„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 227
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 155, 21/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 04/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
227
15/12/2009
სსმ, 155, 21/12/2009
000000000.00(0).000.000000
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №227

2009 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში (სსმ III, 2009 წელი, მუხლი 430) შეტანილ იქნეს ცვლილება და 53-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. V კლასის ობიექტებზე, რომლებიც წარმოადგენ განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და სოციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობებს ან მათ კომპლექსებს და რომელთა მშენებლობის დაფინანსება ხორციელდება საერთაშორისო საფინანსო, ან სხვა შესაბამისი ინვესტიციის განმახორციელებელი ორგანიზაციების მიერ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიძლება გაიცეს მშენებლობის ნებართვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი საბუთისა და სამშენებლო დოკუმენტის პროექტის მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში წარდგენის გარეშე. ასეთ შემთხვევაში სანებართვო პირობებში განისაზღვრება ამ დოკუმენტების წარდგენის ვადა და ნებართვის მფლობელს მხოლოდ ამ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ შეუძლია დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური