„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 4)“

„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 4)“
დოკუმენტის ნომერი 1009
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2016
ძალაში შესვლის თარიღი 08/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016374
1009
26/10/2015
ვებგვერდი, 09/02/2016
480610000.03.030.016374
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 4)“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

     

სესხის ნომერი 3272-GEO

 

სასესხო ხელშეკრულება

 

(ჩვეულებრივი ოპერაციები)

 

 

(მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 4)

 

საქართველოსა

 

და

 

აზიის განვითარების ბანკს

 

შორის

 

თარიღი 26 ოქტომბერი 2015

GEO 42414

 

სასესხო ხელშეკრულება

(ჩვეულებრივი ოპერაციები)

 

 სასესხო ხელშეკრულება დათარიღებული 26 ოქტომბერი 2015, საქართველოსა (შემდგომში “მსესხებელი”) და აზიის განვითარების ბანკს (შემდგომში “ADB”) შორის.

ვინაიდან

(ა) მსესხებელსა და ADB-ს შორის 2010 წლის 21 ივნისით დათარიღებული დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების მიხედვით (შემდგომში “FFA”), ADB-მ განაცხადა თანხმობა, გამოუყოს მსესხებელს მრავალტრანშიანი დაფინანსება მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამის (შემდგომში „საინვესტიციო პროგრამა”) ფარგლებში განსახორციელებილი პროექტების დასაფინანსებლად;

 

(ბ) 2015 წლის 15 აპრილს, მსესხებელმა პერიოდული დაფინანსების მოთხოვნით მიმართა ADB-ს სესხის გამოყოფაზე სასესხო ხელშეკრულების დანართ 1-ში აღწერილი პროექტის მიზნებისათვის;

 

 (გ) პროექტს განახორციელებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (“MDF”), რომელიც შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის განკარგულებით და ამ მიზნებისათვის ADB-სათვის მისაღები პირობების დაცვით მსესხებელი უზრუნველყოფს მოცემული ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის თანხების ხელმისაწვდომობას MDF-ისათვის; და

 

(დ) ADB თანხმაა გამოუყოს მსესხებელს სესხი ADB-ის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან, წინამდებარე ხელშეკრულების ვადებისა და პირობების შესაბამისად;

 

მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:

 


მუხლი 1

სესხის რეგულაციები; განმარტებები

 

პუნქტი 1.01. 2001 წლის 1 ივლისით დათარიღებული ჩვეულებრივი ოპერაციებისთვის განსაზღვრული სასესხო რეგულაციების (შემდგომში „სასესხო რეგულაციები”) ყველა დებულება, რომელიც ეხება LIBOR-ზე დაფუძნებულ სესხებს, სრულად ვრცელდება წინამდებარე სასესხო ხელშეკრულებაზე, იგივე ძალითა და პირობებით, როგორიც მას ექნებოდა წინამდებარე დოკუმენტში, შემდეგი ცვლილებების გათვალისწინებით:

(ა) პუნქტი 2.01 (50) ამოღებულია და შეცვლილია შემდეგით:

„საპროექტო ხელშეკრულება” ნიშნავს საპროექტო ხელშეკრულებას გაფორმებულს ADB-სა და MDF-ს შორის;

(ბ) ტერმინი “პროექტის განმახორციელებელი სააგენტო” სესხის რეგულაციების 7.04(ბ), 9.01(დ), 9.01(ვ), 9.01(ლ), 10.01(გ) და 10.02(გ) პუნქტებში ჩანაცვლდეს ტერმინით „MDF”.

(გ) პუნქტი 3.03 ამოღებულია და ჩანაცვლებულია შემდეგით:

 ვალდებულების გადასახდელი, კრედიტი; სესხის დაფარვის ვადის საკომისიო

(ა) მსესხებელი გადაიხდის ვალდებულების გადასახდელს სესხის თანხის აუთვისებელ ნაწილზე, სასესხო ხელშეკრულებაში განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთისა და პირობების მიხედვით.

 (ბ) ADB გაუკეთებს მსესხებელს შეღავათს სასესხო ხელშეკრულებაში განსაზღვრული განაკვეთის შესაბამისად, შეღავათის განაკვეთი დარჩება ფიქსირებული სესხის არსებობის მანძილზე. ADB მსესხებლის მიერ გადასახდელ საპროცენტო განაკვეთს შეამცირებს შეღავათების განაკვეთით.

(გ) მსესხებელი გადაიხდის სესხის დაფარვის ვადის საკომისიო სასესხო ხელშეკრულებაში განსაზღვრული განაკვეთის შესაბამისად და სესხის დაფარვის ვადის საკომისიო ფიქსირებულია სესხის ვადის განმავლობაში. ADB-მ სესხის დაფარვის ვადის საკომისიო უნდა დაამატოს მსესხებლის მიერ გადასახდელ საპროცენტო სარგებელს.

(დ) პუნქტი 3.06 ამოღებულია და ჩანაცვლებულია შემდეგით:

 

შეღავათი (ა) ADB-ის ნებისმიერი განცხადების შემდეგ იმის შესახებ, რომ ფიქსირებული მარჟა (Fixed Spread) ახალი სესხებისთვის უნდა შემცირდეს, იგი ნებისმიერ მსესხებელს, რომელთაც ჯერ არ აქვთ დაფარული სესხი, გაუკეთებს (Rebate) შეღავათს სესხებზე, რომელსაც აქვს უფრო მაღალი ფიქსირებული მარჟა. შეღავათის თანხა გამოითვლება შემდეგნაირად: (i) სხვაობა დაუბრუნებელი სესხის მარჟასა და ახალი სესხებისა შესაბამის ფიქსირებულ მარჟას შორის (გამოსახული, როგორც წლიური პროცენტი) გამრავლდება (ii) დაუბრუნებელი სესხის ძირითად თანხაზე, რომელზეც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს პროცენტი ყველა საპროცენტო პერიოდში დაწყებული ახალ სესხებზე დაბალი ფიქსირებული მარჯის დაწესების თარიღიდან.

(ბ) ADB-ის ნებისმიერი განცხადების შემდეგ იმის შესახებ, რომ დაფინანსების ღირებულების მარჟის დათვლამ ნებისმიერი სესხის ვალუტაზე (ან დამტკიცებულ ვალუტაზე) ნებისმიერ სემესტრში გამოიწვია ADB-ის მიერ თანხების დაზოგვა, ამ შემთხვევაში ADB გაუკეთებს შეღავათს მსესხებელს. შეღავათის თანხა გამოითვლება შემდეგნაირად: (i) დაფინანსების ღირებულების მარჟა (გამოსახული როგორც წლიური პროცენტი) გამრავლდება (ii) სესხის ძირითად თანხაზე, რომელზეც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს პროცენტი ყველა საპროცენტო პერიოდში, დაწყებული იმ სემესტრიდან, რომლისთვისაც მოხდა დაფინანსების ღირებულების მარჟის გამოთვლა. ADB-ს შეღავათის თანხა შეეხება მსესხებლის მიერ გადასახდელ პროცენტს, რომელიც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს საპროცენტო პერიოდში დაწყებული იმ სემესტრის შემდეგ, რომლისთვისაც მოხდება დაფინანსების ღირებულების მარჟის გამოთვლა. 

 

(ე) პუნქტი 3.07 ამოღებულია და შეცვლილია შემდეგით:

მომსახურების გადასახდელი (ა) ADB-ის ნებისმიერი განცხადების შემდეგ იმის შესახებ, რომ ფიქსირებული მარჟა (Fixed Spread) ახალი სესხებისათვის უნდა გაიზარდოს, ნებისმიერი მსესხებელი დაუბრუნებელი სესხით, რომელზეც დაწესებულია უფრო დაბალი ფიქსირებული მარჟა, გადაუხდის ADB-ს მომსახურების გადასახდელს (Surcharge). მომსახურების თანხა გამოითვლება შემდეგნაირად: (i) სხვაობა ახალი სესხების შესაბამის მარჟასა და დაუბრუნებელი სესხის ფიქსირებულ მარჟას შორის (გამოსახული როგორც წლიური პროცენტი) გამრავლდება (ii) დაუბრუნებელი სესხის ძირითად თანხაზე, რომელზეც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს პროცენტი ყველა საპროცენტო პერიოდში დაწყებული ახალ სესხებზე მაღალი ფიქსირებული მარჟის დაწესების თარიღიდან.

 

(ბ) ADB-ის ნებისმიერი განცხადების შემდეგ იმის შესახებ, რომ დაფინანსების ღირებულების მარჟის (Funding Cost Margin) დათვლამ ნებისმიერი სესხის ვალუტაზე (ან დამტკიცებულ ვალუტაზე) ნებისმიერ სემესტრში გამოიწვია ADB-ის მიერ დამატებითი ხარჯების გაწევა, ამ შემთხვევაში მსესხებელი გადაიხდის მომსახურების გადასახდელს (Surcharge). გადასახდელის თანხა გამოითვლება შემდეგნაირად: i) დაფინანსების ღირებულების მარჟა (გამოსახული როგორც წლიური პროცენტი) გამრავლდება ii) დაუბრუნებელი სესხის ძირითად თანხაზე, რომელზეც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს პროცენტი ყველა საპროცენტო პერიოდში, დაწყებული იმ სემესტრიდან, რომლისთვისაც მოხდა დაფინანსების ღირებულების მარჟის გამოთვლა. ADB დაამატებს მომსახურების გადასახდელ თანხას მსესხებლის მიერ გადასახდელ პროცენტს, რომელიც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს საპროცენტო პერიოდში დაწყებული იმ სემესტრის შემდეგ, რომლისთვისაც მოხდა დაფინანსების ღირებულების მარჟის გამოთვლა.

პუნქტი 1.02. წინამდებარე სასესხო ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც სასესხო რეგულაციებში თუკი წინამდებარე ხელშეკრულებაში არ ითვალისწინებს ცვლილებებს ან თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს. სასესხო ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

(ა) „დებულება” გულისხმობს MDF-ის დებულებას დამტკიცებულს 2005 წლის 23 ივლისის მთავრობის №118 განკარგულებით, მასში პერიოდულად შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით;

(ბ) „საკონსულტაციო სახელმძღვანელო” ნიშნავს სახელმძღვანელოს აზიის განვითარების ბანკისა და მსესხებელების შორის კონსულტანტების გამოყენების თაობაზე (2013, მასში შეტანილი შესაბამისი ცვლილებებით);

(გ) „საკონსულტაციო მომსახურება” ნიშნავს მომსახურებებს, რომლებიც უნდა დაფინანსდეს სესხის თანხებით, წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების დანართი 1-ის 3(ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად;

(დ) “EARF” ნიშნავს გარემოზე ზეგავლენის შეფასებისა და მიმოხილვის დოკუმენტს საინვესტიციო პროგრამისათვის, მასში პერიოდულად შეტანილი ცვლილებების ჩათვლით, შეთანხმებულს მსესხებელსა და ADB-ს შორის და ასახულს მითითებით FFA-ში;

(ე) „EMP” გულისხმობს პროექტის გარემოსდაცვის მართვის გეგმას, მასში შეტანილი შესაბამისი ცვლილებით, რომელიც წარმოადგენს IEE-ის ნაწილს;

 

(ვ) „გარემოსდაცვითი უსაფრთხოების ზომები” ნიშნავს SPS-ის დანართი 1-ის V ნაწილში და დანართ 4-ში განსაზღვრულ პრინციპებსა და მოთხოვნებს;

 

(ზ)”ინსტრუმენტი” ნიშნავს მრავალტრანშიან საფინანსო ინსტრუმენტს, გამოყოფილს მსესხებელისათვის ADB-ს მიერ საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში პროექტების დაფინანსების მიზნით;

 

(თ) „საქონელი” გულისხმობს ინსტრუმენტებსა და მასალებს, რომელიც უნდა დაფინანსდეს სესხის თანხით, მათ შორის შესაბამისი სერვისები, როგორიცაა ტრანსპორტირება, დაზღვევა, მონტაჟი, ექსპლუატაციაში გაშვება, ტრენინგი და თავდაპირველი ტექნიკური მომსახურება, საკონსულტაციო მომსახურების გარდა;

(ი) „IEE” ნიშნავს პროექტის თავდაპირველ გარემოსდაცვით შემოწმებას, შესაბამისი განახლებული ინფორმაციით, რომელიც მომზადებულია მსესხებლის მიერ EARF-ის მოთხოვნების შესაბამისად და მიღებულია ADB-ის მიერ;

(კ) „იძულებითი განსახლების უსაფრთხოების ზომები” ნიშნავს SPS-ის დანართ 2-ის V ნაწილში და დანართ 4_ში (შესაბამის შემთხვევებში) განსაზღვრულ პრინციპებსა და მოთხოვნებს;

(ლ) „LARF” ნიშნავს საინვესტიციო პროგრამისათვის მიწის შესყიდვისა და განსახლების დოცუმენტს, მათ შორის მის ნებისმიერ განახლებას, რომელიც მომზადებული და წარდგენილია მსესხებლის მიერ და მიღებულია ADB-ის/ საინვესტიციო პროგრამის მიერ შესაბამისი ცვლილებებით, შეთანხმებულს მსესხებელსა და ADB-ს შორის და ასახულია მითითებით FFA-ში;

(მ) „LARP” ნიშნავს პროექტით გათვალისწინებულ განსახლების თითოეულ გეგმას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდგომი ცვლილებებით, მომზადებულს და მოწოდებულს მსესხებლის მიერ LARF-ში წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად და დამტკიცებულს ADB-ის მიერ;

(ნ) „სესხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელო” ნიშნავს ADB-ის სესხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოს (2015, მასში პერიოდულად შეტანილი ცვლილებებით);

(ო) „PAM” ნიშნავს „პროექტის ადმინისტრირების სახელმძღვანელოს” დათარიღებულს 2015 წლის 9 ივნისით და შეთანხმებულს მსესხებელსა და ADB-ს შორის , მსესხებლისა და ADB-ის შესაბამისი ადმინისტრაციული პროცედურების დაცვით შეტანილი შესაბამისი ცვლილებებით;

(პ) „შესყიდვის სახელმძღვანელო” ნიშნავს ADB-ის შესყიდვის სახელმძღვანელოს (2015, მასში პერიოდულად შეტანილი ცვლილებებით); 

(ჟ) „შესყიდვის გეგმა” ნიშნავს 2015 წლის 9 ივნისით დათარიღებულ პროექტის შესყიდვის გეგმას, შეთანხმებულს მსესხებელსა და ADB-ს შორის, შემდგომში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, შესყიდვის სახელმძღვანელოს, საკონსულტაციო სახელმძღვანელოს და ADB-სთან შეთანხმებული სხვა ღონისძიებების შესაბამისად;

(რ) „პროექტის განმახორციელებელი”, სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში გულისხმობს MDF-ს ან მის ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს, რომელიც მისაღები იქნება ADB-სათვის, ამასთან პასუხისმგებელი იქნება პროექტის განხორციელებაზე;

(ს) „SPS” ნიშნავს ADB-ის უსაფრთხოების პოლიტიკის განაცხადს (2009);

(ტ) „უსაფრთხოების ზომების მონიტორინგის ანგარიში” ნიშნავს მსესხებლის მიერ ADB-სათვის მომზადებულ და მიწოდებულ თითოეულ ანგარიშს, პროექტის განხორციელების პროცესში მიღწეული შედეგების გათვალისწინებით EMP და LARP (საჭიროების შემთხვევაში) დოკუმენტების შესაბამისად, პრევენციული და მაკორექტირებელი ღონისძიებების ჩათვლით; და

(უ) „სამუშაოები” ნიშნავს სამშენებლო სამუშაოებს, რომლებიც დაფინანსდება სესხის თანხებით. ასეთი სამუშაოები მოიცავს ბურღვის ან რუკების მომზადების სამუშაოებს და პროექტთან დაკავშირებულ ისეთ მომსახურებებს, რომლებიც ხორციელდება ერთჯერადი პასუხისმგებლობის ან საზედამხედველო კონტრაქტის ფარგლებში, გარდა საკონსულტაციო მომსახურებისა.

