დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1248 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/02/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 11-12, 14/03/1998 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.320.000.05.001.000.326 |
საქართველოს კნონი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონში (პარლამენტის უწყებანი, 21.11.1997, №45) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 37-ე მუხლის:
ა) სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და ნამსახურევი წლების დანამატი“;
ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება: „მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს”;
გ) მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) გარდა“;
დ) მე-4 პუნქტს სიტყვების „შრომითი გასამრჯელოს“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „(ხელფასის)“, ხოლო სიტყვები “თანამდებობრივი სარგოების, დანამატებისა” შეიცვალოს სიტყვებით “შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის)”.
2. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „დანამატი“.
3. 137-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები და 71-ე მუხლი ამოქმედდეს 1999 წლის 1 იანვრიდან“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 20 თებერვალი.
№1248-IIს
დოკუმენტის კომენტარები