„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.019085
21
18/01/2016
ვებგვერდი, 21/01/2016
240110000.10.003.019085
„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №21

2016 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

 

„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/07/2015,  240110000.10.003.018733) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „თურქულის დაავადებასთან ბრძოლის პროფილაქტიკურ და საკარანტინო ღონისძიებათა წესი;“.

2. პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ცხოველების თურქულთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესი (დანართი №1)“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 

მუხლი 2
ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული „თურქულის დაავადებასთან ბრძოლის პროფილაქტიკურ და საკარანტინო ღონისძიებათა წესის“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „გ ქვეპუნქტის, 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის, 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
მუხლი 3
ამ დადგენილებით დამტკიცებული „თურქულის დაავადებასთან ბრძოლის პროფილაქტიკურ და საკარანტინო ღონისძიებათა წესის“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი, 44-ე მუხლის პირველი პუნქტი, 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი, 82-ე მუხლის   მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან.
მუხლი 4
ამ დადგენილებით დამტკიცებული „თურქულის დაავადებასთან ბრძოლის პროფილაქტიკურ და საკარანტინო ღონისძიებათა წესის“ 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-2 პუნქტის „გ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი




თურქულის დაავადებასთან ბრძოლის პროფილაქტიკურ

და საკარანტინო ღონისძიებათა წესი

 მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. თურქული (Aphtae epizootical) - ცხოველთა მაღალკონტაგიოზური, მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს 100%-მდე ავადობის მაჩვენებელი და იწვევს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს. ავადდება მსხვილფეხა საქონელი, ღორი, ასევე ცხვარი, თხა და სხვა წყვილჩლიქიანი მცოხნავები, ყველა სახეობის ირემი, ანტილოპა, სპილო და ჟირაფი. დაავადებისადმი უფრო მგრძნობიარენი არიან ინტენსიურად მოშენებული ჯიშები, ვიდრე ტრადიციული.

2. თურქულის აღმძვრელია რნმ-ის შემცველი ვირუსი Picornaviridae-ს ოჯახიდან. ანტიგენური თვისებების მიხედვით მას ჰყოფენ 7 სეროლოგიურ შტამად (A, O, C, Sat1, Sat2, Sat3, Asia1). თითოეული მოითხოვს სპეციფიკურ ვაქცინას, რათა ჩამოყალიბდეს იმუნიტეტი ვაქცინირებულ ცხოველში. ვირუსი გვხვდება დაინფიცირებული ცხოველის ყველა გამონაყოფში. რძესა და სპერმაში ვირუსის არსებობა აღინიშნება კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე 4 დღით ადრე. ვირუსი საკმაოდ მდგრადია, მთის საძოვარზე მან შეიძლება გაძლოს მომავალ სეზონამდე, დამდგარ წყალში წლის ცივ პერიოდში ცოცხლობს 103 დღე, ზაფხულში - 21 დღე, შემოდგომაზე - 49 დღე, ცხოველის ბალნიან საფარზე - 50 დღე.

3.  ცხოველის თურქულით დაინფიცირება ხდება აირწვეთოვანი ან ორალური გზით, დაავადებულის ჯანმრთელთან კონტაქტით, ასევე ვირუსით დაბინძურებული საკვების, წყლის, ქვეშსაფენის, მოვლის საგნების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტრანსპორტის, ნედლი ან არასაკმარისად მომზადებული ცხოველური პროდუქტების საშუალებით. პასიური გადამტანები არიან ფრინველები და ადამიანები, ასევე არაამთვისებელი ცხოველები, რომელთაც დაავადების აღმძვრელი შეიძლება გადაიტანონ 80 კმ-მდე მანძილზე.

4.  დაავადება გვხვდება წლის ნებისმიერ დროს, მაგრამ მის აფეთქებას უპირატესად ადგილი აქვს შემოდგომა-გაზაფხულის პერიოდში. ინკუბაციური პერიოდი 2-დან 7 დღემდე გრძელდება, იშვითად − 21 დღემდე. დაავადებას ახასიათებს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, ენის, ტუჩების, ცურის კანისა და ჩლიქთაშორისი ნაპრალის აფტოზური დაზიანებები, აგრეთვე ცხელება, ჰიპერსალივაცია, წონის, წველისა და მადის დაქვეითება. კლინიკური ნიშნების გამოვლენა დამოკიდებულია ვირუსის შტამზე, ცხოველის ასაკსა და სახეობაზე, ამასთან უპირატესად ვლინდება უფრო მსხვილფეხა საქონელსა და ინტენსიურად მოშენებულ ღორებში, ვიდრე ცხვარსა და თხაში. მოზარდი დაინფიცირებული თურქულის გამომწვევი ვირუსით შესაძლოა მოკვდეს აფტოზური წყლულების განვითარებამდე გულის კუნთის დაზიანების გამო.

5. თურქულის დაავადებაზე ეპიდემიოლოგიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - სააგენტო).

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1.  ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ამთვისებელი ცხოველები - მცოხნავების, არამცოხნავების, კოჟრფეხიანების ქვერიგის ნებისმიერი შინაური ან გარეული ცხოველი წყვილჩლიქიანთა რიგიდან. კონკრეტული ზომებისათვის ამ წესის მე-14 და 86-ე მუხლის მე-2 პუნქტის გამოყენებისას ამთვისებელ ცხოველებად შესაძლოა მიჩნეულ იქნენ მღრღნელებისა და ხორთუმიანების გვარის წარმომადგენლები;

ბ) სადგომი - სასოფლო-სამეურნეო ან სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობა, მათ შორის ცირკი, სადაც ამთვისებელ ცხოველებს ინახავენ ან ამრავლებენ დროებით ან მუდმივად. ამ წესის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან დაკავშირებით ეს განმარტება არ მოიცავს საცხოვრებელ შენობებს, თუ ამთვისებელი ცხოველები მუდმივად ან დროებით არ იმყოფებიან მასში, სასაკლაოებს, სატრანსპორტო საშუალებებს, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს ან ისეთი ზომის შემოღობილ ტერიტორიებს, სადაც არიან ამთვისებელი ცხოველები და შესაძლებელია მათზე ნადირობა და შეუძლებელია ამ წესის მე-9 მუხლით განსაზღვრული ზომების გატარება;

გ) ჯოგი - სადგომში მყოფი ცხოველის ან ცხოველთა ჯგუფის ეპიდემიოლოგიური ერთეული. თუ სადგომში იმყოფება ერთზე მეტი ჯოგი, მაშინ თითოეული მათგანი წარმოადგენს ცალკეულ ერთეულს და აქვს ჯანმრთელობის ერთი და იგივე სტატუსი;

დ) მფლობელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც ჰყავს ამთვისებელი ცხოველი საკუთრებაში ან მფლობელობაში, ან უვლის, ფინანსური მოგების ან სხვა მიზნით;

ე) სახელმწიფო ვეტერინარი ექიმი (შემდგომში - „სახელმწიფო ვეტერინარი“) - ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული, სათანადო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სააგენტოს მიერ უფლებამოსილია ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის;

ვ) ავტორიზაცია - სააგენტოს მიერ გაცემული წერილობითი თანხმობა, რომლის ასლიც ხელმისაწვდომია შემდგომი შემოწმებისათვის;

ზ) საინკუბაციო პერიოდი - ინფექციის შეჭრასა და კლინიკური ნიშნების გამოვლენას შორის დროის ინტერვალი. კერძოდ, მსხვილფეხა საქონლისთვის და ღორისებრთა ცხოველებისთვის 14 დღე, ცხვარში, თხაში და სხვა ნებისმიერი  ამთვისებელი ცხოველებისთვის 21 დღე;

თ) დაინფიცირებაზე საეჭვო ცხოველი - ნებისმიერი შინაური და გარეული ამთვისებელი ცხოველი, რომელსაც აქვს თურქულის დაავადებისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები ან სიკვდილის შემდგომი დაზიანებები ან რეაქცია იმ ლაბორატორიულ გამოკვლევებზე, რომლებიც იძლევა საფუძვლიან ეჭვს თურქულის დაავადებაზე;

ი) კონტამინაციაზე საეჭვო ცხოველი - ამთვისებელი ცხოველი, რომელიც შეგროვებული (მოპოვებული) ეპდემიოლოგიური ინფორმაციის თანახმად, პირდაპირ ან არაპირდაპირ ექვემდებარება ვირუსის ზეგავლენას (ექსპოზიციას);

კ) თურქულის შემთხვევა ან დაინფიცირებული ცხოველი - ნებისმიერი ამთვისებელი ცხოველი ან ამ ცხოველის ტანხორცი, რომელშიც ამ მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტში მითითებული განმარტების გათვალისწინებით თურქულის დაავადების არსებობა ოფიციალურად დასტურდება ლაბორატორიული გამოკვლევით ან თურქულის დაავადებისათვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომების ან სიკვდილის შემდგომი დაზიანებების გამოვლენით;

ლ) დაავადების აფეთქება - სადგომი, სადაც განთავსებულია ამთვისებელი ცხოველები და ვლინდება ქვემოთ მითითებული ერთი ან მეტი კრიტერიუმი:

ლ.ა) თურქულის დაავადების გამომწვევი ვირუსი გამოყოფილია ცხოველიდან, ამ ცხოველიდან მიღებული პროდუქტიდან ან მის გარემოდან;

ლ.ბ) თურქულის დაავადებისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები აღმოჩენილია ამთვისებელ ცხოველში და იმავე ეპიდემიოლოგიური ჯგუფის ცხოველიდან ან ცხოველებიდან აღებულ ნიმუშებში გამოვლენილია და იდენტიფიცირებულია თურქულის დაავადების გამომწვევი ვირუსის ერთი ან მეტი სეროტიპისთვის დამახასიათებელი ვირუსის ანტიგენი ან ვირუსის რიბონუკლეინის მჟავა (RNA);

ლ.გ) თურქულის დაავადებისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები აღმოჩენილია ამთვისებელ ცხოველში და ცხოველი ან მისი შთამომავლობა დადებითია თურქულის დაავადების გამომწვევ ვირუსის სტრუქტურულ ან არასტრუქტურულ ცილების ანტისხეულებზე, იმ პირობით, რომ წინა ვაქცინაციები, ნარჩენი დედისეული ანტისხეულები ან არასპეციფიკური რეაქციები შეიძლება გამოირიცხოს, როგორც სეროპოზიტიურობის შესაძლო მიზეზები;

ლ.დ) ამთვისებელი ცხოველებიდან აღებულ ნიმუშებში გამოვლენილია და დადგენილია თურქულის დაავადების გამომწვევი ვირუსის ერთი ან მეტი სეროტიპისთვის დამახასიათებელი ვირუსის ანტიგენი ან ვირუსის რიბონუკლეინის მჟავა (RNA) და ცხოველები დადებითია თურქულის დაავადების ვირუსის სტრუქტურული ან არასტრუქტურული ცილების ანტისხეულებზე, იმ პირობით, რომ სტრუქტურული ცილების ანტისხეულების შემთხვევაში წინა ვაქცინაციები, ნარჩენი დედისეული ანტისხეულები ან არასპეციფიკური რეაქციები შეიძლება გამოირიცხოს, როგორც სეროპოზიტიურობის შესაძლო მიზეზები;

ლ.ე) ეპიდემიოლოგიური კავშირი დადგინდა თურქულის დაავადების დადასტურებულ აფეთქებასთან და გამოიყენება არანაკლებ ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა:

ლ.ე.ა) ერთი ან მეტი ცხოველი დადებითია თურქულის დაავადების გამომწვევ ვირუსის სტრუქტურული ან არასტრუქტურულ ცილების ანტისხეულებზე, იმ პირობით, რომ წინა ვაქცინაციები, ნარჩენი დედისეული ანტისხეულები ან არასპეციფიკური რეაქციები შეიძლება გამოირიცხოს, როგორც სეროპოზიტიურობის შესაძლო მიზეზები;

ლ.ე.ბ) ამთვისებელი ცხოველებიდან აღებულ ნიმუშებში გამოვლენილია და იდენტიფიცირებულია თურქულის დაავადების გამომწვევი ვირუსის ერთ ან მეტი სეროტიპისთვის დამახასიათებელი ვირუსული ანტიგენი ან ვირუსული რიბონუკლეინის მჟავა (RNA);

ლ.ე.გ) ერთ ან მეტ ამთვისებელ ცხოველში დადგინდა თურქულის გამომწვევით აქტიური დაინფიცირების სეროლოგიური მონაცემები, ვირუსის სტრუქტურული ან არასტრუქტურული ცილების ანტისხეულებზე უარყოფითიდან დადებითისკენ სეროკონვერსიის გამოვლენით და წინა ვაქცინაციები, ნარჩენი დედისეული ანტისხეულები ან არასპეციფიკური რეაქციები შეიძლება გამოირიცხოს, როგორც სეროპოზიტიურობის შესაძლო მიზეზები;

ლ.ე.დ) თუ ორ ან მეტ შემთხვევაზე მიღებული სერონეგატიური შედეგი იწვევს გონივრულ ეჭვს, სეროკონვერსიის გამოვლენა უნდა განხორციელდეს სტრუქტურული ცილების შემთხვევაში - იმავე ცხოველებიდან აღებულ წყვილ ნიმუშში არანაკლებ 5 დღიანი ინტერვალით, და არასტრუქტურული ცილების შემთხვევაში - არანაკლებ 21 დღიანი ინტერვალით;

ლ.ე.ე) თურქულის დაავადებისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები აღმოჩენილია ამთვისებელ ცხოველებში;

მ) თურქულის პირველადი აფეთქება - დაავადების გამოვლენა, რომელიც არ არის ეპიდემიოლოგიურად დაკავშირებული ქვეყნის იმავე რეგიონში წინა გამოვლენასთან, ან პირველი გამოვლენა ქვეყნის სხვა რეგიონში;

ნ) მოკვლა/დახოცვა - ნებისმიერი პროცესი, რომელმაც გამოიწვია ცხოველის სიკვდილი;

ო) გადაუდებელი დაკვლა - ცხოველის დაკვლა გადაუდებელ შემთხვევებში, მათ შორის, კეთილდღეობის მიზეზით, რომელიც ეპიდემიოლოგიური მონაცემების ან კლინიკური დიაგნოზის ან ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგის საფუძველზე არ მიიჩნევა თურქულის ვირუსით ინფიცირებულად ან კონტამინირებულად;

პ) გადამუშავება - მაღალი რისკის მასალისადმი განხორციელებული დამუშავების ერთ-ერთი სახე თურქულის გამომწვევი ვირუსის განეიტრალების მიზნით, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელების რისკი;

ჟ) რეგიონალიზაცია - შეზღუდული ზონა, სადაც დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედებს აკრძალვები ზოგიერთი ცხოველის ან ცხოველური პროდუქტის გადაადგილებაზე ან ვაჭრობაზე, დაავადებისაგან თავისუფალ იმ ზონაში, სადაც არ არის დაწესებული აკრძალვები;

რ) რეგიონი - არანაკლებ 2000 კმ2 ტერიტორია, რომელიც ექვემდებარება სააგენტოს მიერ გასატარებელ ზომებს;

ს) გადაუდებელი ვაქცინაცია - ამ წესის 47-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაქცინაცია;

ტ) დამცავი (პროფილაქტიკური) ვაქცინაცია - გადაუდებელი ვაქცინაციის სახე, რომელიც ტარდება გარკვეულ არეალში მყოფ სადგომებში/დროებით სადგომებში განთავსებულ ამთვისებელი ცხოველების დაცვის მიზნით, თურქულის ვირუსის აერწვეთოვანი ან მექანიკური გზით გავრცელების საწინააღმდეგოდ და სადაც ცხოველები გამიზნულია დარჩეს ცოცხალი ვაქცინაციის შემდეგ.

უ) დამთრგუნავი (შემაკავებელი) ვაქცინაცია - გადაუდებელი ვაქცინაციის სახე, რომელიც ტარდება სანიტარიულ დაკვლასთან ერთად სადგომში/დროებით სადგომში ან ტერიტორიაზე, სადაც გადაუდებელი საჭიროებაა თურქულის გამომწვევი ვირუსის ცირკულირებისა და პერიმეტრს იქით გავრცელების რისკის შემცირებისა. ცხოველები ვაქცინაციის შემდეგ ექვემდებარებიან განადგურებას;

ფ) გარეული ცხოველი - ამთვისებელი ცხოველი, რომელიც ბინადრობს სადგომის/დროებითი სადგომის ან ამ წესის მე-14-მე-15 მუხლებში განსაზღვრულ შენობის მიღმა;

ქ) დაავადების პირველადი შემთხვევა გარეულ ცხოველებში - თურქულის დაავადების ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც აღმოჩენილია იმ არეალში ბინადარ გარეულ ცხოველში, სადაც არ გატარებულა ღონისძიებები ამ წესის 86-ე მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტების შესაბამისად;

ღ) ხორცის ნახევარფაბრიკატი – ახალი ხორცი, მათ შორის, ფრაგმენტებად დანაწევრებული ხორცი, რომელსაც დაემატა საკვები საშუალებები, სუნელ-სანელებლები ან სხვა საკვებდანამატები, ან რომელმაც გაიარა გადამუშავების არასაკმარისი პროცესი იმგვარად, რომ ხორცის შიდა კუნთოვანი ქსოვილის ბოჭკოს არ დაუკარგავს ახალი ხორცისთვის დამახასიათებელი სტრუქტურა;

ყ) გატარებული ხორცი - ძვლებგამოცლილი ხორცი, რომელიც ფრაგმენტებად დაქუცმაცდა და შეიცავს 1%-ზე ნაკლებ მარილს;

შ) ხორცის პროდუქტი - გადამუშავებული პროდუქტი, რომელიც მიიღება ხორცის გადამუშავებით ან გადამუშავებული ხორცის შემდგომი გადამუშავებით ისე, რომ ხორცის გადანაჭერის ზედაპირს აღარ ახასათებს ახალი ხორცისთვის დამახასიათებელი ნიშნები;

ჩ) ამთვისებელი ცხოველების სიმჭიდროვე - ნებისმიერი გეოგრაფიული ზონა 10 კილომეტრის რადიუსით იმ სადგომის გარშემო, სადაც მოთავსებულია თურქულის ამთვისებელი ან დაინფიცირებაზე საეჭვო ცხოველები და აღნიშნულ ტერიტორიაზე ამთვისებელი ცხოველების განთავსება ერთ კვადრატულ კილომეტრზე აღემატება 1000 სულს ან სადგომში ერთ კვადრატულ კილომეტრზე- 450 სულს;

ც) 24/48 საათიანი წესი - მე-9 მუხლში მითითებულ სადგომებში, სადაც განთავსებულია დაინფიცირებული ჯოგი, შეუძლებელია დაავადების აღმოფხვრა მისი დადასტურებიდან 24 საათის განმავლობაში და დაინფიცირებაზე ან კონტამინაციაზე საეჭვო ცხოველების პრევენციული დახოცვა შეუძლებელია განხორციელდეს ბიო-უსაფრთხოების წესების დაცვით 48 საათზე ნაკლებ დროში;

ძ) (F0 )- ბაქტერიის სპორების მომაკვდინებელი ეფექტი; როდესაც F0 = 3-ს პროდუქტის ყველაზე ცივი ადგილი ცხელდება იმ დონეზე, რომ მიიღწეს იგივე მომაკვდინებელი ეფექტი, რაც მიიღწევა 3 წუთის განმავლობაში 121°C-ზე;

წ)..რძის პროდუქტი –  გადამუშავებული პროდუქტი, რომელიც მიიღება ნედლი რძის გადამუშავებით ან ამ გადამუშავებული პროდუქტის შემდგომი  გადამუშავების  შედეგად და რომელიც მოიცავს რძის პროდუქტს.

2.  ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით“ განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.

მუხლი 3. თურქულის შესახებ შეტყობინების ვალდებულება

1. მფლობელი ან ნებისმიერი პირი, რომელიც თან ახლავს ამთვისებელ ცხოველს ტრანსპორტირების დროს, ვალდებულია, თურქულის საეჭვო ან დადასტურებული ნებისმიერი შემთხვევის შესახებ აცნობოს სააგენტოს და იყოლიოს (შეინახოს) თურქულით დაინფიცირებული ან დაინფიცირებაზე საეჭვო ცხოველები იმ ადგილებიდან მოშორებით, სადაც სხვა ამთვისებელი ცხოველები თურქულის ვირუსით დაინფიცირების ან კონტამინაციის რისკის ქვეშ არიან;

2. კერძო ვეტერინარი, სახელმწიფო ვეტერინარი ან სხვა სახელმწიფო ან კერძო ლაბორატორიები და ნებისმიერი პირი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ამთვისებელ ცხოველებთან ან ასეთი ცხოველებისგან მიღებულ პროდუქტებთან ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს თურქულის არსებობის ან არსებობასთან დაკავშირებული ეჭვის შესახებ.

 3. დადასტურების ნებისმიერი შემთხვევის (სადგომში, სასაკლაოებში, სატრანსპორტო საშუალებებში, გარეულ ცხოველებში) შესახებ, სააგენტო ვალდებულია, დაავადების შესახებ გაუგზავნოს შეტყობინება და მიაწოდოს ინფორმაცია ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (OIE), დადგენილი წესით.

 მუხლი 4. ზომები თურქულის არსებობაზე ეჭვის მიტანისას

1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულება ყველა იმ სადგომში, რომელიც მოიცავს ერთ ან მეტ დაინფიცირებაზე ან კონტამინაციაზე საეჭვო ცხოველს.

2.  თუ არსებობს ეჭვი, რომ სადგომი მოიცავს ერთ ან მეტ დაინფიცირებაზე ან კონტამინაციაზე საეჭვო ცხოველს, სააგენტომ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს დაავადების არსებობის დადასტურება ან გამორიცხვა ლაბორატორიული გამოკვლევებით ამ წესის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის განმარტების შესაბამისად.

3. დაავადებაზე ეჭვის მიტანის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სააგენტოს გადაწყვეტილებით სადგომზე უნდა დაწესდეს ზედამხედველობა და უზრუნველყოფილ იქნეს, რომ:

ა)  განხორციელდეს სადგომში მყოფი ყველა კატეგორიის ცხოველის აღწერა, ამთვისებელი ცხოველის თითოეულ კატეგორიასთან დაკავშირებით მოხდეს მკვდარი ცხოველების, დაინფიცირებაზე ან კონტამინაციაზე საეჭვო ცხოველების რაოდენობის დადგენა;

ბ)  განახლდეს ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული აღწერის შედეგები იმ ამთვისებელი ცხოველების გათვალისწინებით, რომლებიც დაიბადნენ ან დაიხოცნენ საეჭვო პერიოდში. ასეთი ინფორმაცია წარდგენილი უნდა იყოს მფლობელის მიერ სააგენტოს მოთხოვნისთანავე და ექვემდებარება სააგენტოს მიერ შემოწმებას თითოეული ვიზიტის დროს;

გ) სადგომში ხდებოდეს რძის, რძის პროდუქტების, ხორცის, ხორცის პროდუქტების, ტანხორცის, ტყავისა და კანის, მატყლის, სპერმის, ემბრიონის, კვერცხუჯრედის, ნაკელის ყველა მარაგის, ასევე ცხოველის საკვების მარაგის დადგენა/აღწერა და მონაცემების შენახვა;

დ) არცერთი ცხოველი ან ამთვისებელი ცხოველი არ შევიდეს ან გავიდეს სადგომიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სადგომს აქვს სხვადასხვა ეპიდემიოლოგიური წარმოების ერთეული, თანახმად ამ წესის მე-16 მუხლისა, და როცა სადგომში არსებული ყველა ამთვისებელი ცხოველი იმყოფება ერთსა და იმავე ან სხვა შენობაში იზოლირებულად;

ე) შენობებში ან ადგილებში, სადაც ამთვისებელი ცხოველები არიან ან თვითონ სადგომში შესვლისას ან გამოსვლისას გამოყენებული იქნეს სათანადო სადეზინფექციო საშუალებები;

ვ) ეპიდემიოლოგიური მოკვლევა განხორციელდეს ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად;

ზ) ეპიდემიოლოგიური მოკვლევის ხელშესაწყობად, ლაბორატორიული გამოკვლევებისათვის მოხდეს საჭირო ნიმუშების აღება ამ წესის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

თ) აიკრძალოს სადგომიდან:

თ.ა) ამთვისებელი ცხოველების ხორცის ან ტანხორცის, ხორცის პროდუქტების, რძის ან რძის პროდუქტების, სპერმის, კვერცხუჯრედის ან ემბრიონის ან ცხოველის საკვების, ჭურჭლის, ნივთების, მატყლის, ტყავის და კანის, ცხოველური ნარჩენების, ნაკელის ან ნებისმიერი რამის გატანა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თურქულის ვირუსის გავრცელება;

თ.ბ) თურქულის არაამთვისებელი ცხოველების გადაადგილება;

თ.გ) სადგომში ადამიანების შესვლა-გასვლა;

თ.დ) სადგომში ტრანსპორტის შესვლა-გასვლა.

4. სადგომში რძის შენახვასთან დაკავშირებული სიძნელეების შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ.ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე, სააგენტოს შეუძლია გასცეს ბრძანება, რომ რძე განადგურდეს სადგომში ან გასცეს ავტორიზაცია ვეტერინარის ზედამხედველობით, სათანადოდ აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებით რძის ტრანსპორტირების შესახებ სადგომიდან უახლოეს შესაძლო ადგილას გასანადგურებლად ან ისეთი დამუშავების ჩასატარებლად, რომელიც გამოიწვევს ვირუსის განეიტრალებას.

 5.  სააგენტოს შეუძლია არ გაითვალისწინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ.ბ - თ.დ“ ქვეპუნქტებში მითითებული აკრძალვა და გასცეს ავტორიზაცია სადგომში შესვლის ან გამოსვლის შესახებ იმ პირობით, რომ არ მოხდება თურქულის გამომწვევი ვირუსის გავრცელება.

მუხლი 5. ზომები სხვა სადგომებზე

1. სააგენტომ უნდა გაავრცელოს ამ წესის მე-4 მუხლში მითითებული ზომები იმ სადგომებზეც, რომელთა მდებარეობა, კონსტრუქცია და დაგეგმარება ან ამ წესის მე-4 მუხლში მითითებული სადგომის ცხოველებთან კონტაქტი იწვევს კონტამინაციის ეჭვს.

2.  სააგენტომ უნდა გამოიყენოს სულ მცირე ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით და მე-3 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით დადგენილი ზომები ამ წესის მე-15 მუხლში მითითებული შენობების ან სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, თუ ამთვისებელ ცხოველთა არსებობა იძლევა თურქულის ვირუსით დაინფიცირების ან კონტამინაციის ეჭვს.

მუხლი 6. დროებითი კონტროლის ზონა

1.  ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სააგენტოს შეუძლია, შექმნას დროებითი კონტროლის ზონა თუ არის ამთვისებელი ცხოველების მაღალი სიმჭიდროვე, ამთვისებელ ცხოველებთან შეხებაში მყოფი ცხოველებისა და პირების ინტენსიური მოძრაობა, იგვიანებს სავარაუდო სტატუსის შესახებ შეტყობინება, ან არასაკმარისია ინფორმაცია თურქულის ვირუსის შესაძლო წარმოშობისა და სადგომში შეტანის გზების შესახებ.

2.   დროებითი კონტროლის ზონაში არსებული სადგომების მიმართ, სადაც იმყოფებიან ამთვისებელი ცხოველები გამოყენებული უნდა იქნეს სულ მცირე ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-3 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,თ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ზომები.

3.  დროებითი   კონტროლის    ზონაში    გამოყენებულ    ზომებს   შეიძლება      დაემატოს      მთლიან ტერიტორიაზე     ან  ტერიტორიის  დიდ ნაწილზე  ყველა  ცხოველის  გადადგილებაზე  დროებითი  აკრძალვა. თუმცა,    თურქულის  დაავადებაზე     არაამთვისებელი ცხოველების გადადგილებაზე აკძალვა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს, თუ ეს დასაბუთებული არ იქნება განსაკუთრებული გარემოებით.

მუხლი 7. პრევენციული აღმოფხვრის პროგრამა

1. ეპიდემიულოგიური ინფორმაციის ან სხვა მტკიცებულების არსებობისას, სააგენტო უფლებამოსილია, განახორცილოს პრევენციული აღმოფხვრის პროგრამა, მათ შორის, კონტამინაციაზე საეჭვო ამთვისებელი ცხოველების, და თუ აუცილებელია, ეპიდემიოლოგიურად დაკავშირებული საწარმოო ერთეულიდან ან მეზობლად არსებული სადგომებიდან ცხოველების პრევენციული დახოცვა.

2. ამ შემთხვევაში ამთვისებელი ცხოველებიდან ნიმუშის აღება და კლინიკური შემოწმება უნდა განხორციელდეს ამ წესის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

მუხლი 8. ზომების უზრუნველყოფა

1. სააგენტომ არ უნდა შეაჩეროს ამ წესის მე-4–მე-6 მუხლებში მითითებული ზომები, სანამ თურქულის შესახებ ეჭვი ოფიციალურად არ გამოირიცხება.

2. თურქულის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს შორის, კომპეტენციის ფარგლებში, ხორციელდება თანამშრომლობა ურთიერთდახმარებისა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის პრინციპზე დაყრდნობით. აღნიშნული მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:

ა) ვეტერინარული კარანტინის დროს თურქულის აღმძვრელის გავრცელების, ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით კარანტინის დაწესებას, მოხსნასა და მის გატარებაში ხელშეწყობას;

ბ) ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე თურქულის საწინააღმდეგო ზომების გატარებაში ხელშეწყობას. 

 3. კარანტინი წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის მიერ;

ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ან საქართველოს მთავრობის მიერ.

მუხლი 9. ზომები თურქულის დადასტურების შემთხვევაში

1. თურქულის აფეთქების დადასტურებისთანავე, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ ამ წესის მე-4-მე-5 მუხლებში მითითებული ზომების გარდა სადგომში დაუყოვნებლივ გატარდეს ასევე შემდეგი ზომები:

 ა) ყველა ამთვისებელი ცხოველი დახოცონ ადგილზე. გამონაკლის გარემოებებში ამთვისებელი ცხოველები შეიძლება დახოცონ შესაფერის უახლოეს ადგილას სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ და იმგვარად, რომ ტრანსპორტირებისა და დახოცვის დროს თავიდან იქნეს აცილებული თურქულის ვირუსის გავრცელების რისკი;

 ბ) სახელმწიფო ვეტერინარმა უზრუნველყოს, რომ ამთვისებელი ცხოველების დახოცვამდე ან დახოცვის დროს ამ წესის მე-12 მუხლში მითითებული ეპიდემიოლოგიური მოკვლევისათვის აიღოს ყველა საჭირო ნიმუშის სათანადო რაოდენობა 63-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. სააგენტომ დასაშვებია, არ გაითვალისწინოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები მეორადი წყაროს გამოჩენის შემთხვევაში, რომელიც ეპიდემიოლოგიურად უკავშირდება მთავარ წყაროს, რომლისთვისაც ნიმუშები უკვე იქნა აღებული ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იმ პირობით, თუ აღებულია ამ წესის მე-12 მუხლში მითითებული ეპიდემიოლოგიური მოკვლევისათვის საკმარისი რაოდენობის ნიმუშები;

 გ) სადგომში მკვდარი ამთვისებელი ცხოველების ტანხორცი და ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოკლული ცხოველების ტანხორცი უნდა გადამუშავდეს დაუყოვნებლივ სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ ისე, რომ აღარ იყოს თურქულის გამომწვევი ვირუსის გავრცელების რისკი. როცა კონკრეტული გარემოებები მოითხოვს, რომ ტანხორცი დაიწვას ან დაიმარხოს ადგილზე ან მის ფარგლებს გარეთ, ასეთი ოპერაციები უნდა განხორციელდეს ამ წესის მე-60 მუხლში მითითებული საგანგებო ზომების გეგმის ფარგლებში წინასაწარ გაწერილი მოთხოვნების შესაბამისად;

 დ) ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“- ქვეპუნქტში მითითებული ყველა პროდუქტი და ნივთიერება უნდა იყოს იზოლირებული, ვიდრე დაბინძურება არ აღმოიფხვრება, ან გადამუშავდეს ან დამუშავდეს სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული ინტრუქციების შესაბამისად ისე, რომ გარანტირებული იყოს თურქულის გამომწვევი ვირუსის განადგურება.

 2. ამთვისებელი ცხოველების დახოცვისა და გადამუშავების და ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტში მითითებული ზომების დასრულების შემდეგ, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ:

 ა) შენობები, სადაც განთავსებული იქნა ამთვისებელი ცხოველები, ამ შენობების გარშემო ტერიტორია და ამთვისებელი ცხოველების ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები, ისევე როგორც სხვა სავარაუდოდ დაბინძურებული შენობები და მოწყობილობა, უნდა დასუფთავდეს და ჩაუტარდეს დეზინფექცია, ამ წესის მე-10 მუხლში დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

 ბ) საფუძვლინი ეჭვის არსებობისას, თუ სადგომში ადამიანების საცხოვრებელი ან საოფისე ტერიტორია დაბინძურებულია თურქულის გამომწვევი ვირუსით, ასეთი ტერიტორიები ასევე ექვემდებარება დეზინფექციას სათანადო საშუალებებით;

 გ) ცხოველების რეპოპულაცია (აღწარმოება) ხორციელდება ამ წესის 68-ე-69-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 10. დასუფთავება და დეზინფექცია

1. დასუფთავებისა და დეზინფექციის სამუშაოები ტარდება სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ და სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული ინსტრუქციების შესაბამისად, ვირუსის განადგურების მიზნით დასაშვებია რეგისტრირებული სადეზინფექციო საშუალებებისა და ოფიციალურად ნებადართული მათი კონცენტრაციების გამოყენება სააგენტოს ნებართვით. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ დასუფთავებისა და დეზინფქციის სამუშაოები ადეკვატურად იყოს დოკუმენტირებული.

2. დასუფთავებისა და დეზინფექციის სამუშაოები უნდა მოიცავდეს სათანადო მავნებლების კონტროლს, ამავე დროს, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა შემცირდეს ასეთი სამუშაოების შედეგად წარმოქნილი ნებისმიერი უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე.

3. დასუფთავების და დეზინფექციის საერთო პრინციპები და პროცედურებია:

ა) დასუფთავების და დეზინფექციის სამუშაოების განხორციელება სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ, სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული ინსტრუქციების თანახმად;

ბ) თურქულის ვირუსის განადგურების მიზნით, გამოსაყენებელი სადეზინფექციო საშუალებებისა და მათი კონცენტრაციების გამოყენება სააგენტოს ნებართვით;

გ) სადეზინფექციო საშუალებების მოქმედების შემოწმება გამოყენებამდე, რათა თავიდან იქნეს აცილებული კონკრეტული სადეზინფექციო საშუალებების მოქმედების შესუსტება ხანგრძლივი შენახვის შედეგად;

დ) სადეზინფექციო საშუალებების და დეზინფექციის პროცედურების შერჩევის განხორციელება შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო საშუალებების და იმ ობიექტების ტიპის გათვალისწინებით, რომელებიც უნდა დამუშავდეს;

ე) ცხიმის გამცლელი ნივთიერებების და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება ისეთ პირობებში, რომ ზიანი არ მიადგეს ან არ შემცირდეს აღნიშნული ნივთიერებების ეფექტურობა. კერძოდ, დაცული უნდა იყოს გამოსაყენებელი საშუალების თანმხლებ ინსტრუქციაში მითითებული პირობები, როგორებიცაა: წნევა, მინიმალური ტემპერატურა და საჭირო საკონტაქტო დრო; სადეზინფექციო საშუალების მოქმედების ეფექტურობაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს ცხიმგამცლელ ნივთიერებებთან ურთიერთქმედებამ;

ვ) გამოსაყენებელი საშუალების თანმხლებ ინსტრუქციაში მითითებული პირობებთან ერთად, შემდეგი საერთო წესების დაცვა:

ვ.ა) სადენზიფექციო საშუალებებით ქვეშსაფენის და ფეკალური მასის სრული გაჟღენთვა;

ვ.ბ) სადგომების დემონტაჟის შემდეგ მიწის, იატაკის, ჭერისა და კედლების, ასევე მოწყობილობებისა და ინსტალაციების დასუფთავება და ჯაგრისით გახეხვა, რათა არ შემცირდეს დასუფთავებისა და დეზინფექციის პროცედურების ეფექტურობა;

ვ.გ) გაწმენდითი სამუშაოების დროს გამოყენებული წყლის გაუვნებელყოფა ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული თურქულის გავრცელების რისკი, სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად;

ვ.დ) წნევით სითხეებით წმენდისას, უკვე დასუფთავებული ან დეზინფიცირებული ნაწილის ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილება;

ვ.ე) სავარაუდოდ დაბინძურებული მოწყობილობის, დანადგარების და საგნების დასუფთავება, დეზინფექცია ან განადგურება;

ვ.ვ) დეზინფექციის დამთავრების შემდეგ, განმეორებითი დაბინძურების თავიდან აცილება;

ვ.ზ) დასუფთავებისა და დეზინფექციების პროცედურებთან დაკავშირებული ყველა ღონისძიების შესახებ შესაბამისი ჩანაწერების გაკეთება დამოწმებული სახელმწიფო ვეტერინარის მიერ, რომელიც უნდა ინახებოდეს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთან;

ვ.თ) დეზინფექციის საშუალებების გამოყენების ხანგრძლივობა მწარმოებლის რეკომენდაციის მიხედვით.

4. დაინფიცირებული სადგომების დასუფთავებისა და დეზინფექციის სპეციფიკური მოთხოვნებია:

ა) წინასწარი დასუფთავება და დეზინფექცია, რომლის დროსაც:

ა.ა) ცხოველების ხოცვისას მიღებულ უნდა იქნეს ყველა აუცილებელი ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ან მინიმუმამდე დაყვანილი თურქულის გამომწვევი ვირუსის გავრცელება. აღნიშნული ღონისძიება მოიცავს დროებითი სადეზინფექციო მოწყობილობის დამონტაჟებას, დამცავი ტანსაცმლის, შხაპების უზრუნველყოფას, გამოყენებული მოწყობილობის, ინსტრუმენტების და შენობა-ნაგებობების დასუფთავებას, ვენტილაციისთვის ენერგომომარაგების შეწყვეტას;

ა.ბ) დახოცილი ცხოველების სხეულები უნდა გაიჟღინთოს სადეზინფექციო საშუალებებით;

ა.გ) სადგომიდან მათი გატანის აუცილებლობისას გადამუშავებისა და განადგურების მიზნით, გამოყენებულ უნდა იქნეს დახურული და წყალშეუღწევადი კონტეინერები;

ა.დ) დამუშავების მიზნით, ამთვისებელი ცხოველების სხეულის გატანისთანავე, სადგომის ის ნაწილები, რომელშიც განთავსებული იყვნენ ეს ცხოველები და სხვა ადგილები, რომლებიც დაბინძურდა მათი დახოცვის, დაკვლის ან დაკვლისშემდგომი შემოწმების დროს, უნდა დამუშავდეს, ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად გამოსაყენებლად ნებადართული სადეზინფექციო საშუალებებით;

ა.ე) ნებისმიერი ქსოვილი ან სისხლი, რომელმაც შეიძლება გამოჟონოს დაკვლის ან დაკვლისშემდგომი შემოწმების ან შენობების, ეზოების, ჭურჭლის ან სხვა მასობრივი დაბინძურების დროს, ფრთხილად უნდა შეგროვდეს და დამუშავდეს;

ა.ვ) გამოყენებული სადეზინფექციო საშუალებები დამუშავებულ ზედაპირზე უნდა დარჩეს არანაკლებ 24 საათის განმავლობაში;

 ბ) საბოლოო დასუფთავება და დეზინფექცია, რომლის დროსაც:

ბ.ა) ნაკელი და ქვეშსაგები გატანილი და დამუშავებული უნდა იქნეს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად;

ბ.ბ) ცხიმი და ჭუჭყი მოცილებულ უნდა იქნეს ყველა ზედაპირიდან ცხიმის მომცილებელი ნივთიერებების გამოყენებით და ზედაპირები უნდა დამუშავდეს წყლით;

გ) ცივი წყლით გარეცხვის შემდეგ, დამატებითი სადეზინფექციო საშუალებების შესხურება;

დ) შვიდი დღის შემდეგ შენობა-ნაგებობების ცხიმის მოსაცილებელი ნივთიერებებით დამუშავება, ცივი წყლის გადავლება, სადეზინფექციო საშუალებების შესხურება და განმეორებით ცივი წყლის გადავლება.

5. დაბინძურებული ქვეშსაგების, ნაკელისა და წუნწუხის დეზინფექციისას:

ა) ნაკელი და გამოყენებული ქვეშსაგები უნდა შეგროვდეს, უმჯობესია 1მ3 ნაკელზე 100 კგ გრანულირებული ჩაუმქრალი კირის დამატებით, და მთელ გროვაზე შენარჩუნდეს არანაკლებ 70oC ტემპერატურა, შესხურდეს სადეზინფექციო საშუალებები და დაყოვნდეს არანაკლებ 42 დღის განმავლობაში. ამ ხნის მანძილზე გროვები უნდა დაიფაროს ან განმეორებით დაშტაბელდეს ყველა შრის თერმული დამუშავების უზრუნველყოფის მიზნით;

ბ) ნაკელის თხევადი ფაზა და წუნწუხი დაყოვნებულ უნდა იქნეს არანაკლებ 42 დღე დაინფიცირებული მასალის ბოლო დამატებიდან, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს იმ შემთხვევაში, თუ წუნწუხი ძლიერ დაბინძურდება ან არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობებია. მოცემული ვადა შეიძლება შემოკლდეს იმ შემთხვევაში, თუ სადეზინფექციო საშუალების დამატების შედეგად pH მაჩვენებელი მთელ ნივთიერებაში შეიცვლება იმგვარად, რომ გაანადგურებს თურქულის გამომწვევ ვირუსს.

6. სპეციალური შემთხვევები:

ა) თუ ტექნიკური ან უსაფრთხოების მიზნებისთვის დასუფთავებისა და დეზინფექციის პროცედურები ვერ დასრულდება ამ წესის შესაბამისად, შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად უნდა დასუფთავდეს და დეზინფექცია ჩაუტარდეს შენობებს ან ნაგებობებს თურქულის გამომწვევი ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით და ასეთ შენობა-ნაგებობებში არანაკლებ 1 წლის განმავლობაში არ უნდა შეიყვანონ ამთვისებელი ცხოველები;

ბ) ღია სადგომების შემთხვევაში, სააგენტოს შეუძლია განსაზღვროს დასუფთავების და დეზინფექციის სპეციალური პროცედურები ამ წესის ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად, სადგომის ტიპისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით;

გ) სააგენტოს შეუძლია არ გაითვალიწინოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები და განსაზღვროს ნაკელისა და წუნწუხის დეზინფექციის სპეციალური პროცედურები სამეცნიერო მტკიცებულებების შესაბამისად, ისე რომ ამ პროცედურამ უზრუნველყოფს თურქულის გამომწვევი ვირუსის ეფექტური განადგურება.

მუხლი 11. თურქულის აფეთქების დროს ცხოველებთან შეხებაში მყოფი პროდუქტებისა და ნივთიერებების მიკვლევადობა და დამუშავება

სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ იმ სადგომიდან, სადაც თურქულის აფეთქება დადასტურდა, ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი ამთვისებელი ცხოველებიდან შეკრებილი პროდუქტები და ნივთიერებები და დაავადების შესაძლო გავრცელებასა და ოფიციალური ზომების განხორციელებას შორის პერიოდში ამ სადგომში მყოფი ამთვისებელი ცხოველებიდან შეგროვებული სპერმა, კვერცხუჯრედი და ემბრიონი უნდა იქნეს მიკვლეული და გადამუშავდეს, ხოლო კვერცხუჯრედის, სპერმის და ემბრიონის გარდა სხვა ნივთიერებების შემთხევვაში, უნდა იქნეს მიკვლეული სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ და დამუშავდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოს თურქულის გამომწვევი ვირუსის განადგურება და მისი შემდგომი გავრცელების რისკის თავიდან აცილება.

მუხლი 12. ეპიდემიოლოგიური მოკვლევა

1.თურქულის აფეთქებასთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგიური მოკვლევა ხორციელდება სპეციალურად მომზადებული ვეტერინარების მიერ ამ წესის 61-ე მუხლში მითითებული საგანგებო გეგმის ფარგლებში შედგენილი კითხვარების საფუძველზე.

2.  ეპიდემიოლოგიური მოკვლევა უნდა ითვალისწინებდეს:

ა) დროის ინტერვალს, ვირუსის სადგომში შესაძლო არსებობაზე ეჭვის გაჩენიდან თურქულის დაავადების შეტყობინებამდე;

ბ) სადგომში შესაძლო წარმოშობასა და სხვა სადგომის იდენტიფიკაციას, სადაც ამთვისებელი ცხოველები შეიძლება დაინფიცირდნენ იმავე წყაროდან;

გ) შესაძლო მასშტაბს, რომლითაც მსხვილფეხა საქონლისა და ღორისებრი ცხოველების გარდა სხვა ამთვისებელი ცხოველები შეიძლება დაინფიცირდნენ ან მოხდა კონტამინაცია;

დ) პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ცხოველების და ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში მითითებული ნივთიერებების გადაადგილებას, რის შედეგად შესაძლებელია ვირუსის გადატანა დაინფიცირებული სადგომიდან სხვა სადგომში;

3. თუ მოკვლევის შედეგები აჩვენებს, რომ თურქულის დაავადება შეიძლება გავრცელდეს მეზობელ სახელმწიფოებში, მათ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოთ ამის შესახებ.

მუხლი 13. დამატებითი ზომები თურქულის აფეთქების დადასტურების შემთხვევაში

1. სააგენტომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სადგომში, სადაც თურქულის აფეთქება დადასტურდა ამთვისებელი ცხოველების გარდა, თურქულის მიმართ არაამთვისებელი ცხოველების დახოცვის შესახებ, რომლებიც უნდა გადამუშავდეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ვირუსის გავრცელების რისკი.

2. დასაშვებია სააგენტოს მიერ არ იქნეს გათვალისწინებული პირველი პუნქტის მოთხოვნები იმ არაამთვისებელი ცხოველების მიმართ, რომლებიც იზოლირებულნი დასუფთავებულნი და დეზინფიცირებულნი იყვნენ და შესაძლებელია მათი იდენტიფიცირება. დასაშვებია ცხენისებრთა ჯიშის ცხოველების გადაადგილება სააგენტოს კონტროლის ქვეშ.

3.სადგომის დაბინძურების შესახებ ეპიდემიოლოგიური ინფორმაციის ან სხვა მტკიცებულების არსებობისას, სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში წარმოდგენილი ზომები ეპიდემიოლოგიურად - დაკავშირებულ საწარმოო ერთეულში ან მეზობლად არსებულ სადგომში. ასეთ შემთხევაში, ნიმუშების აღება და ცხოველების კლინიკური შემოწმება უნდა განხორციელდეს ამ წესის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

4.  სააგენტომ თურქულის აფეთქების დადასტურებისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მოამზადოს გადაუდებელი ვაქცინაციისთვის საჭირო ყველა მოსამზადებელი სამუშაობი ამ წესის მე-18 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საკონტროლო ზონის მასშტაბით.

5.   სააგენტომ შეიძლება გამოიყენოს ამ წესის მე-6 და მე-7 მუხლებში მითითებული ზომები.

მუხლი 14. თურქულის აფეთქების შემთხვევაში იმ კონკრეტულ შენობებში ან მათ მახლობლად, სადაც დროებით ან რეგულარულად ჰყავთ ამთვისებელი ცხოველები განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოსაყენებელი ზომები

1. თუ თურქულის აფეთქება საფრთხეს უქმნის ამთვისებელი ცხოველების ინფიცირებას ლაბორატორიაში, ზოოპარკში, დაცულ ტერიტორიებზე, შემოღობილ ტერიტორიებზე ან ორგანიზაციებში, დაწესებულებებსა ან ცენტრებში, სადაც ცხოველები იმყოფებიან სამეცნიერო კვლევების ან სახეობების კონსერვაციის ან სადგომის ცხოველების გენეტიკური მასალისთვის, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ ასეთი ცხოველების ინფექციისგან დასაცავად გატარდეს ყველა აუცილებელი სათანადო ბიოუსაფრთხოების ზომები. ეს ზომები შესაძლოა მოიცავდეს საჯარო ინსტიტუტებთან წვდომის შეზღუდვის ღონისძიებებს ან ასეთი წვდომა უნდა ექვემდებარებოდეს განსაკუთრებულ პირობებს.

2. თუ თურქულის აფეთქება დადასტურდება პირველ პუნქტში ჩამოთვლილ ერთ-ერთ დაწესებულებაში მაინც, სააგენტოს შეუძლია არ გაითვალისწინოს ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნები, იმ პირობით, რომ ცხოველთა ჯანრთელობის მდგომარეობას არ შეექმნება საფრთხე და ყველა აუცილებელი ღონისძიება გატარდება, რათა თავიდან იქნეს აცილებული თურქულის გამომწვევი ვირუსის გავრცელება.

3. თურქულის გამომწვევი ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელი ზომები, კერძოდ ამ წესის 42-ე მუხლის მიხედვით რეგიონალიზაციასთან და ამ წესის 48-ე მუხლის შესაბამისად გადაუდებელ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მიღებული უნდა იქნეს სააგენტოს მიერ.

მუხლი 15. სასაკლაოზე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტსა და სატნასპორტო საშუალებებში გასატარებელი ზომები

1. თუ თურქული დადასტურდება სასაკალაოზე ან სასაზღვრო გამშვებ პუნქტში ან სატრანსპოტო საშუალებებში, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ დაინფიცირებული დაწესებულების ან სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოყენებული იყოს შემდეგი ზომები:

ა) ყველა ამთვისებელი ცხოველი დაუყოვნებლივ დაიხოცოს;

ბ) ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული ცხოველების ტანხორცი გადამუშავდეს სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული თურქულის გამომწვევი ვირუსის გავრცელების რისკი;

გ) დაინფიცირებული ან დაინფიცირებასა და კონტამინაციაზე საეჭვო ამთვისებელი ცხოველები, სხვა ცხოველური ნარჩენები, მათ შორის, სუბპროდუქტი, უნდა გადამუშავდეს სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული თურქულის გამომწვევი ვირუსის გავრცელების რისკი;

დ) ნაკელი და ნარჩენები უნდა დაექვემდებაროს დეზინფექციას და გატანილი უნდა იქნეს მხოლოდ ამ წესის 76-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების თანახმად;

ე) შენობებისა და მოწყობილობების, მათ შორის, მანქანების ან სატრანსპორტო საშუალებების დასუფთავება და დეზინფექცია, უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ მე-10 მუხლის შესაბამისად და სააგენტოს მიერ განსაზღვრული ინტრუქციების მიხედვით;

ვ) ეპიდემიოლოგიური მოკვლევა უნდა განხორციელდეს მე-12 მუხლის შესაბამისად.

2.  სააგენტომ უნდა უზრუნევლყოს, რომ ამ წესის მე-17 მუხლში მითითებული ზომები გამოყენებული იყოს კონტაქტურ სადგომებშიც.

3. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ არცერთი ცხოველი არ იქნეს შეყვანილი დაკვლის, შემოწმებისა ან ტრანსპორტირების მიზნით ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ დაწესებულებაში ან სატრანპორტო საშუალებაში, სანამ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტში მითითებული დასუფთავებისა და დეზინფექციის დასრულებიდან არ იქნება გასული არანაკლებ 24 საათისა.

4. სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოითხოვს, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ობიექტების მეზობლად არსებულ სადგომში ან სატრანპორტო საშუალებებში ამთვისებელი ცხოველების კონტამინაციის ეჭვის არსებობისას, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ ამ წესის მე-2 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით დადგენილი განმარტების გათვალისწინების გარეშე, აფეთქება გამოაცხადოს პირველ პუნქტში მითითებულ ობიექტებსა და სატრანპორტო საშუალებებზე, და გამოიყენოს ამ წესის მე-9 და მე-18 მუხლებში მითითებული ზომები.

მუხლი 16. სადგომი, რომელიც შედგება სხვადასხვა ეპიდემიოლოგიური წარმოების ერთეულებისაგან

1.  ისეთი სადგომის შემთხვევაში, რომლიც მოიცავს ორ ან მეტ ცალკე საწარმოო ერთეულს, სააგენტოს შეუძლია გამონაკლის შემთხვევებში, რისკების გათვალისწინებით, არ გაითვალისწინოს ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნები, რომლებიც ეხება ისეთი სადგომების საწარმოო ერთეულებს, რომლებიც არ დაინფიცირდა თურქულის დაავადებით.

2.   სააგენტოს შეუძლია გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ვეტერინარი ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ოფიცილური გამოკვლევის შედეგად დაადასტურებს, რომ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ საწარმოო ერთეულებს შორის თურქულის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის სადგომში სრულდება ქვემოთ წარმოდგენილი პირობები თურქულის აფეთქების გამოვლენის თარიღამდე არანაკლებ ორი საინკუბაციო პერიოდით ადრე:

ა)  სტრუქტურა, მათ შორის, ადმინისტრაცია, და შენობების ზომა, მათ შორის, სივრცე, შესაძლებლობას იძლევა ამთვისებელი ცხოველების სხვადასხვა ჯოგების სრული იზოლაციისას;

ბ)  სხვადასხვა საწარმოო ერთეულებში სამუშაოები, და კერძოდ, სადგომებისა და საძოვრების მოვლა, კვება, ნაკელის და ნარჩენების გატანა, მთლიანად განცალკევებულია და ხორციელდება სხვადასხვა პერსონალის მიერ;

გ) არაამთვისებელი ცხოველებისათვის სრულად განცალკევებული მანქანა– დანადგარები, დაინსტალირებული დანადგარ-მოწყობილობები, ინსტრუმენტები და სადეზინფექციო საშუალებები გამოიყენება მხოლოდ ამ საწარმოო ერთეულებისათვის.

3. დასაშვებია რძის მწარმოებელი სადგომისათვის ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტით რძესთან დაკავშირებული მოთხოვნების გაუთვალისწინებლობა, იმ პირობით, თუ აკმაყოფილებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილს:

ა) ასეთი სადგომი აკმაყოფილებს მე-2 პუნქტში მითითებულ პირობებს;

ბ) წველა თითოეულ ერთეულში ხორციელდება განცალკევებით;

გ) მიზნობრივი გამოყენებიდან გამომდინარე, რძე ექვემდებარება არანაკლებ ამ წესის 79-ე მუხლში ან მე-80 მუხლში აღწერილ ერთ-ერთი დამუშავების სახეს.

მუხლი 17. კონტაქტური სადგომები

1.  სადგომი მიიჩნევა კონტაქტურ სადგომად, თუ სახელმწიფო ვეტერინარი აღმოაჩენს, ან დადასტურებული მონაცემების საფუძველზე მიიჩნევს, რომ თურქულის ვირუსი შეიძლება შეტანილი იყოს ადამიანის, ცხოველის, ცხოველური პროდუქტის, ავტომანქანის გადაადგილებით ან სხვა ნებისმიერი საშუალებით სხვა სადგომიდან ამ წესის მე-4 მუხლის პირველ პუნქტში ან ამ წესის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ნებისმიერ სადგომში ან პირიქით.

2. კონტაქტური სადგომი უნდა დაექვემდებაროს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში და მე-5 მუხლში მითითებულ ზომებს და ეს ზომები უნდა შენარჩუნდეს, სანამ თურქულის გამომწვევი ვირუსის სავარაუდო არსებობა ოფიციალურად არ აღმოიფხვრება ამ წესის მე-2 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტში არსებული განსაზღვრებისა და 63-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად.

3. სააგენტომ უნდა აკრძალოს ამ წესის მე-2 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტში მითითებული სახეობისთვის დამახასიათებელი შესაბამისი საინკუბაციო პერიოდის განმავლობაში კონტაქტური სადგომიდან ყველა ცხოველის გაყვანა. თუმცა სააგენტოს შეუძლია, ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე, გასცეს ავტორიზაცია გადაუდებელი დაკვლის მიზნით ამთვისებელი ცხოველების სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ ტრანსპორტირებაზე უახლოეს წინასწარ განსაზღვრულ სასაკლაოზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების მიღებამდე სახელმწიფო ვეტერინარმა სულ მცირე უნდა განახორციელოს ამ წესის 62-ე მუხლში მითითებული კლინიკური შემოწმება.

5. თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იძლევა საშუალებას, სააგენტომ დასაშვებია პირველ პუნქტში მითითებული სადგომი არ მიიჩნიოს კონტაქტურ სადგომად, შემოიფარგლოს აღნიშნული სადგომის ერთი გამოვლენილი ეპიდემიოლოგიური საწარმოო ერთეულით და მათში არსებული ცხოველებით, იმ პირობით, რომ ეპიდემიოლოგიური საწარმოო ერთეულები შესაბამისობაში იქნება ამ წესის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან.

6.  თუ ეპიდემიოლოგიური კავშირი თურქულის აფეთქებასა და შენობებს ან ამ წესის მე-14 და მე-15 მუხლებში მითითებულ სატრანსპორტო საშუალებებს შორის ვერ გამოირიცხება, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული ზომების გამოყენება ასეთი შენობებისა ან სატრანსპორტო საშუალებების მიმართ. ამასთანავე, სააგენტომ შეიძლება გადაწყვიტოს ამ წესის მე-7 მუხლში მითითებული ზომების გამოყენებაც.

მუხლი 18. დამცავი და საკონტროლო ზონების შექმნა

1. სააგენტომ თურქულის აფეთქების დადასტურებისთანავე ამ წესის მე-6 მუხლში მითითებული ზომების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებული ზომების განხორციელება.

2. თურქულის ოფიციალურად დადასტურებისთანავე სააგენტომ კერის გარშემო არანაკლებ 3 კმ-ის რადიუსით, უნდა შექმნას დამცავი ზონა, რომელიც შედის არანაკლებ 10 კმ-ის რადიუსის საკონტროლო ზონაში.

3.  ზონების შექმნისას სააგენტომ უნდა გაითვალისწინოს:

ა)  ადმინისტრაციული საზღვრები, ბუნებრივი ბარიერები;

ბ)  საკონტროლო დაწესებულებები და ტექნოლოგიური პროგრესი, რაც თურქულის ვირუსის ჰაერით ან ნებისმიერი სხვა საშუალებებით შესაძლო გავრცელების პროგნოზირებას იძლევა;

გ) დამცავი და საკონტროლო ზონების შესასვლელში საინფორმაციო აბრების (ნიშნების) განთავსება.

4. თუ ზონა მოიცავს სხვა ქვეყნების ტერიტორიის ნაწილსაც, სააგენტომ უნდა ითანამშრომლოს შესაბამის უწყებებთან ზონის დადგენის საკითხზე.

5. თურქულის დაავადების რაც შეიძლება სწრაფად აღმოსაფხვრელად უნდა შეიქმნას ამ წესის 81-ე და 83-ე მუხლებში მითითებული თურქულის კონტროლის ეროვნული და რეგიონალური ცენტრები. ამ წესის მე-12 მუხლში მითითებული ეპიდემიოლოგიური მოკვლევის განხორციელებისთვის, ამ ცენტრებს დახმარებას უწევს ამ წესის 85-ე მუხლით გათვალისწინებული ექსპერტთა ჯგუფი.

6. დამცავ ზონაში მდებარე სადგომებში ინფექციის დადგენიდან სააგენტომ დაგვიანების გარეშე მიკვლევადობა უნდა განახორციელოს ამ ზონიდან ინფექციის დადგენამდე 21 დღის განმავლობაში გაყვანილ ცხოველებზე.

7. თურქულის ვირუსის სავარაუდო გავრცელების დღესა და ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ზომების ძალაში შესვლის თარიღს შორის პერიოდში დამცავ ზონაში წარმოებული ამთვისებელი ცხოველების ახალ ხორცზე, ხორცის პროდუქტებზე, ნედლ რძესა და ნედლი რძის პროდუქტებზე სააგენტომ უნდა განახორციელოს მიკვლევადობა. ასეთი ახალი ხორცი, ხორცის პროდუქტები, ნედლი რძე და ნედლი რძის პროდუქტები ექვემდებარება ამ წესის 22-ე - 24-ე მუხლებით დაგენილ დამუშავებას ან დაყოვნებას თურქულის გამომწვევი ვირუსით შესაძლო დაინფიცირების გამორიცხვამდე.

მუხლი 19. ზომები შექმნილ დამცავ ზონაში მდებარე სადგომში

1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დამცავ ზონაში შემდეგი ზომების გამოყენება:

ა) ამთვისებელი ცხოველების სადგომებისა და ამ სადგომებში არსებული ყველა ცხოველის აღწერა შესაძლო მოკლე ვადაში, რომელთა დათვალიერებისას სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა შეამოწმოს:

ა.ა) ამთვისებელი ცხოველების კლინიკური მდგომარეობა ამ წესის 62-ე მუხლის თანახმად ან 63-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტის შესაბამისად ამთვისებელი ცხოველებისგან ნიმუშების აღება;

ა.ბ) იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 ა.გ) ამთვისებელი ცხოველების სადგომიდან გაყვანის (გადაადგილების) აკრძალვა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.გ“ ქვეპუნქტში მითითებული აკრძალვა არ გამოიყენება, თუ ამთვისებელი ცხოველები პირდაპირ ტრანსპორტირებულია სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ გადაუდებელი დაკვლის მიზნით იმავე დაცვის ზონაში არსებულ სასაკლაოზე ან, თუ ზონას არ აქვს სასაკლაო სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ზონის მიღმა არსებულ სასაკლაოზე სახელმწიფო კონტროლის ქვეშ დასუფთავებული და დეზინფიცირებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გადაადგილება ნებადართულია, თუ სააგენტოს დააკმაყოფილებს სადგომში არსებული ყველა ამთვისებელი ცხოველის სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ამ წესის 62-ე მუხლის შესაბამისად ჩატარებული კლინიკური შემოწმებები და ეპიდემიოლოგიური გარემოებების შეფასების შემდეგ არ არსებობს მიზეზი ვივარაუდოთ, რომ აღნიშნულ სადგომში არის დაინფიცირებული ან კონტამინირებული ცხოველები. ასეთი ცხოველების ხორცი უნდა დაექვემდებაროს ამ წესის 22-ე მუხლით დადგენილ ზომებს.

მუხლი 20. ცხოველებისა და მათი პროდუქტების გადაადგილება და ტრანსპორტირება დამცავ ზონაში

სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ აკრძალული იქნეს დამცავ ზონაში:

ა) სადგომებს შორის ამთვისებელი ცხოველების გადაადგილება და ტრანსპორტირება;

ბ) ბაზრების, ბაზრობების, შოუების და ცხოველების თავშეყრის სხვა ადგილების მოწყობა;

გ) ამთვისებელი ცხოველების გამრავლების მიზნით რეგულარული ვიზიტები;

დ) ხელოვნური განაყოფიერება, კვერცხუჯრედის და ემბრიონების მოგროვება ამთვისებელი ცხოველებისგან.

მუხლი 21. დამატებითი ზომები და გამონაკლისები

1.  სააგენტოს შეუძლია, ამ წესის მე-20 მუხლში მითითებული აკრძალვები გაავრცელოს აგრეთვე:

ა) არაამთვისებელი ცხოველების გადაადგილებასა ან ტრანსპორტირებაზე დამცავ ზონაში ან მის გარეთ არსებულ სადგომებს შორის;

ბ) ყველა სახეობის ცხოველის ტრანზიტზე დამცავი ზონის გავლით;

გ) ამთვისებელ ცხოველებთან შესაძლო კონტაქტში მყოფი ადამიანების შეკრებაზე, სადაც არსებობს თურქულის ვირუსის გავრცელების რისკი;

დ) თურქულის მიმართ არაამთვისებელი ცხოველების კვერცხუჯრედის და ემბრიონების ხელოვნურ განაყოფიერებასა ან მოგროვებაზე;

ე) ცხოველების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე;

ვ) პირადი მოხმარებისათვის ამთვისებელი ცხოველების სადგომში დაკვლაზე;

ზ) 30-ე მუხლში მითითებული საქონლის (ტვირთის) ტრანსპორტირებაზე ამთვისებელი ცხოველების სადგომში.

2. სააგენტოს შეუძლია გასცეს ავტორიზაცია:

ა) ყველა სახეობის ცხოველის ტრანზიტზე დამცავ ზონაში, რომელიც ხორციელდება მთავარი ტრასის ან ძირითადი რკინიგზის საშუალებით;

ბ)  დამცავი ზონის ფარგლებს გარეთ არსებული სადგომიდან შემოსული ამთვისებელი ცხოველების ტრანპორტირებაზე, რომელიც ავტორიზებულია სახელმწიფო ვეტერინარის მიერ და ტრანსპორტირდება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით პირდაპირ წინასწარ განსაზღვრულ სასაკლაოზე დაუყოვნებელი დაკვლის მიზნით, იმ პირობით, რომ სატრანსპორტო საშუალებები დასუფთავდება და ჩაუტარდება დეზინფექცია სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ სასაკლაოზე მიყვანის შემდეგ და გაკეთდება ჩანაწერი სატრანსპორტო საშუალებების დასუფთავებისა და დეზინფექციის შესაბამის ჟურნალში;

გ) სადგომში ცხოველების ხელოვნურ განაყოფიერებაზე, რომელსაც ატარებს აღნიშნული სადგომის პერსონალი სადგომში მოგროვილი ან სადგომში შენახული ან ამ სადგომის ფარგლებს გარეთ სპერმის მომგროვებელი ცენტრიდან შემოტანილი სპერმის გამოყენებით;

დ) ცხენისებრების გადაადგილებაზე და ტრანსპორტირებაზე ამ წესის 70-ე მუხლში მითითებული პირობების გათვალისწინებით.

ე) განსაზღვრულ პირობებში ამ წესის 30-ე მუხლში მითითებული საქონლის (ტვირთის) ტრანსპორტირებაზე ამთვისებელი ცხოველების სადგომში.

მუხლი 22. დამცავ ზონაში წარმოებულ ახალ ხორცთან დაკავშირებული ზომები

1.  სააგენტომ უნდა აკრძალოს დამცავი ზონიდან ამთვისებელი ცხოველების ახალი ხორცის, გატარებული ხორცის და ხორცის ნახევარფაბრიკატების ბაზარზე განთავსება.

2. სააგენტომ უნდა აკრძალოს დამცავ ზონაში განთავსებულ საწარმოებში წარმოებული ამთვისებელი ცხოველების ახალი ხორცის, გატარებული ხორცის და ხორცის ნახევარფაბრიკატების ბაზარზე განთავსება.

3.  სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ პირველ პუნქტში მითითებული ახალი ხორცი, გატარებული ხორცი და ხორცის ნახევარფაბრიკატები ნიშანდებულია ამ წესის 73-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, რომელთა ტრანსპორტირება შემდეგში ხდება დახურული კონტეინერებით დასამუშავებლად ამ წესის 74-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ საწარმოებში.

4.  პირველი პუნქტით დადგენილი აკრძალვა არ ვრცელდება იმ ახალი ხორცის, გატარებული ხორცისა და ხორცის ნახევარფაბრიკატების მიმართ, რომლებიც წარმოებულია დამცავ ზონაში მდებარე სადგომის დაინფიცირებამდე არანაკლებ 21 დღით ადრე და რომელიც წარმოების შემდეგ ინახება და ტრანსპორტირებულია აღნიშნული თარიღის შემდეგ წარმოებული ასეთი ხორცისგან განცალკევებით. ასეთი ხორცი უნდა განსხვავდებოდეს დამცავი ზონის ფარგლებს გარეთ გასატანად აკრძალული ხორცისგან და მისი ნიშანდება უნდა მოხდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5.ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი აკრძალვა არ გამოიყენება ქვემოთ წარმოდგენილი პირობების შესაბამისად დამცავ ზონაში მდებარე საწარმოებიდან მიღებული ახალი ხორცის, გატარებული ხორცის ან ხორცის ნახევარფაბრიკატების მიმართ თუ:

ა) ასეთი საწარმო ფუნქციონირებს მკაცრი ვეტერინარული კონტროლის ქვეშ;

ბ) მხოლოდ ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ახალი ხორცი, გატარებული ხორცი ან ხორცის ნახევარფაბრიკატები, ან დამცავი ზონის ფარგლებს გარეთ გაზრდილი და დაკლული ცხოველებისგან ან ამ საწარმოებში ტრანსპორტირებული ცხოველებისა და მათი დაკვლის შედეგად მიღებული ახალი ხორცი, გატარებული ხორცი ან ხორცის ნახევარფაბრიკატები ამ წესის 21-ე მუხლის  მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად გადამუშავდება საწარმოში;

გ) ყველა ასეთ ახალ ხორცს, გატარებულ ხორცს ან ხორცის ნახევარფაბრიკატებს აქვს ჯანმრთელობის ნიშანდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების თანახმად;

დ) ყველა ასეთი ახალი ხორცი, გატარებული ხორცი ან ხორცის ნახევარფაბრიკატები მთლიანი წარმოების პროცესში უნდა იყოს იდენტიფიცირებული, ტრანსპორტირებული და ინახებოდეს იმ ახალი ხორცისგან, გატარებული ხორცისა და ხორცის ნახევარფაბრიკატებისგან განცალკევებით, რომლებიც ამ წესის შესაბამისად არ ექვემდებარება გაგზავნას დამცავი ზონის ფარგლებს გარეთ.

 6. სააგენტომ ზედამხედველობა უნდა გაუწიოს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ტერიტორიული ორგანოს მიერ განხორციელებულ კონტროლს.

7. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული აკრძალვა დასაშვებია არ იქნეს გათვალისწინებული და შეიძლება დაექვემდებაროს სააგენტოს მიერ დადგენილ კონკრეტულ პირობებს, კერძოდ, 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში შენახული დამცავი ზონის ამთვისებელი ცხოველებიდან წარმოებული ხორცის ჯანმრთელობის ნიშანდებისას არ იქნეს გამოყენებული ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ჯანმრთელობის ნიშანდება.

მუხლი 23. დამცავ ზონაში წარმოებული ხორცის პროდუქტებთან დაკავშირებული ზომები

1. სააგენტომ უნდა აკრძალოს დამცავი ზონის ამთვისებელი ცხოველების ხორციდან წარმოებული ხორცის პროდუქტების ბაზარზე განთავსება.

2. პირველ პუნქტში მითითებული აკრძალვა დასაშვებია არ იქნეს გათვალისწინებული იმ ხორცის პროდუქტების მიმართ, რომლებიც დაექვემდებარა ამ წესის 74-ე მუხლის პირველი პუნქტში მითითებული დამუშავების ერთ-ერთი სახეს ან რომელებიც წარმოებულია ამ წესის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ხორცისგან.

მუხლი 24. დამცავ ზონაში წარმოებული რძისა და რძის პროდუქტთან დაკავშირებული ზომები

1. სააგენტომ უნდა აკრძალოს დამცავი ზონის ამთვისებელი ცხოველებისგან მიღებული რძის და ასეთი რძისგან წარმოებული რძის პროდუქტის ბაზარზე განთავსება.

2. სააგენტომ უნდა აკრძალოს დამცავ ზონაში განთავსებულ საწარმოებში წარმოებული ამთვისებელი ცხოველებისგან მიღებული რძის და რძის პროდუქტის ბაზარზე განთავსება.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული აკრძალვა არ გამოიყენება იმ რძისა და რძის პროდუქტის მიმართ, რომლებიც წარმოებულია დამცავი ზონის ამთვისებელი ცხოველებიდან სადგომის ინფიცირებამდე არანაკლებ 21 დღით ადრე და წარმოების შემდეგ ინახება და ტრანსპორტირებულია აღნიშნული თარიღის შემდეგ წარმოებული რძისგან განცალკევებით.

4. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული აკრძალვა არ გამოიყენება დამცავი ზონის ამთვისებელი ცხოველებისგან წარმოებული იმ რძის და ასეთი რძისგან წარმოებული პროდუქტის მიმართ რომელებმაც, რძის ან რძის პროდუქტის გამოყენებიდან გამომდინარე, გაიარა ამ წესის 79-ე ან მე-80 მუხლში მითითებული დამუშავების ერთ-ერთი სახე. დამუშავება უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული პირობების შესაბამისად ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ საწარმოებში ან, თუ დამცავ ზონაში არ არის საწარმოები, დამცავი ზონის ფარგლებს გარეთ არსებულ საწარმოებში მე-8 პუნქტში მითითებული პირობების შესაბამისად.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული აკრძალვა არ გამოიყენება იმ რძისა და რძის პროდუქტების მიმართ, რომლებიც მომზადდა მე-6 პუნქტში მითითებული პირობების შესაბამისად დამცავ ზონაში მდებარე საწარმოებში.

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში მითითებული საწარმოები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) საწარმო უნდა მუშაობდეს მუდმივი და მკაცრი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ;

ბ) საწარმოში გამოყენებული რძე უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს ან ნედლი რძე მიღებული უნდა იყოს დამცავი ზონის გარეთ არსებული ცხოველებისგან;

გ) მთლიანი საწარმოო პროცესის დროს რძე უნდა იყოს იდენტიფიცირებული, ტრანსპორტირებული და ინახებოდეს იმ ნედლი რძისა და ნედლი რძის პროდუქტისაგან ცალკე, რომლებიც არ არის განკუთვნილი დამცავი ზონის ფარგლებს გარეთ გასატანად;

დ) ნედლი რძის ტრანსპორტირება დამცავი ზონის ფარგლებს გარეთ მდებარე სადგომებიდან საწარმოებში უნდა განხორციელდეს ავტომანქანებით, რომლებიც დასუფთავდა და ჩაუტარდა დეზინფექცია ტრანსპორტირებამდე და რომლებსაც არ აქვთ კონტაქტი დამცავ ზონაში მდებარე იმ სადგომებთან, სადაც განთავსებულია ამთვისებელი ცხოველები.

7. სააგენტომ ზედამხედველობა უნდა გაუწიოს ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ტერიტორიული ორგანოს მიერ განხორციელებულ კონტროლს.

8. დამცავ ზონაში მდებარე სადგომებიდან ნედლი რძის დამცავი ზონის ფარგლებს გარეთ მდებარე საწარმოებში ტრანსპორტირება და აღნიშნული რძის გადამუშავება უნდა დაექვემდებაროს შემდეგ პირობებს:

ა) დამცავი ზონის ფარგლებს გარეთ მდებარე საწარმოებში დამცავი ზონის ამთვისებელი ცხოველებისგან მიღებული ნედლი რძის გადამუშავებაზე ავტორიზაცია გაცემული უნდა იქნეს სააგენტოს მიერ;

ბ) ავტორიზაცია უნდა მოიცავდეს ინსტრუქციებსა და წინასწარ განსაზღვრული საწარმოსკენ მიმავალ სატრანსპორტო მარშრუტს;

გ) ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს დასუფთავებული და დეზინფიცირებული ავტომანქანებით, რომლებიც მოწყობილი და აღჭურვილი იქნება ისე, რომ ტრანსპორტირებსას თავიდან იქნება აცილებული რძის გაჟონვა და აეროზოლის გავრცელება რძის ჩატვირთვის ან გადმოტვირთვის დროს;

 დ) სადგომის დატოვებმადე ამთვისებელი ცხოველების რძის შეგროვების ადგილას უნდა დასუფთავდეს და დეზინფექცია ჩაუტარდეს შემაერთებელ მილებს, საბურავებს, ავტომანქანის ქვედა ნაწილებს და გადმოღვრილი რძე უნდა აიწმინდოს და ჩატარდეს დეზინფექცია. დამცავი ზონის დატოვებამდე ბოლო დეზინფექციის შემდეგ ავტომანქანას აღარ უნდა ჰქონდეს დამცავ ზონაში მდებარე ამთვისებელ ცხოველების შემცველ სადგომებთან კონტაქტი;

ე) სატრანსპორტო საშუალებები განსაზღვრული და მარკირებული უნდა იქნეს გეოგრაფიული ან ადმინისტრაციული ერთეულის (ტერიტორიის) შესაბამისად, დასაშვებია გადაადგილება სხვა ტერიტორიაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ დასუფთავებისა და დეზინფექციის შემდეგ.

9. აკრძალულია დამცავ ზონაში მდებარე სადგომებში მყოფი ამთვისებელი ცხოველებისგან მიღებული ნედლი რძის ნიმუშების აღება, შეგროვება და ტრანსპორტირება ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით სხვა ლაბორატორიაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ლაბორატორიისა, სადაც დაშვებულია თურქულის დიაგნოსტირება.

მუხლი 25. დამცავ ზონაში ამთვისებელი ცხოველებისგან შეგროვილ სპერმასთან, კვერცხუჯრედთან და ემბრიონთან დაკავშირებული ზომები

1. სააგენტომ უნდა აკრძალოს დამცავი ზონის ამთვისებელი ცხოველებისგან მიღებული სპერმის, კვერცხუჯრედის და ემბრიონების ბაზარზე განთავსება.

2. პირველ პუნქტში მითითებული აკრძალვა არ გამოიყენება იმ გაყინული სპერმის, კვერცუჯრედისა და ემბრიონის მიმართ, რომლებიც მოგროვდა და ინახება ამ ზონის სადგომში თურქულის ვირუსით დაინფიცირების დადგენის თარიღამდე არანაკლებ 21 დღით ადრე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დაინფიცირების თარიღის შემდეგ შეგროვებული გაყინული სპერმა უნდა ინახებოდეს ცალკე და გაიცეს მხოლოდ:

ა) თურქულის ეპიდემიასთან დაკავშირებული ყველა ზომის დასრულების შემდეგ ამ წესის 33-ე მუხლის შესაბამისად;

 ბ) იმ შემთხვევაში, თუ სპერმის შეგროვების ცენტრში არ არის ინფექცია, რაც დასტურდება იმით, რომ სპერმის შეგროვების ცენტრში მყოფმა ყველა ცხოველმა გაიარა კლინიკური შემოწმება და აღებულია ნიმუშები სეროლოგიურ ტესტირებაზე ამ წესის 64-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

გ) იმ შემთხვევაში, თუ სეროლოგიურ ტესტზე უარყოფითი შედეგის მქონე დონორი ცხოველის თურქულის გამომწვევი ვირუსის წინააღმდეგ ანტისხეულების გამოვლენა დასტურდება ნიმუშიდან, რომელიც აღებული იქნა სპერმის აღებიდან არანაკლებ 28 დღით ადრე.

მუხლი 26. დამცავ ზონაში ამთვისებელი ცხოველების ნაკელისა და ნარჩენების ტრანსპორტირება და დისტრიბუცია

1. სააგენტომ უნდა აკრძალოს დამცავ ზონაში მდებარე სადგომებიდან და ამ წესის მე-15 მუხლში მითითებული ობიექტებიდან, სადაც ამთვისებელი ცხოველები იმყოფებიან, ან სატრანსპორტო საშუალებებიდან ნაკელის ტრანსპორტირება და დისტრიბუცია დამცავი ზონის ფარგლებშიც.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნის გაუთვალისწინებლად სააგენტოს შეუძლია გასცეს ავტორიზაცია დამცავ ზონაში მდებარე სადგომიდან ამთვისებელი ცხოველების ნაკელის გატანაზე სპეციალურ საწარმოში დასამუშავებლად ან შუალედური შენახვის მიზნით, თუ აკმაყოფილებს ამ წესის 76-ე მუხლში მითითებულ მოთხოვნებს.

 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული აკრძალვის გაუთვალისწინებლად სააგენტოს შეუძლია გასცეს ავტორიზაცია ამთვისებელი ცხოველების ნაკელის გატანაზე წინაწარ განსაზღვრულ მინდვრებზე დამცავ ზონაში მდებარე იმ სადგომებიდან, რომლებიც არ ექვემდებარება ამ მუხლით, მე-4 ან მე-9 მუხლებით დადგენილ ზომებს შემდეგი პირობებით:

ა) მთლიანი ნაკელის მოცულობა მიღებულია დამცავ ზონაში მდებარე სადგომში ინფექციის დაფიქსირებამდე არანაკლებ 21 დღით ადრე და ნაკელი განაწილდება და მყისიერად შეერევა მიწას იმ მინდვრებზე, რომლებიც საკმაოდ მოცილებულია იმ სადგომიდან, სადაც ამთვისებელი ცხოველები ჰყავთ;

ბ) მსხვილფეხა საქონლის ან ღორის ნაკელის შემთხვევაში:

ბ.ა) სახელმწიფო ვეტერინარის მიერ სადგომში ყველა ცხოველის შემოწმებამ გამორიცხა თურქულის გამომწვევი ვირუსით დაინფიცირებაზე საეჭვო ცხოველების არსებობა, და

 ბ.ბ) ნაკელის მთლიანი მოცულობა წარმოებულია არანაკლებ 4 დღით ადრე ,,ბ.ა“ ქვეპუნქტში მითითებულ შემოწმებამდე;

 ბ.გ) ნაკელი შერეულია წინასწარ განსაზღვრული მინდვრის მიწაში მისი წარმოშობის სადგომთან ახლოს და საკმარისი დაშორებით დამცავ ზონაში მდებარე სხვა სადგომებიდან, სადაც ჰყავთ ამთვისებელი ცხოველები.

4.  სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ ამთვისებელი ცხოველების შემცველი სადგომები, რომლებზეც გაიცა ავტორიზაცია ნაკელის გატანის შესახებ, დაექვემდებაროს მკაცრ ზომებს თურქულის გამომწვევი ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, კერძოდ, გაჟონვის მიმართ მედეგი სატრანსპორტო საშუალებების ჩატვირთვამდე და სადგომის დატოვებამდე ჩაუტარდეს დასუფთავება და დეზინფექცია.

მუხლი 27. დამცავ ზონაში ამთვისებელი ცხოველების ტყავსა და კანთან დაკავშირებული ზომები

1. სააგენტომ უნდა აკრძალოს დამცავი ზონის ამთვისებელი ცხოველებისგან მიღებული ტყავისა და კანის ბაზარზე განთავსება.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული აკრძალვა არ გამოიყენება იმ ტყავისა და კანის მიმართ, რომელიც:

ა) მიღებული იქნა ამ წესის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სადგომში ინფექციის დაფიქსირებამდე არანაკლებ 21 დღით ადრე და ინახებოდა ამ თარიღის შემდეგ მიღებული ტყავისა და კანისგან განცალკევებით;

ბ) დამუშავებულ ტყავს არ ჰქონია შეხება სხვა ცხოველებთან ან ცხოველურ პროდუქტთან, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს რისკს დაავადების გავრცელებისათვის და სააგენტოს მიერ გაცემულია ავტორიზაცია, სადაც მითითებული იქნება, რომ გატარებულია ყველა ზომა კონტამინაციის თავიდან აცილების მიზნით და შეესაბამება ამ წესის 74-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებს.

მუხლი 28. დამცავ ზონაში წარმოებულ ცხვრის მატყლთან, მცოხნავი ცხოველების ბეწვთან და ღორის ჯაგართან დაკავშირებული ზომები

1. სააგენტომ უნდა აკრძალოს დამცავ ზონაში არსებული ცხვრის მატყლის, მცოხნავი ცხოველების ბეწვისა და ღორის ჯაგრის ბაზარზე განთავსება.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული აკრძალვები არ ვრცელდება იმ დაუმუშავებული მატყლის, ბეწვისა და ჯაგრის მიმართ, რომლებიც:

ა) მიღებული იქნა ამ წესის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სადგომში ინფექციის დაფიქსირებამდე არანაკლებ 21 დღით ადრე და ინახებოდა ამ თარიღის შემდეგ მიღებული მატყლისგან, ბეწვისა და ჯაგრისგან განცალკევებით; ან

ბ) შეესაბამება ამ წესის 74-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებს.

მუხლი 29. დამცავ ზონაში წარმოებული სხვა ცხოველურ პროდუქტთან დაკავშირებული ზომები

1. სააგენტომ უნდა აკრძალოს ამთვისებელი ცხოველებიდან მიღებული ცხოველური პროდუქტების ბაზარზე განთავსება, გარდა ამ წესის 22-ე - 28-ე მუხლებში მითითებული პროდუქტებისა.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული აკრძალვა არ ვრცელდება ამავე პუნქტში მითითებული იმ პროდუქტების მიმართ:

ა) რომლებიც მიღებულია ამ წესის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სადგომში ინფექციის დაფიქსირებამდე არანაკლებ 21 დღით ადრე და ინახებოდა და ტრანსპორტირებული იყო ამ თარიღის შემდეგ წარმოებული პროდუქტებისგან განცალკევებით;

 ბ) რომლებმაც გაირეს დამუშავება 74-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ან

გ) რომლებიც შეესაბამება ამ წესის 74-ე მუხლის მე-5 - მე-9 პუნქტებით დადგენილ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით სათანადო მოთხოვნებს, ან

დ) რომლებიც არის შედგენილი პროდუქტი და არ ექვემდებარება შემავალი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების შემდგომ დამუშავებას, რადგან არ გაიარა თუქრულის გამომწვევი ვირუსის გამანეიტრალებელი დამუშავება ან მიღებული იქნა ამ წესით გათვალისწინებული შეზღუდვებზე არდაქვემდებარებული ცხოველებისგან;

ე) რომლებიც შეფუთულია და გამოიყენება ინვიტრო დიაგნოსტიკისთვის ან ლაბორატორიულ რეაგენტებად.

მუხლი 30. დამცავ ზონაში არსებულ ცხოველის საკვებთან, ფურაჟთან, თივასა და ჩალასთან დაკავშირებული ზომები

1. სააგენტომ უნდა აკრძალოს დამცავი ზონიდან ცხოველის საკვების, ფურაჟის, თივისა და ჩალის ბაზარზე განთავსება.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული აკრძალვა არ გამოიყენება იმ ცხოველის საკვების, ფურაჟის, თივისა და ჩალის მიმართ, რომლებიც:

 ა) მიღებულია ამ წესის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სადგომში ინფექციის დაფიქსირებამდე არანაკლებ 21 დღით ადრე და ინახებოდა და ტრანსპორტირებული იყო ამ თარიღის შემდეგ წარმოებული ცხოველის საკვების, ფურაჟის, თივისა და ჩალისგან განცალკევებით;

ბ) გამიზნულია დამცავ ზონაში გამოსაყენებლად სააგენტოს მიერ გაცემული ავტორიზაციის თანახმად;

გ) წარმოებულია საწარმოში, სადაც არ ჰყავთ ამთვისებელი ცხოველები;

დ) წარმოებულია საწარმოში, სადაც არ ჰყავთ ამთვისებელი ცხოველები და იღებენ ნედლეულს ამ პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტში მითითებული საწარმოდან ან დამცავი ზონის მიღმა მდებარე საწარმოებიდან.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული აკრძალვა არ გამოიყენება იმ ამთვისებელი ცხოველების მქონე სადგომებში არსებული ფურაჟის და ჩალის მიმართ, რომლებიც შეესაბამება ამ წესის 75-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

მუხლი 31. გამონაკლისის დაშვება

 ამ წესის 21-ე - 30-ე მუხლებში წარმოდგენილი აკრძალვებიდან ნებისმიერი გამონაკლისი დაშვებული უნდა იქნეს სააგენტოს კონკრეტული გადაწყვეტილებით მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის დარწმუნდება რომ ყველა შესაბამისი მოთხოვნა შესრულდა შესაბამის პერიოდში და რომ არ არსებობს თურქულის ვირუსის გავრცელების რისკი.

მუხლი 32. დამცავ ზონაში სააგენტოს მიერ გამოყენებული დამატებითი ზომები

ამ წესის შესაბამისად, დამცავ ზონაში გამოყენებული ზომების გარდა, სააგენტოს შეუძლია, გაატაროს დამატებითი ზომები, რომლებიც აუცილებელია და პროპორციულია თურქულის ვირუსის საწინაღმდეგოდ, დაზიანებულ ტერიტორიაზე არსებული კონკრეტული ეპიდემიოლოგიური, მეცხოველეობის, კომერციული და სოციალური პირობების გათვალისწინებით.

მუხლი 33. დამცავ ზონაში ზომების შეწყვეტა

1. სააგენტოს მიერ დამცავ ზონაში გამოყენებული ზომები წყდება:

ა) ამ წესის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სადგომიდან ყველა ამთვისებელი ცხოველის დახოცვიდან და უსაფრთხო მოცილებიდან არანაკლებ 15 დღის და აღნიშნულ სადგომში ამ წესის მე-10 მუხლის შესაბამისად განხორციელებული წინასწარი დასუფთავების და დეზინფექციის ჩატარების შემდეგ;

ბ) დამცავ ზონაში მდებარე ყველა ამთვისებელი ცხოველების შემცველ სადგომში გამოკითხვის უარყოფითი შედეგების მიღებისას.

2. დამცავ ზონაში კონკრეტული ზომების შეწყვეტის შემდეგ, საკონტროლო ზონაში გამოყენებული ამ წესის 34-ე - 39-ე მუხლებში მითითებული ზომების გამოყენება გაგრძელდება არანაკლებ 15 დღისა, სანამ ეს ზომები არ შეწყდება ამ წესის 41-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოკვლევა უნდა განხორციელდეს დაავადების არარსებობის დასასაბუთებლად ამ წესის 62-ე მუხლში მითითებული კრიტერიუმის შესაბამისად, რომელიც უნდა მოიცავდეს 65-ე მუხლში მითითებულ ზომებს ამ წესის 63-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში მითითებული კრიტერიუმების გათვალისწინებით.

მუხლი 34. ზომები საკონტროლო ზონაში მდებარე სადგომის მიმართ

1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, ამ წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტში მითითებული ზომები გამოყენებულ იქნეს საკონტროლო ზონაში.

2. სააგენტოს შეუძლია, არ გაითვალისწინოს ამ წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.გ“ ქვეპუნქტში მითითებული აკრძალვა, თუ საკონტროლო ზონაში არ არის საკმარისი სასაკლაო და დაუშვას საკონტროლო ზონაში მდებარე სადგომიდან ამთვისებელი ცხოველების ტრანსპორტირება საკონტროლო ზონის მიღმა მდებარე სასაკლაოზე დაკვლის მიზნით, სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ, შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:

ა) ამ წესის მე-19 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ჩანაწერების წარმოება ხორციელდება სახელმწიფო კონტროლის ქვეშ და სადგომის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ მიუთითებს თურქულის ვირუსით დაინფიცირებაზე ან კონტამინაციაზე;

ბ) სახელმწიფო ვეტერინარის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად სადგომში არსებული ყველა ამთვისებელი ცხოველი აჩვენებს უარყოფით შედეგს;

გ) ცხოველების რეპრეზენტაციული რაოდენობა, ამ წესის 64-ე მუხლში არსებული სტატისტიკური პარამეტრების გათვალისწინებით დაექვემდებარა შემდგომ კლინიკურ შემოწმებას, რათა გამოირიცხოს კლინიკურად ინფიცირებული ცხოველების არსებობა ან ეჭვი;

დ) სასაკლაო შერჩეულია სააგენტოს მიერ და მდებარეობს საკონტროლო ზონასთან რაც შეიძლება ახლოს;

ე) ასეთი ცხოველებისგან მიღებული ხორცი უნდა დაექვემდებაროს ამ წესის 36-ე მუხლში მითითებულ დამუშავებას.

მუხლი 35. საკონტროლო ზონაში ამთვისებელი ცხოველების გადაადგილება

1. სააგენტომ უნდა აკრძალოს ამთვისებელი ცხოველების გაყვანა საკონტროლო ზონაში მდებარე სადგომიდან.

2. დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული აკრძალვის გაუთვალისწინებლობა ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნის შესრულებისას:

ა) საკონტროლო ზონაში მდებარე საძოვრებზე სხვადასხვა სადგომიდან ამთვისებელ ცხოველებთან კონტაქტის გარეშე გადაყვანა დამცავ ზონაში ბოლოს დაფიქსირებული თურქულის აფეთქებიდან არანაკლებ 15 დღის შემდეგ;

ბ) ამთვისებელი ცხოველების პირდაპირი ტრანსპორტირება საკონტროლო ზონაში მდებარე სასაკლაოში დაკვლის მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ;

გ) ამ წესის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ტრანსპორტირებისას;

დ) ამ წესის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად მათი ტრანსპორტირებისას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული ცხოველების გადაადგილება ავტორიზებულ უნდა იქნეს სააგენტოს მიერ მხოლოდ სახელმწიფო ვეტერინარის მიერ სადგომში ყველა ამთვისებელი ცხოველის შემოწმების შემდეგ, მათ შორის, ამ წესის 64-ე მუხლის შესაბამისად აღებული ნიმუშების გამოკვლევის შემდეგ, რომლებიც უნდა გამორიცხავდეს დაინფიცირებაზე და კონტამინაციაზე საეჭვო ცხოველების არსებობას.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ცხოველების გადაადგილება ავტორიზებულ უნდა იქნეს სააგენტოს მიერ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ წესის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული ზომები დასრულდება დამაკმაყოფილებელი შედეგებით.

5. სააგენტომ დაუყოვნებლივ უნდა განახორციელოს მიკვლევადობა საკონტროლო ზონიდან გაგზავნილ ამთვისებელ ცხოველებზე, საკონტროლო ზონაში მდებარე სადგომში ინფექციის დაფიქსირებიდან არანაკლებ 21 დღის განმავლობაში.

მუხლი 36. საკონტროლო ზონაში არსებული ამთვისებელი ცხოველების ახალი ხორცისა და ამ ხორცისგან წარმოებული ხორცის პროდუქტების მიმართ გასატარებელი ზომები

1.  სააგენტომ უნდა აკრძალოს საკონტროლო ზონაში არსებული ამთვისებელი ცხოველების ახალი ხორცის, ამ ხორცისგან მომზადებული ხორცის ნახევარფაბრიკატებისა და გატარებული ხორცის ბაზარზე განთავსება.

2. სააგენტომ უნდა აკრძალოს საკონტროლო ზონაში განთავსებულ საწარმოებში წარმოებული ამთვისებელი ცხოველების ახალი ხორცის, გატარებული ხორცის, ხორცის ნახევარფაბრიკატებისა და ხორცის პროდუქტების  ბაზარზე განთავსება.

3.ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული აკრძალვა არ გამოიყენება იმ ახალი ხორცის, გატარებული ხორცის და ხორცის ნახევარფაბრიკატების მიმართ, რომლებიც წარმოებულია საკონტროლო ზონის ამთვისებელი ცხოველებისგან სადგომის დაინფიცირებამდე არანაკლებ 21 დღით ადრე და წარმოების შემდეგ ინახება და ტრანსპორტირებულია აღნიშნული თარიღის შემდეგ წარმოებული ხორცისგან განცალკევებით. ასეთი ხორცი ადვილად უნდა განირჩეოდეს იმ ხორცისაგან, რომელიც არ ექვემდებარება საკონტროლო ზონის ფარგლებს გარეთ გატანას და მისი ჯანმრთელობის ნიშანდება უნდა მოხდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4.  ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი აკრძალვა არ გამოიყენება იმ ახალი ხორცის, გატარებული ხორცისა და ხორცის ნახევარფაბრიკატების მიმართ, რომლებიც წარმოებულია სასაკლაოზე ტრასპორტირებული ცხოველებიდან ამ წესის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, იმ პირობით, რომ ხორცი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

5.  ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი აკრძალვა არ გამოიყენება ქვემოთ წარმოდგენილი პირობების შესაბამისად, საკონტროლო ზონაში მდებარე საწარმოებიდან მიღებული ახალი ხორცის, გატარებული ხორცის ან ხორცის ნახევარფაბრიკატების მიმართ, თუ:

ა) ასეთი საწარმო ფუნქციონირებს მკაცრი ვეტერინარული კონტროლის ქვეშ;

ბ) მხოლოდ ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ახალი ხორცი, გატარებული ხორცი ან ხორცის ნახევარფაბრიკატები, ან საკონტროლო ზონის ფარგლებს გარეთ გაზრდილი და დაკლული ცხოველებისგან, ან ამ საწარმოებში ტრანსპორტირებული ცხოველებისა და მათი დაკვლის შედეგად მიღებული ახალი ხორცი, გატარებული ხორცი ან ხორცის ნახევარფაბრიკატები ამ წესის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად გადამუშავდება საწარმოში;

გ) ყველა ასეთ ახალ ხორცს, გატარებულ ხორცს ან ხორცის ნახევარფაბრიკატებს აქვს ჯანმრთელობის ნიშანდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

დ) ყველა ასეთი ახალი ხორცი, გატარებული ხორცი ან ხორცის ნახევარფაბრიკატები მთლიანი წარმოების პროცესში უნდა იყოს იდენტიფიცირებული და ტრანსპორტირებული და ინახებოდეს იმ ახალი ხორცისგან, გატარებული ხორცისა და ხორცის ნახევარფაბრიკატებისგან განცალკევებით, რომლებიც ამ წესის შესაბამისად არ ექვემდებარება გაგზავნას საკონტროლო ზონის ფარგლებს გარეთ.

6. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული აკრძალვა არ გამოიყენება საკონტროლო ზონის ამთვისებელი ცხოველების ახალი ხორცისგან დამზადებულ იმ ხორცის პროდუქტების მიმართ, რომლებიც ნიშანდებულია ამ წესის 73-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და ამ წესის 74-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი დამუშავების მიზნით ტრანსპორტირება ხდება სააგენტოს მიერ განსაზღვრულ საწარმოში.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული აკრძალვა არ გამოიყენება საკონტროლო ზონაში მდებარე საწარმოებიდან მიღებული იმ ხორცის პროდუქტების მიმართ, რომლებიც შეესაბამება ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს ან წარმოებულია იმ ხორცისაგან, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

8. სააგენტომ ზედამხედველობა უნდა გაუწიოს ამ მუხლის მე-5 - მე-7 პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად ტერიტორიული ორგანოს მიერ განხორციელებულ კონტროლს.

9. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული აკრძალვა შეიძლება არ იქნეს გათვალისწინებული და დაექვემდებაროს კონკრეტულ პირობებს, კერძოდ, 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში შენახული საკონტოლო ზონის ამთვისებელი ცხოველებიდან წარმოებული ხორცის ჯანმრთელობის ნიშანდებასთან დაკავშირებით.

მუხლი 37. საკონტროლო ზონაში ამთვისებელი ცხოველების რძის და რძის პროდუქტის მიმართ გასატარებელი ზომები

1. სააგენტომ უნდა აკრძალოს საკონტროლო ზონიდან ამთვისებელი ცხოველების რძის და ასეთი რძისგან წარმოებული რძის პროდუქტის ბაზარზე განთავსება.

2. სააგენტომ უნდა აკრძალოს საკონტროლო ზონაში განთავსებულ საწარმოებში წარმოებული ამთვისებელი ცხოველების რძისა და რძის პროდუქტის ბაზარზე განთავსება.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული აკრძალვა არ გამოიყენება იმ რძისა და რძის პროდუქტის მიმართ, რომლებიც წარმოებულია საკონტროლო ზონის ამთვისებელი ცხოველებისგან სადგომის დაინფიცირებამდე არანაკლებ 21 დღით ადრე და წარმოების შემდეგ ინახება და ტრანსპორტირებულია აღნიშნული თარიღის შემდეგ წარმოებული რძისა და რძის პროდუქტისგან განცალკევებით.

4. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული აკრძალვა არ გამოიყენება საკონტროლო ზონაში არსებული ამთვისებელი ცხოველებისგან წარმოებული იმ რძის მიმართ და ასეთი რძისგან წარმოებული პროდუქტის მიმართ, რომელმაც რძის ან რძის პროდუქტის გამოყენებიდან გამომდინარე, გაიარა ამ წესის 79-ე ან მე-80 მუხლში მითითებული დამუშავების ერთ-ერთი სახე. ეს დამუშავება უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული პირობების შესაბამისად ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ საწარმოებში ან, თუ საკონტროლო ზონაში არ არის საწარმოები, საკონტროლო ზონის ფარგლებს გარეთ არსებულ საწარმოებში ამ მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული პირობების შესაბამისად.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული აკრძალვა არ გამოიყენება იმ რძისა და რძის პროდუქტის მიმართ, რომლებიც მომზადდა საკონტროლო ზონაში მდებარე საწარმოებში ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული პირობების შესაბამისად.

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში მითითებული საწარმოები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) საწარმო უნდა მუშაობდეს მკაცრი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ;

ბ) საწარმოში გამოყენებული რძე უნდა შეესაბამებოდეს მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს ან ნედლი რძე მიღებული უნდა იყოს დამცავი და საკონტროლო ზონის გარეთ არსებული ცხოველებისგან;

გ) მთლიანი საწარმოო პროცესის დროს რძე უნდა იყოს იდენტიფიცირებული და ტრანსპორტირებული, ინახებოდეს იმ რძისა და რძის პრდუქტებისგან ცალკე, რომლებიც არ არის გამიზნული საკონტროლო ზონის ფარგლებს გარეთ გასატანად;

დ) ნედლი რძის ტრანსპორტირება დამცავი და საკონტროლო ზონის ფარგლებს გარეთ მდებარე სადგომებიდან საწარმოებში უნდა განხორციელდეს დასუფთავებული და დეზინფიცირებული სატრანსპორტო საშუალებით, რომლებსაც არ აქვთ კონტაქტი საკონტროლო და დამცავ ზონებში მდებარე სადგომის ამთვისებელ ცხოველებთან.

7. სააგენტომ ზედამხედველობა უნდა გაუწიოს ამ მუხლის მე-5 - მე-7 პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად ტერიტორიული ორგანოს მიერ განხორციელებულ კონტროლს.

8. დამცავ ზონაში მდებარე სადგომიდან ნედლი რძის ტრანსპორტირება საკონტროლო და დამცავი ზონის ფარგლებს გარეთ მდებარე საწარმოებში და აღნიშნული რძის გადამუშავება უნდა დაექვემდებაროს შემდეგ პირობებს:

ა) საკონტროლო და დამცავი ზონის ფარგლებს გარეთ მდებარე საწარმოებში ნედლი რძის გადამუშავება, რომლებიც წარმოებულია საკონტროლო ზონაში არსებული ამთვისებელი ცხოველებისგან, ავტორიზებული უნდა იქნეს სააგენტოს მიერ;

ბ) ავტორიზაცია უნდა მოიცავდეს ინსტრუქციებსა და განსაზღვრულ საწარმოსკენ მიმავალ სატრანსპორტო მარშრუტს;

გ) ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს უშუალოდ ტრანსპორტირების წინ  დასუფთავებული და დეზინფიცირებული სატრანსპორტო საშუალებით, რომელიც მოწყობილია და აღჭურვილია ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ტრანსპორტირების დროს რძის გაჟონვა და აეროზოლის გავრცელება რძის ჩატვირთვის ან გადმოტვირთვის დროს;

 დ) სადგომის დატოვებმადე ამთვისებელი ცხოველების რძის შეგროვების ადგილას უნდა დასუფთავდეს და დეზინფექცია ჩაუტარდეს შემაერთებელ მილებს, საბურავებს, ავტომანქანის ქვედა ნაწილებს და გადმოღვრილი რძე უნდა აიწმინდოს და ჩაუტარდეს დეზინფექცია. საკონტროლო ზონის დატოვებამდე ბოლო დეზინფექციის შემდეგ ავტომანქანას აღარ უნდა ჰქონდეს დამცავ და საკონტროლო ზონებში მდებარე ამთვისებელი ცხოველების შემცველ სადგომებთან კონტაქტი;

ე) სატრანსპორტო საშუალებები მკაცრად განსაზღვრული და მარკირებული უნდა იქნეს საკონტროლო ზონის გეოგრაფიული ან ადმინისტრაციული ერთეულის (ტერიტორიის) შესაბამისად. შეიძლება გადაადგილება სხვა ტერიტორიაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ დასუფთავებისა და დეზინფექციის შემდეგ.

9. ავტორიზაციას ექვემდებარება დაავადების შესაძლო გავრცელების საწინააღმდეგო ზომები და საკონტროლო ზონაში მდებარე სადგომებში მყოფი ამთვისებელი ცხოველებიდან მიღებული ნედლი რძის ნიმუშების აღება, შეგროვება და ტრანსპორტირება ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით სხვა ლაბორატორიაში გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ლაბორატორიისა, სადაც დაშვებულია თურქულის დიაგნოსტირება.

მუხლი 38. საკონტროლო ზონაში ამთვისებელი ცხოველების ნაკელის და ნარჩენების ტრანსპორტირება და დისტრიბუცია

1. სააგენტომ უნდა აკრძალოს საკონტროლო ზონაში მდებარე სადგომებიდან და ამ წესის მე-16 მუხლში მითითებულ შენობებიდან, სადაც ამთვისებელი ცხოველები იმყოფებიან, ნაკელის ტრანსპორტირება და დისტრიბუცია.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული აკრძალვა შეუძლია არ გაითვალისწინოს სააგენტომ და გასცეს ავტორიზაცია გამონაკლის შემთხვევებში ნაკელის და ნარჩენების ტრანსპორტირებაზე დისტრიბუციამდე (დასუფთავება და დეზინფიცირება სავალდებულოა დისტრიბუციის განხორციელების შემდეგაც) დასუფთავებული და დეზინფიცირებული სატრანსპორტო საშუალებებით საკონტროლო ზონაში წინასწარ განსაზღვრულ ადგილას და იმ სადგომიდან საკმაო მანძილზე, სადაც ამთვისებელი ცხოველები იმყოფებიან ქვემოთ მითითებულ ალტერნატიულ პირობებში:

ა)  სახელმწიფო ვეტერინარის მიერ სადგომში არსებული ყველა ამთვისებელი ცხოველის შემოწმებამ გამორიცხა თურქულის ვირუსით დაინფიცირებაზე საეჭვო ცხოველები და ნაკელის ან ნარჩენების დისტრიბუცია ხდება ნიადაგთან ახლოს ისე, რომ არ წარმოიქმნას აეროზოლები და ის მყისიერად ჩახვნით შეერევა ნიადაგს;

ბ) სახელმწიფო ვეტერინარის მიერ სადგომში არსებული ყველა ამთვისებელი ცხოველის კლინიკური შემოწმებისას არ გამოვლინდა დადებითი შემთხვევა და ნაკელის ინჯექტირება (შეყვანა) ხდება ნიადაგში;

გ) ნაკელი ექვემდებარება ამ წესის 26-ე მუხლის მეორე პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

მუხლი 39. საკონტროლო ზონაში წარმოებულ სხვა ცხოველურ პროდუქტთან დაკავშირებული ზომები

სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ამ წესის 36-ე - 38-ე მუხლებში მითითებულის გარდა სხვა ცხოველური წარმოშობის პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას დაიცვას ამ წესის 25-ე და 27-ე-29-ე მუხლებში მითითებული პირობები.

მუხლი 40. საკონტროლო ზონაში სააგენტოს მიერ გამოსაყენებელი დამატებითი ზომები

ამ წესის შესაბამისად საკონტროლო ზონაში ამ წესის 34-ე - 39-ე მუხლებით გამოყენებული ზომების გარდა, სააგენტოს შეუძლია, გაატაროს დამატებითი ზომები, რომლებიც აუცილებელია და პროპორციული იქნება თურქულის გამომწვევი ვირუსის წინაღმდეგ დაინფიცირებულ ტერიტორიაზე არსებული კონკრეტული ეპიდემიოლოგიური, მეცხოველეობის, კომერციული და სოციალური პირობების გათვალიწინებით.

მუხლი 41. საკონტროლო ზონაში ზომების შეწყვეტა

1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, საკონტროლო ზონაში გამოყენებული ზომები განხორციელდეს ქვემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების შესრულებამდე:

 ა) ამ წესის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სადგომიდან ყველა ამთვისებელი ცხოველის მოკვლიდან და უსაფრთხო მოცილების შემდეგ არანაკლებ 30 დღის გასვლის შემდეგ და აღნიშნულ სადგომში ამ წესის მე-10 მუხლის შესაბამისად განხორციელებული წინასწარი დასუფთავების და დეზინფექციის ჩატარება;

ბ) დამცავ ზონაში შესრულდა ამ წესის 33-ე მუხლში მითითებული მოთხოვნები;

გ) გამოკვლევა დასრულდა უარყოფითი შედეგებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში მითითებული გამოკვლევა უნდა განხორციელდეს საკონტროლო ზონაში დაავადების არ არსებობის დასასაბუთებლად ამ წესის 62-ე მუხლში მითითებული კრიტერიუმის შესაბამისად, რომლებიც უნდა მოიცავდეს ამ წესის 66-ე მუხლში მითითებულ ზომებს, ამ წესის 63-ე მუხლში მითითებული კრიტერიუმის გათვალისწინებით.

მუხლი 42. რეგიონალიზაცია

1.  მიუხედავად ამ წესის შესაბამისად განხორციელებული ზომებისა, თუ თურქულის გამომწვევი ვირუსი მაინც ვრცელდება და ეპიზოოტია ინტენსიური ხდება და ნებისმიერ შემთხვევაში, თუ გადაუდებელი ვაქცინაცია განხორციელდა, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ ტერიტორია დაექვემდებაროს რეგიონალიზაციას ერთი ან მეტი შეზღუდული და თავისუფალი ზონებით.

2. შეზღუდული ზონის გამიჯვნამდე (შემოფარგვლამდე), უნდა განხორციელდეს ამომწურავი ეპიდემიოლოგიური შეფასება, კერძოდ თურქულის გამომწვევი ვირუსის შეტანის შესაძლო დროის, ადგილის, გავრცელების და მისი აღმოფხვრისათვის საჭირო დროის პერიოდთან დაკავშირებით.

3. შეზღუდული ზონის შემოფარგვლისას, რამდენადაც შესაძლებელია, გათვალისწინებული უნდა იქნეს ადმინისტრაციული საზღვრები და გეოგრაფიული ბარიერები. რეგიონალიზაცია უნდა დაიწყოს უფრო დიდი ადმინისტრაციული ერთეულებით და არა რეგიონებით. შეზღუდული ზონა ამ წესის მე-12 მუხლში მითითებული ეპიდემიოლოგიური მოკვლევის შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება შემცირდეს იმ მოცულობამდე, რომელიც არ არის რეგიონზე ნაკლები ზომის, და თუ აუცილებელია, შეიძლება მოიცავდეს მიმდებარე რეგიონებს.

მუხლი 43. სააგენტოს მიერ შეზღუდულ ზონაში გამოსაყენებელი ზომები

1.  რეგიონალიზაციის შემთხვევაში სააგენტომ უნდა განახორციელოს სულ მცირე შემდეგი ზომები:

 ა) შეზღუდულ ზონაში ამთვისებელი ცხოველების, ცხოველური პროდუქტებისა და საქონლის ტრანსპორტირებისა და გადაადგილების და სატრანსპორტო საშუალებების, როგორც თურქულის გამომწვევი ვირუსის პოტენციური გადამტანების კონტროლი;

ბ) ახალი ხორცის, ნედლი რძის და მარაგში არსებული სხვა პროდუქტების, რომლებიც არ ექვემდებარება შეზღუდული ზონის ფარგლებს გარეთ გატანას, მიკვლევადობა და ნიშანდება;

გ) ამთვისებელი ცხოველების და ასეთი ცხოველებისგან მიღებული პროდუქტების და შეზღუდული ზონის ფარგლებს გარეთ გასატან სურსათზე, რომელიც გამიზნულია ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, გაიცემა ავტორიზაცია სააგენტოს მიერ და ჯანმრთელობის ნიშანდება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. რეგიონალიზაციის შემთხვევაში, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ თურქულის გამომწვევი ვირუსის შემოტანის სავარაუდო თარიღსა და რეგიონალიზაციის განხორციელებამდე პერიოდში შეზღუდული ზონიდან ქვეყნის სხვა რეგიონში გაგზავნილ ამთვისებელი სახეობის ცხოველებზე განხორციელდეს დაკვირვება. ასეთი ცხოველები ექვემდებარებიან იზოლაციას, სახელმწიფო კონტროლის ქვეშ, სანამ დაინფიცირება ან კონტამინაცია ოფიციალურად არ გამოირიცხება.

3. სააგენტომ შეზღუდულ ზონაში თურქულის გამომწვევი ვირუსის სავარაუდო შეტანის თარიღსა და რეგიონალიზაციის განხორციელების თარიღს შორის ამ ზონაში წარმოებული ამთვისებელი ცხოველების ახალ ხორცზე, ნედლ რძეზე და ნედლი რძის პროდუქტებზე აწარმოოს მიკვლევადობა. ასეთი ახალი ხორცი უნდა დამუშავდეს ამ წესის 74-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო ნედლი რძე და ნედლი რძის პროდუქტები გამოყენებიდან გამომდინარე, უნდა დამუშავდეს ამ წესის 79-ე და მე-80 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ან შეჩერდეს (დაყოვნდეს) სანამ თურქულის გამომწვევი ვირუსით შესაძლო კონტამინაცია ოფიციალურად არ გამოირიცხება.

მუხლი 44. ამთვისებელი ცხოველების იდენტიფიკაცია

1. შინაური მსხვილფეხა, წვრილფეხა საქონლის და ღორის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული კანონდებლობით დადგენილი მოთხოვნების თანახმად, თურქულის აფეთქების შემთხვევაში ამთვისებელმა ცხოველებმა უნდა დატოვონ სადგომი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი იდენტიფიცირება მოხდება იმგვარად, რომ სააგენტოს ექნება საშუალება, თვალყური მიადევნოს და განახორციელოს სწრაფად მიკვლევადობა მათი გადაადგილების, წარმოშობის სადგომის ან ნებისმიერი სადგომის, საიდანაც ისინი არიან.

2. ამ წესის მე-14 და მე-15 მუხლების პირველ პუნქტში მითითებულ შემთხვევებში, ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, აგრეთვე, ამ წესის 49-ე და 50-ე მუხლების შესაბამისად, განხორციელებული ვაქცინაციის შემთხვევაში სააგენტოს მიერ დასაშვებია დადგინდეს და გაიცეს ავტორიზაცია ამ ცხოველების იდენტიფიკაციისა და მათი წარმოშობის სადგომების მიკვლევადობის სხვა ღონისძიებების შესახებ.

მუხლი 45. თურქულის აფეთქების შემთხვევაში გადაადგილების კონტროლი

1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს თურქულის აფეთქების შემთხვევაში, ამ წესის    42-ე მუხლის შესაბამისად შექმნილ შეზღუდულ ზონაში გამოიყენოს ამთვისებელი ცხოველების გადაადგილების კონტროლზე შემდეგი ზომები:

ა) მოთხოვნის შემთხვევაში მფლობელებმა უნდა მიაწოდოს სააგენტოს სადგომში შემავალ და გამომავალ ცხოველებთან დაკავშირებული სათანადო ინფორმაცია. ეს ინფორმაცია ყველა ამთვისებელ ცხოველთან დაკავშირებით მოიცავს არანაკლებ იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) ამთვისებელი ცხოველების ტრანსპორტირებაში ან მარკეტინგში ჩართულმა პირებმა მოთხოვნისთანავე უნდა მიაწოდონ სააგენტოს მათ მიერ ტრანსპორტირებული ან ბაზარზე განთავსებული ასეთი ცხოველების გადაადგილებასთან დაკავშირებული სათანადო ინფორმაცია. ეს ინფორმაცია ყველა ამთვისებელ ცხოველთან დაკავშირებით ტრანსპორტიორებისათვის (გადამყვანებისათვის) მოიცავს სულ მცირე შემდეგს:

ბ.ა) სადგომის ან შემკრები ცენტრის მისამართი, თარიღი და დრო ცხოველების აყვანისა;

ბ.ბ) ცხოველთა სახეობა და რაოდენობა;

ბ.გ) დეზინფექციის თარიღი და ადგილი;

ბ.დ) თანმხლები დოკუმენტების დეტალები: მათ შორის, ცხოველების რაოდენობა, მგზავრობის მოსალოდნელი ხანგრძლივობა;

 გ) ინფორმაცია ყველა ამთვისებელ ცხოველთან დაკავშირებით, დილერებისათვის მოიცავს სულ მცირე:

გ.ა) მფლობელის დასახელებას, შესყიდვის თარიღს, ცხოველების კატეგორიას, რაოდენობას და საიდენტიფიკაცო ნომერს ან წარმოშობის სადგომის სარეგისტრაციო ნომერს;

გ.ბ) ტრანსპორტიორის (გადამყავნის) მართვის მოწმობის ნომერს;

გ.გ) შემსყიდველის დასახელებას, მისამართსა და ცხოველის საბოლოო დანიშნულების ადილს;

გ.დ) ჯანმრთელობის სერტიფიკატის ნომერს.

2. სააგნეტოს შეუძლია, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ზოგიერთი ან ყველა ზომა გაავრცელოს ნაწილობრივ ან მთლიანად თავისუფალ ზონაზე.

მუხლი 46. თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოების, დისტრიბუციისა და გამოყენების კონტროლი

1. სააგენტომ უნდა აკრძალოს გარდა ამ წესში მითითებული შემთხვევებისა თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და ჰიპერიმუნური შრატის გამოყენება.

2. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო კონტროლის განხორციელება თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოებაზე, შენახვასა და დისტრიბუციაზე.

მუხლი 47. გადაუდებელი ვაქცინაციის შემოღების გადაწყვეტილება

1. ერთ-ერთი ქვემოთ მითითებული პირობა შეიძლება გახდეს საფუძველი გადაუდებელი ვაქცინაციის განხორციელებისა:

ა) თურქულის აფეთქება თუ დადასტურდა და არსებობს მისი ფართოდ გავრცელების საფრთხე;

ბ) თუ სხვა ქვეყნები არიან რისკის ქვეშ გეოგრაფიული მდებარეობის ან არსებული მეტეოროლოგიური პირობების გამო;

გ) თუ სხვა ქვეყნები არიან რისკის ქვეშ მათ ტერიტორიაზე არსებულ სადგომებსა და ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე თურქულის აფეთქების მქონე ამთვისებელი ცხოველების სადგომებს შორის ეპიდემიოლოგიური კონტაქტების გამო;

დ) თუ ქვეყანა არის რისკის ქვეშ მეზობელი ქვეყნის, სადაც თურქულის აფეთქებაა, გეოგრაფიული მდებარეობის ან მეტეოროლოგიური პირობების გამო.

2. გადაუდებელი ვაქცინაციის გადაწყვტილების მიღებისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ამ წესის მე-14 მუხლში მითითებული ღონისძიებები და ცხრილიში - „კრიტერიუმი, რომლის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება დამცავი (პროფილაქტიკური) ვაქცინაციის გამოყენებაზე და სახელმძღვანელო მითითებები გადაუდებელი ვაქცინაციის პროგრამებზე“  ჩამოთვლილი კრიტერიუმები.

მუხლი 48. გადაუდებელი ვაქცინაციისთვის საჭირო პირობები

1. გადაუდებელი ვაქცინაციის ჩატარების გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არანაკლებ შემდეგი პირობები:

ა) ამ წესის 42-ე მუხლის შესაბამისად, იმ გეოგრაფიული ტერიტორიის შემოფარგვლა, სადაც გადაუდებელი ვაქცინაცია უნდა განხორციელდეს;

ბ) ასაცრელი ცხოველების სახეობები და ასაკი;

გ) ვაქცინაციის კამპანიის ხანგრძლივობა;

დ) აცრილი და აუცრელი ამთვისებელი ცხოველების და მათგან მიღებული პროდუქტების გადაადგილების კონკრეტული აკრძალვა;

ე) იდენტიფიკაცია რეგისტრაცია;

ვ) საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

2. პირველ პუნქტში მითითებული გადაუდებელი ვაქცინაციის პირობები, უნდა უზრუნველყოფდეს, რომ ასეთი ვაქცინაცია განხორციელდეს ამ წესის 49-ე მუხლის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, აცრილი ცხოველები შემდეგში დაიკვლება თუ დარჩება ცოცხალი.

3.  სააგენტომ უნდა შეიმუშაოს საინფორმაციო პროგრამა და აცნობოს საზოგადოებას ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი აცრილი ცხოვლებისგან მიღებული ხორცის, რძის და რძის პროდუქტების უვნებლობის შესახებ.

მუხლი 49. დამცავი (პროფილაქტიკური) ვაქცინაცია

1. დამცავი (პროფილაქტიკური) ვაქცინაციის გამოყენებისას სააგენტომ უნდა უზრუნველყოს:

ა) ვაქცინაციის ზონის რეგიონალიზაცია, ამ წესის 42-ე მუხლის შესაბამისად, თუ საჭიროა მეზობელ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით;

ბ) ვაქცინაცია განახორციელოს სწრაფად, სანიტარიული და ბიოუსაფრთხოების წესების შესაბამისად, რათა თავიდან იქნეს აცილებული თურქულის გამომწვევი ვირუსის გავრცელება;

გ) ვაქცინაციის ზონაში გამოყენებული ყველა ზომა უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის  42-ე - 45-ე მუხლებში მითითებულ მოთხოვნებს;

დ) თუ ვაქცინაციის ზონა მოიცავს დამცავი ან საკონტროლო ზონის ნაწილებს ან მთლიანად ზონას:

 დ.ა) ამ წესის შესაბამისად დამცავი და საკონტროლო ზონის მიმართ გამოყენებული ზომები უნდა შენარჩუნდეს ვაქცინაციის ზონის აღნიშნულ ნაწილში, სანამ ასეთი ზომები არ შეწყდება ამ წესის 33-ე მუხლის ან 41-ე მუხლის შესაბამისად;

 დ.ბ) დამცავ და საკონტროლო ზონაში გატარებული ზომების შეწყვეტის შემდეგ,     51-ე - 55-ე მუხლებში მითითებული ზომების გამოყენება ვაქცინაციის ზონაში უნდა გაგრძელდეს.

2.დამცავი (პროფილაქტიკური) ვაქცინაციის გამოყენებისას სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ვაქცინაციის ზონა გარშემორტყმული იყოს საზედამხედველო ზონით (დაკვირვების ზონა, რომელიც განსაზღვრულია OIE-ის მიერ) ვაქცინაციის ზონის პერიმეტრიდან სულ მცირე 10 კმ-ის მანძილზე, სადაც:

ა) აკრძალულია ვაქცინაცია;

ბ) ხორციელდება ინტენსიური დაკვირვება;

გ) ამთვისებელი ცხოველების გადაადგილება ექვემდებარება სააგენტოს კონტროლს;

დ) სანამ არ აღდგება თურქულისა და ინფექციისაგან თავისუფალი ზონის სტატუსი ამ წესის 58-ე მუხლის შესაბამისად, რჩება უცვლელად.

მუხლი 50. დამთრგუნავი (შემაკავებელი) ვაქცინაცია

1. თუ სააგენტო ამ წესის 47-ე მუხლის შესაბამისად და ყველა შესაბამისი გარემოების გათვალისწინებით გადაწყვეტს, განახორციელოს დამთრგუნავი (შემაკავებელი) ვაქცინაცია, უნდა გაითვალისწინოს სულ მცირე ამ წესის მე-18 მუხლში მითითებული ზომები.

2. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ დამთრგუნავი (შემაკავებელი) ვაქცინაცია განხორციელდეს:

ა) მხოლოდ დამცავი ზონის ფარგლებში;

ბ) მხოლოდ ზუსტად განსაზღვრულ სადგომებში, რომლებიც ექვემდებარება ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მითითებულ ზომებს.

3. თუმცა, ლოჯისტიკური მიზეზის გამო და ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე, ასეთ სადგომებში ყველა ცხოველის დახოცვა შეიძლება გადაიდოს რაც შეიძლება ხანგრძლივი დროით, რათა ის შესაბამისობაში მოვიდეს ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან.

მუხლი 51. გადაუდებელი ვაქცინაციის დაწყებიდან და ამ ვაქცინაციის დასრულებიდან არანაკლებ 30 დღის შემდეგ ვაქცინაციის ზონაში გამოსაყენებელი ზომები (ეტაპი 1)

1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, ამ მუხლის მე-2 – მე-6 პუნქტებში მითითებული ზომები გამოყენებულ იქნეს ვაქცინაციის ზონაში გადაუდებელი ვაქცინაციის დაწყებიდან და ამ ვაქცინაციის დასრულების შემდეგ არანაკლებ 30 დღის შემდეგ.

2. აკრძალულია ვაქცინაციის ზონაში ან მის გარეთ სადგომებს შორის ცოცხალი ამთვისებელი ცხოველების გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთი ცხოველების და ამ ცხოველების ჯოგების კლინიკური შემოწმების შემდეგ სააგენტო დაუშვებს დაუყოვნებელი დაკვლის მიზნით მათ პირდაპირ ტრანსპორტირებას მის მიერ შერჩეულ, ვაქცინაციის ზონაში ან გამონაკლის შემთხვევაში, აღნიშნულ ზონასთან ახლოს მდებარე სასაკლაოზე.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პერიოდში დაკლული აცრილი ცხოველებისგან მიღებულ ახალი ხორცის პროდუქტებს:

ა) უნდა ჰქონდეს ამ წესის 73-ე მულში მითითებული ნიშანდება;

ბ) უნდა მოხდეს მათი შენახვა და ტრანსპორტირება ,,ა“ პუნქტში მითითებული ნიშანდების არმქონე ხორცისგან განცალკევებით, ამასთანავე მათი ტრანსპორტირება უნდა მოხდეს დახურული კონტეინერებით ამ წესის 74-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი დამუშავებისთვის სააგენტოს მიერ შერჩეულ საწარმოში.

4. აცრილი ცხოველებისგან მიღებული რძე და რძის პროდუქტები შეიძლება განთავსებულ იქნეს ბაზარზე ვაქცინაციის ზონაში ან მის გარეთ, იმ პირობით, რომ ადამიანის მოხმარებისთვის საბოლოო გამოყენებიდან გამომდინარე, ის გაივლის ამ წესის 79-ე ან მე-80 მუხლებში მითითითებულ დამუშავების სულ მცირე ერთ-ერთ სახეს. ეს დამუშავება უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ პირობებში ვაქცინაციის ზონაში არსებულ საწარმოში ან, თუ ამ ზონაში არ არის ასეთი საწარმო, ვაქცინაციის ფარგლებს გარეთ მდებარე საწარმოში, სადაც ნედლი რძის ტრანსპორტირება ხდება ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული პირობებით.

5. მე-4 პუნქტში მითითებული საწარმოები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) საწარმო უნდა მუშაობდეს მუდმივი და მკაცრი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ;

ბ) საწარმოში გამოყენებული რძე უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნას, ან ნედლი რძე მიღებული უნდა იქნეს ვაქცინაციის ზონის ფარგლებს გარეთ მყოფი ცხოველებისგან;

გ) მთელი საწარმოო პროცესის დროს რძე უნდა იყოს იდენტიფიცირებული და გადაიზიდოს და შენახულ იქნეს იმ ნედლი რძის და ნედლი რძის პროდუქტებისგან განცალკევებით, რომლებიც არ არის გამიზნული ვაქცინაციის ზონის ფარგლებს გარეთ გასაგზავნად;

დ) ვაქცინაციის ზონის ფარგლებს გარეთ მდებარე სადგომებიდან ნედლი რძის ტრანსპორტირება საწარმოებში უნდა განხორციელდეს უშუალოდ ტრანსპორტირების წინ,  დეზინფიცირებული სატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც არ ჰქონდა კონტაქტი შეზღუდული ზონის იმ სადგომებთან, სადაც განთავსებულია ამთვისებელი ცხოველები.

6. სააგენტომ ზედამხედველობა უნდა გაუწიოს ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად ტერიტორიული ორგანოს მიერ განხორციელებულ კონტროლს.

7. ვაქცინაციის ზონაში არსებული საწარმოებიდან ნედლი რძის ტრანსპორტირება ვაქცინაციის ზონის ფარგლებს გარეთ მდებარე საწარმოებში და რძის გადამუშავება უნდა დაექვემდებაროს შემდეგ პირობებს:

ა) ვაქცინაციის ზონაში არსებული ამთვისებელი ცხოველებისგან მიღებული ნედლი რძის გადამუშავება ვაქცინაციის ზონის ფარგლებს გარეთ მდებარე საწარმოებში ავტორიზებული უნდა იქნეს სააგენტოს მიერ;

ბ) ავტორიზაცია უნდა მოიცავდეს ინსტრუქციებსა და განსაზღვრული საწარმოსკენ მიმავალ სატრანსპორტო მარშრუტს;

გ) ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს დასუფთავებული და დეზინფიცირებული სატრანსპორტო საშუალებით, რომელიც დამზადებული და აღჭურვილია ისე, რომ თავიდან იქნება აცილებული ტრანსპორტირების დროს გაჟონვა და აეროზოლის გავრცელება რძის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის დროს;

დ) სადგომის დატოვებმადე ამთვისებელი ცხოველების რძის შეგროვების ადგილას უნდა დასუფთავდეს და დეზინფექცია ჩაუტარდეს შემაერთებელ მილებს, საბურავებს, ავტომანქანის ქვედა ნაწილებს და გადმოღვრილი რძე უნდა აიწმინდოს და ჩატარდეს დეზინფექცია. ვაქცინაციის ზონის დატოვებამდე ბოლო დეზინფექციის შემდეგ ავტომანქანას აღარ უნდა ჰქონდეს ვაქცინაციის ზონაში მდებარე ამთვისებელი ცხოველებით განთავსებულ სადგომებთან კონტაქტი;

ე) სატრანსპორტო საშუალებები მკაცრად განსაზღვრულია და მარკირებულია გეოგრაფიული ან ადმინისტრაციული ერთეულის (ტერიტორიის) შესაბამისად, შეიძლება გადაადგილება სხვა ტერიტორიაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ დასუფთავებისა და დეზინფექციის შემდეგ.

8. აკრძალულია ვაქცინაციის ზონაში მდებარე სადგომებში მყოფი ამთვისებელი ცხოველებიდან ნედლი რძის ნიმუშების აღება, შეგროვება და ტრანსპორტირება ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით სხვა ლაბორატორიაში გარდა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ლაბორატორიისა, სადაც დაშვებულია თურქულის დიაგნოსტირება.

9. უნდა შეჩერდეს ხელოვნული განაყოფიერების მიზნით სპერმის შეგროვება ვაქცინაციის ზონაში მდებარე სპერმის შემგროვებელ ცენტრებში მყოფი დონორი ამთვისებელი ცხოველებისგან. სააგენტოს შეუძლია, გასცეს ავტორიზაცია ვაქცინაციის ზონაში სპერმის შემგროვებელ ცენტრებში სპერმის შეგროვებაზე გაყინული სპერმის მისაღებად, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) რომ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პერიოდში შეგროვილი სპერმა ინახება ცალკე, სულ მცირე 30 დღის განმავლობაში და

ბ) სპერმის გაგზავნამდე:

ბ.ა) დონორი ცხოველი არ უნდა იყოს აცრილი და გამოყენებული ამ წესის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები;

ბ.ბ) დონორ ცხოველს ჩაუტარდა ვაქცინაცია თურქულის გამომწვევი ვირუსის ანტისხეულებზე უარყოფითი შედეგის მიღების შემდეგ;

 ბ.ბ.ა) კარანტინის ბოლო პერიოდში სპერმის შემგროვებელ ცენტრში იმ დროს არსებული ყველა ამთვისებელი ცხოველისგან აღებულ ნიმუშებში მიღებული იქნა უარყოფითი შედეგი ვირუსის ან ვირუსული გენომის ან არასტრუქტურული ცილების საწინააღმდეგო ანტისხეულის ტესტებში, და

 ბ.ბ.ბ) სააგენტოს შეუძლია დაუშვას თურქულზე ვაქცინირებული ბუღა მწარმოებელიდან სპერმის მიღება იმ შემთხვევაში, თუ ის აცრილია თურქულის საწინააღმდეგოდ 12 თვით ადრე სპერმის შეგროვებამდე. ვაჭრობაში ჩართვამდე თითოეული შენაგროვის 5% ექვემდებარება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევას. ვაჭრობაში დაიშვება მხოლოდ უარყოფითი შედეგის მქონე სპერმის შენაგროვი.

10. აკრძალულია კვერცხუჯრედისა და ემბრიონის შეგროვება დონორი ცხოველებისგან.

11. ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, გარდა ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებში მითითებულისა, ბაზარზე განთავსება უნდა დაექვმდებაროს ამ წესის 27-ე-29-ე და 38-ე მუხლებში მითითებულ მოთხოვნებს.

მუხლი 52. გადაუდებელი ვაქცინაციიდან სადგომების გამოკვლევასა და კლასიფიკაციის დასრულებამდე პერიოდში ვაქცინაციის ზონაში გამოსაყენებელი ზომები (ეტაპი 2)

1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ამ მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებში მითითებული ზომების გამოყენება ვაქცინაციის ზონაში გადაუდებელი ვაქცინაციის დასრულებიდან 30 დღის შემდეგ და შეწყვიტოს ამ წესის 53-ე-54-ე მუხლებში მითითებული ზომების დასრულებისას.

2. აკრძალულია ვაქცინაციის ზონაში და მის გარეთ მდებარე სადგომებს შორის ამთვისებელი ცხოველების გადაადგილება.

3. სააგენტოს შეუძლია, არ გაითვალისწინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული აკრძალვა და დაუშვას ამ წესის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული სადგომებიდან დაუყოვნებელი დაკვლის მიზნით ამთვისებელი ცხოველების პირდაპირი ტრანსპორტირება ვაქცინაციის ზონაში ან მის გარეთ მდებარე სასაკლაოში, შემდეგი პირობებით:

ა) ტრანსპორტირების დროს და სასაკლაოში ეს ცხოველები არ უნდა იყვნენ სხვა ამთვისებელი ცხოველებთან კონტაქტში;

ბ) ცხოველებს თან უნდა ახლდეს ჯანმრთელობის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ სადგომში ყველა ამთვისებელმა ცხოველმა გაირა ამ წესის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული გამოკვლევა;

გ) სატრანპორტო საშუალება ჩატვირთვამდე და ცხოველების გადაყვანის შემდეგ დასუფთავდება და უტარდება დეზინფექცია დასუფთავებისა და დეზინფექციის თარიღისა და დროის მითითებით სატრანსპორტო საშუალებების ჩანაწერების ჟურნალში;

 დ) სასაკლაოში ცხოველებმა უნდა გაიარონ დაკვლისწინა შემოწმება დაკვლამდე 24 საათის განმავლობაში, განსაკუთრებით კი კლინიკური შემოწმება თურქულზე და არ უნდა აღინიშნებოდეს ამ დაავადების დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები.

4. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პერიოდში აცრილი ყველა ასაკის მცოხნავი ცხოველებისგან მიღებული ახალი ხორცი, გარდა სუბპროდუქტებისა, შეიძლება განთავსებულ იქნეს ბაზარზე ვაქცინაციის ზონაში და მის გარეთ შემდეგ პირობებში:

 ა) საწარმო უნდა მუშაობდეს მკაცრი ვეტერინარული კონტროლის ქვეშ;

 ბ) საწარმოში უნდა დამუშავდეს მხოლოდ ახალი ხორცი, სუბპროდუქტის გარეშე, თანახმად ამ წესის 77-ე მუხლის პირველი, მე-3 - მე-4 პუნქტებში აღწერილი დამუშავების მეთოდებისა ან ვაქცინაციის ზონის ფარგლებს გარეთ გაზრდილი და დაკლული ცხოველებისგან მიღებული ახალი ხორცი;

 გ) ყველა ასეთ ახალ ხორცს უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის ნიშანდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

დ) ყველა ასეთი ახალი ხორცი მთლიანი წარმოების პროცესში უნდა იყოს იდენტიფიცირებული და ტრანსპორტირებული და ინახებოდეს იმ ახალი ხორცისგან განცალკევებით, რომლებიც ამ წესის შესაბამისად მიღებულია ჯანმრთელობის სხვა სტატუსის მქონე ცხოველის ხორცისგან.

5. სააგენტომ ზედამხედველობა უნდა გაუწიოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად ტერიტორიული ორგანოს მიერ განხორციელებულ კონტროლს.

6. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პერიოდში აცრილი ღორისებრთა ცხოველებისგან მიღებულ ახალ ხორცს უნდა ჰქონდეს ამ წესის 73-ე მუხლში მითითებული ჯანმრთელობის ნიშანდება და უნდა ინახებოდეს და ტრანსპორტირებული იყოს განცალკევებით იმ ხორცისგან, რომელსაც არ აქვს ასეთი ნიშანდება. მათი ტრანსპორტირება ხდება დახურული კონტეინერებით 74-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი დამუშავების მიზნით სააგენტოს მიერ წინასწარ შერჩეულ საწარმოში.

7. აცრილი ცხოველებისგან წარმოებული რძე და რძის პროდუქტები შეიძლება განთავსებულ იქნეს ბაზარზე ვაქცინაციის ზონაში ან მის გარეთ, იმ პირობით, რომ ადამიანის მიერ მოხმარების ან არ მოხმარებისთვის საბოლოო გამოყენებისას ის გაივლის არანაკლებ ამ წესის 79-ე და მე-80 მუხლებში მითითებულ დამუშავების ერთ-ერთ სახეს. ასეთი დამუშავება უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის ზონაში ან მის გარეთ არსებულ საწარმოში ამ წესის, 51-ე მუხლის მე-4 – მე-8 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად.

8. ამთვისებელი ცხოველებისგან სპერმის, კვერცხუჯრედის და ემბრიონის შეგროვებაზე უნდა გავრცელდეს ამ წესის 51-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებში მითითებული ზომები.

9. ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, გარდა ამ მუხლის მე-4, მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებში მითითებულისა, ბაზარზე განთავსება ექვმდებარება ამ წესის 27-ე-29-ე და 38-ე მუხლებში მითითებულ მოთხოვნებს.

მუხლი 53. კლინიკური და სეროლოგიური გამოკვლევა ვაქცინაციის ზონაში (ეტაპი 2-ა)

1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული ზომები გამოყენებული იქნეს ვაქცინაციის ზონაში იმ პერიოდში, რომელიც იწყება გადაუდებელი ვაქცინაციის დასრულებიდან არანაკლებ 30 დღის შემდეგ და წყდება კლინიკური და სეროლოგიური გამოკვლევების დასრულებისთანავე.

2. მოკვლევა უნდა განხორციელდეს იმ ამთვისებელი ცხოველების ჯოგის იდენტიფიცირების მიზნით, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა თურქულის გამომწვევ ვირუსთან და არ აღენიშნება თურქულის აშკარა კლინიკური ნიშნები. აღნიშნული გამოკვლევა უნდა მოიცავდეს ვაქცინაციის ზონაში მყოფ ჯოგებში ამთვისებელი ცხოველების კლინიკურ შემოწმებას და ლაბორატორიულ გამოკვლევას ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

3. ლაბორატორიული გამოკვლევა უნდა განხორციელდეს იმ ტესტების საშუალებით, რომლებიც აკმაყოფილებს ამ წესის 91-ე მუხლში მითითებულ დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს და უნდა შეესაბამებოდეს ერთ-ერთ ქვემოთ წარმოდგენილ პირობას:

 ა) თურქულის გამომწვევი ვირუსის არასტრუქტურული ცილების საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოკვლევა ან სხვა აღიარებული მეთოდით, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის 64-ე მუხლში მითითებულ სადგომში ნიმუშის აღების კრიტერიუმებს. თუ სააგენტო იყენებს დამატებით ინდიკატორულ ცხოველებს, გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ წესის 68-ე - 69-ე მუხლებში მითითებულ დაინფიცირებულ სადგომებში სულადობის რეპოპულაციისათვის საჭირო პირობები;

 ბ) თურქულის გამომწვევი ვირუსის არასტრუქტურული ცილების საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოკვლევა უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის ზონაში აცრილი ამთვისებელი ცხოველებიდან და ჯოგში აუცრელი მოზარდეულიდან აღებულ ნიმუშებზე.

მუხლი 54. ვაქცინაციის ზონაში ჯოგების კლასიფიკაცია (ეტაპი 2-ბ)

1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ სადგომში, სადაც განთავსებულია ამთვისებელი ცხოველები:

ა) კლასიფიცირებულია ამ წესის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული გამოკვლევის შედეგებისა და ამ წესის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტში მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად;

 ბ) შეესაბამება ამ მუხლის მე-2 - მე-4 პუნქტებში მითითებულ ზომებს.

2. სადგომი, სადაც არის სულ მცირე თურქულით დაინფიცირებაზე საეჭვო ერთი ცხოველი მაინც და თურქულის გამომწვევი ვირუსის არსებობა დადასტურებულია ამ წესის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტში მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად, ექვემდებარება ამ წესის მე-9 და მე-18 მუხლებში მითითებულ ზომებს.

3. სადგომები, რომლებიც მოიცავს თურქულის ვირუსთან ადრე შეხებაში მყოფ არანაკლებ ერთ დაინფიცირებულ ამთვისებელ ცხოველს, თუმცა სადგომში არსებული ყველა ამთვისებელი ცხოველის შემდგომმა შემოწმებამ დაადასტურა თურქულის გამომწვევი ვირუსის არარსებობა, ექვემდებარება სულ მცირე შემდეგ ზომებს:

ა) სადგომის ტერიტორიაზე ამთვისებელი ცხოველების:

ა.ა) დახოცვას და ტანხორცის გადამუშავებას;

ა.ბ) კლასიფიცირებას;

ა.ბ.ა) ცხოველები, რომლებიც დადებითია ამ წესის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ერთ-ერთი აღიარებული ტესტის მიმართ, უნდა დაიხოცოს და მათი ტანხორცი გადამუშავდეს, და

 ა.ბ.ბ) სადგომში დარჩენილი ამთვისებელი ცხოველები უნდა დაიკლას სააგენტოს მიერ ავტორიზებული პირობებით;

ბ) სადგომის დასუფთავებასა და დეზინფექციას ამ წესის მე-10 მუხლის შესაბამისად;

გ) ცხოველების სულადობის რეპოპულაციას ამ წესის 68-ე-69-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

4. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, ამ წესის 53-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პერიოდში ამთვისებელი ცხოველებისგან წარმოებული პროდუქტების მიმართ გამოყენებული იყოს შემდეგი ზომები:

ა) მე-3 პუნქტის ,,ა.ბ.ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ცხოველის ახალი ხორცი, მცოხნავი ცხოველების ხორცთან დაკავშირებით, უნდა დაექვემდებაროს 52-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ხოლო ღორისებრთა ცხოველების ხორცთან დაკავშირებით 52-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა.ბ.ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ცხოველებისგან მიღებული რძე და რძის პროდუქტები, მიზნობრივი დანიშნულებიდან გამომდინარე, ექვემდებარება არანაკლებ ამ წესის 79-ე და მე-80 მუხლებში მითითებული დამუშავების ერთ-ერთ სახეს, თანახმად ამ წესის 51-ე მუხლის მე-4 - მე-8 პუნქტებისა.

5. ამთვისებელი ცხოველების სადგომში, სადაც თურქულის ვირუსის ადრინდელი ან არსებული ინფექცია ოფიციალურად გამოირიცხა ამ წესის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შეიძლება დაექვემდებაროს ამ წესის 55-ე მუხლში მითითებულ ზომებს.

მუხლი 55. სადგომის შემოწმებისა და კლასიფიკაციის დასრულების შემდეგ ვაქცინაციის ზონაში გამოსაყენებელი ზომები თურქულისა და ინფექციისაგან თავისუფალი სტატუსის აღდგენამდე (ეტაპი 3)

1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ვაქცინაციის ზონაში ამ მუხლის მე-2 – მე-6 პუნქტებში მითითებული ზომების გამოყენება ვაქცინაციის ზონაში ამ წესის 54-ე მუხლში მითითებული ზომების დასრულების შემდეგ და ამ წესის 56-ე მუხლის შესაბამისად, თურქულისა და ინფექციისაგან თავისუფალი სტატუსის აღდგენამდე.

2. სააგენტომ უნდა გასცეს ავტორიზაცია ვაქცინაციის ზონაში მდებარე სადგომებს შორის ამთვისებელი ცხოველების გადაადგილებაზე.

3. ვაქცინაციის ზონის გარეთ ამთვისებელი ცხოველების გადაადგილება აკრძალულია, გარდა სააგენტოს მიერ გაცემული ამ წესის 52-ე მუხლში მითითებული პირობების შესაბამისად, ამთვისებელი ცხოველების ტრანსპორტირებისა პირდაპირ სასაკლაოზე დაუყოვნებლივი დაკვლის მიზნით.

4. სააგენტოს შეუძლია, არ გაითვალისწინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მოთხოვნა და დაუშვას აუცრელი ამთვისებელი ცხოველების ტრანსპორტირება შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:

ა) ჩატვირთვიდან 24 საათში, სადგომში არსებული ყველა ამთვისებელი ცხოველი დაექვემდებარა კლინიკურ შემოწმებას და არ გამომჟღავნდა თურქულის კლინიკური ნიშნები;

ბ) ცხოველები წარმოშობის სადგომში სულ მცირე 30 დღე იყვნენ განთავსებულნი, რა პერიოდშიც არცერთი სხვა ამთვისებელი ცხოველი არ შესულა სადგომში;

გ) წარმოშობის სადგომი არ მდებარეობს დამცავ ან საკონტროლო ზონაში;

დ) ტრანსპორტირებისთვის გამიზნული ცხოველები ინდივიდუალურად დაექვემდებარა იზოლაციის ბოლოს თურქულის ვირუსის ანტისხეულის საწინააღმდეგო გამოკვლევებს ან სეროლოგიურ გამოკვლევას, აღნიშნულ სადგომში ამ წესის 64-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ე) წარმოშობის სადგომიდან დანიშნულების ადგილამდე ტრანპორტირებისას ცხოველებს არ ჰქონიათ კონტაქტი ინფექციის წყაროსთან.

5. აკრძალულია აცრილი მდედრის აუცრელ მოზარდისთვის წარმოშობის სადგომის დატოვება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მისი ტრანსპორტირება მოხდება:

ა) ვაქცინაციის ზონაში წარმოშობის სადგომის მსგავს ჯანმრთელობის სტატუსის მქონე სადგომში;

ბ) სასაკლაოზე დაუყოვნებელი დაკვლის მიზნით;

გ) სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სადგომში, საიდანაც მოზარდეული უნდა გაიგზავნოს პირდაპირ სასაკლაოზე;

დ) ნებისმიერ სადგომში, იმ პირობით, რომ წარმოშობის სადგომიდან გაგზავნამდე აღებული სისხლის ნიმუში უარყოფითია თურქულის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოსავლენ სეროლოგიურ ტესტზე.

6. აუცრელი ამთვისებელი ცხოველებისგან მიღებული ახალი ხორცი შეიძლება განთავსებულ იქნეს ბაზარზე ვაქცინაციის ზონაში ან მის გარეთ შემდეგი პირობებით:

ა) ვაქცინაციის ზონაში ამ წესის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ზომები დასრულდა ან ცხოველების ტრანსპორტირება სასაკლაოზე მოხდა ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტში მითითებულ პირობებში;

ბ) საწარმო ფუნქციონირებს მკაცრი ვეტერინარული კონტროლის ქვეშ;

გ) საწარმოში დამუშავდება მხოლოდ ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული ცხოველებისგან ან ვაქცინაციის ზონის ფარგლებს გარეთ გაზრდილი და/ან დაკლული ცხოველებისგან მიღებული ახალი ხორცი ან ამ მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული ახალი ხორცი;

დ) ყველა ასეთ ახალ ხორცს უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის ნიშანდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ე) მთლიან საწარმოო პროცესში ახალი ხორცი უნდა იყოს იდენტიფიცირებული და მისი ტრანსპორტირება და შენახვა უნდა მოხდეს ჯანმრთელობის სხვა სტატუსის მქონე ცხოველის ხორცისგან განცალკევებით, ამ წესის შესაბამისად.

7. აცრილი ამთვისებელი ცხოველებისგან ან ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პერიოდში აცრილი მდედრის აუცრელი სეროდადებითი დაკლული მოზარდეულისგან მიღებულ ახალ ხორცს უნდა ჰქონდეს ამ წესის 73-ე მუხლში მითითებული ჯანმრთელობის ნიშანდება და უნდა ინახებოდეს და მისი ტრანსპორტირება უნდა ხდებოდეს ამ ნიშანდების არმქონე ხორცისგან ცალკე. მათი ტრანსპორტირება უნდა მოხდეს დახურული კონტეინერებით ამ წესის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამუშავებისთვის სააგენტოს მიერ წინასწარ შერჩეულ საწარმოში.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე, აცრილი ყველა ასაკის მცოხნავი ცხოველების ახალი ხორცი და სუბპროდუქტის ანაჭრები (ტრიმინგი) ან მათი აუცრელი სეროდადებითი მოზარდეული შეიძლება განთავსდეს ბაზარზე ვაქცინაციის ზონაში ან მის გარეთ, შემდეგ პირობებში:

ა) საწარმო უნდა მუშაობდეს მკაცრი ვეტერინარული კონტროლის ქვეშ;

ბ) საწარმოში უნდა გადამუშავდეს მხოლოდ ახალი ხორცი, გარდა სუბპროდუქტებისა, რომელიც დაექვემდებარა ამ წესის 77-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 პუნქტებში აღწერილ დამუშავებას ან ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული ახალი ხორცი ან ვაქცინაციის ზონის ფარგლებს გარეთ გაზრდილი და/ან დაკლული ცხოველების ახალი ხორცი;

გ) ყველა ასეთ ახალ ხორცს უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის ნიშანდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

დ) მთელ საწარმოო პროცესში ახალი ხორცი უნდა იყოს იდენტიფიცირებული და მისი ტრანსპორტირება და შენახვა უნდა მოხდეს ჯანმრთელობის სხვა სტატუსის მქონე ცხოველის ხორცისგან განცალკევებით, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად, აცრილი ღორისებრთა და მათი აუცრელი სეროპოზიტიული მოზარდეულის ახალი ხორცი, რომელიც წარმოებულია მოკვლევის დაწყებიდან და გრძელდება ვაქცინაციის ზონაში ამ წესის 54-ე მუხლში მითითებული ზომების დასრულებამდე და ამ ზონაში დაფიქსირებული ბოლო აფეთქებიდან არანაკლებ 3 თვის შემდეგ, შეიძლება განთავსებულ იქნეს მხოლოდ ბაზარზე ვაქცინაციის ზონაში ან მის გარეთ შემდეგ პირობებში:

 ა) საწარმო უნდა მუშაობდეს მკაცრი ვეტერინარული კონტროლის ქვეშ;

 ბ) ამ საწარმოში გადამუშავდება მხოლოდ იმ სადგომის ცხოველების ახალი ხორცი, რომლებიც შეესაბამება ამ წესის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ პირობებს ან ვაქცინაციის ზონის ფარგლებს გარეთ მოშენებული და დაკლული ცხოველების ახალი ხორცი;

გ) მთლიან საწარმოო პროცესში ახალი ხორცი უნდა იქნეს იდენტიფიცირებული და მისი ტრანსპორტირება და შენახვა უნდა მოხდეს ჯანმრთელობის სხვა სტატუსის მქონე ცხოველის ხორცისგან განცალკევებით, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

დ) ყველა ასეთ ახალ ხორცზე შეიძლება სააგენტოს მიერ გაცემულ იქნეს ავტორიზაცია ჯანმრთელობის ნიშანდებაზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების საფუძველზე.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული პერიოდის გასვლის შემდეგ ვაქცინაციის ზონიდან აცრილი ღორისებრთა ახალი ხორცის გაგზავნის წესებს, ამ წესის 61-ე მუხლის შესაბამისად თავისუფალი სტატუსის დაბრუნებამდე, ადგენს სააგენტო.

11. აცრილი ცხოველებისგან მიღებული რძე და რძის პროდუქტები შეიძლება განთავსდეს ბაზარზე ვაქცინაციის ზონაში ან მის გარეთ, იმ პირობით, რომ მან გაიარა ამ წესის 79-ე და მე-80 მუხლებში მითითებული დამუშავების არანაკლებ ერთ-ერთი სახე, მიუხედავად იმისა, განკუთვნილია ადამიანის მოხმარებისათვის თუ − არა. ასეთი დამუშავება უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის ზონაში არსებულ საწარმოში ან ამ წესის 51-ე მუხლის მე- 4 – მე-7 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად.

12. საკონტროლო ზონაში მდებარე სადგომის ამთვისებელი ცხოველებისგან მიღებული ნედლი რძის ნიმუშების შეგროვება და ტრანსპორტირება ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით დასაშვებია სააგენტოს მიერ გაცემული ავტორიზაციის საფუძველზე სხვა ლაბორატორიაში, სადაც დაშვებულია თურქულის დიაგნოსტირება და ასრულებენ სათანადო ღონისძიებებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული თურქულის ვირუსის შესაძლო გავრცელება.