 

მუხლი II

სესხი

პუნქტი 2.01. (ა) ADB თანახმაა ADB-ის ჩვეულებრივი კაპიტალური ფონდების რესურსებიდან გასცეს სესხი მსესხებელზე ოცი მილიონი დოლარის ($20,000,000) ოდენობით და აღნიშნული თანხა დროდადრო შესაძლებელია კონვერტირებულ იქნეს ვალუტის კონვერსიის მიხედვით, წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების 2.06 პუნქტში განსაზღვრული დებულებების შესაბამისად.

(ბ) სესხის ძირითადი თანხის გადახდის პერიოდი შეადგენს 11 წელს, სესხზე საშეღავათო პერიოდი განსაზღვრულია მოცემული მუხლის (გ) ქვეპუნქტში.

 

(გ) ტერმინი„შეღავათიანი პერიოდი”, (ბ) ქვეპუნქტში მითითებული ფორმით, ნიშნავს პერიოდს ძირითადი თანხის გადახდის პირველ თარიღამდე, წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების დანართ 2-ში მოცემული სესხის ამორტიზაციის გრაფიკის შესაბამისად.

პუნქტი 2.02. მსესხებელი გადაუხდის ADB-ს პროცენტს ათვისებულ და დაუბრუნებელ სესხის თანხაზე დროდადრო თითოეულ საპროცენტო პერიოდში განაკვეთით, რომელიც განისაზღვრება შემდეგი მაჩვენებლების ჯამით:

(ა) LIBOR;

(ბ) 0.60%-ს, როგორც ეს განსაზღვრულია სასესხო რეგულაციების 3.02 პუნქტში, გამოკლებული შეღავათის განაკვეთი 0.10%, როგორც ეს განსაზღვრულია სასესხო ინსტრუქციების 3.03 პუნქტში; და

(გ) სესხის დაფარვის ვადის საკომისიო 0.20% ოდენობით, სასესხო რეგულაციების 3.03 პუნქტის შესაბამისად.

პუნქტი 2.03. მსესხებელი გადაუხდის ADB-ს წლიურ ვალდებულების გადასახდელს 0.15%-ის ოდენობით. ასეთი დარიცხვა ხდება სესხის მთლიან თანხაზე (მინუს დროდადრო მოხსნილი თანხები), წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღიდან 60 დღის ვადაში.

პუნქტი 2.04. პროცენტი და სხვა გადასახდელები გადაიხდება ნახევარწლიურად, ყოველი წლის 15 მარტს და 15 სექტემბერს.

პუნქტი 2.05. მსესხებელი სესხის ანგარიშიდან ათვისებულ სესხის ძირითად თანხას დაფარავს წინამდებარე ხელშეკრულების დანართი 2-ის დებულებების შესაბამისად.

პუნქტი 2.06. (ა) მსესხებელს, სესხის გონივრული მართვის მიზნებისათვის, შეუძლია დროის ნებისმიერ მომენტში მოითხოვოს სესხის შემდეგი პირობების შეცვლა:

(i) სესხის ძირითადი თანხის მთლიანი ან ნაწილის, ათვისებული ან აუთვისებელი ნაწილის სესხის ვალუტის დამტკიცებული ვალუტით შეცვლა;

(ii) ათვისებული და დაუბრუნებელი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის საბაზისო საპროცენტო ცვლადი განაკვეთის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით ან პირიქით, შეცვლა;

(iii) ათვისებული და დაუბრუნებელი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის ცვლად განაკვეთზე ლიმიტების დაწესება, ცვლად განაკვეთზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის ან საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის დადგენის გზით.

(ბ) წინამდებარე ნაწილის (ა) ქვეპუნქტის თანახმად საჭირო ნებისმიერი ცვლილება, რომელიც დადასტურებულია ADB-ის მიერ, უნდა განისაზღვროს როგორც „კონვერსია” როგორც ეს განმარტებულია სასესხო რეგულაციების 2.01 (6) პუნქტში და ძალაში შევა სასესხო რეგულაციების V მუხლისა და კონვერსიის სახელმძღვანელოს შესაბამისად.

 

მუხლი III

სესხის გამოყენება

პუნქტი 3.01. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს MDF-ისათვის სესხის თანხების მიწოდება ADB-სათვის მისაღებ ვადებში და პირობებით და უნდა უზრუნველყოს ამ თანხების გამოყენება პროექტის ხარჯების დასაფინანსებლად, წინამდებარე ხელშეკრულებისა და საპროექტო ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად.

პუნქტი 3.02. სესხის თანხების გამოყოფა და გამოთხოვა უნდა განხორციელდეს წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების დანართ 3-ის შესაბამისად. ამასთან, შესაძლებელია დანართში პერიოდულად შევიდეს ცვლილებები მსესხებლისა და ADB-ის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

პუნქტი 3.03. თუ ADB-სთან სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული, მსესხებელმა MDF-ს მეშვეობით უნდა შეისყიდოს ან უზრუნველყოს იმ საქონლის შესყიდვა, რომლებიც უნდა დაფინანსდეს სესხის თანხებით, სასესხო ხელშეკრულების დანართ 4-ის შესაბამისად. ADB-ს შეუძლია უარი განაცხადოს ისეთი კონტრაქტის დაფინანსებაზე, რომლის ფარგლებშიც შესყიდვა არ განხორციელდა მსესხებელსა და ADB-ს შორის შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად ან თუ კონტრაქტის ვადები და პირობები არ არის მისაღები ADB-სათვის.

პუნქტი 3.04. თუ ADB-სთან სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული, მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს სესხით დაფინანსებული ყველა ხარჯვითი კატეგორიის საქონლის შესყიდვა, რომელიც მხოლოდ პროექტის განხორციელებისათვის არის საჭირო. 

პუნქტი 3.05. სესხის რეგულაციების 9.02 პუნქტის შესაბამისად პროექტის დახურვის თარიღია 2020 წლის 30 ივნისი ან სხვა თარიღი, რომელზეც პერიოდულად შეთანხმდებიან მსესხებელი და ADB.

 

 მუხლი IV

განსაკუთრებული დებულებები

პუნქტი 4.01. (ა) მსესხებელი უზრუნველყოფს პროექტის ეფექტიან და გონივრულ განხორციელებას, შესაბამისი ტექნიკური, ფინანსური, საქმიანი და განვითარების პრაქტიკის დაცვით. 

(ბ) პროექტის განხორციელებისა და პროექტთან დაკავშირებული საქმიანობის პროცესში მსესხებელი შეასრულებს ან უზრუნველყოფს სასესხო ხელშეკრულების დანართ 5-ში და საპროექტო ხელშეკრულებაში მოცემული ყველა ვალდებულების შესრულებას.

პუნქტი 4.02. მსესხებელი, საჭიროებისამებრ დაუყოვნებლივ, ხელმისაწვდომს გახდის ან უზრუნველყოფს საჭიროებისთანავე პროექტის განსახორციელებლად საჭირო ფონდების, საშუალებების, მომსახურების, მიწისა და სხვა რესურსების სესხის თანხებთან ერთად დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობას.

პუნქტი 4.03. ADB უზრუნველყოფს პროექტის აუდიტირებული ფინანსური მონაცემებისა და ფინანსურ მონაცემებზე აუდიტის მოსაზრების გავრცელებას ამ ინფორმაციის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში, მისი ADB-ის ვებგვერდზე განთავსების გზით.

პუნქტი 4.04. (ა) პროექტის განხორცილების პროცესში, მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს ADB-სათვის მისაღები კომპეტენტური და კვალიფიცური კონსულტანტებისა და კონტრაქტორების აყვანა შესაბამისი რაოდენობით, მსესხებლისა და ADB-სათვის მისაღები პირობებით და ვადებით. 

(ბ) მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტის განხორციელება მსესხებლისა და ADB-სათვის მისაღები გეგმების, დიზაინის სტანდარტების, სპეციფიკაციების, სამუშაო განრიგებისა და მშენებლობლობის მეთოდების შესაბამისად. მსესხებელმა მომზადებისთანავე უნდა მიაწოდოს ADB-ს ასეთი გეგმები, დიზაინის სტანდატები, სპეციფიკაციები და სამუშაო განრიგები, აგრეთვე მათში შემდგომში შეტანილი ნებიმიერი მატერიალური ხასიათის ცვლილებები, იმ დეტალებში, რომელსაც ADB დასაბუთებულად მოითხოვს.

პუნქტი 4.05. მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ მისი დეპარტამენტებისა და სააგენტოების საქმიანობა პროექტის განხორცილებისას ან პროექტის საშუალებების ოპერირების კუთხით, ხორციელდებოდეს სათანადო ადმინიტრაციული პოლიტიკებისა და პროცედურების შესაბამისად.

პუნქტი 4.06. მსესხებელი ხელს შეუწყობს ADB-ს წარმომადგენლებს პროექტის, საქონლისა და სამუშაოების, ასევე ყველა შესაბამისი ჩანაწერისა და დოკუმენტის შემოწმებისას.

პუნქტი 4.07. მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ პროექტთან დაკავშირებული ყველა აღჭურვილობის ოპერირება, ექსპლუატაცია და შეკეთება ხორციელდებოდეს საყოველთაოდ მისაღები ტექნიკური, ფინანსური, ბიზნესგანვითარების, საოპერაციო და ექსპლუატაციის პრაქტიკის შესაბამისად.

 

პუნქტი 4.08. მსესხებელი მიმართავს ყველა ზომას, რაც აუცილებელია MDF-ის მიერ საპროექტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად; ამასთან, მსესხებელი არ ახორციელებს ან არ უშვებს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს დასახელებული ვალდებულებების შესრულებას.

 

მუხლი V

ძალაში შესვლა

პუნქტი 5.01. სასესხო რეგულაციების 10.04 პუნქტის მიზნებისათვის, სასესხო ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღად განისაზღვრა წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერიდან 60 დღე.

 

მუხლი VI

უფლებამოსილების დელეგირება

პუნქტი 6.01. მსესხებელი MDF-ს განსაზღვრავს თავის აგენტად ნებისმიერი იმ მოქმედების განსახორციელებლად ან ნებისმიერი ისეთი ხელშეკრულების დასადებად, რომლებიც დაშვებული ან საჭიროა წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების 3.02 პუნქტით და სასესხო რეგულაციების 6.01, 6.02, 6.03 და 6.04 პუნქტებით.

პუნქტი 6.02. პროექტის აღმასრულებელი აგენტის მიერ წინამდებარე სასესხო ხელშეკრელების 6.01 პუნქტის შესაბამისად გაცემული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ნებისმიერი ქმედება ან დადებული ხელშეკრულება სრულად მოქმედია მსესხებლისათვის და გააჩნია იგივე ძალა და მოქმედება, რაც განისაზღვრებოდა მსესხებლის მიერ ამ ქმედებების განხორციელების ან ხელშეკრულებების დადების შემთხვევაში.

პუნქტი 6.03. პროექტის აღმასრულებელი აგენტისათვის წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების 6.01 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება შესაძლოა გამოთხოვილი ან შეცვლილი იყოს მსესხებელისა და ADB-ის ურთიერთშეთანხმების შემთხვევაში.

 

მუხლი VII

სხვადასახვა

პუნქტი 7.01. მსესხებლის ფინანსთა მინისტრი განსაზღვრულია მსესხებლის წარმომადგენლად სასესხო რეგულაციების 12.02 პუნქტის მიზნებისათვის.

 

პუნქტი 7.02. სასესხო რეგულაციების 12.01 პუნქტის მიზნებისათვის გამოყენებულია შემდეგი მისამართები:

 

მსესხებლისათვის

ფინანსთა სამინისტრო

სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტი

გორგასლის ქ. 16, 0114

თბილისი, საქართველო

 

ფაქსი:

 (99532) 2262 423.

 

 ADB-სთვის

 აზიის განვითარების ბანკი

 6 ADB გამზირი

 მანდალუონგი

 1550 მეტრო მანილა

 ფილიპინები

 

 ფაქსი:

 (632) 636-2444

 (632) 636-2301.

ზემოაღნიშნულის დასტურად, მხარეები, მათი სათანადო უფლებამისილი წარმომადგენლების მეშვეობით, ხელს აწერენ წინამდებარე სასესხო ხელშეკრულებას და უზრუნველყოფენ მის მიწოდებას ADB-ის სათავო ოფისში მითითებულ წელსა და რიცხვში.

 

 

საქართველო

 ნოდარ ხადური

 ფინანსთა მინისტრი

 

აზიის განვითარების ბანკი

იეშიმ ელჰან-კაიალარი

საქართველოში აზიის განვითარების ბანკის

 (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი

 

 

დანართი 1

პროექტის აღწერა

 

1. საინვესტიციო პროგრამის მიზანია უზრუნველყოს ეფექტიანი, საიმედო და ხელმისაწვდომი ურბანული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და მომსახურება.

2. საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, პროექტის მიზანია ეფექტიანი, საიმედო და ხელმისაწვდომი ურბანული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და მომსახურების უზრუნველყოფა შემდეგ ქალაქ ბათუმში.

 

3. პროექტი შედგება:

 (ა) ნაპირსამაგრი კონსტრუქციის მშენებლობა, საერთაშორი საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც მდგრადი ნაპირსამაგრი საშუალება იქნება ქალაქ ბათუმისათვის;

 (ბ) MDF-ის ინსტიტუციური და მონიტორინგის მენეჯმენტის შესაძლებლობების გაძლიერება MDF-ისთვის მართვის საინფორმაციო სისტემის მეშვეობით, ქობულეთის ნაპირსამაგრი პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების, დეტალური საინჟინრო პროექტისა და სატენდერო დოკუმენტების, შესაბამისი რეკრეაციული ზონისა და ველობილიკების და ასევე საინვესტიციო პროგრამის მოსამზადებელი სამუშაოების, დეტალური საინჟინრო პროექტისა და სატენდერო დოკუმენტების ინფორმაციული სისტემის მენეჯმენტის საშუალებით და ამასთანავე მხარდაჭერის განხორციელება ფინანსური აუდიტისა და უსაფრთხოების დამოუკიდებელი მონიტორინგის მეშვეობით.

4. პროექტის დასრულების მოსალოდნელი თარიღია 2019 წლის 31 დეკემბერი.

 

 

დანართი 2

ამორტიზაციის გრაფიკი

(მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციის პროგრამა - პროექტი 4)

 

1. შემდეგი ცხრილში მოცემულია სესხის ძირითადი თანხის გადახდის თარიღები და შესაბამის თარიღებში გადასახდელი თანხის პროცენტული ოდენობები, გამოსახული როგორც მთლიანი ძირითადი თანხის პროცენტული წილი (ძირითადი თანხის გადასახდელი წილი). თუ სესხის თანხა სრულად იქნება ათვისებული ძირითადი თანხის დაბრუნების გადახდის პირველი თარიღისთვის, მსესხებლის მიერ ყოველი ძირითადი თანხის დაბრუნების გადახდის თარიღისთვის სესხის ძირითადი თანხის გადასახდელი Yნაწილი დგინდება ADB მიერ როგორც: (ა) სესხის ძირითადი თანხის გადახდის პირველ თარიღამდე ათვისებული და დაუბრუნებელი სესხის ძირითადი თანხის მთლიანი ოდენობისა და (ბ) თითოეული ძირითადი თანხის გადახდის თარიღის შესაბამის ძირითადი თანხის გადასახდელი წილის ნამრავლი, და ასეთი გადასახდელი თანხა შეიძლება შეიცვალოს აუცილებლობის შემთხვევაში, აღნიშნულ თანხაზე ამ დანართის მე-4 პუნქტში მოხსენიებული ნებისმიერი თანხის გამოკლებით, რომელზეც ვრცელდება ვალუტის კონვერსია.

 

გადახდის ვადა გადასახდელი წილი

 (გამოსახული %-ში)

 

15 მარტი 2029 4.545455

15 სექტემბერი 2029 4.545455

15 მარტი 2030 4.545455

15 სექტემბერი 2030 4.545455

15 მარტი 2031 4.545455

15 სექტემბერი 2031 4.545455

15 მარტი 2032 4.545455

15 სექტემბერი 2032 4.545455

15 მარტი 2033 4.545455

15 სექტემბერი 2033 4.545455

15 მარტი 2034 4.545455

15 სექტემბერი 2034 4.545455

15 მარტი 2035 4.545455

15 სექტემბერი 2035 4.545455

15 მარტი 2036 4.545455

15 სექტემბერი 2036 4.545455

15 მარტი 2037 4.545455

15 სექტემბერი 2037 4.545455

15 მარტი 2038 4.545455

15 სექტემბერი 2038 4.545455

15 მარტი 2039 4.545455

15 სექტემბერი 2039 4.545445

სულ 100.000000

 

2. თუ სესხის თანხები მთლიანად არ არის გამოთხოვილი ძირითადი თანხის გადახდის პირველი თარიღისთვის, მსესხებლის მიერ ყოველი ძირითადი თანხის გადახდის თარიღისთვის ძირითადი თანხის გადასახდელი თანხა დგინდება შემდეგნაირად:

(ა) თუ სესხის თანხების ნაწილი გამოთხოვილია ძირითადი თანხის გადახდის პირველი თარიღისთვის, მსესხებელმა უნდა გადაიხადოს გამოთხოვილი და შესაბამისი თარიღისთვის გადაუხდელი თანხა ამ დანართის პირველი პარაგრაფის შესაბამისად.

(ბ) ნებისმიერი თანხა, რომლის გამოთხოვაც მოხდა პირველი ძირითადი თანხის გადახდის თარიღის შემდეგ უნდა იქნეს გადახდილი ყოველი ძირითადი თანხის გადახდის თარიღში, რომელიც დადგება აღნიშნული გამოთხოვის შემდეგ იმ ოდენობით, როგორც ამას განსაზღვრავს ADB ყოველი ასეთი გამოთხოვილი თანხის გამრავლებით წილადზე, რომლის მრიცხველიც იქნება თავდაპირველი ძირითადი თანხის გადასახდელი წილი, რომელიც მოცემულია პირველ პარაგრაფში მოცემულ ცხრილში შესაბამისი ძირითადი თანხის გადახდის თარიღისთვის (თავდაპირველი ძირითადი თანხის გადასახდელი წილი), და მნიშვნელი იქნება ამ თარიღში ან ამ თარიღის შემდეგ დარჩენილი ძირითადი თანხის გადახდის თარიღების შესაბამისი თავდაპირველი ძირითადი თანხის გადასახდელი წილების ჯამი, და ასეთი გადასახდელი თანხა შეიძლება შეიცვალოს აუცილებლობის შემთხვევაში, აღნიშნულ თანხაზე ამ დანართის მე-4 პარაგრაფში მოხსენიებული ნებისმიერი თანხის გამოკლებით, რომელზეც ვრცელდება ვალუტის კონვერტაცია.

3. გამოთხოვა, რომელიც განხორციელდა პირველი ძირითადი თანხის გადახდის თარიღამდე ორი კალენდარული თვის განმავლობაში, ნებისმიერი ძირითადი თანხის გადახდის თარიღისთვის ძირითადი გადახდების გამოთვლის მიზნით, იქნება ჩათვლილი როგორც ათვისებული და გადაუხდელი ათვისების თარიღის შემდეგ მეორე ძირითადი თანხის გადახდის თარიღისთვის და იქნება გადასახდელი ყოველი ძირითადი თანხის გადახდის თარიღში დაწყებული ათვისების თარიღის შემდეგ დამდგარი მეორე ძირითადი თანხის გადახდის თარიღიდან.

4.მიუხედავად ამ დანართის 1 და 2 პარაგრაფების დებულებებისა, ათვისებული სესხის ძირითადი თანხის მთლიანი ან მისი ნებისმიერი ნაწილის კონვერტირებისას, კონვერტირებული თანხა დამტკიცებულ ვალუტაში, რომელიც უნდა იქნეს გადახდილი რომელიმე ძირითადი თანხის გადახდის თარიღში, რომელიც დადგება პერიოდის განმავლობაში, განსაზღვრული იქნება ADB-ს მიერ კონვერტაციამდე თავის ვალუტაში დენომინირებული აღნიშნული თანხის გამრავლებით ერთ-ერთზე მომდევნო ორიდან: (i) გაცვლითი კურსით, რომელიც ასახავს ძირითად თანხას აღნიშნულ დამტკიცებულ ვალუტაში, რომლის გადახდაც ხდება ADB-ს მიერ ვალუტის ჰეჯირების ტრანზაქციის ფარგლებში, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ კონვერტირებასთან ან (ii) როგორც ADB განსაზღვრავს კონვერტაციის პრინციპების შესაბამისად, გამოცხადებული გაცვლითი კურსით (Screen Rate). 

5. თუ სესხის ათვისებული და გადაუხდელი ძირითადი თანხა, დროდადრო იქნება დენომინირებული ერთზე მეტ სესხის ვალუტაში, ამ დანართის დებულებები ცალ-ცალკე გამოიყენება სესხის ყოველ ვალუტაში განსაზღვრული თანხის მიმართ, ისე რომ მიღებული იქნება ცალკე ამორტიზაციის გრაფიკი ყოველი ასეთი თანხისთვის.

 

დანართი 3

სესხის თანხების გამოთხოვა და მიღება

ზოგადი ნაწილი

1. წინამდებარე დანართის ცხრილში („ცხრილი”) განსაზღვრულია სესხის თანხებით დასაფინანსებელი ხარჯების კატეგორიები, აგრეთვე თითოეული კატეგორიისათვის გამოყოფილი თანხა. („კატეგორია” ამ დანართში აღნიშნავს ცხრილში მოცემულ „კატეგორიას” ან „ქვეკატეგორიას”).

სესხის ანგარიშიდან თანხის გატანის საფუძველი

2. თუ ADB-სთან სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული, სესხის თანხები გაიცემა თითოეული ხარჯის კატეგორიისათვის ცხრილში განსაზღვრული პროცენტული ოდენობის საფუძველზე.

პროცენტი და ვალდებულების საკომისიო

3. კატეგორია 3-ში განსაზღვრული თანხა გამოიყოფა პროექტის განხორციელების პერიოდში სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელისა და სესხის გამოყოფის ვალდებულების საკომისიოს დასაფარად. ADB უფლებამოსილია დადგენილ ვადებში საპროცენტო სარგებლისა და სესხის გამოყოფის ვალდებულების საკომისიოს ჩამოაჭრას საჭირო თანხები სესხის ანგარიშიდან და განახორციელოს გადახდა მსესხებლის სახელით, თავის სასარგებლოდ.

რეალოკაცია

4. მიუხედავად ცხრილში მითითებული სესხის თანხის გამოყოფისაა და თანხების გამოთხოვის პროცენტული მაჩვენებლისა:

(ა) თუ ნებისმიერი კატეგორიისათვის გამოყოფილი სესხის თანხა არასაკმარისი აღმოჩნდება ამ კატეგორიის ყველა შეთანხმებული დანახარჯის დასაფინანსებლად, ADB-ის მსესხებლისათვის შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, შეუძლია (i) ამ კატეგორიის სავარაუდო დეფიციტის შესავსებად ხელახლა გადაანაწილოს ასეთ კატეგორიაზე თანხა, კერძოდ სესხის ის თანხები, რომლებიც სხვა კატეგორიისათვის იყო გათვალისწინებული, და ამავდროულად, AADB-ის მოსაზრებით, არ არის საჭირო სხვა დანახარჯების დასაფინანსებლად; (ii) თუ ასეთი გადანაწილებით ვერ მოხერხდება სავარაუდო დეფიციტის სრულად შევსება, AADB-ის შეუძლია შეამციროს ამ ხარჯვითი კატეგორიით გათვალისწინებული თანხის პროცენტული მაჩვენებელი, რათა ხარჯვითი კატეგორიით გათვალისწინებული თანხის შემდგომში გატანა გაგრძელდეს, სანამ დეფიციტი არ შეივსება; და

 

(ბ) თუ რომელიმე კატეგორიისათვის გამოყოფილი სესხის თანხა აღემატება ამ კატეგორიის ყველა შეთანხმებული ხარჯების ოდენობას, ADB-ს შეუძლია, მსესხებლისათვის შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, ასეთი ზედმეტი თანხა სხვა კატეგორიებზე გადაანაწილოს.

 

ჩამორიცხვის პროცედურები

5. თუ ADB-სთან სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული, სესხის თანხების ჩამორიცხვა განხორციელდება სესხის თანხების ჩამორიცხვის სახელმძღვანელოს შესაბამისად.

რეტროაქტიული დაფინანსება

6. სესხის ანგარიშიდან თანხის გატანა უნდა განხორციელდეს პროექტის ძალაში შესვლამდე არაუადრეს 12 თვისა, საქონელთან და სამუშაოებთან დაკავშირებული დანახარჯების ასანაზღაურებლად და უნდა შეადგენდეს სესხის თანხის მაქსიმუმ 20%-ს.

დანართი 3-ის დამატება

ცხრილი

სესხის თანხების გამოყოფა და გამოთხოვა

(მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 4)

ნომერი

დასახელება

ADB-დაფინანსებისათვის გამოყოფილი ჯამური თანხის

($)

კატეგორია

სასესხო ანგარიშიდან თანხის გამოთხოვის პროცენტული წილი

1

სამუშაოები და საქონელი

12,007,000

ჯამური დანახარჯის 100% *

2

საკონსულტაციო მომსახურება და ადმინისტრაციული ხარჯები

5,190,000

ჯამური დანახარჯის 100% *

3

პროცენტი და ვალდებულების გადასახდელი

464,000

დასაფარი თანხის 100%

4

გაუნაწილებელი

2,339,000

 

 

 

 

სულ

 

20,000,000

 

 

 

 

 

 

 

 

*მსესხებლის ტერიტორიაზე მოქმედი გადასახადებისა და მოსაკრებლების გარეშე.

 

დანართი 4

საქონლის, სამუშაოებისა და საკონსულტაციო მომსახურებების შესყიდვა

ზოგადი

1. საქონლის, სამუშაოებისა და საკონსულტაციო მომსახურებების შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის სახელმძღვანელო მითითებებისა და საკონსულტაციო მომსახურებების სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად.

2. მოცემულ დანართში გამოყენებულ ყველა ტერმინს, თუ სხვაგვარად არ არის განმარტებული, წინამდებარე სასესხო ხელშეკრულებაში აქვს შესყიდვის სახელმძღვანელო მითითებებში და/ან საკონსულტაციო მომსახურებების სახელმძღვანელო მითითებებში გამოყენებული მნიშვნელობა.

 

საქონელი და სამუშაოები

3. თუ ADB-სთან სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული, საქონლისა და სამუშაოების შესყიდვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ საერთაშორისო საკონკურსო ტენდერის საფუძველზე.

4. შესყიდვის მეთოდი, სხვა პროცედურებთან ერთად, განისაზღვრება შესყიდვების გეგმაში დადგენილი დეტალური ღონისძიებებისა და ზღვრული ოდენობების საფუძველზე. მსესხებლის მიერ შესყიდვის მეთოდების ან ზღვრული ოდენობის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ADB-სთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე და ეს ცვლილებები უნდა შევიდეს შესყიდვების განახლებულ გეგმაში.

კონტრაქტის გაფორმების პირობები

5.მსესხებელმა არ უნდა გააფორმოს სამუშაო კონტრაქტები, რომლებიც გავლენას მოახდენენ გარემოზე, სანამ MDF:

(ა) არ მიიღებს საბოლოო დასტურს IEE-ზე (ეკოლოგიური ექსპერტიზის) მსესხებლის შესაბამისი უფლებამოსილი ერთეულიდან, და

 (ბ)მსესხებელი არ შეიტანს EMP-ის შესაბამის დებულებებს სამუშაო კონტრაქტში.

6. მსესხებელს არ აქვს უფლება დადოს სამუშაო კონტრატი, რომელსაც შედეგად მოჰყვება იძულებითი განსახლება, სანამ მსესხებელი არ მოამზადებს და ADB-ს არ წარუდგენს საბოლოო, დეტალურ დიზაინზე დამყარებულ LARP-ს და სანამ ADB-საგან არ მიიღებს თანხმობას წარდგენილ LARP-ზე.

საკონსულტაციო მომსახურებები

7. თუ ADB-სთან სხვაგვარად არ იქნა შეთანხმებული, მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს კონსულტანტების კვალიფიკაციებია და ხარისხსა და ფასზე დამყარებული საკონსულტაციო მომსახურებების შერჩევა.

8. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს MDF-ის მიერ ინდივიდუალური კონსულტანტების შერჩევა, ინდივიდუალური კონსულტანტების შერჩევის ADB-ისთვის მისაღები პროცედურების დაცვით.

საწარმოო ან ინტელექტუალური საკუთრების უფლებები

 

9. (ა) მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი სახის საქონლისა და სამუშაოს (მათ შორის, შეუზღუდავი რაოდენობის კომპიუტერული მოწყობილობების, პროგრამებისა და სისტემების, როგორც ცალკე, ასევე სხვა საქონელთან და მომსახურებასთან ერთად) შესყიდვისას ადგილი არ ჰქონდეს რომელიმე მესამე მხარის სამრეწველო ან ინტელექტუალური საკუთრების უფლების ან პრეტენზიის დარღვევას ან გვერდის ავლას.

(ბ) მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ საქონლისა და სამუშაოს შესყიდვების ყველა კონტრაქტი შეიცავდეს სათანადო მონაცემთა ჩამონათვალს, გარანტიებს და საჭიროების შემთხვევაში, კონტრაქტორის ან მომწოდებლის მიერ ზარალის ანაზღაურების გარანტიას, ამ პარაგრაფის (ა) ქვეპარაგრაფში მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით.

10.მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ADB-ს მიერ დაფინანსებული ყველა საკონსულტაციო კონტრაქტი შეიცავდეს კონსულტანტების სათანადო ჩამონათვალს, გარანტიებს და საჭიროების შემთხვევაში, ზარალის ანაზღაურების გარანტიას, რომ აღნიშნული საკონსულტაციო მომსახურება არ არღვევს საწარმოო ან ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს ან არ წარმოშობს მოთხოვნებს მესამე მხარისგან.

ADB-ის მიერ შესყიდვებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების განხილვა

11. საერთაშორისო საკონკურსო ტენდერის პროცედურების შესაბამისად შესყიდული კონტრაქტები ექვემდებარება ADB-ის მიერ წინასწარ განხილვას, თუკი მსესხებლისა და ADB-ის შორის სხვაგვარად არ არის შეთანხმებული და შესყიდვების გეგმაში სხვაგვარად არ არის მითითებული.

12. სამუშაოების შესრულებაზე კონტრაქტის შემთხვევაში, რომელიც ექვემდებარება ADB-ს მხრიდან წინასწარ განხილვას, მსესხებელმა უნდა ითხოვოს ADB-ს წინასწარი თანხმობა ნებისმიერი ცვლილების შეტანაზე ან ხელშეკრულების პირობების გაუქმებაზე, მათ შორის:

ა) კონტრაქტის დასრულების განსაზღვრული თარიღის 1 თვით ან მეტი ვადით გაგრძელებაზე, ან თუ სავარაუდოა, რომ ამისათვის საჭირო იქნება სესხის დახურვის თარიღის გადავადება;

ბ) საწყისი ფასის საერთო ჯამში 5%-ზე მეტით გაზრდა (გაუგებრობათა თავიდან ასაცილებლად ასეთი ზრდა უნდა ითვალიწინებდეს ყველა წინა ცვლილებას ამგვარი კონტრაქტის ფარგლებში).

13. სამუშაოების შესრულებაზე კონტრაქტის შემთხვევაში, რომელიც ექვემდებარება ADB-ს მხრდან შემდგომ განხილვას, ADB-მ უნდა განიხილოს ხელშეკრულებაში შესატანი საჭირო ცვლილებები ან მის პირობებზე უარის თქმა, და უპასუხოს მსესხებელს უმოკლეს დროში მაგრამ არაუგვიანეს 1 თვისა საჭირო დოკუმენტის მიღებიდან.

14. მსესხებელმა უნდა მაიწოდოს ADB-ს ხელშეკრულების ყველა ვადის გაგრძელების, ცვლილების შეტანის ან მის პირობებზე უარის თქმის დამადასტურებელი საბუთი (მათ შორის, გადახდების დამადასტურებელი დოკუმენტები) ასლი ხელშეკრულების შესწორებიდან 1 თვის ვადაში.

 

 

დანართი 5

პროექტის განხორციელება; ფინანსური საკითხები

განხორციელება

1. მსესხებელმა და MDF-მა უნდა უზრუნველყონ პროექტის განხორციელება PAM-ში განსაზღვრული ღონისძიებების მიხედვით. PAM-ის რაიმე სახის შემდგომი ცვლილება ძალაში შევა მხოლოდ მსესხებლისა და ADB-ის მიერ დამტკიცების შემდეგ. PAM-სა და სასესხო ხელშეკრულებას და/ან საპროექტო ხელშეკრულებას შორის რაიმე სახის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სასესხო ხელშეკრულებაში და/ან საპროექტო ხელშეკრულებაში მოცემულ დებულებებს.

გარემო

2. მსესხებელმა MDF-ს მეშვეობით უზრუნველყოფს, რომ MDF-მა უზრუნველყოს, პროექტისა და პროექტთან დაკავშირებული საშუალებების მომზადება, დიზაინი, მშენებლობა, განხორციელება, ექსპლუატაცია და ექსპლუატაციიდან გამოსვლა მიმდინარეობდეს: (ა) მსესხებლის მოქმედი გარემოსდაცვითი, ჯანდაცვითი და უსაფრთხოების დაცვის კანონების და რეგულაციების შესაბამისად; (ბ) გარემოსდაცვითი უსაფრთხოების ზომების შესაბამისად; (გ) EARF-ის; (დ) შესაბამის IEE-სა და IMP-ში მოცემული ზომებისა და საშუალებების და უსაფრთხოების მონიტორინგის ანგარიშში მოცემული მაკორექტირებელი და პრევენციული მოქმედებების შესაბამისად.

 

მიწის შესყიდვა და არანებაყოფლობითი განსახლება

3. მსესხებლმა MDF-ს მეშვეობით უნდა უზრუნველყოს პროექტისთვის საჭირო მიწა და შესაბამისი უფლებები სამუშაოების შემსრულებელი კონტრაქტორისათვის, სამუშაოებთან დაკავშირებულ კონტრაქტში განსაზღვრული განრიგის შესაბამისად; ამასთან, უნდა უზრუნველყოს, რომ მიწის შესყიდვისა და განსახლების ღონისძიებები განხორციელდეს (ა) მიწის შესყიდვასა და განსახლების მსესხებელის შესაბამისი კანონებისა და მარეგულირებელი ნორმების დაცვით; (ბ) იძულებითი განსახლების უსაფრთხოების ზომების შესაბამისად; (გ) LARF-ის შესაბამისად; და (დ) შესაბამის LARF-ში განსაზღვრული ღონისძიებებისა და მოთხოვნების, ასევე უსაფრთხოების ზომების მონიტორინგის ანგარიშში წარმოდგენილი ყველა მაკორექტირებელი და პრევენციული ქმედებების შესაბამისად.

4. იძულებითი განსახლების უსაფრთხოების ზომების გამოყენების შეზღუდვის გარეშე, მსესხებელმა MDF-ს მეშვეობით უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს პროექტთან დაკავშირებული ფიზიკური ან ეკონომიiკური განსახლება, სანამ:

 

(ა) განსახლებას დაქვემდებარებულ პირებს გადაეცემათ კომპენსაციები და უფლებები LAღP-ის შესაბამისად; და

 

 (ბ) შემუშავდება და ჩამოყალიბდება სათანადო შემოსავლისა და საცხოვრებელი პირობების აღმდგენი პროგრამა, LARP-ის შესაბამისად.

მკვიდრი მოსახლეობა

5. პროექტის ფარგლებში არ არის გათვალისწინებული რაიმე სახის ზეგავლენა მკვიდრ მოსახლეობაზე. ასეთი გავლენის არსებობის შემთხვევაში, მსესხებლმა MDF-ს მეშვეობით უნდა უზრუნველყოს მსესხებლისა და SPS-ის შესაბამისი კანონებისა და მარეგულირებელი ნორმების დაცვა. მსესხებლისა და SPS-ის კანონებსა და მარეგულირებელ ნორმებს შორის განსხვავების არსებობისას, უპირატესობა ენიჭება SPS-ს.

უსაფრთხოების მოთხოვნების გასახორციელებლად საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსები

6. მსესხებლმა MDF-ს მეშვეობით უნდა უზრუნველყოს EMP-ისა და LARP-ის სრულად გასახორციელებლად აუცილებელი ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყოფა.

უსაფრთხოების ზომები – შესაბამისი დებულებები სატენდერო დოკუმენტებსა და სამუშოების შესყიდვების კონტრაქტებში

7. მსესხებლმა MDF-ის მეშვეობით უნდა უზრუნველყოს სატენდერო დოკუმენტებში და სამუშაოების შესყიდვების კონტრაქტებში ისეთი დებულებების შეტანა, რომლებიც ითვალისწინებს კონტრაქტორის მიერ შემდეგი მოთხოვნების შესრულებას:

(ა) შეასრულოს IEE-ში, EMP-სა და LARP-ში წარმოდგენილი ზომები და მოთხოვნები (მშენებლობის პროცესში გავლენას დაქვემდებარებული მოსახლეობის ფარგლებში) და უსაფრთხოების ზომების მონიტორინგის ანგარიშში მოცემული მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებები;

(ბ) გამოყოს ბიუჯეტი ყველა ამ ტიპის გარემოსდაცვითი და სოციალური ღონისძიებისათვის;

(გ) წერილობით შეატყობინოს მსესხებელს გარემოს დაცვასთან, განსახლებასთან ან მკვიდრ მოსახლეობასთან დაკავშირებული ყველა იმ გაუთვალისწინებელი რისკის ან ზეგავლენის შესახებ, რომელიც წამოიჭრება მშენებლობის, განხორციელების ან პროექტის ოპერირების პროცესში და არ არის გათვალისწინებული IEE, EMP ან LARP დოკუმენტებში;

 

(დ) მასალების ტრანსპორტირებისა და მშენებლობის დაწყებამდე აღრიცხოს გზების, სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების მდგომარეობა; და

(ე) მშენებლობის დასრულების შემდეგ სრულად აღადგინოს სავალი ბილიკები, სხვა ადგილობრივი ინფრასტრუქტურა და სასოფლო-სამეურნეო მიწები, სულ მცირე, პროექტისწინა მდგომარეობამდე.

