ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/01/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016286
3
29/01/2016
ვებგვერდი, 05/02/2016
010250050.35.132.016286
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №3

2016 წლის 29 იანვარი

ქ. ბათუმი

 

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის და 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ მე-3 და მე-5 მუხლების, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

 


მუხლი 1
შემოღებულ იქნეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის  მოსაკ­რებე­ლი და დამტკიცდეს მისი გადახდის ინსტრუქცია, თანახმად დანართი 1-ისა.
მუხლი 2
1. დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დაწესდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრ­ე­ბე­­ლი და მისი ოდენობა განისაზღვროს თანახმად დანართი 2-ისა;

    2.  ქ. ბათუმში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის  მოსაკრებლის გან­ა­კვე­თი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 1,30 ლარით თვეში, ხოლო იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 70 000 ან 70 000-ზე დაბალია, მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 1 ლარით თვეში. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუ­ხე­დავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.

მუხლი 3
ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან, „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №31 დადგენილებით განსაზღვრული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელები ჩაითვლებიან ამ დადგენილებით შემოღებული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელებად.
მუხლი 4
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №31 დადგენილება.
მუხლი 5
დადგენილება გამოქვეყნდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 თებერვლიდან.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჭეიშვილი



დანართი 1
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული

ტერიტორიის დასუფთავებისათვის შემოღებული ადგილობრივი მოსაკრებლის

გამოანგარიშებისა და გადახდის შესახებ


მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
1. ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  და ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ”   საქართველოს კანონის საფუძველზე, იგი განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის  მოსაკრებლის გადახდის წესს.

2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლობასა და მათი განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას.

3. მოსაკრებელი წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯების (გაწეული მომსახურების) საფასურს.

4. ნარჩენების წარმომქმნელი პირი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში. მოსაკრებლის გადაუხდელობაზე ან/და გადახდის ვადების დარღვევაზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

5. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის (შემდგომში „სამსახური“) ან შესაბამისი უფლების მქონე ოპერატორის (შემდგომში „ოპერატორი“) მიერ განსაზღვრული დროის გარდა მომხმარებლისათვის სასურველ დროს დიდგაბარიტიანი ნარჩენების ტრანსპორტირების ხარჯები დაიფარება მომხმარებლის მიერ.


მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი
1. მოსაკრებლების გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომლებიც ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე წარმოქმნიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს;

2. ორგანიზებული ბაზრობების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელია ორგანიზებული ბაზრობის მომწყობი პირი.


მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1. მოსაკრებლის ოდენობა გაიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით, ხოლო ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების გატანის ღირებულებისა და შესაბამისი ზომის ერთეულის კომბინაციით, კერძოდ:

ა) მოსახლეობისათვის – ერთ სულ მოსახლეზე  – 1. 30 ლარი თვეში;

ბ) მოსახლეობისათვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 70 000 ან 70 000-ზე დაბალია – 1 ლარი თვეში;

გ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის რაოდენობა თვეში გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

M  = (N  X C X K)/12;

M –  მოსაკრებლის რაოდენობა თვეში;

N – ნარჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში;

C – 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება, C = 9 ლარი;

K – ზომის ერთეული (დაკავებული ფართი, მომხმარებელთა რაოდენობა, ადგილი, საწოლი, მოსწავლე).

2.  იმ იურიდიული პირებისათვის, რომელთა საქმიანობაც მოიცავს სხვადასხვა სფეროს, მოსაკრებლის გაანგარიშება მოხდება კომპლექსურად (ცალკეული საქმიანობის სფეროებიდან გამომდინარე გადასახდელ მოსაკრებელთა ჯამი) მოქმედი ფორმულის შესაბამისად.

3. ორგანიზებული ბაზრობისათვის დასუფთავების მოსაკრებელი განისაზღვრება კომპლექსურად (არსებული ცალკეული სავაჭრო ან/და მომსახურების  ობიექტებიდან გამომდინარე გადასახდელ მოსაკრებელთა ჯამი).

4. ქ. ბათუმის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი  გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე, რომლის საკუთრებაშიც წამოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

5. ქ. ბათუმის მოსახლის მიერ მოსაკრებელი გადაიხდება მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

6. ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრთა თანხმობისას, ქვითარი გამოიწერება ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.

7. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.

8. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს მოსაკრებლის გადამხდელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ.

9. ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირების რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.

10. მესაკუთრის მოიჯარის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ, მოიჯარემ ან მოსარგებლემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა/დაბრუნება. მოიჯარის ან მოსარგებლის მიერ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, დავალიანების გადახდის ვალდებულება ეკისრება მესაკუთრეს.


მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ფიზიკური პირებისათვის (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა)  – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.

2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.

3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ფიზიკური და იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მიერ ქ. ბათუმში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.

4. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით (შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენით) გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.

5. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი.

6. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (ინდივიდუალური მეწარმის გარდა), თითოეული მოსახლის ქ. ბათუმიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლისას, უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს სამსახურს ან/და ოპერატორს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის ქალაქში არყოფნის ვადა. შესაბამისი სამსახურის ან/და ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში აბონენტი ვალდებულია წარმოადგინოს ქალაქში არყოფნის დამადასტურებელი უტყუარი დოკუმენტი (გაცემული ვიზა, ან სამგზავრო ბილეთი, ამხანაგობის ცნობა და ა.შ.).

7. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და მათ მიერ დაფუძნებული საჯარო და კერძო სამართლის სამეწარმეო (50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები სარგებლობენ მოსაკრებლის გადახდის 50%-იანი შეღავათით.

8. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია ქ. ბათუმში არსებული მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრები.

9. მოსაკრებლის გადახდისაგან დროებით გათავისუფლებულია ქ. ბათუმის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოსახლეობა, რომელსაც არ მიეწოდება დასუფთავების სერვისი.

10. იმ მოსახლეობას, რომელიც დასუფთავების სერვისის მიუწოდებლობის გამო დროებით გათავისუფლდა მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან, მათ აღუდგება მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება სერვისის  მიწოდებისთანავე.


მუხლი 5. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
1. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

2. მუნიციპალიტეტის ორგანოს საამისოდ უფლებამოსილ სამსახურს შეუძლია ადგილობრივი მოსაკრებლის ამოღების მიზნით შესაბამის იურიდიულ პირთან გააფორმოს ხელშეკრულება.


მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს  შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან ელექტონული ანგარიშსწორების საშუალებით.

2. ქვითრის სავალდებულო რეკვიზიტებია:

ა) მოსაკრებლის გადამხდელი;

ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;

გ) გადასახდელი თანხა;

დ) გადახდის ვადა;

ე) გადახდის ადგილი.

3. მოსაკრებელი გადაიხდევინება ყოველთვიურად, თვეში ერთხელ.

4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.

5. დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომელთაც დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხათ მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე, მაგრამ არანაკლებ ორი თვისა, მიეცეთ უფლება მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე დარიცხული მოსაკრებლის (მოსაკრებლის მიმდინარე ყოველთვიურ დარიცხვასთან ერთად) დავალიანება დაფარონ მოსაკრებლის დარიცხვიდან არაუმეტეს 12 თვის ვადაში, შესაბამის სამსახურთან ან/და ოპერატორთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.


მუხლი 7. მოსაკრებლის გადამხდელთა უფლებები და მოვალეობები
1.  ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე, ასევე მოქმედი ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება ვალდებულია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურში ან ოპერატორთან დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად. წინამდებარე წესის ამოქმედების დღიდან აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებებად.

2.  ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა), ვალდებულია რეგისტრაცია გაუკეთოს მის საკუთრებაზე მცხოვრები პირების რაოდენობასა და რაოდენობის ცვლილებას. ასევე მესაკუთრე ფიზიკური პირი რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ან/და არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა აცნობოს სამსახურს ან ოპერატორს, რომელიც გავლენას მოახდენს გადასახდელი მოსაკრებლის გაანგარიშებაზე. აბონენტი ვალდებულია წარმოადგინოს ცვლილების დამადასტურებელი უტყუარი დოკუმენტი. (ცნობა სასწავლებლიდან, გარდაცვალების, დაბადების ან ქორწინების მოწმობა, სულადობის ცვლილების შესახებ ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ გაცემული ცნობა, ან მინიმუმ სამი მეზობლის მიერ ხელწერით დადასტურებული განაცხადი და ა.შ).

3. საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრეები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები, ასევე ნარჩენების წარმომქმნელი და/ან მფლობელი პირები ვალდებული არიან სამსახურის ან ოპერატორის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა, გასცენ ნარჩენების გატანისათვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე.

4. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან  დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში) არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამსახურს ან ოპერატორს.

5. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი  გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.

6. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლების მიერ, ფაქტობრივად დაკავებულ ფართში განხორციელებული ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ან/და ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე), მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილების (კორექტირების) შეტანის მიზნით, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამსახურს ან ოპერატორს და წარმოადგინონ მათ მიერ დაკავებულ ფართში ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტები; მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ გაზრდილი მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.

7. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის შესახებ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამსახურს ან ოპერატორს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართში) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი საგადასახადო ან სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები). საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა განხორციელდება სამსახურის ან ოპერატორისადმი შეტყობინების განხორციელების დღიდან ან შესაბამისად უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან.

