ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის 2016 წლის პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის 2016 წლის პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/01/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/02/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 11/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016193
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
7
29/01/2016
ვებგვერდი, 05/02/2016
010250020.35.124.016193
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის 2016 წლის პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/02/2016 - 30/03/2018)

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2016 წლის 29 იანვარი

ქ. ბაღდათი

 

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის 2016 წლის პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:


მუხლი 1
დამტკიცდეს „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის 2016 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართი №1 და დანართი №2-ის შესაბამისად  (დანართები  თან ერთვის).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე



დანართი №1
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის

2016 წლის პროგრამა და გაცემის წესი

პროგრამული კოდი 0602


მუხლი 1. სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ოჯახის წევრებზე ერთჯერადი სამედიცინო დახმარება. პროგრამული კოდი 060201. წლიური დაფინანსება 50 000 ლარი
 

სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ოჯახის წევრებზე სამედიცინო გამოკვლევის, მკურნალობის, საოპერაციო და სამკურნალო მედიკამენტებისათვის საჭირო თანხების ნაწილობრივი  უზრუნველყოფისათვის.

 

პროგრამით ისარგებლებენ:

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომელთაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვს უმწეოების სატატუსის განმსაზღვრელი 65 000-მდე სარეიტინგო ქულა. გამონაკლის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება მოქალაქის საცხოვრებელი ადგილიდან გამგებლის წარმომადგენლის პასუხისმგებლობით გაცემული შუამდგომლობა, სადაც დანამდვილებით, დეტალურად იქნება აღწერილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარება და დასაბუთებული დახმარების აუცილებლობა.

 

სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება მოხდება:

თუ პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა წარმოდგენილია 1000 ლარამდე, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსება მოხდება 300 ლარამდე.

თუ სამედიცინო მომსახურების თანხა წარმოდგენილია 1000 ლარს ზევით, დაფინანსება მოხდება 500 ლარამდე.

დასაფინანსებელი თანხის ზღვრული რაოდენობა ორივე შემთხვევაში განისაზღვრება შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით.

 

დაფინანსება მოხდება:

მოქალაქის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ფორმა №100 და საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშფაქტურა) საფუძველზე გაიცემა საგარანტიო წერილი. სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწეული სამუშაოს წარმოდგენის შემდეგ ხდება უნაღდო ანგარიშსწორება დაწესებულებასთან.

 

ანაზღაურებას არ ექვემდებარება:

· პლასტიკური და ესთეტიკური სახის მკურნალობა.

· სანატორიულ-კურორტული მკურნალობა და მასაჟი.

· ტონზილო და ადენოექტომია.

· ნარკოტიკული და ალკოჰოლური ზემოქმედებით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება.

· ვენერიული დაავადებებით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება.

· თვითდაზიანებით (სუიციდი) ან ტერორისტულ აქტებში მონაწილეობით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება.

· ორსულობის შემთხვევაში, სამედიცინო აღრიცხვაზე დაგვიანების გამო დაწესებული სამედიცინო გამოკვლევების ხარჯები. მშობიარობის ხარჯები გამოწვეული ექიმის და სამშობიარო სახლის შერჩევის გამო.

· პაციენტის მიერ წინასწარ გადახდილი სამედიცინო მომსახურების ხარჯები განმეორებით დაფინანსებას არ ექვემდებარება.

მედიკამენტებისათვის დაფინანსებას დაექვემდებარება შემდეგი დაავადებით მოავადე უმწეო მოქალაქეები:

1. ონკოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური (ყველა ავადმყოფი მიუხედავად სოციალური სტატუსისა), 

2. „ც“ ჰეპატიტი, 

3. თირკმლის უკმარისობა IV - V სტადიის,     

4. ინსულტის შემდგომი პერიოდი, 

5. დიაბეტური განგრენა, „დიაბეტური  თვალი“, 

6. პარკინსონის დაავადება,

7. ეპილეფსია,

8. ბრონქული ასთმა,

9. მიასთენია,  

10. ფენილკეტონურია,

11. ცერებრალური დამბლა,

12. ფსორიაზი.

 

დაფინანსება განისაზღვრება 50-100 ლარამდე წელიწადში ერთჯერ.

 

დაფინანსება მოხდება:

უნაღდო ანგარიშსწორებით, სამედიცნო დაწესებულებიდან წარმოდგენილი სამედიცინო და საბუღალტრო დოკუმენტაციის საფუძველზე. პაციენტის მიერ უკვე ანაზღაურებული ხარჯები დაფინანსებას არ ექვემდებარება.

 

მოსალოდნელი შუალედური შედეგები:

მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობაგაუარესებული უმწეო მოსახლეობის მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური პრობლემების ნაწილობრივ მოგვარება

 

შედეგების შეფასების ინდიკატორები:

დახმარებული გამოჯანმრთელობული უმწეო ადამიანების  სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ნაწილობრივ გაუმჯობესება. სიკვდილიანობის რისკის შემცირება.


მუხლი 2. დაკრძალვის ხარჯების დაფინანსება. პროგრამული კოდი 060202. წლიური დაფინანსება 5 000 ლარი
 

პროგრამით ისარგებლებენ ოჯახები მე-2 მსოფლიო ომში მონაწილეების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლის გარდაცვალების შემთხვევაში

ოჯახებში მე-2 მსოფლიო ომში მონაწილის ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლის გარდაცვალების შემთხვევაში – 250 ლარის ოდენობით. წლიური დაფინანსება – 5 000 ლარი

მოსალოდნელი შუალედური შედეგები:

 ომის ვეტერანთა პატივგება და მათი  ოჯახების  ეკონომიკური  მდგომარეობის ნაწილობრივ გაუმჯობესება.


მუხლი 3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრებზე (მშობელს, მეუღლეს ან შვილს) ერთჯერადი დახმარება.  პროგრამული კოდი 060203. წლიური დაფინანსება 3 000 ლარი
პროგრამით ისარგებლებენ გარდაცვლილ მებრძოლთა მშობელი მეუღლე ან შვილი.

სოციალური ეფექტი:

დაღუპული მებრძოლების პატივგება და მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის ნაწილობრივ გაუმჯობესება.


მუხლი 4. უფასო სასადილოს დაფინანსებისათვის. პროგრამული კოდი 060204. წლიური დაფინანსება 45 000 ლარი

 

ისარგებლებენ ბენეფიციარები, რომელთა სოციალური დაუცველობის სტატუსი განისაზრვრება 0-დან 65 000-მდე ქულით. პრიორიტეტი მიენიჭება მრავალშვილიან ოჯახებს.

მოსალოდნელი შუალედური შედეგები:

56 უმწეო მდგომარეობაში მყოფი ბენეფიციარის ყოველდღიური ცხელი  საკვებით უზრუნველყოფა.

 

სოციალური ეფექტი: უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანების შიმშილობის და შიმშილობით გამოწვეული გართულებების პრევენცია.


მუხლი 5. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა. პროგრამული კოდი 060205. წლიური დაფინანსება 25 000 ლარი.
პროგრამით ისარგებლებენ: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მაცხოვრებელი ოჯახები მიუხედავად სოციალური სტატუსისა.

 

·  მე-2 შვილის შეძენისას – 200 ლარი,                                

· მე-3 შვილის შეძენისას – 250 ლარი,                                 

· მე-4 და  შემდეგი  შვილის შეძენისას  – 300 ლარი,              

·  ტყუპების შეძენისას – 400 ლარი                            

 

მოსალოდნელი შუალედური შედეგები:

შობადობის ფინანსური მხარდაჭერა.

 

სოციალური ეფექტი: მუნიციპალიტეტის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება შობადობის გაზრდით.


მუხლი 6. სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა დახმარება. პროგრამული კოდი 060206. წლიური დაფინანსება 10 000 ლარი

 

პროგრამით ისარგებლებენ:

სტიქიური უბედურების შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში დაზარალებული მოქალაქეები. მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სასიცოცხლოდ გადაუდებელი საჭიროებების დაფინანსება.

სოციალური ეფექტი:

დაზარალებული მოსახლეობის მორალური და ფინასური მხარდაჭერა.


მუხლი 7. სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის. პროგრამული კოდი 060207. წლიური დაფინანსება 112 000 ლარი

 

პროგრამით ისარგებლებენ:

 

ა) ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენით სამუშაოებზე მონაწილეთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება თითოეულზე 200 ლარის ოდენობით. წლიური დაფინანსება 2200 ლარი.

სოციალური ეფექტი:

ჯანმთელობისთვის საზიანო აღდგენით სამუშაოებზე მონაწილე მოქალაქეების  პატივგება და მათი ეკონომიკური მდგომარეობის ნაწილობრივ გაუმჯობესება.

 

ბ) დღეგრძელ (100 და მეტი წლის ასაკის) მოქალაქეთა ერთჯერადი დახმარება (მიუხედავად სოციალური სტატუსისა) თითოეულს 200 ლარის ოდენობით. წლიური დაფინანსება 2 000 ლარი.

სოციალური ეფექტი:

დღეგრძელი მოქალაქეების პატივგება და მათი ეკონომიკური მდგომარეობის ნაწილობრივ გაუმჯობესება.

 

გ) დიალიზით მოსარგებლე მოქალაქეების ტრანსპორტირების და სხვა ხარჯების დაფინანსება 130 ლარი თვეში. წლიური 9 800 ლარი

 

სოციალური ეფექტი:

დიალიზით მოსარგებლე მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის ნაწილობრივ გაუმჯობესება

 

დ) შშმ პირთათვის დღის ცენტრის ფუნქციონირებისათვის 80 000 ლარი

მოსალოდნელი შუალედური შედეგები:

6-18 წლამდე შშმ პირთა რეაბილიტაცია /აბილიტაცია

სოციალური ეფექტი:

რეაბილიტირებულ/აბილიტირებულ შშმ პირთა რაოდენობის ზრდა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირება.

 

ე) სათბობი შეშის შესაძენად 2015 წლის ხარჯი. 18 000 ლარი

მოსალოდნელი შუალედური შედეგები:

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება.

სოციალური ეფექტი:

უმწეო მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება.


მუხლი 8. სადღესასწაულო პროგრამის დაფინანსება. პროგრამული  კოდი 060208

წლიური დაფინანსება 5000 ლარი

 

პროგრამით ისარგებლებენ: მე-2 მსოფლიო ომის ცოცხალი მონაწილეები და სოციალურად დაუცველი 65 000 ქულამდე ყველა ომების ვეტერანები

სოციალური ეფექტი:

ომის ვეტერანების პატივგება.

 

სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2016 წლის პროგრამის წლიური დაფინანსება 255 000 ლარი.



დანართი №2
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით 2016 წელში სოციალური პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებათა განაწილება

ღონისძიებების დასახელება

სულ გასაცემი თანხა

გასაცემი თანხა ერთეულზე

კაცთა რაოდენობა

შენიშვნა

სოციალურად დაუცველ და ეკონომიურად გაჭირვებულ  ოჯახის წევრებზე სამედიცინო გამოკვლევის, მკურნალობის, საოპერაციო და სამკურნალო მედიკამენტებისათვის საჭირო თანხების ნაწილობრივი უზრუნვეყოფისათვის

 

50 000

 

-----

 

-----

 

 

დიდი სამამულო ომის მონაწილეებისა და ტერიტორიული მთლიანობის მებრძოლთა ოჯახებისათვის სარიტუალო მომსახურეობის თანხა- ოჯახში ომის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში.

 

 

5 000

      

 

250

 

 

 

-----

 

 

 

 

 

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების დახმარებისათვის.

3 000

-----

-----

 

უფასო სასადილოს დაფინანსებისათვის

45 000

-----

-----

 

ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა

25 000

 

 

 

მე-2 შვილის შეძენისათვის

 

200

-----

 

მე-3 შვილის შეძენისათვის

 

250

-----

 

მე-4 და შემდეგი შვილის შეძენისათვის

 

300

-----

 

ტყუპების შეძენისათვის

 

400

-----

 

სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა დახმარება

10 000

-----

-----

 

სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის

112 000

-----

-----

 

ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენით სამუშაოებში მონაწილეთა ერთჯერადი დახმარებისათვის

2 200

200

11

 

დღეგრძელი (100 და მეტი წლის ასაკის) მოქალაქეთა ერთჯერადი დახმარებისათვის

2 000

200

10

 

დიალიზით მოსარგებლე მოქალაქეების ტრანსპორტირების და სხვა ხარჯების დაფინანსებისათვის

9 800

130

6

 

შ.შ.მ. პირთათვის დღის ცენტრის ფუნქციონირებისათვის

80 000

------

-----

 

სათბობი შეშის შესაძენად, 2015 წლის ხარჯი

18 000

------

-----

 

სადღესასწაულო დახმარების პროგრამის დასაფინანსებლად

5 000

-----

-----

 

სულ.

255 000

 

 

 

 


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.