ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე

ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019106
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
41
28/01/2016
ვებგვერდი, 08/02/2016
300160070.10.003.019106
ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/02/2016 - 06/02/2017)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №41

2016 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი − „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები“. 
მუხლი 2
ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ III, IV და V კლასს დაქვემდებარებული შენობებისა და ნაგებობების დაგეგმარებაზე, მშენებლობასა და მოვლა-პატრონობაზე. 
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი




შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები

თავი 1 − რეგულირების საგანი და გამოყენება. 9

ქვეთავი 101 − ზოგადი დებულებები. 9

ქვეთავი 102 − გამოყენებადობა. 9

თავი 2 − განმარტებები. 11

ქვეთავი 201 − ზოგადი. 11

ქვეთავი 202 − განმარტებები. 11

თავი 3 − გამოყენება და დაკავებულობის კლასიფიცირება. 50

ქვეთავი 301 − ზოგადი. 50

ქვეთავი 302 − კლასიფიცირება. 50

ქვეთავი 303 − თავშეყრის ჯგუფი თვ. 50

ქვეთავი 304 − საქმიანი ჯგუფი სქ. 52

ქვეთავი 305 − საგანმანათლებლო ჯგუფი სგ. 53

ქვეთავი 306 − სამრეწველო ჯგუფი სმ. 54

ქვეთავი 307 − დიდი საფრთხის შემცველი ჯგუფი დსშ. 56

ქვეთავი 308 − დაწესებულებითი ჯგუფი დწ. 64

ქვეთავი 309 − სავაჭრო ჯგუფი სვ. 67

ქვეთავი 310 − საცხოვრებელი ჯგუფი სც. 68

ქვეთავი 311 − სასაწყობო ჯგუფი სწ. 70

ქვეთავი 312 − დამხმარე და სხვადასხვა დანიშნულების ჯგუფი დს. 72

თავი 4 − გამოყენებისა და დაკავებულობის სპეციალური დეტალური მოთხოვნები. 73

ქვეთავი 401 − რეგულირების საგანი. 73

ქვეთავი 402 − გადახურული მოლისა და ღია მოლის შენობები. 73

ქვეთავი  403 − მაღლივი შენობები. 80

ქვეთავი  404 − ატრიუმები. 86

ქვეთავი 405 − მიწისქვეშა შენობები. 87

ქვეთავი 406 − ავტომობილებთან დაკავშირებული დაკავებულობები. 89

ქვეთავი 407 − ჯგუფი დწ-2. 98

ქვეთავი 408 − ჯგუფი დწ-3. 102

ქვეთავი 409 − ფილმების გასაშვები/საპროექციო ოთახები. 107

ქვეთავი 410 − სცენები, ბაქან-სცენები და ტექნიკური პერსონალის სამყოფი ფართობები. 108

ქვეთავი 411 − სპეციალური გასართობი შენობა-ნაგებობები. 112

ქვეთავი 412 − საჰაერო ხომალდებთან დაკავშირებული დაკავებულობები. 113

ქვეთავი 413 − წვადი საწყობი. 118

ქვეთავი 414 − საფრთხის შემცველი ნივთიერებები. 118

ქვეთავი 415 − ჯგუფები დსშ-1, დსშ-2, დსშ-3, დსშ-4 და დსშ-5. 125

ქვეთავი 416 − აალებადი მოსაპირკეთებელი მასალების გამოყენება. 142

ქვეთავი 417 − საშრობი ოთახები. 142

ქვეთავი 418 − ორგანული საფარები. 143

ქვეთავი 419 − საცხოვრებელ-სამუშაო ერთეულები. 143

ქვეთავი 420 − ჯგუფები დს-1, სც-1, სც-2, სც-3. 145

ქვეთავი 421 − წყალბადის გამოსაცალკევებელი ოთახები. 145

ქვეთავი 422 − ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულებები. 146

ქვეთავი 423 − საგანმანათლებლო ჯგუფი სგ. 147

ქვეთავი 424 − ბავშვების სათამაშო ნაგებობოები. 147

თავი 5 − შენობის ზოგადი სიმაღლე და ფართობი. 149

ქვეთავი 501 − ზოგადი. 149

ქვეთავი 502 − განმარტებები. 149

ქვეთავი 503 − სიმაღლისა და ფართობის ზოგადი შეზღუდვები. 149

ქვეთავი 504 − შენობის სიმაღლე. 151

ქვეთავი 505 − ანტრესოლები და მოწყობილობების ბაქნები. 152

ქვეთავი 506 − შენობის ფართობის მოდიფიცირება/შეცვლა. 154

ქვეთავი 507 − შეუზუდავი ფართობის შენობები. 156

ქვეთავი 508 − შერეული გამოყენება და დაკავებულობა. 159

ქვეთავი 509 − თანმხლები გამოყენებები. 162

ქვეთავი 510 − სპეციალური დებულებები. 163

თავი 6 − კონსტრუქციის ტიპები. 168

ქვეთავი 601 − ზოგადი. 168

ქვეთავი 602 − კონსტრუქციის კლასიფიცირება. 168

ქვეთავი 603 − წვადი მასალა I და II ტიპის კონსტრუქციაში. 171

თავი 7 − ცეცხლისა და კვამლისგან დაცვის საშუალებები. 174

ქვეთავი 701 − ზოგადი. 174

ქვეთავი 702 − განმარტებები. 174

ქვეთავი 703 − ცეცხლმედეგობის ხარისხები და სახანძრო ტესტები. 175

ქვეთავი 704 − სტრუქტურული ნაწილების ცეცხლმედეგობის  საერთო ხარისხი. 178

ქვეთავი 705 − გარე კედლები. 181

ქვეთავი 706 − ცეცხლმედეგი კედლები. 187

ქვეთავი 707 − ცეცხლმედეგი ზღუდეები. 191

ქვეთავი 708 − ცეცხლმედეგი ტიხრები. 195

ქვეთავი 709 − კვამლგაუმტარი ზღუდეები. 197

ქვეთავი 710 − კვამლგაუმტარი ტიხრები. 198

ქვეთავი 711 − თარაზული ანაწყობები. 199

ქვეთავი 712 − შვეული ღიობები. 201

ქვეთავი 713 − შახტის შემომზღუდავები. 203

ქვეთავი 714 − გაყვანილობები. 208

ქვეთავი 715 − ცეცხლმედეგი ნაკერების სისტემა. 213

ქვეთავი 716 − ღიობის დამცავები. 215

ქვეთავი 717 − არხები და საჰაერო ღიობები. 225

ქვეთავი 718 − დამალული სივრცეები. 233

ქვეთავი 719 − ბათქაშის ცეცხლმედეგობისადმი მოთხოვნები. 238

ქვეთავი 720 − თერმული და ხმის საიზოლაციო მასალები. 238

ქვეთავი 721 − მოცემული ცეცხლმედეგობა. 240

ქვეთავი 722 ცეცხლმედეგობის ანგარიში. 268

თავი 8 − შიგა მოპირკეთება. 310

ქვეთავი 801 − ზოგადი. 310

ქვეთავი 802 − განმარტებები. 310

ქვეთავი 803 − კედლისა და ჭერის მოპირკეთება. 311

ქვეთავი 804 − შიგა იატაკის მოპირკეთება. 315

ქვეთავი 805 − წვადი მასალები I და II ტიპის კონსტრუქციებში. 316

ქვეთავი 806 − დეკორატიული მასალები და მორთულობა. 317

ქვეთავი 807 − იზოლაცია. 318

ქვეთავი 808 − ჭერის აკუსტიკური სისტემები. 318

თავი 9 − ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები. 320

ქვეთავი 901 − ზოგადი. 320

ქვეთავი 902 − განმარტებები. 321

ქვეთავი 903 − ავტოსაშხეფი სისტემები. 323

ქვეთავი 904 − ალტერნატიული ავტომატური ცეცხლსაქრობი სისტემები. 334

ქვეთავი 905 − სახნძრო მილდგარების სისტემები. 337

ქვეთავი 906 − ხელის ცეცხლმაქრები. 342

ქვეთავი 907 − სახანძრო განგაშისა და ცეცხლაღმომჩენი სისტემები. 346

ქვეთავი 908 − საავარიო განგაშის სისტემები. 365

ქვეთავი 909 − კვამლის საკონტროლო სისტემები. 368

ქვეთავი 910 − კვამლისა და სითბოს გაწოვა. 384

ქვეთავი 911 − ხანძრის მართვის ცენტრი. 387

ქვეთავი 912 − სახანძრო-სამაშველო სამსახურის მიერ გამოსაყენებელი მისაერთებლები. 389

ქვეთავი 913 − სახანძრო ტუმბოები. 391

ქვეთავი 914 − უსაფრთხოების ზომები საგანგებო ვითარებაზე რეაგირებისას. 392

თავი 10 − გასასვლელი საშუალებები. 393

ქვეთავი 1001 − ადმინისტრირება. 393

ქვეთავი 1002 − განმარტებები. 393

ქვეთავი 1003 − ზოგადი მოთხოვნები გასასვლელი საშუალებების მიმართ. 395

ქვეთავი 1004 − დაკავებულობის დატვირთვა. 397

ქვეთავი 1005 − გასასვლელი საშუალების ზომა. 400

ქვეთავი 1006 − გასასვლელი საშუალებების განათებულობა. 402

ქვეთავი 1007 − შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის მისაწვდომი გასასვლელი საშუალებები. 403

ქვეთავი 1008 − კარები, ჭიშკრები და ტურნიკეტები. 408

ქვეთავი 1009 − გზა-კიბეები. 421

ქვეთავი 1010 − პანდუსები. 430

ქვეთავი 1011 − გასასვლელის ნიშნები. 432

ქვეთავი 1012 − სახელურები. 434

ქვეთავი 1013 − მოაჯირები. 436

ქვეთავი 1014 − გასასვლელთან მისადგომი. 439

ქვეთავი 1015 − გასასვლელის და გასასვლელთან მისადგომის გზა-კარები. 441

ქვეთავი 1016 − გასასვლელთან მისადგომი სავალი მანძილი. 443

ქვეთავი 1017 − გასავლელები. 445

ქვეთავი 1018 − დერეფნები. 446

ქვეთავი 1019 − გასასვლელის აივნები. 448

ქვეთავი 1020 − გასასვლელები. 448

ქვეთავი 1021 − გასასვლელების რაოდენობა და გასასვლელის კონფიგურაცია. 449

ქვეთავი 1022 − შიგა გასასვლელის გზა-კიბეები და პანდუსები. 452

ქვეთავი 1023 − გასასვლელის გზა-დერეფანი. 456

ქვეთავი 1024 − გასასვლელის ბილიკის კონტურული განათება. 457

ქვეთავი 1025 − თარაზული გასასვლელები. 459

ქვეთავი 1026 − გარე გასასვლელის გზა-კიბეები და პანდუსები. 461

ქვეთავი 1027 − შენობიდან გამოსასვლელი. 462

ქვეთავი 1028 − თავშეყრა. 464

ქვეთავი 1029 − საავარიო გასაღწევი და სამაშველო ღიობი. 474

თავი 11 − მისაწვდომობა. 476

ქვეთავი 1101 − ზოგადი. 476

ქვეთავი 1102 − განმარტებები. 476

ქვეთავი 1103 − რეგულირების საგნისადმი მოთხოვნები. 477

ქვეთავი 1104 − მისაწვდომი სვლაგეზი. 479

ქვეთავი 1105 − მისაწვდომი შესასვლელები. 481

ქვეთავი 1106 − ავტოსადგომი და სატრანსპორტო საშუალებების

მგზავრებით დატვირთვის ზონაში არსებული საშუალებები. 482

ქვეთავი 1107 − საცხოვრებელი და საძინებელი ერთეულები. 484

ქვეთავი 1108 − სპეციალური დაკავებულობები. 490

ქვეთავი 1109 − სხვა საშუალებები და მოწყობილობები. 496

ქვეთავი 1110 − ნიშანთა სისტემა. 503

თავი 12 − შიგა გარემო. 506

ქვეთავი 1201 − ზოგადი. 506

ქვეთავი 1202 − განმარტებები. 506

ქვეთავი 1203 − განიავება. 506

ქვეთავი 1204 − ტემპერატურის კონტროლი. 508

ქვეთავი 1205 − განათება. 509

ქვეთავი 1206 − ეზოები ან შიგა ეზოები. 510

ქვეთავი 1207 − ბგერის გადაცემა. 510

ქვეთავი 1208 − შიგა სივრცის ზომები. 511

ქვეთავი 1209 − დაუკავებელ სივრცეებთან მისადგომი. 512

ქვეთავი 1210 − ტუალეტისა და სააბაზანო ოთახების მიმართ მოთხოვნები. 512

თავი 13 ენერგოეფექტიანობა. 515

ქვეთავი 1301 − ზოგადი. 515

თავი 14 − გარე კედლები. 516

ქვეთავი 1401 − ზოგადი. 516

ქვეთავი 1402 − განმარტებები. 516

ქვეთავი 1403 − საანგარიშო მოთხოვნები. 516

ქვეთავი 1404 − მასალები. 518

ქვეთავი 1405 − კედლის საფარის მოწყობა. 519

ქვეთავი 1406 − წვადი მასალები გარე კედლების გარეთა მხარეს. 528

ქვეთავი 1407 − ლითონშემცველი მასალები. 530

ქვეთავი 1408 − გარე საიზოლაციო და მოსაპირკეთებელი სისტემები. 534

ქვეთავი 1409 − მაღალი წნევით დამუშავებული, გარე დეკორატიული,

კომპაქტური ლამინატი. 535

თავი 15 − სახურავის ანაწყობები და სახურავზედა ნაგებობები. 538

ქვეთავი 1501 − ზოგადი. 538

ქვეთავი 1502 − განმარტებები. 538

ქვეთავი 1503 − ატმოსფერული ზემოქმედებისგან დაცვა. 539

ქვეთავი 1504 − საანგარიშო მოთხოვნები. 540

ქვეთავი 1505 − ხანძრის კლასიფიცირება. 543

ქვეთავი 1506 − მასალები. 544

ქვეთავი 1507 − სახურავის ბურულებთან დაკავშირებული მოთხოვნები. 545

ქვეთავი 1508 − სახურავის იზოლაცია. 564

ქვეთავი 1509 − სახურავზედა ნაგებობები. 565

ქვეთავი 1510 − ხელახალი გადახურვა. 569

ქვეთავი 1511 − მზის ფოტოვოლტაიკური (ფოტოვოლტური)

პანელები/მოდულები. 570

თავი 16 წყალსადენი სისტემები. 572

ქვეთავი 1601 ზოგადი. 572

ქვეთავი 1602  წყალსადენი საშუალებებისადმი მინიმალური მოთხოვნები. 572

თავი 17 –  ლიფტები და გადამზიდი სისტემები. 579

ქვეთავი 1701 ზოგადი. 579

ქვეთავი 1702 ლიფტის შახტის შემომზღუდავები. 579

ქვეთავი 1703 მუშაობის რეჟიმი საგანგებო ვითარებისას. 580

ქვეთავი 1704 ლიფტის შახტის განიავება. 581

ქვეთავი 1705 გადამზიდი სისტემები. 582

ქვეთავი 1706 სამანქანო ოთახები. 583

ქვეთავი 1707 სახანძრო-სამაშველო დანაყოფისთვის მისადგომი ლიფტები. 584

ქვეთავი 1708 დამკავებელთა საევაკუაციო ლიფტები. 587

თავი 18 სპეციალური მშენებლობა. 592

ქვეთავი 1801 შესავალი. 592

ქვეთავი 1802 მემბრანული ნაგებობები. 592

ქვეთავი 1803 დროებითი ნაგებობები. 594

ქვეთავი 1804 საფეხმავლო გადასასვლელები და გვირაბები. 595

ქვეთავი 1805 ტენტები და ჩარდახები. 597

ქვეთავი 1806 გავალაკები (ბალდახინები). 598

ქვეთავი 1807 ნიშნები. 598

ქვეთავი 1808 ტელე-რადიო ანძები. 598

ქვეთავი 1809 საცურაო აუზების შემომზღუდავები და უსაფრთხოების მექანიზმები. 599

ქვეთავი 1810 საავტომობილო ავტომატური ჭიშკრები. 601

თავი 19 საზოგადოებრივ გზებში შეჭრა. 602

ქვეთავი 1901 ზოგადი. 602

ქვეთავი 1902 შეჭრა. 602

თავი 20 უსაფრთხოების ზომები მშენებლობის დროს. 604

ქვეთავი 2001 ზოგადი. 604

ქვეთავი 2002 უსაფრთხოების ზომები მშენებლობისას. 604

ქვეთავი 2003 დაშლა. 604

ქვეთავი 2004 მიწის სამუშაოები. 605

ქვეთავი 2005 სანიტარია. 605

ქვეთავი 2006 ფეხით მოსიარულეთა დაცვა. 606

ქვეთავი 2007 მომიჯნავე საკუთრების დაცვა. 608

ქვეთავი 2008 ქუჩების, ჩიხებისა და საზოგადოებრივი საკუთრების დროებითი გამოყენება. 608

ქვეთავი 2009 ცეცხლსაქრობები. 609

ქვეთავი 2010 გასასვლელი საშუალებები. 609

ქვეთავი 2011 სახანძრო მილდგარები. 609

ქვეთავი 2012 ავტოსაშხეფი სისტემა. 610

ქვეთავი 2013 ხანძრისაგან დაცვის სისტემისათვის წყლის მიწოდება. 610

თავი 21 არსებული ნაგებობები. 611

ქვეთავი 2101 ზოგადი. 611

ქვეთავი 2102 განმარტებები. 611

ქვეთავი 2103 მიშენება-დაშენებები. 612

ქვეთავი 2104 გადაკეთებები. 612

ქვეთავი 2105 შეკეთებები. 612

ქვეთავი 2106 სახანძრო თავდასაღწევები. 612

ქვეთავი 2107 მინის შეცვლა. 613

ქვეთავი 2108 დაკავებულობის შეცვლა. 614

ქვეთავი 2109 ისტორიული შენობები. 614

ქვეთავი 2110 გადაადგილებული ნაგებობები. 614

ქვეთავი 2111 მისაწვდომობა არსებული შენობებისათვის. 614

თავი 1 − რეგულირების საგანი და გამოყენება

ქვეთავი 101 − ზოგადი დებულებები

101.1 დასახელება. „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები“, შემდგომში მოიხსენიება, როგორც „წესები“.

101.2 რეგულირების საგანი. წესების დებულებები ეხება ყველანაირი შენობის ან ნაგებობის ან ამ შენობებსა თუ ნაგებობებზე მიდგმული ან მათთან დაკავშირებული ნებისმიერი ნაგებობის მშენებლობას, გადაკეთებას, გადაადგილებას, გაფართოებას, შეცვლას, შეკეთებას, აღჭურვას, გამოყენებას და დაკავებულობას, მდებარეობას, მოვლა-პატრონობას/შენახვას, აღებასა და დანგრევას/დაშლას.

გამონაკლისი:  ამ წესებით არ რეგულირდება:

1. ერთი ან ორი ოჯახისთვის განკუთვნილი ცალკე მდგომი, II კლასს დაქვემდებარებული, საცხოვრებლები, ასევე, მათი დამხმარე ნაგებობები, რომლებიც უზრუნველყოფილია დამოუკიდებელი გასასვლელი საშუალებებით და სიმაღლეში არ აღემატება მიწის დონიდან სამ სართულს.

2. ხაზობრივი ნაგებობები, წყალსაცავები, კაშხლები, ნავთობის ბაზები, ელექტროსადგურები და ნაპირსამაგრი ნაგებობები.

101.3 მიზანი. წესების მიზანია მინიმალური პირობების შექმნა საზოგადოების ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და საერთო კეთილდღეობის მისაღწევად, რასაც უზრუნველყოფს გასასვლელი საშუალებები, სანიტარიული პირობები, სათანადო განათება და განიავება, შენობაში ხანძრისა და სხვა საფრთხეებისგან სიცოცხლისა და საკუთრების დაცვა, ასევე, მეხანძრე-მაშველებისა და მაშველების უსაფრთხოება საგანგებო ვითარებებისას.

ქვეთავი 102 − გამოყენებადობა

102.1 ზოგადი. სადაც ზოგადი მოთხოვნა ეწინააღმდეგება სპეციფიკურ მოთხოვას, გამოიყენება სპეციფიკური მოთხოვნა, სადაც, ნებისმიერ სპეციფიკურ შემთხვევაში, წესების სხვადასხვა ნაწილებში განსაზღვრულია განსხვავებული მოთხოვნები, უნდა შესრულდეს მათ შორის ყველაზე მკაცრი მოთხოვნები.

102.2 მითითებული სტანდარტები. წესებში მითითებული სტანდარტები ითვლება წესების მოთხოვნების ნაწილად იმ ხარისხით, როგორც ამას მოითხოვს თითოეული მითითებული ნაწილი.

102.2.1 წინააღმდეგობები. როდესაც წესების დებულებები ეწინააღმდეგება მითითებულ სტანდარტებს, გამოიყენება წესების დებულებები.

102.3 მითითებული სტანდარტების შესაბამისი სხვა სტანდარტები. დასაშვებია მითითებული სტანდარტების შესაბამისი სხვა სტანდარტების გამოყენება.

102.4 არსებული ნაგებობები. ნებისმიერ ნაგებობაში განთავსებულმა კანონიერმა დაკავებულობამ, რომელიც უკვე არსებობდა წესების მიღების დროს, დასაშვებია, გააგრძელოს ფუნქციონირება უცვლელად, თუ სპეციალური მითითება არაა წესებში.

თავი 2 − განმარტებები

ქვეთავი 201 − ზოგადი

201.1 რეგულირების საგანი. თუ სიტყვები და ტერმინები სხვაგვარად არაა განმარტებული, მაშინ მათ წესების მიზნებიდან გამომდინარე, განსაზღვრული მნიშვნელობები აქვს.

201.2 ურთიერთმონაცვლეობა. აწმყო დროში გამოყენებული ზმნები გულისხმობს ასევე მომავალს; მხოლოობით რიცხვში დასმული ასევე ითვლება მრავლობითად და მრავლობითში კი – მხოლოობითად.

201.3 განუმარტავი ტერმინები. განუმარტავი ტერმინები საყოველთაოდ მიღებული მნიშვნელობით გამოიყენება.

 

ქვეთავი 202 − განმარტებები

აალებადი აირ. ნივთიერება, რომელიც აირია 20°C ან 20°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე 101 კპა ატმოსფეროს წნევისას [ნივთიერება, რომლის დუღილის წერტილი ნაკლებია ან ტოლია 20°C-ისა 101 კპა წნევისას]:

1.    აალებადია 101 კპა წნევისას, როდესაც ჰაერთან შერევისას მისი მოცულობა ნაკლებია ან ტოლია 13%-ისა;

2.    მიუხედავად იმისა, როგორია ქვედა ზღვარი, აქვს აალების დიაპაზონი, 101 კპა, როდესაც ჰაერთან შერევისას მისი მოცულობა, სულ მცირე, 12%-ია;

აღნიშნული ზღვრები დგინდება ASTM E 681-ის შესაბამისად 101 კპა წნევისა და 20°C ტემპერატურის პირობებში.

აალებადი თხევადი აირი. თხევადი, დაჭირხნილი აირი, რომელიც მოქმედი წნევისას 20°C ტემპერატურაზე, ნაწილობრივ, თხევად მდგომარეობაშია და აალებადია.

აალებადი მყარი ნივთიერება. მყარი ნივთიერება, ფეთქებადი ნივთიერების ან ფეთქებადი ნარევის გარდა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი ხახუნის, აბზორბციის ან დანესტიანების, სპონტანური ქიმიური ცვლილების ან წარმოებიდან თუ გადამუშავებიდან შერჩენილი სითბოს შედეგად, მისი აალების ტემპერატურა 100°C-ზე ნაკლებია ან რომელიც აალებისას ისე ძლიერ და სწრაფად იწვის, რომ სერიოზულ საფრთხეს ქმნის. ქიმიური ნივთიერება აალებად მყარ ნივთიერებად უნდა ჩაითვალოს, თუ CPSC 16 CFR-ის 1500.44 ნაწილში განსაზღვრული მეთოდით შემოწმებისას თვითაალებით მიმდინარე აალებისა და წვის პროცესის სიჩქარე მთავარი ღერძის გასწვრივ აღემატება 2,5 მმ/წმ-ს.

აალებადი ნივთიერება. ნივთიერება, რომელიც ადვილად აალდება სითბოს ჩვეულებრივი წყაროების ზემოქმედებით, 316°C ან 316°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე.

აალებადი ორთქლი ან კვამლი. ჰაერში აალებადი ნაწილაკების კონცენტრაცია, რომელიც აჭარბებს მათი აალების ქვედა ზღვრის 25%-ს.

აალებადი სითხე. სითხე, რომლის აალების წერტილი დახურულ ჭურჭელში 38°C-ზე დაბალია. აალებადი სითხეები შედის I კლასის კატეგორიის სითხეების ჯგუფში. I კლასის კატეგორია კი იყოფა შემდეგ ქვეკლასებად:

კლასი IA. სითხეები, რომელთა უეცარი აალების წერტილი 23°C-ზე ნაკლებია (დაბალია), ხოლო დუღილის წერტილი 38°C-ზე ნაკლებია (დაბალია).

კლასი IB. სითხეები, რომელთა აალების წერტილი 23°C-ზე ნაკლებია (დაბალია), ხოლო დუღილის წერტილი ტოლია ან მეტია  38°C-ისა.

კლასი IC. სითხეები, რომელთა აალების წერტილი ტოლია ან მეტია 23°C-ისა და 38°C-ზე ნაკლებია (დაბალია). აალებადი სითხეების კატეგორიაში არ შედის დაჭირხნული აირები ან კრიოგენული სითხეები.

აალების ქვედა ზღვარი. ჰაერში ორთქლის მინიმალური შემცველობა, რომელიც, აალების წყაროს არსებობისას, ალის გავრცელებას იწვევს. აალების ქვედა ზღვარს ზოგჯერ „ფეთქებადობის ქვედა ზღვარს“ უწოდებენ.

აალების წერტილი. მინიმალური ტემპერატურა გრადუსებში, რომელზეც ზედაპირთან ახლოს ან კონტეინერში არსებული სითხე გამოყოფს საკმარის ორთქლს, ჰაერთან ერთად აალებადი ნარევის წარმოსაქმნელად, თუმცა წვას ვერ უზრუნველყოფს. სითხის აალების წერტილი უნდა განისაზღვროს ASTM D 56, ASTM D 93 ან ASTM D 3278-ში განსაზღვრული ტესტისა და აპარატურის მეშვეობით.

ადგილი. მიწის ნაკვეთი, რომელიც შემოსაზღვრულია მიწის ნაკვეთის საკუთრების ხაზით/საზღვრით ან საზოგადოებრივი გზის ნაწილით.

ადგილზე დამზადებული გადასაჭიმი სისტემა. სისტემა, რომელიც მზადდება ადგილზე და გამოიყენება აკუსტიკური, მიმაგრების ან ესთეტიკური მიზნით, იგი შედგება სამი ელემენტისაგან:

1.    ჩარჩო (აგებული პლასტმასით, ხით, ლითონით ან სხვა მასალით), რომელიც გამოიყენება ქსოვილის ადგილზე დასამაგრებლად;

2.    გულის მასალა (გამოყენებისთვის საჭირო თვისებების მქონე შიგა შემვსები);

3.    გარე შრე, რომელიც შედეგება ნაჭრის, ქსოვილის ან ვინილისგან, გადაჭიმულია ჩარჩოზე და მაგრდება მოსაჭერი ან მექანიკური სამაგრებით.

აეროზოლი. პროდუქტი, რომელიც გამოიფრქვევა აეროზოლის კონტეინერიდან პროპელენტის მეშვეობით. აეროზოლის პროდუქტები უნდა კლასიფიცირდეს მათი წვის სითბოების გამოთვლის საფუძველზე და უნდა მიეკუთვნოს 1-ელ, მე-2 ან მე-3 დონეს.

1-ლი დონის აეროზოლის პროდუქტები. პროდუქტები, რომელთა ქიმიური წვის საერთო სითბო ნაკლებია ან ტოლია  20 კჯ/გ-ისა.

მე-2 დონის აეროზოლის პროდუქტები. პროდუქტები, რომელთა ქიმიური წვის საერთო სითბო მეტია 20 კჯ/გ-ზე და ნაკლებია ან ტოლია 30 კჯ/გ-ისა.

მე-3 დონის აეროზოლის პროდუქტები. პროდუქტები, რომელთა ქიმიური წვის საერთო სითბო 30 კჯ/გ-ზე მეტია.

აეროზოლის კონტეინერი. აეროზოლის მოსათავსებლად შექმნილი ლითონის, მინის ან პლასტმასის ჭურჭელი. ლითონის ჭურჭლის მაქსიმალური მოცულობა უნდა იყოს 1 000 მლ, მინის ან პლასტმასის ჭურჭლისა კი – 118 მლ.

ავარიის საკონტროლო სადგური. ნებადართული ადგილი შენობაში, რომელსაც გადაეცემა საავარიო მოწყობილობიდან წამოსული სიგნალები და სადაც დასაქმებულია სპეციალურად მომზადებული პერსონალი.

ავანსცენის კედელი. კედელი, რომელიც ყოფს სცენას აუდიტორიის ან დასაჯდომად განკუთვნილი ფართობისგან.

ავტომატური მექანიზმი ან სისტემა. ხანძრისაგან დამცავი მექანიზმი ან სისტემა, რომელიც საგანგებო ვითარებების დროს ადამიანის ჩაურევლად ასრულებს ფუნქციას და აქტიურდება წინასწარგანსაზღვრული ტემპერატურის მომატების, მისი ზრდის ტემპის ან წვის პროდუქტების მატების შედეგად.

ავტოსაშხეფი სისტემა. ხანძრისგან დაცვის ავტოსაშხეფი სისტემა, რომელიც მიწისქვეშა და მიწისზედა მილების გაერთიანებული სისტემაა, რომლის დაგეგმარება (დიზაინი) ხანძრისგან დაცვის საინჟინრო სტანდარტებს შეესაბამება. სისტემა უზრუნველყოფილია სათანადო წყალმომარაგებით. სისტემის მიწის ზემოთ განთავსებული ნაწილი სპეციფიკური ზომების მქონე ან ჰიდრავლიკისათვის დაგეგმარებული მილსადენებია. ისინი მოწყობილია ნაგებობაში ან ფართობზე, ძირითადად, სივრცის ზემო ნაწილში, რომლებზეც გარკვეული რიგით მიერთებულია ავტომატური საშხეფები. ჩვეულებრივ, სისტემა აქტიურდება ცეცხლის სიმხურვალეზე, მიუშვებს წყალს ხანძრის გავრცელების ფართობზე.

ავტომატური ცეცხლსაქრობი სისტემა. მექანიზმებისა და მოწყობილობების აღიარებული სისტემა, რომელიც ავტომატურად აფიქსირებს ცეცხლს და ხანძრის გავრცელების ფართობზე უშვებს აღიარებულ ცეცხლსაქრობ ნივთიერებას.

აირადი წყალბადის სისტემა. მილსადენების, მექანიზმებისა და ხელსაწყოების ერთობლიობა, რომელიც განკუთვნილია, რათა გამოიმუშაოს, შეინახოს, დაიჭიროს, გაანაწილოს ან გადაზიდოს აირადი წყალბადის შემცველი არამომწამლავი ნარევი, რომლის მოცულობის, სულ მცირე, 95% წყალბადის აირია, ხოლო, არაუმეტეს, 1% − ჟანგბადი. აირადი წყალბადის სისტემები მოიცავს დაჭირხნული აირის კონტეინერებს, რეაქტორებს და დამხმარე მოწყობილობებს, მათ შორის, წნევის რეგულატორებს, წნევის დამწევ მექანიზმებს, შემკრებებს (კოლექტორებს), ტუმბოებს, დამჭირხნავებს, დამაკავშირებელ მილსადენებს და საკონტროლებლებს.

აირაღმომჩენი უწყვეტი სისტემა. აირის აღმოსაჩენი სისტემა, რომელშიც ანალიტიკური ინსტრუმენტი შეუჩერებლივ მუშაობს და სინჯს უწყვეტად იღებს. ანალიზი ტარდება ციკლურად, არაუმეტეს, 30 -წუთიანი ინტერვალით.

აირის სადგური. მთლიანად შემოზღუდული, განიავებადი, არაწვადი შემოზღუდული სივრცე იზოლირებული გარემოს შესაქმნელად, სადაც ინახება ან გამოიყენება დაჭირხნული აირის ბალონები. დასაშვებია, იგი მოიცავდეს კარებსა და მისადგომ პორტებს ბალონების შესაცვლელად, ასევე წნევის მარეგულირებლებთან მისადგომად.

აირის ოთახი. დამოუკიდებლად ნიავებადი, მთლიანად შემოზღუდული ოთახი, სადაც მხოლოდ დაჭირხნული აირები და მათთვის განკუთვნილი მოწყობილობები და მარაგი ინახება ან გამოიყენება.

ალის გავრცელება. ალის ზედაპირზე მოდება.

ალის გავრცელების ინდექსი. შედარებითი მაჩვენებელი, გამოხატული განუსაზღვრელი რიცხვით, რომელიც მიღებულია ASTM E 84-ის მიხედვით მასალის შემოწმებისას. ამ დროს ალის გავრცელება ვიზუალურად იზომება.

ამბულატორიული კლინიკა. შენობები ან მათი ნაწილები, რომლებშიც ადამიანებს არასადღეღამისო სამედიცინო მომსახურებას უწევენ. ამასთან, გაწეული მომსახურების გამო პაციენტები თავდაცვის უნარს არ კარგავენ.

ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულება. შენობები ან მათი ნაწილები, რომლებშიც არასადღეღამისო  სამედიცინო, ქირურგიულ, ფსიქიატრიულ, საექთნო ან მსგავს მომსახურებას უწევენ პირებს, რომელთაც მომსახურების გაწევის დროს არ აქვთ თავდაცვის უნარი.

ანტიპანიკური გამღები. კარის გამღები მექანიზმი, რომელიც საკეტს აღებს მაშინ, როდესაც ძალა გამოყენებულია გასასვლელისკენ სავალი მიმართულებით. ასევე იხილეთ „სახანძრო გასასვლელის გამღები“.

ანტრესოლი. 505-ე ქვეთავის შესაბამისად მოწყობილი შუალედური დონე ან დონეები, ნებისმიერი სართულის იატაკსა და ჭერს შორის.

არამდგრადი (რეაქტიული) ნივთიერება. ნივთიერება, ფეთქებადსაშიშების გარდა, რომელიც სუფთა სახით ან სერიულად წარმოებული განიცდის ძლიერ პოლიმერიზაციას, იშლება, კონდენსირდება ან ხდება თვითრეაქტიული და განიცდის სხვა ძლიერ ქიმიურ ცვლილებებს, აფეთქებასაც კი სითბოს, ხახუნის ან დარტყმითი ზემოქმედებისას, ინჰიბიტორის არარსებობის ან დამბინძურებლის არსებობისას, ან შეუთავსებელ ნივთიერებებთან შეხებისას, არამდგრადი (რეაქტიული) ნივთიერებები იყოფა შემდეგ კლასებად:

კლასი 4. ნივთიერებები, რომლებიც ადვილად დეტონირებადია, ფეთქებით იშლება ან ფეთქებადია ნორმალური ტემპარატურისა და წნევის პირობებშიც. ამ კლასში შემავალი ნივთიერებები მგრძნობიარეა მექანიკურ ან ლოკალიზებულ თერმულ დარტყმაზე ნორმალური ტემპარატურისა და წნევის პირობებში.

კლასი 3. ნივთიერებები, რომლებიც ადვილად დეტონირებადია, ფეთქებით იშლება ან ფეთქებადი რეაქციები ახასიათებს, მაგრამ ძლიერი აღმზნები წყარო სჭირდება ან რეაქციის დაწყებამდე დახურულ ჭურჭელში უნდა გაცხელდეს. ამ კლასში შედის ნივთიერებები, რომლებიც მგრძნობიარეა მექანიკურ ან თერმულ დარტყმაზე მომატებული ტემპარატურისა და წნევის პირობებში.

კლასი 2. ნივთიერებები, რომლებიც, ჩვეულებრივ, არამდგრადია და ზემოქმედებით ადვილად განიცდის ქიმიურ ცვლილებებს, მაგრამ არ ახასიათებს დეტონაცია. ამ კლასის ნივთიერებები ნორმალური ტემპერატურისა და წნევისას განიცდის ქიმიურ ცვლილებებს ენერგიის სწრაფი გამოთავისუფლებით, ხოლო მომატებული ტემპარატურისა და წნევისას ზემოქმედებით განიცდის ქიმიურ ცვლილებებს.

კლასი 1. ნივთიერებები, რომლებიც, ჩვეულებრივ, მდგრადია, მაგრამ მომატებული ტემპარატურისა და წნევისას შეიძლება არამდგრადად იქცეს.

არეკვლადი პლასტმასისგულიანი კილიტის (ფოლგის) იზოლაცია. რულონებად შეფუთული საიზოლაციო მასალა, რომლის სისქე 12,5 მმ-ზე ნაკლებია, აქვს, სულ მცირე, ერთი, მცირედ არეკვლადი (0,1 პერმი ან ნაკლები) გარე ზედაპირი და ნასვრეტებიანი და უჯრედებიანი მასალისგან დამზადებული გული.

ასაკეცი სკამები. ტერასულად განთავსებული სკამები, რომელთა ფორმა და ზომა შეიძლება შემცირდეს გადაადგილების ან შენახვის მიზნით და რომლებიც არ წარმოადგენს შენობის ელემენტს.

ატრიუმი. შემოზღუდული გზა-კიბეების, ლიფტების, ლიფტის შახტების, მოძრავი კიბეების (ესკალატორების), მილსადენების, ელექტრო, ჰაერის კონდიცირების ან სხვა მოწყობილობების ღიობებისგან განსხვავებული, ორ ან ორზე მეტ სართულთან დამაკავშირებელი (ორი ან ორზე მეტი სართულის დამაკავშირებელი) ღიობი, რომელიც ზემოდან დახურულია (გადახურულია) და არ განიმარტება, როგორც მოლი. ამ განმარტებაში ნახსენებ სართულებში არ იგულისხმება თავშეყრის ჯგუფებში მდებარე აივნები ან 505-ე ქვეთავის შესაბამისად მოწყობილი ანტრესოლები.

აფეთქება. აირების უეცარი ძლიერი გაფართოების შედეგი, რომელსაც თან ახლავს დარტყმითი ტალღა ან შემომზღუდავი მასალების ან ნაგებობების ნგრევა, ან ორივე ერთად. აფეთქება შეიძლება გამოიწვიოს ქვემოთ ჩამოთვლილმა ნებისმიერმა მიზეზმა:

1.    ქიმიურმა ცვლილებებმა, როგორებიცაა: სწრაფი დაჟანგვა, დეფლაგრაცია ან დეტონაცია, მოლეკულების დაშლა და სწრაფად მიმდინარე პოლიმერიზაცია (ჩვეულებრივ, დეტონაციები);

2.    ფიზიკურმა ცვლილებებმა, როგორიცაა: მაღალი წნევის რეზერვუარების გახეთქა;

3.    ატომურმა ცვლილებებმა (ბირთვული გახლეჩა ან შეერთება).

აღიარებული. მშენებლობის ნებართვის გამცემი/ზედამხედველი ორგანოსთვის მისაღები.

ბამბის ფუთა. ბუნებრივი თესლის ბოჭკო, რომლის შესაფუთად გამოყენებულია მრეწველობაში ნებადართული მასალები: უხეში ტილო/ჯვალო, დაწნული პოლიპროპელინი, პოლიეთილენი, ბამბის ან ფურცლოვანი პოლიეთილენის ქსოვილი. იგი შეკრულია ფოლადის, სინთეტური ან მავთულის სალტეებით. ასევე, შეიცავს ბამბის ნაძენძს (ბამბის თესლიდან ამოღებული ნაძენძები) და მისსავე მტვერს (გაწმენდის შემდეგ დარჩენილი ნივთიერებები).

ბამბის ფუთა, მჭიდროდ შეფუთული. ბამბის ფუთა, რომლის შეფუთვის სიმჭიდროვე, სულ მცირე, 360 კგ/მ3-ია, ხოლო ზომები − სიგრძე – 140 სმ ± 20 მმ, სიგანე – 54 სმ ± 20 მმ, სიმაღლე – 70-იდან – 90 სმ-მდე.

ბარიკად. კედლებიანი ნაგებობა იატაკითა და სახურავით, რომელიც განკუთვნილია აფეთქების დროს სწრაფად გამოშვებული ენერგიის შესაკავებლად. იგი მთლიანად ჩაკეტილია, ან ნიავდება ნაწილობრივ, ან სრულად; ან სხვაგვარი ბუნებრივი ან ხელოვნური ზღუდე ფეთქებადი ნივთიერებებისგან დასაცავად.

ბუნებრივი ბარიკად. მიწის ბუნებრივი თავისებურებანი, მაგ.: გორაკები ან საკმარისი სიმკვრივის მორები, რომლებიც გარს აკრავს დასაცავ დახურულ სივრცეებს, მაგრამ არ ჩანს ფეთქებადი ნივთიერებების შემცველი საწყობიდან ან შენობიდან მაშინაც კი, როდესაც ხეებს ფოთლები გაცვენილი აქვს.

ხელოვნური ბარიკადა. სულ მცირე, 90 სმ სისიქის ხელოვნური ბორცვი (მიწაყრილი) ან ჯებირი.

ბაქან-სცენა. ამაღლებული ფართობი შენობაში, რომელიც გამოიყენება სალოცავად, მუსიკალური ნაწარმოებების შესასრულებლად, სპექტაკლების ან სხვა გასართობი ღონისძიებების წარმოსადგენად; განსაკუთრებული სტუმრებისთვის განკუთვნილი მთავარი მაგიდის დასადგმელად; ასევე ამაღლებული ადგილია ლექტორებისა და გამომსვლელებისთვის, კრივის და საჭიდაო რინგებისთვის, მრგვალი თეატრალური სცენებისთვის და ა.შ., რომლის ზევით არ არის ფარდა, დეკორაციები ან სასცენო ეფექტები, გარდა განათებისა და ხმის მოწყობილობებისა. დროებითი ბაქან-სცენა ეწოდება ადგილს, რომელიც არაუმეტეს 30 დღით ეწყობა.

ბეტონი

ვერმიკულიტიანი. მცირეწონიანი საიზოლაციო ბეტონი ვერმიკულიტის შემვსებით, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე გაფუებული მადნისგან წარმოებულ ფენოვან ქარსის მასალაა. ბეტონში პორტლანდცემენტის ჰიდრომასის დამატებისას მშრალი ბეტონის ერთეულის წონა დაახლოებით 480 კგ/მ3-ია.

კარბონატული შემვსებით. ბეტონი, ძირითადად, კალციუმის ან მაგნეზიის კარბონატის შემცველი შემვსებებით, როგორებიცაა: კირქვა ან დოლომიტი. იგი შეიცავს 40%-ს ან მასზე ნაკლებ კვარცს, თიხოვან ფიქალს ან კაჟს.

მცირეწონიანი ქვიშით. ბეტონი, რომელიც დამზადებულია აფუებული თიხის, ფიქლის თიხის, წიდის, ასპიდური ფიქლის, ფხვიერი ნახშირის მტვრის ან ნებისმიერი მსუბუქწონიანი შემვსების კომბინაციით. იგი შეესაბამება ASTM C 330-ს და ახასიათებს ეკქვივალენტური თვისებები და შეიცავს ბუნებრივ ქვიშას. მისი ერთეულის წონა, ჩვეულებრივ, 1680 და 1920 კგ/მ3-ია.

მცირეწონიანი შემვსებით. ბეტონი, რომელიც დამზადებულია აფუებული თიხის, ფიქლის თიხის, წიდის ან ასპიდური ფიქლისგან, ან ფხვიერი ნახშირის მტვრისგან, ან ნებისმიერი მცირეწონიანი შემვსებისგან. იგი შეესაბამება ASTM C 330-ს. მას ახასიათებს ეკვივალენტური თვისებები ცეცხლმედეგობის თვალსაზრისით და იწონის 1360-იდან 1840 კგ/მ3-მდე.

პერლიტიანი. მცირეწონიანი საიზოლაციო ბეტონი, რომლის მშრალი წონა დაახლოებით 480 კგ/მ3-ია და დამზადებულია პერლიტ-ბეტონის შემვსებით. პერლიტის შემვსები იწარმოება ვულკანური ქანისგან, რომელიც გაცხელებისას ფუვდება და ქმნის მინის მსგავს უჯრედული სტრუქტურის მქონე მასალას.

კაჟოვანი შემვსებით. ბეტონი, რომელიც დამზადებულია ნორმალური წონის შემვსებებით, რომლებიც ძირითადად შედგება კაჟმიწისგან ან კალციუმის და მაგნეზიის კარბონატისგან განსხვავებული კომპონენტებისგან, რომელთაგან 40%-ზე მეტ კვარცი, თიხოვანი ფიქალი ან კაჟია.

უჯრედული. მცირეწონიანი საიზოლაციო ბეტონი, რომელიც დამზადებულია წინასწარფორმირებული ქაფის შერევით პორტლანდცემენტის ჰიდრომასასთან და რომლის ერთეულის მშრალი წონა დაახლოებით 480 კგ/მ3-ია.

ბოჭკოვანი ცემენტის სამოსი. არაორგანული ჰიდრავლიკური ან სილიკატ-კალციუმის შემკვრელისგან დამზადებული ხელოვნური ბოჭკოებით გაძლიერებული პროდუქტი, რომელიც მიიღება ქიმიური რეაქციით და გაძლიერებულია ორგანული და არაორგანული არააზბესტური ბოჭკოებით. დასაშვებია დანამატების გამოყენება, რაც ზრდის წარმოებული პროდუქციის მოცულობას და აუმჯობესებს მის თვისებებს. ბოჭკოვანი ცემენტის საფარს აქვს გლუვი ან ტექსტურირებული ზედაპირი და გარე კედლისთვისაა განკუთვნილი.

გადაბმის ცეცხლმედეგი სისტემა. სპეციფიკური მასალების ან პროდუქტების ანაწყობი, რომლის დგეგმარებას (დიზაინს), შემოწმებასა და ცეცხლმედეგობის ხარისხს ადგენენ ASTM  E 1966-ის ან UL 2079-ის შესაბამისად, რათა განსაზღვრულ პერიოდში ცეცხლმედეგობის ხარისხიან ანაწყობებში ან მათ შორის არსებული გადაბმებიდან ცეცხლმა ვერ გააღწიოს.

გადაზიდვა. გადაზიდვა ნებისმიერი საშუალებით საწყობის ან გამოყენების ადგილის მიმართულებით.

გადახურული მოლის შენობა. გარკვეული რაოდენობის მფლობელებისა და დამკავებლეებისთვის განკუთვნილი ცალკე შენობა, სადაც მდებარეობს საცალო ვაჭრობის მაღაზიები, სწრაფი კვების ადგილები, გასართობი მოწყობილობების ადგილები, სამგზავრო ტრანსპორტის ტერმინალები, ოფისები და სხვა მსგავსი გამოყენებები. აქ მფლობელობაში არსებული ორი ან ორზე მეტი სივრცის მთავარი შესასვლელი გადის ერთ ან ერთზე მეტ მოლში. ამ თავის მიზნებიდან გამომდინარე, მიდგმული შენობები არ ითვლება გადახურული მოლის შენობის ნაწილად. ქვემოთ მოცემული განსაზღვრების მიხედვით, ტერმინი „გადახურული მოლის შენობა“ გულისხმობს ღია მოლის შენობებსაც.

მოლი. გადახურული ან ღია საერთო ფეხით სავალი ფართობი გადახურული მოლის შენობის საზღვრებში, რომელიც უზრუნველყოფს ორ ან მეტ მფლობელთან მისადგომს და სადაც ერთმანეთისადმი ღია დონეების რაოდენობა არ აღემატება სამს. ტერმინი „მოლი“ მოიცავს ღია მოლებსაც, როგორც განსაზღვრულია ქვემოთ.

ღია მოლი. გადაუხურავი ფეხით სავალი საერთო გზა, რომელიც ემსახურება ბევრ მფლობელს და არ მოიცავს სამ დონეზე მეტს. მიწის დონის ზემოთ მდებარე დონეებზე გადაადგილებისთვის დასაშვებია გარე ღია აივნების გამოყენება, რომლებიც მიემართება მიწის დონეზე მდებარე გასასვლელისკენ.

ღია მოლის შენობა. რამდენიმე ნაგებობა, სადაც მდებარეობს მფლობელობაში არსებული ბევრი სივრცე: საცალო ვაჭრობის მაღაზიები, კვების ადგილები, გასართობი დაწესებულებები, ოფისები და სხვა მსგავსი გამოყენებები და მფლობელობაში არსებული ორი ან მეტი სივრცის მთავარი შესასვლელი გადის ერთ ან მეტ ღია მოლში. წესების მე-4 თავის მიზნებისთვის მიდგმული შენობები არ ითვლება ღია მოლის შენობის ნაწილად.

გადახურული ტრიბუნა. ორი ან ორზე მეტი რიგის სიმაღლის ტერასულად განთავსებული დასაჯდომები, რომლებიც ეყრდნობა მათთვის აგებულ ნაგებობას, იგი შენობის ელემენტად არ ითვლება (იხილეთ „ღია ტრიბუნები“).

გამააქტიურებელი მექანიზმი. სისტემის კომპონენტი, რომელიც იწყებს მდგომარეობის შეცვლას ისეთ მოწყობილობებში, როგორებიცაა: კვამლაღმომჩენი, სახანძრო განგაშის ხელით სამართავი კოლოფი ან საზედამხედველო ამომრთველი.

გამოყენება (მასალის). მყარი, თხევადი და აიროვანი მასალების გამოყენება სამუშაო პროცესში.

გამჭოლი გაყვანილობა. ისეთი ზომის ნახვრეტი იატაკის, იატაკ-ჭერის ან კედლის ანაწყობის ორივე მხარეს, რომელშიც გაყვანილობა გავა.

გამჭოლი გაყვანილობის ცეცხლშემჩერებელი სისტემა. ცეცხლმედეგობის ხარისხიანი იატაკის, იატაკჭერის ან კედლის ანაწყობებისგან შემდგარი ანაწყობი, რომელსაც კვეთს ერთი ან ერთზე მეტი გაყვანილობა. გადაკვეთის ადგილას მოწყობილია მასალები ან მექანიზმები, ან ორივე, წინასწარ განსაზღვრული დროის განმავლობაში ცეცხლის გავრცელების შესაფერხებლად.

განგაშის გადამოწმების ფუნქცია. ცეცხლის ავტომატური აღმომჩენი და განგაშის სისტემების ფუნქცია ცრუ განგაშის შესამცირებლად, რისი საშუალებითაც დროის მინიმალურ პერიოდში კვამლაღმომჩენები აფრთხილებს საავარიო ვითარების შესახებ, ან ადასტურებს საგანგებო ვითარებას მოცემული დროის განმავლობაში. შემდეგ კვამლაღმომჩენები ავტომატურად ბრუნდება საწყის მდგომარეობაში, რაც განგაშის სიგნალის უტყუარობას ნიშნავს.

განგაშის გასავრცელებელი მოწყობილობა. სახანძრო განგაშის სისტემის შემადგენელი ნაწილი, მაგ., ზარი, საყვირი, რუპორი, სინათლის ან ტექსტის ეკრანი, რომლებიც გამოსცემს ხმოვან, ტაქტილურ ან ვიზუალურ სიგნალებს ან მათ კომბინაციებს.

განგაშის ვიზუალური შეტყობინების მოწყობილობა. შეტყობინების მოწყობილობა, რომელიც ვიზუალურ შეტყობინებას აფიქსირებს.

განგაშის მრავალბლოკიანი მოწყობილობა. განგაშის ორი ან ორზე მეტი ერთბლოკიანი მოწყობილობა, რომლებიც შეიძლება ისე იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ერთის გააქტიურება იწვევდეს ყველა ინტეგრალური ან დამოუკიდებელი ხმოვანი განგაშის სისტემის ამუშავებას. ის ასევე შეიძლება შედგებოდეს განგაშის ერთბლოკიანი მოწყობილობისგან, რომელიც დაკავშირებულია სხვა აღმომჩენ სისტემებთან ან ხელით მართვად სახანძრო განგაშის კოლოფთან.

განგაშის სიგნალი. საგანგებო ვითარებაზე მიმანიშნებელი სიგნალი, რომელიც მყისიერ რეაგირებას მოითხოვს, მაგ., ხანძარზე მიმანიშნებელი სიგნალი.

განიავება. ნებისმიერ სივრცეში ან სივრციდან კონდიცირებული ან არაკონდიცირებული ჰაერის ბუნებრივი ან მექანიკური მიწოდების ან გაწოვის პროცესი.

გარე კედელი. მზიდი ან არამზიდი კედელი, რომელიც, განსხვავებით ცეცხლმედეგი კედლისაგან, შენობის შემომსაზღვრელი კედელია და მისი ქანობი თარაზული სიბრტყის მიმართ 60 ან მეტი გრადუსია.

გარე კედლის კონვერტი. გარე კედლის სისტემა ან ანაწყობი, ასევე, გარე კედლის მოსაპირკეთებელი მასალები, რომლებიც შენობის სტრუქტურულ ნაწილებს, მათ შორის, ჩარჩოსა და შესამოს მასალებს და შიგა კონდიცირებად სივრცეს გარემო ეფექტების მავნე ზემოქმედებისგან იცავს.

გარე კედლის საფარი. მასალა ან მასალების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება გარე კედლების გარეთა მხარეს  წყალმედეგი ზღუდისა და იზოლაციის შესაქმნელად, ან ესთეტიკური მიზნით. გარე კედლის საფარად გამოიყენება მოსაპირკეთებელი საფარი, სამოსი, გარე იზოლაცია და მოსაპირკეთებელი სისტემები, არქიტექტურული გაფორმება და დეკორაციები, ლავგარდანები (კარნიზები), სოფიტები, წინიდანები (ფრონტალური ფიცრები), წყალსადინარი ღარები და წყალარინი მილები.

გარემომცველი ხმაურის საშუალო დონე. საშუალო კვადრატული, საშუალო შეწონილი, ბგერითი წნევის დონე, რომელიც იზომება დღეღამის, ან იმ დროის განმავლობაში, სანამ რომელიმე ადამიანი რჩება შენობაში (რომელი პერიოდიც ნაკლები იქნება).

გასაკონტროლებელი ფართობი. შენობაში მდებარე სივრცე, სადაც ინახება, ნაწილდება, გამოიყენება ან იყიდება საფრთხის შემცველი ნივთიერებები, რომელთა რაოდენობა არ აღემატება ერთი გასაკონტროლებელი ფართობისთვის მაქსიმალურად დასაშვებ რაოდენობას.

გასავლელი. გასასვლელთან მისადგომის შემოუზღუდავი კომპონენტი, რომლის საზღვრებშიც მოწყობილია გასასვლელისკენ სავალი ბილიკი.

გასავლელთან მისადგომი გზა. გასასვლელთან მისადგომის გასასვლელისკენ მიმართული მონაკვეთი.

გასასვლელის გზა-დერეფანი. გასასვლელის ნაწილი, რომელიც შენობის ან ნაგებობის  სხვა შიგა სივრცეებისგან გამოყოფილია ცეცხლმედეგობის ხარისხიანი კონსტრუქციით და ღიობის დამცავებით. იგი გამოყოფს დაცულ სავალ გზას თარაზული მიმართულებით შენობიდან გამოსასვლელის ან საზოგადოებრივი გზისკენ.

გასასვლელთან მისადგომი. გასასვლელი საშუალებების სისტემის მონაკვეთი, რომელიც შენობის ან ნაგებობის ნებისმიერი დაკავებული ნაწილიდან გასასვლელისკენ მიემართება.

გასასვლელთან მისადგომის გზა-კარი. დაკავებული ოთახიდან, ფართობიდან ან სივრციდან გამომავალი კარი ან მისადგომი წერტილი გასასვლელისკენ სავალი გზის გასწვრივ. ამ კარიდან გასასვლელი გზა შედის გამავალ ოთახში, დერეფანში, გასასვლელთან მისადგომის კიბეზე ან გასასვლელთან მისადგომის პანდუსზე.

გასასვლელთან მისადგომის გზა-კიბე. შიგა გზა-კიბე, მაგრამ არა აუცილებელი შიგა გასასვლელის გზა-კიბე.

გასასვლელთან მისადგომის პანდუსი. შიგა პანდუსი, მაგრამ არა აუცილებელი შიგა გასასვლელის პანდუსი.

გასასვლელი საშუალებები. შვეული და თარაზული გასასვლელისკენ სავალი უწყვეტი და ჩაუხერგავი გზა შენობის ან ნაგებობის ნებისმიერი დაკავებული ნაწილიდან საზოგადოებრივ გზამდე. გასასვლელი საშუალებები შედგება სამი განსხვავებული და დამოუკიდებელი ნაწილისგან: გასასვლელთან მისადგომი, გასასვლელი და შენობიდან გამოსასვლელი.

გასასვლელის შიგა ეზო. შიგა ეზო ან ეზო, საიდანაც ერთი ან მეტი გასასვლელი გადის საზოგადოებრივ გზაზე.

გასასვლელისკენ სავალი საერთო ბილიკი. გასასვლელთან მისადგომის მონაკვეთი, რომლის გადაკვეთა აუცილებლია შენობაში მყოფთათვის, სანამ ორ დამოუკიდებელ გასასვლელამდე მიაღწევენ. შემხვედრი ბილიკები ქმნის საერთო სავალ ბილიკს. გასასვლელისკენ სავალი საერთო ბილიკები დასაშვები სავალი მანძილის საზღვრებში უნდა იყოს მოქცეული.

გაფუებადი ვინილის საფარი. (და)წნული ქსოვილის სარჩულიანი კედლის საფარი, გაფუებადი ვინილის ფუძეშრე და მისივე გაუფუებადი საცმი. გაფუებადი ვინილის ფუძეშრე არის ერთგვაროვანი ვინილის შრე, რომელიც შეიცავს საქრევ აგენტს (ქაფწარმომქმნელს). დამუშავებისას საქრევი აგენტი იშლება შემადგენელ ნაწილებად, რის შედეგადაც წარმოიქმნება ჩაკეტილი უჯრედები და შრე ფუვდება. კედლის საფარის საერთო სისქე დაახლოებით 1,4 მმ-იდან 1,8 მმ-მდეა.

გაუმართაობის შეტყობინება. სახანძრო განგაშის სისტემის ან ავარიის აღმომჩენი მოწყობილობით გამოცემული შეტყობინება წრედში ან სისტემის სხვა კომპონენტში გამოვლენილი გაუმართაობის შესახებ.

გაყვანილობის ცეცხლსაჩერი. გამჭოლი გაყვანილობის ან მემბრანის გაყვანილობის ცეცხლსაჩერი.

გაფორმება. სურათის ჩარჩოები, სკამის ზურგით კედლის დაზიანებისგან დასაცავი ზოლები (კედელზე), იატაკი-კედლის თამასები (პლინტუსები), მოაჯირის სახელურები, კარისა და ფანჯრის ჩარჩოები და სხვა მსგავსი გასაფორმებელი ან დამცავი მასალები.

გარე გზა-კიბე. გზა-კიბე, რომელიც ერთ მხარეს მაინც არის გახსნილი. აქ არ იგულისხმება ნაგებობის აუცილებელი სვეტები, კოჭები, სახელურები და მოაჯირები. მომიჯნავე ღია ფართობები წარმოადგენს ეზოებს, შიგა ეზოებს ან საზოგადოებრივ გზებს. სხვა მხრიდან გარე გზა-კიბე გახსნილი არ არის.

გარე საიზოლაციო და მოპირკეთების სისტემა. გარე საიზოლაციო და მოპირკეთების სისტემა წარმოადგენს არასტრუქტურულ, არამზიდ გარე კედლების საფარ სისტემას, რომელიც შედგება უკანასაყრდენზე მიწებებით ან მექანიკურად, ან ორივე მეთოდით დამაგრებული საიზოლაციო დაფისგან, მთლიანად გაძლიერებული უკანასაყრდენისა და ტექსტურირებული დამცავი მოსაპირკეთებელი საფარისგან.

გარე საიზოლაციო და მოპირკეთების სისტემა საწრეტით. გარე საიზოლაციო და მოპირკეთების სისტემები წყალმედეგი ძრუდის თავზე მოწყობილი საწრეტით.

გზა-კიბე. კიბეების ერთი ან მეტი მარში, შენობის გარეთ ან შიგნით, დამაკავშირებელი ბაქნებითა და მოედნებით, რომლებიც ქმნის უწყვეტ გადასასვლელს ერთი დონიდან მეორეზე.

დაკავებულობა. შენობა-ნაგებობის ან მისი ოთახის ან სივრცის ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე მოსალოდნელი საფრთხის განმსაზღვრელი მცნება.

დაკავებულობის დატვირთვა. ადამიანთა რაოდენობა, რომელთა გათვალისწინებითაც გეგმარდება შენობის ან მისი ნაწილების გასასვლელი საშუალებები.

დამოუკიდებელი შუქმფენი (ფოტოლუმინესენციური). ხილული ან უხილავი განათების გათიშვის შემდეგ გარკვეული ხნით სინათლის გამოცემის უნარი.

დამხმარე შესასვლელი. შესასვლელი, რომელიც უმთავრესად განკუთვნილია საქონლის მისაწოდებლად ან მომსახურების გასაწევად.

დასამაგრებელი საფარის წყობა. მოსაპირკეთებელი საფარი, რომელიც ნებადართულ უკანასაყრდენზე მაგრდება ნებადართული მექანიკური სამაგრებით.

დაუკვამლიანებელი შემოზღუდული სივრცე. გასასვლელის გზა-კიბე, რომლის დაგეგმარება და მშენებლობა შენობის ნებისმიერი ნაწილიდან შემოზღუდულ სივრცეში ხანძრით გამოწვეული წვის პროდუქტების გადაადგილებას ზღუდავს.

დაუკვამლიანებელი განყოფილება. შენობის სივრცე, რომელიც ყველა მხრიდან, მათ შორის, ზემოდან და ქვემოდან, კვამლგაუმტარი ზღუდარითაა შემოზღუდული.

დახურული სისტემა. საფრთხის შემცველი მყარი ან თხევადი ნივთიერების გამოყენება დახურულ ჭურჭელში ან სისტემაში, რომელიც დახურული რჩება ჩვეულებრივი გამოყენების დროსაც, როდესაც პროდუქტიდან გამოშვებული ორთქლი არ ხვდება ჭურჭლის ან სისტემის გარეთ და პროდუქტი არ ეხება ატმოსფეროს ჩვეულებრივი გამოყენების დროს; ასევე, დაჭირხნული აირების ყველანაირი გამოყენება. მყარი და თხევადი ნივთიერებებისთვის დახურული სისტემის მაგალითს წარმოადგენს პროდუქტი, რომელიც მილსადენი სისტემის გავლით გადადის დახურულ ჭურჭელში, სისტემაში ან მოწყობილობის ნაწილში.

დაჭირხნული აირი. ნივთიერება ან ნივთიერებათა ნარევი, რომელიც:

1.    20°C ან 20°C-ზე ნაკლები ტემპერატურისა და  101 კპა წნევისას არის აირი;

2.    რომლის დუღილის წერტილი 101 კპა წნევისას ნაკლებია ან ტოლია 20°C-ისა, თხევადია, არაა თხევადი ან ხსნარის სახითაა წარმოდგენილი, გარდა იმ აირებისა, რომელთაც არ აქვს ჯანმრთელობისთვის საშიში თვისებები და არ ითვლება დაჭირხნულად, სანამ ჭურჭელში წნევა 282 კპა-სარ აღემატება  20°C-ის პირობებში.

დაჭირხნული აირის მდგომარეობები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

1.    ხსნარების სახით წარმოდგენილი აირების გარდა, არათხევადი დაჭირხნული აირებია ისინი, რომლებიც მოთავსებულია შესაბამის ჭურჭელში წნევის ქვეშ და 20°C ტემპერატურაზე მთლიანად აიროვან მდგომარეობაშია;

2.    გათხევადებული დაჭირხნული აირებია ისინი, რომლებიც მოთავსებულია შესაბამის ჭურჭელში წნევის ქვეშ და 20°C ტემპერატურაზე ნაწილობრივ თხევად მდგომარეობაშია;

3.    ხსნარის სახით არსებული დაჭირხნული აირები გაუთხევადებელი აირებია, რომლებიც გახსნილია ხსნარში;

4.    დაჭირხნული აირის ნარევები შედგება ორი ან მეტი დაჭირხნული აირისგან, რომლებიც მოთავსებულია შესაბამის ჭურჭელში და რომელთა სახიფათო თვისებები დამოკიდებულია მთლიანი ნარევის თვისებებზე.

დეკორატიული მასალები. შენობის შიგა მოპირკეთებისთვის გამოყენებული ყველა მასალა დეკორაციული, აკუსტიკური ან სხვა ეფექტების შესაქმნელად (როგორიცაა: ფარდები, ფარდაგები, ქსოვილები, ლენტები და ზედაპირის საფარები) და ყველა სხვა მასალა, გამოყენებული დეკორატიული ეფექტისთვის (როგორიცაა: ვატინა, ნაჭერი, ბამბა, თივა, ღეროები, ჩალა, ვაზი, ფოთლები, ხეები, ხავსი და სხვ.), მათ შორის, ქაფპლასტი და ქაფპლასტამასის შემცველი მასალები. დეკორატიულ მასალებში არ შედის იატაკის საფარები, ფანჯრის ჩვეულებრივი დარაბები, შიგა მოპირკეთება და 0,6 მმ ან ნაკლები სისქის მასალები, გამოყენებული და მჭიდროდ მიკრული უშუალოდ ზედაპირზე.

დერეფანი. გასასვლელთან მისადგომის შემოზღუდული ნაწილი, რომლის საზღვრებშიც მოწყობილია გასასვლელისკენ სავალი ბილიკი.

დეტონაცია. ეგზოთერმული რეაქცია, რომელიც ხასიათდება დარტყმითი ტალღის არსებობით ნივთიერებაში, რომელიც წარმოქმნის და ინარჩუნებს რეაქციას. ნივთიერებაში რეაქციის ზონა ბგერის გავრცელების სიჩქარეზე სწრაფად ვრცელდება. სითბოს გამომწვევი მთავარი მექანიზმი დარტყმით გამოწვეული შეკუმშვაა. დეტონაციებს აფეთქების ეფექტი აქვს.

დეტოქსიკაციის დაწესებულება. დაწესებულებები, სადაც მკურნალობენ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მომხმარებლებს, ემსახურებიან პაციენტებს, რომელთაც არ შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა ან რომლებიც საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს ან სხვებს.

დეფლაგრაცია. ეგზოთერმული რეაქცია, კერძოდ, აალებადი მტვრის ან ორთქლის ექსტრემალურად სწრაფი დაჟანგვა ჰაერში, სადაც რეაქცია მიმდინარეობს დაუწვავი ნივთიერებების თანაობისას, ბგერის გავრცელების სიჩქარეზე ნაკლები სისწრაფით. დეფლაგრაციას შეიძლება ჰქონდეს აფეთქების ეფექტი.

დიდი რაოდენობის საბურავების სათავსი. საბურავების შესანახი სათავსი, რომლის მოცულობა აღემატება 566 მ3-ს.

დისპენსერი. ნებისმიერი მასალის ჩასხმა ან გადასხმა კონტეინერიდან, ავზიდან ან მსგავსი ჭურჭლიდან, რომლის დროსაც ორთქლი, მტვერი, მხუთავი (ანა)ორთქლი, ბურუსი ან აირები ატმოსფეროში იფანტება.

დროებითი (საცხოვრებელი). საცხოვრებელი ან საძინებელი ერთეულის დაკავება არაუმეტეს 30 დღისა.

დრობით გაჩერებული თვითმფრინავი. თვითმფრინავი, რომლის ბაზა სხვაგანაა, მაგრამ დროებით გაჩერებულია სხვა ადგილზე არაუმეტეს 90 დღისა.

დუღილის წერტილი. დუღილის ტემპერატურა, რომელზეც სითხის ორთქლის წნევა ტოლია 101 კპა ატმოსფერული წნევისა ან 760 მმ ვერცხლისწყლისა. თუ ხელმისაწვდომი არ არის მოცემული ნივთიერების ზუსტი დუღილის წერტილი, ან ისეთი ნაერთებისა, რომელთაც არ აქვს მუდმივი დუღილის წერტილი, ამ კლასიფიცირების მიზნებიდან გამომდინარე, სითხის დუღულის წერტილად მიიჩნევა ASTM D 86-ის შესაბამისად წარმოებული დისტილაციის 20%-იანი აორთქლების ტემპერატურა.

დღეღამური ზრუნვა. პირისთვის მოსავლელად გამოყოფილი დრო დაწესებულებაში. აქ არ იგულისხმება დაწესებულება, რომელიც დღეღამის გამავლობაში ღიაა, მაგრამ არ ემსახურება დროებით მისულ პირებს.

დღიური ზრუნვის დაწესებულება. დახმარება ყოველდღიური მოთხოვნილებების შესრულებაში, მაგ., საჭმლის მომზადებაში, წამლების მიღებაში, დაბანაში, ტუალეტის მოწყობილობების გამოყენებასა და სხვა ყოველდღიურ საჭიროებებში. დღიური ზრუნვის ქვეშ იმყოფებიან დამკავებლები, რომელთა ევაკუაციას დიდი დრო სჭირდება და/ან რომელთაც გონებრივი და ფსიქიატრიული პრობლემები აქვთ.

ეზო. შიგა ეზოსგან განსხვავებული ღია სივრცე მიწის ნაკვეთზე (რომელზეც მდებარეობს შენობა), რომელიც შეუზღუდავია მიწიდან ცამდე, გარდა წესებში სპეციალურად განსაზღვრული შემთხვევისა.

ერთეული, ა ტიპის. საცხოვრებელი ან საძინებელი ერთეული, რომლიც დაგეგმარებულია და აგებულია წესებისა და ICC A117.1-ში ტიპის ერთეულებისთვის განსაზღვრული დებულებების შესაბამისად მისაწვდომობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

ერთეული, ბ ტიპის. საცხოვრებელი ან საძინებელი ერთეული, რომლიც დაგეგმარებულია და აგებულია წესებისა და ICC A117.1-ში ტიპის ერთეულებისთვის განსაზღვრული დებულებების შესაბამისად ხორციელდება მისაწვდომობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

ეტლისთვის საჭირო სივრცე. ერთი ეტლისა და მისი მფლობელისთვის განკუთვნილი სივრცე.

ვინილის სამოსი. გარკვეული ფორმის მასალა, დამზადებული სპეციალურად მაგარი/ხისტი პოლივინილქლორიდისაგან (PVC), რომელიც გამოიყენება გარე კედლის საფარად.

ზონა. განსაზღვრული ადგილი დაცულ შენობებში. ზონა შეიძლება იყოს ადგილი, საიდანაც მიიღება ან იგზავნება შეტყობინება ან ხორციელდება გარკვეული სახის კონტროლი.

ზონა, შეტყობინების. ფართობი შენობის ან ნაგებობის საზღვრებში, სადაც თანმიმდევრობით გააქტიურებადი შეტყობინების დანადგარებია.

თავდაცვისუუნარო. პირები, რომლებიც ასაკის, ფიზიკური შეზღუდვების, გონებრივი შეზღუდვების, წამალდამოკიდებულების ან მკურნალობის გამო ვერ რეაგირებენ საგანგებო ვითარებაზე.

თავშესაფრის ფართობი. ფართობი, სადაც სათანადო მითითებების მიღებამდე ან ევაკუაციამდე დროებით შეუძლიათ გაჩერება იმ ადამიანებს, რომელთაც არ ძალუძთ გზა-კიბეების გამოყენება.

თანამშრომლების სამუშაო ფართობი. მთლიანი სივრცე ან მისი რომელიმე ნაწილი, განკუთვნილი მხოლოდ თანამშრომლებისთვის და მხოლოდ სამუშაოს საწარმოებლად. დერეფნები, ტუალეტები, სამზარეულოები და დასასვენებელი ოთახები თანამშრომლების სამუშაო ფართობში არ შედის.

თერმული იზოლაცია. კონდიცირებული სივრცეების გამმიჯნავი მიშენებულ მზის ოთახსა და საცხოვრებელ ერთეულს შორის, რომელიც შედგება არსებული ან ახალი კედლ(ებ)ისგან, კარებისა და/ან ფანჯრებისგან.

თარაზული ანაწყობი. ცეცხლმედეგობის ხარისხიანი მასალებით აწყობილი იატაკი ან სახურავი. იგი უწყვეტია, რათა შეზღუდოს ცეცხლის გავრცელება.

თარაზული გასასვლელი. გასასვლელისკენ სავალი გზა ერთი შენობიდან მეორე შენობის დაახლოებით იმავე დონეზე მდებარე ფართობამდე, ან გასასვლელისკენ სავალი გზა, რომელიც მიემართება კედლის ან ტიხრის გავლით ან შემოვლით იმავე შენობაში დაახლოებით იმავე დონეზე, და დაცულია ხანძრის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ფართობიდან ან მასთან დაკავშირებული ფართობებიდან წამოსული ცეცხლისა და კვამლისგან.

თვითმომსახურების საწყობი. უძრავი ქონება, რომელიც დაგეგმარებულია და გამოიყენება, როგორც კლიენტებისთვის ქირით ან იჯარით გაცემული ინდივიდუალური სასაწყობო სივრცე პირადი ქონების შესანახად, თვითმომსახურების საფუძველზე.

თვითიკეტებადი. მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ცეცხლმედეგი კარის ან ღიობის სხვა დამცავის თავისით მიხურვას გაღების შემდეგ.

თვითაალებადი (პიროფორული). ქიმიური ნივთიერება, რომლის ჰაერში თვითაალების ტემპერატურა ნაკლებია ან ტოლია 54,4°C-ისა.

იატაკის მთლიანი (საერთო) ფართობი. შენობის გარე კედლების შიგა პერიმეტრის საზღვრებში მოქცეული იატაკის ფართობი, რომელშიც შედის: დერეფნები, გზა-კიბეები, საკუჭნაოები, შიგა კედლების სისქე, სვეტები ან სხვა ნაწილები, მაგრამ არ შედის სანიავებელი შახტები და შიგა ეზოები. შენობის ან მისი ნაწილის იატაკის ფართობი, რომელიც არაა შემოზღუდული გარე კედლებით, მიიჩნევა სახურავის თარაზული ნაშვერის ან ზემოთა იატაკის ქვეშ მდებარე გამოყენებულ ფართობად. იატაკის მთლიან (საერთო) ფართობში არ შედის ღიობების არმქონე შახტები ან  შიგა ეზოები.

იატაკის სუფთა (სასარგებლო) ფართობი. დაკავებულობის რეალური ფართობი, რომელშიც არ შედის დამხმარე დაკავებულობები: დერეფნები, გზა-კიბეები, ტუალეტის ოთახები, მექანიკური აღჭურვილობის ოთახები და საკუჭნაოები.

იატაკის ცეცხლმედეგი კარის/ლიუკის ანაწყობი. ცეცხლმედეგი კარის, ჩარჩოს, კავეულისა და სხვა აქსესუარების კომბინაცია, ჩაყენებული თარაზულ სიბრტყეში, რომელიც უზრუნველყოფს ცეცხლმედეგობის ხარისხიანი იატაკის ღიობის ცეცხლისგან დაცვის გარკვეულ ხარისხს (იხ. ქვეთავი 711.8).

ინერტული აირი. აირი, რომელიც სხვა ნივთიერებებთან რეაქციაში შედის მხოლოდ უჩვეულო პირობებში, როგორებიცაა: მაღალი ტემპერატურები, წნევები და მსგავსი გარე ფიზიკური ძალები. წესების მიხედვით, ინერტული აირები არ ამჟღავნებს არც ფიზიკური მდგომარებისთვის და არც ჯანმრთელობისთვის საშიშ თვისებებს (გარდა მარტივი მხუთავი მოქმედებისა) ან საფრთხის შემცველ თვისებებს, განსხვავებით დაჭირხნული აირებისგან. ყველაზე გავრცელებული ინერტული აირებია: არგონი, ჰელიუმი, კრიპტონი, ნეონი, აზოტი და ქსენონი.

კარი, გაწონასწორებული. ორღერძიანი მექანიზმით აღჭურვილი კარი, რომელიც ისეა ჩაყენებული, რომ გაღებისას ასრულებს ნახევრად გაწონასწორებულ ბრუნს.

კერამიკულბოჭკოვანი ფენა. მინერალური ბამბის საიზოლაციო მასალა, რომელიც დამზადებულია ალუმინჟანგ-კაჟმიწის ბოჭკოებით და იწონის 64-იდან 160 კგ/მ3-მდე.

კერძო კლინიკები. დაწესებულებები, მათ შორის, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დაწესებულებები და სპეციალური კვალიფიკაციის სამედიცინო დაწესებულებები, სადაც ემსახურებიან თავდაცვისუუნარო პირებს.

კვების ადგილი. მფლობელობაში არსებული სივრცეების მიმდებარედ მოწყობილი საკვების მოსამზადებელი სივრცე მოლში, უზრუნველყოფილი მაგიდებით და სკამებით.

კვამლის ავტომატური აღმომჩენი სისტემა. სახანძრო განგაშის სისტემა, რომლის გააქტიურების მექანიზმი იყენებს კვამლაღმომჩენს იმისთვის, რომ დაიცვას ოთახი ან სივრცე და ხანძრის გაჩენისთანავე დამკავებლები გააფრთხილოს.

კვამლაღმომჩენი. ნუსხაში შეტანილი მოწყობილობა, რომელიც შეიგრძნობს წვის ხილულ და უხილავ ნაწილაკებს.

კვამლის წარმოქმნის ინდექსი. განუსაზღვრელი რიცხვით გამოხატული შედარებითი მაჩვენებელი, რომელიც აღნიშნავს მასალის კვამლით დაფარვისთვის საჭირო დროს ASTM E 84-ის შესაბამისად შემოწმებისას.

კვამლის ფარსაკეტი. არხებსა და საჰაერო ღიობებში ჩაყენებული მექანიზმი, რომელიც განკუთვნილია კვამლის გავრცელების შესაჩერებლად. მექანიზმი ავტომატურად მუშაობს და კონტროლდება კვამლაღმომჩენი სისტემით, საჭიროების შემთხვევაში კი, მისი მართვა შესაძლებელია ხანძრის მართვის ცენტრიდან.

კვამლზე გააქტიურებული განგაშის მოწყობილობა. ერთი ან მრავალბლოკიანი განგაშის სისტემა, რომელიც რეაგირებს კვამლზე. ასევე იხილეთ განმარტებები: „კვამლზე გააქტიურებული განგაშის რამდენიმებლოკიანი მოწყობილობა“ და „კვამლზე გააქტიურებული განგაშის ერთბლოკიანი მოწყობილობა“.

კვამლზე გააქტიურებული განგაშის ერთბლოკიანი ანაწყობი. ანაწყობი, რომელშიც გაერთიანებულია კვამლაღმომჩენი, მაკონტროლებელი და განგაშის ხმის/სიგნალის გამომცემი. იგი დამოუკიდებლად ან განთავსების წერტილიდან მოწოდებულ ელექტროენერგიაზე მუშაობს.

კვამლზე გააქტიურებული განგაშის მრავალბლოკიანი მექანიზმი. განგაშის ორი ან ორზე მეტი  ერთბლოკიანი მექანიზმი, რომლებიც ერთმანეთთან ისეა დაკავშირებული, რომ ერთის გააქტიურებისას განგაშის შესაბამისი სიგნალი აქტიურდება ყველა ბლოკში.

კვამლისგან დაცული დასაჯდომებიანი თავშეყრის ადგილი. გასასვლელი საშუალებებით უზრუნველყოფილი დასაჯდომებიანი თავშეყრის ადგილი, რომლის საზღვრებში ან ქვეშ არ გროვდება კვამლი.

კიბე. სიმაღლის საფეხურებრივი ცვლილება თარაზული სიბრტყის ერთი ან ერთზე მეტი შემაღლებით.

კონსტრუქციის ტიპები. იხ. ქვეთავი 602

ტიპი I. იხ. ქვეთ. 602.2.

ტიპი II. იხ. ქვეთ. 602.2.

ტიპი III. იხ. ქვეთ. 602.3.

ტიპი IV. იხ. ქვეთ. 602.4.

ტიპი V. იხ. ქვეთ. 602.5.

კოროზიამედეგობა. ლითონის უნარი, გაუძლოს გარემოს ზემოქმედებით გამოწვეულ ზედაპირის დაზიანებას ან თვისებების დაკარგვას.

კოროზიული (ნივთიერება). ქიმიური ნივთიერება, რომელიც კონტაქტის წერტილში ქიმიური რეაქციის შედეგად იწვევს ცოცხალი ქსოვილის დაზიანებას ან შეუქცევად ცვლილებას. ქიმიური ნივთიერება მიიჩნევა კორიზულად, თუ თეთრი კურდღლების დაუზიანებელ კანზე DOTნ 49 CFR, ნაწილი 173.137-ის მიხედვით ჩატარებული ცდისას ეს ქიმიური ნივთიერება 4-საათიანი ზემოქმედებისას კონტაქტის წერტილში იწვევს შეუქცევად დაზიანებას ან ცვლილებას ქსოვილის სტრუქტურაში. ტერმინში არ იგულისხმება ქიმიური რეაქცია არაცოცხალ ზედაპირებზე.

კრიოგენული სითხე. სითხე, რომლის დუღილის წერტილი 101°C-ზე დაბალია 101 კპა აბსოლუტური წნევის პირობებში.

ლითონშემცველი მასალა. ქარხნული წარმოების პანელი, რომლის პლასტმასის გული ორივე მხრიდან ლითონითაა დაფარული.

ლითონშემცველი მასალის სისტემა. ლითონშემცველი მასალის საფარი, რომელიც გარე კედლის სპეციფიკურ ანაწყობებში გამოიყენება, მათ შორის: გადაბმებში, ნაკერებში, მიმაგრებებში, საყრდენებზე, ჩარჩოსა და სხვა დეტალებზე, როგორც მოითხოვს ცალკეული დაგეგმარება.

ლიფტების ჯგუფი. შენობაში მდებარე ლიფტების ჯგუფი, რომელიც ერთმანეთის მომიჯნავედ ან უშუალოდ ერთმანეთის პირდაპირ მდებარეობს და საერთო სივრცეში არსებული გამოძახების ღილაკ(ებ)ით რეგულირდება.

მაკრატელა (ორმხრივი) კიბე. ორი ერთმანეთთან დაკავშირებული გზა-კიბე, რომელიც უზრუნველყოფს ორ დამოუკიდებელ გასასვლელ ბილიკს ერთ კიბის უჯრედში.

მარში. მართკუთხა საფეხურების, მოხვევის საფეხურების ან მათი კომბინაციის უწყვეტი სვლა ერთი ბაქნიდან მეორისკენ.

მაღალი წნევით დამუშავებული გარე დეკორატიული კომპაქტური ლამინატი. ცელულოზის ბოჭკოვანი მასალის შრეებისგან შემდგარი პანელები, რომლებიც გაჟღენთილია თერმორეაქტიული რეზინებით და ერთმანეთს ეკვრის მაღალი წნევით, რის შედეგადაც ფორმირდება ერთგვაროვანი, უნასვრეტებო გული გარეთა მხარეზე გამოსაყენებლად.

მაღალი წნევით დამუშავებული გარე დეკორატიული კომპაქტური ლამინატის სისტემა. მაღალი წნევით დამუშავებული გარე დეკორატიული კომპაქტური ლამინატის გარე კედლის საფარი სპეციფიკურ ანაწყობში, მათ შორის, გადაბმებში, ნაკერებში, დამაგრებებში, ფუძეშრეებში, ჩარჩოსა და სხვა დეტალებში, როგორც მოითხოვს ცალკეული დაგეგმარება.

მაღლივი შენობა. შენობა, რომლის დაკავებული იატაკი მდებარეობს სახანძრო მანქანის მისადგომი ყველაზე დაბალი დონიდან 23 მ-ზე ზემოთ.

მემბრანის გაყვანილობა. ანაწყობის ერთ (კედლის, იატაკის ან ჭერის მემბრანის) მხარეს გაჭრილი ღიობი.

მემბრანის გაყვანილობის ცეცხლსაჩერი. მასალა, მექანიზმი ან კონსტრუქცია, რომელიც მოწყობილია, რათა წინასწარგანსაზღვრული დროის განმავლობაში შეაჩეროს ალისა და სითბოს გადასვლა ღიობებიდან დამცავ მემბრანაში და დაიცვას კაბელები, საკაბელე ღარები, საიზოლაციო მილები, მილების სისტემა, მილები (გარე დიამეტრი) ან მსგავსი მასალები.

მემბრანის გაყვანილობის ცეცხლსაჩერი სისტემა. ანაწყობი, რომელიც შედგება ცეცხლმედეგობის ხარისხიანი იატაკ-ჭერის, სახურავ-ჭერის ან კედლის ანაწყობისგან, რომელსაც კვეთს ერთი ან მეტი გაყვანილობა და მასალები ან მექანიზმები, ან ორივე, მოწყობილი ანაწყობში ცეცხლის გავრცელების შესაფერხებლად წინასწარგანსაზღვრული დროის განმავლობაში.

მესაკუთრე. ნებისმიერი პირი, წარმომადგენელი, ფირმა ან კორპორაცია, რომლებსაც აქვთ საკუთრებაზე იურიდიული ან სამართლებრივი ინტერესები.

მექანიკურმისადგომიანი ღია ავტოსადგომი გარაჟი. ღია ავტოსადგომი გარაჟები, სადაც ქუჩიდან ან ქუჩაში ავტომობილების გადასაადგილებლად გამოიყენება ავტოსადგომი მექანიზმები, ლიფტები ან სხვა მექანიკური მოწყობილობები და სადაც აკრძალულია, საზოგადოებრივი დაკავებულობა იყოს ქუჩის დონეზე მაღლა.

მექანიკური მოწყობილობის საფარი. სახურავზე განთავსებული უსახურავო ნაგებობა, რომელიც თვალისგან ფარავს მილგაყვანილობის, ელექტრო ან მექანიკურ მოწყობილობებს.

მზის ოთახი. შენობაზე მიდგმული ერთსართულიანი ნაგებობა, რომლის გამჭვირვალე ნაწილის ფართობი ნაგებობის გარე კედლებისა და სახურავის საერთო ფართობის 40%-ზე მეტია.

მთავარი შესასვლელი. შესასვლელი, მაგრამ არა დამხმარე ან შეზღუდული შესასვლელი.

მოლი. ფეხით სავალი გადახურული ან ღია საერთო ფართობი გადახურული მოლის შენობის საზღვრებში, რომელიც უზრუნველყოფს ორ ან ორზე მეტ მფლობელობასთან მისადგომს და სადაც ერთმანეთისადმი ღია დონეების რაოდენობა არ აღემატება სამს. ტერმინი „მოლი“ მოიცავს ღია მოლებსაც, როგორც განსაზღვრულია ქვემოთ.

მთლიანი გასაქირავებელი ფართობი. იატაკის საერთო ფართობი, რომელსაც იკავებს და ექსკლუზიურად იყენებს მფლობელი. მფლობელის მიერ დაკავებული ფართობი იზომება საზიარო ტიხრების შუა ხაზებიდან მფლობელობაში არსებული ფართობის გარე კედლებამდე. მფლობელობაში არსებული ყველა ფართობი, მათ შორის, საწყობადაც გამოყენებული, უნდა შევიდეს მთლიან გასაქირავებელ ფართობში.

მიდგმული შენობა. გადახურული მოლის შენობის გარე მხარეზე მიდგმული შენობა, საიდანაც შესაძლებელია პირდაპირ შესვლა გადახურული ან ღია მოლის შენობაში, მაგრამ აქვს დამოუკიდებელი გასასვლელი საშუალებები და არ მიეკუთვნება დსშ ჯგუფს.

მიმაგრებული საფარის წყობა. მოსაპირკეთებელი საფარი, რომელიც მაგრდება უკანასაყრდენზე ნებადართული მექანიკური სამაგრებით.

მიმოსვლის ბილიკი. ერთი ადგილიდან მეორესთან მისასვლელი ფეხით სავალი გზა გარეთ ან შიგნით.

მიმღები მოწყობილობა. სისტემის ნაწილი, რომელიც გადასცემს კვამლაღმომჩენში, ხელით მართვად სახანძრო განგაშის კოლოფში ან მაკონტროლებლის ჩამრთველში შეცვლილ მდგომარეობას.

მინერალური ბოჭკო. შემკვრელებით ან მათ გარეშე ძირითადად ქანების, წიდის ან მინის ბოჭკოებისგან ნაწარმოები იზოლაცია.

მინერალური ბამბა. სინთეზური მინერალური ბოჭკოს იზოლაცია, რომელიც მზადდება ძირითადად ვულკანური წარმოშობის ქანების ან ღუმლის წიდის და სხვა არაორგანული ნივთიერებების დნობით და შემდეგ გამდნარი მასის ფიზიკურად გარდაქმნით ბოჭკოებად.

მინერალური ფილა. მაგარი თექის თერმული იზოლაციის მართკუთხა, ბრტყელი ფილა, რომელიც შედგება მინერალური ბოჭკოს თექისგან ან აფუებული შემვსების უჯრედოვანი მარცვლებისგან.

მინაბოჭკოვანი ფილა. მინის ბოჭკოს სახურავის იზოლაცია, რომელიც შედგება არაორგანული მინის ბოჭკოებისგან და ფორმირებულია მაგარ ფილებად შემკვრელი ფენის საშუალებით. ფილის ზედა ზედაპირი მოპირკეთებულია ასფალტითა და  მინის ბოჭკოთი გაძლიერებული კრაფტით.

მისაწვდომი. ადგილი, შენობა, ნაგებობა ან მათი ნაწილი, რომელიც აკმაყოფილებს მე-11 თავის მოთხოვნებს.

მისაწვდომი გასასვლელი საშუალებები. გასასვლელისკენ სავალი უწყვეტი და ჩაუხერგავი გზა შენობის ან ნაგებობის ნებისმიერი მისაწვდომი წერტილიდან საზოგადოებრივ გზამდე.

მისაწვდომი ერთეული. საცხოვრებელი ან საძინებელი ერთეული, რომელიც შეესაბამება ამ წესებსა და ICC A 117.1-ის დებულებებში განსაზღვრულ მისაწვდომ ერთეულებს.

მისაწვდომი სვლაგეზი. უწყვეტი, ჩაუხერგავი ბილიკი, რომელიც შეესაბამება მე-11 თავს.

მიწებებული საფარის წყობა. მოსაპირკეთებელი საფარი, რომელიც ნებადართული მჭიდა მასალითაა მიწებებული უკანასაყრდენზე.

მიწის დონე. ათვლის დონე/სიბრტყე, რომელიც წარმოადგენს შენობის გარე კედლების მოსაზღვრე მიწის მოპირკეთებული ზედაპირის გასაშუალებულ დონეს. თუ მიწის მოპირკეთებული ზედაპირის დონე გარე კედლებიდან დამრეცად მიდის, ათვლის დონე უნდა განისაზღვროს შენობასა და მიწის ნაკვეთის საზღვარს შორის მოქცეული ფართობის ყველაზე დაბალი ნიშნულების მიხედვით, თუ  მიწის ნაკვეთის საზღვარი შენობიდან დაშორებულია 1,8 მ-ზე მეტად, შენობასა და შენობიდან 1,8 მ-მდე ფარგლებში მოქცეული ყველაზე დაბალი ნიშნულების მიხედვით.

მიწის ნაკვეთი. მიწის ნაწილი ან ნაკვეთი, რომელიც განიხილება, როგორც ერთეული.

მიწის ნაკვეთის საზღვარი. საზღვარი (საკუთრების ხაზი), რომელიც მიწის ერთ ნაკვეთს ყოფს მეორისგან, ქუჩისგან ან ნებისმიერი საზოგადოებრივი ადგილისგან.

მკვეთრი ქანობი. სახურავი, რომლის ქანობი მეტია, ვიდრე ორი შვეული ერთეული 12 თარაზულ ერთეულზე (17%-იანი ქანობი).

მოაჯირი. შენობის ელემენტი ან ელემენტების სისტემა სხვადასხვა დონეზე მდებარე სავალი ზედაპირების საზღვართან ან მასთან ახლოს ღია მხარეს და ამცირებს სავალი ზედაპირიდან ქვედა დონეზე ჩავარდნის რისკს.

მოდიფიცირებული ბიტუმის სახურავის ბურული. პოლიმერმოდიფიცირებული ასფალტის ფურცლების ერთი ან რამდენიმე შრე. ფურცლები ეწებება ან მექანიკურად მაგრდება ფუძეშრეზე ან ბალასტის შრეზე.

მომსახურე დერეფანი. მთლიანად შემოზღუდული გასასვლელი, რომელიც გამოიყენება საფრთხის შემცველი საწარმოო ნივთიერების გადასაზიდად და სხვა დანიშნულებით, მაგრამ არა გასასვლელ საშუალებებად.

მომწამლავი. ქიმიური ნივთიერება, რომელიც შედის ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე კატეგორიაში:

1.    ქიმიური ნივთიერება, რომლის საშუალო მომაკვდინებელი დოზა (LD50) აღემატება 50 მილიგრამს ერთ კილოგრამზე, მაგრამ არ აჭარბებს 500 მილიგრამს სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე, როდესაც შეჰყავთ 200 და 300 გრამიან თეთრ ვირთხებში პირიდან.

2.    ქიმიური ნივთიერება, რომლის საშუალო მომაკვდინებელი დოზა (LD50) აღემატება 200 მილიგრამს ერთ კილოგრამზე, მაგრამ არ აჭარბებს 1000 მილიგრამს სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე, როდესაც უწყვეტ 24-საათიან (ან ნაკლები, თუ სიკვდილი დგება 24 საათზე ნაკლებ დროში) კონტაქტშია 2 და 3 კგ-იან თეთრი კურდღლების შიშველ კანთან.

3.    ქიმიური ნივთიერება, რომლის საშუალო მომაკვდინებელი კონცენტრაცია (LC50) ჰაერში მეტია 200 ნაწილაკისა მილიონზე, მაგრამ არ აჭარბებს 2000 ნაწილაკს მილიონზე იმისდა მიხედვით, როგორია აირის ან ორთქლის მოცულობა, ან მეტია, ვიდრე 2 მილიგრამი ერთ ლიტრზე, მაგარამ არ აჭარბებს 20 მილიგრამს ერთ ლიტრ კვამლზე, ნისლზე ან მტვერზე, თუ 200 და 300 გრამიან თეთრი ვირთხების ორგანიზმში ხვდება ერთი საათის განმავლობაში უწყვეტი შესუნთქვით (ან ნაკლები, თუ სიკვდილი დგება ერთ საათზე ნაკლებ დროში).

მონაცვლესაფეხურებიანი კიბე. თარაზულადან (ჰორიზონტალიდან) 50-70 გრადუსით დახრილი საფეხურების წყება, რომელშიც საფეხურები, ჩვეულებრივ, მიმაგრებულია ცენტრალურ საყრდენზე ისეთი მონაცვლეობით, რომ მომხმარებელს ორივე ფეხი ერთსა და იმავე დროს ერთ დონეზე არ უდგას.

მოსაპირკეთებელი საფარი. მოპირკეთება, რომელიც მაგრდება კედელზე გაფორმების, დაცვისა და იზოლირების მიზნით, მაგრამ არ აძლევს კედელს დამატებით სიმტკიცეს.

მოსახვევი საფეხური. საფეხური, რომლის თარაზული ზედაპირების (საბიჯელების) კიდეები არ არის პარალელური.

მოწყობილობის ბაქანი. მოწყობილობების მოსათავსებელი ამაღლებული ბაქანი, რომელიც გამოიყენება მხოლოდ მექანიკური სისტემების ან სამრეწველო პროცესისთვის საჭირო მოწყობილობებისთვის, მათ შორის, ბაქანთან მისადგომი ამაღლებული ბილიკები, კიბეები, მონაცვლე საფეხურებიანი კიბეები და პწკალა კიბეები (იხ. ქვეთავი 505.3).

მჟანგავი. ნივთიერება, რომელიც ადვილად წარმოქმნის ჟანგბადს ან სხვა მჟანგავ აირს, ან ადვილად შედის ისეთ რეაქციებში, რომლებიც ხელს უწყობს ან იწვევს (აინიცირებს) წვადი მასალების წვას და გაცხელების ან დაბინძურების დროს შეიძლება სწრაფად დაიშალოს.

კლასი 4. მჟანგავი, რომელსაც ახასიათებს ფეთქებადი რეაქცია დაბინძურების ან თერმული ან ფიზიკური ზემოქმედებისას და ძლიერ ზრდის იმ მასალების წვის სიჩქარეს, რომლებსაც ეხება. ამასთან, მჟანგავი ზრდის რა წვის სიჩქარეს, შეიძლება გამოიწვიოს წვადი ნივთიერებების თვითაალება.

კლასი 3. მჟანგავი, რომელიც ძალიან ზრდის ისეთი წვადი ნივთიერებების წვის სიჩქარეს, რომელთაც ეხება.

კლასი 2. მჟანგავი, რომელიც ზომიერად ზრდის იმ წვადი ნივთიერებების წვის სიჩქარეს, რომელთაც ეხება.

კლასი 1. მჟანგავი, რომელიც ზომიერად არ ზრდის წვადი ნივთიერებების წვის სიჩქარეს.

მჟანგავი აირი. აირი, რომელიც ხელს უწყობს და აჩქარებს სხვა ნივთიერებების წვის პროცესს.

მრავალბლოკიანი განგაშის მექანიზმი. განგაშის ორი ან მეტი ერთბლოკიანი მექანიზმი, რომლებიც ერთმანეთთან ისეა დაკავშირებული, რომ ერთის გააქტიურება იწვევს ინტეგრირებული ან დამოუკიდებელი ყველა განგაშის გააქტიურებას. ის შეიძლება მოიცავდეს განგაშის ერთბლოკიან მექანიზმსაც, რომელიც დაკავშირებულია სხვა აღმომჩენებთან ან ხელით სამართავი სახანძრო განგაშის კოლოფთან.

მრავალდონიანი დასაჯდომები თავშეყრის ადგილებში. დასაჯდომები, რომლებიც განლაგებულია განსხვავებულ დონეებზე, სადაც თითოეული დონე შედგება რამდენიმე რიგისგან ან ლოჟების ერთი რიგისგან, რომელსაც მისადგომი სხვა დონიდან აქვს.

მრავალსართულიანი ერთეული. საცხოვრებელი ან საძინებელი ერთეული, რომლის საცხოვრებლად გამოყენებული სივრცე განთავსებულია ორ ან მეტ სართულზე.

მყარი (ნივთიერება). ნივთიერება, რომელიც 20°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე დნება, იშლება ან სუბლიმირდება (ქროლდება).

მყისიერად საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ჰაერ-წვეთური გზით დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაცია, რომელიც ხანგრძლივი უარყოფითი გავლენით ჯანმრთელობაზე ქმნის მომენტალურ ან დროის განმავლობაში სიკვდილის საფრთხეს, ან ახდენს ისეთ ზემოქმედებას, რაც შეუძლებელს ხდის ამგვარი გარემოდან თავდაღწევას. დამაბინძურებელი კონცენტრაციის ეს დონე განსაზღვრულია ტოქსიკურობისა და აალებადობის გათვალისწინებით. ჩვეულებრივ, ის გამოისახება მილიონის ნაწილით მოცულობაზე (ppm, v/v) ან მილიგრამებში ერთ კუბურ მეტრზე (მლგ/მ3).

მშრალი ქიმიური ჩამქრობი ნივთიერებები. წვრილი ნაწილაკების შემცველი ფხვნილი, მათ შორის: სოდის ბიკარბონატის, კალიუმის ბიკარბონატის, კარბომიდ-კალიუმზე ბაზირებული ბიკარბონატის, კალიუმ-ქლორიდის ან მონოამონიუმ ფოსფატის, რომელსაც დამატებული აქვს სპეციალურად დამუშავებული მარცვლოვანი მასალა შეფუთვის მიმართ მედეგობის, ტენგაუმტარობისა და სწორად დინების უნარის უზრუნველსაყოფად.

ნაგებობა. ის, რაც არის აშენებული ან აგებული.

ნაკერი. ანაწყობებში ან მომიჯნავე ანაწყობებს შორის ღიობი, რომელსაც ქმნის შენობის ღრეჩოები, ან დაგეგმარებულია, რათა თერმული, სეისმური (მიწისძვრისმიერი), ქარისმიერი ან ნებისმიერი სხვა დატვირთვისას შენობამ შეძლოს დამოუკიდებლად მოძრაობა ნებისმიერ სიბრტყეში.

ნახშირორჟანგით ჩამქრობი სისტემები. სისტემა, რომლის საშუალებით ხდება ნახშირორჟანგის (CO2) მიწოდება ჰერმეტული ჭურჭლიდან ფიქსირებული მილებისა და  სახანძრო ტუმბოების (საქაჩების) გავლით.

ნივთიერების გაფანტვა. კონტეინერიდან, ავზიდან ან მსგავსი ჭურჭლიდან ნებისმიერი ნივთიერების ჩამოსხმის ან გადატანის დროს ორთქლის, მტვრის, ნისლის ან აირების გავრცელება ატმოსფეროში.

ნორმალური ტემპერატურა და წნევა. 20°C ტემპერატურა და 101 კპა.

ოთახების ბლოკი. სამკურნალო ოთახების, პაციენტების საძინებელი ოთახებისა და მათთან დაკავშირებული დამხმარე ოთახების ჯგუფი ან -2 ჯგუფის დაკავებულობების საზღვრებში მდებარე სივრცეები და სამიმოსვლო სივრცეები, სადაც პერსონალი თვალყურს ადევნებს ოთახების ჯგუფში მყოფ ყველა პაციენტს და ოთახების ჯგუფი აკმაყოფილებს 407.4.3 ქვეთავის მოთხოვნებს.

ოთახი, სადაც გამოიყენება, ნაწილდება ან ირევა სითხეები. ოთახები, სადაც I, II და IIIA კლასის აალებადი ან წვადი სითხეები გამოიყენება, ნაწილდება და ირევა ღია კონტეინერებში.

ორგანული ზეჟანგი. ორგანული ნაერთი, რომელსაც აქვს ორვალენტიანი -O-O- სტრუქტურა და შეიძლება ჩაითვალოს წყალბადის ზეჟანგის სტრუქტურულ წარმოებულად, სადაც წყალბადის ერთი ან ორივე ატომი ჩანაცვლებულია ორგანული რადიკალით. ორგანულმა ზეჟანგებმა შეიძლება შექმნას აფეთქების საფრთხე (დეტონაცია ან დეფლაგრაცია) ან შეიძლება იყოს დარტყმით დატვირთვაზე ძლიერ მგრძნობიარე. ისინი, ასევე, შეიძლება დაიშალოს სხვადასხვა არამდგრად ნაერთებად ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

კლასი I. ნაერთები, რომელთაც ახასიათებს დეფლაგრაცია, მაგრამ არ ახასიათებს დეტონაცია.

კლასი II. ნაერთები, რომლებიც ძალიან სწრაფად იწვის და ქმნის საშუალო რეაქტიულობის საფრთხეს.

კლასი III. ნაერთები, რომლებიც სწრაფად იწვის და ქმნის საშუალო რეაქტიულობის საფრთხეს.

კლასი IV. ნაერთები, რომლებიც ჩვეულებრივი წვადი ნივთიერებების მსგავსად იწვის და ქმნის რეაქტიულობის მინიმალურ საფრთხეს.

კლასი V. ნაერთები, რომლებიც ჩვეულებრივ წვად ნივთიერებებზე ნაკლებ ინტენსიურად იწვის ან არ უწყობს ხელს წვას და არ შეიცავს რეაქტიულობის საფრთხეს.

არაკლასიფიცირებული დეტონატები. ორგანული ზეჟანგები, რომელთაც ახასიათებს დეტონაცია. ეს ზეჟანგები შეიცავს აფეთქების უკიდურესად დიდ საფრთხეს მათი დაშლის სწრაფად და ფეთქებით მიმდინარეობის გამო.

ორთქლის გამტარი მემბრანა. ASTM E 96-ის A პროცედურის გამოყენებით ტენის შთანთქმის მეთოდით შემოწმებისას ვლინდება, შეუძლია თუ არა მემბრანას, გაატაროს, სულ მცირე, 52,9×10-10კგ/პა • S • მ2 ან ამაზე მეტი ტენშემცველობის ორთქლი. ორთქლის გამტარი მასალა ატარებს ტენიან ორთქლს.

ორთქლის შემკავებლის კლასი. მასალის ან ანაწყობის გაზომვა იმისდა მიხედვით, რამდენად შეუძლია მას შეაჩეროს ტენის ის რაოდენობა, რომელიც გადის ამ მასალაში ან ანაწყობში. ორთქლის შემკავებლის კლასი უნდა განისაზღვროს ASTM E 96-ის ტენის შთანთქმის მეთოდით შემდეგნაირად:

კლასი I: 0,1 ან ნაკლები პერმი.

კლასი II: 0,1 < პერმი < 1,0 პერმი.

კლასი III: 0,1 < პერმი < 10 პერმი.

ორმაგი ჭიშკარი. უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოწყობილი ვესტიბიული, ორი ან მეტი კარით ან ჭიშკრით, სადაც უწყვეტი და დაუბრკოლებლი გასვლის შესაფერხებლად ერთ ჯერზე იღება მხოლოდ ერთი კარი ან ჭიშკარი.

პანდუსი. დახრილი სავალი ზედაპირი, რომლის ქანობი მეტია, ვიდრე ერთი შვეული ერთეული 20 თარაზულ ერთეულთან (5% ქანობი).

პანდუსიანი მისადგომის მქონე ღია ავტოსადგომი გარაჟები. ღია ავტოსადგომი გარაჟები უწყვეტად ამაღლებადი იატაკებით ან პანდუსებით დაკავშირებული დონეებით, რომელთა გამოყენებით ავტომობილები გადაადგილდება ქუჩის დონიდან ან ქუჩის დონისკენ.

პარაპეტის წყალგამომშვები ხვრელი. ხვრელი კედელში ან პარაპეტში, რომლის საშუალებით სახურავი იწრიტება დაგროვილი წყლისგან.

პენტჰაუზი. სახურავის თავზე მდებარე შემოზღუდული, დაუკავებელი ნაგებობა, რომელიც ფარავს მექანიკურ და ელექტრომოწყობილობებს, ავზებს, ლიფტებს და მათთან დაკავშირებულ დანადგარებს, ასევე, შახტის შვეულ ღიობებს.

პირადი მომვლელის მომსახურება. ისეთი პირების მოვლა, რომელთაც არ სჭირდებათ სამედიცინო მომსახურება. პირადი მომვლელის მომსახურებაში შედის შენობაში მყოფი პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ ისინი შენობაში იმყოფებიან.

პიროტექნიკური შემადგენლობა. ქიმიური ნარევი, რომელიც წარმოქმნის ხილულ სინათლეს ან ხმას, თვითგავრცელებადი, სითბოს გამომყოფი ქიმიური რეაქციის შედეგად, რომელიც ინიცირდება აალებით.

რგოლისებრი ღრეჩო. ნახვრეტში გამავალი გაყვანილობის ირგვლივი (წრიული) სიცარიელე.

რელიგიური მსახურების ადგილი/ნაგებობა. შენობა ან მისი ნაწილი, რომელიც განკუთვნილია რელიგიური მსახურების ჩასატარებლად.

საავადმყოფოები და ფსიქიატრიული საავადმყოფოები. დაწესებულებები, რომლებიც უზრუნველყოფს მოვლა-მკურნალობას ისეთი  პაციენტებისთვის, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო, ფსიქიატრიული, სამეანო ან ქირურგიული მკურნალობა და არ აქვთ თავდაცვის უნარი.

საავარიო განგაშის სისტემა. საგანგებო ვითარების ან საფრთხის შემცველი ნივთიერებების არსებობის გამაფრთხილებელია სისტემა.

საავარიო გასაღწევი და სამაშველო ღიობი. გასაღები ფანჯარა, კარი ან სხვა ღიობი, საიდანაც შესაძლებელია გაღწევა საგანგებო ვითარების დროს.

საგანგებო ხმოვანი განგაშის კომუნიკაციები. ხელით სამართავი ან ავტომატური საშუალებები შენობის დამკავებლებისთვის ხმოვანი მითითებების, ასევე, სახანძრო განგაშისა და საევაკუაციო სიგნალების გადასაცემად და გასავრცელებლად.

საერთო გამოყენება. შიგა ან გარე მიმოსვლის ბილიკები, ოთახები, სივრცეები ან ელემენტები, რომლებიც განკუთვნილია არა საზოგადოებრივი, არამედ ორი ან ორზე მეტი ადამიანის საერთო გამოყენებისთვის.

სამძიმი. გადახურვაში, სამძიმი წარმოდგენილია დიდი ქვების ან მოსაკირწყლავი სისტემების ან ურთიერთდაკავშირებული მსუბუქი მოსაკირწყლავი სისტემების ფორმით. სამძიმი გამოიყენება აწევის მედეგობისთვის გადახურვის ისეთ სისტემებში, რომლებიც არაა მიწებებული ან მექანიკურად დამაგრებული სახურავის ფენილზე.

საშუალებები. შენობების, ნაგებობების, ელემენტებისა და ფეხით სავალი ან სატრანსპორტო გზების ყველა ან ნებისმიერი ნაწილი, რომლებიც ადგილზე მდებარეობს.

საცხოვრებელი საერთო საძინებლებით. სივრცე შენობაში, სადაც დასაძინებელი ადგილები განთავსებულია ერთ ოთახში, ან ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ ოთახების რიგში და განკუთვნილია პირებისთვის, რომლებიც არ არიან ერთი ოჯახის წევრები, მაგრამ ცხოვრობენ ერთ ჭერქვეშ და ჰყავთ ერთი მმართველობა, მაგალითად, როგორიცაა კოლეჯის საცხოვრებელი საერთო საძინებლებით.

საცხოვრებლად განკუთვნილი. საცხოვრებელი ან საძინებელი ერთეული, რომელსაც დამკავებელი მუდმივად ან დროდადრო იყენებს ან მომავალში გამოიყენებს.

სავაჭრო დახლი. სავაჭრო საქონლის დასაწყობი ადგილი, რომელიც გარშემორტყმულია გასავლელებით, მუდმივი მოწყობილობით ან კედლებით. სავაჭრო დახლები შეიცავს ისეთ დეტალებს, როგორებიცაა: არაფიქსირებული და მოძრავი მოწყობილობები, ვიტრინები, თაროები, დახლები და ტიხრები, სადაც კლიენტები ათვალიერებენ ან ყიდულობენ საქონელს.

საზოგადოებრივი გამოყენების ფართობები. ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ოთახები ან სივრცე შენობის შიგნით ან გარეთ.

საზოგადოებრივი გზა. საზოგადოებისთვის გამოყოფილი ქუჩა, ჩიხი ან მიწის სხვა ნაწილი, რომლის თავისუფალი სიგანე და სიმაღლე, არანაკლებ 3,0 მ-ია.

საკანი. საპატიმრო ან გამოსასწორებელი დაწესებულებების საცხოვრებელ ერთეულში გამოყოფილი ოთახი დაკავებულ პირთა ან პატიმართა მოსათავსებლად.

საკნების იარუსი. საცხოვრებელ ერთეულში ერთმანეთის თავზე განთავსებული საკნები.

საკონტროლო სიგნალი. სიგნალი, რომელიც მიანიშნებს, რომ ცეცხლსაქრობი სისტემების, მოწყობილობების ან მათთან დაკავშირებული სისტემების მდგომარეობა შეცვლილია და საჭიროებს სრულ დათვალიერებასა და გამართვას.

საკონტროლო სიგნალის გამომცემი მოწყობილობა. მშრალ საშხეფ სისტემაზე განთავსებული გამშვები მექანიზმი, როგორიცაა: სარქვლის საკონტროლო ამომრთველი, წყლის დონის ინდიკატორი ან ჰაერის დაბალი წნევისას სისტემის ამომრთველი, რომლის მდგომარეობის შეცვლისას გამოიცემა არაბუნებრივ მდგომარეობაზე მიმანიშნებელი სიგნალი. სისტემის საწყის მდგომარეობაში დაბრუნებაც სიგნალით აღინიშნება. სიგნალი, ასევე, მიანიშნებს, რომ ცეცხლსაქრობი სისტემების, მოწყობილობების ან მათთან დაკავშირებული სისტემების მდგომარეობა შეცვლილია და საჭიროებს სრულ დათვალიერებასა და გამართვას.

საზედამხედველო სადგური. ნაგებობა ან მისი ნაწილი, სადაც მუდმივად იმყოფება პერსონალი, რომელიც იღებს სასიგნალო შეტყობინებებს და ახდენს მათზე რეაგირებას.

საზედამხედველო სამსახური. სამსახური, რომელსაც ევალება საზედამხეველო შენობის/ტერიტორიის შემოვლა დადგენილი სვლაგეზის შესაბამისად, ასევე, სტაციონალური ცეცხლსაქრობი სისტემების ან სხვა სისტემების მუშაობის კონტროლი, რომლებიც განკუთვნილია სიცოცხლისა და ქონების დასაცავად.

სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო ან ქირურგიული პროცედურების ჩატარება, ექთნის მომსახურება ან მომსახურება ფსიქიატრიული საჭიროების დროს.

სამორიგეო სადგური. შენობაში გამოყოფილი ადგილი, სადაც მუდმივად იმყოფება კვალიფიციური პერსონალი განგაშისა და საზედამხედველო სიგნალების გასაკონტროლებლად. სამორიგეო სადგურში განთავსებულია მოწყობილობები, რომელთა მეშვეობით სიგნალები გადაეცემა სახანძრო-სამაშველო დანაყოფს.

სამუშაო ადგილი. განსაზღვრული სივრცე ან მოწყობილობის დამოუკიდებელი ძირითადი ნაწილი, რომელიც იყენებს საფრთხის შემცველ საწარმოო ნივთიერებებს საწარმოო ფართობზე, სადაც წარმოებს სპეციფიკური სამუშაო, ლაბორატორიული პროცედურა ან კვლევითი საქმიანობა. სიაში შეტანილი ან დასაშვები საფრთხის შემცველი ნივთიერებების შესანახი კარადები, აალებადი სითხეების შესანახი კარადები ან აირის კარადები, რომლებიც სამუშაო ადგილს ემსახურება, ითვლება სამუშაო ადგილის ნაწილად. სამუშაო ადგილს დასაშვებია ჰქონდეს გასანიავებელი მოწყობილობა, ხანძრისგან დამცავი მექანიზმები, ელექტრომექანიზმები და გადამამუშავებელ-სამეცნიერო დანიშნულების მქონე სხვა მოწყობილობები.

სამყოფი-საცხოვრებელი ერთეული. საერთო საძინებლები ან საკნების ჯგუფი დღის გასატარებელი საერთო ოთახით  -3 ჯგუფში.

სამშენებლო დოკუმენტები. მშენებლობის ნებართვის მისაღებად აუცილებელი ვერბალური, გრაფიკული და ილუსტრირებული დოკუმენტები, რომლებიც მომზადებული ან შეკრებილია პროექტის ელემენტების დაგეგმარების, მდებარეობისა და ფიზიკური მახასიათებლების აღსაწერად.

საოჯახო საბავშვო ბაღები. დაწესებულებები, სადაც უვლიან 2,5 წლის ან უფრო მცირე ასაკის ხუთზე მეტ ბავშვს.

საოჯახო სასტუმრო. გასაქირავებლად მოწყობილი ან გამოყენებული შენობა, სადაც უზრუნველყოფენ ან არ უზრუნველყოფენ კვებას. იგი არ წარმოადგენს ერთი ოჯახის საცხოვრებელ ერთეულს.

სართული მიწის დონის ქვემოთ. სართული, რომელიც არ არის მიწის დონის ზემოთ (იხილეთ განმარტება „სართული მიწის დონის ზემოთ“).

სართული. შენობის ნაწილი, რომელიც მოქცეულია იატაკის და ზედა იატაკის ზედაპირებს ან უშუალოდ მის ზემოთ მდებარე სახურავს შორის (ასევე იხილეთ: „სართული მიწის დონის ქვემოთ“, „ანტრესოლი“ და ქვეთავი 502.1). სართული იზომება, როგორც შვეული მანძილი კოჭების ორი ერთმანეთის მომდევნო რიგის ან მოპირკეთებული იატაკის ზედაპირების თავიდან თავამდე. ბოლო სართული კი იზომება იატაკის მოპირკეთებიდან ჭერის კოჭების თავამდე, ან სადაც ჭერი არ არის, სახურავის ნივნივების თავამდე.

სართული მიწის დონის ზემოთ. ნებისმიერი სართული, რომლის მოპირკეთებული იატაკის ზედაპირი მთლიანად მიწის დონის ზემოთაა, ან სადაც იატაკის მოპირკეთებული ზედაპირი არის:

1.    1,8 მ-ზე მაღლა მიწის დონიდან;

2.    3,7 მ-ზე მაღლა მოპირკეთებული მიწის ნიშნულის ნებისმიერი წერტილიდან.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობა. ნაგებობა, რომლის დაგეგმარება და მშენებლობა განხორციელებულია სამეურნეო ნივთების/იარაღების, თივის, მარცვლეულის, ფრინველის, საქონლის ან მებაღეობის პროდუქტების მოსათავსებლად. ეს ნაგებობა არ გამოიყენება ადამიანის საცხოვრებლად ან ადგილად, სადაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამუშავდება, დამუშავდება ან ფასოვდება/იფუთება, ასევე, არ გამოიყენება საზოგადოებრივი დანიშულებით.

საფეხურის ნაშვერი. კიბის საფეხურების ან გზა-კიბის მარშების თავში მდებარე ბაქნების წინა კიდის ნაშვერები.

საფრთხის შემცველი ნივთიერებები. ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც 307-ე ქვეთავის კლასიფიცირების მიხედვით, ქმნის ფიზიკურ ან ჯანმრთელობისთვის საფრთხეებს, სახმარად ვარგის ან არავარგის მდგომარეობაში.

საფრთხის შემცველი ნივთიერებების შენახვა. საფრთხის შემცველი ნივთიერებების შენახვა, გაჩერება ან დატოვება დახურულ კონტეინერებში, ავზებში, ცილინდრებში ან მსგავს ჭურჭელში; ან ჭურჭელი, რომლის გამოყენების დროს ოპერაციები სრულდება მასთან მიერთებული დახურილი მისაერთებლებით.

საფრთხის შემცველი (საშიში) საწარმოო ნივთიერება. ნახევრადგამტარების წარმოებასთან დაკავშირებული მყარი ნივთიერებები, სითხეები ან აირები, რომლებიც NFPA 704-ის მიხედვით შეფასებისას, ჯანმრთელობის, აალებადობის ან რეაქტიულობის გათვალისწინებით, მიეკუთვნება მე-3 ან მე-4 კლასის საფრხთის კატეგორიას. ისინი გამოიყენება კვლევებში, ლაბორატორიულ ან წარმოების პროცესებში და მათი საბოლოო პროდუქტი არ არის საფრხის შემცველი მასალა.

საფრთხის შემცველი  (საშიში) საწარმოო ნივთიერება, აალებადი სითხე. საფრთხის შემცველი (საშიში) აალებადი საწარმოო სითხე, რომელიც მიეკუთვნება I ან II კლასის აალებად სითხეებს ან IIIA კლასის წვად სითხეებს.

საფრხის შემცველი (საშიში) საწარმოო ნივთიერების ოთახი. ოთახი, რომელიც გამოიყენება დსშ-5 ჯგუფის დაკავებულობის დამხმარე ოთახად, სადაც ინახება ან გამოიყენება საფრთხის შემცველი საწარმოო ნივთიერებები და რომელიც კლასიფიცირდება, როგორც დსშ-2, დსშ-3 ან დსშ-4 ჯგუფის დაკავებულობა.

საცხოვრებელი. შენობა, რომელიც მოიცავს ერთ ან ორ საცხოვრებელ ერთეულს, რომელიც გამოიყენება, გამიზნულია ან დაგეგმარებულია საცხოვრებად, საარენდოდ, სალიზინგოდ, ოთახების გასაქირავებლად და (და)საქირავებლად.

საცხოვრებელი ერთეული. ერთი ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სრულ, დამოუკიდებელ საცხოვრებლებს ერთი ან მეტი პირისთვის, მათ შორის, მუდმივ პირობებს საცხოვრებლად, დასაძინებლად, სასადილოდ, საჭმლის მოსამზადებლად და სანიტარიულ პირობებს.

საცხოვრებელი ერთეული ან საძინებელი ერთეული, მრავალსართულიანი. იხილეთ განმარტება „მრავალსართულიანი ერთეული“.

საცხოვრებელი სივრცე. სივრცე შენობაში, რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად, დასაძინებლად, სასადილოდ ან საჭმლის მოსამზადებლად. სააბაზანო ოთახები, ტუალეტის ოთახები, საკუჭნაოები, ჰოლები, სათავსოები, დამხმარე სივრცეები და მსგავსი ფართობები საცხოვრებელ სივრცეებად არ ითვლება.

საცხოვრებლის თვითმფრინავის ანგარი. ერთი ან ორი ოჯახის საცხოვრებელში აგებული, 186 მ2-ზე პატარა ფართობისა და 6,0 მ-ზე დაბალი სიმაღლის დამხმარე შენობა, სადაც საჰაერო ხომალდები ინახება. ასეთი გამოყენება მიიჩნევა საცხოვრებლისთვის დამხმარე გამოყენებად.

საწარმოო ფართობი. ფართობი ნახევარგამტარების ფაბრიკაში, ასევე, ნახევარგამტარების საწარმოებლად საჭირო კვლევებისთვის გამოყოფილი ფართობი, სადაც გამოიყენება საფრთხის შემცველი საწარმოო ნივთიერებები. ამგვარ ფართობებზე დასაშვებია დამხმარე ოთახების, ასევე, გასახდელებისა და ოფისების არსებობა, რომლებიც უშუალოდაა დაკავშირებული საწარმოო ფართობებზე მიმდინარე პროცესებთან.

სახანძრო განგაშის სამართავი ერთეული. სისტემის ნაწილი, რომელიც ავტომატური და ხელით სამართავი სახანძრო განგაშის მოწყობილობებიდან იღებს ინფორმაციას და შეუძლია უზრუნველყოს აღმომჩენი მოწყობილობებისა და რეტრანსლიატორ(ებ)ის ან სათადარიგო გადამცემ(ებ)ის ელექტრომომარაგება. შესაძლოა, სამართავი ერთეული შეტყობინების მოწყობილობებს გადასცემდეს ელექტროენერგიას და რელეებს ან მექანიზმებს ინფორმაციას არსებული მდგომარეობის შესახებ.

სახანძრო განგაშის სიგნალი. სიგნალი, რომელსაც გამოსცემს სახანძრო განგაშის მოწყობილობა, მაგ.: ხელით სამართავი სახანძრო განგაშის კოლოფი, ცეცხლის ავტომატური აღმომჩენი, წყლის ნაკადის გამშვები და სხვა მოწყობილობები, რომელთა გააქტიურება მიანიშნებს ხანძრის ან ხანძრის ნიშნების არსებობას.

სახანძრო განგაშის სისტემა. სისტემა ან კომბინირებული სისტემის ნაწილი, რომლის კომპონენტები და წრედები ისეა მოწყობილი, რომ გააკონტროლოს და დააფიქსიროს სახანძრო განგაშის ან საკონტროლო სიგნალების გამომცემი მოწყობილობების მდგომარეობა და სათანადოდ რეაგირებდეს ამ სიგნალებზე.

სახანძრო გასასვლელის კავეული/საკეტები. ანტიპანიკური გამღები, რომელიც გამოიყენება ცეცხლმედეგი კარის ანაწყობებში.

სახანძრო ზოლი. გზა ან სხვა გასასვლელი, რომელიც დატოვებულია სახანძრო ტექნიკის გასატარებლად, მაგრამ სახანძრო ზოლი არ არის განკუთვნილი მხოლოდ სახანძრო ტექნიკისთვის.

სახურავის ანაწყობი (ეხება მხოლოდ მე-15 თავს). ატმოსფერული ზემოქმედებისგან დასაცავად და დაგეგმარებაში გასათვალისწინებელი დატვირთვის მიმართ მედეგობის უზრუნველსაყოფად შექმნილი სისტემა. სისტემა შედგება სახურავის ბურულისა და სახურავის ფენილისგან ან ერთი კომპონენტისგან, რომელიც ორივეს როლს ასრულებს. სახურავის ანაწყობში შედის სახურავის ფენილი, ორთქლის შემკავებელი, ქვეეშრე ან თერმული ზღუდე, იზოლაცია, ორთქლ შემკავებელი და სახურავის ბურული.

სახურავის მრავალშრიანი ბურული. ერთმანეთზე დაკრული ტოლის ორი ან რამდენიმე შრე, რომელსაც ზედა შრედ ეკვრება მინერალურზედაპირიანი ტოლი, მინერალური შემვსები, გლუვი ბურული ან მსგავსი მასალა.

სახურავის ლითონის პანელი. ურთიერთდაკავშირებული ლითონის ფურცლები, რომელთაგან თითოეული ფურცლის, სულ მცირე, 0,28 მ2 ფართობი ხვდება ატმოსფერული ზემოქმედების ქვეშ.

სახურავის ლითონის ყავარი. ურთიერთდაკავშირებული ლითონის ფურცლები, რომელთაგან თითოეული ფურცლის 0,28 მ2-ზე ნაკლები ფართობი ხვდება ატმოსფერული ზემოქმედების ქვეშ.

სახანძრო უსაფრთხოების ფუნქციები. შენობისა და ხანძრის კონტროლის ფუნქციები, რომელთა მიზანია, აამაღლოს დამკავებელთა სიცოცხლის უსაფრთხოების ხარისხი ან აკონტროლოს ხანძრისგან გამოწვეული საზიანო ეფექტების გავრცელება.

სახურავის აღდგენა. მომზადებულ არსებულ სახურავის ბურულზე, მისი აყრის გარეშე, დამატებითი ბურულის დაგების პროცესი.

სახურავის ბურული. ბურული, რომელიც იგება სახურავის ფენილზე ატმოსფერული ზემოქმედებისგან დასაცავად, ცეცხლმედეგობის უზრუნველსაყოფად ან გასაფორმებლად.

სახურავის ბურულის სისტემა. იხილეთ „სახურავის ანაწყობი“.

სახურავის გამოცვლა. სახურავის არსებული ბურულის აყრის, დაზიანებული ქვეშრის შეკეთებისა და ახალი ბურულის დაგების პროცესი.

სახურავის განიავება. ბუნებრივი ან მექანიკური პროცესი, რომლის დროსაც კონდიცირებული ან არაკონდიცირებული ჰაერი მიეწოდება სახურავის ქვეშ მდებარე სხვენებს, მაღალ ჭერებს ან სხვა დახურულ სივრცეებს, ან ასეთი ჰაერი გამოდის ამ სივრცეებიდან.

სახურავის პოზიტიური საწრეტი. საწრეტის მდგომარეობა, როდესაც სახურავის ფენილის დატვირთვის გათვალისწინებით კეთდება დამატებითი ქანობი, რომელიც ნალექიანობის დროს უზრუნველყოფს სახურავის დაწრეტას 48 საათის (ორი დღეღამის) განმავლობაში.

სახურავის ფენილი. შენობის გარე კედლებზე ან სხვა საყრდენებზე მოწყობილი ბრტყელი ან დაქანებული ზედაპირი, ქვემოთ მდებარე სართულის გადასახურად ან ატმოსფერული ზემოქმედებისაგან ფართობის დასაცავად. სახურავის ფენილში არ შედის საყრდენი ნაწილები ან შვეული საყრდენები.

სახურავის შეკეთება. სახურავის შესანარჩუნებლად მასზე არსებული ბურულის რომელიმე ნაწილის გამოცვლა (რეკონსტრუქცია) ან განახლება.

სახურავსზედა ნაგებობები. სახურავის ფენილის ან შენობის, ან მისი ნებისმიერი ნაწილის თავზე აღმართული ნაგებობა.

სახანძრო მილდგარების სისტემის კლასი. სახანძრო მილდგარები იყოფა შემდეგ კლასებად:

I კლასის სისტემა. სისტემა, რომლის საშუალებითაც სახანძრო-სამაშველო დანაყოფები 77 მმ სახანძრო სახელოს უერთებენ ქანჩს. ეს სისტემა განკუთვნილია მათთვის, ვინც იცის, როგორ მართოს ძლიერი ჭავლი ხანძრის დროს.

II კლასის სისტემა. სისტემა, რომლითაც 51 მმ სახანძრო ონკანიდან წყალი მიეწოდება უპირველესად შენობაში მყოფთ ან სახანძრო-სამაშველო დანაყოფს თავდაპირველი რეაგირებისთვის.

III კლასის სისტემა. სისტემა, რომლითაც 51 მმ სახანძრო ონკანიდან წყალი მიეწოდება შენობაში მყოფთ და უერთდება 77 მმ სახანძრო სახელოს ქანჩს, რომლითაც სახანძრო-სამაშველო დანაყოფი და ისინი, ვინც იცის, როგორ მართოს ძლიერი ჭავლი ხანძრის დროს წყლის უფრო დიდ მოცულობას იყენებს.

სახანძრო მილდგარების ტიპები. არსებობს სახანძრო მილდგარების შემდეგი ტიპები:

ავტომატური მშრალი. მშრალი სახანძრო მილდგარების სისტემა, რომელიც, ჩვეულებრივ, სავსეა შეკუმშული ჰაერით. სისტემას აქვს სარქველი, რომლიდანაც წყალი ავტომატურად გადადის სისტემის მილებში სახანძრო ონკანის გახსნისთანავე. ავტომატური მშრალი სახანძრო მილდგარების სისტემის წყალმომარაგება აკმაყოფილებს სისტემის მოთხოვნას.

ავტომატური წყლიანი. წყალმომარაგების მქონე წყლიანი სახანძრო მილდგარების სისტემა, რომელიც ავტომატურად აკმაყოფილებს სისტემის მოთხოვნას.

ხელით სამართავი, მშრალი. მშრალი სახანძრო მილდგარების სისტემა, რომელსაც არ აქვს სისტემაზე მიერთებული მუდმივი წყალმომარაგება. ხელით სამართავი მშრალი სახანძრო მილდგარების სისტემების წყლით მარაგდება სახანძრო ავტომობილების საშუალებით, რომლებიდანაც წყალი გადადის სისტემაში სახანძრო მილსადენების გავლით.

ხელით სამართავი, წყლიანი. წყლიანი სახანძრო მილდგარების სისტემა, რომელიც მიერთებულია წყალმომარაგების სისტემასთან, მაგრამ არ აქვს საკმარისი წყალმომარაგება, რომელიც დააკმაყოფილებდა სისტემის მოთხოვნას. ხელით სამართავი წყლიანი სახანძრო მილდგარების სისტემა წყლით მარაგდება სახანძრო ავტომობილის საშუალებით, რომლებიდანაც წყალი გადაიტანება სისტემაში.

ნახევრად ავტომატური მშრალი. მშრალი სახანძრო მილდგარების სისტემა, რომელიც მუშაობს ისეთი მოწყობილობით, როგორიცაა წყლის მასიური ჭავლის გამშვები ონკანი, რომლიდანაც წყალი გადადის სისტემის მილებში სახანძრო ონკანთან მოთავსებული დისტანციური სამართავი მოწყობილობის გააქტიურებისთანავე. დისტანციური გამშვები გასააქტიურებელი მოწყობილობა დაყენებული უნდა იყოს ყველა სახანძრო ონკანთან. ნახევრად ავტომატური მშრალი სახანძრო მილდგარების სისტემის წყლით მომარაგება უნდა შეესაბამებოდეს სისტემის მოთხოვნას.

საძინებელი ერთეული. ოთახი ან სივრცე, სადაც ადამიანები იძინებენ და სადაც შესაძლოა, იყოს მუდმივი პირობები საცხოვრებლად და სასადილოდ. ის მოიცავს სანიტარიული ან სამზარეულო მოწყობილობებიდან რომელიმეს, მაგრამ არა ორივეს. ასეთი ოთახები და სივრცეები საცხოვრებელი ერთეულის ნაწილია, მაგრამ არა საძინებელი ერთეულების.

სიგნალიზატორი. მოწყობილობა, რომელიც შედგება ერთი ან მეტი სინათლის ინდიკატორისგან, ანბანურ-ციფრული ეკრანებისგან ან სხვა საშუალებებისგან. თითოეული ინდიკატორი უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოტანას ციკლის, ვითარების ან ადგილმდებარეობის შესახებ.

სითბოს აღმომჩენი. ცეცხლის აღმომჩენი, რომელიც რეაგირებს სითბოზე, მაღალ ტემპერატურაზე ან ტემპერატურის ზრდის ტემპზე, ან ორივეზე.

სითხე. ნივთიერება, რომლის დნობის წერტილი 101 კპა წნევისას ნაკლებია ან ტოლია 20°C-ისა, ხოლო დუღილის წერტილი აღემატება 20°C-ს. ტერმინი „სითხე“ გულისხმობს, როგორც წვად, ისე აალებად სითხეებს, თუ სხვაგვარად არ არის განმარტებული.

სითხის შესანახი ოთახი. ოთახი, რომელიც კლასიფიცირდება, როგორც დსშ-3 ჯგუფის დაკავებულობა და გამოიყენება აალებადი ან წვადი სითხეების შესანახად დახურულ პირობებში.

სპეციალური გასართობი შენობა. სპეციალური გასართობი შენობა არის ნებისმიერი დროებითი ან მუდმივი შენობა ან მისი ნაწილი, რომელიც გამოიყენება გასართობი ან საგანმანათლებლო მიზნით და მასში განთავსებულია მექანიზმი ან სისტემა, რომელსაც ადამიანები გადაჰყავს ან უზრუნველყოფს სავალ გზებს სვლაგეზის გასწვრივ, გარშემო ან თავზე ნებისმიერი მიმართულებით ისე, რომ გასასვლელ საშუალებებთან მისვლა გაძნელებულია ვიზუალური თუ აუდიო გასართობების გამო ან საგანგებოდაა დახლართული და ძნელად მისადგომი ატრაქციონის სახეობიდან ან გადასაადგილებელი საშუალებიდან გამომდინარე.

სუფთა ნივთიერება. ელექტრობის გაუმტარი, აქროლადი ან აირადი ცეცხლსაქრობი ნივთიერება, რომელიც აორთქლების შემდეგ ნარჩენს არ ტოვებს.

სცენა. სივრცე შენობაში, რომელიც გამოიყენება სპექტაკლების ან წარმოდგენების მოსაწყობად. მის თავზე მოთავსებულია ფარდები, ასაწევ-დასაწევი ფარდები, დეკორაციები ან სასცენო ეფექტები, მაგრამ არა განათებისა და ხმის მოწყობილობები.

სხვადასხვა ჯგუფის საცხოვრებელი დაწესებულებები. სოციალური რეაბილიტაციის დაწესებულება ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებული ან ფსიქიური პრობლემების მქონე პირებისთვის. მასში უზრუნველყოფილია ჯგუფური საცხოვრებლები და ყოველდღიური მოვლა, მაგრამ არაა მკაცრი ზედამხედველობა.

სხვენი. სივრცე ბოლო სართულის ჭერის კოჭებსა და სახურავის ნივნივებს შორის.

ტენტი. არქიტექტურული ნაშვერი, რომელიც ატმოსფერული ზემოქმედებისგან დამცავია, ამოსაცნობი ნიშანია ან გაფორმებაა და მთლიანად ეყრდნობა შენობას, რომელზეც მიმაგრებულია. ტენტს აქვს მსუბუქი კარკასული სტრუქტურა, რომელზეც დამაგრებულია ბურული.

ტექნიკური პერსონალის სამოძრაო ფართობები. ღია, ამაღლებული ფართობები ან სივრცეები გასართობი წარმოდგენების მომსახურე ტექნიკური პერსონალის სამოძრაოდ, რათა მან შეძლოს გასართობი ტექნოლოგიური სისტემებისა და მოწყობილობების გამოყენება და მართვა. ქანდარები, მათ შორის, დეკორაციების სამართავი ქანდარები, ცხაურები სცენის თავზე, სამუშაო ფიცარნაგები და მსგავსი ფართობები სწორედ ამ მიზნით იგება.

უკანასაყრდენი. კედელი ან ზედაპირი, რომელზეც მაგრდება მოსაპირკეთებელი მასალა.

უსადენო დამცავი სისტემა. სისტემა ან სისტემის ნაწილი, რომელსაც შეუძლია შეტყობინების მიღება-გადაცემა სადენის გარეშე.

უძრავად განთავსებული სამართავი. სავაჭრო ბიზნესისთვის აეროპორტის სპონსორების მიერ მინიჭებული უფლება, ამუშაოს აეროპორტი და უზრუნველყოს აეროსანავიგაციო მომსახურებები, როგორებიცაა: საწვავით შევსება, ანგარში დაყენება, დამაგრება და პარკირება, საჰაერო ხომალდის გაქირავება, მოვლა-შეკეთება და პილოტების ინსტრუქტაჟი.

ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ნახაზები. ნახაზები, რომლებშიც მოცემულია ყველა მოწყობილობის, მექანიზმის, გაყვანილობის თანმიმდევრობა, სადენების გაყვანის მეთოდი და სახანძრო განგაშის სისტემის შემადგენელი ნაწილების შეერთებები.

ფარსაკეტი. იხ. „ჭერში მოწყობილი ფარსაკეტი“, „ცეცხლის/კვამლის კომბინირებული ფარსაკეტი“, „ცეცხლის ფარსაკეტი“ და „კვამლის ფარსაკეტი“.

ფეთქებადი ნივთიერება. ქიმიური ნაერთი, ნარევი ან მექანიზმი, რომლის უმთავრესი ან ზოგადი დანიშნულებაა ფუნქციონირება აფეთქების საშუალებით. ტერმინში ნაგულისხმევია შემდეგი (მაგრამ არა მხოლოდ ისინი): დინამიტი, დენთი, საფანტი ფხვნილი, მაპროვოცირებელი ასაფეთქებელი ნივთიერება, დენოტატორები, დისტანციური ასაფეთქებელი, პეტარდა, დეტონაციური კაბელი, საალებელი (ამაალებელი) კაბელი, საალებლები (ამაალებლები) და ფეიერვერკები, 1.3G (კლასი B, სპეციალური) და ა.შ.

ტერმინი „ფეთქებადი ნივთიერება“ გულისხმობს ნებისმიერ ნივთიერებას, რომელიც ჩამოთვლილია USC Title 18-ის მე-40 თავში, ასევე, − ნებისმიერ ნივთიერებას, რომელიც DOTN 49 CFR-ის 100-185 ქვეთავების რეგლამენტების მიხედვით კლასიფიცირებულია, როგორც ფეთქებადი, გარდა შედარებით სუსტი ფეიერვერკებისა, 1.4G (კლასი C, ჩვეულებრივი).

ძლიერ ფეთქებადი ნივთიერება. ფეთქებადი ნივთიერება, მაგ., დინამიტი, რომელიც დეტონირდება №o. 8 საკონტროლო კაპსულ-დენონატორით.

სუსტად ფეთქებადი ნივთიერება. ფეთქებადი ნივთიერება, რომელიც იწვის ან განიცდის დეფლაგრაციას აალებისას. მას ახასიათებს რეაქციის სიჩქარე, რომელიც ნაკლებია ბგერის გავრცელების სიჩქარისა. სუსტ ფეთქებად ნივთიერებებში შედის შემდეგი, მაგრამ არა მხოლოდ ესენი: შავი დენთი, დისტანციური ასაფეთქებელი, საალებლები (ამაალებლები), საალებელი კაბელი, ასაფეთქებლის ამნთები, ფეიერვერკები, 1.3G (კლასი B, სპეციალური), პროპელენტები, 1.3C.

მასიურ-დეტონაციური ფეთქებადი ნივთიერებები. დამოუკიდებლად ან კომბინაციაში, ან სხვადასხვა ტიპის ვაზნებსა თუ კონტეინერებში მოთავსებული 1.1, 1.2 და 1.5 კატეგორიის ფეთქებადი ნივთიერებები, რომელთა უმეტესობა ფეთქდება მყისიერად ცეცხლთან მცირე კონტაქტისას, ძლიერი რყევისას, ზემოქმედებისას, მაპროვოცირებელი ფაქტორის ან ძლიერი ენერგიის ზემოქმედებით. ნივთიერებები, რომლებიც რეაგირებს ამგვარად, შეიცავს მასიური აფეთქების საფრთხეს. ასეთი ფეთქებადი ნივთიერებები, ჩვეულებრივ, იწვევს მომიჯნავე ობიექტების ნაგებობის სერიოზულ  დაზიანებას. აფეთქება შეიძლება გავრცელდეს საბრძოლო მასალებში შემავალ სხვა ნივთიერებებზე, ასევე, ახლოს და არასათანადოდ შენახულ ფეთქებად ნივთიერებებზე.

UN/DOTN პირველი კლასის ფეთქებადი ნივთიერებები. ძველი კლასიფიცირების სისტემაში, რომელსაც DOTN იყენებს, ტერმინები „ძლიერი“ და „სუსტი“ გამოყენებულია აქ წარმოდგენილი მნიშვნელობით. თანამედროვე სისტემაში DOTN-ის მიერ გამოყენებული ტერმინები მეტ განმარტებას იძლევა ფეთქებად ნივთიერებებზე, რომლებიც მიეკუთვნება პირველი კლასის საფრთხის შემცველ ნივთიერებებს. ქვეკლასთან გამოიყენება თავსებადობის ჯგუფის აღმნიშვნელი ასოები, რათა განისაზღვროს თითოეული აღნიშნული ქვეკლასის შემდგომი შეზღუდვები (მაგ., ასო G აღნიშნავს პიროტექნიკურ ნივთიერებას ან პიროტექნიკური და მსგავსი ნივთიერების შემცველ საგანს).

ქვეკალასი 1.1. ფეთქებადი ნივთიერებები, რომლებიც შეიცავს მასიური აფეთქების საფრთხეს. მასიური ეწოდება ისეთ აფეთქებას, რომელიც მყისიერად უარყოფითად ზემოქმედებს თითქმის მთელ შემცველობაზე.

ქვეკალასი 1.2. ფეთქებადი ნივთიერებები, რომლებიც ხასიათდება გაფანტვის საფრთხით, მაგრამ არ ქმნის მასიური აფეთქების საფრთხეს.

ქვეკალასი 1.3. ფეთქებადი ნივთიერებები, რომლებიც ხასიათდება ხანძრის გამოწვევის საფრთხით, ასევე, ფეთქების უმნიშვნელო საფრთხით, ან გაფანტვის საფრთხით, ან მცირე მიმართული (პროექციული) საფრთხით, ან ორივეთი ერთად, მაგრამ არა მასიური აფეთქების საფრთხით.

ქვეკალასი  1.4. ფეთქებადი ნივთიერებები, რომლებიც შეიცავს აფეთქების მცირე საფრთხეს. აფეთქება, ძირითადად, შემოიფარგლება კონტეინერით და შესამჩნევი ზომის ან მიმართულების მქონე ნაწილაკების გამოტყორცნა მოსალოდნელი არ არის. გარედან მოქმედი ცეცხლი არ იწვევს კონტეინერის მთელი შემცველობის მომენტალურ (მყისიერ) აფეთქებას.

ქვეკალასი 1.5. ძლიერ არამგრძნობიარე ფეთქებადი ნივთიერებები. ამ ქვეკლასში შედის ისეთი ნივთიერებები, რომლებიც შეიცავს მასიური აფეთქების საფრთხეს, მაგრამ იმდენად არამგრძნობიარეა, რომ ჩვეულებრივ პირობებში ტრანსპორტირებისას ნაკლებ სავარაუდოა მათი ინიცირება ან გადასვლა წვიდან დეტონაციურ მდგომარეობაში.

ქვეკალასი 1.6. უკიდურესად არამგრძნობიარე ნივთიერებები (ნაკეთობანი), რომლებიც არ ხასიათდება მასიური აფეთქების საფრთხით. ამ ქვეკლასში შედის დეტონაციისადმი მხოლოდ უკიდურესად არამგრძნობიარე ნივთიერებები, რომლებიც ხასიათდება ინიცირებისა და გავრცელების უმნიშვნელო უნარით.

ფეიერვერკები. ნებისმიერი შედგენილობა ან მოწყობილობა, რომელიც წვის, დეფლაგრაციის ან დენოტაციის შედეგად ქმნის ვიზუალურ ან აკუსტიკურ ეფექტს გართობის მიზნით.

ფეიერვერკები, 1.3G. დიდი ზომის ფეიერვერკის მექანიზმები, რომლებიც ფეთქებადი ნივთიერებებია საჩვენებელი ფეიერვერკებისთვის და განკუთვნილია წვის, დეფლაგრაციის ან დენოტაციის შედეგად ვიზუალური ან აკუსტიკური ეფექტების მისაღებად. 1.3G ფეიერვერკებში შედის შემდეგი, მაგრამ არა მხოლოდ ესენი: შუშხუნები, რომლებიც შეიცავს 130 მილიგრამზე მეტ ფეთქებად ნაერთს, საჰაერო ჭურვები, რომლებიც შეიცავს 40 გრამზე მეტ პიროტექნიკურ ნაერთს და სხვები, რომლებიც აჭარბებს 1.4G ფეიერვერკების კლასისთვის დადგენილ ზღვრებს. DOTN-ში 1.3G ფეიერვერკები აღწერილია ასევე, როგორც UN0335 ფეიერვერკები.

ფეიერვერკები, 1.4G. პატარა ფეიერვერკის მექანიზმები, რომლებიც შეზღუდული რაოდენობით შეიცავს პიროტექნიკურ ნაერთებს და ძირითადად განკუთვნილია წვის შედეგად ვიზუალური და აკუსტიკური ეფექტების მისაღებად. CPSC 16 CFR: 1500-ე და 1507-ე ქვეთავში წარმოდგენილი 1.4G ფეიერვერკები, რომლებიც აკმაყოფილებს DOTN-ის, UN0336 და აშშ-ის მოხმარების პროდუქტების უსაფრთხოების განმსაზღვრელი კომისიის (CPSC) მოთხოვნებს და დაკავშირებულია კონსტრუქციასთან, ქიმიურ შედგენილობასთან და ეტიკეტირებასთან, არ ითვლება ფეთქებად ნივთიერებებად ამ კონტექსტიდან გამომდინარე.

ფიზიკური საფრთხე. ფიზიკურ საფრთხეს ქმნის ქიმიური ნივთიერებები, როგორებიცაა: წვადი სითხე, კრიოგენული სითხე, ფეთქებადი, აალებადი (მყარი, თხევადი ან აიროვანი) ნივთიერება, ორგანული ზეჟანგი (მყარი ან თხევადი), მჟანგავი (მყარი ან თხევადი), მჟანგავი აირი, თვითაალებადი (პიროფორული) (მყარი, თხევადი ან აიროვანი) ან არამდგრადი (რეაქტიული) (მყარი, თხევადი ან აიროვანი) ნივთიერება, ან წყალ-რეაქტიული (მყარი ან თხევადი) ნივთიერება.

ფიზიოლოგიური გაფრთხილების ზღვრული დონე. დამაბინძურებელი ნივთიერებების შემცველობა ჰაერში, რომელიც, ჩვეულებრივ, გამოიხატება მილიონის ნაწილით (ppm) ან მილიგრამებში ერთ კუბურ მეტრზე (მგ/მ3) და კონცენტრაციაა, რომელსაც ადამიანი შეიგრძნობს სუნით, გაღიზიანებით ან სწაფად მოქმედი სხვა ფიზიოლოგიური რეაქციით.

ფოტოვოლტაიკური (ფოტოვოლტური) მოდულები/ყავარები. სახურავის ბურული, შემდგარი ბრტყელი ფოტოვოლტაიკური (ფოტოვოლტური) მოდულებისგან, რომლებიც ყავარების მსგავსი შედგენილი (კომპოზიტური) ფურცლებია.

ფოტოლუმინესცენტური. ხილული ან უხილავი სინათლის ჩაქრობის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში სინათლის გამოცემის უნარი.

ქვეშრე. ტოლის, სამშენებლო მუყაოს, არაბიტუმიანი მასალით გაჟღენთილი ტოლის ერთი ან რამდენიმე ფენა ან სხვა მასალა, რომელზეც მაგრდება მკვეთრ ქანობიანი სახურავის ბურული.

ქიმიური ხსნარით ცეცხლის საქრობი სისტემა. წყალსა და კალიუმის კარბონატის ან კალიუმ-აცეტატის ბაზაზე ან მათი კომბინაციით მიღებული ხსნარი, რომელიც წარმოქმნის ცეცხლსაქრობ ნივთიერებას.

ღია ავტოსადგომი გარაჟი. ნაგებობა ან მისი ნაწილი, რომელსაც ორი ან მეტი მხრიდან აქვს 406.5.2 ქვეთავის შესაბამისი ღიობები და რომელიც გამოიყენება კერძო ავტომობილების სადგომად ან შესანახად, 406.5.3 ქვეთავის შესაბამისად.

ღია სისტემა. მყარი ან თხევადი საფრთხის შემცველი ნივთიერების გამოყენება ჭურჭელში ან სისტემაში, რომელიც ნორმალური ფუნქციონირებისას მუდმივად ღიაა და რომლიდანაც გამოდის ორთქლი ან პროდუქტი განიცდის ატმოსფერულ ზემოქმედებას. მყარი და თხევადი ნივთიერებების ღია სისტემებია ღია კასრები ან კონტეინერები, ავზები და ლითონის ფურცლებით დაფარული ავზები, საიდანაც ან სადაც ნაწილდება ეს ნივთიერებები.

ღია ტრიბუნები. ორი ან მეტი რიგის სიმაღლის ტერასულად განთავსებული დასაჯდომები, რომლებიც ეყრდნობა მათთვის აგებულ ნაგებობას და რომლებიც არ არის შენობის ელემენტი (იხ. „გადახურული ტრიბუნები“).

შახტა. შემოზღუდული სივრცე, რომელიც გრძელდება შენობის ერთ ან მეტ სართულზე და აკავშირებს თანმიმდევრული იატაკების ან იატაკებისა და სახურავების შვეულ ღიობებს.

შახტის შემომზღუდავი. კედლები ან კონსტრუქცია, რომელიც ქმნის შახტის საზღვრებს.

შიგა გასასვლელი გზა-კიბე. გასასვლელის კომპონენტი, რომელიც აკმაყოფილებს გასასვლელი საშუალებების დაგეგმარების ერთ ან მეტ მოთხოვნას, მაგალითად, გასასვლელების რაოდენობას ან გასასვლელთან მისადგომ სავალ მანძილს და უზრუნველყოფს გასასვლელისკენ სავალ დაცულ ბილიკს შენობიდან გამოსასვლელამდე ან საზოგადოებრივ გზამდე.

შიგა გასასვლელი პანდუსი. გასასვლელის კომპონენტი, რომელიც აკმაყოფილებს გასასვლელი საშუალებების დაგეგმარების ერთ ან მეტ მოთხოვნას, მაგალითად, გასასვლელების რაოდენობას ან გასასვლელთან მისადგომ სავალ მანძილს და უზრუნველყოფს გასასვლელისკენ სავალ დაცულ ბილიკს შენობიდან გამოსასვლელამდე ან საზოგადოებრივ გზამდე.

შიგა იატაკის კედლის ფუძესთან გადაკვეთა. შიგა იატაკის მოპირკეთების მორთულობა, გამოყენებული ფუნქციონალური და/ან დეკორატიული საზღვრის შესაქმნელად კედლებისა და იატაკების გადაკვეთასთან.

შიგა კედლისა და ჭერის მოპირკეთება. შენობების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ზედაპირები, მათ შორის, (მაგრამ არა მხოლოდ ისინი): უძრავი/ფიქსირებული ან მოძრავი კედლები და ტიხრები; ტუალეტების ტიხრები; სვეტები; ჭერები; ასევე, ხის შიგა პანელები, პანელები ან სხვა მოსაპირკეთებელი მასალა, რომელიც გამოყენებულია დეკორატიული, აკუსტიკის გაუმჯობესების, ზედაპირის იზოლაციის, ნაგებობის ცეცხლმედეგობის ან მსგავსი მიზნით. მასში არ შედის მორთულობა.

შიგა იატაკის მოპირკეთება. შენობაში არსებული იატაკის ზედაპირები, რომლებიც განიცდის სხვადასხვა ზემოქმედებას, ასევე, მოპირკეთებულ  იატაკზე ან კიბის საფეხურებზე (საფეხურის შუბლების (შემაღლებების) ჩათვლით) გამოყენებული საფარები.

შიგა გზა-კიბე. გზა-კიბე, რომელიც არ შეესაბამება „გარე გზა-კიბის“ განმარტებას.

შიგა მოპირკეთება. შიგა მოპირკეთებაში შედის შიგა კედლისა და ჭერის, ასევე, შიგა იატაკის მოპირკეთება.

შეგრძნობადი (ტაქტილური) ზედაპირი. ზედაპირის სტანდარტიზებული დეტალი, რომელიც ჩაშენებული ან მიმაგრებულია სავალ ზედაპირებზე ან სხვა ელემენტებზე იმ მიზნით, რომ უსინათლო ადამიანები გააფრთხილოს სავალ ბილიკზე არსებული საფრთხის შესახებ.

შეერთება. გადაბმის ცეცხლმედეგი სისტემის ორი ან მეტი მონაკვეთის ქარხნული და/ან ადგილზე შეერთების ან დაკავშირების მეთოდი, რომელიც ქმნის უწყვეტ მთლიანობას.

შეზღუდული შესასვლელი. საერთო შესასვლელი, რომელშიც დაიშვებიან შემოწმების შემდეგ, მაგრამ არაა განკუთვნილი ფათო საზოგადოებრივი გამოყენებისთვის და არაა დამხმარე შესასვლელი.

შემვსები. სახურავის გადახურვისას ზედაპირებზე გამოყენებული ნამსხვრევი ქვა, ნამსხვრევი წიდა ან წყლით დაგლუვებული ხრეში.

შემოზღუდული გამწოვი. დანადგარი ან მოწყობილობის ნაწილი, რომელსაც აქვს სახურავი, ზურგი, ორი მხარე და განკუთვნილია აირების, მხუთავი ორთქლის, ორთქლისა და ბურუსების გასაწოვად. ამგვარ გამწოვებს აქვს ლაბორატორიული გამწოვი ხუფი, კვამლის გამწოვი ხუფი და მსგავსი დანადგარები და მოწყობილობები, რომლებიც გამოიყენება აირების, მხუთავი ორთქლის, ორთქლისა და ბურუსის ადგილზე შესაკავებლად და გასაწოვად. ოთახების ან ფართობების საერთო განიავება არ ითვლება შემოზღუდულ გამწოვებად.

შენობა. ნებისმიერი გამოყენების ან დაკავებულობის განსათავსებელი ნაგებობა.

შენობიდან გამოსასვლელი. გასასვლელი საშუალებების სისტემის მონაკვეთი გასასვლელის დასასრულსა და საზოგადოებრივ გზას შორის.

შენობიდან გამოსასვლელი დონე. სართულის ადგილი, სადაც მთავრდება გასასვლელი და იწყება შენობიდან გამოსასვლელი.

შენობის ელემენტი. 601-ე ცხრილში მოცემული შენობის ასაგები ძირითადი კომპონენტი, რომელიც შეიძლება იყოს ან არ იყოს ცეცხლმედეგობის ხარისხიანი კონსტრუქცია და რომელიც აგებულია შენობის კონსტრუქციის ტიპის საფუძველზე შერჩეული მასალებით.

შენობის სიმაღლე. შვეული დაშორება მიწის დონიდან სახურავის ყველაზე მაღალი ზედაპირის საშუალო სიმაღლემდე.

შენობის ფართობი. გარე კედლებს (ან გარე კედლებსა და ცეცხლმედეგ კედლებს) შორის მოქცეული ფართობი, გარდა საჰაერო შახტებისა და, სულ მცირე, სამი მხრიდან გარე კედლებით შემოზღუდული ეზოებისა. შენობის ფართობები, რომელთაც არ აკრავს კედლები, ითვლება შენობის ფართობად, თუ ის მოქცეულია სახურავის ან ზედა სართულის თარაზული ნაშვერის საზღვრებში.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მარტოხელა მოხუცთა თავშესაფარი. შენობა ან მისი ნაწილი, სადაც მდებარეობს საძინებელი ერთეულები და მობინადრეები სარგებლობენ საერთო სააბაზანოთი და/ან სამზარეულოთი.

შეტყობინების ზონა. იხილეთ „ზონა, შეტყობინების“.

შეუთავსებელი ნივთიერებები. ნივთიერებები, რომლებიც  შერევისას შედის რეაქციაში და წარმოქმნის სიცოცხლის ან ქონებისთვის საშიშ სითბოს, ორთქლს, აირებს ან თანამდევ პროდუქტებს.

შვეულმფრენის მოედანი. იგივეა, რაც შვეულმფრენის „სადგური“,იმ განსხვავებით, რომ აქ დაუშვებელია შვეულმფრენების საწვავით გამართვა, საწვავის დაცლა, მოვლა-შენახვა, შეკეთება ან შენახვა.

შვეულმფრენის სადგური. მიწის, წყლის ან ნაგებობის ზედაპირის ფართობი, რომელიც გამოიყენება ან განკუთვნილია შვეულმფრენების ასაფრენ-დასაფრენად და მასთან დაკავშირებული ყველა ფართობი, რომლებიც გამოიყენება ან განკუთვნილია შვეულმფრენის სადგურისთვის საჭირო შენობებისა და მოწყობილობებისთვის.

შიგა ეზო. სამი ან მეტი მხრიდან შენობის გარე კედლებით ან სხვა შემომზღუდავი საშუალებებით შემოსაზღვრული ღია, გადაუხურავი სივრცე.

შუაშრე. არანაკლებ 46 სმ სიგანის ტოლის ან უბიტუმო მასალით გაჟღენთილი ტოლის შრე, რომელიც მოთავსებულია ყავარებიანი ბურულის ხის ფილების ფენებს შორის.

ჩარდახი. მუდმივი ნაგებობა ან ხისტი კონსტრუქციის არქიტექტურული ნაშვერი, რომელზეც მაგრდება ატმოსფერული ზემოქმედებისგან დამცავად, ამოსაცნობ ნიშნად ან გაფორმებად გამოყენებული გადახურვა. ჩარდახი დასაშვებია, იყოს დამოუკიდებელი ნაგებობა ან შენობაზე მაგრდებოდეს ერთ ან ერთზე მეტ მხარეს.

ცალკე მდგომი შენობა. ერთსართულიანი, ცალკე მდგომი შენობა, მიწის დონის ქვედა სართულისა და დაბალი სივრცის გარეშე, რომელიც გამოიყენება საფრთხის შემცველი ნივთიერებების შესანახად ან გამოსაყენებლად. იგი ყველა ნაგებობისგან განსაზღვრული მანძილითაა დაშორებული.

ცალშრიანი მემბრანა. სახურავის მემბრანა, რომელიც ადგილზე ეწყობა ერთი და არა რამდენიმე სამემბრანე (ჰომოგენური ან კომპოზიტური) შრის გამოყენებით.

ცეცხლის ავტომატური აღმომჩენი. მოწყობილობა, რომელიც ადგენს ხანძრის ნიშნებს და იწყებს რეაგირებას.

ცეცხლის/კვამლის კომბინირებული ფარსაკეტი. არხებსა და საჰაერო ღიობებში ჩაყენებული მექანიზმი, რომელიც ავტომატურად იხურება სითბოს აღმოჩენისთანავე და ალსა და ბოლს გასვლის საშუალებას არ აძლევს. მექანიზმი იმართება კვამლაღმომჩენი სისტემით და ისეა მოწყობილი, რომ იმუშაოს ავტომატურად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი რეგულირება ხანძრის მართვის ცენტრიდან.

ცეცხლმედეგი ზღუდე. ცეცხლმედეგობის ხარისხიანი კედლის ანაწყობი, რომელშიც დაცულია უწყვეტობა და რომელის დაგეგმარებულია ცეცხლის გავრცელების შესაზღუდად.

ცეცხლამრიდი. სამშენებლო მასალები ან ცეცხლის ასარიდებლად დაშვებული მასალები, რომლებიც გამოიყენება იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს დამალული სივრცეების გავლით ალის თავისუფალ გადაადგილებას შენობის სხვა ფართობებზე.

ცეცხლის ფარსაკეტი. არხებსა და საჰაერო ღიობებში ჩაყენებული მექანიზმი, რომელიც ავტომატურად იხურება სითბოს აღმოჩენისთანავე და არ ატარებს ალს. ცეცხლის ფარსაკეტი გამოყენება სტატიკურ სისტემებში, რომლებიც ავტომატურად წყვეტს ფუნქციონირებას ცეცხლის აღმოჩენისთანავე ან − დინამიკურ სისტემებში, რომლებიც აგრძელებს ფუნქციონირებას ხანძრის დროსაც. დინამიკური სისტემებში ჩაყენებული ცეცხლის ფარსაკეტი მოწმდება და ხარისხი ენიჭება მომატებული ტემპერატურის მქონე ჰაერის ნაკადის ზემოქმედების პირობებში.

ცეცხლმედეგი ტიხარი. დაცული ღიობების მქონე შვეული ანაწყობი, რომელიც ხელს უშლის ცეცხლის გავრცელებას.

ცეცხლმედეგი ფანჯრის ანაწყობი. ფანჯარა, რომლიც აგებულია და შემინულია ისე, რომ ცეცხლმა მასში ვერ გააღწიოს.

ცეცხლმედეგი კედელი. ცეცხლმედეგობის ხარისხიანი, დაცულ ღიობებიანი კედელი, რომელიც ზღუდავს ცეცხლის გავრცელებას და უწყვეტად ვრცელდება საძირკვლიდან სახურავამდე ან გადის სახურავში. ცეცხლმედეგი კედლის აგებულება (სტრუქტურა) საკმარისად გამძლეა იმისთვის, რომ ხანძრის პირობებში რომელიმე მხარეს კონსტრუქციის ჩამონგრევამ არ გამოიწვიოს მისი დანგრევა.

ცეცხლმედეგობა. მასალების ან მათი ანაწყობების თვისება, ხელი შეუშალოს ან შეაკავოს ჭარბი სითბოს, ცხელი აირების ან ალის გადაადგილება.

ცეცხლმედეგობის ხარისხი. დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შენობის ელემენტი, ნაწილი ან ანაწყობი ინარჩუნებს ცეცხლის შეკავების უნარს, აგრძელებს სტრუქტურული ფუნქციის შესრულებას, ან ახერხებს ორივეს, რაც დასტურდება 703-ე ქვეთავში აღწერილი ტესტებისა და მეთოდების გამოყენებისას.

ცეცხლმედეგობის ხარისხიანი გამჭვირვალე მასალა. გამჭვირვალე მასალა, რომელსაც აქვს ცეცხლისგან დაცვის ხარისხი ან ცეცხლმედეგობის ხარისხი.

ცეცხლმედეგი კარი. ცეცხლმედეგი კარის ანაწყობის ნაწილი.

ცეცხლმედეგი კარის ანაწყობი. ცეცხლმედეგი კარის, ჩარჩოს, კავეულისა და სხვა აქსესუარების ნებისმიერი კომბინაცია, რომლებიც ერთად უზრუნველყოფს ღიობის გარკვეული ხარისხის ცეცხლმედეგობას.

ცრუ განგაში. განგაში, რომელიც ირთვება სისტემის მექანიკური დაზიანების, გაუმართაობის, არასწორად დაყენების ან არასწორი მოხმარების გამო, ასევე − განგაში, რომელიც აქტიურდება გაურკვეველი მიზეზით.

ძლიერ მომწამლავი. მომაკვდინებელი დოზის ან მომაკვდინებელი კონცენტრაციის წარმომქმნელი ნივთიერება, რომელიც შედის რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ კატეგორიაში:

1.    ქიმიური ნივთიერება, რომლის საშუალო მომაკვდინებელი (ლეტალური) დოზა (LD50) ნაკლებია ან ტოლია 50 მილიგრამისა სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე, როდესაც შეჰყავთ ორალურად 200-300 გრამიან თეთრ ვირთხებში.

2.    ქიმიური ნივთიერება, რომლის საშუალო მომაკვდინებელი დოზა ნაკლებია ან ტოლია 200 მილიგრამისა სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე (LD50), თუ შეყვანილია 24 სთ-იანი (ან ნაკლები, თუ სიკვდილი დგება 24 საათზე ნაკლებ დროში) უწყვეტი კონტაქტით 2-  და 3-კილოგრამიანი თეთრი კურდღლების შიშველ კანზე.

3.    ქიმიური ნივთიერება, რომლის საშუალო მომაკვდინებელი კონცენტრაცია (LD50) ჰაერში ნაკლებია ან ტოლია 200 ნაწილაკისა აირის ან ორთქლის მოცულობაზე ან − 2 მილიგრამი ერთ ლიტრ ორთქლზე, ნისლზე ან მტვერზე, თუ 200- და 300-გრამიანი თეთრი ვირთხების ორგანიზმში ხვდება ერთი საათის ან ნაკლები დროის განმავლობაში უწყვეტი შესუნთქვით (ან ნაკლები, თუ სიკვდილი დგება ერთ საათზე ნაკლებ დროში).

ამ ნივთიერებების ნარევები ჩვეულებრივ ნივთიერებებთან მაგ., წყალთან, არ იძლევა საფუძველს, რომ ძლიერ მომწამლავ კლასს მივაკუთვნოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს სისტემა ადვილი გამოსაყენებელია, ნებისმიერი საფრთხე, რომელიც აუცილებელია ამ ტიპის ნივთიერების ზუსტი კლასიფიცირებისთვის, უნდა შეაფასონ გამოცდილმა, ტექნიკურ საკითხებში კომპეტენტურმა პირებმა.

წევის საჩერი. მასალა, მექანიზმი ან კონსტრუქცია, რომელსაც აყენებენ შენობის ნაწილების დამალული ფართობების ღია სივრცეებში, კერძოდ, დაბალ სივრცეებში, იატაკ-ჭერის ანაწყობებში, სახურავ-ჭერის ანაწყობებსა და სხვენებში ჰაერის მოძრაობის/გადაადგილების შესაზღუდად.

წვადი ბოჭკოები. ადვილად აალებადი და ღია წვის მქონე მასალები ბოჭკოვანი ან მარცვლოვანი ფორმით, მაგ., კაკაოს ბოჭკო, ქსოვილის, ბამბის, ხის ბურბუშელის, თივის, კანაფის, ჰენეკენის, ისტლის, ჯუთის, კაპოკის, ძენძის, რაგის, სიზალის, ესპანური ხავსის, ჩალის, სელის ფთილის, მაკულატურის, ცალკეული სინთეზური ბოჭკოები ან სხვა მსგავსი მასალები. ამ განმარტებაში არ იგულისხმება მჭიდროდ შეფუთული ბამბის ფუთა.

წვადი მტვერი. წვრილად დაყოფილი მყარი ნივთიერება, რომლის დიამეტრი 420 მიკრონი ან ნაკლებია და რომელიც სათანადო პროპორციით ჰაერში გაფანტვისას შეიძლება აალდეს ცეცხლის ალის, ნაპერწკლის ან აალების სხვა წყაროს ზემოქმედებით. წვადი მტვერი ეტევა U.S. №o. 40 სტანდარტულ საცერში ან მის სხვა საერთაშორისო ეკვივალენტში.

წვადი სითხე. სითხე, რომლის აალების წერტილი დახურულ ჭურჭელში ტოლია ან მეტია 38°C-ისა. წვადი სითხეები იყოფა შემდეგ ქვეკლასებად:

კლასი II. სითხეები, რომელთა აალების წერტილი დახურულ ჭურჭელში ტოლია ან მეტია 38°C-ისა და ნაკლებია 60°C-ზე.

კლასი IIIA. სითხეები, რომელთა აალების წერტილი დახურულ ჭურჭელში ტოლია ან მეტია 60°C-ისა და ნაკლებია 93°C-ზე.

კლასი IIIB. სითხეები, რომელთა აალების წერტილი დახურულ ჭურჭელში ტოლია ან მეტია 93°C-ისა.

წვადი სითხეების კატეგორიაში არ შედის დაჭირხნული აირები ან კრიოგენული სითხეები.

წყალბადის გამოსაცალკევებელი ოთახი. ოთახი ან სივრცე, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ აირადი წყალბადის სისტემის განსათავსებლად.

წყალგამშვები ხვრელი. კედელში ან პარაპეტში დატანებული ღიობი, რომლიდანაც იწრიტება სახურავზე დაგროვილი წყალი.

წყალმედეგი ბარიერი. მასალა გარე კედლის საფარის ქვეშ, რომელიც განკუთვნილია იმისთვის, რომ წყალმა ვერ შეაღწიოს გარე საფარში, იქიდან კი გარე კედლის ანაწყობში.

წყალრეაქტიული ნივთიერება. ნივთიერება, რომელიც ფეთქდება, მძაფრად რეაგირებს, წარმოქმნის აალებად, მომწამლავ ან სხვა საფრთხის შემცველ აირებს ან გამოყოფს საკმარის სითბოს იმისთვის, რომ გამოიწვიოს თვითაალება ან წვადი ნივთიერებების აალება წყლის ან ტენის ზემოქმედების შედეგად. წყალრეაქტიული ნივთიერებები იყოფა შემდეგ კლასებად:

კლასი 3. ნივთიერებები, რომლებიც წყალთან რეაგირებს აფეთქებით ისე, რომ არ სჭირდება სითბოს ზემოქმედება ან დახურული გარემო.

კლასი 2. ნივთიერებები, რომლებიც მძაფრად რეაგირებს წყალთან ან შეუძლია წყლის ადუღება. ნივთიერებები, რომლებიც წარმოქმნის აალებად, მომწამლავ ან სხვა საფრთხის შემცველ აირებს ან გამოყოფს საკმარის სითბოს თვითაალების ან წვადი ნივთიერებების აალებისთვის წყლის ან სინესტის ზემოქმედებისას.

კლასი 1. ნივთიერებები, რომლებიც წყალთან რეაქციისას გამოყოფს გარკვეულ, მაგრამ არა დიდ ენერგიას.

წყლის ნაკადის წარმომქმნელი სისტემა. საშხეფი სისტემა, რომელიც იყენებს წყალმომარაგებასთან მიერთებულ მილსადენზე დამაგრებულ ღია საშხეფებს და რომლის სარქველი იხსნება მის ზონაში დაყენებული აღმომჩენი სისტემის ამუშავებისას. ამ სარქვლის გახსნისას, წყალი გადადის მილსადენ სისტემაში და აშხეფებს მასზე დამაგრებული ყველა საშხეფიდან.

ჭერში ჩაყენებული ფარსაკეტი. ცეცხლმედეგობის ხარისხიანი იატაკის/ჭერის ან სახურავის/ჭერის ანაწყობის მემბრანაში ჩაყენებული მექანიზმი, რომელიც ავტომატურად ზღუდავს გამოსხივებული სითბოს გადაცემას ჰაერის შემშვები/გამშვები ღიობის საშუალებით.

ხანძრისგან დამცავი სისტემა. ნებადართული მოწყობილობები, აპარატურა და სისტემები ან სისტემათა კომბინაციები, რომლებიც გამოიყენება ხანძრის აღმოსაჩენად, განგაშის ჩასართავად, ცეცხლის ჩასაქრობად ან სამართავად, კვამლისა და წვის პროდუქტების ან მათი კომბინაციის გასაკონტროლებლად ან სამართავად.

ხანძრისგან დაცული ფართობი. ცეცხლმედეგი კედლებით, ცეცხლმედეგი ზღუდეებით, გარე კედლებით ან შენობის თარაზული ანაწყობებით შემოზღუდული იატაკის გაერთიანებული ფართობი. ხანძრისგან დაცული ფართობი მოიცავს შენობის ფართობებსაც, რომელთაც არ აქვს შემომზღუდავი კედლები, მაგრამ მოქცეულია სახურავის ან ზემოთ მდებარე იატაკის თარაზული ნაშვერის საზღვრებში.

ხანძრის მართვის ცენტრი. მთავარი სადგური, სადაც იმყოფება ან არ იმყოფება მომსახურე პერსონალი და ჩანს განგაშის კომუნიკაციების, მაკონტროლებელი სისტემების მდგომარეობა და საიდანაც შესაძლებელია სისტემ(ებ)ის ხელით მართვა.

ხანძრის ქაფით ჩამქრობი სისტემა. სპეციალური სისტემა, რომელიც დასაცავ ზონაში მექანიკურად ან ქიმიურად უშვებს კონცენტრატებისგან მიღებულ ქაფს.

ხანძარსაწინააღმდეგო მანძილი. მანძილი, რომელიც იზომება შენობის ფასადიდან ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთამდე:

1.    მიწის ნაკვეთის საზღვრის უახლოეს წერტილამდე;

2.    ქუჩის, ჩიხის ან საზოგადოებრივი გზის შუახაზამდე;

3.    მიწის ერთ ნაკვეთზე მდებარე ორ შენობას შორის წარმოსახვით ხაზამდე.

მანძილი უნდა გაიზომოს კედლის ზედაპირიდან მართი კუთხით.

ხელახალი გადახურვა. არსებული სახურავის შეკეთების ან შეცვლის პროცესი. იხ. „სახურავის შეკეთება“ ან „სახურავის შეცვლა“.

ხელით სამართავი სახანძრო განგაშის კოლოფი. ხელით სამართავი მოწყობილობა, რომელიც გამოსცემს განგაშის სიგნალს.

ხელოვნური ბარიკად. სულ მცირე, 90 სმ სისქის ხელოვნური ჯებირი ან კედელი.

ხვეული გზა-კიბე. გზა-კიბე, რომელიც ზემოდან ჩანს ჩაკეტილი, წრიული ფორმის, აქვს ერთნაირი, სეგმენტური საფეხურები, რომლებიც დამაგრებულია და იშლება მინიმალური დიამეტრის მქონე საყრდენი სვეტებიდან.

ხმოვანი განგაშის შეტყობინების დანადგარი. შეტყობინების მოწყობილობა, რომლის სიგნალი აღიქმება სმენითი შეგრძნებით.

ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი. ქიმიური ელემენტების კლასი, რომელიც სტატისტიკის თანახმად, მწვავე ან ქრონიკულ დაავადებებს იწვევს. ტერმინი „ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი“ მოიცავს მომწამლავ ან ძლიერ მომწამლავ და კოროზიულ ქიმიურ ელემენტებს.

ჰალოგენიზებული ცეცხლსაქრობი სისტემა. ცეცხლსაქრობი სისტემა, რომელიც იყენებს ერთ ან მეტ ატომს შემდეგი ჰალოგენური ელემენტებიდან: ფტორი, ქლორი, ბრომი და იოდი.

F ხარისხი. ASTM E 814-ის ან UL 1479-ის მიხედვით წარმოებული ტესტის საშუალებით დადგენილი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც გამჭოლი გაყვანილობის ცეცხლშემჩერებელი სისტემა ზღუდავს გაყვანილობიდან ცეცხლის გავრცელებას.

L ხარისხი. გამჭოლი გაყვანილობის ცეცხლსაჩერი სისტემიდან ან ცეცხლმედეგი ნაკერის სისტემიდან ჰაერის გაპარვის ხარისხი, რომელიც დადგენილია UL 1479-ის ან UL 2079-ის შესაბამისად წარმოებული ტესტის საშუალებით.

T ხარისხი. ASTM E 814-ის ან UL 1479-ის შესაბამისად წარმოებული ტესტის საშუალებით დადგენილი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც გაყვანილობის ცეცხლსაჩერი სისტემა, გაყვანილობის იმ მხარეს, სადაც ცეცხლი არ არის, ზღუდავს ტემპერატურის მატებას საწყისი ტემპერატურიდან, არაუმეტეს, 163°C-ით.

თავი 3 − გამოყენება და დაკავებულობის კლასიფიცირება

ქვეთავი 301 − ზოგადი

301.1 რეგულირების საგანი. ამ თავის დებულებები არეგულირებს ყველა შენობისა და ნაგებობის კლასიფიცირებას გამოყენებისა და დაკავებულობის მიხედვით.

ქვეთავი 302 − კლასიფიცირება

302.1 ზოგადი. ნაგებობები ან მათი ნაწილები დაკავებულობის მიხედვით კლასიფიცირდება ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ ან მეტ ჯგუფად. ოთახი ან სივრცე, რომელსაც იკავებენ სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზნით, უნდა აკმაყოფილებდეს ყველა მოთხოვნას, რომელიც ნებისმიერი მიზნით დაკავებული ოთახის ან სივრცისთვისაა განსაზღვრული. ნაგებობები, რომლებიც სხვადასხვა დაკავებისა ან გამოყენებისაა, უნდა შეესაბამებოდეს 508-ე ქვეთავს. როდესაც ნაგებობა განკუთვნილია ისეთი მიზნით დასაკავებლად, რომელიც კონკრეტულად არ არის განსაზღვრული წესებში, მაშინ ის უნდა მივაკუთვნოთ იმ ჯგუფს, რომელსაც დაკავებულობა ყველაზე მეტად შეესაბამება სახანძრო უსაფრთხოების ან საფრთხის მიხედვით.

1.    თავშეყრის (იხ. ქვეთავი 303): ჯგუფები -1, -2, -3, -4 და -5.

2.    საქმიანი(იხ. ქვეთავი 304): ჯგუფი სქ.

3.    საგანმანათლებლო (იხ. ქვეთავი 305): ჯგუფი სგ.

4.    სამრეწველო (იხ. ქვეთავი 306): ჯგუფები სმ-1 და -2.

5.    დიდი საფრთხის შემცველი (იხ. ქვეთავი 307): ჯგუფები დსშ-1, დსშ-2, დსშ-3, დსშ-4 და დსშ-5.

6.    დაწესებულებითი (იხ. ქვეთავი 308): ჯგუფები დწ-1, დწ-2, დწ-3 და დწ-4.

7.    სავაჭრო (იხ. ქვეთავი 309): ჯგუფი სვ.

8.    საცხოვრებელი (იხ. ქვეთავი 310): ჯგუფები სც-1, სც-2, სც-3 და სც-4.

9.    სასაწყობო (იხ. ქვეთავი 311): ჯგუფები სწ-1 და სწ-2.

10.     დამხმარე და სხვადასხვა დანიშნულების (იხ. ქვეთავი 312): ჯგუფი დს.

 

ქვეთავი 303 − თავშეყრის ჯგუფი თვ

303.1 თავშეყრის ჯგუფი . თავშეყრის () ჯგუფის  დაკავებულობა მოიცავს შენობის ან ნაგებობის ან მათი ნაწილის გამოყენებას ადამიანთა შეკრებისათვის, მათ შორის სამოქალაქო, სოციალური ან რელიგიური მიზნით; ასევე, რეკრეაციისათვის, საკვებად ან ტრანსპორტის მოსაცდელად.

303.1.1 მცირე შენობები და გასაქირავებელი სივრცეები. 50 ადამიანზე ნაკლები დაკავებულობის დატვირთვით თავშეყრისათვის გამოყენებული შენობა ან მფლობელობაში არსებული სივრცე უნდა მიეკუთვნოს სქ ჯგუფს.

303.1.2 თავშეყრის მცირე სივრცეები. თავშეყრის დაკავებულობებად არ უნდა კლასიფიცირდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ოთახები და სივრცეები:

1.    თავშეყრისათვის გამოყენებული ოთახი ან სივრცე, რომელიც სხვა დაკავებულობის დამხმარეა და რომლის დაკავებულობის დატვირთვა 50 ნაკლებია, უნდა კლასიფიცირდეს, როგორც სქ ჯგუფის დაკავებულობა ან მისი ნაწილი.

2.    თავშეყრისათვის გამოყენებული ოთახი ან სივრცე, რომელიც სხვა დაკავებულობის დამხმარეა და რომლის ფართობი 70 მ2-ზე ნაკლებია, უნდა კლასიფიცირდეს, როგორც სქ ჯგუფის დაკავებულობა ან მისი ნაწილი.

303.1.3 ჯგუფის დაკავებულობებთან დაკავშირებული ოთახი ან სივრცე. ჯგუფის დაკავებულობასთან დაკავშირებული თავშეყრის მიზნით გამოყენებული ოთახი ან სივრცე არ ითვლება ცალკე დაკავებულობად.

303.1.4 რელიგიური მსახურების ადგილების დამხმარე ოთახი ან სივრცე. რელიგიური განათლებისათვის გამოყენებული დამხმარე ოთახები და აუდიტორიები 100-ზე ნაკლები დაკავებულობის დატვირთვით არ ითვლება ცალკე დაკავებულობებად.

303.2 თავშეყრის ჯგუფი -1. ამ ჯგუფს მიკუთვნებული სივრცები თავშეყრისათვის გამოიყენება, ჩვეულებრივ, ფიქსირებული დასაჯდომებითაა უზრუნველყოფილი. განკუთვნილია კინოფილმების საყურებლად, წარმოდგენების დასადგმელად და საყურებელად. ეს ჯგუფი მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილს, მაგრამ არა მხოლოდ მათ:

•   თეატრებს;

•   კინოთეატრებს;

•   სატელევიზიო და რადიოსტუდიებს (სადაც დაშვებულია მაყურებლების დასწრება);

•   სიმფონიურ და საკონცერტო დარბაზებს.

303.3 თავშეყრის ჯგუფი -2. ამ ჯგუფს მიკუთვნებული ადგილები თავშეყრისა და კვებისთვისაა განკუთვნილი. იგი მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილს, მაგრამ არა მხოლოდ მათ:

•   რესტორნებს, კაფეებს და კვების მსგავს დაწესებულებებს (მათთან დაკავშირებული კომერციული სამზარეულობის ჩათვლით);

•   საბანკეტო დარბაზებს;

•   სამორინეებს (სათამაშო ფართობები);

•   ტავერნებს და ბარებს.

•   ღამის კლუბებს;

303.4 თავშეყრის ჯგუფი -3. ამ ჯგუფს მიკუთვნებული ადგილები თავშეყრისათვის გამოიყენება, კერძოდ, რელიგიური მსახურების, რეკრეაციის ან გართობისთვის, ასევე, სხვა მიზნით თავშეყრისათვის, რომელიც არ არის კლასიფიცირებული ჯგუფის არც ერთ ქვეჯგუფში. მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილს, მაგრამ არა მხოლოდ მათ:

•   ბიბლიოთეკებს;

•   დახურულ საცურაო აუზებს (მაყურებელთა დასაჯდომების გარეშე);

•   დახურულ ჩოგბურთის კორტებს (მაყურებელთა დასაჯდომების გარეშე);

•   კეგელბანებს (ბოულინგის ბილიკები);

•   მოსაცდელ ადგილებს სატრანსპორტო ტერმინალებში;

•   მუზეუმებს;

•   საგამოფენო დარბაზებს;

•   სათამაშო ავტომატების დარბაზებს;

•   სალექციო დარბაზებს;

•   სამხატვრო გალერეებს;

•   სარიტუალო დარბაზებს;

•   სასამართლო დარბაზებს;

•   რელიგიური მსახურების შენობებს/ნაგებობებას;

•   საცეკვაო დარბაზებს (კვების გარეშე);

•   საჯარო დარბაზებს;

•   სპორტულ დარბაზებს (მაყურებელთა დასაჯდომების გარეშე);

•   პულისა და ბილიარდის დარბაზებს;

•   რელიგიური მსახურებისათვის განკუთვნილ ადგილებს.

303.5 თავშეყრის ჯგუფი -4.  ამ ჯგუფს მიკუთვნებული ადგილები თავშეყრისათვის გამოიყენება,  გამიზნულია დახურულ სივრცეში სპორტული შეჯიბრებებისა და აქტივობების საყურებლად, აღჭურვილია მაყურებელთათვის განკუთვნილი ფიქსირებული დასაჯდომებით. მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილს, მაგრამ არა მხოლოდ მათ:

•   საასპარეზო არენებს;

•   საციგურაო მოედნებს;

•   საცურაო აუზებს;

•   ჩოგბურთის კორტებს.

303.6 თავშეყრის ჯგუფი -5. ამ ჯგუფს მიკუთვნებული ადგილები თავშეყრისათვის გამოიყენება,  გამიზნულია ღია ცის ქვეშ მოწყობილ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის ან მათ საყურებლად. მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილს, მაგრამ არა მხოლოდ მათ:

•   გადახურულ ტრიბუნებს;

•   პარკში არსებულ გასართობი ნაგებობებს;

•   სტადიონებს;

•   ღია ტრიბუნებს.

ქვეთავი 304 − საქმიანი ჯგუფი სქ

304.1 საქმიანი ჯგუფი სქ. საქმიანი (სქ) ჯგუფის  დაკავებულობა მოიცავს შენობის ან ნაგებობის ან მისი ნაწილის გამოყენებას საოფისე, პროფესიული ან სამომსახურებო ტიპის საქმიანობებისთვის, მათ შორის, ჩანაწერებისა და ანგარიშების შესანახად. საქმიანი ჯგუფის დაკავებულობები მოცავს შემდეგს, მაგრამ არა მხოლოდ მათ:

•   ამბულატორიულ კლინიკებს;

•   ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს;

•   ბანკებს;

•   ვეტერინარულ სავადმყოფოებს, ცხოველთა სადგომებსა და თავშესაფრებს;

•   მანქანის სამრეცხაოებს;

•   მონაცემთა ელექტრონულ დამუშავებას;

•   მშრალი წმენდას და სამრეცხაოებს: მიღება-ჩაბარების პუნქტებს და თვითმომსახურებას;

•   პროფესიულ მომსახურებებს (არქიტექტორების, ადვოკატების, სტომატოლოგების, ექიმების, ინჟინრებისა და სხვ.);

•   საავიაციო ტრანსპორტის საკონტროლო კოშკებს;

•   საგანმანათლებლო დანიშნულებით გამოყენებულ ფართობებს სტუდენტებისთვის 12 კლასს ზემოთ;

•   სადალაქოებსა და სილამაზის სალონებს;

•   სატელეფონო კვანძებს;

•   ავტომობილების საგამოფენო დარბაზებს;

•   საფოსტო განყოფილებებს;

•   საქალაქო/მუნიციპალურ და სამთავრობო ადმინისტრაციას;

•   საცდელ/საექსპერიმენტო და კვლევით ლაბორატორიებს;

•   სტამბებს;

•   ტელე-რადიოსადგურებს;

•   ტრენინგების და უნარ-ჩვევების განვითარება, რომლებიც არ შედის სასკოლო ან აკადემიურ პროგრამებში.

304.1.1 განმარტებები. ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განმარტებულლია მე-2 თავში.

ამბულატორიული მომსახურების დაწესებულება.

ამბულატორიული პაციენტების კლინიკა.

 

ქვეთავი 305 − საგანმანათლებლო ჯგუფი სგ

305.1 საგანმანათლებლო ჯგუფი . საგანმანათლებლო () ჯგუფის  დაკავებულობა მოიცავს შენობის ან ნაგებობის ან მათი ნაწილის ნებისმიერ დროს გამოყენებას ექვსი ან მეტი ადამიანის განათლების მიზნით, 12 კლასის ჩათვლით.

305.1.1 რელიგიური მსახურების ადგილების დამხმარე ადგილები. 303.1.4 ქვეთავის შესაბამისი რელიგიური მსახურების ადგილების დამხმარე, რელიგიული განათლებისათვის გამოყენებული ოთახები და აუდიტორიები, სადაც დაკავებულობის დატვირთვა ნაკლებია 100-ზე, უნდა კლასიფიცირდეს, როგორც -3 ჯგუფის დაკავებულობები.

305.2 ჯგუფი , საბავშვო ბაღები. ამ ჯგუფში შედის 2,5 − წელზე უფროსი ასაკის ხუთზე მეტი ბავშვის მიერ დაკავებული შენობები ან ნაგებობები, ან მათი ნაწილები, სადაც ასწავლიან, უვლიან ან იცავენ ბავშვების პირად ჰიგიენას. ისინი კლასიფიცირდება, როგორც ჯგუფის დაკავებულობები.

305.2.1 რელიგიური მსახურების ადგილების საზღვრები. რელიგიური მსახურების ადგილებში მდებარე ოთახები და სივრცეები, სადაც რელიგიური მსახურების პარალელურად ფუნქციონირებს საბავშვო ბაღები, კლასიფიცირდება, როგორც მთავარი დაკავებულობის ნაწილი.

305.2.2 ხუთი ან ნაკლები ბავშვი. დაწესებულება, სადაც საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს ხუთი ან ნაკლები ბავშვისთვის, კლასიფიცირდება, როგორც მთავარი დაკავებულობის ნაწილი.

305.2.3 ხუთი ან ნაკლები ბავშვი საცხოვრებელ ერთეულში. ზემოთ აღწერილი ტიპის დაწესებულება, თუ ის განთავსებულია საცხოვრებელ ერთეულში და ხუთ ან ნაკლებ ბავშვს ემსახურება, უნდა კლასიფიცირდეს, როგორც -3 ჯგუფის დაკავებულობა.

ქვეთავი 306 − სამრეწველო ჯგუფი სმ

306.1 საქარხნო-საწარმოო ჯგუფი სმ. სამრეწველო (სმ) ჯგუფის დაკავებულობა, სხვებთან ერთად მოიცავს შენობის ან ნაგებობის ან მათი ნაწილის გამოყენებას აწყობის, დაშლის, დამზადების, მოპირკეთების, წარმოების, შეფუთვის, შეკეთების ან დასამუშავებელი სამუშაოების საწარმოებლად. იგი არ კლასიფიცირდება, როგორც დსშ ჯგუფის ან ჯგუფის სასაწყობო დაკავებულობა.

306.2 საშუალო საფრთხის შემცველი საქარხნო-სამრეწველო ჯგუფი -1. საქარხნო-სამრეწველო გამოყენებები, რომლებიც არ კლასიფიცირდება, როგორც მცირე საფრთხის შემცველი საქარხნო-სამრეწველო ჯგუფი -2, უნდა კლასიფიცირდეს, როგორც საშუალო საფრთხის შემცველი -1. ეს ჯგუფი მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ საწარმოებს, მაგრამ არა მხოლოდ მათ:

•   საჰაერო ხომალდის (არ გულისხმობს შეკეთებას);

•   დანადგარების;

•   სასპორტო აღჭურვილობების;

•   ავტომობილებისა და სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების;

•   საცხობების;

•   სასმელების: 16%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობით;

•   ველოსიპედების;

•   ნავების;

•   ცოცხებისა და ჯაგრისების;

•   გამომთვლელი მანქანების;

•   ფოტოაპარატებისა და ფოტოგრაფიული აღჭურვილობების;

•   ტილოებისა და მსგავსი ქსოვილების;

•   ხალიჩებისა და ფარდაგების (გაწმენდის ჩათვლით);

•   ტანსაცმლის;

•   სამშენებლო და სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების;

•   სადეზინფექციო საშუალებების;

•   მშრალ წმენდას და ღებვას;

•   ელექტროგენერატორების;

•   ელექტრონაწარმის;

•   ძრავების (მათ შორის ელექტროძრავების გადახვევა);

•   საკვები პროდუქტების გადამუშავებას და კომერციულ სამზარეულოებს, რომლებიც არ ეკუთვნის რესტორნებს, კაფეებსა და მსგავს დაწესებულებებს;

•   ავეჯის;

•   თოკების;

•   ჯუთის პროდუქტების;

•   სამრეცხაოების;

•   ტყავის პროდუქციის;

•   მანქანა-დანადგარების;

•   ლითონების;

•   ხის ნაკეთობების (ალათები და კარები);

•   ფილმებისა და სატელევიზიო ფილმების (მაყურებლების გარეშე);

•   მუსიკალური ინსტრუმენტების;

•   ოპტიკური საქონლის;

•   ქაღალდის საწარმოო დანადგარების ან ქაღალდის პროდუქციის;

•   ფოტოფირების;

•   პლასტმასის პროდუქციის;

•   ბეჭდვას ან გამომცემლობას;

•   სახლი-ავტომობილების;

•   საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავებას (ინსენერაცია);

•   ფეხსაცმელების;

•   საპნებისა და სარეცხი საშუალებების;

•   ქსოვილების;

•   თამბაქოს;

•   ტრაილერების;

•   გადასაკრავი მასალების;

•   ხის მასალის დამუშავებას (დისტილაცია);

•   სადურგლო სახელოსნოს.

306.3 მცირე საფრთხის შემცველი საქარხნო-სამრეწველო ჯგუფი -2. საქარხნო-სამრეწველო გამოყენებები, სადაც მზადდება ან იწარმოება ისეთი არაწვადი მასალები, რომლებიც მოპირკეთების, შეფუთვის ან დამუშავების დროს არ ქმნის ხანძრის წარმოქმნის მნიშვნელოვან საფრთხეს, უნდა კლასიფიცირდეს, როგორც -2 ჯგუფის დაკავებულობები. ეს ჯგუფი მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ საწარმოებს, მაგრამ არა მხოლოდ მათ:

•   აგურის და წყობის მასალის;

•   თაბაშირის;

•   კერამიკული ნაწარმის;

•   ლითონის ნაკეთობების (დამზადება და აწყობა);

•   ლითონის ჩამოსხმის;

•   მინის ნაწარმის;

•   სასმელების: 16% ან ნაკლები ალკოჰოლის შემცველობით;

•   ყინულის.

ქვეთავი 307 − დიდი საფრთხის შემცველი ჯგუფი დსშ

307.1 დიდი საფრთხის შემცველი ჯგუფი დსშ. დიდი საფრთხის შემცველ (დსშ) ჯგუფში შედის შენობის ან ნაგებობის, ან მისი ნაწილის ისეთი გამოყენება, რომელიც მოიცავს წარმოებას, გადამუშავდებას, გენერაციას ან ნივთიერებების შენახვას 307.1(1) და 307.1(2) ცხრილებში 414-ე ქვეთავის შესაბამისად მოწყობილი გასაკონტროლებელი ფართობებისთვის მაქსიმალურად დასაშვებზე მეტი რაოდენობით, რაც იწვევს ფიზიკურ ან ჯანმრთელობისათვის საფრთხეებს. საფრთხის შემცველი დაკავებულობები კლასიფიცირდება დსშ-1, დსშ-2, დსშ-3, დსშ-4 და დსშ-5 ჯგუფებად და უნდა შეესაბამებოდეს ამ ქვეთავს, 415-ე ქვეთავის მოთხოვნებს. სახურავების ან ჩარდახების თავზე შენახული ან გამოყენებული საფრთხის შემცველი ნივთიერებები ითვლება შენობის გარეთ შენახვად ან გამოყენებად.

გამონალისები: ქვემოთ ჩამოთვლილი უნდა მიეკუთვნოს არა დსშ ჯგუფს, არამედ იმ ჯგუფს, რომელსაც ყველაზე მეტად შეესაბამება:

1.    შენობები და ნაგებობები, სადაც გამოიყენება აალებადი მოსაპირკეთებელი მასალები, თუ ასეთი შენობები აკმაყოფილებს 416-ე ქვეთავის მოთხოვნებს.

2.    აალებადი და წვადი თხევადი ნივთიერებების საბითუმო და საცალო ვაჭრობის ადგილები და სათავსოები/საწყობები სავაჭრო დაკავებულობებში.

3.    დახურული მილსადენი სისტემა, რომელშიც მოძრაობს მანქანა-დანადგარებში ან მოწყობილობებში გამოსაყენებელი აალებადი ან წვადი თხევადი ნივთიერებები ან აირები.

4.    სამრეცხაოები, რომლებშიც გამოიყენება წვადი თხევადი ხსნარები, რომელთა აალების წერტილი 60°C ან მეტია დახურულ სისტემებში, სადაც გამოიყენება ტესტირების სააგენტოს მიერ დაშვებული მოწყობილობები, თუ ეს დაკავებულობა (სამრეცხაო) შენობის სხვა დაკავებულობებისგან გამიჯნულია 707-ე ქვეთავის შესაბამისად აგებული ერთ-საათიანი ცეცხლმედეგობის ხარისხიანი ზღუდებით ან 711-ე ნაწილის შესაბამისად აგებული ერთ-საათიანი ცეცხლმედეგობის მქონე ანაწყობებით, ან ორივეთი.

5.    სამრეცხაოები, სადაც გამოიყენება თხევადი ხსნარები, რომელთა აალების წერტილი 93°C ან მეტია.

6.    სპირტიანი სასმელების მაღაზიები და გამანაწილებელი პუნქტები, რომელთაც არ აქვთ დიდი მოცულობის საწყობები.

7.    გაციების სისტემები.

8.    სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მასალების შენახვა/გამოყენებისათვის განკუთვნილი შენობები.

9.    სტაციონარული ბატარეები, რომლებიც გამოიყენება სათადარიგო ელექტრომომარაგების, უწყვეტი ელექტრომომარაგების ან ტელეკომუნიკაციის უზრუნველსაყოფი მოწყობილობებისათვის, თუ ბატარეებს აქვთ სახურავებით უზრუნველყოფილი დამცავი სანიავებელი ხვრელები.

10. საცალო ვაჭრობის ობიექტები, რომელთა ვიტრინებში მწარმოებლის მიერ შეფუთული ფორმით გამოფენილ პირადი მოხმარების და საყოფაცხოვრებო პროდუქტებში და სამშენებლო მასალებში არ არის გამოყენებული კოროზიული ნივთიერებები.

11.  შენობები და ნაგებობები, სადაც ინახება აეროზოლები, უნდა კლასიფიცირდეს, როგორც -1 ჯგუფისა.

12.  ან ჯგუფების დაკავებულობების თითოეული გასაკონტროლებელი ფართობი, რომელიც აკმაყოფილებს 414.2.5 ქვეთავის მოთხოვნებს და რომელშიც არ არის გამოფენილი და შენახული მაქსიმალურად დასაშვებზე მეტი რაოდენობით არააალებადი მყარი ნივთიერებები და არააალებადი ან არაწვადი თხევადი საფრთხის შემცველი ნივთიერებები.

13. და -3 ჯგუფებში დენთის, უკვამლო პროპელენტისა და ცეცხლსასროლი იარაღის ფისტონების შენახვის ადგილები და სქ, , და ჯგუფებში სპეციალური სამრეწველო ფეთქებადი მექანიზმების შენახვის ადგილები, რომელთა ტევადობა შეესაბამება შენახვისათვის განსაზღვრულ რაოდენობის ზღვრებს.

307.1.1 საფრთხის შემცველი ნივთიერებები. ნებისმიერი რაოდენობის საფრთხის შემცველი ნივთიერებები უნდა აკმაყოფილებდეს წესების, მათ შორის, 414-ე ქვეთავის მოთხოვნებს.

ცხრილი 307.1(1)

ფიზიკური საფრთხის გამომწვევი, საფრთხის შემცველი ნივთიერებების მაქსიმალურად დასაშვები რაოდენობა ერთ გასაკონტროლებელ ფართობზე,,,,

ნივთიერება

კლასი

ჯგუფი, თუ აღემატება მაქსიმა

ლურად დასაშვებ  რაოდენობა

საწყობი

გამოყენება − დახურული სისტემები

გამოყენება − ღია სისტემები

მყარი  ნივთიერება კგ-ში

(მ3-ში)

სითხე  ლ-ში

(კგ-ში)

 

აირი

(მ3-ში ნორმალური ტემპერატურისა და წნევის პირობებში)

მყარი ნივთიერება კგ-ში  (მ3-ში)

 სითხე ლ-ში

(კგ-ში)

 

აირი

(მ3-ში ნორმალური ტემპერატურისა და წნევის პირობებში)

მყარი ნივთიერება კგ-ში       (მ3-ში)

   სითხე       ლ-ში

(კგ-ში)

 

წვადი სითხეგ,ი

II

IIIA

IIIB

დსშ-2 ან დსშ-3

დსშ-2 ან დსშ-3

ა/შ

54,48,ე

 149.82,ე

5992.8,ვ

ა/შ

ა/შ

54,48

149.82

5992.8v

ა/შ

ა/შ

13.62

36.32

1498.2

წვადი ბოჭკო

ხალვათად შეფუთული

დსშ -3

(2,8)

(28)

ა/შ

ა/შ

(2,8)

(28)

ა/შ

ა/შ

(0,56)

(56)

ა/შ

საერთო მოხმარების ფეიერვერკები (კლასი C, ჩვეულებრივი)

1,4G

დსშ -3

3.5დ,ე,მ

ა/შ

ა/შ

ა/შ

ა/შ

ა/შ

ა/შ

ა/შ

აალებადი კრიოგენული ნივთიერებები

ა/შ

დსშ -2

ა/შ

20.43

ა/შ

ა/შ

20.43

ა/შ

ა/შ

4.54

კრიოგენული ნივთიერებები, მჟანგავი

ა/შ

დსშ -3

ა/შ

20.43

ა/შ

ა/შ

20.43

ა/შ

ა/შ

4.54

ფეთქებადი ნივთიერებები

ქვეკატეგორია 1.1

ქვეკატეგორია

1.2

ქვეკატეგორია 1.3

ქვეკატეგორია

1.4

ქვეკატეგორია 1.4G

ქვეკატეგორია

1.5

ქვეკატეგორია

1.6

დსშ -1

დსშ -1

  დსშ-1  ან    დსშ-2

დსშ -3

დსშ -3

დსშ -1

დსშ -1

0,028ე,ზ

0,028ე,ზ

0.14ე,ზ

1.4ე,ზ

3.5დ,ე,მ

0,028ე,ზ

0,028ე,ზ

(0,454) ე,ზ

(0,454) ე,ზ

(2,27) ე,ზ

(22,7) ე,ზ

ა/შ

(0,454) ე,ზ

ა/შ

ა/შ

ა/შ

ა/შ

ა/შ

ა/შ

ა/შ

ა/შ

0.007

0.007

0,028

1.4

ა/შ

0.007

ა/შ

(0,1135)

(0,1135)

(0,454)(22,7)

ა/შ

(0,1135)

ა/შ

ა/შ

ა/შ

ა/შ

ა/შ

ა/შ

ა/შ

ა/შ

0.007

0.007

0,028

ა/შ

ა/შ

0,028

ა/შ

(0,1135)

(0,1135)

(0,454)

ა/შ

ა/შ

(0,1135)

ა/შ

აალებადი აირი

  გათხევა-დებული აირი

დსშ -2

ა/შ

ა/შ

(68.1)დ,ე

28დ,ე

ა/შ

ა/შ

ა/შ (68.1)დ,ე

28დ,ე

ა/შ

ა/შ

ა/შ

აალებადი სითხე

1A

1B და 1C

დსშ-2

ან დსშ-3

ა/შ

13,62დ,ე

45,48დ,ე

ა/შ

ა/შ

13,62დ,ე

45,48დ,ე

ა/შ

ა/შ

4.54

13,62

აალებადი სითხეების კომბინაცია (1A,1B,1C)

ა/შ

 

დსშ-2 ან დსშ-3

 

ა/შ

45,48დ,ე,თ

ა/შ

ა/შ

45,48დ,თ

ა/შ

ა/შ

13,62დ,თ

აალებადი მყარი ნივთიერება

ა/შ

დსშ -3

3.5დ,ე

ა/შ

ა/შ

3.5

ა/შ

ა/შ

0.7

ა/შ

ორგანული ზეჟანგი

ა/დ

I

II
III
IV

V

დსშ -1

დსშ -2

დსშ -3

დსშ -3

ა/შ

ა/შ

0,028ე,ზ

0.14დ,ე

1.4დ,ე

3.5დ,ე

ა/შ

ა/შ

(0,454)ე,ზ

(2,27)დ,ე

(22,7)დ,ე

(56,75)დ,ე

ა/შ

ა/შ

ა/შ

ა/შ

ა/შ

ა/შ

ა/შ

ა/შ

0.007

0,028

1.4

3.5

ა/შ

ა/შ

(0,1135)

(0,454)

(22,7)

(56,75)

ა/შ

ა/შ

ა/შ

ა/შ

ა/შ

ა/შ

ა/შ

ა/შ

0.007

0,028

0,28

0,7

ა/შ

ა/შ

(0,1135)

(0,454)

(4,54)

(11,35)

ა/შ

ა/შ

დამჟანგავი

4

3

2

1

დსშ -1

დსშ-2 ან დსშ-3

დსშ -3

ა/შ

0,028ე,ზ

0,28დ,ე

7დ,ე

112ე,ვ

(0,454)ე,ზ

(4,54)დ,ე

(113,5)დ,ე

(1816)ე,ვ

ა/შ

ა/შ

ა/შ

ა/შ

0.007

0,014

7

112

(0,1135)

(0,908)

(113,5)

(1816)

ა/შ

ა/შ

ა/შ

ა/შ

0.007

0,056

1.4

28

(0,1135)

(0,908)

(22,7)

(454)

დამჟანგავი აირი

გათხევადებული აირი

დსშ -3

ა/შ

ა/შ

ა/შ

(68,1)დ,ე

42დ,ე

ა/შ

ა/შ

ა/შ

ა/შ

(68,1)დ,ე

42დ,ე

ა/შ

ა/შ

ა/შ

ა/შ

ა/შ

თვითაალებადი (პიროფორული) ნივთიერება

ა/შ

დსშ -2

0.112ე,ზ

(1,816)ე,ზ

1,4ე,ზ

0,028

(0,454)

0,28

0

0

არამდგრადი (რეაქტიული)

4

3

2

1

დსშ -1

დსშ-2 ან დსშ-3

დსშ -3

ა/შ

0,028ე,ზ

0.14დ,ე

1.4დ,ე

ა/შ

(0,454)ე,ზ

(2,27) დ,ე

(22,7) დ,ე

ა/შ

0,28

1,4დ,ე

7დ,ე

ა/შ

0.007

0,028

1.4

ა/შ

(0,1135)

(0,454)

(22,7)

ა/შ

0,056ე,ზ

0,28დ,ე

7დ,ე

ა/შ

0.007

0,028

0,28

ა/შ

(0,1135)

(0,454)

(4,54)

ა/შ

წყალრეაქტიული

3

2

1

დსშ -2

დსშ -3

ა/შ

0.14დ,ე

1.4დ,ე

შა

(2,27)დ,ე

(22,7)დ,ე

შა

ა/შ

ა/შ

შა

0.14დ,ე

1.4დ,ე

შა

(2,27)დ,ე

(22,7)დ,ე

შა

ა/შ

ა/შ

ა/შ

0,028

0,28

შა

(0,454)

(4,54)

შა

ესს: 1 კუბური ფუტი = 0,028 მ3-ს, 1 გირვანქა = 0,454 კგ-ს, 1 გალონი = 3,785 ლ-ს.

შა =  შეზღუდული არაა; ა/შ= არ შეესაბამება; ად = არაკლასიფიცირებული დეტონატორი

ა. გასაკონტროლებელ ფართობებზე გამოსაყენებლად, იხ. ქვეთავი 414.2

ბ. გამოყენებისას და შენახვისას საერთო რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს შენახვისათვის განსაზღვრულ რაოდენობას.

გ. ალკოჰოლური სასმელების რაოდენობები საცალო და საბითუმო ვაჭრობისათვის გამოყენებულ ფართობებზე არ უნდა შეიზღუდოს, თუ თხევადი ნივთიერებები შეფუთულია ინდივიდუალურ კონტეინერებში, რომელთა მოცულობა არ აღემატება 4,920 ლიტრს. საცალო და საბითუმო ვაჭრობისათვის გამოყენებულ ფართობებზე მედიკამენტების, საკვები პროდუქტების, ფართო მოხმარების ან სამრეწველო პროდუქციის, ასევე კოსმეტიკის (რომელთა მოცულობის არაუმეტეს 50% წყალში ხსნადი სითხეებია და დანარჩენი ნაწილი არ არის აალებადი) რაოდენობები არ უნდა შეიზღუდოს, თუ ისინი შეფუთულია ინდივიდუალურ კონტეინერებში, რომელთა მოცულობა არ აღემატება 4,920 ლიტრს.

დ. მაქსიმალურად დასაშვები რაოდენობები შეიძლება გაიზარდოს 100%-ით შენობებში, რომლებიც მთლიანად აღჭურვილია 903.3.1.1 ქვეთავის შესაბამისად დაყენებული ავტოსაშხეფი სისტემით. თუ ეხება ასევე შენიშვნაე, მაშინ ზრდა დასაშვებია ორივე შენიშვნაში განსაზღვრული ზრდის ჯამით.

ე. მაქსიმალურად დასაშვები რაოდენობები შეიძლება გაიზარდოს 100%-ით, თუ ნივთიერებები ინახება სათანადო შესანახ კარადებში, ფეთქებადი ნივთიერებების შესანახ ყუთებში, აირის კარადებში, ვაკუუმურ შემომზღუდავებში ან უსაფრთხო კონტეინერებში. თუ ეხება ასევე შენიშვნა (ე), მაშინ ზრდა დასაშვებია ორივე შენიშვნაში განსაზღვრული ზრდის ჯამით.

ვ. დასაშვები რაოდენობები არ უნდა შეიზღუდოს შენობებში, რომლებიც მთლიანად აღჭურვილია 903.3.1.1 ქვეთავის შესაბამისად დაყენებული ავტოსაშხეფი სისტემით.

ზ. დასაშვებია მხოლოდ ისეთ შენობებში, რომლებიც მთლიანად აღჭურვილია 903.3.1.1 ქვეთავის შესაბამისად დაყენებული ავტოსაშხეფი სისტემით.

თ. რომლებიც ერთ გასაკონტროლებელ ფართობზე არ შეიცავს IA, IB ან IC კლასის აალებადი სითხეების მაქსიმალურად დასაშვებ რაოდენობაზე მეტს.

ი. შენობაში საწვავის მილსადენ სისტემასთან მიერთებული წვადი თხევადი ნივთიერებების შესანახი სისტემის მაქსიმალური ტევადობა უნდა იყოს 2498, 10 ლიტრი, თუ ასეთი სისტემა შეესაბამება საერთაშირისო სახანძრო წესებს.

კ. ფრჩხილებში ჩასმული რაოდენობები მოცემულია თითოეული სვეტის თავში ფრჩხილებში მითითებულ ერთეულებში.

ლ. მაქსიმუმ 90,80 კგ მყარი ან 75,70 ლიტრი თხევადი კლასი 3-ის მჟანგავები დასაშვებია, თუ ასეთი ნივთიერებები აუცილებელია მოწყობილობის შეკეთების, ფუნქციონირების ან გაწმენდის მიზნით. შესანახი კონტეინერები და შენახვის სახე დაშვებული უნდა იყოს.

მ. ფეიერვერკების პიროტექნიკური ნაერთის სუფთა წონა. თუ ფეიერვერკების პიროტექნიკური ნაერთის სუფთა წონა ცნობილი არ არის, გამოიყენება ფეიერვერკების (შესაფუთი მასალის წონის ჩათვლით) საერთო წონის 25%.

ნ. თხევადი ნივთიერებების ლიტრებისათვის კილოგრამებში მოცემული მოცულობა იყოფა 10-ზე საერთაშორისო სახანძრო წესების 2703.1.2 ქვეთავის შესაბამისად.

ო. 414.2.5 ქვეთავის შესაბამისი ვ ჯგუფში შესანახი და გამოსაფენი რაოდენობებისა და ს ჯგუფში შესანახი რაოდენობების შესახებ იხ. ცხრილები 414.2.5(1) და 414.2.5(2).

პ. ISO 8115-ის შეფუთვასთან დაკავშირებული მოთხოვნების მჭიდროდ შეფუთული ბამბის შეკვრა არ უნდა შევიდეს მასალების ამ კლასში.

ჟ.  მაქსიმალურად დასაშვები რაოდენობების განსაზღვრისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული შემდეგი:

1.     ავტომობილებზე საწვავის ავზებში თხევადი საწვავი და საწვავი აირი.

2.     მოტორიზებულ მოწყობილობაზე საწვავის ავზებში თხევადი საწვავი და საწვავი აირი, რომელიც რეგულირდება წესების შესაბამისად.

3.     საწვავი აირი მილსადენთა სისტემებში და ფიქსირებული მოწყობილობები.

4.     თხევადი საწვავი მილსადენთა სისტემებში და ფიქსირებული მოწყობილობები.

ცხრილი 307.1(2)

ჯანმრთელობის საფრთხის გამომწვევი, საფრთხის შემცველი ნივთიერებების მაქსიმალურად დასაშვები რაოდენობა ერთ გასაკონტროლებელ ფართობზე,,,

ნივთიერება

საწყობი

გამოყენება − დახურული სისტემები

გამოყენება − ღია სისტემები

მყარი ნივთიერება კგ-ში                  (მ3)

სითხე

ლიტრებში

(კგ-ში)ე,ვ

აირი

(მ3№TP-ზე)

მყარი ნივთიერება კგ-ში

სითხე  ლ-ში

(კგ-ში)

აირი

(მ3№TP-ზე)

მყარი ნივთიერება კგ-ში

სითხე

ლიტრებში

(კგ-ში)

კოროზიული

140

227

თხევადი აირი 810 (4.2)

2270

227

თხევადი აირი 810 (4.2)

454

45.4

ძლიერ მომწამლავი

0.28

(4,54)

თხევადი აირი 20ზz (0.112)ზ,თ

4,54

(4,54)

თხევადი აირი 20ზz (0.112)ზ,თ

1,362

(1,362)

მომწამლავი

14

(227)

თხევადი აირი 810 (4.2)ვ,თ

227

(227)

თხევადი აირი 810 (4.2)ვ,თ

56,75

(56,75)

ესს: 1 კუბური ფუტი = 0,028 მ3-ს, 1 გირვანქა = 0,454 კგ-ს, 1 გალონი = 3,785 ლ-ს.

ა.    გასაკონტროლებელ ფართობებზე გამოსაყენებლად, იხ. ქვეთავი 414.2.

ბ.   საცალო და საბითუმო ვაჭრობისთვის გამოყენებულ ფართობებზე წამლების, საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების ან ინდუსტრიული პროდუქტებისა და კოსმეტიკის რაოდენობა, რომელთა შემადგენლობაში წყალში ხსნად სითხეები არაუმეტეს 50% -ია, ხოლო დანარჩენი ხსნარები არ არის აალებადი, არ უნდა შეიზღუდოს, თუ ასეთი ნივთიერებები შეფუთულია ინდივიდუალურ კონტეინერებში, რომელთა ტევადობა არ აღემატება 4,92 ლიტრს.

გ.   ჯგუფისა და ჯგუფის ფართობებზე შესანახი და გამოსაფენი რაოდენობები უნდა შეესაბამებოდეს 414.2.4 ქვეთავს, იხ. ცხრილი 414.2.4(1).

დ.   გამოყენებული და შენახული რაოდენობა ერთიანობაში არ უნდა აღემატებოდეს საწყობისთვის განსაზღვრულ რაოდენობას.

ე.  რაოდენობები შეიძლება გაიზარდოს 100%-ით ისეთი შენობებისთვის, რომლებიც მთლიანადაა აღჭურვილი ავტომატური საშხეფი სისტემით, 903.3.1.1 ქვეთავის შესაბამისად. თუ ეხება ასევე შენიშვნა „ვ“, მაშინ ზრდა დასაშვებია ორივე შენიშვნაში განსაზღვრული ზრდის ჯამით.

ვ.  რაოდენობები შეიძლება გაიზარდოს 100 %–ით, თუ ისინი შენახულია დაშვებულ სასაწყობო კამერებში, აირის კამერებში ან საჰაერო ხვრელებიან შემომზღუდავებში. თუ ეხება ასევე შენიშვნა „ე“, მაშინ ზრდა დასაშვებია ორივე შენიშვნაში განსაზღვრული ზრდის ჯამით.

ზ.  დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ინახება გამწოვის მქონე საჰაერო ხვრელების მქონე აირის კარადებში ან საჰაერო ხვრელებიან შემომზღუდავებში.

თ.   ფრჩხილებში მოცემული რაოდენობები აღნიშნავს თითოეული სვეტის თავში ფრჩხილებში მოცემული რაოდენობის ერთეულებს.

ი.  სითხეების ლიტრებში გადასაყვანად, კილოგრამებში მოცემული მოცულობა იყოფა 10-ზე.

307.2 განმარტებები. ქვემოთ წარმოდგენილი ტერმინები განმარტებულია მე-2 თავში:

აალებადი აირი.

აალებადი გათხევადებული აირი.

აალებადი მყარი ნივთიერებები.

აალებადი ნივთიერება.

აალებადი სითხე.

კლასი IA.

კლასი IB.

კლასი IC.

აალების ტემპერატურა.

დუღების ტემპერატურა.

აეროზოლი.

1-ლი დონის აეროზოლის პროდუქტები.

მე-2 დონის აეროზოლის პროდუქტები.

მე-3 დონის აეროზოლის პროდუქტები.

აეროზოლის კონტეინერი.

არამდგრადი (რეაქტიული) ნივთიერება.

კლასი 4.

კლასი 3.

კლასი 2.

კლასი 1.

ბამბის ფუთა.

ბამბის ფუთა, მჭიდროდ შეფუთული.

ბარიკად.

ხელოვნური ბარიკად.

ბუნებრივი ბარიკად.

დახურული სისტემა.

დეტონაცია.

დეფლაგრაცია.

ინერტული აირი.

კოროზიული ნივთიერება.

კრიოგენული სითხე.

მჟანგავი.

კლასი 4.

კლასი 3.

კლასი 2.

კლასი 1.

მომწამლავი.

მჟანგავი აირ.

ნივთიერების გაფანტვა.

ორგანული ზეჟანგი.

კლასი I.

კლასი II.

კლასი III.

კლასი IV.

კლასი V.

არაკლასიფიცირებული დეტონატები.

პიროტექნიკური ნაერთი.

საკონტროლო ფართობი.

სამუშაო შენობა.

საფრთხის შემცველი ნივთიერებები.

ტრანსპორტირება.

ფეთქებადი ნივთიერებების შესანახი ყუთი.

ფეთქებადი ნივთიერება.

ძლიერ ფეთქებადი ნივთიერება.

სუსტად ფეთქებადი ნივთიერება.

მასიურ-დეტონაციური ფეთქებადი ნივთიერებები.

UN/DOTN პირველი კლასის ფეთქებადი ნივთიერებები.

ქვეკალასი 1.1.

ქვეკალასი 1.2.

ქვეკალასი 1.3.

ქვეკალასი  1.4.

ქვეკალასი 1.5.

ქვეკალასი 1.6.

ფეიერვერკები.

ფეიერვერკები, 1.3G.

ფეიერვერკები, 1.4G.

ფიზიკური საფრთხის შემცველი.თვითაალებადი (პიროფორული).

ღია სისტემა.

დაჭირხნული აირი.

შეუთავსებელ ნივთიერებები.

ძლიერ მომწამლავი.

წვადი ბოჭკოები.

წვადი მტვერი.

წვადი სითხე.

კლასი II

კლასი III A

კლასი III B

წყალრეაქტიული ნივთიერება.

კლასი 3.

კლასი 2.

კლასი 1.

ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი.

307.3 დიდი საფრთხის შემცველი ჯგუფი დსშ-1. შენობები და ნაგებობები, სადაც მოთავსებულია ნივთიერებები, რომლებიც ქმნის დეტონაციის საფრთხეს, უნდა კლასიფიცირდეს, როგორც დსშ-1 ჯგუფის. ასეთ ნივთიერებებში შედის შემდეგი ტიპის, მაგრამ არა მხოლოდ:

•   დეტონაციური თვითაალებადი (პიროფორული) ნივთიერებები

•   ფეთქებადი ნივთიერებები:

ქვეკლასი 1.1

ქვეკლასი 1.2

ქვეკლასი 1.3

ქვეკლასი 1.4

ქვეკლასი 1.5

ქვეკლასი 1.6

•   ორგანული ზეჟანგები, არაკლასიფიცირებული დეტონატები;

•   მჟანგავები, კლასი 4;

•   არამდგრადი (რეაქტიული) ნივთიერებები, კლასი 3 დეტონაციური და კლასი 4

307.3.1 დაკავებულობები, რომლებიც არ მიეკუთვნება დსშ-1 კლასს. ქვემოთ ჩამოთვლილი დაკავებულობები, სადაც მდებარეობს ფეთქებადი ნივთიერებები, კლასიფიცირდება შემდეგნაირად:

1.    ქვეკლას 1.3-ს მიკუთვნებული ნივთიერებები, რომლებიც გამოყენებული ან დაცულია ისეთი ფორმით, რომ ვერც დახურული გარემო და ვერც კონფიგურაცია ვერ გაზრდის მასიური ხანძრის მასიურ აფეთქებად გადაქცევის საფრთხეს, დასაშვებია დსშ-2 ჯგუფის დაკავებულობებში.

2.    საგნები, აგრეთვე, ტრანსპორტირებისათვის შეფუთული საგნები, რომლებიც ქვეკლას 1.4-ს მიკუთვნებულ ფეთქებად საგნებად არ ითვლება ან შეუფუთავი საგნები, რომლებიც გამოიყენება დამუშავების დროს და არ ახასიათებს დეტონაცია ან დეფლაგრაცია, დასაშვებია დსშ-3 ჯგუფის დაკავებულობებში.

307.4 დიდი საფრთხის შემცველი ჯგუფი დსშ-2. შენობები და ნაგებობები, სადაც მოთავსებულია ნივთიერებები, რომლებიც დეფლაგრაციის ან აჩქარებული წვისგან განპირობებულ საფრთხეებს შეიცავს, უნდა კლასიფიცირდეს, როგორც დსშ-2 ჯგუფისა. ასეთი ნივთიერებებია ქვემოთ ჩამოთვლილი ტიპის, მაგრამ არა მხოლოდ ისინი:

•   კლასი I, II ან IIIA აალებადი ან წვადი თხევადი ნივთიერებები, რომლებიც, ჩვეულებრივ, გამოიყენება ან ინახება ღია კონტეინერებში ან სისტემებში, ან დახურულ კონტეინერებში ან სისტემებში 103,4 კპა-ზე უფრო მეტი წნევის ქვეშ.

•   წვადი მტვერი, რომელიც იწარმოება, წარმოიქმნება ან გამოიყენება იმგვარად, რომ კონცენტრაცია და პირობები ქმნის ხანძრის ან აფეთქების საფრთხეს, 414.1.3 ქვეთავის მიხედვით მომზადებული ინფორმაციის მიხედვით;

•   კრიოგენული სითხეები, აალებადი;

•   აალებადი აირები;

•   ორგანული ზეჟანგები, კლასი I;

•   მჟანგავები, კლასი 3, რომლებიც, ჩვეულებრივ, გამოიყენება ან ინახება ღია კონტეინერებში, ან სისტემებში, ან დახურულ კონტეინერებში ან სისტემებში 103.4 კპა წნევის ქვეშ;

•   თვითაალებადი (პიროფორული) თხევადი ნივთიერებები, მყარი ნივთიერებები და აირები, არადეტონაციური;

•   არამდგრადი (რეაქტიული) ნივთიერებები, კლასი 3, არადეტონაციური;

•   წყალ-რეაქტიული ნივთიერებები, კლასი 3;

307.5 დიდი საფრთხის შემცველი ჯგუფი დსშ-3. შენობები და ნაგებობები, სადაც მოთავსებულია ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ წვას ან ქმნიან ფიზიკურ საფრთხეს, უნდა კლასიფიცირდეს, როგორც დსშ-3 ჯგუფისა. ასეთი ნივთიერებებია შემდეგი ტიპის, მაგრამ არა მხოლოდ ისინი:

•   კლასი I, II ან IIIA აალებადი ან წვადი თხევადი ნივთიერებები, რომლებიც, ჩვეულებრივ, გამოიყენება ან ინახება დახურულ კონტეინერებში, ან სისტემებში 103,4 კპა ან უფრო ნაკლები წნევის ქვეშ;.

•   წვადი ბოჭკოები, გარდა მჭიდროდ შეფუთული ბამბის ფუთებისა;

•   საზოგადოებრივი მოხმარებისათვის განკუთვნილი ფეიერვერკები, 1.4G (კლასი C, ჩვეულებრივი);

•   კრიოგენული სითხეები, მჟანგავი;

•   აალებადი მყარი ნივთიერებები;

•   ორგანული ზეჟანგები, კლასი II და III;

•   მჟანგავები, კლასი 2;

•   მჟანგავები, კლასი 3, რომლებიც, ჩვეულებრივ, გამოიყენება ან ინახება დახურულ კონტეინერებში, ან სისტემებში 103 კპა ან უფრო ნაკლები წნევის ქვეშ;

•   მჟანგავი აირები;

•   არამდგრადი (რეაქტიული) ნივთიერებები, კლასი 2;

•   წყალ-რეაქტიული ნივთიერებები, კლასი 2.

307.6 დიდი საფრთხის შემცველი ჯგუფი დსშ-4. შენობები და ნაგებობები, სადაც მდებარეობს ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ნივთიერებები, უნდა კლასიფიცირდეს, როგორც დსშ-4 ჯგუფისა. ასეთი ნივთიერებებია შემდეგი ტიპის, მაგრამ არა მხოლოდ ისინი:

•   კოროზიული;

•   ძლიერ მომწამლავი ნივთიერებები;

•   მომწამლავი ნივთიერებები.

307.7 დიდი საფრთხის შემცველი ჯგუფი დსშ-5. ნახევრად გამტარების საწარმოებლად განკუთვნილი ნაგებობები და შესაბამისი კვლევითი ფართობები, სადაც გამოიყენება საფრთხის შემცველი საწარმოო ნივთიერებები და ნივთიერებების საერთო რაოდენობა აღემატება 307.1(1) და 307.1(2) ცხრილებში მოცემულ სიდიდეებს, უნდა კლასიფიცირდეს, როგორც დსშ-5ჯგუფი. ასეთი ნაგებობები და ფართობები უნდა დაგეგმარდეს და აშენდეს 415.10 ქვეთავის შესაბამისად.

307.8 რამდენიმე საფრთხე. შენობები და ნაგებობები, სადაც მოთავსებულია ნივთიერება ან ნივთიერებები, რომლებიც ქმნიან (დსშ-1, დსშ-2, დსშ-3 და დსშ-4) ჯგუფებში კლასიფიცირებულ ერთ ან მეტ საფრთხეს, უნდა აკმაყოფილებდეს წესების მოთხოვნებს, რომლებიც განსაზღვრულია ამგვრად კლასიფიცირებული თითოეული დაკავებულობისათვის.

307.9 თავშესაფარი. მართვის ჯგუფისათვის, ცვლაში მომუშავე პერსონალის საერთო რაოდენობისთვის, გათვალისწინებული უნდა იქნეს თავშესაფარი დაცული გაადვილებული მისასვლელებით, რომელიც დაგეგმარებული უნდა იქნეს ჰერმეტულობის უზრუნველყოფითა და სპეციალურ ზემოქმედებებისა და  გამოყენების (საექსპლუატაციო) მოთხოვნების გათვალისწინებით.

ქვეთავი 308 − დაწესებულებითი ჯგუფი დწ

308.1 დაწესებულებითი ჯგუფი . დაწესებულებითი ჯგუფის () დაკავებულობა მოიცავს ისეთი შენობის ან ნაგებობის, ან მათი ნაწილის გამოყენებას, სადაც უვლიან და ზედამხედველობას უწევენ ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ ან არ შეუძლიათ საკუთარი თავის მოვლა ფიზიკური დახმარების გარეშე, ან სადაც იმყოფებიან ადამიანები სასჯელის მოსახდელად ან გამოსასწორებლად, ან სადაც დამკავებლის თავისუფლება შეზღუდულია. დაწესებულებითი დაკავებულობები იყოფა -1, -2, -3 ან -4 ჯგუფებად.

308.2 განმარტებები. შემდეგი სიტყვები და ტერმინები განმარტებულია მე-2 თავში:

დეტოქსიკაციის დაწესებულებ.

დღიური ზრუნვის დაწესებულება.

თავდაცვისუუნარო.

კერძო კლინიკები.

საავადმყოფოები და ფსიქიატრიული საავადმყოფოები.

სადღეღამისო ზრუნვა

სამედიცინო მომსახურებ.

საოჯახო საბავშვო ბაღები.

308.3 დაწესებულებითი ჯგუფი -1. ეს დაკავებულობა მოიცავს შენობებს, ნაგებობებს, ან მათ ნაწილებს, სადაც დღეღამის განმავლობაში ცხოვრობს 16-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც ზედამხედველობას უწევენ და უვლიან. მომსახურების მიმღებ პირებს აქვთ თავდაცვის უნარი. ეს ჯგუფი მოიცავს შემდეგ დაწესებულებებს, მაგრამ არა მხოლოდ მათ:

•   ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის სამკურნალო ცენტრს; 

•   საერთო ნიშნით გაერთიანებული ჯგუფების სახლებს;

•   საერთო საცხოვრებლებს;

•   სარეაბილიტაციო სახლებს;

•   საცხოვრებელი სივრცისა და დღიური ზრუნვის უზრუნველმყოფ დაწესებულებებს;

•   სოციალური რეაბილიტაციის დაწესებულებებს;

•   უნარშეზღუდულთა მოვლის დაწესებულებებს;

•   ყოფილი პატიმრებისა და ფსიქიური პრობლემების მქონე პაციენტების საზოგადოებაში დაბრუნების ხელშემწყობ დაწესებულებებს;

308.3.1 ხუთი ან ხუთზე ნაკლები პირის მოვლა. ზემოთ ხსენებულის მსგავსი დაწესებულებები, სადაც ხუთ ან ხუთზე ნაკლებ ადამიანს უვლიან უნდა კლასიფიცირდეს, როგორც -3 ჯგუფის.

308.3.2 ექვსიდან თექვსმეტამდე ადამიანის მოვლა. ზემოთ ხსენებულის მსგავსი დაწესებულებები, სადაც უვლიან, არანაკლებ ექვს და არაუმეტეს 16 ადამიანს, უნდა კლასიფიცირდეს, როგორც -4 ჯგუფის.

308.4 დაწესებულებითი ჯგუფი -2. ეს დაკავებულობა მოიცავს შენობებსა და ნაგებობებს, სადაც დღეღამის განმავლობაში უწევენ სამედიცინო მომსახურებას ხუთზე მეტ ადამიანს, რომელთაც არ შეუძლიათ საკუთარი თავის მოვლა. ეს ჯგუფი მოიცავს შემდეგ დაწესებულებებს, მაგრამ არა მხოლოდ მათ:

•   დეტოქსიკაციის დაწესებულებებს;

•   მოხუცებულთა თავშესაფრებს;

•   საავადმყოფოებს;

•   საოჯახო საბავშვო ბაღებს;

•   ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს.

308.4.1 ხუთი ან ხუთზე ნაკლები ადამიანის მოვლა. ზემოთ ხსენებულის მსგავსი დაწესებულებები, სადაც ხუთ ან ხუთზე ნაკლებ ადამიან უვლიან, უნდა კლასიფიცირდეს, როგორც -3 ჯგუფის.

308.5 დაწესებულებითი ჯგუფი -3. ეს დაკავებულობა მოიცავს შენობებსა და ნაგებობებს, სადაც ცხოვრობს ხუთზე მეტი პირი, რომლებიც პატიმრობაში ან დაცვის ქვეშ იმყოფებიან. -3 დაწესებულებაში არიან ადამიანები, რომელთაც არ შეუძლიათ საკუთარი თავის მოვლა არსებული უსაფრთხოების ზომების გამო, რომელთაც ისინი ვერ აკონტროლებენ. ეს ჯგუფი მოიცავს შემდეგ დაწესებულებებს, მაგრამ არა მხოლოდ მათ:

•   არასრულწლოვანთა გამოსასწორებლებს;

•   გამოსასწორებელ ცენტრებს;

•   გათავისუფლებამდე მოსათავსებელ ცენტრებს.

•   საპატიმროებს;

•   ციხეებს;

•   წინასწარი დაკავების ადგილებს.

დწ-3 ჯგუფის შენობები უნდა კლასიფიცირდეს, როგორც 308.5.1 – 308.5.5 ქვეთავებში (იხ. ქვეთავი 408.1) მითითებული ერთ-ერთი მდგომარეობის შესაბამისი დაკავებულობა.

308.5.1 მდგომარეობა 1. აქ იგულისხმება შენობები, სადაც ნებადართულია თავისუფალი გადაადგილება საძინებელი ადგილებიდან და სხვა სივრცეებიდან ისეთი სივრცეებისკენ, რომელთა გამოყენება/დაკავება ნებადართულია; ასევე, შეუზღუდავია შიგა გასასვლელი საშუალებებით გასვლა. მდგომარეობა 1-ის შენობა შეიძლება აიგოს, როგორც ჯგუფისა.

308.5.2 მდგომარეობა 2. აქ იგულისხმება შენობები, სადაც ნებადართულია საძინებელი ადგილებიდან და ნებისმიერი სხვა დაკავებული დაუკვამლიანებელი განყოფილებიდან თავისუფლად გადაადგილება ერთ ან მეტ კვამლშეუღწევ განყოფილებაში. გარეთ გასვლა შეზღუდულია, რადგან გასასვლელები ჩაკეტილია.

308.5.3 მდგომარეობა 3. აქ იგულისხმება შენობები, სადაც ნებადართულია თავისუფლად გადაადგილება ინდივიდუალური დაუკვამლიანებელი განყოფილებების საზღვრებში, როგორებიცაა საძინებელი და ჯგუფური აქტივობის სივრცეების შემცველი საცხოვრებელი ერთეული. ასეთი დაუკვამლიანებელი განყოფილებიდან სხვა კვამლშეუღწევ განყოფილებაში გასვლა შეზღუდულია, რადგან გასასვლელი საშუალებები დისტანციურად იღება და იკეტება.

308.5.4 მდგომარეობა 4. აქ იგულისხმება შენობები, სადაც დაკავებული სივრციდან შეზღუდულია თავისუფალი გადაადგილება. ერთ კვამლშეუღწევ განყოფილებაში მდებარე საძინებელი ერთეულებიდან, აქტივობის სივრცეებიდან და სხვა დაკავებული ადგილებიდან სხვა დაუკვამლიანებელ განყოფილებებში გადაადგილება შესაძლებელია დისტანციურად მართვადი კარით.

308.5.5 მდგომარეობა 5. აქ იგულისხმება შენობები, სადაც დაკავებული სივრციდან შეზღუდულია თავისუფალი გადაადგილება. ერთ დაუკვამლიანებელ განყოფილებაში მდებარე საძინებელი ერთეულებიდან, აქტივობის სივრცეებიდან და სხვა დაკავებული ადგილებიდან სხვა დაუკვამლიანებელ განყოფილებებში გადაადგილება შესაძლებელია ხელით გასაღები კარით, რომელსაც აკონტროლებს მომსახურე პერსონალი.

308.6 ჯგუფი -4, დღის განმავლობაში მოვლის დაწესებულებები. ამ ჯგუფში შედის შენობები და ნაგებობები, სადაც ნებისმიერი ასაკის ხუთზე მეტ ადამიანს უვლიან დღის განმავლობაში დღეღამეზე ნაკლებ პერიოდში. ამასთან, მომვლელები არ არიან ამ ადამიანების მშობლები ან მეურვეები, სისხლით ნათესავები, მეუღლეები ან დედობილ-მამობილები და ეს ადგილი არ არის იმ ადამიანის სახლი, რომელსაც უვლიან. ამ ჯგუფში შედის შემდეგი დაწესებულებები, მაგრამ არა მხოლოდ ისინი:

•   ბავშვთა მოვლა დღის განმავლობაში;

•   ზრდასრულთა მოვლა დღის განმავლობაში.

308.6.1 კლასიფიცირებული, როგორც ჯგუფი . დღის განმავლობაში ბავშვთა მოვლის დაწესებულება, სადაც უვლიან ხუთზე მეტ, მაგრამ, არაუმეტეს, 100 ბავშვს, რომელთა ასაკი 2,5 წელი და ამაზე ნაკლებია. აქ საბავშვო ოთახები მდებარეობს შენობიდან გამოსასვლელის დონეზე და თითოეული ოთახის კარი პირდაპირ გადის გარეთ, იგი კლასიფიცირდება, როგორც ჯგუფი.

308.6.2 რელიგიური მსახურების ადგილების საზღვრები. რელიგიური მსახურების ადგილების საზღვრებში მდებარე ოთახები და სივრცეები, სადაც რელიგიური მსახურების პარალელურად უზრუნველყოფილია ბავშვთა მოვლა, უნდა კლასიფიცირდეს, როგორც მთავარი დაკავებულობის ნაწილი.

308.6.3 ხუთი ან ხუთზე ნაკლები ადამიანის მოვლა. დაწესებულება, სადაც ხუთ ან ხუთზე ნაკლებ ადამიანს ეხმარებიან ყოველდღიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. იგი კლასიფიცირდება, როგორც მთავარი დაკავებულობის ნაწილი.

308.6.4 ხუთი ან ხუთზე ნაკლები ადამიანის მოვლა საცხოვრებელ ერთეულში. ზემოთ ხსენებულის მსგავსი დაწესებულება საცხოვრებელი ერთეულის საზღვრებში, სადაც ხუთ ან ხუთზე ნაკლებ ადამიანს ეხმარებიან ყოველდღიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. იგი კლასიფიცირდება, როგორც ჯგუფის დაკავებულობა.

ქვეთავი 309 − სავაჭრო ჯგუფი სვ

309.1 სავაჭრო ჯგუფი . სავაჭრო ჯგუფი () დაკავებულობა, სხვებთან ერთად, მოიცავს ისეთი შენობებისა და ნაგებობების ან მათი ნაწილების გამოყენებას, სადაც გამოფენილია და იყიდება საქონელი, ასევე, განთავსებულია ამგვარი საქონლის მარაგი, ნაკეთობები და სავაჭრო საქონელი და მისაწვდომია საზოგადოებისათვის. სავაჭრო ჯგუფი მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილს, მაგრამ არა მხოლოდ მათ:

•   აუქციონის დარბაზებს;

•   აფთიაქებს;

•   ბაზრებს/მარკეტებს;

•   ბენზინგასამართ სადგურებს;

•   საცალო და საბითუმო მაღაზიებს;

•   უნივერმაღებს.

309.2 საფრთხის შემცველი ნივთიერებების რაოდენობა. ჯგუფის თითო გასაკონტროლებელ ფართობზე შენახული ან გამოფენილი არააალებადი მყარი და არააალებადი ან არაწვადი თხევადი საფრთხის შემცველი ნივთიერებების საერთო რაოდენობა 414.2.5(1) ცხრილში მოცემულ რაოდენობებს არ უნდა აღემატებოდეს.

ქვეთავი 310 − საცხოვრებელი ჯგუფი სც

310.1 საცხოვრებელი ჯგუფი . საცხოვრებელი ჯგუფის () დაკავებულობა მოიცავს შენობას ან ნაგებობას, ან მის ნაწილს, რომელიც გამოიყენება საძინებლებად, თუ არ არის კლასიფიცირებული, როგორც დაწესებულებითი ჯგუფი დწ.

310.2 განმარტებები. ქვემოთ ჩამოთვლილი სიტყვები და ტერმინები განმარტებულია მე-2 თავში:

საოჯახო სასტუმრო.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მარტოხელა მოხუცთა თავშესაფარი.

საცხოვრებელი საერთო საძინებლებით.

სხვადასხვა ჯგუფების საცხოვრებელი დაწესებულებები.

პირადი მომვლელის მომსახურება.

დროებით საცხოვრებელი დაწესებულება.

310.3 საცხოვრებელი ჯგუფი -1. საცხოვრებელი დაკავებულობები, სადაც განთავსებულია საძინებელი ერთეულები, უმთავრესად, დროებითი მაცხოვრებლებისთვის, რაც მოიცავს შემდეგს:

•   საოჯახო სასტუმროებს (მცირე ხნით დამკავებლებისთვის) 10-ზე მეტი დამკავებლით;

•   უნარშეზღუდულთა და მარტოხელა მოხუცთა თავშესაფრებს (მცირე ხნით დამკავებლებისთვის) 10-ზე მეტი დამკავებლით;

•   სასტუმროებს (მცირე ხნით დამკავებლებისთვის);

•   მოტელებს (მცირე ხნით დამკავებლებისთვის) .

310.4 საცხოვრებელი ჯგუფი -2. საცხოვრებელი ჯგუფის დაკავებულობა საძინებელი ერთეულებით ან ორზე მეტი საცხოვრებელი ერთეულით, სადაც დამკავებლები, უმთავრესად, მუდმივად ცხოვრობენ. ეს ჯგუფი მოიცავს შემდეგს:

•   მრავალბინიან სახლებს;

•   საოჯახო სასტუმროებს (ხანგრძლივად დამკავებლებისთვის) 16 დამკავებელზე მეტით;

•   დედათა მონასტრებს;

•   მამათა მონასტრებს;

•   საცხოვრებლებს საერთო საძინებლებით;

•   სასტუმროებს (ხანგრძლივად დამკავებლებისთვის);

•   საცხოვრებელ-სამუშაო ერთეულებს;

•   მოტელებს (ხანგრძლივად დამკავებლებისთვის);

•   თანასაკუთრებებს დასასვენებლად.

310.5 საცხოვრებელი ჯგუფი -3. საცხოვრებელი ჯგუფის დაკავებულობა, რომლის დამკავებლები, უმთავრესად, მუდმივი მცხოვრებლები არიან და რომელიც არ კლასიფიცირდება, როგორც -1, -2, -4 ან დწ ჯგუფი. იგი მოიცავს შემდეგს:

•   შენობები, რომლებიც არ შეიცავს ორზე მეტ საცხოვრებელ ერთეულს;

•   საოჯახო სასტუმროებს (ხანგრძლივად დამკავებლებისთვის) 16-ზე მეტი დამკავებლით;

•   საოჯახო სასტუმროებს (მცირე ხნით დამკავებლებისთვის) 10 ან ნაკლები დამკავებლით;

•   დაწესებულებებს, რომლებიც უზრუნველყოფს საცხოვრებელ პირობებს ხუთი ან ხუთზე ნაკლები ადამიანისთვის, რომელთაც უვლიან;

•   შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მარტოხელა მოხუცთა თავშესაფარს (ხანგრძლივად დამკავებლებისთვის) 16 ან ნაკლები დამკავებლით;

•   უნარშეზღუდულთა და მარტოხელა მოხუცთა თავშესაფარი (ხანგრძლივად დამკავებლებისთვის) 10 ან ნაკლები დამკავებლით.

310.6 საცხოვრებელი ჯგუფი -4. ამ საცხოვრებელი ჯგუფის დაკავებულობა მოიცავს შენობებს, ნაგებობებს ან მათ ნაწილებს, სადაც დღე-ღამის განმავლობაში პერსონალის გარდა ცხოვრობს ხუთზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 16 ადამიანისა, რომელთაც ზედამხედველობენ და უვლიან. აქ მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი თავის მოვლა. ეს ჯგუფი მიოცავს შემდეგს, მაგრამ არა მხოლოდ მათ:

•   ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის სამკურნალო ცენტრებს;

•   უნარშეზღუდულთა მოვლის დაწესებულებებს;

•   შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მარტოხელა მოხუცთა თავშესაფრებს;

•   სარეაბილიტაციო დაწესებულებებს (გამოჯანმრთელების გზაზე დამდგართათვის);

•   სხვადასხვა ჯგუფის საცხოვრებელ დაწესებულებებს;

•   ყოფილი პატიმრებისა და ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტების საზოგადოებაში დაბრუნების ხელშემწყობ დაწესებულებებს;

•   დაწესებულებებს, რომლებიც საცხოვრებელ პირობებსა და მოვლას უზრუნველყოფენ;

•   სოციალური რეაბილიტაციის დაწესებულებებს.

-4 ჯგუფის დაკავებულობები უნდა აიგოს -3 ჯგუფისათვის განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, თუ წესებში სხვაგვარად არაა მოცემული.

ქვეთავი 311 − სასაწყობო ჯგუფი სწ

311.1 სასაწყობო ჯგუფი . სასაწყობო ჯგუფის () დაკავებულობები, სხვებთან ერთად, მოიცავს საწყობად გამოყენებულ შენობას ან ნაგებობას, ან მათ ნაწილს და არ კლასიფიცირდება, როგორც საფრთხის შემცველი დაკავებულობა.

311.2 საშუალო საფრთხის შემცველი სასაწყობო ჯგუფი -1. საწყობად გამოყენებული შენობები, რომლებიც არ კლასიფიცირდება, როგორც -2 ჯგუფის, და სადაც ინახება შემდეგი, მაგრამ არა მხოლოდ:

•   მე-2 და მე-3 დონის აეროზოლები;

•   თვითმფრინავის შესაკეთებელი ანგარი;

•   ჩანთები: ნაჭრის, ჯუთისაგან დამზადებული ჯვალოსებრი ქსოვილის და ქაღალდის;

•   ბამბუკი და რატანი (პალმის სახეობა);

•   კალათები;

•   ქამრები: ტილოსა და ტყავის;

•   წიგნები და ქაღალდის რულონები ან შეკვრები;

•   ჩექმები და ფეხსაცმელი;

•   ღილები: ნაჭერგადაკრული, სადაფის ან ძვლის;

•   მუყაო და მუყაოს ყუთები;

•   ტანსაცმელი, მათ შორის − შალის;

•   თოკები;

•   შენობაში ნავის მშრალად შესანახი სათავსი;

•   ავეჯი;

•   ბეწვეული;

•   წებოები, მცენარეული წებოები, პასტები და სახამებლები;

•   მარცვლეული;

•   ძვლის სავარცხლები და სავარცხლები, არა ცელულოიდის;

•   ტყავი;

•   ლინოლეუმი;

•   ხის მორები;

•   ავტომობილების შესაკეთებელი გარაჟები, სადაც  საფრთხის შემცველი მასალების მაქსიმალურად დასაშვები რაოდენობა შეესაბამება 307.1(1) ცხრილში მოცემულ ოდენობებს (იხ. ქვეთავი 406.8);

•   ფოტოგრავიურები;

•   იატაკის დრეკადი საფარი;

•   აბრეშუმი;

•   საპონი;

•   შაქარი;

•   საბურავები, თამბაქოს, სიგარების, სიგარეტისა და ბურნუთის დიდი მარაგი;

•   გადასაკრავი მასალა და მატრასები;

•   ცვილის სანთლები.

311.3 მცირე საფრთხის შემცველი სასაწყობო ჯგუფი -2. შენობები, სადაც არაწვადი მასალები ინახება ხის ყუთებში, მუყაოს კოლოფებში ან ქაღალდის სახვევშია მოთავსებული. ასეთ პროდუქტებზე დასაშვებია უმნიშვნელო რაოდენობით პლასტმასის გაფორმება, მაგ.: კნოპები, სახელურები ან თხელი სახვევები. საწყობები გამოიყენება შემდეგი საქონლისთვის, მაგრამ არა მხოლოდ:

•   აზბესტი;

•   არაუმეტეს 16%-ის ალკოჰოლის შემცველი სასმელები ლითონის, მინის ან თიხის ჭურჭელში;

•   ცემენტი ტომრებში;

•   თეთრი და ფერადი ცარცი;

•   რძის ნაწარმი ქაღალდის კონტეინერებში ცვილის საფარის გარეშე;

•   მშრალი ელექტროელემენტი;

•   ელექტროკოჭა;

•   ელექტროძრავა;

•   ცარიელი თუნუქის ქილები;

•   საკვები პროდუქტები;

•   საკვები ცეცხლგამძლე კონტეინერებში;

•   ახალი ხილი და ბოსტნეული არაპლასტმასის ლანგრებზე ან კონტეინერებში;

•   გაყინული საკვები;

•   მინა;

•   მინის ბითლები, ცარიელი ან არაწვადი სითხეებით სავსე;

•   თაბაშირის ფილა;

•   ინერტული პიგმენტები;

•   სპილოსძვალი;

•   ხორცეული;

•   ლითონის კარადები;

•   ლითონის დაფები პლასტმასის თავებითა და გაფორმებით;

•   ლითონის ნაწილები;

•   ლითონები;

•   სარკეები;

•   ზეთის და სხვა ტიპის გამანაწილებელი ტრანსფორმატორები;

•   ღია ან შემოზღუდული ავტოსადგომი გარაჟები;

•   ფაიფური და თიხა;

•   ღუმელები;

•   ტალკი და ქვასაპნები;

•   სარეცხი და საშრობი საშუალებები.

ქვეთავი 312 − დამხმარე და სხვადასხვა დანიშნულების ჯგუფი დს

312.1 ზოგადი. დამხმარე დანიშნულების შენობები, ნაგებობები და სხვადასხვა ნაგებობა, რომლებიც არ მიეკუთვნება რომელიმე სპეციფიკურ კლასს, უნდა აიგოს, აღიჭურვოს და შენარჩუნდეს წესების მოთხოვნათა შესაბამისად, მათი დაკავების დროს ხანძრისა და სიცოცხლისათვის შესაძლო საფრთხის გათვალისწინებით. დს ჯგუფი მოიცავს შემდეგს, მაგრამ არა მხოლოდ:

•   სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობებს;

•   ერთი ან ორი ოჯახის საცხოვრებლის დამხმარე საჰაერო ხომალდების ანგარებს (იხ. ქვეთავი 412.5);

•   ბეღლებს;

•   გადახურულ ავტოსადგომებს;

•    1,8 მ-ზე მეტი სიმაღლის ღობეებს;

•   საცხოვრებლების დამხმარე მარცვლეულის ბუნკერებს;

•   სათბურებს;

•   საქონლის სადგომს;

•   კერძო გარაჟებს;

•   საყრდენ კედელებს;

•   ფარდულებს;

•   საჯინიბოებს;

•   ავზებს;

•   კოშკებს.

თავი 4 − გამოყენებისა და დაკავებულობის სპეციალური დეტალური მოთხოვნები

ქვეთავი 401 − რეგულირების საგანი

401.1 გამოყენებისა და დაკავებულობის დეტალური მოთხოვნები. წესებში  დაკავებულობისა და მშენებლობისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად ამ თავის დებულებები დამატებით არეგულირებს აქ აღწერილ სპეციალურ გამოყენებებსა და დაკავებულობებს.

ქვეთავი 402 − გადახურული მოლისა და ღია მოლის შენობები

402.1 გამოყენება. ამ ქვეთავის დებულებები ეხება ისეთ შენობებს ან ნაგებობებს, რომლებიც აქ განსაზღვრულია, როგორც გადახურული ან ღია მოლის შენობები, რომლებიც არ მოიცავს იატაკის სამ დონეზე მეტს ნებისმიერი წერტილიდან, ხოლო სიმაღლეში არ აღემატება მიწის დონიდან სამ სართულს. თუ ამ ქვეთავში განსხვავებული მოთხოვნები არ არის მოცემული, გადახურული და ღია მოლის შენობები უნდა აკმაყოფილებდეს წესების შესაბამის დებულებებს.

გამონაკლისი:

1.    სქ, -1 და -2 ჯგუფებს მიკუთვნებული ფოიეებისა და ვესტიბიულებისთვის ამ ქვეთავთან შესაბამისობა საჭირო არ არის.

2.    არ არის აუცილებელი, შენობები ამ ქვეთავის დებულებებს აკმაყოფილებდეს, თუ ისინი წესების სხვა შესაბამის დებულებებს მთლიანად აკმაყოფილებს.

402.1.1 ღია სივრცე. გადახურული მოლის შენობას, მიდგმულ შენობებსა და ავტოსადგომ გარაჟებს ყველა მხრიდან უნდა აკრავდეს, არანაკლებ, 18 მეტრი სიგანის მუდმივად ღია სივრცე. საზღვრის პერიმეტრის მომიჯნავე ღია მოლის შენობას, მიდგმულ შენობებსა და ავტოსადგომ გარაჟებს ყველა მხრიდან უნდა აკრავდეს, არანაკლებ, 18 მეტრი სიგანის მუდმივად ღია სივრცე.

გამონაკლისი: 18 მეტრი სიგანის მუდმივად ღია სივრცე დასაშვებია შემცირდეს, არანაკლებ, 12 მ-მდე, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი მოთხოვნები:

1.    დაუშვებელია, ღია სივრცე შემცირდეს გადახურული ან ღია მოლის შენობისა და მიდგმული შენობების პერიმეტრის 75%-ზე მეტ ნაწილთან;

2.    გარე კედელს, რომელიც უყურებს შემცირებულ ღია სივრცეს, უნდა ჰქონდეს, სულ მცირე, 3-საათიანი ცეცხლმედეგობის ხარისხი;

3.    გარე კედლის ღიობები, რომლებიც უყურებს შემცირებულ ღია სივრცეს, დაცული უნდა იყოს, სულ მცირე, 3-საათიანი ცეცხლმედეგობის ხარისხიანი დამცავებით;

4.    , დსშ, ან ჯგუფის დაკავებულობები არ უნდა ექცეოდეს გადახურული ან ღია მოლის შენობისა თუ მიდგმული შენობების საზღვრებში.

402.1.2 ღია მოლის შენობის საზღვრის პერიმეტრი. წესების მიზნებიდან გამომდინარე, უნდა დადგინდეს საზღვრის პერიმეტრი. საზღვრის პერიმეტრში უნდა მოექცეს ყველა შენობა და ნაგებობა, რომელთაგანაც შედგება ღია მოლის შენობა, ასევე, უნდა შევიდეს შიგა ნებისმიერი ღია გზა, ღია შიგა ეზო და მსგავსი ღია სივრცეები. საზღვრის პერიმეტრი უნდა განსაზღვრავდეს ღია მოლის შენობის გავრცელების საზღვრებს. მიდგმული შენობები და ავტოსადგომის ნაგებობები საზღვრის პერიმეტრის მიღმაა და ღია მოლის შენობის ნაწილად არ ითვლება.

402.2 განმარტებები. ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განმარტებულია მე-2 თავში:

გადახურული მოლის შენობა.

მოლი.

ღია მოლი.

ღია მოლის შენობა.

კვების ადგილი.

მიდგმული შენობა.

მთლიანი გასაქირავებელი ფართობი.

402.3 გასაქირავებელი ფართობის გეგმა. დაკავებისთვის გამოსაყენებლად ვარგისობის აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) შემდეგ, გადახურული მოლის შენობის ან ღია მოლის შენობის თითოეულმა მესაკუთრემ როგორც მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს, ისე სახანძრო-სამაშველო დანაყოფებს უნდა წარუდგინოს გასაქირავებელი ფართობის გეგმა, სადაც ნაჩვენებია თითოეული დაკავებულობის მდებარეობა და გასასვლელები. გასაქირავებელი ფართობის გეგმის შეცვლა მშენებლობის ნებართვის გამცემი/ზედამხედველი ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე დაუშვებელია.

402.4 კონსტრუქცია. გადახურული და ღია მოლის შენობების, მიდგმული შენობებისა და მოლის შენობასთან დაკავშირებული ავტოსადგომი გარაჟების კონსტრუქცია უნდა შეესაბამებოდეს 402.4.1 – 402.4.3 ქვეთავების მოთხოვნებს.

402.4.1 კონსტრუქციის ფართობი და ტიპები. I, II, III და IV ტიპის კონსტრუქციის ნებისმიერი გადახურული ან ღია მოლის შენობების, მათ შორის, მიდგმული შენობების ფართობი არ უნდა შეიზღუდოს, თუ მიდგმული შენობები სიმაღლე არ აღემატება მიწის დონიდან სამ სართულს.

ღია ავტოსადგომი გარაჟებისა და შემოზღუდული ავტოსადგომი გარაჟების კონსტრუქციის ტიპი უნდა შეესაბამებოდეს 406.5 და 406.6 ქვეთავების მოთხოვნებს.

გამონაკლისი: მიწის დონიდან სამ სართულზე მეტი სიმაღლის მიდგმული შენობის კონსტრუქციის ტიპი, შენობის დასაშვები სიმაღლე და შენობის ფართობი უნდა შეესაბამებოდეს 503-ე ქვეთავს, 504-ე და 506-ე ქვეთავებში მოცემული შესწორებების გათვალისწინებით.

402.4.2 ცეცხლმედეგობის ხარისხიანი გამმიჯნავი. ცეცხლმედეგობის ხარისხიანი გამმიჯნავი საჭირო არ არის მფლობელობაში არსებულ სივრცეებსა და მოლებს შორის. ასევე, კვების ადგილსა და მფლობელობაში არსებულ მომიჯნავე სივრცეებს ან მოლს შორის.

402.4.2.1 მფლობელობაში არსებული სივრცეების გამიჯვნა. მფლობელობაში არსებული თითოეული სივრცე ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს 708-ე ქვეთავის შესაბამისი ცეცხლმედეგი ტიხრით. გამმიჯნავი კედელი საჭირო არ არის არცერთ მფლობელობაში არსებულ სივრცესა და მოლს შორის.

402.4.2.2 მიდგმული შენობის გამიჯვნა. მიდგმული შენობა გადახურული ან ღია მოლის შენობისაგან უნდა გაიმიჯნოს ცეცხლმედეგი კედლებით 706-ე ქვეთავის მოთხოვნების შესაბამისად.

გამონაკლისი:

1.    მიდგმული შენობები, რომელთა სიმაღლე მიწის დონიდან სამ სართულს არ აღემატება და რომელთა დაკავებულობის კლასი შეესაბამება გადახურული მოლის შენობაში მდებარე მფლობელობაში არსებული სივრცეებისთვის ნებადართულ კლასს, უნდა გაიმიჯნოს 707-ე ნაწილის მოთხოვნების შესაბამისი 2-საათიანი ცეცხლმედეგობის ხარისხიანი ზღუდეებით.

2.    მიდგმული შენობების გარე კედლები, რომლებიც ღია მოლის შენობისგან გამიჯნულია ღია მოლის საშუალებით, უნდა აკმაყოფილებდეს 602-ე ცხრილის მოთხოვნებს.

402.4.2.2.1 ღიობები მიდგმულ შენობასა და მოლს შორის. ღიობები IA, IB, IIA და IIB ტიპის კონსტრუქციის მიდგმულ შენობებსა და მოლს შორის არ საჭიროებს დაცვას. გამონაკლისია  -1 ჯგუფის საძინებელი ერთეულები, რომლებიც მოლისგან გამიჯნული უნდა იყოს.

402.4.2.3 ავტოსადგომი გარაჟები. არაუმეტეს, ცხრაადგილიანი სამგზავრო ავტომობილების დასაყენებელი მიდგმული გარაჟი და ღია ავტოსადგომი გარაჟები ჩაითვლება გამიჯნულ შენობად, თუ გადახურული მოლის შენობისგან გამოყოფილია 707-ე ქვეთავის მიხედვით აგებული, არანაკლებ, 2-საათიანი ცეცხლმედეგობის ზღუდეებით ან 711-ე ქვეთავის შესაბამისად აგებული თარაზული ანაწყობებით, ან ორივეთი ერთად.

გადახურული მოლის შენობებისგან, ღია მოლის შენობებისგან ან მიდგმული შენობებისგან გამიჯნული ღია ან დახურული ავტოსადგომი გარაჟები 602-ე ცხრილის დებულებებს უნდა აკმაყოფილებდეს.

საფეხმავლო გადასასვლელები და გვირაბები, რომლებიც გარაჟებს აკავშირებს მოლის შენობებთან ან მიდგმულ შენობებთან, 1804-ე ქვეთავის შესაბამისად უნდა აიგოს.

402.4.3 ღია მოლის კონსტრუქცია. იატაკის ანაწყობები და სახურავის ანაწყობები ღია მოლის შენობების ღია მოლში გახსნილი უნდა იყოს გარე სივრცისკენ, არანაკლებ, 9,0 მ სიგანეზე, რაც იზომება პერპენდიკულარულად: ყველაზე დაბალ დონეზე მდებარე მფლობელობაში არსებული სივრცეების წინა მხრიდან, ზედა სართულებზე აივნის კიდიდან აივნის კიდემდე და სახურავის კიდიდან სახურავის კიდემდე. ღია მოლის საზღვრებში მდებარე ღია სივრცე ან გადაუხურავი ფართობი უნდა გაგრძლედეს ღია მოლის ყველაზე დაბალი დონიდან/მიწის დონიდან სახურავის ანაწყობის თავამდე. მოლის ზედა დონეებზე მდებარე აივნები არ უნდა იყოს შეჭრილი მოლის ღია სივრცის აუცილებელ სიგანეში.

402.4.3.1 ფეხით მოსიარულეთა ბილიკები. ფეხით მოსიარულეთა ბილიკები, რომლებიც ღია მოლში აივნებს ერთმანეთთან აკავშირებს, ფეხით მოსიარულეთა სხვა ბილიკებისგან დაშორებული უნდა იყოს, არანაკლებ, 9,0 მ-ისა.

402.5 ავტოსაშხეფი სისტემა. გადახურული ან ღია მოლის, ასევე, მათთან დაკავშირებული შენობები მთლიანად უნდა იყოს დაცული 903.3.1.1 ქვეთავის შესაბამისად დაყენებული ავტოსაშხეფი სისტემით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა მოთხოვნას:

1.    ავტოსაშხეფი სისტემის დაყენება უნდა დასრულდეს და სისტემა შემოწმდეს მოლის შენობის მთლიან დასაკავებელ სივრცეში მფლობელობაში არსებული ნებისმიერი სივრცის დაკავებამდე. ასევე, უნდა იყოს დაცული მფლობელობაში არსებული დაუკავებელი სივრცეებიც, თუ ისინი სხვა ალტერნატიული დამცავი საშუალებით აღჭურვილი არ არის;

2.    გადახურული მოლის დამცავი საშხეფი დამოუკიდებელი უნდა იყოს მფლობელობაში არსებული სივრცეების ან მიდგმული შენობების საშხეფებისგან;

3.    ღია მოლის შენობაში მდებარე მფლობელობაში არსებული სივრცეების დამცავი საშხეფი დამოუკიდებელი უნდა იყოს მიდგმული შენობების საშხეფებისგან;

4.    დამცავი საშხეფი უნდა განთავსდეს სამიმოსვლო გარე აივნების ქვეშ, რომლებიც ღია მოლს ემიჯნება;

5.    სადაც მფლობელობაში არსებული სივრცეები ერთი და იმავე სისტემიდან მარაგდება, ისინი დამოუკიდებლად უნდა იმართებოდეს.

გამონაკლისი: ავტოსაშხეფი სისტემა საჭირო არ არის 406.5 ქვეთავის შესაბამისად აგებულ ღია ავტოსადგომი გარაჟების სივრცეებში; ასევე, გადახურული ან ღია მოლის შენობისგან 402.4.2.3 ქვეთავის მოთხოვნების შესაბამისად გამიჯნულ ფართობებზე.

402.6 შიგა მოპირკეთება. მოლის საზღვრებში, შიგა მოპირკეთება და მოწყობა სრულდება 402.6.1 – 402.6.4 ქვეთავების შესაბამისად.

402.6.1 შიგა მოპირკეთება. გადახურული მოლის შენობის მოლის საზღვრებსა და გადახურული მოლის შენობის გასასვლელების საზღვრებში შიგა კედლისა და ჭერის მოპირკეთების ალის გავრცელებისა და კვამლის წარმოქმნის ინდექსები უნდა იყოს, სულ მცირე, B კლასის, მე-8 თავის შესაბამისად. შიგა იატაკის მოპირკეთება უნდა აკმაყოფილებდეს 804-ე ქვეთავის მოთხოვნებს.

402.6.2 ჯიხურები. გადახურული მოლის შენობის მოლში ან ღია მოლის შენობის პერიმეტრის შიგნით განთავსებული ჯიხურები და მათი მსგავსი ნაგებობები (დროებითი ან მუდმივი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1.    ჯიხურები ან სხვა ნაგებობები არ უნდა განთავსდეს გადახურულ ან ღია მოლში, თუ ისინი არ არის აგებული ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე წვადი მასალისგან:

1.1.   2303.2 ქვეთავის შესაბამისი ცეცხლმედეგობისთვის დამუშავებული ხის მასალა.

1.2.  ქაფპლასტი, რომლის სითბოს გამოყოფის მაქსიმალური ხარისხი არ აღემატება 100 კვტ/სთ-ს UL 1975-ის მიხედვით ჩატარებული ტესტისას ან NFPA 289-ის მიხედვით ჩატარებული ტესტისას, რომლის დროსაც გამოყენებულია 20 კვტ. აალების წყარო.

1.3.   ალუმინის შემცველი მასალა, რომელიც აკმაყოფილებს მე-8 თავში A კლასის შიგა მოპირკეთებისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, როდესაც მოწმდება, როგორც მაქსიმალური სისქის ანაკრები.

2.    მოლში განთავსებული ჯიხურები ან მსგავსი ნაგებობები უნდა აღიჭურვოს ავტოსაშხეფი სისტემით და ცეცხლაღმომჩენი მექანიზმებით.

3.    მოლის საზღვრებში განლაგებულ ჯიხურებს ან შეჯგუფებულ ჯიხურებსა და სხვა ნაგებობებს შორის გამიჯვნის მანძილი თარაზულად უნდა იყოს 6,0 მ.

4.    თითოეული ჯიხურის ან მსგავსი ნაგებობის, ან მათი ჯგუფის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 28 მ2-ს.

402.6.3 ბავშვების სათამაშოდ მოწყობილი ნაგებობები. გადახურული მოლის შენობის მოლის საზღვრებში ან ღია მოლის შენობის საზღვრის პერიმეტრის შიგნით ბავშვების სათამაშოდ მოწყობილი ნაგებობები უნდა შეესაბამებოდეს 424-ე ქვეთავს. მოლის საზღვრებში ბავშვების სათამაშოდ მოწყობილი ნაგებობები, ჯიხურები და მსგავსი ნაგებობები უნდა გაიმიჯნოს არანაკლებ 6,0 მ თარაზული მანძილით.

402.6.4 პლასტმასის ნიშნები. პლასტმასის ნიშნები, მიმაგრებული მფლობელობაში არსებული ნებისმიერი სივრცის ფასადზე, პირით მოლის ან ღია მოლისკენ, უნდა შეიზღუდოს 402.6.4.1 – 402.6.4.5 ქვეთავების მოთხოვნების მიხედვით.

402.6.4.1 ფართობი. პლასტმასის ნიშნები არ უნდა იყოს მოლის მოპირდაპირე კედლის ფართობის 20%-ზე მეტი.

402.6.4.2 სიმაღლე და სიგანე. პლასტმასის ნიშნების სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 90 სმ-ს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნიშანი შვეულადაა. ასეთი ნიშნის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 2,5 მ-ს, ხოლო სიგანე − 90 სმ-ს.

402.6.4.3 მდებარეობა. პლასტმასის ნიშნები მფლობელობაში არსებული მომიჯნავე სივრცეებიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 50 სმ-ით.

402.6.4.4 ქაფპლასტისგან განსხვავებული პლასტმასები. ნიშნებში გამოყენებული პლასტმასები, რომლებიც განსხვავდება ქაფპლასტისგან, უნდა იყოს 2606.4 ქვეთავით გათვალისწინებული შუქგამტარი პლასტმასი ან ATSM D 1929-ის მიხედვით შემოწმებისას უნდა ჰქონდეს 343°C ან უფრო მაღალი თვითაალების ტემპერატურა, ხოლო ATSM E 84-ის ან UL 723-ის მიხედვით შემოწმებისას ალის გავრცელების ინდექსი, არაუმეტეს, 75-ისა და კვამლის წარმოქმნის ინდექსი არაუმეტეს 450-ისა, ან NFPA 286-ის მიხედვით შემოწმებისას უნდა აკმაყოფილებდეს 803.1.2.1 ქვეთავში განსაზღვრულ მისაღებობის კრიტერიუმებს.

402.6.4.4.1 ჩარჩო. პლასტმასის ნიშნებს კიდეებზე და უკანა მხარეს ლითონის ჩარჩო უნდა ჰქონდეს.

402.6.4.5 ქაფპლასტი. ნიშნებში გამოყენებული ქაფპლასტის ალის შეკავების უნარი ისეთი უნდა იყოს, რომ NFPA 289-ის მიხედვით შემოწმებისას სითბოს გამოყოფის მაქსიმალური ხარისხი არ აღემატებოდეს 150 კვტ-ს UL 1975-ის შესაბამისად ან, 20 კვტ. აალების წყაროს გამოყენებით. ქაფპლასტის ფიზიკური მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს ამ ქვეთავის მოთხოვნებს. 402.6.4 ქვეთავის შესაბამისად განთავსებულ ნიშნებში გამოყენებული ქაფპლასტი შესაბამისობას არ საჭიროებს 2603.3 ქვეთავში განსაზღვრულ ალის გავრცელებისა და კვამლის წარმოქმნის ინდექსებთან.

402.6.4.5.1 სიმკვრივე. ნიშნებში გამოყენებული ქაფპლასტის სიმკვრივე არ უნდა იყოს 320 კგ/მ3-ზე ნაკლები.

402.6.4.5.2 სისქე. ქაფპლასტის ნიშნების სისქე არ უნდა აღემატებოდეს 1,3 სმ-ს.

402.7 საავარიო სისტემები. გადახურული და ღია მოლის შენობებში, მიდგმული შენობებსა და მათთან დაკავშირებულ ავტოსადგომ გარაჟებში 402.7.1 – 402.7.5 ქვეთავების მოთხოვნების შესაბამისი საავარიო სისტემები უნდა მოეწყოს.

402.7.1 სახანძრო მილდგარების სისტემა. გადახურული და ღია მოლის შენობები მთლიანად უნდა აღიჭურვოს სახანძრო მილდგარების სისტემით, 905.3.3 ქვეთავის შესაბამისად.

402.7.2 კვამლის კონტროლი. თუ გადახურული მოლის შენობაში არის ატრიუმი, კვამლის საკონტროლო სისტემა უნდა მოეწყოს 404.5 ქვეთავის შესაბამისად.

გამონაკლისი: გადახურული მოლის შენობებში საჭირო არ არის კვამლის საკონტროლო სისტემა, თუ ატრიუმი მხოლოდ ორ სართულს აკავშირებს.

402.7.3 სათადარიგო ელექტრომომარაგება. 4700 მ2-ზე მეტი ფართობის გადახურული მოლის შენობები და საზღვრის პერიმეტრის შიგნით 4700 მ2-ზე მეტი ღია მოლის შენობები უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათადარიგო ელექტრომომარაგების სისტემებით, რომელთაც შეუძლია ამუშაოს საგანგებო ხმოვანი განგაშის საკომუნიკაციო სისტემა.

402.7.4 საგანგებო ხმოვანი განგაშის საკომუნიკაციო სისტემა. თუ გადახურული მოლის შენობების ან საზღვრის პერიმეტრის შიგნით ღია მოლის შენობების იატაკის საერთო ფართობი 4700 მ2-ს აღემატება, საგანგებო ხმოვანი განგაშის საკომუნიკაციო სისტემის დაყენება აუცილებელია.

საგანგებო ხმოვანი განგაშის საკომუნიკაციო სისტემა, სავალდებულო ან არასავალდებულო, მისადგომი უნდა იყოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფებისთვის. სისტემები უნდა დააყენონ 907.5.2.2 ქვეთავის შესაბამისად.

402.7.5 სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მოწყობილობასთან მისადგომი. ოთახებს ან ფართობებს, სადაც განთავსებულია ჰაერის კონდიცირების, ავტომატური ცეცხლსაქრობი და ავტოსაშხეფი სისტემები ან სხვა აღმომჩენი, ცეცხლსაქრობი ან მაკონტროლებელი ელემენტები, უნდა ჰქონდეს ამოსაცნობი ნიშნები სახანძრო-სამაშველო დანაყოფებისთვის.

402.8 გასასვლელი საშუალებები. გადახურული მოლის შენობებში, ღია მოლის შენობებსა და მოლის შენობაში მდებარე მფლობელობაში არსებულ თითოეულ სივრცეში უნდა მოეწყოს ამ ქვეთავითა და წესებით მოთხოვნილი გასასვლელი საშუალებები. როდესაც წესებისა და 402.8.1 – 402.8.8 ქვეთავების მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მოქმედებს 402.8.1 – 402.8.8 ქვეთავების მოთხოვნები.

402.8.1 მოლის სიგანე. აუცილებელი გასასვლელის უზრუნველსაყოფად, დასაშვებია მოლები ჩაითვალოს დერეფნებად, მაგრამ აუცილებელი არ არის, წესების 1005.1 ქვეთავის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს, თუ მოლის სიგანე ამ ქვეთავში განსაზღვრულ სიგანეს შეესაბამება.

402.8.1.1 მინიმალური სიგანე. გადახურული ან ღია მოლის შენობებში მოლის თავისუფალი სავალი მინიმალური სიგანე 6,0 მ უნდა იყოს და დამკავებელთა დატვირთვას იტევდეს. სავალის მინიმალური სიგანე მოლის არცეთ მონაკვეთში არ უნდა იყოს 3,0 მ-ზე ნაკლები, რაც იზომება 2,5 მ სიმაღლემდე  მფლობელობაში არსებული მოლის მომიჯნავე სივრცის ნებისმიერ ნაშვერსა და უახლოეს ჯიხურს, სავაჭრო/სათამაშო ავტომატს, ძელსკამს, საგამოფენო ღიობს, კვების ადგილს ან გასასვლელისაკენ მიმავალ გზაზე არსებულ სხვა დაბრკოლებას შორის.

402.8.2 დაკავებულობის დატვირთვის განსაზღვრა. გადახურული ან ღია მოლის შენობებში მდებარე ინდივიდუალური მფლობელობაში არსებული ნებისმიერი სივრცისთვის დასაშვები დაკავებულობის დატვირთვა უნდა განისაზღვროს წესების შესაბამისად. მფლობელობაში არსებულ ცალკეულ სივრცეებში გასასვლელი საშუალებების მიმართ მოთხოვნები ეფუძნება დაკავებულობის ამგვარად განსაზღვრულ დატვირთვას.

402.8.2.1 დაკავებულობის დატვირთვის გამოსათვლელი ფორმულა. მოლის  გასასვლელი საშუალებების განსაზღვრისას დაკავებულობის დატვირთვა, რაზეც გათვლილია გასასვლელი საშუალებები, დამოკიდებულია გადახურული ან ღია მოლის შენობის (მიდგმული შენობების გარდა) გასაქირავებელ მთლიან ფართობსა და დაკავებულობის დატვირთვის ფაქტორზე, რაც გამოითვლება შემდეგი განტოლებით:

დდფ  =  (0,00007) (მგფ) + 2,3 მ2                                      (განტოლება 4-1)

სადაც:

დდფ  =  დაკავებულობის დატვირთვის ფაქტორი (კვადრატული მეტრი კაცზე)

მგფ = გასაქირავებელი მთლიანი ფართობი (კვადრატული მეტრი).

გამონაკლისი: გადახურულ ან ღია მოლის შენობაზე მიდგმული მფლობელობაში არსებული სივრცეები, რომელთა გასასვლელი საშუალებების სისტემა ღია მოლის შენობის ღია მოლისგან ან გადახურული მოლის შენობისგან მთლიანად დამოუკიდებელია, მოლის შენობისთვის აუცილებელი გასასვლელი საშუალებების გათვლისას გასაქირავებელ მთლიან ფართობად არ ითვლება.

402.8.2.2 დდფ-ის დიაპაზონი. დაკავებულობის დატვირთვის ფაქტორი სავალდებულო არ არის, 2,8 მ2-ზე ნაკლები იყოს და 4,7 მ2-ს არ უნდა აღემატებოდეს.

402.8.2.3 მიდგმული შენობები. მოლის დამკავებელთა საერთო რაოდენობის გამოთვლისას მოლისკენ ღია მიდგმული შენობის დაკავებულობის დატვირთვა არ გაითვალისწინება.

402.8.2.4 კვების ადგილები. კვების ადგილის დაკავებულობის დატვირთვა უნდა განისაზღვროს 1004-ე ქვეთავის შესაბამისად. მოლის გასასვლელი საშუალებების მიმართ მოთხოვნების განსაზღვრის მიზნით კვების ადგილის დაკავებულობის დატვირთვა უნდა დაემატოს გადახურული ან ღია მოლის შენობის დაკავებულობის დატვირთვას, რომელიც გამოთვლილია ზემოთ მოცემული განტოლების მიხედვით.

402.8.3 გასასვლელი საშუალებების რაოდენობა. თუ მფლობელობაში არსებული სივრცის ნებისმიერი ადგილიდან მოლამდე სავალი მანძილი, რომელსაც იყენებენ ადამიანები, გარდა თანამშრომლებისა, 23,0 მ-ს აღემატება ან თუ მფლობელობაში არსებული სივრცის დაკავებულობის დატვირთვა 50 ან მეტია, გასასვლელი საშუალება ორზე ნაკლები არ უნდა იყოს.

402.8.4 გასასვლელი საშუალებების განლაგება. გადახურული მოლის შენობაში განთავსებული თავშეყრის დაკავებულობები, სადაც დაკავებულობის დატვირთვა 500 ან მეტია, ისე უნდა განლაგდეს, რომ შესასვლელი უშუალოდ მოლის მთავარ შესასვლელს ემიჯნებოდეს და მათი აუცილებელი გასასვლელი საშუალებების, არანაკლებ, ნახევრისა გახსნილი იყოს გადახურული მოლის შენობის გარეთა მხარისკენ. ღია მოლის შენობის საზღვრის პერიმეტრში მოქცეული თავშეყრის დაკავებულობების მთავარი გასასვლელი დასაშვებია, გახსნილი იყოს ღია მოლისკენ.

402.8.4.1 მიდგმული შენობის გასასვლელი საშუალებები. მიდგმული შენობების აუცილებელი გასასვლელი საშუალებები მოლის გასასვლელი საშუალებების სისტემისგან დამოუკიდებლად უნდა მოეწყოს. მოლისკენ გახსნილი მიდგმული შენობების დაკავებულობის დატვირთვა არ გაითვალისწინება მოლის გასასვლელი საშუალებების მიმართ მოთხოვნების განსაზღვრისას. მოლების გასასვლელისაკენ მიმართული გზა არ უნდა გადიოდეს მასზე მიდგმული შენობების გავლით. მოლები, რომლებიც მიდგმულ შენობებთან მთავრდება და გარდა მიდგმულ შენობაში არსებული გასასვლელი საშუალებებისა არ გააჩნია სხვა გასასვლელი საშუალებები, ჩიხურ მოლებად მიიჩნევა.

402.8.5 მანძილი გასასვლელებამდე. გადახურული ან ღია მოლის შენობაში, მფლობელობაში არსებული თითოეული სივრცის ნებისმიერი წერტილიდან მოლის გასასვლელამდე ან მოლში შესასვლელმდე სავალი მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 60 მ-ს.

გადახურული მოლის შენობის მოლის ნებისმიერი წერტილიდან გასასვლელამდე სავალი მანძილი 60 მ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ღია მოლიდან ღია მოლის შენობის საზღვრის პერიმეტრამდე მაქსიმალური სავალი მანძილი 60 მ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

402.8.6 გასასვლელებთან მისადგომობა. ერთზე მეტი გასასვლელის საჭიროების შემთხვევაში, ისინი ისე უნდა მოეწყოს, რომ შესაძლებელი იყოს გადახურული მოლის შენობის მოლის ნებისმიერი წერტილიდან ცალკე-ცალკე გასასვლელებისაკენ ნებისმიერი მიმართულებით წასვლა, ასევე, ღია მოლის შენობის ღია მოლის ნებისმიერი წერტილიდან პერიმეტრის ხაზზე მდებარე ორი სხვადასხვა მიმართულებით წასვლა, თუ არცერთი ამ მიმართულებით მიდგმული შენობის ან ავტოსადგომი გარაჟის გარე კედელი არ არის. მოლიდან გასასვლელის გზა-დერეფნის ან დერეფნის სიგანე 1,7 მ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

გამონაკლისი: გასასვლელებთან მიდგომა დასაშვებია ჩიხური მოლების საშუალებით, რომელთა სიგრძე არ აღემატება მოლის ორმაგ სიგანეს. ეს სიგანე იზომება მოლის ჩიხური ნაწილის ყველაზე ვიწრო მონაკვეთში.

402.8.6.1 გასასვლელი გზა-დერეფნები. თუ მფლობელობაში არსებული სივრცისთვის დამხმარე გასასვლელ საშუალებებს უზრუნველყოფს გასასვლელის გზა-დერეფნები, მათი გზა-კარები დაცული უნდა იყოს ერთ-საათიანი ცეცხლმედეგობის მქონე კარის ანაწყობით, რომელიც ან თავისით იხურება, ან, კვამლის აღმოჩენის შემთხვევაში − ავტომატურად, 716.5.9.3 ქვეთავის შესაბამისად.

402.8.7 გასასვლელის გზა-დერეფნებში გამომავალი მომსახურებისათვის საჭირო ფართობები. ტექნიკური ოთახები, ელექტროაღჭურვილობის ოთახები, შენობის მომსახურებისათვის საჭირო ფართობები და სატვირთო ლიფტები შესაძლებელია პირდაპირ გასასვლელის გზა-დერეფნებში გამოდიოდეს, თუ ისინი ამგვარი ოთახებისგან გამოყოფილია 707-ე ქვეთავის შესაბამისად აგებული, არანაკლებ, ერთსაათიანი ცეცხლმედეგი ზღუდეებით ან 711-ე ქვეთავის შესაბამისად აგებულია თარაზული ანაწყობებით, ან ორივეთი ერთად. ცეცხლმედეგი ზღუდეების ღიობების ცეცხლისაგან დაცვის ხარისხი 1 საათზე ნაკლები არ უნდა იყოს.

402.8.8 დამცავი გისოსები და კარები. თარაზულად ან შვეულად მოსრიალე დამცავი გისოსები ან კარები, რომლებიც აუცილებელი გასასვლელი საშუალებების ნაწილია, უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. ხალხის მიერ ფართობის დაკავების მთელი დროის განმავლობაში დამცავი გისოსები და კარები ბოლომდე გახსნილ მდგომარეობაში უნდა იყოს.

2. კარები ან გისოსები არ უნდა დაიხუროს, თუ დაკავებულ სივრცეებს ემსახურება მხოლოდ ერთი გასასვლელი და მას 10 ან მეტი ადამიანი იყენებს, ან კიდევ ემსახურება ერთზე მეტი გასასვლელი და მათ 50 ან მეტი ადამიანი იყენებს.

3. სივრცის დაკავების დროს კარების ან გისოსების გაღება უნდა შეეძლოს ყველას, სპეციალური ცოდნისა და ძალისხმევის გარეშე.

4. როცა აუცილებელია ორი ან მეტი გასასვლელის არსებობა, დასაშვებია გასასვლელების, არაუმეტეს, ნახევარისა თარაზულად მოსრიალე ან შვეულად მგორავი გისოსი ან კარები იყოს.

ქვეთავი  403 − მაღლივი შენობები

403.1 გამოყენება. მაღლივი შენობები უნდა შეესაბამებოდეს 403.2 – 403.6 ქვეთავებს.

გამონაკლისი: 403.2 – 403.6 ქვეთავების დებულებები არ ეხება შემდეგ შენობებსა და ნაგებობებს:

1.    412.3 ქვეთავის შესაბამის აეროპორტის სადიპეტჩერო ანძებს.

2.    406.3 ქვეთავის შესაბამის ღია ავტოსადგომ გარაჟებს.

3.    303.6 ქვეთავის შესაბამის -5 ჯგუფის დაკავებულობების შემცველ შენობებს.

4.    503.1.1 ქვეთავის შესაბამის სპეციალურ სამრეწველო დაკავებულობებს.

5.    დსშ-1, დსშ-2 ან დსშ-3 ჯგუფის დაკავებულობებს, 415-ე ქვეთავის შესაბამისად.

     403.2 კონსტრუქცია. მაღლივი შენობები 403.2.1 – 403.2.4 ქვეთავების დებულებების შესაბამისად უნდა აშენდეს.

403.2.1 ცეცხლმედეგობის ხარისხის შემცირება. 403.3.1 და 403.3.2 ქვეთავებში ჩამოთვლილი ცეცხლმედეგობის ხარისხების შემცირება დასაშვებია შენობებში, სადაც ყველა სართულზე არის საშხეფის საკონტროლო სარქველები, აღჭურვილი საკონტროლო აპარატურის ასამოქმედებელი და წყლის ჭავლის გამშვები მექანიზმებით.

403.2.1.1 კონსტრუქციის ტიპი. 601-ე ცხრილში შენობის ელემენტებისათვის განსაზღვრული მინიმალური ცეცხლმედეგობის ხარისხის შემცირება დასაშვებია შემდეგნაირად:

1. არაუმეტეს 130 მეტრი სიმაღლის შენობებში IA ტიპის კონსტრუქციის შენობის ელემენტების ცეცხლმედეგობის ხარისხი დასაშვებია, IB ტიპის კონსტრუქციის შენობის ელემენტებისთვის განსაზღვრულ მინიმალურ ცეცხლმედეგობის ხარისხამდე შემცირდეს.

1.    გამონაკლისი: დაუშვებელია იატაკის საყრდენი სვეტების აუცილებელი ცეცხლმედეგობის ხარისხის შემცირება.

2.    -1, და -1 ჯგუფების გარდა, IB ტიპის კონსტრუქციის შენობის ელემენტების ცეცხლმედეგობის ხარისხი დასაშვებია, IIA ტიპის კონსტრუქციის ცეცხლმედეგობის ხარისხამდე შემცირდეს.

3.    ცეცხლმედეგობის შემცირებულხარისხიანი ელემენტების შემცველ შენობაში სიმაღლისა და ფართობის ისეთივე შეზღუდვებია დასაშვები, როგორიც შენობისთვის, სადაც ხარისხი არ შემცირებულა.

403.2.1.2 შახტის შემომზღუდავები. არაუმეტეს, 130 მეტრი სიმაღლის შენობებში, სადაც ავტოსაშხეფი დაყენებულია შახტების თავზე და ყოველი მეორე სართულის იატაკის დონეებზე, შვეული შახტების შემომზღუდავი ცეცხლმედეგი ზღუდეების (გარდა გასასვლელებისა და ლიფტის შახტის შემომზღუდავებისა) ცეცხლმედეგობის აუცილებელი ხარისხის შემცირება დასაშვებია ერთ საათამდე.

403.2.2 სეისმომედეგობის შეფასებ. სეისმომედეგობის შეფასება უნდა განხორციელდეს კანონმდებლობის შესაბამისად.

403.2.3 გასასვლელის შემომზღუდავებისა და ლიფტის შახტის შემომზღუდავების სტრუქტურული მთლიანობა. 1604.5 ქვეთავის მიხედვით III ან IV რისკის კატეგორიას მიკუთვნებული მაღლივი შენობები და 130 მ-ზე მაღალი ყველა შენობისთვის, შიგა გასასვლელის გზა-კიბეებისა და ლიფტის შახტის შემომზღუდავები უნდა შეესაბამებოდეს 403.2.3.1 – 403.2.3.4 ქვეთავებს.

403.2.3.1 კედლის ანაწყობი. შიგა გასასვლელის გზა-კიბის და ლიფტის შახტის შემომზღუდავების წარმომქმნელი კედლის ანაწყობები უნდა შეესაბამებოდეს ან აღემატებოდეს რბილი სხეულის ზემოქმედების კლასიფიცირების მე-2 დონეს, რაც იზომება ASTM C 1629/C 1629M-ში აღწერილი ტესტის მეთოდით.

403.2.3.2 კედლის ანაწყობის მასალები. კედლის ანაწყობის წინა პირი, რომელიც ქმნის შიგა გასასვლელის გზა-კიბისა და ლიფტის შახტის შემომზუღავებს და შიგა გასასვლელის გზა-კიბეების ან ლიფტის შახტის შემომზღუდავის შიგა მხარესთან არ არის შეხებაში, უნდა აიგოს ჩამოთვლილი მეთოდებიდან ერთ-ერთით:

1. კედლის ანაწყობი უნდა შეიცავდეს ზემოქმედებაზე მედეგი სამშენებლო ფილის, არანაკლებ, ორ შრეს, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს ან აღემატებოდეს მაგარი სხეულის ზემოქმედების კლასიფიცირების მე-2 დონეს, რომელიც იზომება ASTM C 1629/C 1629M-ში აღწერილი ტესტის მეთოდით.

2. კედლის ანაწყობი უნდა შეიცავდეს ზემოქმედებაზე მედეგი სამშენებლო ფილის, არანაკლებ, ერთ შრეს, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს ან აღემატებოდეს მაგარი სხეულის ზემოქმედების კლასიფიცირების მე-3 დონეს, რომელიც იზომება ASTM C 1629/C 1629M-ში აღწერილი ტესტის მეთოდით.

3. კედლის ანაწყობი შეიცავს ნებისმიერი მასალის რამდენიმე შრეს, რომლებიც მოწმდება ერთობლივად და შეესაბამება ან აღემატება მაგარი სხეულის ზემოქმედების კლასიფიცირების მე-3 დონეს, რომელიც იზომება ASTM C 1629/C 1629M-ში აღწერილი ტესტის მეთოდით.

403.2.3.3 ბეტონისა და წყობის კედლები. ბეტონის ან წყობის კედლები უნდა აკმაყოფილებდეს 403.2.3.1 და 403.2.3.2 ქვეთავების მოთხოვნებს.

403.2.3.4 კედლის სხვა ანაწყობები. დასაშვებია კედელის ნებისმიერი სხვა ანაწყობი, რომელიც უზრუნველყოფს 403.2.3.1 და 403.2.3.2 ქვეთავებში მოთხოვნილის შესაბამის მედეგობას ზემოქმედებაზე მაგარი სხეულის ზემოქმედების კლასიფიცირების მე-3 დონის მისაღწევად, რაც იზომება ASTM C 1629/C 1629M-ში აღწერილი ტესტის მეთოდით.

403.2.4 სასხურებელი ცეცხლმედეგი მასალები. მთელ შენობაში გამოყენებული სასხურებელი ცეცხლმედეგი მასალების მოჭიდების სიმტკიცე უნდა შეესაბამებოდეს 403.2.4 ცხრილს.

ცხრილი 403.2.4

მიკვრის მინიმალური სიმტკიცე

შენობის სიმაღლე

სასხურებელი ცეცხლმედეგი

მასალის მოჭიდების სიმტკიცე

130 მ-მდე

20,59 კვტ./მ2.

130 მ-ის ზემოთ

47,9 კვტ./მ2.

ა. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მანქანის ყველაზე დაბალი მისადგომი დონის ზემოთ.

403.3 ავტოსაშხეფი სისტემა. შენობები და ნაგებობები მთლიანად უნდა აღიჭურვოს  903.3.1.1 ქვეთავის შესაბამისად დაყენებული ავტოსაშხეფი სისტემით და 903.3.5.2 ქვეთავის მოთხოვნის შემთხვევაში − მეორადი წყალმომარაგებით.

გამონაკლისი: ავტოსაშხეფი სისტემა საჭირო არ არის შემდეგ სივრცეებსა და ფართობებზე:

1.    406.3 ქვეთავის შესაბამისი ღია ავტოსადგომი გარაჟები.

2.    რომლებიც გამოიყენება მხოლოდ სატელეკომუნიკაციო აპარატურისათვის, მასთან დაკავშირებული ელექტროენერგიის გამანაწილებელი მოწყობილობისთვის, აკუმლატორებისა და სათადარიგო ძრავებისთვის, თუ ეს სივრცეები და ფართობები აღჭურვილია ცეცხლაღმომჩენი ავტომატური სისტემით 907.2 ქვეთავის შესაბამისად. ეს სივრცეები და ფართობები შენობის დანარჩენი ნაწილისაგან გამიჯნულია 707-ე ქვეთავის შესაბამისად აგებული, არანაკლებ, 1-საათიანი  ცეცხლმედეგი ზღუდეებით ან 711-ე ქვეთავის შესაბამისად აგებული, არანაკლებ, ორ-საათიანი ცეცხლმედეგობის ხარისხიანი თარაზული ანაწყობებით, ან ორივეთი.

403.3.1 საშხეფის დგარების რაოდენობა და სისტემის დაგეგმარება. 130 მ-ზე მაღალ შენობებში საშხეფი სისტემის თითოეული ზონა წყლით უნდა მარაგდებოდეს, სულ მცირე, ორი დგარიდან. თითოეული დგარიდან უნდა მარაგდებოდეს საშხეფები ზედა და ქვედა სართლებზე. თუ ზონაში ორზე მეტი დგარია, მომიჯნავე სართულების საშხეფები არ უნდა მარაგდებოდეს ერთი და იმავე დგარიდან.

403.3.1.1 დგარის მდებარეობა. საშხეფების დგარები უნდა განთავსდეს მოშორებით მდებარე შიგა გასასვლელის გზა-კიბეებსა და პანდუსებზე, 1015.2 ქვეთავის შესაბამისად.

403.3.2 წყალმომარაგება აუცილებელი სახანძრო ტუმბოებისათვის. აუცილებელი სახანძრო ტუმბოები უნდა უერთდებოდეს სხვადასხვა ქუჩაზე მდებარე, სულ მცირე, ორ მაგისტრალურ წყალსადენს. მაგისტრალურ წყალსადენსა და მისაერთებლებს, ასევე, ტუმბოებსა და მისაერთებლებს შორის გაყვანილი უნდა იყოს ცალკე მომმარაგებელი მილსადენი. თითოეული მისაერთებელი, ასევე, მისაერთებელსა და ტუმბოს შორის გაყვანილი მომმარაგებელი მილსადენი ისეთი ზომის უნდა იყოს, რომ უზრუნველყოს ტუმბოს (საქაჩის) მუშაობისათვის აუცილებელი ჭავლი და წნევა.

გამონაკლისი: დასაშვებია, ერთსა და იმავე ძირითად წყალსადენ მილს ჰქონდეს ორი მისაერთებელი, თუ იგი აღჭურვილია სარქვლით, რომელიც უზრუნველყოფს წყლის შეუფერხებლად მიეწოდებას, სულ მცირე, ერთი მისაერთებელი საშუალებით.

403.3.3 სახანძრო ტუმბოს ოთახი. სახანძრო ტუმბოები უნდა განთავსდეს ოთახებში, რომლებიც დაცულია 913.2.1 ქვეთავის მოთხოვნების შესაბამისად.

403.4 საავარიო სისტემები. აღმომჩენი, განგაშისა და საავარიო სისტემები მაღლივ შენობებში უნდა შეესაბამებოდეს 403.4.1 – 403.4.8 ქვეთავებს.

403.4.1 კვამლაღმომჩენი. კვამლაღმომჩენი უნდა მოეწყოს 907.2.13.1 ქვეთავის შესაბამისად.

403.4.2 სახანძრო განგაშის სისტემა. სახანძრო განგაშის სისტემა უნდა მოეწყოს 907.2.13 ქვეთავის შესაბამისად.

403.4.3 სახანძრო მილდგარების სისტემა. მაღლივი შენობა უნდა აღიჭურვოს 905.3 ქვეთავის მოთხოვნების შესაბამისი სახანძრო მილდგარების სისტემით.

403.4.4 საგანგებო ხმოვანი განგაშის საკომუნიკაციო სისტემა. საგანგებო ხმოვანი განგაშის საკომუნიკაციო სისტემა უნდა მოეწყოს 907.5.2.2 ქვეთავის შესაბამისად.

403.4.5  ხანძრის საკონტროლო ცენტრი.  911-ე ქვეთავის შესაბამისი ხანძრის საკონტროლო ცენტრის განთავსების ადგილი თანხმდება სახანძრო-სამაშველო დანაყოფთან.

403.4.6 კვამლის გაწოვა. იმისათვის, რომ გამარტივდეს კვამლის გაწოვა ხანძრის შემდგომ ქონების გადარჩენისა და შესამოწმებელი სამუშაოების დროს, შენობები და ნაგებობები უნდა აღიჭურვოს ბუნებრივი და მექანიკური სანიავებელი სისტემებით, საიდანაც გაიწოვება წვის პროდუქტები. ასეთი სანიავებელი სისტემა ქვემოთ ჩამოთვლილ ნიშანთაგან ერთ-ერთს უნდა აკმაყოფილებდეს:

1. უნდა იყოს ადვილად ამოსაცნობი, ხელით გასაღები ფანჯრები ან პანელები თითოეული იატაკის პერიმეტრზე არაუმეტეს 15 მ-ის დაშორებებით უნდა განაწილდეს.

2. გასაღები ფანჯრების ან პანელების ფართობი პერიმეტრის ყოველ 15 მ-ზე 3,7 მ2-ზე ნაკლები  არ უნდა იყოს.

გამონაკლისი:

1. სც-1 ჯგუფის დაკავებულობებში თითოეული საძინებელი ერთეული ან ოთახების ბლოკი, რომელსაც გარე კედელი აქვს, დასაშვებია უზრუნველყოფილი იყოს 0,2 მ2 საჰაერო ფართობით 1-ელ პუნქტში განსაზღვრული ფართობის ნაცვლად.

2.  ფანჯრები დასაშვებია იყოს ყრუ, თუ მეხანძრეები მინების ამოღებას შეძლებენ.

3. ჰაერის გადამამუშავებელი მექნიკური მოწყობილობა, რომელიც მოცემულ ფართობზე ყოველ 15 წუთში ჰაერცვლას უზრუნველყოფს. გადამუშავებული და გაწოვილი ჰაერი პირდაპირ გარეთ უნდა გავიდეს, რათა შენობის სხვა ნაწილებში მისი რეცირკულირება არ მოხდეს.

4. ნებისმიერი სხვა აღიარებული გეგმა, რომელსაც იგივე შედეგები ექნება.

403.4.7 სათადარიგო ელექტრომომარაგება. 403.4.7.2 ქვეთავში განსაზღვრული სათადარიგო ენერგოდატვირთვებისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს 1703-ე ქვეთავის შესაბამისი სათადარიგო ენერგომომარაგების სისტემა. თუ მაღლივი შენობების ლიფტები უზღუნველყოფენ გასასვლელი საშუალებების მისაწვდომობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, შენობა მისადგომი იყოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფებისთვის ან დამკავებლებმა შეძლონ თვითევაკუაცია, სათადარიგო ელექტრომომარაგების სისტემა ასევე უნდა აკმაყოფილებდეს 1007.4, 1707-ე ან 1708-ე ქვეთავების შესაბამის მოთხოვნებს.

403.4.7.1 სათადარიგო ელექტრომომარაგების სისტემების მიმართ არსებული სპეციალური მოთხოვნები. თუ სათადარიგო სისტემა შენობის შიგნით განთავსებულ გენერატორია, სისტემა უნდა მდებარეობდეს ცალკე ოთახში, რომელიც შემოსაზღვრული უნდა იყოს 707-ე ქვეთავის მიხედვით აგებული 2-საათიანი ცეცხლმედეგი ზღუდეებით, ან 711-ე ქვეთავის მიხედვით აგებული თარაზული ანაწყობებით, ან ორივეთი ერთად. სისტემის ზედამხედველობა უნდა განხორციელდეს ხელით ასამუშავებელი და გადამცემი საშუალებებით, რომლებიც ხანძრის საკონტროლო ცენტრში მდებარეობს.

403.4.7.2 სათადარიგო ელექტროდატვირთვ. ქვემოთ ჩამოთვლილი კლასიფიცირდება, როგორც სათადარიგო ელექტოდატვირთვა:

1.    ელექტროენერგია და განათება 403.4.6 ქვეთავით მოთხოვნილი ხანძრის საკონტროლო ცენტრისთვის;

2.    განიავებისა და ცეცხლის ავტომატური აღმომჩენი მოწყობილობები დაუკვამლიანებელი შემოზღუდული სივრცეებისთვის;

3.    ლიფტები.

403.4.8  საავარიო ელექტრომომარაგების სისტემები. 403.4.8.1 ქვეთავში განსაზღვრული საავარიო ელექტროდატვირთვისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათადარიგო ელექტრომომარაგების სისტემა.

403.4.9.1  საავარო ელექტროდატვირთვ. ქვემოთ ჩამოთვლილი კლასიფიცირდება, როგორც  საავარიო ელექტროდატვირთვა:

1.    გასასვლელების ნიშნების და გასასვლელი საშუალებების განათება, მე-10 თავის მოთხოვნების შესაბამისად;

2.    ლიფტის კაბინის განათება;

3.    საგანგებო ხმოვანი განგაშის საკომუნიკაციო სისტემები;

4.    ცეცხლის ავტომატური აღმომჩენი სისტემები;

5.    სახანძრო განგაშის სისტემები;

6.    ელექტროენერგიაზე მომუშავე სახანძრო ტუმბოები (საქაჩები).

403.5 გასასვლელი საშუალებები და ევაკუაცია. მაღლივ შენობებში გასასვლელი საშუალებები უნდა შეესაბამებოდეს 403.5.1 – 403.5.6 ქვეთავებს.

403.5.1 შიგა გასასვლელი გზა-კიბეების დაშორებულობა. აუცილებელი შიგა გასასვლელის გზა-კიბეები ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, არანაკლებ, 9,0 მეტრით ან შენობის ან ფართობის საერთო დიაგონალის მაქსიმალური სიგრძის, არანაკლებ, მეოთხედით, რომელიც ნაკლები იქნება. მანძილი უნდა გაიზომოს სწორხაზოვნად შიგა გასასვლელის გზა-კიბეებთან ყველაზე ახლოს მდებარე წერტილებს შორის. შენობებში სამი ან მეტი შიგა გზა-კიბის შემთხვევაში, სულ მცირე, ორი უნდა შეესაბამებოდეს ამ ქვეთავს. ურთიერთგადამკვეთი ან მაკრატელა კიბეები ერთ გასასვლელ გზა-კიბედ უნდა ჩაითვალოს.

403.5.2 დამატებითი გასასვლელი გზა-კიბე. -2 ჯგუფისგან განსხვავებულ შენობებში, რომლებიც 130 მ-ზე მაღალია, 1021.1 ქვეთავით მოთხოვნილი გასასვლელების მინიმალური რაოდენობის გარდა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს გასასვლელის ერთი დამატებითი გზა-კიბე, რომელიც აკმაყოფილებს 1009-ე და 1022-ე ქვეთავების მოთხოვნებს.  ამ დამატებითი გზა-კიბის გამოკლებით, დანარჩენი გზა-კიბეების ნებისმიერი კომბინაციის საერთო სიგანე არ უნდა იყოს 1005.1 ქვეთავში განსაზღვრულ საერთო სიგანეზე ნაკლები. ორმხრივი/მაკრატელა კიბეები არ უნდა ჩაითვალოს გასასვლელის დამატებით  გზა-კიბედ, რომელსაც ეს ქვეთავი მოითხოვს.

გამონაკლისი:  გასასვლელის დამატებითი გზა-კიბის მოწყობა აუცილებელი არ არის შენობებში, სადაც არსებობს ლიფტები, რომელთა საშუალებით დამკავებლები შეძლებენ თვითევაკუაციას 3008-ე ქვეთავის შესაბამისად.

403.5.3 გზა-კიბის კარის მუშაობა. გზა-კიბის კარები, გარდა შენობიდან გამოსასვლელი კარებისა, დასაშვებია იკეტებოდეს გზა-კიბის მხრიდან. ამ მხრიდან ჩაკეტილი გზა-კიბის კარების გაღება შესაძლებელი უნდა იყოს საკეტის გაღების გარეშე ხანძრის მართვის ცენტრიდან სიგნალის მისვლისთანავე.

403.5.3.1 გზა-კიბის საკომუნიკაციო სისტემა. აღიარებულ მუდმივად მომუშავე სადგურთან დაკავშირებული სატელეფონო ან სხვა ორმხრივი კავშირის სისტემა უნდა დააყენონ თითოეულ აუცილებელ ჩაკეტილკარებიან გზა-კიბეზე, არანაკლებ, ყოველ მეხუთე სართულზე.

403.5.4 გასასვლელის კვამლგაუმტარი შემომზღუდავები. სახანძრო მანქანის მისადგომის ყველაზე დაბალი დონიდან 23 მ-ის ზევით მდებარე სართულების მომსახურე თითოეული აუცილებელი გასასვლელის გზა-კიბე 909.20 და 1022.10 ქვეთავებს უნდა შეესაბამებოდეს.

403.5.5 გასასვლელი ბილიკის განათებული აღნიშვნები. გასასვლელის ბილიკის განათებული აღნიშვნები 1024-ე ქვეთავის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს.

403.5.6 საავარიო და სამაშველო გასასვლელები. 1029-ე ქვეთავის მიხედვით გასაზღვრული საავარიო და სამაშველო გასასვლელების ღიობები აუცილებელი არ არის.

403.6 ლიფტები. მაღლივ შენობებში ლიფტები უნდა დააყენონ და მუშაობდეს მე-17 თავისა და 403.6.1 და 403.6.2 ქვეთავების შესაბამისად.

403.6.1 სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მისადგომი ლიფტი. შენობებში, რომლის დაკავებული იატაკი სახანძრო მანქანის მისადგომი ყველაზე დაბალი დონიდან 37 მ-ზე მაღლაა, უნდა არსებობდეს სახანძრო-სამაშველო დანაყოფისთვის მისადგომი, არანაკლებ, ორი ლიფტისა და თუ მათი რაოდენობა განსაზღვრულზე ნაკლებია, ყველა ლიფტი 1707-ე ქვეთავის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს. სახანძრო-სამაშველო დანაყოფისთვის მისადგომი, არანაკლებ, ორი ლიფტის ტვირთამწეობა, სულ მცირე, 1600 კგ უნდა იყოს.

403.6.2 დამკავებლების საევაკუაციო ლიფტები. 1708-ე ქვეთავის შესაბამისად დაყენებისას დამკავებელთა თვითევაკუაციისთვის დასაშვებია საერთო გამოყენების სამგზავრო ლიფტების გამოყენება.

ქვეთავი  404 − ატრიუმები

404.1 ზოგადი.  404.1 – 404.9 ქვეთავების  დებულებები გამოიყენება ისეთი შენობების ან ნაგებობებისათვის, რომლებიც შეიცავს შვეულ ღიობებს. ეს ღიობები აქ განსაზღვრულია, როგორც „ატრიუმები“. გამონაკლისია დსშ ჯგუფის დაკავებულობები და 712.1.6 ქვეთავით  ნებადართული შემთხვევები.

404.1.1 განმარტება. ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განმარტებულია მე-2 თავში:

ატრიუმი

404.2 გამოყენება. ატრიუმის იატაკი უნდა მოეწყოს, სახანძრო თვალსაზრისით, მცირე საფრთხის შემცველი მასალებითა და დეკორაციებით.

გამონაკლისი: თუ ატრიუმის იატაკის ფართობი 903.3.1.1 ქვეთვის შესაბამისად დაყენებული, საკუთარი ავტოსაშხეფი სისტემითაა დაცული, მაშინ მისი გამოყენება ნებისმიერი მიზნით არის შესაძლებელი.

404.3 დაცვა ავტოსაშხეფი საშუალებით. ავტოსაშხეფი სისტემა უნდა დააყენონ მთელ შენობაში.

გამონაკლისი:

1.    შენობის ფართობს, რომელიც ატრიუმის მომიჯნავედ ან მის ზემოთ მდებარეობს, საშხეფი არ სჭირდება, თუ შენობის ეს ნაწილი გამოყოფილია ატრიუმიანი ნაწილიდან 707-ე ქვეთავის შესაბამისად აგებული, არანაკლებ, 2-საათიანი ცეცხლმედეგი ზღუდეებით ან 711-ე ქვეთავის შესაბამისად აგებული თარაზული ანაწყობებით ან ორივეთი.

2.    2110-ე ქვეთავის მიხედვით აგებული მინაბლოკით აწყობილი კედელი, რომელსაც ¾-საათიანი ცეცხლმედეგობის ხარისხი აქვს.

3.    სადაც ატრიუმის ჭერი იატაკიდან 17 მ-ზე მაღლაა, დამცავი საშხეფის ატრიუმის ჭერთან დაყენება საჭირო არ არის.

404.4 სახანძრო განგაშის სისტემა. სახანძრო განგაშის სისტემა უნდა მოეწყოს 907.2.14 ქვეთავის შესაბამისად.

404.5 კვამლის კონტროლი. კვამლის საკონტროლო სისტემა უნდა დააყენონ 909-ე ქვეთავის შესაბამისად.

გამონაკლისი: კვამლის კონტროლი საჭირო არ არის ატრიუმებში, რომელებიც მხოლოდ ორ სართულს აკავშირებს.

404.6 ატრიუმების შემომზღუდავი. ატრიუმის სივრცეები მომიჯნავე სივრცეებისგან გამიჯნული უნდა იყოს 707-ე ქვეთავის მიხედვით აგებული ერთსაათიანი ცეცხლმედეგი ზღუდით, ან 711-ე ქვეთავის მიხედვით აგებული თარეზული ანაწყობებით, ან ორივეთი ერთად.

გამონაკლისი: ცეცხლმედეგი ზღუდე საჭირო არ არის, სადაც არსებობს მინის კედელი, რომელიც კვამლგაუმტარ ტიხარს ქმნის. მინის კედელი უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა მოთხოვნას:

1.    თუ ატრიუმის მხარეს სავალი გზა არ არის, ავტოსაშხეფები უნდა დააყენონ გამმიჯნავი კედლისა და კარების გასწვრივ ორივე მხარეს ან მხოლოდ ოთახის მხარეს. საშხეფები უნდა განთავსდეს მინისგან 10 სმ-ის და 30 სმ-ის დაშორებით არაუმეტეს 1,8 მ ინტერვალებით მინის გასწვრივ. საშხეფი სისტემა ისე უნდა დაგეგმარდეს, რომ საშხეფი სისტემის გააქტიურების შემდეგ მინის ზედაპირი დაუბრკოლებლად მთლიანად დასველდეს;

1.1.   მინა უნდა ჩაისვას ჰერმეტულ ჩარჩოში, რათა ჩარჩოს სისტემის დეფორმირებისას მინა არ გატყდეს საშხეფი სისტემის ამუშავებამდე.

1.2.   თუ მინის კედელში ჩასმულია მინის კარები, ისინი ან თავისით უნდა იხურებოდეს ან ავტომატურად.

2.    ცეცხლმედეგი ზღუდე საჭირო არ არის იქ, სადაც მინაბლოკით აწყობილი კედლის ცეცხლისგან დაცვის ხარისხი ¾ საათია.

3.    ატრიუმსა და ატრიუმის ნებისმიერი სამი სართულის მომიჯნავე სივრცეებს შორის საჭირო არ არის ცეცხლმედეგი ზღუდე, თუ ასეთი სივრცეები გათვალისწინებულია კვამლის საკონტროლო სისტემის გეგმაში.

404.7 სათადარიგო ელექტრომომარაგება. კვამლის საკონტროლო მოწყობილობა მიერთებული უნდა იყოს სათადარიგო ელექტრომომარაგების სისტემასთან, 909.11 ქვეთავის შესაბამისად.

404.8 შიგა მოპირკეთება. ატრიუმის კედლებისა და ჭერის შიგა მოპირკეთება არ უნდა იყოს B კლასზე ნაკლები და დამცავი საშხეფების კლასი არ უნდა შემცირდეს.

404.9 სავალი მანძილი. თუ აუცილებელი გასასვლელი საშუალებები ატრიუმის სივრცეს კვეთს, გასასვლელთან მისადგომისაკენ სავალი მანძილის ის ნაწილი, რომელიც ატრიუმის სივრცეშია მოქცეული, 60 მ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება ატრიუმის ყველაზე დაბალ დონეზე. განსაზღვრული შენობის ფართობებისთვის, რომლებიც გახსნილია ატრიუმებისკენ, და მათი გასასვლელებთან მისადგომი ატრიუმებზე არ გადის, სავალი მანძილისადმი მოთხოვნები უნდა შეესაბამებოდეს 1016-ე ქვეთავის მოთხოვნებს.

ქვეთავი 405 − მიწისქვეშა შენობები

405.1 ზოგადი. 405.2 – 405.10 ქვეთავების დებულებები ეხება შენობის ისეთ სივრცეებს, სადაც ადამიანთა მიერ დაკავებული იატაკის დონე შენობიდან გამოსასვლელი ყველაზე ქვედა დონის მოპირკეთებული იატაკიდან 9,0 მ-ით დაბლა მდებარეობს.

გამონაკლისი: 405-ე ქვეთავის დებულებები არ ეხება შემდეგ შენობებს ან მათ ნაწილებს:

1.    ერთი და ორი ოჯახისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი, სადაც საშხეფები დაყენებულია 903.3.1.3 ქვეთავის შესაბამისად;

2.    ავტოსადგომი გარაჟები ავტოსაშხეფი სისტემებით, რომლებიც შეესაბამება 405.3 ქვეთავს;

3.    სატრანსპორტო გვირაბები;

4.    გადახურული ტრიბუნები, ღია ტრიბუნები, სტადიონები, არენები და მათი მსგავსი ნაგებობები;

5.    სადაც ყველაზე დაბლა მდებარე სართული არის ერთადერთი, რომელიც შენობას მიწისქვეშა შენობის კვალიფიკაციას ანიჭებს და რომლის ფართობი არ აღემატება 140 მ2-ს, ხოლო დაკავებულობის დატვირთვა 10-ზე ნაკლებია;

6.    ტუმბო (საქაჩი) სადგურები და სხვა მსგავსი მექანიკური სივრცეები, განკუთვნილი მომსახურე ან მომვლელ-შემკეთებელი პერსონალის მიერ პერიოდული გამოყენებისთვის.

405.2 მოთხოვნები კონსტრუქციის მიმართ. შენობის მიწისქვეშა ნაწილი I ტიპის კონსტრუქცია უნდა იყოს.

405.3 ავტოსაშხეფი სისტემა. შენობის მიწისქვეშა ნაწილების მომსახურე გარეთ გასასვლელის ყველაზე მაღლა მდებარე დონესა და მის ქვემოთ არსებულ ყველა დონეზე უნდა დააყენონ ავტოსაშხეფი სისტემები 903.3.1.1 ქვეთავის შესაბამისად. წყლის ჭავლის გამშვები და სამართავი სარქვლები უნდა გაკონტროლდეს 903.4 ქვეთავის მიხედვით.

405.4 განყოფილებებად დაყოფა. განყოფილებებად დაყოფა უნდა შეესაბამებოდეს 405.4.1 – 405.4.3 ქვეთავებს.

405.4.1 განყოფილებების რაოდენობა. მიწისქვეშა შენობიდან გამოსასვლელი ყველაზე დაბალი დონის მოპირკეთებული იატაკიდან 18 მ-ით ქვემოთ მდებარე იატაკის დონე უნდა დაიყოს დაახლოებით თანაბარი ზომის, სულ მცირე, ორ განყოფილებად. ამგვარი დაყოფა უნდა გავრცელდეს შენობის მიწისქვეშა ნაწილების ყველა დონეზე გარეთ გასასვლელის ყველაზე მაღალ დონემდე.

გამონაკლისი: ყველაზე დაბლა მდებარე სართულს დაყოფა არ სჭირდება, თუ ფართობი არ აღემატება 140 მ2-ს და დაკავებულობის დატვირთვა 10-ზე ნაკლებია.

405.4.2 კვამლგაუმტარი ზღუდის გაყვანილობა. 709-ე ქვეთავის თანახმად, განყოფილებები ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს კვამლგაუმტარი ზღუდით. ორ განყოფილებას შეიძლება კვეთდეს მხოლოდ წყალსადენები და ელექტროსადენები, რომლებიც დაცულია ცეცხლსაჩერით, 714-ე ქვეთავის შესაბამისად. გზა-კარები დაცული უნდა იყოს ცეცხლმედეგი კარის ანაწყობით, რომლებიც კვამლის აღმოჩენისთანავე ავტომატურად იხურება, 716.5.9.3 ქვეთავის მიხედვით და აყენებენ NFPA 105-ისა და 716.5.3 ქვეთავის შესაბამისად. თითოეულ განყოფილებას უნდა ჰქონდეს ჰაერშემწოვი და გამწოვი სისტემა, რომელიც სხვა განყოფილებების ანალოგიური სისტემისგან დამოუკიდებელია.

405.4.3 ლიფტები. ლიფტების არსებობის შემთხვევაში, თითოეულ განყოფილებას უნდა ჰქონდეს ლიფტთან პირდაპირი მისადგომი. როცა ერთზე მეტ განყოფილებას ემსახურება, ლიფტთან უნდა მოეწყოს ვესტიბიული, რომელიც თითოეული განყოფილებისგან გაიმიჯნება კვამლგაუმტარი ზღუდით, 709-ე ქვეთავის შესაბამისად. კარები ჰერმეტული უნდა იყოს, ჰქონდეს ზღურბლი და კვამლის აღმოჩენისთანავე ავტომატურად იხურებოდეს, 716.5.9.3 ქვეთავის შესაბამისად.

405.5 კვამლის საკონტროლო სისტემა. კვამლის საკონტროლო სისტემა უნდა დააყენონ 405.5.1 და 405.5.2 ქვეთავების შესაბამისად.

405.5.1 საკონტროლო სისტემა. 909-ე ქვეთავისა და ამ ქვეთავის დებულებების თანახმად, კვამლის საკონტროლო სისტემა აუცილებელია, რათა წვის პროდუქტების გავრცელება გააკონტროლოს. კვამლის საკონტროლო სისტემამ ცეცხლის გაჩენის ადგილიდან საერთო სივრცისკენ კვამლის გავრცელება უნდა შეზღუდოს და გასასვლელი საშუალებები სამუშაო მდგომარეობაში შეინარჩუნოს.

405.5.2 განყოფილებაში კვამლის საკონტროლო სისტემა. განყოფილებებად დაყოფის საჭიროების შემთხვევაში, თითოეულ განყოფილებას უნდა ჰქონდეს კვამლის საკონტროლო დამოუკიდებელი სისტემა. 907.2.18 და 907.2.19 ქვეთავების თანახმად, სისტემა ავტომატურად უნდა გააქტიურდეს და შესაძლებელი უნდა იყოს მისი ხელით მართვა.

405.6 სახანძრო განგაშის სისტემები. სახანძრო განგაშის სისტემა უნდა დააყენონ, 907.2.18 და 907.2.19 ქვეთავების მოთხოვნათა შესაბამისად.

405.7 გასასვლელი საშუალებები. გასასვლელი საშუალებები უნდა შეესაბამებოდეს 405.7.1 და 405.7.2 ქვეთავებს.

405.7.1 გასასვლელების რაოდენობა. თითოეულ სართულზე უნდა იყოს, სულ მცირე, ორი გასასვლელი. სადაც 405.4 ქვეთავი მოითხოვს განყოფილებებად დაყოფას, თითოეულ განყოფილებას უნდა ჰქონდეს, არანაკლებ, ერთი გასასვლელისა და ასევე მომიჯნავე განყოფილებაში გასასვლელთან მისადგომი, არანაკლებ, ერთი გზა-კარი.

405.7.2 დაუკვამლიანებელი შემოზღუდული სივრცე. თითოეული გზა-კიბე, რომელიც ემსახურება თავისი გარეთ გასასვლელი დონის მოპირკეთებული იატაკიდან 9,0 მ-ზე დაბლა მდებარე იატაკის დონეებს, უნდა შეესაბამებოდეს 1022.10 ქვეთავში დაუკვამლიანებელი შემოზღუდული სივრცეებისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს.

405.8 სათადარიგო ელექტრომომარაგება. სათადარიგო ელექტრომომარაგების სისტემა უნდა მოეწყოს სათადარიგო ელექტროდატვირთვის გათვალისწინებით, რომელიც განსაზღვრულია 405.8.1 ქვეთავში.

405.8.1 სათადარიგო ელექტროდატვირთვა. ქვემოთ ჩამოთვლილი დატვირთვები კლასიფიცირდება, როგორც სათადარიგო ელექტროდატვირთვა:

1.    კვამლის საკონტროლო სისტემა.

2.    განიავებისა და ცეცხლის ავტომატური აღმომჩენი მოწყობილობები დაუკვამლიანებელი შემოზღუდული სივრცეებისთვის.

3.    სახანძრო ტუმბოები.

ლიფტებისათვის სათადარიგო ელექტრომომარაგება უზრუნველყოფილი უნდა იყოს 1703-ე ქვეთავის შესაბამისად.

405.8.2  ამოქმედების დრო. სათადარიგო ელექტრომომარაგების სისტემა უნდა ამოქმედდეს ძირითადი ელექტრომომარაგების გათიშვიდან 60 წამის განმავლობაში.

405.9 საავარიო ელექტრომომარაგება. საავარიო ელექტრომომარაგების სისტემა უნდა მოეწყოს საავარიო ელექტროდატვირთვის გათვალისწინებით, რომელიც განსაზღვრულია 405.9.1 ქვეთავში.

405.9.1 საავარიო ელექტროდატვირთვ. ქვემოთ წარმოდგენილი დატვირთვები კლასიფიცირდება, როგორც საავარიო ელექტროდატვირთვა:

1.    საგანგებო ხმოვანი განგაშის საკომუნიკაციო სისტემები;

2.    სახანძრო განგაშის სისტემები;

3.    ცეცხლის ავტომატური აღმომჩენი სისტემები;

4.    ლიფტის კაბინის განათება;

5.    მე-10 თავის მიხედვით აუცილებელი გასასვლელი საშუალებებისა და გასასვლელის ნიშნების განათება.

405.10 სახანძრო მილდგარების სისტემა. 905-ე ქვეთავის შესაბამისად, მიწისქვეშა შენობა მთლიანად უნდა იყოს აღჭურვილი სახანძრო მილდგარების სისტემით.

ქვეთავი 406 − ავტომობილებთან დაკავშირებული დაკავებულობები

406.1 ზოგადი. ავტომობილებთან დაკავშირებული დაკავებულობები უნდა აკმაყოფილებდეს 406.1 – 406.8 ქვეთავების მოთხოვნებს.

406.2 განმარტებები. შემდეგი ტერმინები განმარტებულია მე-2 თავში:

მექანიკური მისადგომის მქონე ღია ავტოსადგომი გარაჟები.

პანდუსიანი მისადგომის მქონე ღია ავტოსადგომი გარაჟები.

ღია ავტოსადგომი გარაჟი.

406.3 კერძო გარაჟები და გადახურული ავტოსადგომები. კერძო გარაჟები და გადახურული ავტოსადგომები უნდა აკმაყოფილებდეს 406.3.1 – 406.3.5 ქვეთავების მოთხოვნებს.

406.3.1 კლასიფიცირება. შენობები ან მათი ნაწილები, რომლებიც გამოყენების ან დაკავებულობის ხასიათის გამო კლასიფიცირდება, როგორც დს ჯგუფის დაკავებულობები, არ უნდა იყოს 100 მ2-ზე მეტი ფართობის ან ერთ სართულზე მაღალი, გარდა 406.3.2 ქვეთავში განსაზღვრული შემთხვევისა. ნებისმიერი შენობა ან მისი ნაწილი, რომელიც ამ ქვეთავში წარმოდგენილ შეზღუდვებს აღემატება, უნდა კლასიფიცირდეს დს ჯგუფისგან განსხვავებული ჯგუფის იმ დაკავებულობად, რომელსაც ის ყველაზე მეტად ჰგავს.

406.3.2 ფართობის გაზრდა. დს ჯგუფის დაკავებულობები, გამოყენებული კერძო ავტომობილების შესანახად, სადაც არ სრულდება შესაკეთებელი სამუშაოები ან ნაწილდება საწვავი, დასაშვებია იყოს 280 მ2, თუ დაცულია შემდეგი პირობები:

1.    შერეული დაკავებულობების მქონე შენობაში დს ჯგუფს მიკუთვნებული  ნაწილის გარე კედელი და ღიობი ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც შენობის მთავარი დაკავებულობა. შენობაში, რომელიც ამგვარ დაკავებულობებს მოიცავს, იატაკის დასაშვები ფართობი ისეთი უნდა იყოს, როგორიც ნებადართულია შენობის მთავარი დაკავებულობისთვის.

2.    შენობაში, რომელიც მოიცავს მხოლოდ დს ჯგუფის დაკავებულობებს, გარე კედელს არ სჭირდება ცეცხლმედეგობის ხარისხი, ხოლო ღიობების ფართობი არ უნდა შეიზღუდოს, თუკი ხანძარსაწინააღმდეგო მანძილი ტოლი ან მეტია 1,5 მ-ის.

ერთსა და იმავე ნაგებობაში დასაშვებია იყოს ერთზე მეტი დს ჯგუფის 280 მ2 ფართობის დაკავებულობა, თუ ისინი გამიჯნულია 706-ე ქვეთავის შესაბამისი ცეცხლმედეგი კედლებით.

406.3.3 გარაჟები და გადახურული ავტოსადგომები. გადახურული ავტოსადგომები ღია უნდა იყოს, არანაკლებ, ორი მხრიდან. გადახურული ავტოსადგომის იატაკის ზედაპირი არაწვადი მასალისა უნდა იყოს. გადახურული ავტოსადგომები, რომლებიც, სულ მცირე, ორი მხრიდან მაინც არ არის ღია, უნდა ჩაითვალოს გარაჟად და უნდა აკმაყოფილებდეს ამ ნაწილის გარაჟებთან დაკავშირებულ დებულებებს.

გამონაკლისი: მიწის დონეზე გადახურულ ავტოსადგომებში დასაშვებია ასფალტის საფარი.

ავტომობილებისა და სხვა ავტომობილების დასაყენებლად განკუთვნილი სივრცის იატაკი დაქანებული უნდა იყოს, რათა სითხე საწრეტისკენ ან ავტომობილების მთავარი შესასვლელი გზა-კარისკენ ადვილად გადაადგილდეს.

406.3.4 გამიჯვნა. გამიჯვნები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ პირობებს:

1.    კერძო გარაჟი საცხოვრებელი ერთეულისა და მისი სხვენის ფართობისაგან უნდა გაიმიჯნოს, არანაკლებ, 1,25 სმ სისქის თაბაშირის ფილით, რომელიც გარაჟის მხარესაა მიკრული. საცხოვრებელი ოთახების ქვეშ მდებარე გარაჟები ამ ოთახებისგან გამოყოფილი უნდა იყოს X ტიპის, არანაკლებ, 1,5 სმ სისქის თაბაშირის ფილით ან შესაბამისი მასალით და 1,25 სმ სისქის თაბაშირის ფილით, რომელიც გარაჟისა და მის თავზე მდებარე საცხოვრებელი ოთახების გამმიჯნავ საყრდენ სტრუქტურაზეა მიმაგრებული. კარის ღიობებში კერძო გარაჟსა და საცხოვრებელ ერთეულს შორის უნდა ჩააყენონ მასიური ხის კარი, მასიური ან ფიჭისგულა ფოლადის კარი, არანაკლებ, 3,5 სმ სისქისა, ან კარი, რომელიც შეესაბამება 716.5.3 ქვეთავის დებულებებს და რომლის ცეცხლისგან დაცვის ხარისხი არის, არანაკლებ, 20 წუთისა. დაუშვებელია, კერძო გარაჟის ღიობები გადიოდეს პირდაპირ საძინებელ ოთახში. კარები თავისით უნდა იხურებოდეს და იკეტებოდეს.

2.    კერძო გარაჟებში მდებარე არხები, ასევე, გარაჟის, საცხოვრებელი ერთეულისა და სხვენის გამმიჯნავ კედლებში ან ჭერში გამავალი არხები უნდა დამზადდეს, არანაკლებ, 0,5 მმ სისქის ფურცლოვანი ფოლადისგან და არ უნდა ჰქონდეს გარაჟში შემავალი ღიობები.

3.    იმ შემთხვევაში, თუ გადახურული ავტოსადგომი ორი ან მეტი მხრიდან ღიაა და მის თავზე არ არის შემოზღუდული ფართობები, მაშინ -3 ჯგუფისა და დს ჯგუფის გადახურული ავტოსადგომის გამიჯვნა საჭირო არ არის.

406.3.5 გარაჟის კარის ავტომატური გამღებები. გარაჟის კარზე დაყენებული ავტოგამღებები, უნდა აღირიცხოს UL 325-ის შესაბამისად.

406.4 საზოგადოებრივი (დანიშნულების) ავტოსადგომი გარაჟები. კერძო ავტოსადგომი გარაჟებისგან განსხვავებული ავტოსადგომი გარაჟები კლასიფიცირდება, როგორც საზოგადოებრივი ავტოსადგომი გარაჟები და მათთან დაკავშირებული დებულებები მოცემულია 406.4.2 – 406.4.8 ქვეთავებში. ისინი უნდა კლასიფიცირდეს როგორც ღია ავტოსადგომი გარაჟი ან როგორც შემოზღუდული ავტოსადგომი გარაჟი. ღია ავტოსადგომი გარაჟები 406.5 ქვეთავის მოთხოვნებსაც უნდა აკმაყოფილებდეს. შემოზღუდული ავტოსადგომი გარაჟები უნდა შეესაბამებოდეს 406.6 ქვეთავს. ავტოსადგომი გარაჟებისთვის განსაზღვრული სპეციალური დებულებები მოცემულია 510-ე ქვეთავში.

406.4.1 თავისუფალი სიმაღლე. ავტომობილებისა და ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ფართობებზე თითოეული იატაკის დონიდან თავისუფალი სიმაღლე არ უნდა იყოს 2.15 მ-ზე ნაკლები. ავტომობილებისა და ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი ფართობები, სადაც მოწყობილია მიკროავტობუსების სადგომი, უნდა შეესაბამებოდეს 1106.5 ქვეთავს.

406.4.2 ზღუდეები. ზღუდეები უნდა განთავსდეს 1013-ე ქვეთავის შესაბამისად.  ავტომობილების ზღუდეების სისტემის ნაწილად გამოყენებული ზღუდეები უნდა შეესაბამებოდეს 406.4.3 და 1013-ე ქვეთავებს.

406.4.3 ავტომობილების ზღუდეები. არანაკლებ, 85 სმ სიმაღლის საავტომობილო ზღუდეები უნდა განთავსდეს საავტომობილო ზოლებისა და ავტოსადგომი სივრცის ბოლოს, სადაც უშუალოდ მის ქვემოთ შვეული მანძილი მიწამდე ან ზედაპირამდე 30 სმ-ზე მეტია.

გამონაკლისი: სატრანსპორტო ზღუდეები საჭირო არ არის მექანიკურმისადგომიანი ავტოსადგომი გარაჟის ავტომობილების შესანახ განყოფილებებში.

406.4.4 პანდუსები. ავტომობილების პანდუსები არ უნდა ჩაითვალოს აუცილებელ გასასვლელებად, თუ არსებობს გასასვლელი ფეხით მოსიარულეთათვის. სპირალური მოძრაობისათვის და ავტოსადგომად გამოყენებული ავტომობილების პანდუსების ქანობი არ უნდა აღემატებოდეს 1 : 15-ს (6,67%-ს).

406.4.5 იატაკის ზედაპირი. ავტოსადგომების იატაკის ზედაპირი უნდა იყოს ბეტონის ან მისი მსგავსი არაწვადი მასალის, რომელსაც არ აქვს შეწოვის უნარი.

ავტომობილებისა და სხვა ავტომობილების დასაყენებლად განკუთვნილი იატაკის ფართობები დაქანებული უნდა იყოს, რომ სითხე საწრეტისკენ ან ავტომობილების მთავარი შესასვლელი გზა-კარისკენ ადვილად გადაადგილდეს.

გამონაკლისი:

1.   ავტოსადგომებში მიწის დონეზე დასასაშვებია ასფალტის საფარი;

2. აუცილებელი არ არის, -2 ჯგუფის ავტოსადგომი გარაჟების იატაკის ზედაპირი დაქანებული იყოს.

406.4.6 შერეული დაკავებულობების გამიჯვნა. ავტოსადგომი გარაჟები სხვა დაკავებულობებისგან უნდა გაიმიჯნოს 508.1 ქვეთავის შესაბამისად.

406.4.7 განსაკუთრებული საფრთხეები. ავტოსადგომ გარაჟსა და ნებისმიერ ოთახს, სადაც საწვავზე მომუშავე დანადგარია განთავსებული, ერთმანეთთან უნდა აკავშირებდეს ვესტიბიული, რომელიც ორ გზა-კარიან გამმიჯნავს უზრუნველყოფს.

გამონაკლისი: ერთი კარი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დანადგარში აალების წყარო იატაკიდან, სულ მცირე, 4,6 მ-ზე მაღლაა.

406.4.8 ოთახებზე მიდგმა. დაუშვებელია, ავტოსადგომი გარაჟის ღიობები პირდაპირ საძინებელ ოთახებში გადიოდეს.

   406.5 ღია ავტოსადგომი გარაჟები. ღია ავტოსადგომი გარაჟები უნდა აკმაყოფილებდეს 406.5.1 – 406.5.11 ქვეთავების მოთხოვნებს.

406.5.1 კონსტრუქცია. ღია ავტოსადგომი გარაჟები უნდა იყოს I, II ან IV ტიპის კონსტრუქციისა. სატრანსპორტო ზღუდეების შესახებ იხილეთ ქვეთავი 406.4.3.

406.5.2 ღიობები. ბუნებრივი განიავების მიზნით, ნაგებობას ორ ან მეტ გარე მხარეს უნდა ჰქონდეს თანაბრად განაწილებული ღიობები. თითოეულ დონეზე გარე კედლების ღიობების ფართობი უნდა შეადგენდეს დონის მთელ პერიმეტრზე კედლის ფართობის, სულ მცირე, 20%-ს. ბუნებრივი განიავებისათვის განკუთვნილი ღიობების საერთო სიგრძე უნდა შეადგენდეს დონის პერიმეტრის, სულ მცირე, 40%-ს. შიგა კედლების, სულ მცირე, 20% უნდა იყოს გახსნილი, თანაბრად განაწილებული ღიობებით.

გამონაკლისი: თუ აუცილებელი ღიობები შენობის ორ მოპირდაპირე მხარეს თანაბრადაა განაწილებული, საჭირო არ არის ღიობების შენობის პერიმეტრის 40%-ზე მეტზე განაწილება.

406.5.2.1 ღიობები მიწის ზედაპირის ქვევით. იქ, სადაც მიწის ზედაპირის ქვევით მდებარე ღიობები აუცილებელ ბუნებრივ განიავებას უზრუნველყოფს, გარეთა თარაზული თავისუფალი სივრცე ღიობის სიღრმეს ერთნახევარჯერ უნდა აღემატებოდეს. თარაზული თავისუფალი სივრცის სიგანე მიწის ზედაპირის ნიშნულიდან ყველაზე დაბლა მდებარე ღიობის ძირამდე უნდა შენარჩუნდეს.

406.5.3 გამოყენებები. ერთსა და იმავე შენობაში შერეული გამოყენებები დასაშვებია, როცა ღია ავტოსადგომი გარაჟი აკმაყოფილებს 402.4.2.3, 406.5.11, 508.1, 510.4 და 510.7 ქვეთავების დებულებებს.

406.5.4 ფართობი და სიმაღლე. ღია ავტოსადგომი გარაჟების ფართობი და სიმაღლე უნდა შეიზღუდოს მე-5 თავში -2 ჯგუფის დაკავებულობებისთვის არსებული მოთხოვნებისა და 508.1 ქვეთავში განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

406.5.4.1 ერთი დანიშნულებით გამოყენება. როცა ღია ავტოსადგომი გარაჟები გამოიყენება მხოლოდ კერძო ავტომობილების სადგომად ან შესანახად და შენობაში სხვა გამოყენებები არ არის, ფართობი და სიმაღლე უნდა შეესაბამებოდეს 406.5.4 ცხრილს, ასევე 406.5.5 ქვეთავის მიხედვით ფართობის და სიმაღლის ნებადართულ მატებას.

გამონაკლისი: მიწის დონეზე მდებარე მწკრივი შეიძლება მოიცავდეს საოფისე, მოსაცდელ და ტუალეტის ოთახებს, რომელთა გაერთიანებული ფართობი არ აღემატება 100 მ2–ს. ამგვარ ფართობს ღია ავტოსადგომი გარაჟისგან გამიჯვნა არ სჭირდება.

სპირალური ან დამრეცი იატაკის მქონე ღია ავტოსადგომ გარაჟებში ნაგებობის ნებისმიერი თარაზული კვეთის პროექცია არ უნდა აღემატებოდეს ავტოსადგომის ერთი დონისათვის დასაშვებ ფართობს. იმ შემთხვევაში, როცა ღია ავტოსადგომ გარაჟს ან მის ნაწილს უწყვეტი სპირალური იატაკი აქვს, დონის სიმაღლედ უნდა ჩაითვალოს ყოველი 2,9 მ-იანი შვეული მონაკვეთი.

ავტოსადგომის დონის თავისუფალი სიმაღლე არ უნდა იყოს 2,15 მ-ზე ნაკლები, თუმცა მექანიკური მისადგომის მქონე ღია ავტოსადგომ გარაჟებში უფრო დაბალი თავისუფალი სიმაღლე დასაშვებია, თუ ნებადართულია მშენებლობის ნებართვის გამცემი/ზედამხედველი ორგანოს მიერ.

ცხრილი  406.6.4

ღია გარაჟების ფართობი და სიმაღლე

კონსტრუქციის ტიპი

თითოეული დონის ფართობი

(კვადრატული მეტრი)

სიმაღლე (დონეების დასაშვები რაოდენობა)

პანდუსიანი მისადგომი

მექანიკურმისადგომიანი

ავტომატური საშხეფი სისტემა

არა

კი

IA

ულიმიტო

ულიმიტო

ულიმიტო

ულიმიტო

IB

ულიმიტო

12 დონე

12 დონე

18 დონე

IIA

4 700

10 დონე

10 დონე

15 დონე

IIB

4 700

8 დონე

8 დონე

12 დონე

IV

4 700

4 დონე

4 დონე

4 დონე

406.5.5 ფართობისა და სიმაღლის მომატება. ღია ავტოსადგომი გარაჟებისთვის დასაშვები ფართობისა და სიმაღლის მომატება შესაძლებელია ამ ქვეთავის დებულებების შესაბამისად. შენობის პერიმეტრის ¾-ზე გახსნილმხარეებიანი გარაჟების ფართობის გაზრდა დაშვებულია 25%-ით, სიმაღლისა კი − ერთი დონით. შენობის მთელ პერიმეტრზე გახსნილმხარეებიანი გარაჟების ფართობი შეიძლება გაიზარდოს 50%-ით, სიმაღლე კი -ერთი დონით. ზემოთ ხსენებული დებულებების შესაბამისად, მხარე ითვლება გახსნილად, თუ თითოეულ რიგში მხარის გასწვრივ მდებარე ღიობების მთლიანი ფართობი შიგა სივრცეში მხარის ფართობის 50% ან მეტია და ისინი თანაბრადაა განაწილებული რიგის სიგრძის გასწვრივ. შიგა სივრცეში მხარის ფართობის გამოთვლისას სიმაღლე 2,15 მ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

თითოეული დონისათვის 406.5.4 ცხრილში მოცემული დასაშვები ფართობები შესაძლებელია გაიზარდოს ღია ავტოსადგომი გარაჟებისათვის, რომელთა სიმაღლე ამავე ცხრილში განსაზღვრულ მაქსიმალურ სიმაღლეზე ნაკლებია. გარაჟის დონეების მთლიანი ფართობი არ უნდა აღემატებოდეს უფრო მაღალი ნაგებობისათვის დასაშვებ ფართობს. თითოეულ უფრო დიდ ასეთ დონეს, არანაკლებ, სამი მხრიდან უნდა ჰქონდეს, სულ მცირე, 7,6 მ თავისუფალი სიმაღლის მქონე უწყვეტი თარაზული ღიობები, რომლებიც მოიცავს გვერდების სიგრძის არანაკლებ 80%-ს. ამგვარი უფრო დიდი დონის არცერთი ნაწილი თარაზულად არ უნდა გრძელდებოდეს ასეთი ღიობიდან 60 მ-ზე მეტად. ამასთანავე, თითოეულ ასეთ დონეზე ყოველი ამგვარი ღიობი უნდა გადიოდეს მთელი ღიობის გასწვრივ მდებარე, სულ მცირე, 9,0 მ სიგანის ქუჩაზე ან ქუჩასთან მისადგომ ეზოში. თითოეული ამგვარი დონე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სახანძრო მილდგარებით.

II ტიპის კონსტრუქციის ღია ავტოსადგომი გარაჟებისთვის დასაშვები ფართობი არ იზღუდება თუ ის ყველა მხრიდან გახსნილია, შენობის სიმაღლე კი 23 მ-ს არ აღემატება. მხარე ითვლება გახსნილად, თუ თითოეულ დონეზე მხარის გასწვრივ მდებარე ღიობების მთლიანი ფართობი შიგა სივრცეში მხარის ფართობის 50% ან მეტია და ისინი თანაბრადაა განაწილებული დონის სიგრძის გასწვრივ. შიგა სივრცეში მხარის ფართობის გამოთვლისას სიმაღლე 2,15 მ-ს არ უნდა აღემატებოდეს. დონის ყველა ნაწილი ამგვარი ან ბუნებრივი განიავებისათვის განკუთვნილი სხვა ღიობებიდან უნდა მდებარეობდეს 60 მ-ის საზღვრებში თარაზულად, როგორც განსაზღვრულია 406.5.2 ქვეთავში. ამგვარი ღიობები შეიძლება გადიოდეს, სულ მცირე, 6 მ ზომის ეზოებში, რომლებიც ღიობებს მთელ სიგანეზე გასდევს.

406.5.6 ხანძარსაწინააღმდეგო მანძილი. გარე კედლები და გარე კედლების ღიობები უნდა შეესაბამებოდეს 601-ე და 602-ე ცხრილებს. მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრისგან დაშორება გამოითვლება 602-ე ცხრილისა და 705-ე ქვეთავის შესაბამისად.

406.5.7 გასასვლელი საშუალებები. თუ ღია ავტოსადგომ გარაჟებში მომსახურე პერსონალის გარდა სხვა პირების შესვლაც დაშვებულია, ამგვარი ავტოსადგომი გარაჟების გასასვლელი საშუალებები მე-10 თავის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. თუ ღია ავტოსადგომ გარაჟებში მომსახურე პერსონალის გარდა სხვა პირების შესვლა ნებადართული არ არის, ავტოსადგომ გარაჟებს უნდა ჰქონდეს, სულ მცირე, ორი 90 სმ სიგანის შენობიდან გამოსასვლელი გზა-კიბე. დასაშვებია, დააყენონ ლიფტები, რომელთაც მხოლოდ მომსახურე პერსონალი გამოიყენებს. ეს ლიფტები მთლიანად უნდა იყოს შემოზღუდული არაწვადი მასალებით.

406.5.8 სახანძრო მილდგარების სისტემა. ღია ავტოსადგომი გარაჟი უნდა აღიჭურვოს 905.3 ქვეთავში მოთხოვნილი სახანძრო მილდგარების სისტემით.

406.5.9 შვეული ღიობების შემოზღუდვა. შვეულ ღიობებს შემოზღუდვა არ სჭირდება, გარდა 406.5.7 ქვეთავში განსაზღვრული შემთხვევისა.

406.5.10 განიავება. 406.5.2 ქვეთავში განიავებისთვის განსაზღვრული ღიობების პროცენტული რაოდენობა საკმარისია და ღიობების დამატებას არ საჭიროებს.

406.5.11 აკრძალვები. დაუშვებელია შემდეგნაირი გამოყენება და გადაკეთებები:

1.    ავტომობილების შესაკეთებელი სამუშაოები;

2.    ავტობუსების, სატვირთო მანქანებისა და მსგავსი ავტომობილების დაყენება;

3.    გარე კედელში დატანებული აუცილებელი ღიობების ნაწილობრივი ან სრული დაფარვა ბრეზენტით ან რაიმე სხვა საშუალებით;

4.    საწვავის განაწილება.

406.6 შემოზღუდული ავტოსადგომი გარაჟები. შემოზღუდული ავტოსადგომი გარაჟები უნდა აკმაყოფილებდეს 406.6.1 – 406.6.3 ქვეთავების მოთხოვნებს.

406.6.1 სიმაღლეები და ფართობები. შემოზღუდული ავტოსადგომი გარაჟები ან მათი ნაწილები, რომლებიც „ღია ავტოსადგომი გარაჟების“ განმარტებას არ აკმაყოფილებს, იზღუდება 503-ე ცხრილში განსაზღვრულ სიმაღლითა და ფართობით, 504-ე, 506-ე და 507-ე ქვეთავების შესწორებების გათვალისწინებით. დასაშვებია, ავტოსადგომის მოწყობა სახურავზე.

406.6.2 განიავება. შემოზღუდული ავტოსადგომი გარაჟები უზრუნველყოფილი უნდა იყოს მექანიკური განიავების სისტემით.

406.6.3 ავტოსაშხეფი სისტემა. შემოზღუდული ავტოსადგომი გარაჟი უნდა აღიჭურვოს ავტოსაშხეფი სისტემით 903.2.10 ქვეთავის შესაბამისად.

406.7 ავტოგასამართი სადგურები. ავტომობილის საწვავით გასამართი სადგურები უნდა აკმაყოფილებდეს 406.7.1 – 406.7.2 ქვეთავების მოთხოვნებს.

406.7.1 ავტოგასამართი ადგილი. ავტოგასამართი ადგილის ზედაპირი უნდა იყოს ბეტონის ან სხვა ნებადართული საფარი მასალის, რომლის მედეგობა არ აღემატება 1 მეგომს, EN 1081-ის მეთოდოლოგიის მიხედვით.

406.7.2 ჩარდახები (საწვავის გამანაწილებელი ადგილის გადახურვა). ჩარდახების თავისუფალი სიმაღლე, რომლის ქვეშაც საწვავი ნაწილდება, ავტომობილების სამოძრაო არეალის ყველაზე დაბლა მდებარე შვერილ ელემენტამდე არ უნდა იყოს 4,1 მ-ზე ნაკლები. ჩარდახები და მათი საყრდენები, რომლებიც ტუმბოების თავზეა, უნდა იყოს არაწვადი მასალების: ცეცხლმედეგობისთვის დამუშავებული ხის მასალა, IV ტიპის ზომების ხის მასალა ან ერთსაათიანი ცეცხლმედეგობის ხარისხიანი კონსტრუქცია. ჩარდახზე ან ჩარდახში გამოყენებული წვადი მასალები უნდა შეესაბამებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთს:

1.    ტუმბოებისგან დაცული უნდა იყოს ჩარდახის არაწვადი ელემენტებით ან IV ტიპის ზომების ხის მასალით;

2.    0,3 მმ სისქის ალუმინის საფარით ან კოროზიამედეგი ფოლადით დაფარული პლასტმასი, რომლის ძირითადი ლითონის მინიმალური სისქე 0,4 მმ-ია. პლასტმასის ალის გავრცელების ინდექსი უნდა იყოს 25 ან ნაკლები, კვამლის წარმოქმნის ინდექსი კი – 450 ან ნაკლები, ხოლო თვითაალების ტემპერატურა − 343°C ან მეტი.

3.    შუქგამტარი პლასტმასის მასალებით აგებული პანელების გამოყენება დასაშვებია  ავტოგასამართი სადგურების საწვავის გამანაწილებლების ზემოთ მდებარე ჩარდახებში, თუ პანელები განთავსებულია იმავე მიწის ნაკვეთზე მდებარე ნებისმიერი შენობიდან, სულ მცირე, 3 მ-ზე და სხვა მხარეებიდან, არანაკლებ, 12 მ სიგანის ეზოებს ან ქუჩებს ესაზღვრება. პლასტმასის საერთო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 100 მ2-ს. თითოეული პანელის მაქსიმალური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 10 მ2-ს.

406.7.2.1 აიროვანი წყალბადის სისტემების საყრდენად გამოყენებული ჩარდახები. ჩარდახები, რომლის ქვეშაც ნაწილდება საწვავი და რომლის სახურავზეც აალებადი, დაჭირხნული აირების კონტეინერებია განთავსებული, უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1.    ჩარდახი უნდა აკმაყოფილებდეს I ტიპის კონსტრუქციის მიმართ არსებულ მოთხოვნებს;

2.    ჩარდახების ქვემოთ მიმდინარე ოპერაციები მხოლოდ საწვავის შევსებით უნდა შემოიფარგლებოდეს;

3.    ჩარდახი უნდა აიგოს ისე, რომ გამოირიცხოს აიროვანი წყალბადის დაგროვება.

406.8 ავტოშესაკეთებელი გარაჟები. ავტოშესაკეთებელი გარაჟები, უნდა აიგოს 406.8.1 – 406.8.5 ქვეთავების შესაბამისად. ასეთი დაკავებულობა არ მოიცავს ავტოგასამართ სადგურებს, რომლებიც 406.7 ქვეთავით რეგულირდება.

406.8.1 შერეული გამოყენებები. შერეული გამოყენებები დაშვებულია შენობაში, სადაც მდებარეობს 508.1 ქვეთავის შესაბამისად მოწყობილი ავტოშესაკეთებელი გარაჟი.

406.8.2 განიავება. ავტოშესაკეთებელი გარაჟები მექანიკურად უნდა ნიავდებოდეს. განიავების სისტემის საკონტროლო მექანიზმი გარაჟის შესასვლელში უნდა მდებარეობდეს.

406.8.3 იატაკის ზედაპირი. ავტოშესაკეთებელი გარაჟის იატაკი უნდა იყოს ბეტონის ან მსგავსი არაწვადი და არაშეწოვადი მასალის.

გამონაკლისი: დასაშვებია არასრიალა, არაშეწოვადი შიგა იატაკის საფარი, რომლის კრიტიკული გამოსხივების ნაკადი 0,45 ვტ/სმ2-ს არ აღემატება, როგორც განსაზღვრულია NFPA 253-ში.

406.8.4 აირის აღმომჩენი სისტემა. გარაჟები, სადაც წარმოებს უსუნო აირებზე (მაგ., წყალბადი ან უსუნო თხევადი ბუნებრივი აირი) მომუშავე ავტომობილების შეკეთება, აალებადი აირის აღმომჩენი სისტემით უნდა აღიჭურვოს.

406.8.4.1 სისტემის დაგეგმარება. აალებადი აირის აღმომჩენი სისტემა, რომელიც შესულია ნუსხაში ან აღიარებულია, ასევე, უნდა იყოს დაკალიბრებული იმ საწვავების ან აირების ტიპების შესაბამისად, რომლებზეც შესაკეთებელი ავტომობილები მუშაობს. აირაღმომჩენი სისტემა ისე უნდა დაგეგმარდეს, რომ გააქტიურდეს, როცა აალებადი აირის  დონე გადააჭარბებს აალების ქვედა ზღვრის 25%-ს. აირაღმომჩენი უნდა დააყენონ ავტოშესაკეთებელი გარაჟების შესაზეთ ან შასის შესაკეთებელ ტექნიკურ ორმოებში, სადაც უსუნო თხევად აირებზე  მომუშავე ავტომობილების შეკეთება ხდება.

406.8.4.1.1 აირაღმომჩენი სისტემის კომპონენტები. აირაღმომჩენი სისტემის საკონტროლო ერთეულები შეაქვთ ნუსხაში და აკრავენ ეტიკეტს, UL 864-ის ან UL 2017-ის შესაბამისად. აირაღმომჩენები შეაქვთ ნუსხაში და აკრავენ UL 2075-ის შესაბამის ეტიკეტს, რომელზეც აღნიშნულია, რომ ისინი გამოიყენება აღმოსაჩენ აირებთან და ორთქლთან.

406.8.4.2 მუშაობა. აირის აღმომჩენი სისტემის გააქტიურებამ უნდა განაპირობოს:

1.    ავტოშესაკეთებელ გარაჟში დაყენებული ხმოვანი და ვიზუალური განგაშის სიგნალების გააქტიურება;

2.    ავტოშესაკეთებელ გარაჟში დაყენებული გათბობის სისტემების გამორთვა/დეაქტივაცია;

3.    აირაღმომჩენთან მიერთებული მექანიკური გასანიავებელი სისტემის გააქტიურება.

406.8.4.3 აირაღმომჩენი სისტემის მწყობრიდან გამოსვლა. აირაღმომჩენი სისტემის მწყობრიდან გამოსვლამ გათბობის სისტემა უნდა  გამორთოს, აირაღმომჩენთან მიერთებული მექანიკური გასანიავებელი სისტემა გაააქტიუროს და სათანადო ადგილას გაუმართაობის შესახებ შეატყობინოს.

406.8.5 ავტოსაშხეფი სისტემა. ავტოშესაკეთებელი გარაჟი უნდა აღიჭურვოს ავტოსაშხეფი სისტემით 903.2.9.1 ქვეთავის შესაბამისად.

406.9 ავტოსადგომები საზოგადოებრივი გზების მიღმა

406.9.1 ზოგადი. შენობა-ნაგებობის აშენების, გადაკეთების, გაფართოების, გამოყენების შეცვლის, ზომაში ან მოცულობაში გაზრდისას, საზოგადოებრივი გზის მიღმა მდებარე ავტოსადგომი ამ თავის შესაბამისად უნდა აიგოს.

406.9.2 მოთხოვნები ავტოსადგომის სივრცესთან დაკავშირებით. ავტოსადგომის სივრცეები უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილ პირობებს:

406.9.2.1 აუცილებელი რაოდენობა. წესებით დაშვებული თითოეული გამოყენებისთვის ქუჩის მიღმა მდებარე ავტოსადგომი სივრცეების რაოდენობა: თავშეყრის, საცხოვრებელი ერთეულის, სასტუმროს, წარმოების, სამედიცინო დაწესებულების, რესტორნის, საცალო ვაჭრობის, სკოლის, საწყობის და საჭიროების შემთხვევაში სხვა გამოყენებებისათვის უნდა განსაზღვროს შესაბამისმა თვითმართველობამ, მათი სამოქმედო ტერიტორიისათვის. ავტოსადგომის დანაწევრებული სივრცის თითოეული ნაწილი შესაძლებელია გამოითვალოს, როგორც ერთიანი სივრცე.

406.9.2.2 შერეული გამოყენებები. თუ მიწის ნაკვეთზე შერეული გამოყენებებია წარმოდგენილი, მაშინ ავტოსადგომების აუცილებელი რაოდენობა თითოეული გამოყენებისთვის გათვალისწინებული რაოდენობების ჯამი უნდა იყოს.

406.9.2.3 მიწის ნაკვეთის მდებარეობა. წესებ მოთხოვნილი ავტოსადგომი სივრცეები უნდა განთავსდეს იმავე მიწის ნაკვეთზე, სადაც გამოყენებაა. ექსკლუზიური ნებართვის შემთხვევაში ავტოსადგომი სივრცეების განთავსება შესაძლებელია სხვა მიწის ნაკვეთზეც, თუ ისინი მთავარი მიწის ნაკვეთიდან არაუმეტეს 150 მ რადიუსის საზღვრებშია მოქცეული იმავე ან ნაკლებად შეზღუდულ ზონაში.

406.9.2.4 მისაწვდომი სივრცეები. ავტოსადგომის მისაწვდომი სივრცეები და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასასვლელ-ჩამოსასვლელი ზონები უნდა მოეწყოს წესების შესაბამისად. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასასვლელ-ჩამოსასვლელი ზონები უნდა დაგეგმარდეს და აიგოს ICC A117.1-ის მიხედვით.

406.9.3 ავტოსადგომზე ავტომობილისთვის განკუთვნილი ადგილის ზომები. ავტოსადგომზე ავტომობილისთვის განკუთვნილი ადგილის ზომები უნდა შეესაბამებოდეს:

406.9.3.1 სიგანე. ავტოსადგომზე ავტომობილისთვის განკუთვნილი თითოეული ადგილის მინიმალური სიგანე 2,7 მ უნდა იყოს.

გამონაკლისი:

1.   ავტოსადგომზე ავტომობილისთვის განკუთვნილი კომპაქტური ადგილის მინიმალური სიგანე დასაშვებია იყოს 2,4 მ.

2.   ავტოსადგომზე ავტომობილისათვის განკუთვნილი პარარელური ადგილის მინიმალური სიგანე დასაშვებია იყოს 2,4 მ.

3.   ავტოსადგომზე ავტომობილისთვის განკუთვნილი ადგილის სიგანე უნდა გაიზარდოს 25 სმ-ით ბარიერების არსებობისას, როცა ეს ბარიერები ავტოსადგომზე ავტომობილისთვის განკუთვნილი ადგილის ორივე მხარეს მისადგომი გასავლელიდან 4,3 მეტრის საზღვრებში მდებარეობს.

4.   მისადგომი ავტოსადგომები უნდა დაგეგმარდეს ICC A 117.1-ის მიხედვით.

406.9.3.2 სიგრძე. ავტოსადგომზე ავტომობილისთვის განკუთვნილი თითოეული ადგილის სიგრძე, სულ მცირე, 6 მეტრი უნდა იყოს.

გამონაკლისი:

1.   ავტოსადგომზე ავტომობილისთვის განკუთვნილი კომპაქტური ადგილის სიგრძე დასაშვებია იყოს, სულ მცირე, 5,5 მ.

2.   ავტოსადგომზე ავტომობილისათვის განკუთვნილი პარალელური ადგილის სიგრძე დასაშვებია იყოს, სულ მცირე, 6,7 მ.

406.9.4 ავტოსადგომი ნაგებობი დაგეგმარება. ავტოსადგომი ნაგებობა უნდა დაგეგმარდეს შემდეგნაირად:

406.9.4.1 ავტოსადგომის საავტომობილო გზის სიგანე. ყველა ავტოსადგომს უნდა ჰქონდეს ერთი ან ერთზე მეტი საავტომობილო გზა, რომლის სიგანეა:

1.   კერძო მოხმარების ავტოსადგომის საავტომობილო გზები, სულ მცირე, 2,8 მეტრი.

2.   ავტოსადგომის საზოგადოებრივი ან კომერციული გამოყენების საავტომობილო გზები:

2.1.ცალმხრივი შესასვლელ/გასასვლელისთვის, სულ მცირე,  3,6 მ.

2.2.ორმხრივი შესასვლელ/გასასვლელისთვის, სულ მცირე, 6,6 მ.

406.9.4.2 საავტომობილო გზისა და პანდუსის ქანობები. ნებისმიერი გადახურული საავტომობილო გზის ან პანდუსის მაქსიმალური ქანობი 20%-ს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო გადაუხურავი საავტომობილო გზის ან პანდუსის მაქსიმალური ქანობი 18%-ს.

406.9.4.3 ავტოსადგომზე ავტომობილისთვის განკუთვნილი ადგილთან მიდგომა. ავტოსადგომზე ავტომობილისთვის განკუთვნილ თითოეულ ადგილს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური და მარტივი მისადგომები.

406.9.4.4 ავტოსადგომზე ავტომობილისთვის განკუთვნილი კომპაქტური და სტანდარტული ადგილების თანაფარდობა. ავტოსადგომზე ავტომობილისთვის განკუთვნილი კომპაქტური და სტანდარტული ადგილების მაქსიმალური თანაფარდობა ნებისმიერ ავტოსადგომზე 2 : 1 არ უნდა აღემატებოდეს.

406.9.4.5 დახაზვა. ყველა ავტოსადგომზე ავტომობილებისთვის განკუთვნილი ადგილები უნდა დაიხაზოს.

გამონაკლისი: ერთი ოჯახის საცხოვრებლისთვის განკუთვნილი კერძო გარაჟი ან ავტოსადგომის ფართობი ექსკლუზიური გამოყენებისთვისაა გამიზნული.

 

ქვეთავი 407 − ჯგუფი დწ-2

407.1 ზოგადი. -2 ჯგუფის დაკავებულობები 407.1 – 407.10 ქვეთავებსა და წესების სხვა შესაბამის დებულებებს უნდა შეესაბამებოდეს.

407.2 დერეფნების უწყვეტობა და გამიჯვნა. -2 ჯგუფის დაკავებულობებში არსებული დერეფნები უწყვეტად უნდა გადიოდეს გასასვლელებისკენ და სხვა ფართობებისგან უნდა იმიჯნებოდეს 407.3 ქვეთავის შესაბამისად, გარდა იმ სივრცეებისა, რომლებიც 407.2.1 – 407.2.4 ქვეთავების მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

407.2.1 მოსაცდელები და მსგავსი ფართობები. დერეფნებისათვის სავალდებულო მოთხოვნების შესაბამისად აგებული მოსაცდელი ფართობები და მსგავსი სივრცეები დერეფნებისკენ უნდა იხსნებოდეს. თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული, თუ ყველა ქვემოთ წარმოდგენილი კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია:

1.    სივრცეები არ გამოიყენება პაციენტების საძინებელ ერთეულებად, საპროცედურო კაბინეტებად, დამხმარე დაკავებულობებად, რომლებიც 509-ე ქვეთავშია განსაზღვრული, ან საფრთხის შემცველ გამოყენებებად.

2.    ღია სივრცე დაცულია 907-ე ქვეთავის შესაბამისად დაყენებული ცეცხლის ავტომატური აღმომჩენი სისტემით.

3.    ერთ კვამლშეუღწევ განყოფილებაში არსებული სივრცეები და მასში გამავალი დერეფნები დაცულია 907-ე ქვეთავის შესაბამისად დაყენებული ცეცხლის ავტომატური აღმომჩენი სისტემით, ან დაუკვამლიანებელი განყოფილება, რომელშიც არსებული სივრცეები 903.3.2 ქვეთავის შესაბამისად დაყენებული სწრაფრეაგირების საშხეფებითაა აღჭურვილი.

4.    სივრცე ისეა მოწყობილი, რომ აუცილებელ გასასვლელებთან მისადგომი არ ჩაიხერგოს.

407.2.2 მედპერსონალისათვის განკუთვნილი ადგილი. მომვლელების, მეთვალყურე პერსონალის, ექიმებისა და ექთნებისთვის განკუთვნილი სივრცეები, სადაც ხდება საქმიანობის დაგეგმვა და კომუნიკაცია, ასევე, ამ სივრცეებთან დაკავშირებული საოფისე ფართობები, დასაშვებია, იხსნებოდეს დერეფნისკენ, თუ ასეთი სივრცეები დერეფნებისათვის სავალდებულო მოთხოვნების დაცვითაა გებული.

407.2.3 ფსიქიატრიული მკურნალობისთვის განკუთვნილი ფართობები. თავდაცვისუუნარო ფსიქიატრიული პაციენტებისთვის გამოყოფილი ფართობები, ასევე, ჯგუფური შეხვედრების ან მრვალდანიშნულებიანი თერაპიისათვის განკუთვნილი, პერსონალის მიერ მუდმივად კონტროლირებადი სივრცეები, გარდა 509-ე ქვეთავში განსაზღვრული დამხმარე დაკავებულობებისა, დასაშვებია ღია იყოს დერეფნებისკენ, თუ დაცულია შემდეგი კრიტერიუმები:

1.    არცერთი ფართობი არ აღემატება 140 მ2-ს.

2.    ფართობი ისეა განლაგებული, რომ დაწესებულების პერსონალს შეუძლია პაციენტებისთვის თვალყურის დევნება.

3.    ფართობი ისეა მოწყობილი, რომ არცერთი მისადგომი აუცილებელ გასასვლელებთან არ იხერგება.

4.    ფართობი აღჭურვილია ცეცხლის ავტომატური აღმომჩენი სისტემით, რომელიც დაყენებულია 907.2 ქვეთავის მიხედვით.

5.    ერთ კვამლშეუღწევ განყოფილებაში დასაშვებია არაუმეტეს ერთი ამგვარი სივრცის არსებობა.

6.    სივრცის კედლები და ჭერი აგებულია დერეფნებისათვის სავალდებულო მოთხოვნების შესაბამისად.

407.2.4 საჩუქრების მაღაზიები. არანაკლებ, 50 მ2 ფართობზე განლაგებული საჩუქრების მაღაზიები და მათთან დაკავშირებული საწყობები დასაშვებია ღია იყოს დერეფნისკენ, თუ ამგვარი ფართობები აგებულია ისე, როგორც ამას დერეფნების განლაგება მოითხოვს.

407.3 დერეფნის კედლის კონსტრუქცია. დერეფნის კედლები უნდა აიგოს 710-ე ქვეთავის შესაბამისი კვამლგაუმტარი ტიხრების მსგავსად.

407.3.1 დერეფნის კარები. ცეცხლისგან დაცვის ხარისხი და თვითიკეტებადი ან ავტოდამკეტი მექანიზმები არ სჭირდება დერეფნის კარებს, გარდა იმ კარებისა, რომლებიც 509.4 ქვეთავში განსაზღვრული ცეცხლმედეგობის ხარისხიან კედელში, შვეულ ღიობებში ან გასასვლელების შემომზღუდავებშია ჩაყენებული. თუმცა დერეფნის კარები უნდა ქმნიდეს ეფექტიან კვამლგაუმტარ ზღუდეს და უნდა იკეტებოდეს რაზით. დაუშვებელია ენიანი საკეტის გამოყენება. სხვა კარები 716.5 ქვეთავს უნდა შეესაბამებოდეს.

407.4 გასასვლელი საშუალებები. -2 ჯგუფის დაკავებულობების გასასვლელი საშუალებები მე-10 თავისა და 407.4.1 – 407.4.3 ქვეთავების შესაბამისად უნდა მოეწყოს.

407.4.1 პირდაპირი მისადგომი დერეფანთან. -2 ჯგუფის დაკავებულობებში არსებულ საცხოვრებელ ოთახებს უნდა ჰქონდეს გასასვლელთან მისადგომი კარი, რომელიც პირდაპირ დერეფანში გადის.

გამონაკლისი:

1.    ოთახები, რომელთა გასასვლელის კარები პირდაპირ გარეთ გადის, მიწის დონეზე.

2.    ოთახები მოწყობილია, როგორც 407.4.3 ქვეთავის შესაბამისი სამკურნალო ოთახების ბლოკი.

407.4.1.1 ჩამკეტი მექანიზმები. ჩამკეტი მექანიზმები, რომლებითაც იზღუდება დერეფნიდან პაციენტის სამკურნალო ოთახში შესვლა და მათ მხოლოდ პერსონალი მართავს დერეფნის მხრიდან ეს მექანიზმები არ უნდა ზღუდავდეს პაციენტის სამკურნალო ოთახიდან გასასვლელ საშუალებებს.

გამონაკლისი:

1.    ეს ქვეთავი არ ეხება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებულ პაციენტის სამკურნალო ოთახებსა და სხვა მსგავსი დანიშნულების ოთახებს.

2.    1008.1.9.6 ქვეთავის შესაბამისად მოწყობილი ჩამკეტები.

407.4.2 სავალი მანძილი. -2 ჯგუფის დაკავებულობებში არსებულ საძინებელ ოთახებსა და ოთახის გასასვლელთან მისადგომის კარამდე სავალი მანძილი 15 მ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

407.4.3 სამკურნალო ოთახების ბლოკი. -2 ჯგუფის დაკავებულობებში არსებული სამკურნალო ოთახების ბლოკი 407.4.3.1 – 407.4.3.4 ქვეთავებს და 407.4.3.5 და 407.4.3.6 ქვეთავებიდან რომელიმეს უნდა შეესაბამებოდეს.

407.4.3.1 გასასვლელთან მისვლა სამკურნალო ოთახების ბლოკის გავლით. სამკურნალო ოთახების ბლოკს არ უნდა კვეთდეს შენობის სამკურნალო ოთახების ბლოკისგან განსხვავებული არცერთი ნაწილის გასასვლელთან მისადგომი. თუ საჭიროა სამკურნალო ოთახების ბლოკს ჰქონდეს ერთზე მეტი გასასვლელი, დასაშვებია, ერთი გასასვლელთან მისადგომი გადიოდეს მომიჯნავე სამკურნალო ოთახების ბლოკის გავლით, თუ 407.4 და 1014.2 ქვეთავების ყველა სხვა მოთხოვნაა დაკმაყოფილებული.

407.4.3.2 გამიჯვნა. სამკურნალო ოთახების ბლოკი შენობის სხვა ნაწილებისგან 710-ე ქვეთავის მოთხოვნების შესაბამისი კვამლგაუმტარი ტიხრით უნდა გაიმიჯნოს.

407.4.3.3 ერთი შუალედური ოთახი. სამკურნალო ოთახების ბლოკის საზღვრებში მდებარე საძინებელი ოთახებისგან განსხვავებული ოთახებისთვის, რომლებიც მდებარეობს სამკურნალო ოთახების ბლოკებიდან გასასვლელთან მისადგომამდე სავალი გზა დასაშვებია გადიოდეს ერთ შუალდური ოთახში, სადაც სავალი მაძილი სამკურნალო ოთახების ბლოკებიდან გასასვლელთან მისადგომის კარამდე 30 მ-ს არ აღემატება.

407.4.3.4 ორი შუალედური ოთახი. სამკურნალო ოთახების ბლოკის საზღვრებში მდებარე საძინებელი ოთახებისგან განსხვავებული ოთახებისთვის სამკურნალო ოთახების ბლოკიდან გასასვლელთან მისადგომამდე სავალი გზა დასაშვებია გადიოდეს ორ შუალდური ოთახში, სადაც სავალი მაძილი სამკურნალო ოთახების ბლოკიდან გასასვლელთან მისადგომის კარამდე 15 მ-ს არ აღემატება.

407.4.3.5 სამკურნალო ოთახების ბლოკი საძიენებელ ოთახებით. საძინებელი ოთახები დასაშვებია, გაერთიანდეს სამკურნალო ოთახების ბლოკებად და ჰქონდეს ერთი შუალედური ოთახი, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან დაკმაყოფილებულია ერთ-ერთი:

1.    სამკურნალო ოთახების ბლოკების საზღვრებში მდებარე შუალედური ოთახი არ გამოიყენება გასასვლელთან მისადგომად, თუ პაციენტების საწოლების რაოდენობა რვას აღემატება.

2.    სამკურნალო ოთახების ბლოკების განლაგება მედპერსონალს პირდაპირი და მუდმივი თვალყურის საშუალებას აძლევს.

407.4.3.5.1 ფართობი. სამკურნალო ოთახების ბლოკების ფართობი, სადაც შედის საძინებელი ოთახებიც, 470 მ2-ს არ უნდა აღემატებოდეს.

407.4.3.5.2 გასასვლელთან მისადგომი. არაუმეტეს 100 მ2 ფართობის მქონე ნებისმიერ საძინებელ ოთახს ან სამკურნალო ოთახების ნებისმიერ ბლოკს უნდა ჰქონდეს სამკურნალო ოთახების ბლოკიდან გამომავალი არანაკლებ ორი გასასვლელთან მისადგომის კარი, რომელიც 1015.2 ქვეთავის მოთხოვნების შესაბამისადაა განთავსებული.

407.4.3.5.3 სავალი მანძილი. სავალი მანძილი სამკურნალო ოთახების ბლოკების ნებისმიერ წერტილსა და სამკურნალო ოთახების ბლოკების გასასვლელთან მისადგომის კარს შორის 30 მ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

407.4.3.6 სამკურნალო ოთახების ბლოკი საძიენებელ ოთახებ გარეშე. ფართობები, რომლებიც არ მოიცავს საძინებელ ოთახებს, არამედ მხოლოდ სამკურნალო ფართობებს და მათთან დაკავშირებულ ოთახებს, სივრცეებს ან მიმოსასვლელ სივრცეს, დასაშვებია გაერთიანდეს სამკურნალო ოთახების ბლოკში და 407.4.3.6.1 – 407.4.3.6.2 ქვეთავების შეზღუდვებს უნდა აკმაყოფილებდეს.

407.4.3.6.1 ფართობი. სამკურნალო ოთახების ბლოკებში შემავალი ოთახების ფართობი, რომლებიც არ არის საძინებელი ოთახები, არ უნდა აღემატებოდეს 950 მ2-ს.

407.4.3.6.2 გასასვლელთან მისადგომი. სამკურნალო ოთახების ბლოკებს, რომლებიც არ მოიცავს საძინებელ ოთახებს და მისი ფართობი 240 მ2-ს აღემატება, უნდა ჰქონდეს სამკურნალო ოთახების ბლოკიდან გამავალი გასასვლელთან მისადგომის არანაკლებ ორი კარი, რომელიც 1015.2 ქვეთავის მოთხოვნების შესაბამისადაა განთავსებული.

407.5 კვამლგაუმტარი ზღუდეები. კვამლგაუმტარი ზღუდეებით ქვეგანაყოფილებებად ყოფენ ყველა სართულს, რომელზეც პაციენტებს მკურნალობენ ან აძინებენ. სხვა სართულები, სადაც დაკავებულობის დატვირთვა 50 კაცი ან ამაზე მეტია, დაყოს, სულ მცირე, ორ კვამლშეუღწევ განყოფილებად. ასეთი სართულები უნდა დაიყოს კვამლშეუღწევ განყოფილებებად, რომელთა ფართობი 2100 მ2-ს არ აღემატება, ხოლო დაუკვამლიანებელი განყოფილების ნებისმიერი წერტილიდან კვამლგაუმტარი ზღუდის კარამდე სავალი მანძილი 60 მ-ს არ აღემატება. კვამლგაუმტარი ზღუდე 709-ე ქვეთავს უნდა შეესაბამებოდეს.

407.5.1 თავშესაფრის ფართობი. თავშესაფრის ფართობები უნდა მოეწყოს თითოეული დაუკვამლიანებელი განყოფილების საზღვრებში. თავშესაფრის ფართობი უნდა იტევდეს დამკავებლებსა და პაციენტებს/დამკავებლებს მომიჯნავე დაუკვამლიანებელი განყოფილებიდან. ამ კვამლშეუღწევ განყოფილებას ესაზღვრება ორი ან მეტი დაუკვამლიანებელი განყოფილება. ამასთან, თავშესაფრის მინიმალური ფართობი უნდა იტევდეს მომიჯნავე განყოფილებების დამკავებელთა ყველაზე დიდ დატვირთვას. თავშესაფრის ფართობი უნდა უზრუნველყოფდეს:

1.    თითოეულ საწოლს ან საკაცეს მიჯაჭვული პაციენტისთვის არანაკლებ 2,8 მ2 სუფთა ფართობს;

2.    თითოეული ამბულატორიული პაციენტისა და სხვა დამკავებლებისთვის, რომელიც არ არიან მიჯაჭვულნი საწოლს ან საკაცეს, არანაკლებ, 0,56 მ2 ფართობს.

თავშესაფრის ფართობის გამოთვლაში დასაშვებია შემდეგი ფართობების ან სივრცეების ჩართვა: დერეფნები, საძინებელი ფართობები, სამკურნალო/საპროცედურო ოთახები, დასასვენებელი ან სასადილო ფართობები და სხვა მცირე საფრთხის შემცველი ფართობები.

407.5.2 დამოუკიდებელი გასასვლელი. კვამლგაუმტარი ზღუდეებით შექმნილ თითოეულ კვამლშეუღწევ განყოფილებას უნდა ჰქონდეს თავისი გასასვლელი საშუალებები, რათა გასასვლელ საშუალებებთან მისადგომად დამკავებლებს არ მოუწიოთ იმ კვამლშეუღწევ განყოფილებაში დაბრუნება, საიდანაც გამოვიდნენ.

407.5.3 თარაზული ანაწყობები. თარაზული ანაწყობები, რომლებსაც ეყრდნობა ამ ქვეთავში მოთხოვნილი კვამლგაუმტარი ზღუდეები, ისე უნდა დაგეგმარდეს, რომ შეზღუდოს კვამლის გავრცელება. ისინი 711.9 ქვეთავს უნდა შეესაბამებოდეს.

407.6 ავტოსაშხეფი სისტემა. საძინებელი ოთახების შემცველი დაუკვამლიანებელი განყოფილებები მთლიანად 903.3.1.1 და 903.3.2 ქვეთავების მოთხოვნების შესაბამისად დაყენებული ავტოსაშხეფი სისტემით უნდა აღიჭურვოს.

407.7 სახანძრო განგაშის სისტემა. სახანძრო განგაშის სისტემა 907.2.6 ქვეთავის შესაბამისად უნდა დააყენონ.

407.8 ცეცხლის ავტომატური აღმომჩენი. კერძო სამკურნალო დაწესებულებების, ხანგრძლივი დროით მკურნალობისა და დეტოქსიკაციის დაწესებულებების დერეფნები და სივრცეები, რომელებიც 407.2 ქვეთავის მიხედვით დასაშვებია, დერეფნებისკენ გახსნილი იყოს, უნდა აღიჭურვოს ცეცხლის ავტომატური აღმომჩენი სისტემით. საავადმყოფოები 407.2 ქვეთავის შესაბამისი კვამლაღმომჩენით.

გამონაკლისი:

1.    დერეფანში კვამლაღმომჩენი საჭირო არ არის, თუ პაციენტების საძინებელ ოთახებში დაყენებულია კვამლაღმომჩენები. პაციენტის საძინებელ თითოეულ ოთახში დაყენებულ კვამლაღმომჩენებს დერეფნის მხრიდან უნდა ჰქონდეს ვიზუალური ეკრანი, ხოლო ხმოვანი და ვიზუალური განგაში უნდა აქტიურდებოდეს სარეგისტრაციო ადგილას, საიდანაც თითოეული ერთეული კონტროლდება;

2.    დერეფანში კვამლაღმომჩენი საჭირო არ არის, თუ პაციენტების საძინებელი ოთახების კარები აღჭურვილია ავტოდამკეტი მექანიზმებით, რომლებშიც ჩაყენებულია კვამლაღმომჩენები ერთეულის მხარეს, თუ ინტეგრირებული კვამლაღმომჩენები ასრულებს აუცილებელი გამაფრთხილებელი განგაშის ფუნქციას.

407.9 ჩაკეტილი ეზოები. მიწის ნაკვეთი დასაშვებია შემოიღობოს და ჭიშკრები დაიკეტოს იმ პირობით, თუ საწოლს ან საკაცეს მიჯაჭვული თითოეული პაციენტი უზრუნველყოფილი იქნება 2,8 მ2 ფართობის უსაფრთხო ადგილებით, ხოლო თითოეული ამბულატორიული პაციენტი და სხვა დამკავებლები − 0,56 მ2 ფართობის უსაფრთხო ადგილებით შენობასა და ღობეს შორის. მანძილი ამგვარ უსაფრთხო ადგილებსა და იმ შენობას შორის, რომელსაც ისინი ემსახურებიან, უნდა იყოს, არანაკლებ,15 მ-ისა.

407.10 ჰიპერბარიული (მაღალ წნევაზე მომუშავე) მოწყობილობები. -2 ჯგუფის დაკავებულობებში ჰიპერბარიული მოწყობილობები NFPA 99-ის მე-20 თავის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.

ქვეთავი 408 − ჯგუფი დწ-3

408.1 ზოგადი. -3 ჯგუფის დაკავებულობები 408.1 – 408.11 ქვეთავებისა და წესების სხვა შესაბამის დებულებებს (იხ. ქვეთავი 308.4) უნდა აკმაყოფილებდეს.

408.1.1 განმარტებები. შემდეგი ტერმინები განსაზღვრულია მე-2 თავში.

საკანი.

საკნების იარუსი.

სამყოფ-საცხოვრებელი ერთეული.

დაცული ჭიშკარი.

408.2 სხვა დაკავებულობები. თუ უსაფრთხოების ზომები -3 ჯგუფის დაკავებულობების შემცველი შენობების ან მათი ნაწილების აუცილებელი გასასვლელი საშუალებების ჩაკეტვას მოითხოვს, ასეთი შენობები ან მათი ნაწილები დასაშვებია, განსხვავებულ დაკავებულობად კლასიფიცირდეს. -3 ჯგუფისგან განსხვავებული დაკავებულობები უნდა აკმაყოფილებდეს ამ დაკავებულობისთვის წესებში განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნებს, თუ ნებისმიერ დროს შენობაში მყოფ დამკავებელთა გასაყვანად არსებობს პირობები.

საპატიმროებიდან და გამოსასწორებელი ცენტრებიდან გასასვლელი საშუალებები, რომლებიც კვეთს სხვა გამოყენებულ ფართობებს, სულ მცირე, უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს, რომლებიც საპატიმრო და გამოსასწორებელი დანიშნულების დაკავებულობებს ეხება.

გამონაკლისი: სხვა მომიჯნავე დაკავებულობებში გასვლა დასაშვებია თარაზული გასასვლელით. იგი არ რეგულირდება საპატიმრო და გამოსასწორებელი დანიშნულების დაკავებულობებთან დაკავშირებული დებულებებით, თუმცა აკმაყოფილებს შესაბამისი დაკავებულობისთვის არსებულ მოთხოვნებს, გარდა გამოყენებული დსშ ჯგუფის დაკავებულობისა.

408.3. გასასვლელი საშუალებები. ამ ქვეთავში წარმოდგენილ ან შეცვლილ დებულებებთან ერთად მე-10 თავის დებულებები გამოიყენება.

408.3.1 კარის სიგანე. მცხოვრებთა საძინებელი ერთეულების კარების თავისუფალი სიგანე, არანაკლებ, 71 სმ-ისა უნდა იყოს.

408.3.2 გასაგორებელი კარები. როცა გასასვლელ საშუალებებს აქვს თარაზულად გასაგორებელი კარები, მთლიანად ღია პოზიციამდე კარის გასაგორებლად საჭირო ძალა არ უნდა აღემატებოდეს 220 ნიუტონს, როცა კარის მიმართ მოქმედი პერპენდიკულარული ძალა არის 220 ნიუტონი.

408.3.3 საგუშაგო კოშკის კარები (უკი). არანაკლებ, 1,5 მ2 ფართობის პატარა ან საძვრენი კარი (ლიუკი), რომელიც დატანებულია იატაკში და რომლის მინიმალური ზომები ნებისმიერი მიმართულებით, არანაკლებ, 0,6 მ-ია, გასასვლელ საშუალებად დასაშვებია გამოიყენებოდეს საგუშაგო კოშკებში.

408.3.4 ხვეული გზა-კიბეები. ხვეული გზა-კიბეები, რომლებიც 1009.12 ქვეთავის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, დასაშვებია მომსახურე პერსონალისათვის განკუთვნილ ადგილებში და ასეთ ადგილებთან მისადგომად.

408.3.5 პწკალა კიბეები. 1009.14 ქვეთავის შესაბამისი პწკალა კიბეები დასაშვებია საკონტროლო ოთახებსა და სამეთვალყურეო კოშკების ოთახებში გასასვლელად გამოიყენებოდეს.

408.3.6 შენობიდან გამოსასვლელი. გასასვლელები დასაშვებია გადიოდეს ღობით ან კედლებით შემოზღუდულ ეზოში. შემოზღუდული ეზოები ისეთი ზომისა უნდა იყოს, რომ იტევდეს ყველა დამკავებელს, რომელთაგან თითოეულისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს 1,4 მ2 სუფთა ფართობი შენობიდან, სულ მცირე, 15 მ-ის მოშორებით.

408.3.7 დაცული ჭიშკრები. გასასვლელ საშუალებებში დასაშვებია საკონტროლო დაცული ჭიშკრები, თუ საგანგებო ვითარების დროს საკონტროლო დაცული ჭიშკრებიდან უწყვეტად და დაუბრკოლებლად გასვლა შესაძლებელია.

408.3.8 შიგა გასასვლელი გზა-კიბი და პანდუსის კონსტრუქცია. თითოეულ შენობაში, ერთ-ერთ შიგა გასასვლელის გზა-კიბეს ან პანდუსს დასაშვებია ჰქონდეს მინები, რომლებიც ჩაყენებულია კარებსა და შიგა კედლებში თითოეული ბაქნის დონეზე. იგი უზრუნველყოფს შიგა გასასვლელის გზა-კიბესთან ან პანდუსთან მისადგომს, თუ დაცულია შემდეგი პირობები:

1.    შიგა გასასვლელის გზა-კიბე ან პანდუსი არ ემსახურება ოთხზე მეტ იატაკის დონეს.

2.    გასასვლელის კარები, არანაკლებ, 3/4-საათიანი ცეცხლმედეგობის ხარისხიანი ცეცხლმედეგი კარის კონსტრუქციებია, რომლებიც 715.4 ქვეთავს შეესაბამება.

3.    თითოეული იატაკის დონეზე მინის საერთო ფართობი არ აღემატება  3,0 მ2-ს, ხოლო მინის ცალკეული პანელებისა – 0,84 მ2-ს.

4.    მინა ორივე მხრიდან დაცულია ავტოსაშხეფი სისტემით. საშხეფი სისტემა ისეა დაგეგმარებული, რომ მთლიანად სველდება ნებისმიერი მინის მთელი ზედაპირი, რომელზეც ცეცხლი ზემოქმედებს.

5.    მინა ჩასმულია ჰერმეტულ ჩარჩოში და ისეა ჩაყენებული, რომ საშხეფი სისტემის ამუშავებამდე ჩარჩოს სისტემის დეფორმირებისას მინა არ იმსხვრევა.

6.    დაბრკოლებები, მაგ., ფარდების შტორები, ფარდები ან მსგავსი მასალები არ ხვდება ავტოსაშხეფებსა და მინას შორის.

408.4 საკეტები. გასასვლელის კარები დასაშვებია იკეტებოდეს შესაბამისი გამოყენების პირობების მიხედვით. თავშესაფრის ფართობიდან გარეთ გამავალი კარები დასაშვებია იკეტებოდეს გასაღებით, ნაცვლად 408.4.1 ქვეთავში აღწერილი ჩასაკეტი მეთოდებისა. გარე კარების გასაღებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერ დროს, ხოლო საკეტების გაღება კარების ორივე მხრიდან უნდა იყოს შესაძლებელი.

408.4.1 დისტანციური გაღება. გასასვლელების ყველა კარის საკეტი დისტანციურად უნდა იღებოდეს საიმედო საშუალებებით, რომლებიც შენობაში მყოფთა საცხოვრებელი ფართობიდან მოშორებითაა მოთავსებული. დაკავებულობის მე-3 ან მე-4 მდგომარეობის შემთხვევაში, გასაღები მექანიზმ(ებ)ის განლაგება, მისადგომობა და უსაფრთხოება ისე უნდა იყოს დაცული, რომ მინიმალური რაოდენობის თანამშრომლებსაც კი ნებისმიერ დროს შეეძლოთ საკეტი მექანიზმების გახსნა 2 წუთში.

გამონაკლისი: დაკავებულობის მე-4 მდგომარეობის შემთხვევაში, ოთახების საკეტების დისტანციურ გახსნა-ჩაკეტვასთან დაკავშირებული დებულებები სავალდებულო არ არის, თუ ერთი დაუკვამლიანებელი განყოფილებიდან თავშესაფრის ფართობზე შენობის დამკავებლების 3 წუთში გადასაყვანად საჭირო არ არის 10-ზე მეტი საკეტის გახსნა. აუცილებელი საკეტები უნდა იღებოდეს არაუმეტეს ორი სხვადასხვა გასაღებით.

408.4.2 ელექტროენერგიაზე მომუშავე კარები და საკეტები. ელექტროენერგიაზე მომუშავე გორგოლაჭიანი კარების ან ელექტროენერგიაზე მომუშავე ორმხრივი მიმართულებით გასაღები კარების საკეტები უნდა იღებოდეს ხელით სამართავი გასაღები მექანიზმით, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათადარიგო კვების წყარო ან დისტანციური მექანიკური გამღები.

გამონაკლისი: საავარიო ელექტრომომარაგების წყარო საჭირო არ არის შენობებში, სადაც 10 ან ამაზე ნაკლები საკეტია და 408.4.1 ქვეთავის გამონაკლისს შეესაბამება.

408.4.3 დამატებითი გამღები. დისტანციური გამღები, მექანიკურად მართვადი გორგოლაჭიანი კარები ან დისტანციური გამღები და მექანიკურად მართვადი საკეტები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყოველ კართან განთავსებული მექანიკურად მართვადი გამღები მექანიზმებით, ან დამატებითი დისტანციური გამღები პულტით უნდა აღიჭურვოს.

408.4.4 ხელახლა (კვლავ) ჩაკეტვა. საგანგებო ვითარებებში დისტანციურად გაღებული საკეტები ავტომატურად არ უნდა ჩაიკეტოს კარის დახურვისას, თუ მოშორებით მდებარე ადგილიდან კარები ხელახლა არ ჩაიკეტება.

408.5 შვეული ღიობების დაცვა. ნებისმიერი შვეული ღიობი შახტის შემომზღუდავით უნდა იყოს დაცული 713-ე ქვეთავის ან 408.5.1 ქვეთავის შესაბამისად.

408.5.1 იატაკის ღიობები. საცხოვრებელი ერთეულის საზღვრებში მოქცეულ იატაკის ღიობებს დასაშვებია არ ჰქონდეს შემოზღუდული შახტა, თუ დაცულია ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა:

1.    ამგვარად ურთიერთდაკავშირებული, ჩვეულებრივ გამოყენებული მთელი ფართობები ღია და ჩაუხერგავია იმისათვის, რომ მეთვალყურე პერსონალს შეეძლოს ფართობების დანახვა;

2.    გასასვლელი საშუალებების გამტარუნარიანობა საკმარისია ყველა დამკავებლისთვის, რომელიც ურთიერთდაკავშირებულ ყველა საკნებიან რიგებსა (დონეებსა) და ფართობებზე იმყოფება;

3.    საკნების ყველაზე მაღლა და ყველაზე დაბლა განთავსებული რიგების იატაკის დონეებს შორის სიმაღლის განსხვავება 7,0 მ-ს არ აღემატება;

4.    საკნების რიგის (დონის) რომელიმე ნაწილიდან გასასვლელამდე ან გასასვლელთან მისადგომის კარამდე მისასვლელად საჭირო არ არის საცხოვრებელი ერთეულის საზღვრებში მდებარე ერთზე მეტი იატაკის დონის გადაკვეთა.

408.5.2 შახტის ღიობები დაკავშირებულ იატაკის დონეებში. თუ 408.5.1 ქვეთავის შესაბამისად დასაშვებია, რომ იატაკის ღიობი მდებარეობდეს საცხოვრებელი ერთეულის საზღვრებში არსებულ ურთიერთდაკავშირებული იატაკის დონეებს შორის, მაშინ მილდგარები, რომლებიც საცხოვრებელი ერთეულის საზღვრებში შვეულად განთავსებულ ინდივიდუალურ საკნებს ემსახურება, შახტის შემომზღუდავით დაცვას არ საჭიროებს.

408.6 კვამლგაუმტარი ზღუდე. -3 ჯგუფში შემავალ დაკავებულობებში უნდა იყოს 408.8 და 709-ე ქვეთავების შესაბამისი კვამლგაუმტარი ზღუდეები, რომლებიც, სულ მცირე, ორ კვამლშეუღწევ განყოფილებად ყოფს მცხოვრებთა საძინებლების შემცველ თითოეულ სართულს, ან ნებისმიერ სხვა სართულს, სადაც დაკავებულობის დატვირთვა 50 ადამიანი ან ამაზე მეტია.

გამონაკლისი: ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ადგილისკენ პირდაპირი გასასვლელების მქონე სივრცეები, თუ კარების საკეტების განლაგება აკმაყოფილებს კვამლგაუმტარი ზღუდეების კარებისათვის სავალდებულო მოთხოვნებს:

1.    საზოგადოებრივი გზა.

2.    შენობა, რომელიც მცხოვრებელთა საცხოვრებელი ფართობისგან გამიჯნულია 2-საათიანი ცეცხლმედეგობის ხარისხის  მქონე კონსტრუქციით ან 15 მ-იანი ღია სივრცით.

3.    ჩაკეტილ ეზოში ან შიგა ეზოში  საცხოვრებელი ფართობიდან 15 მ-ის მოშორებით გამოყოფილია თავშესაფრის ადგილი, რომლის ფართობი განისაზღვრება თითოეულ დამკავებელზე 0,56 მ2 ან ამაზე მეტი ფართობით. აქ იგულისხმებიან როგორც მცხოვრებნი, ისე პერსონალი და სტუმრები.

408.6.1 დაუკვამლიანებელი განყოფილებები. თითოეული დაუკვამლიანებელი განყოფილება უნდა იტევდეს მაქსიმუმ 200 მცხოვრებს. ნებისმიერი ოთახის კარიდან კვამლგაუმტარი ზღუდის კარამდე სავალი მანძილი 45 მ-ს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ოთახის ნებისმიერი წერტილიდან კვამლგაუმტარი ზღუდის კარამდე სავალი მანძილი 60 მ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

408.6.2 თავშესაფარი ფართობი. მომიჯნავე კვამლშეუღწევ განყოფილებებში დამკავებელთა საერთო რაოდენობისთვის, თითო დამკავებელზე ყოველი კვამლგაუმტარი ზღუდის ორივე მხარეს, სულ მცირე, 0,56 მ2 ფართობი უნდა იყოს. ხანძრის დროს დამკავებლები კვამლგაუმტარი ზღუდის გავლით ასეთ სივრცეში ადვილად უნდა გადიოდნენ.

408.6.3 დამოუკიდებელი გასასვლელი. კვამლგაუმტარი ზღუდეებით შექმნილ თითოეულ კვამლშეუღწევ განყოფილებას უნდა ჰქონდეს თავისი გასასვლელი საშუალებები, რომ დამკავებლებს გასასვლელ საშუალებებთან მისადგომად არ მოუწიოთ იმ კვამლშეუღწევ განყოფილებაში დაბრუნება, საიდანაც გამოვიდნენ.

408.7 დაჯავშნული გამჭვირვალე საფარი. -3 ჯგუფის დაკავებულობებში, 707-ე ქვეთავის შესაბამისად აგებული 1-საათიანი ცეცხლმედეგი ზღუდეების, 708-ე ქვეთავის შესაბამისად აგებული ცეცხლმედეგი ტიხრებისა და 709-ე ქვეთავის შესაბამისად აგებული კვამლგაუმტარი ზღუდეების ფანჯრებსა და კარებში დასაშვებია დაჯავშნული გამჭვირვალე საფარის ჩასმა, თუ დაცულია შემდეგი პირობები:

1.    გამჭვირვალე მასალის ერთეული პანელების ფართობი 0,84 მ2-ს არ აღემატება.

2.    გამჭვირვალე მასალა ორივე მხრიდან დაცულია ავტოსაშხეფი სისტემით. გააქტიურების შემთხვევაში, საშხეფი სისტემა მთლიანად ასველებს ცეცხლის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული გამჭვირვალე მასალის ზედაპირს.

3.    ჰერმეტულ ჩარჩოში ჩასმულია გამჭვირვალე მასალა, რომელიც ისეა ჩაყენებული, რომ ჩარჩოს სისტემის დეფორმირებით საშხეფი სისტემის ამუშავებამდე მინა არ ტყდება.

4.    დაბრკოლებები, როგორიცაა: ფარდის შტორები, ფარდის ჩამოსაკიდებელი ძელები, ფარდები, ფარდაგები ან მსგავსი მასალები, ავტოსაშხეფებსა და გამჭვირვალე მასალას შორის არ მდებარეობს.

408.8 მცხოვრებთა საცხოვრებელი ფართობების ქვეგანყოფილებებად დაყოფა. საძინებლების ფართობები და მათი მომიჯნავე ნებისმიერი ოთახი, სადაც მცხოვრებნი დღის განმავლობაში იმყოფებიან, ასევე, ჯგუფური საქმიანობისათვის განკუთვნილი სივრცე ან სხვა საერთო საცხოვრებელი სივრცეები სხვა სივრცეებისგან 408.8.1 – 408.8.4 ქვეთავების შესაბამისად უნდა გაიმიჯნოს.

408.8.1 დაკავებულობის მე-3 და მე-4 მდგომარეობ. -3 დაკავებულობის მე-3 და მე-4 მდგომარეობის დროს, საძინებლების ფართობები მომიჯნავე საერთო სივრცეებისგან უნდა გაიმიჯნოს კვამლგაუმტარი ტიხრით, თუ საძინებლების ფართობიდან, საერთო სივრცის გავლით, დერეფნამდე სავალი მანძილი 15 მ-ს აღემატება.

408.8.2 დაკავებულობის მე-5 მდგომარეობა. -3 დაკავებულობის მე-5 მდგომარეობის დროს, თითოეული საძინებლის ფართობი მომიჯნავე საძინებლების ფართობების, დერეფნებისა და საერთო სივრცეებისგან უნდა გაიმიჯნოს კვამლგაუმტარი ტიხრით. დერეფნებისგან კვამლგაუმტარი ტიხრით უნდა გაიმიჯნოს საერთო სივრცეებიც.

408.8.3 ღიობები ოთახში შესასვლელ მხარეს. -3 დაკავებულობის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 მდგომარეობის დროს, საძინებელ ოთახებში შესასვლელ მხარეს ღიობების საერთო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 0,77 მ2-ს. ღიობების საერთო ფართობში უნდა შევიდეს ყველა ტიპის ღიობი, მათ შორის: კარსა და იატაკს შორის არსებული ღრეჩო, საკვების მისაწოდებელი სარკმლები და გისოსები. ღიობები არ უნდა მდებარეობდეს იატაკიდან 90 სმ-ზე მაღლა. დაკავებულობის მე-5 მდგომარეობის დროს ღიობები ოთახის მხრიდან უნდა იხურებოდეს.

408.8.4 კვამლგაუმტარი კარები. 408.8  ქვეთავის თანახმად, კვამლგაუმტარი ტიხრების ღიობების კარები უნდა იყოს იმდენად მასიური, რომ არ გაატაროს კვამლი. საკნის კარებს ურდულები და კარის დამკეტები არ სჭირდება.

408.9 უფანჯრო შენობები. ამ ქვეთავის მიზნებიდან გამომდინარე, უფანჯრო შენობად ან შენობის უფანჯრო ნაწილად ითვლება შენობის ის ნაწილი, რომელშიც ფანჯრები არ იღება, ადვილად არ ტყდება ან რომელსაც საერთოდ არ აქვს ფანჯრები. უფანჯრო შენობებში დაყენებული უნდა იყოს 909-ე ქვეთავის შესაბამისი კვამლის სპეციალიზებული საკონტროლო სისტემა, რომლითაც კვამლისგან დაცულ თითოეულ უფანჯრო განყოფილებაში იქმნება საიმედო გარემო, რათა ცეცხლის გაჩენისას კვამლისგან დაცული განყოფილებიდან გამოსვლა შესაძლებელი იყოს.

408.10 სახანძრო განგაშის სისტემა. სახანძრო განგაშის სისტემა 907.2.6.3 ქვეთავის შესაბამისად უნდა დააყენონ.

408.11 ავტოსაშხეფი სისტემა. -3 ჯგუფის დაკავებულობები მთლიანად უნდა აღიჭურვოს 903.2.6 ქვეთავის მოთხოვნების შესაბამისი ავტოსაშხეფი სისტემით.

ქვეთავი 409 − ფილმების გასაშვები/საპროექციო ოთახები

409.1 ზოგადი. 409.1 – 409.5 ქვეთავების დებულებები ეხება ოთახებს, სადაც ლენტის ტიპის აცეტატ-ცელულოზის ან სხვა ტიპის არააალებადი ფირი გამოიყენება ელექტროწრედთან, ქსენონთან ან სინათლის გამომცემ სხვა პროექტორთან ერთად, რა დროსაც საფრთხის შემცველი აირები, მტვერი ან გამოსხივება გამოიყოფა. ოთახები, სადაც გამოიყენება ან ინახება აზოტ-ცელულოზის ფირი, NFPA 40-ს უნდა შეესაბამებოდეს.

409.1.1 აუცილებელი საპროექციო ოთახი. ამ ქვეთავით რეგულირებული ფილმების გამშვები ყველა დანადგარი, რომელიც ზემოხსენებული ტიპის ფირებს იყენებს, უნდა მოთავსდეს საპროექციო ოთახში. დამხმარე ელექტრომოწყობილობები, როგორებიცაა: რეოსტატები, ტრანსფორმატორები და გენერატორები, საპროექციო ოთახში ან მომიჯნავედ მდებარე შესაბამისი კონსტრუქციის ოთახში უნდა მოთავსდეს.

409.2 საპროექციო ოთახის კონსტრუქცია. ყველა საპროექციო ოთახის კონსტრუქცია ყოველთვის უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს, რომლებიც განსაზღვრულია საპროექციო ოთახების შემცველი შენობების კონსტრუქციისათვის. ღიობების დაცვა აუცილებელი არ არის.

ერთი დანადგარის განსათავსებელი ოთახის იატაკის ფართობი უნდა იყოს, არანაკლებ, 7,5 მ2-ისა, ხოლო ყოველ დამატებით დანადგარზე უნდა დაემატოს, სულ მცირე, 3,7 მ2. თითოეული ფილმის გამშვები დანადგარიდან, პროჟექტორიდან, წერტილოვანი განათების პროჟექტორიდან ან დანადგარის სხვა მსგავსი ნაწილიდან ყველა მიმართულებით, ასევე უკანა მხარეს, გათვალისწინებული უნდა იქნეს თავისუფლი სამუშაო სივრცე, არანაკლებ, 76 სმ × 76 სმ-ისა, თუმცა ორ მომიჯნავე დანადგარს შორის მოთხოვნილია მხოლოდ ერთი ასეთი სივრცე. საპროექციო ოთახში და მის დამხმარე ოთახებში ჭერის სიმაღლე უნდა იყოს, არანაკლებ, 2,3 მ-ისა. დანადგარებისათვის განკუთვნილი ღიობების საერთო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს საპროექციო ოთახსა და აუდიტორიას შორის არსებული კედლის 25%-ს. ღიობები მთლიანად მინით ან სხვა ნებადართული მასალით უნდა დაიფაროს.

409.3 საპროექციო ოთახისა და დანადგარის განიავება. განიავება უნდა ხდებოდეს:

409.3.1 ჰაერის შეწოვა (მიწოდება). თითოეულ საპროექციო ოთახს ჰაერის შემოსაშვებად უნდა ჰქონდეს შესაბამისი ხვრელები, რომლებიც ისე უნდა განლაგდეს, რომ ჰაერი მთელ ოთახში კარგად განაწილდეს. ჰაერშემწოვი არხები უნდა უზრუნველყოფდეს იმდენი ჰაერის შეწოვას, რამდენსაც შთანთქავს საპროექციო დანადგარი. ჰაერის შეწოვა დასაშვებია: გარედან, შენობის საზღვრებში არსებული მომიჯნავე სივრცეებიდან, თუ მოცულობისა და ინფილტრაციის ხარისხი საკმარისია, შენობის ჰაერის კონდიცირების სისტემიდან, თუ ის ისეა მოწყობილი, რომ უზრუნველყოფილია საკმარისი ჰაერის მიწოდება, როცა სხვა სისტემები სამუშაო რეჟიმში არაა.

409.3.2 ჰაერის გაწოვა. საპროექციო ოთახებიდან ჰაერის გაწოვა საპროექციო დანადგარის ნათურის გამოსხივების გამწოვი სისტემითაა დასაშვები. ნათურის გამოსხივების გამწოვი სისტემა პირდაპირ უნდა იყოს მიერთებული ნათურასთან ისე, რომ აუცილებელი ჰაერის ნაკადის არარსებობისას ნათურა არ აინთოს. ჰაერის გამწოვი არხების ბოლოები უნდა გადიოდეს შენობის გარეთა მხარეს ისეთ ადგილას, რომ გაწოვილი ჰაერი ადვილად ვერ დაბრუნდეს ჰაერმომმარაგებელ რომელიმე სისტემაში. საპროექციო ოთახის განიავების სისტემა დასაშვებია ემსახურებოდეს ასევე დამხმარე ოთახებს, მაგ., გენერატორისა და გადახვევისათვის განკუთვნილ ოთახებს.

409.3.3 საპროექციო დანადგარები. თითოეულ საპროექციო დანადგარს უნდა ჰქონდეს გამწოვი არხი, რომელიც საპროექციო დანადგარის ნათურიდან წამოსულ გამოსხივებას პირდაპირ შენობის გარეთ გაიტანს. ნათურის გამოსხივების გამწოვის გამოყენება დასაშვებია საპროექციო ოთახიდან ჰაერის გასაწოვად, რაც უზრუნველყოფს ოთახში ჰაერის ცირკულაციას. გარდა შემაერთებლისა, ასეთი არხები  უნდა იყოს მტკიცე, ელასტიკური მასალის და მისი ამ მიზნით გამოყენება დასაშვები იყოს. საპროექციო დანადგარის ნათურის გამოსხივებისა და საპროექციო ოთახის გამწოვი სისტემა, ან ორივე ერთად, დასაშვებია მდებარეობდეს იმავე შენობაში, სადაც დაყენებულია სხვა გამწოვი ან რეცირკულირებადი ჰაერის სისტემა, ან ორივე ერთად, თუმცა ისინი ერთმანეთთან მიერთებული არ უნდა იყოს.

409.4 განათების კონტროლი. უნდა შეიქმნას პირობები იმისათვის, რომ კინოთეატრების აუდიტორიისა და გასასვლელი საშუალებების განათების სისტემები საპროექციო ოთახიდან და შენობის სულ მცირე, ერთი რომელიმე მოსახერხებელი ადგილიდან გაკონტროლდეს.

409.5 სხვადასხვა დანადგარი. თითოეულ საპროექციო ოთახს ფირების გადასახვევი და შესანახი ადგილები უნდა ჰქონდეს.

ქვეთავი 410 − სცენები, ბაქან-სცენები და ტექნიკური პერსონალის სამყოფი ფართობები

410.1 გამოყენება. 410.1 – 410.8 ქვეთავების დებულებები ეხება შენობისა და ნაგებობების ყველა იმ ნაწილს, სადაც არის სცენები ან ბაქან-სცენები და მსგავსი დამატებითი ფართობები.

410.2 განმარტებები. ქვემოთ წარმოდგენილი ტერმინები განმარტებულია მე-2 თავში:

ბაქან-სცენა.

ავანსცენის კედელი.

სცენა.

ტექნიკური პერსონალის სამოძრაო ფართობები.

410.3 სცენები. სცენის კონსტრუქცია 410.3.1 – 410.3.8 ქვეთავების მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.

410.3.1 სცენის კონსტრუქცია. სცენები უნდა აიგოს იმ მასალებისგან, რომლებიც საჭიროა იმ  ტიპის კონსტრუქციის შენობის იატაკებისათვის, სადაც ასეთი სცენებია.

გამონაკლისი: საჭირო არ არის სცენების აგება იმავე მასალებით, რომლებიც მოთხოვნილია კონსტრუციის ტიპისთვის, თუ კონსტრუქცია შეესაბამება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს:

1.    IIB ან IV ტიპის კონსტრუქციის სცენები, სულ მცირე, 5 სმ სისქის ხის ფენილით, თუ სცენა სხვა ადგილებისგან 410.3.4 ქვეთავის შესაბამისადაა გამიჯნული.

2.    საჭირო არ არის IIA, IIIA და VA ტიპის კონსტრუქციის შენობებში ცეცხლმედეგობის ხარისხიანი იატაკი, თუ სცენის ქვეშ მდებარე სივრცეში ავტომატური ცეცხლსაქრობი სისტემა, 903-ე ან 904-ე ქვეთავების შესაბამისადაა დაყენებული.

3.    ყველა ტიპის კონსტრუქციაში, იატაკი უნდა მოპირკეთდეს ხით ან აღიარებული არაწვადი მასალებით. სცენის იატაკებში გამავალ ღიობებს უნდა ჰქონდეს კარგად მორგებული, მასიური ხის, საკეტიანი კარი (ლიუკი).

410.3.1.1 სცენის სიმაღლე და ფართობი. სცენის ფართობში უნდა შევიდეს წარმოდგენისათვის საჭირო მთელი ფართობი და მომიჯნავე უკანა სცენა, ასევე დამხმარე ფართობები, რომლებიც არაა გამოყოფილი წარმოდგენისათვის განკუთვნილი ფართობისგან ცეცხლმედეგობის ხარისხიანი კონსტრუქციით. სცენის სიმაღლე იზომება სცენის იატაკის ყველაზე დაბალი წერტილიდან სახურავის ან სცენის ზემოთ მდებარე იატაკის ფენილის ყველაზე მაღალ წერტილამდე.

410.3.2 ტექნიკური პერსონალის სამყოფი ფართობები: ქანდარები, ცხაურები და სამუშაო ფიცარნაგები, კოჭები, რომლებიც პროექტდება მხოლოდ მოძრავი ან უძრავი თეატრალური მოწყობილობის, ცხაურების, ქანდარებისა და სამუშაო ფიცარნაგების დასამაგრებლად, უნდა აიგოს შენობის კონსტრუქციის ტიპისადმი არსებული მოთხოვნების შესაბამისი მასალებით. მას არ სჭირდება ცეცხლმედეგობის ხარისხი. წესების გამოყენებისას, ასეთ ფართობებში იატაკები, იარუსები ან ანტრესოლები არ იგულისხმება.

გამონაკლისი: დეკორაციების სამართავი ქანდარების ან ფიცარნაგების იატაკები ნებისმიერი ნებადართული მასალით უნდა დააგონ.

410.3.3 სცენიდან გარეთ გასასვლელი კარები. სადაც ღიობების დაცვა აუცილებელია, გარეთ გასასვლელები 716-ე ქვეთავის შესაბამისი ცეცხლმედეგი კარების ანაწყობით უნდა იყოს დაცული. გარე ღიობებს, რომლებიც მდებარეობს სცენაზე და გამიზნულია შენობიდან გასასვლელად, ტვირთის შესატანად ან დასაცლელად, და რომლებიც, ჩვეულებრივ, ღიაა დაკავების დროს, უნდა ჰქონდეს ვესტიბიულები, რათა ჰაერის ნაკადი მაყურებელთა დარბაზში არ გავიდეს.

410.3.4 ავანსცენის კედელი. თუ სცენა 15 მ-ზე მაღალია, სცენის ყველა ნაწილი მთლიანად გამიჯნული უნდა იყოს მაყურებელთათვის განკუთვნილი სივრციდან ავანსცენის კედლით, რომლის ცეცხლმედეგობის ხარისხი უნდა იყოს, არანაკლებ, 2 საათი. ასეთი კედელი უნდა გრძელდებოდეს საძირკვლიდან სახურავამდე.

410.3.5 ავანსცენის ფარდა. თუ ავანსცენის კედლისთვის სავალდებულოა ცეცხლმედეგობის ხარისხი, სცენის ღიობს უნდა ჰქონდეს NFPA 80-ის შესაბამისი ცეცხლმედეგი ფარდა ან 903.3.1.1 ქვეთავის შესაბამისი წყალმედეგი მასალის ფარდა ან 909-ე ქვეთავის შესაბამისი კვამლის საკონტროლო სისტემა, თუ ნაგებობებში არ არის 1028.6.2 ქვეთავის შესაბამისად მოწყობილი კვამლისგან დაცული დასაჯდომებიანი თავშეყრის ადგილი, ან ბუნებრივად უნდა ნიავდებოდეს, რომ კვამლის დონე გასასვლელი საშუალებების იატაკიდან, სულ მცირე, 1,8 მ-ზე მეტ სიმაღლეზე შენარჩუნდეს (1,8 მ სიმაღლის ქვემოთ არ ჩამოვიდეს).

410.3.6 დეკორაციები. 806-ე ქვეთავის თანახმად, დეკორაციებში გამოყენებული წვადი მასალები უნდა აკმაყოფილებდეს NFPA 701-ის კრიტერიუმებს ცეცხლის გავრცელების სისწრაფესთან დაკავშირებით.

410.3.7 სცენის განიავება. 100 მ2-ზე მეტი ფართობის იატაკის ან 15 მ-ზე მაღალი სცენები უზრუნველყოფილი უნდა იყოს საავარიო განიავების სისტემით. ამგვარი განიავება 410.3.7.1 ან 410.3.7.2 ქვეთავებს უნდა შეესაბამებოდეს.

410.3.7.1 სახურავის საჰაეროები. ორი ან მეტი საჰაერო, რომლებსაც ავტომატურად აღებს სიმხურვალეზე გააქტიურებული მექანიზმები და რომელთა ღიობის საერთო სუფთა ფართობი არ არის სცენის ფართობის 5%-ზე ნაკლები, ცენტრთან ახლოს და სცენის ყველაზე მაღალი ნაწილის ზემოთ უნდა მდებარეობდეს. ვენტილატორის ხელით სამართავად უნდა არსებობდეს დამხმარე საშუალებები. მინის სახურავებისათვის უნდა არსებობდეს ლიუკები. საჰაეროებს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ეტიკეტი.

410.3.7.2 კვამლის კონტროლი. კვამლი უნდა კონტროლდებოდეს 909-ე ქვეთავის შესაბამისად ისე, რომ კვამლის ფენა შენარჩუნდეს, არანაკლებ, 1,8 მ-ის ზემოთ მაყურებელთა დარბაზის ყველაზე მაღალი დონიდან ან ავანსცენის ღიობის ზედა ნაწილის ზემოთ, თუ ავანსცენის კედელი 410.3.4 ქვეთავის მიხედვითაა აგებული.

410.4 ბაქან-სცენის აგება. მუდმივი ბაქან-სცენები უნდა ააგონ ისეთი მასალებით, რომლებიც მოთხოვნილია იმ შენობის კონსტრუქციისათვის, რომელშიც მდებარეობს ბაქან-სცენა. მუდმივი ბაქან-სცენების აგება ცეცხლმედეგობისათვის დამუშავებული ხის მასალით დასაშვებია I, II და IV ტიპის კონსტრუქციებში, რომლებშიც ბაქან-სცენები მთავარი იატაკიდან 75 სმ-ზე მაღლა არ მდებარეობს, ოთახის იატაკის ფართობის 1/3-ზე მეტს არ იჭერს და ფართობი 280 მ2-ს არ აღემატება. თუ მუდმივი ბაქან-სცენის ქვეშ არსებული სივრცე გამოიყენება საწყობად ან სხვა დანიშნულებით, გარდა მოწყობილობების, ელექტროგაყვანილობებისა და წყალსადენების მოსათავსებლად, იატაკის ანაწყობი უნდა იყოს, არანაკლებ, ერთსაათიანი ცეცხლმედეგობის ხარისხიანი კონსტრუქცია. თუ მუდმივი ბაქანსცენის ქვეშ არსებული სივრცე გამოიყენება მოწყობილობების, ელექტროგაყვანილობებისა და წყალსადენების მოსათავსებლად, მაშინ ამ სივრცეს დაცვა არ სჭირდება.

410.4.1 დროებითი ბაქან-სცენები. არაუმეტეს 30 დღით მოწყობილი ბაქან-სცენები დასაშვებია წესებში ნებადართული ნებისმიერი მასალით აიგოს. იატაკსა და ბაქან-სცენას შორის არსებული სივრცე შეიძლება გამოიყენებოდეს მხოლოდ ბაქან-სცენის მოწყობილობებისათვის საჭირო წყალსადენისა და  ელექტროგაყვანილობისათვის.

410.5 საგრიმიორო და მასთან არსებული ოთახები. საგრიმიორო და მასთან არსებული ოთახები 410.5.1 – 410.5.2 ქვეთავებს უნდა შეესაბამებოდეს.

410.5.1 სცენისგან გამიჯვნა. საგრიმიორო ოთახების, დეკორაციების საწყობების, პირადი ნივთების შესანახი ოთახების, სტუდიების, სასაწყობო ოთახების სცენის განყოფილებებისა და შენობის სხვა ნაწილებისაგან სცენა უნდა გაიმიჯნოს 707-ე ქვეთავის შესაბამისად აგებული ცეცხლმედეგი ზღუდით ან 711-ე ქვეთავის შესაბამისად აგებული თარაზული ანაწყობებით, ან ორივეთი ერთად. 15 მ-ზე მაღალი სცენისათვის ცეცხლმედეგობის ხარისხი უნდა იყოს, სულ მცირე, 2 საათი, ხოლო 15 მეტრი ან ამაზე ნაკლები სიმაღლის სცენისთვის – 1 საათი.

410.5.2 ერთმანეთისაგან გამიჯვნა. საგრიმიორო ოთახები, დეკორაციების საწყობები, პირადი ნივთების შესანახი ოთახები, სახელოსნოები, სასაწყობო ოთახები და სცენის განყოფილებები ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს 707-ე ქვეთავის შესაბამისად აგებული არანაკლებ 1-საათიანი ცეცხლმედეგობის მქონე ცეცხლმედეგი ზღუდით ან 711-ე ქვეთავის შესაბამისად აგებული 1-საათიანი ცეცხლმედეგობის მქონე თარაზული ანაწყობით.

410.6 გასასვლელი საშუალებები. ამ ქვეთავში წარმოდგენილ ან შესწორებულ დებულებებთან ერთად გამოიყენება მე-10 თავის დებულებები.

410.6.1 განლაგება. თუ 1015.1 ქვეთავი მოითხოვს, რომ სცენას ჰქონდეს ორი ან მეტი გასასვლელი ან გასასვლელთან მისადგომის გზა-კარი, სცენის თითოეულ მხარეს უნდა მოეწყოს არანაკლებ ერთი გასასვლელის ან გასასვლელთან მისადგომის გზა-კარი.

410.6.2 გზა-კიბისა და პანდუსის შემოზღუდვა. გასასვლელთან მისადგომის გზა-კიბეები და პანდუსები, რომლებიც სცენას ან ბაქან-სცენას ემსახურება, შემოზღუდვას არ საჭიროებს. გასასვლელთან მისადგომის გზა-კიბეები, რომლებიც ტექნიკური პერსონალის სამოძრაო ფართობებისთვისაა განკუთვნილი, შემოზღუდვას არ საჭიროებს.

410.6.3 ტექნიკური პერსონალის სამყოფი ფართობები. ტექნიკური პერსონალის სამყოფ ფართობებს უნდა ჰქონდეს გასასვლელი საშუალებები და გასაქცევი ღიობები (საშუალებები), რომლებიც 410.6.3.1 – 410.6.3.5 ქვეთავების შესაბამისადაა მოწყობილი.

410.6.3.1 გასასვლელი საშუალებები. ტექნიკური პერსონალის სამოძრაო ფართობს უნდა ჰქონდეს, არანაკლებ, ერთი გასასვლელი საშუალება.

410.6.3.2 სავალი მანძილი. შენობებში გასასვლელთან მისადგომად საჭირო სავალი მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 90 მ-ს, თუ არ არის საშხეფი სისტემა, ხოლო 120 მ-ს, თუ შენობა მთლიანად 903.3.1.1 ქვეთავის შესაბამისად დაყენებული ავტოსაშხეფი სისტემითაა აღჭურვილი.

410.6.3.3 ორი გასასვლელი საშუალება. სადაც ორი გასასვლელი საშუალებაა საჭირო, საერთო სავალი ბილიკი 30 მ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

გამონაკლისი: მეორე გასასვლელი საშუალების ნაცვლად დასაშვებია სახურავიდან გასაქცევი ღიობი.

410.6.3.4 გასასვლელისკენ სავალი ბილიკი. ქვემოთ ჩამოთვლილი გასასვლელთან მისადგომი კომპონენტები დაშვებულია ემსახურებოდეს ტექნიკური პერსონალის სამოძრაო ფართობებს:

1.    გზა-კიბეები;

2.    პანდუსები;

3.    ხვეული გზა-კიბეები;

4.    სამუშაო ფიცარნაგები;

5.    მონაცვლე საფეხურებიანი კიბეები;

6.    მიმაგრებული პწკალა კიბეები.

410.6.3.5 სიგანე. გასასვლელისკენ სავალი ბილიკი ტექნიკური პერსონალის სამოძრაო ფართობიდან და მის საზღვრებში 56 სმ-ზე ვიწრო არ უნდა იყოს.

410.7 ავტოსაშხეფი სისტემა. სცენებზე უნდა დააყენონ  ავტომატური ცეცხლსაქრობი სისტემა 903.3.1.1 ქვეთავის შესაბამისად. საშხეფები უნდა დააყენონ სახურავის, ცხაურის, ასევე, სცენის ზემოთ მდებარე ყველა სამუშაო ფიცარნაგისა და ქანდარის ქვეშ. საშხეფები საგრიმიორო ოთახებში, მსახიობებების მოსასვენებელ ოთახებში, სტუდიებსა და საწყობებში უნდა დააყენონ.

გამონაკლისი:

1. სცენის ქვეშ არსებულ ფართობს საშხეფები არ სჭირდება, როცა თავისუფალი სიმაღლე 1,2 მ-ზე ნაკლებია და თუ ისინი მხოლოდ მაგიდებისა და სკამების შესანახადაა განკუთვნილი. ამასთან, დამალული სივრცე მომიჯნავე სივრცეებისაგან არანაკლებ 1,6 სმ სისქის, X ტიპის თაბაშირის ფილითაა გამოყოფილი.

2. საშხეფები არ სჭირდება 100 მ2 ან ამაზე ნაკლები ფართობის ან 15 მეტრი ან ამაზე ნაკლები სიმაღლის მქონე სცენებს, სადაც ფარდები, დეკორაციები ან სხვა წვადი ჩამოსაკიდებელი საგნები შვეულად არ მოძრაობს. წვადი ჩამოსაკიდებელი საგნებიდან შეიძლება გამოიყენებოდეს მხოლოდ ძირითადი ფარდა, არშიები, საყრდენები და ერთი უკანა დეკორაცია (ფონი).

3. სცენებზე ორკესტრისათვის გამოყოფილი შემოზღუდული ფართობის საზღვრებში საშხეფები საჭირო არ არის.

410.8 სახანძრო მილდგარები. სახანძრო მილდგარების სისტემები უნდა დააყენონ 905-ე ქვეთავის შესაბამისად.

ქვეთავი 411 – სპეციალური გასართობი შენობა-ნაგებობები

411.1 ზოგადი. სპეციალური გასართობი შენობები, სადაც დაკავებულობის დატვირთვა 50 ან ამაზე მეტია, უნდა შეესაბამებოდეს 411.1 – 411.8 ქვეთავებსა და ჯგუფის დაკავებულობისთვის განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნებს. გასართობი შენობები, სადაც დაკავებულობის დატვირთვა 50-ზე ნაკლებია, უნდა შეესაბამებოდეს 411.1 – 411.8 ქვეთავებს და სქ ჯგუფის დაკავებულობისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს.

გამონაკლისი: გასართობი შენობები ან მათი ნაწილები, რომელთაც არ აქვს კედლები ან სახურავი და აგებულია კვამლის დაგროვების თავიდან ასაცილებლად, არ საჭიროებს ამ ქვეთავის მოთხოვნებთან შესაბამისობას.

411.2 განმარტება. შემდეგი ტერმინი განმარტებულია მე-2 თავში.

სპეციალური გასართობი შენობა.

411.3 ცეცხლის ავტომატური აღმომჩენი. სპეციალურ გასართობ შენობებში ცეცხლის ავტომატური აღმომჩენი სისტემა 907-ე ქვეთავის შესაბამისად უნდა დააყენონ.

411.4 ავტოსაშხეფი სისტემა. სპეციალურ გასართობ შენობებში ავტოსაშხეფი სისტემა უნდა დააყენონ 903.3.1.1 ქვეთავის შესაბამისად. თუ სპეციალური გასართობი შენობა დროებითია, საშხეფების წყალმომარაგება ნებადართული დროებითი საშუალებებით უნდა ხდებოდეს.

გამონაკლისი: ავტოსაშხეფები საჭირო არ არის, როცა დროებითი სპეციალური გასართობი შენობის იატაკის საერთო ფართობი 100 მ2-ზე ნაკლებია, ხოლო ნებისმიერი წერტილიდან გასასვლელამდე მანძილი 15 მ-ზე ნაკლებია.

411.5 განგაში. შენობის სპეციალურ ადგილას, სადაც მუდმივად იმყოფება პერსონალი და საიდანაც შესაძლებელია საგანგებო ვითარების საწინააღმდეგო ზომების მიღება, კვამლის ცალკეული აღმომჩენის, ავტოსაშხეფი სისტემის ან ცეცხლის სხვა ავტოაღმომჩენი მექანიზმის ამოქმედებისას დაუყონებლივ უნდა ჩაირთოს განგაშის სიგნალი. აქვე იგულისხმება 907.2.11.2 ქვეთავში ხელით გააქტიურებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება.

411.6 საგანგებო ხმოვანი განგაშის საკომუნიკაციო სისტემა. საგანგებო ხმოვანი განგაშის საკომუნიკაციო სისტემა 907.2.11 და 907.2.12.2 ქვეთავების შესაბამისად უნდა დააყენონ. ამ სისტემის გამოყენება დასაშვებია საზოგადოებისადმი მიმართვის სისტემადაც და მისი ხმა მთელ შენობაში უნდა ისმოდეს.

411.7 გასასვლელის აღნიშვნა. გასასვლელის აღმნიშვნელები უნდა განთავსდეს გასასვლელთან ან სპეციალური გასართობი შენობის გასასვლელთან მისადგომი კარის ღიობებთან, ამ ნაწილისა და 1011-ე ქვეთავის შესაბამისად. ასევე უნდა განთავსდეს გასასვლელისკენ მიმართულების მიმანიშნებელი აღმნიშვნელები. იქ, სადაც იყენებენ სარკეებს, ლაბირინთებს ან სხვა კონსტრუქციებს, რომლებიც ნიღბავს გასასვლელისკენ მიმავალ გზას ისე, რომ თვითონ არ ჩანს, ასეთ შემთხვევაში სავალი ზედაპირიდან არაუმეტეს 20 სმ სიმაღლესა და გასასვლელისკენ მიმავალ ბილიკზე ან მასთან ახლოს უნდა განთავსდეს 1011.5 ქვეთავის შესაბამისი, აღიარებული და ნუსხაში შესული ორდონიანი გასასვლელის ნიშნები და UUL 1994-ის შესაბამისად აღნუსხული და მიმართულების მიმანიშნებლები. ამგვარი აღმნიშვნელები ხილული უნდა იყოს საგანგებო ვითარების დროს. გასასვლელისკენ მიმანიშნებელი აღნიშვნები ცეცხლის ავტომატური აღმომჩენი სისტემისა და ავტოსაშხეფი სისტემის მიერ უნდა გააქტიურდეს 907.2.12.2 ქვეთავის შესაბამისად.

411.7.1 გასასვლელის ფოტოლუმინესცენციური ნიშნები. სადაც დაყენებულია გასასვლელის ფოტოლუმინესცენციური ნიშნები, გამააქტიურებელი სინათლის წყარო და ხედვის მანძილი უნდა შეესაბამებოდეს ნიშნების ინსტრუქციებს და ნიშანდებას.

411.8 შიგა მოპირკეთება. 803.1 ქვეთავის თანახმად, შიგა მოპირკეთება A კლასის შესაბამისი უნდა იყოს.

ქვეთავი 412 – საჰაერო ხომალდებთან დაკავშირებული დაკავებულობები

412.1 ზოგადი. საჰაერო ხომალდებთან დაკავშირებული დაკავებულობები უნდა შეესაბამებოდეს 412.1 – 412.7 ქვეთავებს.

412.2 განმარტებები. შემდეგი ტერმინები განმარტებულია მე-2 თავში.

უძრავად განთავსებული სამართავი.

შვეულმფრენის სადგური.

შვეულმფრენის მოედანი.

საცხოვრებელთან მდებარე საჰაერო ხომალდის ანგარი.

დროებით  გაჩერებული (საჰაერო ხომალდის).

412.3 საავიაციო ტრანსპორტის საკონტროლო კოშკები.  412.3.1 – 412.3.5 ქვეთავების დებულებები ეხება საავიაციო ტრანსპორტის საკონტროლო კოშკებს, სადაც შემდეგი დანიშნულებით გამოყენებული თითოეული იატაკის ფართობი 140 მ2-ს არ აღემატება:

1.    საავიაციო ტრანსპორტის საკონტროლო კაბინა.

2.    ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების ოთახები.

3.    აეროპორტის ტერმინალის რადარის და ელექტროაპარატურის ოთახები.

4.    საოფისე სივრცეები, რომლებიც დამატებით გამოიყენება კოშკის მართვისას.

5.    თანამშრომლების მოსასვენებელი ოთხები, ასევე სანიტარიული დანიშნულების ფართობები.

412.3.1 კონსტრუქციის ტიპი. საავიაციო ტრანსპორტის საკონტროლო კოშკები უნდა აიგოს 412.3.2 ცხრილში განსაზღვრული სიმაღლისა და ფართობის შეზღუდვების გათვალისწინებით.

ცხრილი 412.3.2

საავიაციო ტრანსპორტის საკონტროლო კოშკების სიმაღლისა და ფართობის შეზღუდვები

კონსტრუქციის ტიპი

სიმაღლე
(მეტრი)

მაქსიმალური ფართობი

(კვადრატული მეტრი)

IA

შეუზღუდავი

140

IB

73

140

IIA

30

140

IIB

26

140

IIIA

20

140

ა. სიმაღლე უნდა გაიზომოს მიწის დონიდან კაბინის იატაკამდე.

412.3.2 გასასვლელი. ნებისმიერი სიმაღლის საავიაციო ტრანსპორტის საკონტროლო კოშკებს უნდა ჰქონდეს, არანაკლებ, ერთი გასავლელი გზა-კიბე, თუ თითოეულ იატაკზე დაკავებულობის დატვირთვა 15-ს არ აღემატება. გზა-კიბე 1009-ე ქვეთავის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. გზა-კიბე ლიფტისაგან დაშორებული უნდა იყოს მანძილით, რომელიც, სულ მცირე, სართულის ფართობის სწორხაზოვნად გაზომილი დიაგონალის ნახევარია. გასასვლელი გზა-კიბე და ლიფტის გზა (შახტა) დასაშვებია ერთსა და იმავე შახტში იყოს მოთავსებული, თუ ისინი ერთმანეთისაგან გამიჯნულია 4-საათიანი ცეცხლმედეგი ზღუდით, რომელსაც არ აქვს ღიობები. ისეთ გზა-კიბეზე, სადაც შენობის სართულებთან დამაკავშრებელი კარები დახურულია, უნდა შეიქმნას სულ მცირე, 43 პა და მაქსიმუმ 101 პა წნევა. აუცილებელი არ არის, რომ გზა-კიბეები ვრცელდებოდეს სახურავამდე, როგორც ეს 1009.16 ქვეთავშია განსაზღვრული. 403-ე ქვეთავის დებულებები არ გამოიყენება.

გამონაკლისი: 1020.1.7 ქვეთავში განსაზღვრული კვამლგაუმტარი შემოზღუდავები საჭირო არ არის, როდესაც გზა-კიბები არის დაწნევადი.

412.3.3 ცეცხლის ავტომატური აღმომჩენი სისტემები. საავიაციო ტრანსპორტის საკონტროლო კოშკებს უნდა ჰქონდეს 907.2 ქვეთავის მიხედვით დაყენებული ცეცხლის ავტომატური აღმომჩენი სისტემა.

412.3.4 სათადარიგო ელექტრომომარაგება. 20 მ-ზე მაღალ საავიაციო ტრანსპორტის საკონტროლო კოშკებში დაყენებული უნდა იყოს სათადარიგო ელექტრომომარაგების სისტემა. ელექტროენერგია უნდა მიეწოდოს შემდეგ მოწყობილობებს:

1.    წნევის შემქმნელ მოწყობილობას, მექანიკურ მოწყობილობებს და განათების სისტემას.

2.    ლიფტის სამართავ მოწყობილობას.

3.    სახანძრო განგაშისა და კვამლაღმომჩენ სისტემებს.

412.3.5 მისაწვდომობა. საავიაციო ტრანსპორტის საკონტროლო კოშკებს მე-11 თავის დებულებებით გათვალისწინებული მისაწვდომობა არ სჭირდება.

412.4 საჰაერო ხომალდის ანგარები. საჰაერო ხომალდის ანგარები უნდა შეესაბამებოდეს 412.2.1 – 412.2.6 ქვეთავების მოთხოვნებს.

412.4.1 გარე კედლები. მიწის ნაკვეთის საზღვრებიდან ან საზოგადოებრივი გზებიდან 9,0 მ-ზე ნაკლები მანძილით დაშორებული გარე კედლების ცეცხლმედეგობის ხარისხი უნდა იყოს, არანაკლებ, 2 საათი.

412.4.2 მიწის დონის ქვედა სართულები. თუ ანგარებს აქვს მიწის დონის ქვედა სართულები, მათ ზემოთ არსებული იატაკის კონსტრუქცია IA ტიპის უნდა იყოს და მასში ვერ უნდა აღწევდეს წყალი, ზეთი/საწვავი ან ორთქლი. მიწის დონის ქვედა სართულებსა და ანგარს შორის არ უნდა არსებობდეს ღიობი ან კავშირი. მიწის დონის ქვედა სართულებს მისადგომი მხოლოდ გარედან უნდა ჰქონდეს.

412.4.3 იატაკის ზედაპირი. იატაკები უნდა იყოს დამრეცი და ჰქონდეს წყალარინები, რომ წყალი ან საწვავი არ დარჩეს იატაკზე. იატაკის საწრეტებიდან წყალი ან საწვავი, ზეთისაგან მაცალკევებლის გავლით უნდა ჩადიოდეს ჩასადენ ან სარინ მილში, რომელსაც გარეთ გამავალი ხვრელი აქვს.

გამონაკლისი: საჰაერო ხომალდის ანგარებს, სადაც ინდივიდუალური საიჯარო სივრცეებია, რომელთაგან თითოეულის ფართობი არ აღემატება 190 მ2-ს. აქ არ ხდება მომსახურება, შეკეთება ან რეცხვა, ასევე საწვავის ჩასხმა, მას უნდა ჰქონდეს კარისკენ დახრილი იატაკები, რომელთაც გამიჯვნა არ სჭირდება.

412.4.4 გამათბობელი მოწყობილობა. გამათბობელი მოწყობილობა უნდა მოთავსდეს სხვა ოთახში, რომელიც გამიჯნულია 707-ე ქვეთავის შესაბამისად აგებული 2-საათიანი ცეცხლმედეგი ზღუდეებით ან 711-ე ქვეთავის შესაბამისად აგებული 2-საათიანი ცეცხლმედეგობის ხარისხიანი თარაზული ანაწყობებით. შესასვლელი უნდა ჰქონდეს გარედან ან ვესტიბიულიდან, რომელიც გამიჯნულია ორი გზა-კარით.

გამონაკლისი:

1.    გამათბობელი აგრეგატი (კალორიფერი) და ინფრაწითელი გამოსხივებით გამათბობელი საჰაეროიანი მოწყობილობა, რომელიც დაკიდებულია ყველაზე მაღალი საჰაერო ხომალდის ფრთების ზედა ზედაპირიდან ან ძრავის კოლოფიდან, სულ მცირე, 3,0 მ სიმაღლეზე, შესაძლებელია მოთავსდეს ანგარში, ხოლო, სულ მცირე, 2,4 მ სიმაღლეზე მაღაზიების, ოფისებისა და ანგარის სხვა სექციების იატაკებიდან, რომლებიც დაკავშირებულია საწყობთან ან მომსახურების ფართობებთან.

2.    გამიჯნულ ოთახში შესვლა დასაშვებია ერთი შიგა  კარით, თუ მოწყობილობებში აალების წყარო იატაკიდან არანაკლებ 46 სმ-ის ზემოთაა.

412.4.5 აეროლაქით დამუშავება. აეროლაქით დამუშავება, რომლის დროსაც გამოიყენება აქროლადი აალებადი ხსნარი ან საღებავი, უნდა ხდებოდეს ცალკე მდგომ შენობაში, სადაც 903-ე ქვეთავის შესაბამისად განთავსებულია ავტომატური ცეცხლსაქრობი მოწყობილობა.

412.4.6 ხანძრის ჩაქრობა. საჰაერო ხომალდის ანგარებში ცეცხლსაქრობი NFPA 409-ის შესაბამისად, 412.4.6 ცხრილში მოცემული კლასიფიცირების საფუძველზე უნდა დაგეგმარდეს.

ცხრილი 412.4.6

ანგარის ცეცხლსაქრობისადმი მოთხოვნები, ,

ხანძრისგან დაცული ერთეულის მაქსიმალური ფართობი, მ2-ში

კონსტრუქციის ტიპი

IA

IB

IIA

IIB

IIIA

IIIB

IV

VA

VB

≥ 3716.001

ჯგუფი I

ჯგუფი I

ჯგუფი I

ჯგუფი I

ჯგუფი I

ჯგუფი I

ჯგუფი I

ჯგუფი I

ჯგუფი I

3716

ჯგუფი II

ჯგუფი II

ჯგუფი II

ჯგუფი II

ჯგუფი II

ჯგუფი II

ჯგუფი II

ჯგუფი II

ჯგუფი II

2787

ჯგუფი III

ჯგუფი II

ჯგუფი II

ჯგუფი II

ჯგუფი II

ჯგუფი II

ჯგუფი II

ჯგუფი II

ჯგუფი II

1858

ჯგუფი III

ჯგუფი III

ჯგუფი II

ჯგუფი II

ჯგუფი II

ჯგუფი II

ჯგუფი II

ჯგუფი II

ჯგუფი II

1393.5

ჯგუფი III

ჯგუფი III

ჯგუფი III

ჯგუფი II

ჯგუფი III

ჯგუფი II

ჯგუფი III

ჯგუფი II

ჯგუფი II

1114.8

ჯგუფი III

ჯგუფი III

ჯგუფი III

ჯგუფი III

ჯგუფი III

ჯგუფი III

ჯგუფი III

ჯგუფი II

ჯგუფი II

743.2

ჯგუფი III

ჯგუფი III

ჯგუფი III

ჯგუფი III

ჯგუფი III

ჯგუფი III

ჯგუფი III

ჯგუფი III

ჯგუფი II

464.5

ჯგუფი III

ჯგუფი III

ჯგუფი III

ჯგუფი III

ჯგუფი III

ჯგუფი III

ჯგუფი III

ჯგუფი III

ჯგუფი III

ა.  საჰაერო ხომალდის ანგარები, რომელთა კარი 8,5 მ-ზე მაღალია, უზრუნველყოფილი უნდა იყოს I ჯგუფის ანგარებისთვის განკუთვნილი ცეცხლსაქრობით, მიუხედავად იმისა, რამხელაა ხანძრისგან დაცული მაქსიმალური ფართობი.

ბ. ჯგუფების კლასიფიცირება უნდა შეესაბამებოდეს NFPA 409-ის კლასიფიცირებას.

გ. 3102-ე ნაწილის შესაბამისი მემბრანული ნაგებობები უნდა კლასიფიცირდეს როგორც IV ჯგუფის ანგარები.

გამონაკლისი: სადაც უძრავად განთავსებული სამართავის ადგილზე არსებობს შესაკეთებელი მოწყობილობები, II ჯგუფის ანგარებს, რომლებიც მუშაობს უძრავად განთავსებული სამართავის საშუალებით და სადაც მხოლოდ დროებით ინახება საჰაერო ხომალდები, უნდა ჰქონდეს ცეცხლსაქრობი სისტემა, მაგრამ სისტემას ქაფთან დაკავშირებული მოთხოვნები არ ეხება.

412.4.6.1 საფრთხის შემცველი ოპერაციები. 412.4.6 ცხრილის შესაბამისად, ნებისმიერი III ჯგუფის ანგარი, სადაც მიმდინარეობს საფრთხის შემცველი ოპერაციები, მათ შორის, ქვემოთ ჩამოთვლილი (მაგრამ არა მხოლოდ ესენი), აღჭურვილი უნდა იყოს NFPA 409-ის შესაბამისი I ან II ჯგუფის ცეცხლსაქრობი სისტემით:

1.    ლაქით დაფარვა;

2.    ცხელი სამუშაო, მათ შორის (მაგრამ არა მხოლოდ): შედუღება, აიროვანი (ავტოგენით) ჭრა და აიროვანი (ავტოგენით) დარჩილვა;

3.    საწვავის გადატანა;

4.    საწვავის ავზის შეკეთება ან მოვლა-შენახვა, არ იგულისხმება NFPA 409-ის შესაბამისად საწვავისგან დაცლილი ავზები, ინერტული ავზები ან ავზები, რომლებშიც არასდროს ყოფილა საწვავი;

5.    შესხურებით მოპირკეთების სამუშაოები;

6.    ხანძრისგან დაცული ერთი ფართობის (სადაც არ არის საშხეფები) საზღვრებში არსებული ყველა საჰაერო ხომალდის 6000 ლიტრზე მეტი საწვავის საერთო რაოდენობა;

7.    ხანძრისგან დაცული ერთი მაქსიმალური ფართობის (სადაც დაყენებულია ავტომატური საშხეფი სისტემა 903.3.1.1 ქვეთავის შესაბამისად) საზღვრებში მდებარე ყველა საჰაერო ხომალდის  28 000 ლიტრზე მეტი საწვავის საერთო რაოდენობა.

412.4.6.2 ხანძრისგან დაცული ცალკეული მაქსიმალური ფართობების გამიჯვნა.  ანგარის კლასიფიცირებისა და 412.4.6 ცხრილში მოცემული კონსტრუქციის ტიპის მიხედვით დადგენილი ხანძრისგან დაცული ცალკეული მაქსიმალური ფართობები უნდა გაიმიჯნოს 706-ე ქვეთავის შესაბამისად აგებული ცეცხლმედეგი კედლებით, რომელთა ცეცხლმედეგობა 2 საათია. 412.4.6 ცხრილის მიხედვით განსაზღვრული ხანძრისგან დაცული ცალკეული მაქსიმალური ფართობის დადგენისას დამხმარე გამოყენებები, რომლებიც საჰაერო ხომალდის მომსახურე ფართ