშაოს შესრულების ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფა; თანამშრომლების შერჩევისა და დანიშვნის სამუშაოების ორგანიზება; თანამშრომლების შეფასების სისტემის შემუშავება, დანერგვა და განახლება; თანამშრომლების მოტივაციის კვლევა და ანალიზი; საკადრო ადმინისტრირებისა და საკადრო დოკუმენტბრუნვის სამუშაოების ორგანიზება; სამინისტროს სისტემაში საჯარო სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის უზრუნველყოფა, თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება; სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ადამიანური რესურსების სამსახურების მუშაობისათვის კოორდინაციისა და მეთოდური ხელმძღვანელობის გაწევა. მუხლი 8. სამინისტროს ქონება სამინისტროს ქონებას შეადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით მის სარგებლობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, აგრეთვე სამინისტროს ბალანსზე/სარგებლობაში რიცხული ქონება. მუხლი 9. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები, მინისტრის მოადგილის თანაშემწე მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის მრჩევლებსა და თანაშემწეებს, ასევე მინისტრის მოადგილის თანაშემწეს, მინისტრის მოადგილის წარდგინებით. მუხლი 10. დასკვნითი დებულებანი სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
დოკუმენტის კომენტარები