8. ორგანიზებული ბაზრობის მომწყობი პირი ვალდებულია წარუდგინოს შესაბამის სამსახურს ან/და ოპერატორს ინფორმაცია ბაზრობაზე არსებული სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტების საქმიანობის სფეროს და დაკავებული ფართობის შესახებ.

9. წინამდებარე წესების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით უფლებამოსილ პირს/პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები პირების ტერიტორიაზე.


მუხლი 8. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
1. მოსაკრებლების გადახდევინებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურს ან/და შესაბამის ოპერატორს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

2. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოსაკრებლის ამოსაღებად იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად.



დანართი 2

N

საქმიანობის სფერო

ზომის ერთეული

ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა 13
(N)

მოსაკრებელი 1 კბ..-ზე
(M)

1

2

3

4

5

1

მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები   (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

საერთო ფართის 1 მ2

0,04

0,03

2

ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

საერთო ფართის 1 მ2

0,20

0,15

3

ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

საერთო ფართის 1 მ2

0,44

0,33

4

კინოთეატრები და თეატრები

თვის განმავლობაში გაყიდული 1 ბილეთი

0,32

0,24

5

სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

ერთი სული

0,20

0,15

6

სასტუმროები (ინფრასტრუქტურის ფართზე შიდა მომსახურებისათვის მოსაკრებელი არ დაირიცხება)

მომსახურების ერთეული  (ერთი საწოლი)

2,00

1,50

7

საავადმყოფოები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

ერთი საწოლი

0,95

0,71

8

პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

საერთო ფართის   1 მ2

0,28

0,21

9

სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა)

ღია ფართის       1 მ2

0,02

0,02

დახურული ფართის 1 მ2

0,16

0,12

10

სასურსათო საქონლის მაღაზიები, მარკეტები (სავაჭრო დარბაზი)

სავაჭრო  ფართის   1 მ2

0,48

0,36

11

სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები (სავაჭრო დარბაზი)

საერთო ფართის   1 მ2

0,36

0,27

12

აგრარული  და შერეული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები

1 სავაჭრო ადგილი

0,24

0,18

13

შერეული საქონლის მაღაზიები

საერთო ფართის   1 მ2

0,48

0,36

14

ავტოსადგომები

ღია ფართის  1 მ2

0,02

0,02

დახურული ფართის 1 მ2

0,16

0,12

15

 საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე (გარდა საცავებისა პროდუქციის ხანგრძლივი შენახვის დროით)

ღია ფართის  1 მ2

0,02

0,02

დახურული ფართის 1 მ2

0,16

0,12

16

ავტოგასამართი სადგურები

საერთო ფართის   1 მ2

0,24

0,18

17

მანქანის საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობები

ღია საერთო ფართის 1 მ2

0,08

0,06

დახურული საერთო ფართის  1 მ2

0,16

0,12

18

ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ.მომსახურების ადგილები, ავტოსამრეცხაოები

ღია საერთო ფართის 1 მ2

0,04

0,03

დახურული საერთო ფართის     1 მ2

0,16

0,12

19

აბანოები, საუნები

საერთო ფართის   1 მ2

0,32

0,24

20

სადალაქოები და  სილამაზის სალონები

საერთო ფართის   1 მ2

0,44

0,33

21

მცირე სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები

საერთო ფართის   1 მ2

0,36

0,27

22

რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარები

ერთი ადგილი

1,35

1,0

23

საბანკეტო დარბაზები, სარიტუალო მომსახურებისათვის

საერთო ფართის   1 მ2

0,40

0,30

24

საცხობები

საერთო ფართის   1 მ2

0,36

0,27

25

დისკოთეკები, ღამის კლუბები

საერთო ფართის  1 მ2

0,36

0,27

26

 კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები

საერთო ფართის  1 მ2

0,48

0,36

27

ვაგზლები, აეროპორტები, რკინიგზის, საავტომობილო

ღია ფართის          1 მ2

0,02

0,02

დახურული ფართის 1 მ2

0,16

0,12

28

ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები

საერთო ფართის  1 მ2

0,02

0,02

29

სამხედრო ნაწილები და პენიტენციარული სისტემები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

ერთი ადგილი

0,60

0,45

30

საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი

საერთო ფართის 1 მ2

0,02

0,02

31

სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები (საწარმოო ნარჩენების გარდა)

საერთო ფართის  1 მ2

0,12

0,09

32

საგამოფენო და საჩვენებელი დარბაზები

საერთო ფართის  1 მ3

0,04

0,03

 

მოსაკრებლის რაოდენობა თვეში (M) გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

          M = N X C X K : 12

N – ნარჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში

C – მოსაკრებელი 1 მ3 ნარჩენების გატანაზე, C=9 (ლარი)

K – ზომის ერთეული (დაკავებული ფართი, მომხმარებელთა რაოდენობა) .