 

უსაფრთხოების ზომების მონიტორინგი და ანგარიშგება

8. მსესხებლის MDF-ს მეშვეობით უნდა განახორციელოს შემდეგი:

(ა) წელიწადში ორჯერ წარუდგინოს ADB-ს უსაფრთხოების მონიტორინგის ანგარიშები და ანგარიშების წარდგენიდან მოკლე ვადაში მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია დაზარალებულ პირებს;

(ბ) თუ მშენებლობის, განხორციელების ან პროექტის ოპერირების პროცესში არსებობს/წამოიჭრება გარემოს დაცვასთან, განსახლებასთან ან მკვიდრ მოსახლეობასთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი რისკი ან ზეგავლენა, რომელიც არ არის გათვალისწინებული IEE, EMP ან LARP დოკუმენტებში, დროულად შეატყობინოს ამის შესახებ ADB-ს, მოვლენის დეტალური აღწერით და მაკორექტირებელი ზომების შეთავაზებით; და

 (გ) წარადგინოს ანგარიში EMP-ში ან LARP-ში განსაზღვრული ღონისძიებებისა და მოთხოვნების ფაქტობრივი დარღვევის ან დარღვევის პოტენციური საშიშროების შესახებ, ამგვარი ფაქტების დადგენიდან უმოკლეს ვადაში.

აკრძალული ინვესტიციების ჩამონათვალი

9. მსესხებლის MDF-ს მეშვეობით უნდა უზრუნველყოს, რომ სესხის თანხები არ იყოს გამოყენებული იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც შედის SPS-ის დანართ 5-ში მოცემულ აკრძალული ინვესტიციების ჩამონათვალში.

ჯანდაცვისა და შრომის სტანდარტები

10. მსესხებელმმა MDF-ს მეშვეობით უნდა უზრუნველყოს ძირითადი შრომითი სტანდარტებისა და მსესხებლის შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების, მათ შორის სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა პროექტის განხორციელებისას. MDF-მა უნდა შეიტანოს სპეციალური დებულებები სატენდერო დოკუმენტაციაში და კონტრაქტებში, რომლებიც დაფინანსებლია ADB-ს მიერ პროექტის ფარგლებში და მოითხოვოს კონტრაქტორებისგან, რომ მათ: (ა) დაიცვან მსესხებლის სათანადო შრომის კანონები და რეგულაციები და გაითვალისწინონ მოქმედი სამუშაო ნორმები (ბ) არ გამოიყენონ ბავშვთა შრომა იმ მნიშვნელობის ფარგლებში, რომელიც მოყვანილია შესაბამისობის უსაფრთხოების პოლიტიკის განაცხადის მე-5 დანართში; (გ) არ მოახდინონ თანამშრომელთა დისკრიმინაცია დასაქმებისა და პოზიციის მიხედვით დ) არ გამოიყენონ ძალდატანებითი შრომა იმ მნიშვნელობით, რომელიც მოყვანილია შესაბამისობის პოლიტიკის განცხადების დანართი 5; (ე) დაუშვან გაერთიანებებში მონაწილეობის თავისუფლება და რეალურად აღიარონ კოლექტიური ხელშეკრულებების დადება; და

(ვ) თავად გაავრცელონ, ან ჩართონ შესაბამისი სამსახურები ინფორმაციის გავრცელებაში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, მათ შორის, აივ/შიდსის რისკების შესახებ, პროექტის ფარგლებში დასაქმებულ თანამშრომელთა და კონტრაქტორებს შორის, ასევე პროექტის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული ადგილობრივი თემების წევრებს შორის, განსაკუთრებით ქალებში.

 

11. მსესხებელმა MDF-ს მეშვეობით უნდა უზრუნველყოს მე-10 პარაგრაფში განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისი მკაცრი მონიტორინგი და მიაწოდოს რეგულარული ანგარიშები ADB-ს.

 

გენდერი და განვითარება

 

12. მსესხებელმა MDF-ს მეშვეობით უნდა უზრუნველყოს, რომ: (ა) გენდერის სამოქმედო გეგმა შესრულდეს მისი პირობების/ვადების შესაბამისად; (ბ) სატენდერო დოკუმენტები შეიცავდეს დებულებებს კონტრაქტორების მიერ გენდერულ სამოქმედო გეგმაში წარმოდგენილი ღონისძიებების შესრულების შესახებ; (გ) გენდერული სამოქმედო გეგმის შესასრულებლად გამოიყოს ადეკვატური რესურსები; და (დ) რეგულარულად განხორციელდეს სათანადო ზომები გენდერული სამოქმედო გეგმის ძირითადი შედეგებისა და მიზნების მონიტორინგსა და მიღწევისთვის.

 

მმართველობა და ანტიკორუფციული ღონისძიებები

13. მსესხებელი და MDF ვალდებული არიან: (ა) დაიცვან ADB-ს ანტიკორუფციული პოლიტიკა (1998, შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით) და აღიარონ ADB-ს უფლება განახორციელოს პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი კორუფციის, თაღლითობის, ფარული მოლაპარაკების ან ძალადობის ფაქტის გამოძიება საკუთარი ძალებით ან აგენტების გამოყენებით; და (ბ) ითანამშრომლონ ნებისმიერ ასეთ გამოძიებასთან და აღმოუჩინონ გამოძიების განმახორციელებელ პირებს საჭირო დახმარება, გამოძიების წარმატებით დასრულების მიზნით.

 

14. მსესხებელის MDF-ს მეშვეობით უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა სატენდერო დოკუმენტში და კონტრაქტში შევიდეს ADB-სათვის მისაღები ანტიკორუფციული დებულებები, იმ დებულებების ჩათვლით, სადაც კონკრეტულად არის განსაზღვრული ADB-ს უფლება ჩაატაროს პროექტთან დაკავშირებული განმახორციელებელი და შემსრულებელი სააგენტოების, აგრეთვე ყველა კონტრაქტორის, მომწოდებლის, კონსულტანტის და სხვა მომსახურების მომწოდებლის ჩანაწერებისა და ანგარიშების აუდიტი.

 

საოპერაციო ვალდებულებები

15. მსესხებელმა MDF-ს მეშვეობით უნდა უზრუნველყოს შემდეგი: (ა) პროექტის განხორციელება დიზაინის სპეციფიკაციებისა და სამშენებლო ნორმების დაცვით; და (ბ) მშენებლობის ზედამხედველობა, ხარისხის კონტროლი და კონტრაქტების მართვა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

 

16. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტებისა და მმართველი ორგანოების მიერ უსაფრთხოების სათანადო ნიშნებისა და საშუალებების დამონტაჟება, ასევე ჩაატაროს უბედური შემთხვევებისა და გზის დატვირთვის მაჩვენებლების მონიტორინგი.

 

17. მსესხებელმა და MDF-მა უნდა უზრუნველყონ, რომ ADB-ის თანხმობა მიიღონ, სულ მცირე, 6 თვით ადრე, სანამ განახორციელებენ შემდეგ ქმედებებს: (ა) პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ნებისმიერი აქტივის, საშუალების ან სტრუქტურის მფლობელების ცვლილება; (ბ) პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ნებისმიერი აქტივის, საშუალების ან სტრუქტურის გაყიდვა, გადაცემა ან უფლების ან კონტროლის გადაცემა; (გ) MDF-ის წესდებაში ნებისმიერი შესწორება, ცვლილება ან სხვაგვარად ფორმულირება, რამაც შეიძლება იმოქმედოს პროექტის განხორციელებაზე ან მენჯმენტზე; ან (დ) ნებისმიერი იჯარის თუ სხვა სახის კონტრაქტის ფარგლებში ან პროექტის ფარგლებში დაფინანსებული აქტივების, საშუალებებისა ან სტრუქტურების ოპერირებასა და ექსპლუატაციაში MDF-ის ფუნქციების ან უფლებამოსილების ცვლილება. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს ნებისმიერი ასეთი ცვლილების ლეგალურად და გამჭვირვალე ფორმით განხორციელება.