ვანის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ

ვანის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016202
4
04/02/2016
ვებგვერდი, 09/02/2016
010250050.35.121.016202
ვანის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2016 წლის 4 თებერვალი

ქ. ვანი

 

ვანის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის,  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის გერბი და გერბის აღწერილობა დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის დროშა და დროშის აღწერილობა დანართი №2-ის შესაბამისად.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი



დანართი №1
ვანის მუნიციპალიტეტის გერბი

 



გერბის აღწერილობა

გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა ორ ნაწილად. პირველი ნაწილის ლაჟვარდის ველზე  გამოსახულია ვერცხლის სვეტი კაპიტელით და ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი ვერცხლის რგოლში. მეორე ნაწილის მწვანე ველზე ცენტრში გამოსახულია ოქროს საწმისი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი - ვანი“.


დანართი №2
ვანის მუნიციპალიტეტის დროშა

 



დროშის აღწერილობა

 

დროშა  მარჯვნიდან მარცხნივ, ქვევიდან ზევით ირიბად გაყოფილი ორ ნაწილად - ლაჟვარდის და მწვანე ველებად.

დროშის ლაჟვარდის ველზე გამოსახულია ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი ვერცხლის რგოლში. მწვანე ველზე გამოსახულია ოქროს საწმისი.

დროშის პროპორციაა 2:3.