ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/01/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 31/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.112.016252
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1
21/01/2016
ვებგვერდი, 27/01/2016
190020020.35.112.016252
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/01/2016 - 27/01/2017)

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2016 წლის 21 იანვარი

ქ. ლანჩხუთი

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  19-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №47 დადგენილების შესაბამისად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2015 წლის 30 იანვრის №1 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი 03/02/2015).
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე



დანართი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016  წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი

წესი აწესრიგებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან „სოციალური დაცვის“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარებების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს.

მუხლი 1. ფულადი სოციალური დახმარების სახეები
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაცემას ექვემდებარება შემდეგი ფულადი სოციალური დახმარებები:
ა) მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა;
ბ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა;
გ) მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა;
დ) სხვადასხვა ომებსა და კონფლიქტებში მონაწილე ვეტერანთა დახმარების პროგრამა;
ე) მაღალმთიანი სოფლებიდან მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამა;
ვ) ცენტრ „იავნანას“ თანადაფინანსების პროგრამა;
ზ) ბიკარბონატული ჰემოდიალეზით – თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების  პროგრამა;
თ) იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა;
ი) ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანადაფინანსების, ეროვნულ სკრინინგ ცენტრიდან და  სამედიცინო დაწესებულებაში მოწვეული სპეციალისტების ბინით უზრუნველყოფის პროგრამა;
კ) მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი დახმარების პროგრამა;
ლ) ლანჩხუთის რეგიონალური ორგანიზაციის „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ სარეაბილიტაციო პროგრამა ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციები ქალებისათვის.
მ) ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა დახმარების პროგრამა.

მუხლი 2. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყება
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური).

 


მუხლი 3. ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა
1. სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად დაინტერესებული პირი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას დახმარების დანიშვნის ან მიღების თაობაზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
2. გამგეობაში შემოსული ყველა განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მოსამზადებლად ეგზავნება შესაბამის სამსახურს.
3. გამგეობის შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მიღების თაობაზე საკითხის განსახილველად მომზადებასა და გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა პროცედურების განხორციელებას.
4. მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების პროგრამის ფარგლებში, ა(ა)იპ ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. პროგრამის განხორციელების აუცილებლობას შეისწავლის გამგეობის შესაბამისი სამსახური და დასკვნას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს.

მუხლი 4. ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად წარმოსადგენი დოკუმეტაციის ნუსხა
კონკრეტული სოციალური პროგრამიდან დახმარების დასანიშნად ან მისაღებად დაინტერესებულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმეტაცია:

 ა) მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა – განცხადება, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ცნობა სოციალური სააგენტოდან, რომ არის სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე.

ბ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა – განცხადება, მშობლების პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები, მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი, ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიში და სოციალური  სააგენტოდან  სარეიტინგო ქულის ამონაწერი.

გ) მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა განცხადება, ცნობა, რომ ბენეფიციარს არ აქვს საცხოვრებელი ფართი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის დასკვნა სახლის მდგომარეობის შესახებ, განმცხადებლის და საცხოვრებელი  ფართის მეპატრონის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ფართის მეპატრონის  საჯარო რეესტრიდან  ამონაწერი, ბენეფიციარსა და საცხოვრებელი ფართის მეპატრონეს შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება და საცხოვრებელი ფართის მეპატრონის ბანკის ანგარიში.

დ) სხვადასხვა ომებსა და კონფლიქტებში მონაწილე ვეტერანთა დახმარების პროგრამა - განცხადება, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ცნობა სოციალური სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ, ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი,  გარდაცვალების მოწმობის ასლი, საბანკო ანგარიში.

ე) მაღალმთიანი სოფლებიდან მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამა მუნიციპალიტეტის გამგებელსა და ა(ა)იპ ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის პრორექტორს შორის გაფორმებული შეთანხმების აქტი, პრორექტორის მიერ თანხის ყოველთვიური მოთხოვნა.

ვ) ცენტრ „იავნანას“ თანადაფინანსების პროგრამა – გახარჯული კომუნალური, ჰიგიენისა და ყოველდღიური მოხმარების საგნების თანხის კალკულაციის წარმოდგენა;

ზ) ბიკარბონატული ჰემოდიალეზით – თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების  პროგრამა – განცხადება, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ბენეფიციარის ან ოჯახის წევრის  საბანკო  ანგარიში და პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი.

თ) იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა – განცხადება, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, დევნილის  მოწმობის ასლი და საბანკო ანგარიში.

ი) ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანადაფინანსების, ეროვნულ სკრინინგ ცენტრიდან და  სამედიცინო დაწესებულებაში მოწვეული სპეციალისტების ბინით უზრუნველყოფის პროგრამა ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიერ ლანჩხუთში მოვლინებული სამედიცინო პერსონალის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა, მათ მიერ ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების დროს გახარჯული ელექტროენერგიის ქვითარის წარმოდგენა, გამქირავებელს და დამქირავებელს შორის დადებული ხელშეკრულება. პაციენტის გამოკვლევისათვის სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების საჭიროების შემთხვევაში ცენტრის დასკვნა სამედიცინო დაწესებულების ადგილმდებარეობის მითითებით, პაციენტის საბანკო ანგარიში.  წითელი ჯვრის მიერ წარმოდგენილ პროგრამებზე გახარჯული თანხის კალკულაციის წარმოდგენა და საბანკო ანგარიში.

 კ) მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი დახმარების პროგრამა განცხადება, ბენეფიციარის ან ოჯახის წევრის საბანკო ანგარიში, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ცნობა ჯანმრთელობის შესახებ,  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის დასკვნა სახლის მდგომარეობის შესახებ, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლისა და მაჟორიტარი დეპუტატის (საკრებულოს წევრის) შუამდგომლობა. „ც“ ჰეპატიტთან დაკავშირებით დიაგნოსტიკური კველვების ჩატარებაზე მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის:  ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №IV – 100/ა ან „ც“ ჰეპატიტის არსებობის დამადასტურებელი ცნობა,  „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტიგო ქულის ამონაწერი, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული შესაბამისი მიმართვა (ასლი) ან ცნობა, ბენეფიციარის საბანკო ანგარიში.

ლ) ლანჩხუთის რეგიონალური ორგანიზაციის „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ სარეაბილიტაციო პროგრამა ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციები ქალებისათვის -ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ პროგრამებზე გახარჯული თანხის კალკულაციის წარმოდგენა და საბანკო ანგარიში.

მ) ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა დახმარების პროგრამა განცხადება, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ბენეფიციარის საბანკო ანგარიში.


მუხლი 5. განცხადებების განხილვა
1. გამგეობაში შემოსულ განცხადებებს კომისიური წესით განიხილავს სამსახური თვეში ერთჯერ მაინც ან აუცილებლობის გათვალისწინებით.
2. საჯარო პრინციპების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სამსახურის მიერ სოციალური დახმარების გაცემის საკითხთა განხილვაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ დაინტერესებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ამ მიზნით სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს სამსახურის მიერ სოციალური დახმარებების გაცემის საკითხთა განხილვის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ განთავსებას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო დაფაზე.

მუხლი 6. სამსახურის მიერ დასკვნის მომზადება
1. სამსახური სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მომზადება ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
3. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას და ამზადებს დასკვნას ბენეფიციართა საქმეში შესაბამისი შესწორებების შეტანის თაობაზე (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა). ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანების დადგენა, სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახის მიერ საცხოვრებელი სახლის ან ბინის შეძენა და ა.შ.
4. სამსახური, ა(ა)იპ ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიასთან ერთად სასწავლო წლის დასაწყისში მოიპოვებს ინფორმაციას სკოლის ფინანსური მდგომარეობის თაობაზე და პროგრამის გაგრძელების შესახებ დასკვნას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს.

მუხლი 7. სამსახურის სხდომის ოქმები
1. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვის მიზნით სამსახურის ყოველი შეხვედრისას დგება შესაბამისი ოქმი.
2. სამსახურის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება, დასკვნის სახით, აისახება ოქმში.
3. სამსახურის შეხვედრის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას, სამსახურის უფროსის დავალებით, უზრუნველყოფს სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი.
4. სამსახურის შეხვედრის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
5. ოქმის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი.

მუხლი 8. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ, რომელიც სამსახურის დასკვნის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.
2. გამგებლის ბრძანებით განისაზღვრება ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა და ინიშნება სოციალური დახმარება.
3. მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების პროგრამის შემთხვევაში პროგრამის განხორციელების მიზნით ტრანსპორტირების თანხა სკოლას გადაერიცხება ა(ა)იპ ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის პრორექტორის მოთხოვნის საფუძველზე.
4. გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია წინამდებარე წესის 1-ლი მუხლის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული დახმარების გაცემა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება სავალალო შედეგი გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს სამსახურის დასკვნის გარეშეც, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.

მუხლი 9. ფულადი დახმარების გაცემა
1. სოციალური დახმარების გაცემა ხდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
2. გამგებლის ბრძანების ასლი, რომლითაც დამტკიცებულია ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა და დანიშნულია სოციალური დახმარება, ეგზავნება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურს.
3. სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების  სამსახური უნაღდო ანგარიშსწორების გზით.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.