„მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/01/2016
ძალაში შესვლის თარიღი 14/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 010110020.10.003.019088
24
18/01/2016
ვებგვერდი, 21/01/2016
010110020.10.003.019088
„მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №24

2016 წლის 18 იანვარი

   ქ. თბილისი

„მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 24/11/2015; 010110020.10.003.018977) დამტკიცებული „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის“ მე-17 მუხლის:

1. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) 2016 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის 15 თებერვლამდე სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავენ ამ მუხლის მე-2 − მე-12 პუნქტებითა და ამ წესით დადგენილი წესით.“.

2.  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სტატუსის მინიჭების თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებას მუნიციპალიტეტი 2016 წლის 15 თებერვლამდე თავისი ინიციატივით ახორციელებს იმ ფიზიკურ პირთა მიმართ, რომლებიც:

ა) არიან პროფესიული განათლების მასწავლებლები და დასაქმებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საჯარო სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები და, შესაბამისად, დასაქმებულნი არიან/ირიცხებიან/მათი შვილები ირიცხებიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლაში, ამ წესის ამოქმედების დღიდან 9 თვის ან მეტი ვადით ადრე;

ბ) რეგისტრირებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში და დასაქმებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საბიუჯეტო ორგანიზაციაში, ამ წესის ამოქმედების დღიდან 9 თვის ან მეტი ვადით ადრე;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მონაცემებით ოჯახი რეგისტრირებულია და საცხოვრებელ ადგილად მითითებულია მაღალმთიანი დასახლება, ამ წესის ამოქმედების თვის მინიმუმ წინა 9 თვის ვადისა, უწყვეტად.“.

3.  მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი მიეკუთვნება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირთა წრეს და აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი 2016 წლის 15 თებერვლამდე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ფიზიკური პირისათვის სტატუსის მინიჭების თაობაზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 14 იანვრიდან. 

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი