„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1076
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 22/01/2016
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2016
ძალაში შესვლის თარიღი 22/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016353
  • Word
1076
22/01/2016
ვებგვერდი, 27/01/2016
000000000.00.00.016353
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №1076

2016 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №9):

ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

ა.ა) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

 „ი1) მეწარმე სუბიექტისათვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება, შეჩერებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირთა რეესტრის წარმოებას;“.

ა.ბ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) საცხოვრებელი ფართობის საცხოვრებელი მიზნით გამქირავებელ ფიზიკურ პირთა რეესტრის წარმოებას;“;

ბ) მე-8 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი:

„პ1) მეწარმე სუბიექტისათვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება, შეჩერებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირთა რეესტრის წარმოება;“.

ბ.ბ) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

 „ზ1) საცხოვრებელი ფართობის საცხოვრებელი მიზნით გამქირავებელ ფიზიკურ პირთა რეესტრის წარმოება;“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი