საჩხერის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ

საჩხერის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/01/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016177
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2
20/01/2016
ვებგვერდი, 21/01/2016
010250020.35.130.016177
საჩხერის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ
საჩხერის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (21/01/2016 - 31/08/2016)

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2016 წლის 20 იანვარი

ქ. საჩხერე

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  851მუხლის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:                    

მუხლი 1
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული  კერძო სამართლის იურიდული პირების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე



                                                                                                                                                                     დანართი №1
საჩხერის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს საჩხერის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის  სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (შემდგომ – მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები) მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესს, ფორმას, ადგილს და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას.
2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით, რეგულირდება ამ წესით.
3. ამ წესით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა არ არის ამომწურავი და არ ათავისუფლებს  მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებისაგან. 

მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების ფორმა და წესი
1. მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება როგორც ელექტრონული, ისე ბეჭდური ფორმით ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.
2. ამ დადგენილებით დამტკიცებული ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებული საჯარო ინფორმაციის ნუსხით“ (შემდგომ – ნუსხა), განსაზღვრული საჯარო ინფორმაცია ნებისმიერი პირისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან/და ნებისმიერი სხვა შეზღუდვის დადგენა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.  
3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით იმავე ან/და სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებებისაგან.
4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი.

მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ადგილი
1. მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები უზრუნველყოფენ ნუსხით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას, ამ მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით:
ა) ელექტრონული ფორმით – მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ელექტრონულ რესურსებზე;
ბ) ან ბეჭდური ფორმით – მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში განთავსებულ საჯარო განცხადებების დაფაზე.
2. ელექტრონული ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ვებგვერდებზე ან/და მათ მართვაში არსებული სხვა ელექტრონული რესურსების გამოყენებით.
3. ბეჭდური ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ბეჭდური ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება საჯარო განცხადებების დაფების გამოყენებით, რომლებიც უნდა განთავსდეს დასახლებების უბნების მიხედვით, უბანში რეგისტრირებულ ყოველ 500 ამომრჩეველზე არანაკლებ ერთი საინფორმაციო განცხადების დაფის ოდენობით.
4. მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო განცხადების დაფაზე ინფორმაციის განახლებაზე პასუხისმგებელია შესაბამის დასახლებაში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი.
5. იმ შემთხვევაში, თუ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაცია დიდი მოცულობისაა და მისი სრულად განთავსება ვერ ხერხდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების და იურიდიული  პირების შენობებში სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ ადგილას ან/და მუნიციპალიტეტის დასახლებაში საინფორმაციო განცხადებების დაფაზე, აუცილებელია აღნიშნულ ადგილებში მიეთითოს დოკუმენტის შესაბამისი რეკვიზიტები (სათაური, მიმღები ორგანო, მიღების თარიღი, დოკუმენტის ნომერი) და ადგილი, სადაც შესაძლებელია დოკუმენტის სრული ვერსიის გაცნობა და ასლის გადაღება.

მუხლი 4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი
1. მუნიციპლიტეტის საჯარო დაწესებულებები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. აღნიშნული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს მისი განახლების თარიღი.
2. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა-კოპირება, ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.


დანართი №2

   საჩხერის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის  სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა

1.    ზოგადი ინფორმაცია საჩხერის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (შემდგომ – მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები)   შესახებ

 

ინფორმაციის დასახელება

განახლების ვადები

1.1

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა.

განახლებადია ცვლილებების შემთხვევაში.

1.2

სტრუქტურული ერთეულების/ადმინისტრაციული ერთეულების  საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები

(დებულება, შინაგანაწესი).

განახლებადია ცვლილებების შემთხვევაში.

1.3

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში.

ქვეყნდება ყოველწლიურად.

1.4

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები.

განახლებადია ცვლილებების შემთხვევაში.

1.5

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, გამგებლის წარმომადგენლების  შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები.

განახლებადია ცვლილებების შემთხვევაში.

1.6

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების, მათი სტრუქტურული ერთეულების/ადმინისტრაციული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი.

განახლებადია ცვლილებების შემთხვევაში.

                                              2. საჯარო ინფორმაციის გვერდი

2.1

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა და ფაქსის ნომრები.

განახლებადია ცვლილებების შემთხვევაში.

2.2

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები.

განახლებადია ცვლილებების შემთხვევაში.

2.3

ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ.

განახლებადია ცვლილებების შემთხვევაში.

2.4

მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49–ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში.

ქვეყნდება ყოველწლიურად.

2.5

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37–ე და მე–40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა.

ქვეყნდება კვარტალურად.

3. ინფორმაცია საჯარო დაწესებულებების საკადრო უზრუნველყოფის შესახებ

3.1

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა.

განახლებადია ცვლილებების შემთხვევაში.

3.2

ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში კონკურსის ჩატარების წესებს.

განახლებადია ცვლილებების შემთხვევაში.

3.3

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში.

ქვეყნდება კვარტალურად.

4. ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების და იურიდიული პირების მიერ განხორციელებული შესყიდვების და ქონების პრივატიზების შესახებ

4.1

მუნიციპალიტეტის შესყიდვების წლიური გეგმა.

ქვეყნდება კვარტალურად.

4.2

მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით.

ქვეყნდება კვარტალურად.

4.3

ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ.

ქვეყნდება კვარტალურად.

4.4

რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები.

ქვეყნდება კვარტალურად.

4.5

მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში.

4.6

მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა.

მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში.

5. ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების  დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ

5.1

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი.

მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის მისი წარდგენიდან 5 დღის ვადაში.

5.2

მუნიციპალიტეტის დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტები.

ქვეყნდება კვარტალურად.

5.3

ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია. (ნაზარდი ჯამით).

ქვეყნდება კვარტალურად და ყოველწლიურად.

5.4

საანგარიშო წლის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.

მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში.

5.5

ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატების და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ, თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად).

ქვეყნდება კვარტალურად.

5.6

ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ, თანამდებობის პირებზე (ჯამურად), სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალ–ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით).

ქვეყნდება კვარტალურად.

 

5.7

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით.

ქვეყნდება ყოველწლიურად.

5.8

ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ჯამურად.

ქვეყნდება ყოველწლიურად.

5.9

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ჯამურად.

ქვეყნდება ყოველწლიურად.

5.10

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი.

ქვეყნდება ყოველწლიურად.

5.11

ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე   (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამურად.

ქვეყნდება ყოველწლიურად.

5.12

უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების მიერ მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია.

ქვეყნდება ყოველწლიურად.

5.13

ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გრანტების შესახებ, მათ შორის გრანტის მიზნობრიობა და გრანტის მოცულობა.

ქვეყნდება ყოველწლიურად.

5.14

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია.

ქვეყნდება კვარტალურად.

5.15

სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხების შესახებ.

ქვეყნდება აქტის მიმღები ორგანოს მიერ ძალაში შესვლიდან 10 დღეში.

6. სამართლებრივი აქტები

6.1

ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობასთან.

ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში.

6.2

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც მუნიციპალიტეტის ორგანოების შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია.

ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში.

7. საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“

განსაზღვრული გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია

7.1

მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს ოქმები.

შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში.

7.2

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომების ოქმები.

შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში.

7.3

დასახლების საერთო კრების ოქმები.

გამგეობის მიერ შესაბამისი ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში.

7.4

ინფორმაცია დასახლების საერთო კრების დღის წესრიგის და გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ.

ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში.

7.5

მუნიციპალიტეტის გამგებლის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ გათვალისწინებული ანგარიშები.

შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში.

7.6

პეტიცია.

მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.

7.7

მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 20 პროცენტის წერილობითი ინიციატივა გამგებლისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ.

მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.

8. სხვა საჯარო ინფორმაცია

8.1

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების სერვისების შესახებ ინფორმაცია.

განახლებადია ცვლილებების შემთხვევაში.

8.2

ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურის შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ.

განახლებადია ცვლილებების შემთხვევაში.

       

 

   შენიშვნა: კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასასრულიდან 1 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თუ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.

 


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.