13. ამ მუხლის მე-6 - მე-10 და მე-11 - მე-12 პუნქტებში მითითებულის გარდა, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ბაზარზე განთავსება ექვემდებარება ამ წესის 27-ე-29-ე და 31-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.

მუხლი 56. თურქულისა და ინფექციისგან თავისუფალი სტატუსი

 ქვეყანაში ან მის რეგიონში თურქულისა და ინფექციისგან თავისუფალი სტატუსი უნდა აღდგეს ამ წესის 57-ე და 58-ე მუხლებში მითითებული პირობების გათვალისწინებით.

მუხლი 57. გადაუდებელი ვაქცინაციის გარეშე თურქულის აღმოფხვრის შემდეგ სტატუსის აღდგენა

ქვეყანამ ან რეგიონმა, რომელიც რეგიონალიზებულია ამ წესის 42-ე მუხლის შესაბამისად, უნდა აღადგინოს თურქულისა და ინფექციისაგან თავისუფალი სტატუსი თურქულის ერთი ან მეტი აფეთქების კონტროლისა და აღმოფხვრის შემდეგ, ვაქცინაციის გარეშე შემდეგ პირობებში:

 ა) ამ წესის 33-ე და 41-ე მუხლებში წარმოდგენილი ყველა ღონისძიება დასრულებულია, და

 ბ) სულ მცირე გამოიყენება ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

 ბ.ა) შესრულებულია OIE-ის ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსით დადგენილი რეკომენდაციები თურქულთან დაკავშირებით;

 ბ.ბ) ბოლოს რეგისტრირებული თურქულის აფეთქებიდან სამი თვის შემდეგ ამ წესის 62-ე - 67-ე მუხლების შესაბამისად განხორციელებულმა კლინიკურმა და ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა არ დაადასტურა თურქულის დაავადება ქვეყანაში ან მის რეგიონში.

მუხლი 58. ვაქცინაციით თურქულის აღმოფხვრის შემდეგ სტატუსის აღდგენა

ქვეყანამ ან რეგიონმა, რომელიც რეგიონალიზებულია 42-ე მუხლის შესაბამისად, უნდა აღადგინოს თურქულისა და ინფექციისაგან თავისუფალი სტატუსი თურქულის ერთი ან მეტი აფეთქების ვაქცინაციით კონტროლისა და აღმოფხვრის შემდეგ, თუ:

ა) შესრულებულია ამ წესის 33-ე, 41-ე, 51-ე - 54-ე მუხლებში მითითებული ყველა ღონისძიება და

ბ) გამოიყენება სულ მცირე ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

 ბ.ა) შესრულებულია OIE-ის ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსით დადგენილი რეკომენდაციები თურქულთან დაკავშირებით;

 ბ.ბ) ბოლოს აცრილი ცხოველის დაკვლიდან გასულია სულ მცირე სამი თვე და განხორციელდა სეროლოგიური გამოკვლევა;

 ბ.გ) თურქულის ბოლო აფეთქებიდან ან გადაუდებელი ვაქცინაციიდან გასულია არანაკლებ ექვსი თვე, ამ ორიდან რომელიც უფრო გვიან დადგება და თურქულის ვირუსის არასტრუქტურული ცილების საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენის საფუძველზე ჩატარებულმა სეროლოგიურმა გამოკვლევამ არ აჩვენა აცრილ ცხოველებში ინფექციის არსებობა.

მუხლი 59. თურქულისა და ინფექციისგან თავისუფალი სტატუსის აღდგენის ღონისძიებების მოდიფიკაცია

1. ამ წესის 57-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად დასაშვებია მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, გაუქმდეს ამ წესის შესაბამისად გამოყენებული შეზღუდვები მას შემდეგ, რაც შესრულდება ამ წესის 33-ე და 41-ე მუხლებში მითითებული მოთხოვნები და კლინიკური და სეროლოგიური გამოკვლევით არ დადასტურდება თურქულის დაავადება.

2. ამ წესის 58-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად დასაშვებია მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, გაუქმდეს ამ წესის შესაბამისად გამოყენებული შეზღუდვები მას შემდეგ, რაც შესრულდება ამ წესის 53-ე და 54-ე მუხლებში მითითებული მოთხოვნები და კლინიკური და სეროლოგიური გამოკვლევით არ დადასტურდება თურქულის დაავადება.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების გათვალისწინებით, სააგენტომ შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ არც ერთმა ამთვისებელმა ცხოველმა არ დატოვოს ქვეყნის ტერიტორია ან მისი რეგიონი, სადაც თურქულის აფეთქებას ჰქონდა ადგილი, ვიდრე თურქულისა და ინფექციისგან თავისფალი სტატუსი არ აღდგება OIE-ის ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსის პირობების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ კი ასეთი ცხოველები:

ა) არ იქნენ აცრილები და გაგზავნილია პირდაპირ სასაკლაოზე დაუყოვნებელი დააკვლის მიზნით;

ბ) არ იქნენ იზოლირებული არანაკლებ 30 დღე ჩატვირთვამდე და არ ექნებათ გავლილი ჩატვირთვამდე 10 დღით ადრე თურქულის გამომწვევი ვირუსის სტრუქტურული ცილების საწინააღმდეგო ანტისხეულზე სეროლოგიური გამოკვლევა, უარყოფითი შედეგებით;

გ) გამიზნულია ექსპორტისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით შესაძლოა სააგენტოს მიერ მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, რომ OIE–ის ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსის პირობების შესაბამისად თურქულისა და ინფექციისაგან თავისუფალი სტატუსის აღდგენამდე ამ წესის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვაქცინაციის ზონის დაკვირვების რადიუსი შემცირდეს ამ წესის 54-ე მუხლში მითითებული დამაკმაყოფილებელი შედეგების მიღების შემდეგ.

მუხლი 60. საგანგებო გეგმები

1.  სააგენტო ვალდებულია, შეადგინოს თურქულის აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმა, რომელშიც განსაზღვრული იქნება:

ა) თურქულის შესახებ ცნობიერების ამაღლების, მისი აფეთქებისას მზადყოფნისა და გარემოს დაცვის შენარჩუნებისთვის საჭირო ზომები;

ბ)აფეთქების შედეგად გამოწვეული ნებისმიერი დაზიანების მინიმუმადე შემცირება, კერძოდ, თუ აუცილებელია დაიწვას ან დაიმარხოს ადგილზე მკვდარი ან დახოცილი ცხოველების ტანხორცი;

გ) თურქულის აფეთქების სწრაფი და ეფექტური აღმოფხვრისათვის საჭირო ყველა მოწყობილობის, პერსონალის და სხვა სათანადო მასალების ხელმისაწვდომობა;

დ) საჭიროების შემთხვევაში მეზობელ ქვეყნებთან კოორდინაცია და თანამშრომლობა;

ე) ზომები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ყველაზე უარესი სცენარის შემთხევვაში ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის მითითების გათვალისწინებით:

ე.ა) გადაუდებელი ვაქცინაციის შემთხევევაში საჭირო ვაქცინის მოთხოვნები, და

ე.ბ) რეგიონში ამთვისებელი ცხოველების სიმჭიდროვე, ცხრილით  −                         ,,კრიტერიუმი, რომლის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება დამცავი (პროფილაქტიკური) ვაქცინაციის გამოყენებაზე და სახელმძღვანელო მითითებები გადაუდებელი ვაქცინაციის პროგრამებზე“ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით.

2. საგანგებო გეგმების შედგენისას სააგენტომ უნდა გაითვალისწინოს არანაკლებ შემდეგი კრიტერიუმები და მოთხოვნები:

ა) უნდა განისაზღვროს მოთხოვნები, რომლებიც ეფუძნება საკანონმდებლო ბაზას და უზრუნველყოფს სწრაფი და ეფექტური აღმოფხვრის კამპანიის განხორციელებას;

ბ) უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საგანგებო სარეზერვო ფონდებზე და ფინანსურ რესურსებზე წვდომა თურქულის დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ყველა ასპექტის მოცვის მიზნით;

გ) უნდა შეიქმნას მექანიზმი თურქულის დაავადების ეპიდემიასთან დაკავშირებით სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების პროცედურის უზრუნველყოფის მიზნით. სააგენტო, მათ შორის, მთავარი ვეტერინარი, პასუხისმგებელი უნდა იყოს კონტროლის სტრატეგიების ერთობლივ მართვაზე;

დ) ეპიდემიის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა შექმნას თურქულის კონტროლის ეროვნული ცენტრი მუდმივმოქმედი კოორდინატორით, რომელიც განახორციელებს სააგენტოში მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების კოორდინაციას.

ე) თურქულის კონტროლის ეროვნულ ცენტრს, თურქულის კონტროლის რეგიონალურ ცენტრებს და ეკოლოგიის კუთხით კომპეტენტურ ორგანოებს შორის ვეტერინარიის და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების კოორდინაცია და თანამშრომლობა;

ვ) მუდმივმოქმედი ექსპერტთა ჯგუფის შექმნა, ექსპერტიზის ჩატარების და დაავადების საწინააღმდეგო ბრძოლის ღონისძიებების სათანადო მომზადებაში შესაბამისი ორგანოსთვის დახმარების გაწევის მიზნით;

ზ) უნდა განსაზღვროს სწრაფი და ეფექტური კამპანიის განსახორციელებლად ყველა სახის რესურსსა და ფინანსურ საჭიროებებზე ხელმისაწვდომობა, მათ შორის, ლაბორატორიის პერსონალის, მოწყობილობის და ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფისთვის;

თ) ხელმისაწვდომი უნდა იქნეს შექმნილი და საჭიროებისამებრ განახლებული ინსტრუქციული სახელმძღვანელო, სადაც დეტალურად, სრულყოფილად და პრაქტიკული წესით უნდა იყოს წარმოდგენილი თურქულის დაავადების აფეთქების შემთხვევაში გამოსაყენებელი ყველა პროცედურა, ინსტრუქცია და კონტროლის ზომები;

ი) საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს გადაუდებელი ვაქცინაციის დეტალური გეგმები;

კ) პერსონალმა რეგულარულად უნდა მიიღოს მონაწილეობა:

კ.ა) კლინიკურ ნიშნებთან, ეპიდემიოლოგიურ მოკვლევასთან და დაავადებების კონტროლთან დაკავშირებულ ტრენინგებში;

კ.ბ) რეალური დროის რეჟიმში სიმულაციურ სწავლებებში, რომლებიც ტარდება შემდეგნაირად:

კ.ბ.ა) ორჯერ ხუთი წლის განმავლობაში, რომელთაგან პირველი არ უნდა დაიწყოს გეგმის დამტკიცებიდან 3 წელზე გვიან, ან

კ.ბ.ბ) ხუთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ეფექტურად გაკონტროლდა და აღმოიფხვრა თურქულის აფეთქება;

ლ) ტრენინგები კომუნიკაციის უნარ-ჩვევებში რათა უზრუნველყონ დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება ფერმერების, ვეტერინარებისათვის და სხვადასხვა ორგანოებისათვის;

მ)საგანგებო გეგმები უნდა მომზადდეს მოკლე დროში მომხდარი და რამდენიმე ანტიგენურად განსხვავებული სეროტიპების ან შტამების მიერ გამოწვეული ხშირი აფეთქების კონტროლისთვის საჭირო რესურსების გათვალისწინებით;

ნ)  ვეტერინარული მოთხოვნების დაცვით, საგანგებო გეგმები უნდა მომზადდეს იმის უზრუნველყოფის მიზნით, რომ თურქულის დაავადების აფეთქების შემთხვევაში, ცხოველების ტანხორცის და ცხოველური ნარჩენების მასობრივი მოცილება განხორციელდეს ადამიანის ჯანმრთელობისთვისა და გარემოს ზიანის მიყენების გარეშე, კერძოდ:

ნ.ა) ნიადაგისთვის, ატმოსფეროსთვის, მიწისზედა და მიწისქვეშა წყლებისთვის, მცენარეებისა და ცხოველებისთვის მინიმალური რისკით;

ნ.ბ) ხმაურით ან სუნით გამოწვეული მინიმალური ზიანით;

ნ.გ) სოფლის დასახლებაზე ან სპეციალური ინტერესის მქონე ადგილებზე მინიმალური უარყოფითი ზემოქმედებით.

3. ასეთი გეგმები უნდა მოიცავდეს შესაბამისი ობიექტებისა და საწარმოების ჩამონათვალს, სადაც ცხოველის ტანხორცის და ცხოველური ნარჩენების დამუშავება და განადგურება მოხდება აფეთქების შემთხვევაში.

4. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ფერმერების, სოფლის მოსახლეობის და ზოგადად მოსახლეობის ინფორმირება. ზემოქმედების ქვეშ მყოფი ზონების მაცხოვრებლებთან უზრუნველყოფილი უნდა იყოს პირდაპირი კონტაქტი და წვდომა (მათ შორის, სატელეფონო მომსახურება), ასევე ინფორმირება ეროვნული და რეგიონული მედიასაშუალებებით.

5. საგანგებო გეგმები, აგრეთვე სიტუაციის განვითარების გათვალისწინებით შესწორებული საგანგებო გეგმები, მტკიცდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ.

6. ყოველ ხუთ წელიწადში სააგენტომ უნდა განაახლოს საგანგებო გეგმა 61- ე მუხლში მითითებულ რეალური დროის რეჟიმში სიმულაციური სწავლებების შედეგებიდან გამომდინარე და წარუდგინოს ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) დასამტკიცებლად.

მუხლი 61. რეალური დროის რეჟიმში სიმულაციური სწავლებები

1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს რეალური დროის რეჟიმში სიმულაციური სწავლებების განხორციელება ამ წესის მე-60 მუხლის მე-2 - მე-4 პუნქტებისა და დამკიცებული საგანგებო გეგმების შესაბამისად.

2. სააგენტომ შესაძლებლობის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს რეალური დროის რეჟიმში სიმულაციური სწავლებების განხორციელება მეზობელი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან თანამშრომლობით.

მუხლი 62 . კლინიკური შემოწმება

კლინიკური შემოწმებისას:

ა) სადგომში უნდა ჩატარდეს ყველა ამთვისებელი ცხოველის კლინიკური შემოწმება თურქულის დაავადების ნიშნებზე ან სიმპტომებზე;

ბ) განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ ცხოველებზე, რომელთაც მაღალი ალბათობით ემუქრებათ თურქულის გამომწვევი ვირუსით დაინფიცირება;

გ) გათვალისწინებული უნდა იყოს თურქულის დაავადების გადაცემის გზები, მათ შორის, ამ წესის მე-2 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტში მითითებული საინკუბაციო პერიოდი და ამთვისებელი ცხოველების შენახვის პირობები;

დ) დეტალურად უნდა შემოწმდეს სადგომში არსებული შესაბამისი ჩანაწერები, განსაკუთრებით იმ მონაცემებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით მოითხოვება ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. საჭიროების შემთხვევაში უნდა შემოწმდეს მონაცემები დაავადების, სიკვდილიანობის, აბორტის, პროდუქტიულობისა და კვების რაციონში ცვლილებების შესახებ, აგრეთვე, ცხოველების ყიდვა-გაყიდვის, პირთა ვიზიტების (რომლებიც სავარაუდოდ არიან დაავადების აღმძვრელის მექანიკური გადამტანები) შესახებ და სხვა ანამნეზისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

მუხლი 63 . ნიმუშის აღების ზოგადი დებულებები

1. სეროლოგიური სინჯის აღება უნდა განხორციელდეს:

ა) ამ წესით დადგენილი და ექსპერტთა ჯგუფში შემავალი ეპიდემიოლოგიური გუნდის რეკომენდაციების შესაბამისად; და

ბ) მიკვლევადობის, მტკიცებულების, აგრეთვე, ამ წესის მე-2 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტში წარმოდგენილი განსაზღვრების გათვალისწინებით, წინა ინფექციის გამორიცხვისთვის.

2. თუ ნიმუშის აღება ხორციელდება დაავადების აფეთქების შემდეგ დაავადების ზედამხედველობის ფარგლებში, მოქმედებები არ უნდა იქნეს დაწყებული მანამ, სანამ დაინფიცირებულ სადგომ(ებ)ში ამთვისებელი ცხოველების მოცილებიდან და წინასწარი დასუფათევებისა და დეზინფექციის ჩატარებიდან არ გავა არანაკლებ 21 დღე, თუ სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული ამ წესის 62-ე-67-ე მუხლებში.

3. ამთვისებელი ცხოველებიდან ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ნიმუშების აღება ხდება იმ თითოეულ შემთხვევაშიც, როდესაც ცხვარი, თხა ან სხვა ამთვისებელი ცხოველები, რომლებიც არ ავლენენ მკაფიო კლინიკურ ნიშნებს, იზოლირებულნი არიან მსხვილფეხა საქონლისგან და ღორებისგან, მაგრამ იმყოფებიან დაავადების აფეთქების ზონაში.

მუხლი 64. ნიმუშის აღება სადგომში

 იმ სადგომში, სადაც არსებობს ეჭვი თურქულის დაავადების შესახებ, მაგრამ არ არის გამოხატული კლინიკური ნიშნები, ცხვრებიდან და თხებიდან და ეპიდემიოლოგიური ჯგუფის რეკომენდაციით სხვა ამთვისებელი ცხოველებიდანაც აღებულ უნდა იქნეს ნიმუშები ისე, რომ გამოვლინდეს 5% პრევალენტობა, მინიმუმ 95%-იანი სანდოობით.

მუხლი 65. ნიმუშის აღება დამცავ ზონაში

1.ამ წესის მე-18-32-ე მუხლებით დადგენილი ზომების გაუქმებისათვის, თანახმად ამ წესის 33-ე მუხლის მოთხოვნებისა, დამცავი ზონის ყველა სადგომში, სადაც ცხვრებს და თხებს ნიმუშის აღებამდე არანაკლებ 21 დღე არ ჰქონიათ პირდაპირი და ახლო კონტაქტი მსხვილფეხა საქონელთან. ნიმუშები აღებული უნდა იქნეს ისე, რომ გამოვლინდეს 5%-იანი გავრცელების ფარგლები (პრევალენტობა), მინიმუმ 95%-იანი სანდოობით.

 2. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ამ წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ზომების გამოყენებისას, სააგენტომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ნიმუშების აღების შესახებ დაინფიცირებულ სადგომ(ებ)ში ამთვისებელი ცხოველების მოცილებიდან და წინასწარი დასუფთავებისა და დეზინფექციის ჩატარებიდან არაუადრეს 14 დღისა, იმ პირობით, რომ ნიმუშის აღება ხორციელდება ამ მუხლის შესაბამისად, სტატისტიკური პარამეტრების გამოყენებით, რომელიც ჯოგში დაავადების გავრცელების ფარგლებს (პრევალენტობა) ავლენს 2%-ით, მინიმუმ 95% სანდოობით.

მუხლი 66. ნიმუშის აღება საკონტროლო ზონაში

 ამ წესის 34-ე-მე-40 მუხლებით დადგენილი ზომების გაუქმებისათვის, თანახმად ამ წესის 41-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, უნდა შემოწმდეს საკონტროლო ზონაში მდებარე ყველა სადგომი, სადაც კლინიკური ნიშნების გამოვლენის გარეშე არსებობს თურქულის დაავადების ეჭვი, განსაკუთრებით ის სადგომები, სადაც ჰყავთ ცხვრები და თხები. ამ გამოკვლევისათვის დამაკამყოფილებელია ნიმუშის აღების მრავალსაფეხურიანი მოდელი, იმ პირობით, რომ ნიმუშები აღებული იქნება:

ა) საკონტროლო ზონაში მდებარე ყველა ადმინისტრაციული ერთეულის სადგომებიდან, სადაც ცხვრებს და თხებს ნიმუშების აღებამდე არანაკლებ 30 დღე არ ჰქონდათ პირდაპირი კონტაქტი მსხვილფეხა საქონელთან;

ბ) ზემოთ მითითებული იმდენი სადგომიდან, რამდენიც საჭიროა არანაკლებ ერთი დაინფიცირებული სადგომის არანაკლებ 95%-იანი სანდოობის გამოსავლენად, თუ დაავადების პრევალენტობა აღწევდა 2%-ს თანაბრად განაწილებულ მთელ ზონაზე, და

გ) იმდენი ცხვრიდან და თხიდან თითოეულ სადგომში, რამდენიც საჭიროა სადგომის ფარგლებში 5%-იანი დაავადების გავრცელების (პრევალენტობის) გამოსავლენად, არანაკლებ 95%-იანი სანდოობით, და ყველა თხიდან და ცხვრიდან, თუ სადგომში 15 ცხვარზე და თხაზე ნაკლებია.

მუხლი 67. ნიმუშის აღება მონიტორინგისთვის

1. ამ წესის მე-18 მუხლით დადგენილი ზონების ფარგლებს გარეთ არსებული ტერიტორიის მონიტორინგისთვის, და კერძოდ ცხვრების და თხების იმ პოპულაციაში ინფექციის არარსებობის დადასტურების მიზნით, რომელიც არ იმყოფება პირდაპირ ან ახლო კონტაქტში არავაქცინირებულ მსხვილფეხა საქონელთან ან ღორებთან, გამოყენებულ უნდა იქნეს მონიტორინგის მიზნებისთვის OIE-ის მიერ რეკომენდებული ნიმუშის აღების პროტოკოლი ან ამ წესის 66-ე მუხლით გათვალისწინებული ნიმუშის აღების მოთხოვნები, ამ წესის 66-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტთან შედარებით იმ განსხვავებით, რომ დაავადების გავრცელება (პრევალენტობა) შეადგენდეს 1%-ს.

2. ამ წესის 64-ე-65-ე მუხლებსა და 66-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად, გამოთვლილი ნიმუშების რაოდენობის გაზრდა უნდა მოხდეს გამოყენებული დიაგნოსტიკუმის მგრძნობელობის გათვალისწინებით.

მუხლი 68. სადგომის რეპოპულაცია

1. დაუშვებელია სადგომის რეპოპულაცია (აღწარმოება), ამ წესის მე-10 მუხლით დადგენილი დასუფთავების და დეზინფექციის სამუშაოების დასრულებიდან არანაკლებ 21 დღემდე.

2. ცხოველების სადგომში შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ შემდეგი პირობების საფუძველზე:

ა) ცხოველები არ უნდა იქნეს გადმოყვანილი იმ ზონიდან, რომელიც ექვემდებარება თურქულის დაავადებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს;

ბ) სააგენტო უნდა დარწმუნდეს, რომ შესაძლებელია თურქულის დაავადების შესაძლო ნარჩენი ვირუსის გამოვლენა რეპოპულაციისათვის განკუთვნილ ცხოველებში კლინიკური ნიშნების საფუძველზე მსხვილფეხა საქონლის ან ღორების შემთხვევაში, ან რეპოპულაციისათვის განკუთვნილ სხვა ამთვისებელი ცხოველების შემთხვევაში ლაბორატორიული გამოკვლევით, რომელიც განხორციელებულია ამ პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული დაკვირვების პერიოდის ბოლოს;

გ) რეპოპულაციისათვის განკუთვნილ ცხოველებში ,,ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ადეკვატური იმუნური რეაქციის უზრუნველყოფის მიზნით, ცხოველები:

გ.ა) წარმოშობილი ან გადმოყვანილი უნდა იყვნენ სადგომიდან, რომელიც მდებარეობს მინიმუმ 10 კმ რადიუსში იმ სადგომიდან, სადაც ბოლო 30 დღის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია თურქულის დაავადების აფეთქებას, ან

გ.ბ) სადგომში შეყვანამდე გამოკვლეულია ამ წესის 91-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნებით და გამოვლენილია უარყოფითი შედეგები თურქულის გამომწვევი ვირუსის ანტისხეულებზე;

დ) სადგომში განხორციელებული პრაქტიკული საქმიანობის მიუხედავად, ცხოველების რეპოპულაცია უნდა მოხდეს შემდეგი პროცედურების დაცვით:

დ.ა) თუ სადგომი შედგება ერთზე მეტი განყოფილებისგან ან შენობისგან, სავალდებულო არ არის ცხოველების რეპოპულაცია ყველა განყოფილებაში ან შენობაში ერთდოულად; თუმცა, არცერთმა ამთვისებელმა ცხოველმა არ უნდა დატოვოს სადგომი, სანამ ყველა განყოფილებასა და შენობაში შეყვანილი ცხოველები არ გაივლიან რეპოპულაციის ყველა პროცედურას;

დ.ბ) ცხოველებს უნდა ჩაუტარდეთ კლინიკური შემოწმება ყოველ სამ დღეში ერთხელ, სადგომში შეყვანის შემდეგ პირველი 14 დღის განმავლობაში;

დ.გ) 15-დან 28 დღემდე პერიოდის განმავლობაში ცხოველებმა კლინიკური შემოწმება უნდა გაიარონ კვირაში ერთხელ;

დ.დ) 28 დღის შემდეგ ყველა ცხოველმა უნდა გაიაროს კლინიკური შემოწმება და აღებულ უნდა იქნეს ნიმუშები, 64-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, თურქულის გამომწვევი ვირუსის ანტისხეულების არსებობაზე;

3. სადგომის შევსების პროცედურა დასრულებულად უნდა ჩაითვალოს მაშინ, როდესაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამოკვლევები დასრულდება უარყოფითი შედეგით.

4. სააგენტოს შეუძლია გამოიყენოს:

ა) ინდიკატორული ცხოველები ღია სადგომებში და იმ სადგომებში, რომელთა დასუფთავება და დეზინფექცია რთულია;

ბ) სადგომის რეპოპულაციის ფარგლებში დამატებითი უსაფრთხოების და კონტროლის ზომები.

5. სააგენტოს შეუძლია არ გაითვალისწინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ.ა“- ,,დ.გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ზომები, თუ სადგომის რეპოპულაცია განხორციელდა შესავსები სადგომის 10 კმ რადიუსის ზონაში ბოლო აფეთქებიდან 3 თვის შემდეგ.

მუხლი 69. სადგომის რეპოპულაცია გადაუდებელ ვაქცინაციასთან დაკავშირებით

1. სადგომის რეპოპულაცია ამ წესის 49-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ ვაქცინაციის ზონაში უნდა განხორციელდეს 68-ე მუხლის ან ამ წესის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის ან მე-4 პუნქტის ,,ა“ ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.

2. სააგენტოს შეუძლია დაუშვას ვაქცინაციის ზონის ფარგლებს გარეთ მდებარე სადგომების ვაქცინირებული ცხოველებით შევსება ამ წესის 58-ე მუხლში გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულების შემდეგ იმ პირობით, რომ:

ა) სადგომის რეპოპულაციისათვის გამოყენებული ვაქცინირებული ცხოველების წილი აღემატება 75%-ს და ამთვისებელი ცხოველების ბოლო შეყვანიდან არაუადრეს 28 დღისა, ვაქცინირებული ცხოველები შემთხვევითი შერჩევით გამოკვლეულ იქნება არასტრუქტურული ცილების ანტისხეულებზე ამ წესის 64-ე მუხლში გათვალისწინებული სტატისტიკური პარამეტრების გამოყენებით, ხოლო არავაქცინირებული ცხოველებისთვის ამ წესის 68-ე მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები უნდა იქნეს გამოყენებული;

ბ) ვაქცინირებული ცხოველების პროპორციული წილი არ აღემატება 75%-ს, რა შემთხვევაშიც, არავაქცინირებული ცხოველები უნდა ჩაითვალოს ინდიკატორულ ცხოველებად და გამოყენებულ უნდა იქნეს ამ წესის 68-ე მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.

 მუხლი 70. შეზღუდვები ცხენისებრი ცხოველების გადაადგილებაზე

1. თუ ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად დადასტურდება თურქულის დაავადების არანაკლებ ერთი აფეთქება, დაუშვებელია ცხენისებრი ცხოველების გადაადგილება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თუ ასეთ ცხოველებს თან არ ახალავს საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და ჯანმრთელობის სერტიფიკატი.

2. თუ სააგენტო მიმართავს სრულ უმოქმედობას, როგორც გათვალისწინებულია ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტში, შეზღუდვებდაწესებული სადგომებიდან, რომელიც დადგენილია მე-4 მუხლის პირველი - მე-3 პუნქტებით და ამ წესის მე-9 მუხლით, სპეციალურ ვეტერინარულ მკურნალობას დაქვემდებარებულ ცხენისებრთა ცხოველების ტრანსპორტირებაზე შეიძლება გაიცეს ავტორიზაცია მხოლოდ ამთვისებელი ცხოველებისგან თავისუფალ შენობებში გადაადგილებაზე, იმ პირობით რომ:

ა) გადაუდებელი ქირურგიული მდგომარეობა დოკუმენტურად დამოწმებულია ვეტერინარის მიერ;

ბ) ტრანსპორტირებაზე ავტორიზაცია გაცემულია სააგენტოს მიერ;

გ) ტრანსპორტირების დროს ცხენისებრთა ცხოველებს თან ახლავს საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ;

დ) სახელმწიფო ვეტერინარი ინფორმირებულია ცხოველების გაგზავნამდე მარშრუტის შესახებ;

ე) ცხენისებრი ცხოველები მოვლილი და დამუშავებულია ეფექტური სადეზინფექციო საშუალებებით;

ვ) ცხენისებრი ცხოველების გადაადგილება განხორციელდება სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ტრანსპორტით, რომლის გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ უნდა დასუფთავდეს და ჩაუტარდეს დეზინფექცია.

3. ამ წესის მე-18 მუხლის თანახმად დადგენილ დამცავ და საკონტროლო ზონებში ცხენისებრთა ცხოველების გადაადგილება ექვემდებარება შემდეგ პირობებს:

ა) დამცავ და საკონტროლო ზონის ამთვისებელი ცხოველებისგან თავისუფალ სადგომებში დასაშვებია ცხენისებრთა ცხოველების დამცავ ზონაში გამოყენებაზე გაცემულ იქნეს ავტორიზაცია შესაბამისი დასუფთავებისა და დეზინფექციის სამუშაოების ჩატარების შემდეგ;

ბ) ცხენისებრთა ცხოველების ტრანსპორტირება შესაძლებელია შეზღუდვის გარეშე, სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ტრანსპორტით ამთვისებელი ცხოველებისგან თავისუფალ სადგომში;

გ) სააგენტოს შეუძლია გამონაკლის შემთხვევებში დაუშვას ცხენისებრთა ცხოველების ტრანსპორტირება სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ტრანსპორტით ამთვისებელი ცხოველებისაგან თავისუფალი სადგომიდან დამცავ ზონაში მდებარე ამთვისებელი ცხოველების შემცველ სხვა სადგომში; ცხოველების ჩატვირთამდე და დანიშნულების სადგომის დატოვებამდე სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება დასუფთავებასა და დეზინფექციას;

დ) ცხენისებრთა ცხოველების გადაადგილება შეიძლება ავტორიზებულ იქნეს საერთო სარგებლობის გზებზე, საწვრთნელ ბაზებზე და ამთვისებელი ცხოველებისაგან თავისუფალი სადგომების საკუთრებაში არსებულ საძოვრებზე.

4. დასაშვებია დამცავ და საკონტროლო ზონაში ცხენისებრთა ცხოველების სპერმის, კვერცხუჯრედის და ემბრიონის შეგროვება ამთვისებელი ცხოველებისაგან თავისუფალ სადგომებში მყოფი დონორი ცხოველებიდან, და მათი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ცხენისებრთა ცხოველების იმ სადგომებში, სადაც არ ჰყავთ ამთვისებელი ცხოველები.

5. საკონტროლო ზონაში მდებარე ამთვისებელი ცხოველების შემცველ სადგომში, რომელიც არ ექვემდებარება ამ წესის მე-4 მუხლის პირველ- მე-3 პუნქტებისა და მე-9 მუხლში გათვალისწინებულ შეზღუდვებს, ცხენისებრთა ცხოველების მფლობელების, ვეტერინარის, ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტის და ცხენის მჭედლის ვიზიტები ექვემდებარება შემდეგ პირობებს:

ა) ცხენისებრი ცხოველები იზოლირებულია ამთვისებელი ცხოველებისგან და ზემოთ ჩამოთვლილი პირების წვდომა ამთვისებელ ცხოველებთან ეფექტურად არის დაცული;

ბ) ყველა ვიზიტორი უნდა იყოს რეგისტრირებული;

გ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ვიზიტორების ფეხსაცმელების და სატრანსპორტო საშუალებების დასუფთავება და დეზინფექცია.

მუხლი 71. ზომები გარეულ ცხოველებში თურქულის დადასტურების შემთხვევაში

1. გარეულ ამთვისებელ ცხოველებში თურქულის პირველადი შემთხვევის დადასტურებისთანავე, დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სააგენტომ დაუყოვნებლივ უნდა:

ა) განაცხადოს პირველადი შემთხვევის გამოვლენის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ბ) მოიწვიოს ეპიდემიოლოგები (ექსპერტთა ჯგუფი), რომელიც სააგენტოს დაეხმარება:

ბ.ა) ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესწავლაში და დაინფიცირებული ზონის განსაზღვრაში ამ წესის 72-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;

ბ.ბ) სათანადო ზომების განსაზღვრაში, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს დაინფიცირებულ ზონაში; აღნიშნული ზომები შესაძლოა მოიცავდეს ნადირობის შეჩერებას და გარეული ცხოველების მისატყუებლად გამოკვების აკრძალვას;

ბ.გ) აღმოფხვრის გეგმის შედგენაში, რომელიც უნდა წარედგინოს სამინისტროს ამ წესის 72-ე მუხლის შესაბამისად;

ბ.დ) აუდიტების ჩატარებაში, დაინფიცირებული ზონიდან თურქულის აღმოფხვრისათვის გატარებული ზომების ეფექტიანობის დასადგენად.

გ) განახორციელოს სახელმწიფო ზედამხედველობა დაინფიცირებულ ზონაში მდებარე ამთვისებელი ცხოველების შემცველ სადგომებზე, რომლის დროსაც:

 გ.ა) უნდა განხორციელდეს ყველა სახეობისა და კატეგორიის ამთვისებელი ცხოველების ოფიციალური აღწერა ყველა სადგომში. მფლობელმა ყოველთვის უნდა გაანახლოს აღწერის მონაცემები და მოპოვებული ინფორმაცია მოთხოვნისთანავე წარადგინოს სააგენტოში. ღია ტიპის სადგომებში პირველი აღწერა შეიძლება განხორციელდეს შეფასების საფუძველზე; აღრიცხვა შეიძლება შემოწმდეს თითოეული ინსპექტირების დროს.

 გ.ბ) დაინფიცირებულ ზონაში მდებარე სადგომებში მყოფი ყველა ამთვისებელი ცხოველი რჩება თავის სადგომში ან სხვა ადგილას, სადაც შესაძლებელია მათი იზოლირება გარეული ცხოველებისგან. გარეულ ცხოველებს არ უნდა ჰქონდეთ წვდომა ისეთ მასალაზე, რომელიც შესაძლოა კონტაქტში მოხვდეს სადგომში მყოფ ამთვისებელ ცხოველებთან;

 გ.გ) არცერთი ამთვისებელი ცხოველი არ უდა იქნეს შეყვანილი ან გამოყვანილი სადგომიდან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ავტორიზაცია გაცემული იქნება სააგენტოს მიერ;

 გ.დ) გამოყენებული იქნება დეზინფექციის სათანადო საშუალებები იმ შენობების შესასვლელებში, გამოსასვლელებსა და სადგომებში, სადაც განთავსებულია ამთვისებელი ცხოველები;

გ.ე) გარეულ ცხოველებთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის მიერ გამოყენებული იქნება შესაბამისი ჰიგიენური ზომები, ვირუსის გავრელების რისკის შემცირების მიზნით; დასაშვებია ამ პირებისთვის ამთვისებელი ცხოველების შემცველ სადგომში შესვლაზე დროებითი აკრძალვის დაწესება;

გ.ვ) სადგომში თურქულის დაავადების სიმპტომების მქონე ყველა ამთვისებელი დაავადებული და მკვდარი ცხოველი მოწმდება თურქულის არსებობაზე;

გ.ზ)     მოკლული ან მკვდარი გარეული ცხოველის არცერთი ნაწილი, ასევე არცერთი მასალა ან მოწყობილობა, რომელიც სავარაუდოდ დაბინძურებული იყო თურქულის გამომწვევი ვირუსით, არ უნდა იქნეს შეტანილი სადგომში, სადაც იმყოფებიან ამთვისებელი ცხოველები;

გ.თ) ამთვისებელი ცხოველები, მათი სპერმა, ემბრიონი ან კვერცხუჯრედი არ უნდა იქნეს გატანილი დაინფიცირებული ზონიდან;

დ) განსაზღვრულ დაინფიცირებულ ზონაში მოკლული ან მკვდარი ყველა გარეული ცხოველი შემოწმდეს სახელმწიფო ვეტერინარის მიერ თურქულის გამორიცხვის ან დადასტურების მიზნით, ამ წესის მე-2 მუხლის პირველ პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტში მითითებული აფეთქების განსაზღვრების შესაბამისად. ყველა გარეული ცხოველის ტანხორცი, რომელიც დადებით შედეგს აჩვენებს თურქულის დაავადებასთან დაკავშირებით, უნდა გადამუშავდეს სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ. თუ ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგი უარყოფითია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ცხოველის სახეობიდან გამომდინარე, სააგენტოს შეუძლია, გასცეს ავტორიზაცია ადამიანის მიერ მოხმარებისთვის. ის ნაწილები, რომლებიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, უნდა გადამუშავდეს სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ;

ე) თურქულის გამომწვევი ვირუსის იზოლატზე ჩაატაროს ლაბორატორიული გამოკვლევა, რომელიც საჭიროა ვირუსის გენეტიკური ტიპის და მისი ანტიგენური ხასიათის დასადგენად.

2. თუ თურქულის დაავადება გარეულ ცხოველებში დაფიქსირდა სხვა ქვეყნის ტერიტორიასთან ახლოს, სააგენტომ უნდა ითანამშრომლოს შესაბამის უწყებებთან თურქულის კონტროლის ზომების დადგენის პროცესში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე, შეიძლება მიღებულ იქნეს შესაბამისი სპეციალური ზომები, იმ შემთხვევაში, თუ თურქული გაჩნდება გარეულ ცხოველებში ისეთ ტერიტორიაზე, სადაც შინაური ამთვისებელი ცხოველების მასობრივი შენახვა არაეფექტურს ხდის ამ მუხლის პირველ პარაგრაფში მითითებულ კონკრეტულ მოთხოვნებს.

მუხლი 72. თურქულის აღმოფხვრის გეგმა გარეულ ცხოველებში

1. ამ წესის 71-ე მუხლში განსაზღვრული ზომების გათვალისწინებით, სააგენტომ გარეულ ცხოველებში თურქულის პირველადი შემთხვევის დადასტურებიდან 90 დღის განმავლობაში უნდა წარუდგინოს სამინისტროს გეგმა დაინფიცირებულ ზონაში დაავადების აღმოსაფხვრელად და ასეთ ზონაში მდებარე სადგომებში დაგეგმილი და გამოყენებელი ზომების შესახებ.

2. გეგმა შესაძლებელია შესწორდეს ან შეივსოს დამატებითი ინფორმაციით განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ გეგმაში გათვალისწინებული უნდა იყოს ინფორმაცია:

ა) ეპიდემიოლოგიური მოკვლევის და ამ წესის 71-ე მუხლის შესაბამისად განხორციელებული კონტროლის შედეგების და დაავადების გეოგრაფიული განაწილების შედეგების შესახებ;

ბ) მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებში განსაზღვრული დაინფიცირებული ზონის შესახებ, რომლის განსაზღვრისას, სააგენტომ უნდა გაითვალისწინოს:

ბ.ა) განხორციელებული ეპიდემიოლოგიური მოკვლევის და დაავადების გეოგრაფიული განაწილების შედეგები;

ბ.ბ) გარეული ცხოველების პოპულაცია აღნიშნულ ზონაში;

ბ.გ) გარეული ცხოველების გადაადგილებაში სერიოზული ბუნებრივი თუ ხელოვნური ბარიერების არსებობა;

გ) მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებაზე ბიოლოგებს, მონადირეებს, მონადირეთა ორგანიზაციებს, გარემოს დაცვის და სხვა შესაბამის სამსახურებს (ცხოველების ჯანმრთელობა და ადამიანების ჯანდაცვა) შორის;

დ) საინფორმაციო კამპანიის განხორციელებაზე აღმოფხვრის გეგმის ფარგლებში მონადირეთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით;

ე) სპეციალური ზომების შესახებ გარეული ცხოველების იმ ჯგუფების ადგილმდებარეობისა და რაოდენობის განსაზღვრისთვის, რომლებსაც შეზღუდული კონტაქტი აქვთ გარეული ცხოველების სხვა ჯგუფებთან დაინფიცირებულ ზონაში და მის გარშემო;

ვ) ამ პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტში მითითებული გარეული ცხოველების ჯგუფების დაახლოებით რაოდენობასა და მასშტაბზე დაინფიცირებულ ზონაში და მის გარშემო;

ზ) გარეულ ცხოველებში ინფექციის ფარგლების(მასშტაბის) განსაზღვრისთვის განხორციელებული სპეციალური ზომების შესახებ, მონადირეთა მიერ მოკლული ან მკვდრად ნაპოვნი გარეული ცხოველების შემოწმებასა და ლაბორატორიული გამოკვლევაზე;

თ) გარეული ცხოველების გადაადგილებების და/ან გარეული ცხოველების ჯგუფებს შორის კონტაქტის შედეგად დაავადების გავრცელების შემცირების მიზნით მიღებული ზომების შესახებ; აღნიშნული ზომები შესაძლოა მოიცავდეს ნადირობის აკრძალვას;

ი) გარეული ცხოველების პოპულაციის შემცირების და კერძოდ, გარეული ცხოველების პოპულაციაში ახალგაზრდა ამთვისებელი ცხოველების პოპულაციის შემცირების მიზნით გატარებული ზომების შესახებ;

კ) იმ მოთხოვნების შესახებ, რომლებიც უნდა შეასრულონ მონადირეებმა დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად;

ლ) მოკლული ან მკვდრად ნაპოვნი გარეული ცხოველების განადგურების მეთოდების შესახებ:

ლ.ა) გადამუშავებაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ, ან

ლ.ბ) სახელმწიფო ვეტერინარის მიერ განხორციელებული შემოწმებებზე ან 91-ე მუხლში მითითებული ლაბორატორიულ გამოკვლევებზე. ყველა გარეული ცხოველის ტანხორცი, რომელმაც აჩვენა თურქულზე დადებითი შედეგი, უნდა გადამუშავდეს სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ. თუ ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგი უარყოფითია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ცხოველის სახეობიდან გამომდინარე სააგენტოს შეუძლია გასცეს ავტორიზაცია ადმიანის მიერ მოხმარებისათვის. ის ნაწილები, რომლებიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, უნდა გადამუშავდეს სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ;

მ) ეპიდემიოლოგიური მოკვლევის შესახებ, რომელიც ხორციელდება თითოეულ ნაპოვნ მკვდარ ან მოკლულ გარეულ ამთვისებელი ცხოველზე. აღნიშნული მოკვლევა უნდა მოიცავდეს კითხვარის შევსებას, რომელშიც მითითებულია ინფორმაცია:

მ.ა)  იმ გეოგრაფიული ზონის შესახებ, სადაც ცხოველები იპოვეს მკვდარი ან მოკლული;

მ.ბ)  თარიღის შესახებ, როდესაც ცხოველები იპოვეს მკვდარი ან მოკლული;

მ.გ) პირის შესახებ, რომელმაც მოკლა ან იპოვა მკვდარი ცხოველი;

მ.დ) ცხოველის სქესის და ასაკის შესახებ;

მ.ე)  მოკვლის შემთხვევაში: მოკვლამდე სიმპტომების შესახებ,

მ.ვ) იმ შემთხვევაში, თუ გარეული ცხოველი მკვდარი იპოვეს ტანხორცის მდგომარეობის შესახებ;

მ.ზ) ლაბორატორიული გამოკვლევის მონაცემების შესახებ;

ნ)  პრევენციული ზომებისა და ზედამხედველობის პროგრამების შესახებ განსაზღვრულ დაინფიცირებული ზონის ამთვისებელი ცხოველების შემცველ სადგომებში და საჭიროების შემთხვევაში ამ სადგომის გარშემო, მათ შორის აღნიშნული ზონიდან, ზონისკენ ან ზონაში ამთვისებელი ცხოველების ტრანსპორტირების და გადაადგილების შესახებ; აღნიშნული ზომები უნდა მოიცავდეს სულ მცირე ამთვისებელი ცხოველების, მათი სპერმის, ემბრიონის ან კვერცხუჯრედის გადაადგილების აკრძალვას;

ო) სხვა კრიტერიუმების შესახებ, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნეს განსაზღვრულ ზონაში და ამ ზონის სადგომებში დაავადების აღმოფხვრისათვის;

პ) იმ ორგანოს შესახებ, რომელიც პასუხისმგებელია გეგმის ზედამხედველობაზე, კოორდინაციასა და განხორციელებაზე;

ჟ) სისტემის შესახებ, რომელიც შეიქმნა იმ მიზნით, რომ ამ წესის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეუნქტის შესაბამისად დანიშნულმა ექსპერტთა ჯგუფმა შეძლოს აღმოფხვრის გეგმის შედეგების რეგულარული გადახედვა;

რ) დაავადების მონიტორინგის ღონისძიებების შესახებ, რომლებიც უნდა განხორციელდეს განსაზღვრულ დაინფიცირებულ ზონის გარეულ ცხოველებში თურქულის დაავადების ბოლო დადასტურებული შემთხვევიდან 12 თვის გასვლის შემდეგ; აღნიშნული მონიტორინგის ღონისძიებები ადგილზე უნდა გატარდეს სულ მცირე 12 თვის განმავლობაში და მინიმუმ უნდა მოიცავდეს ამ პუნქტის ,,ზ“, ,,ლ“ და ,,მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად უკვე განხორციელებულ ზომებს.

4. განსაზღვრულ ზონაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ ანგარიში და აღმოფხვრის გეგმის შედეგები უნდა გაეგზავნოს სამინისტროს ყოველ 6 თვეში ერთხელ.

მუხლი 73. ახალი ხორცის, გატარებული ხორცისა და ხორცის ნახევარფაბრიკატების სპეციალური ნიშანდება

1. ნიშანდება უნდა განხორციელდეს ორი სწორი ურთიერთგადამკვეთი დიაგონალური ხაზის მქონე ოვალური, სიგანით 6,5 სმ და სიმაღლით 4,5 სმ დამღით, რომელიც მოიცავს მკაფიო, ადვილად წასაკითხ შემდეგი ინფორმაციას:

ა) ზედა ნაწილში ISO 3361 სტანდარტის მიხედვით საქართველოს ორასოიან კოდს: - GE

ბ) შუა ნაწილში - სასაკლაოს აღიარების ნომერს, რომელიც არ უნდა იქნეს დაფარული ორი ურთიერთ გადამკვეთი ხაზით.

2. ასოების ზომა უნდა იყოს არაუმცირეს 0,8 სმ სიგრძის, ხოლო რიცხვები არაუმცირეს 1 სმ სიგრძის.

3. ჯანმრთელობის ნიშანდება უნდა მოიცავდეს სახელმწიფო ვეტერინარის საიდენტიფიკაციო კოდს, რომელმაც ჩაატარა ცხოველის დაკვლისშემდგომი შემოწმება.

მუხლი 74. თურქულის გამომწვევი ვირუსის განადგურების მიზნით ცხოველური პროდუქტების დამუშავება

1. თურქულის ვირუსის განადგურების მიზნით ხორც-პროდუქტები ექვემდებარება ქვემოთ მითითებული დამუშავების არანაკლებ ერთ-ერთ სახეს:

ა) თერმული დამუშავება ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში, როდესაც F0 არის 3,00 ან მეტი;

ბ) თერმული დამუშავება არანაკლებ 70°C, რომელიც მიღწეულ უნდა იქნეს მთლიანად ხორცში;

გ) წინასწარ ძვალგამოცლილი და ცხიმგამოცლილი ხორცის მომზადება ისე, რომ გაცხელებისას ხორცის შუაგულის ტემპერატურამ მიაღწიოს 70°C ან მეტს და ეს ტემპერატურა შენარჩუნებულ იქნეს 30 წუთის განმავლობაში;

დ) თერმული დამუშავება ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში არანაკლებ 60°C არანაკლებ 4 საათისა, რომლის დროსაც შუაგულის (ცენტრის) ტემპერატურა უნდა იყოს 70°C არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში;

ე) ბუნებრივი ფერმენტაცია და მომწიფება არანაკლებ 9 თვის განმავლობაში უძვლო ხორცისათვის, რის შედეგადაც მისი მახასიათებლებია: Aw არა უმეტეს 0,93 ან pH არაუმეტეს 6,0;

ვ) ,,ე“ ქვეპუნქტში მითითებული დამუშავება იმ ხორცისთვის, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ძვალს იმ პირობით, რომ მიღებული იქნება ყველა საჭირო ზომა ჯვარედინი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად;

ზ) თერმული დამუშავება, რომელიც უზრუნველყოფს შუაგულის ტემპერატურას არანაკლებ 65°C იმ დროის განმავლობაში, რაც საჭიროა იმისათვის, რომ პასტერიზაციის დონე (pv) გაუთანაბრდეს ან გადააჭარბოს 40-ს.

2. თურქულის ვირუსის განადგურების მიზნით ტყავი და კანი ექვემდებარება - 12 –დან 13-მდე pH-ის მქონე კირსა და მარილხსნარში დამუშავებას არანაკლებ 8 საათის განმავლობაში.

3. ცხვრის მატყლი, მცოხნავი ცხოველების ბეწვი და ღორის ჯაგარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) დაუმუშავებელი - უნდა იქნეს მშრალი და საიმედოდ შეფუთული და მიღებული ჯანმრთელი ცხოველისაგან, რომელიც არ აჩვენებს დაავადების არანაირ სიმპტომებს, რაც შეიძლება გავრცელდეს ადამიანზე ან ცხოველზე;

ბ) დამუშავებული (გარდა ღორის ჯაგარისა) - თუ გავლილი აქვს ქარხნული რეცხვის პროცედურა, რომელიც მოიცავს მატყლისა და ბეწვის ჩაშვებას (იმერსია) წყლის სხვადასხვა აბაზანაში, საპნის ან ნატრიუმის ან კალიუმის ჰიდროქსიდში; ან

გ) თუ პირდაპირ მიეწოდება საწარმოს, ტექსტილის საწარმოებლად ექვემდებარება ქვემოთ მითითებული დამუშავების ერთ-ერთ სახეს:

გ.ა) ქიმიური დეპილაცია ჩამქრალი კირის ან ნატრიუმის სულფიდის საშუალებით;

გ.ბ) ფუმიგაცია ფორმალდეჰიდით ჰერმეტულად დახურულ კამერაში არანაკლებ 24 საათისა;

გ.გ) სამრეწველო დასუფთავება (გახეხვა), რომელიც მოიცავს მატყლის და თმის ჩაშვებას (იმერსია) წყალში და გაჩერებას 60–70 °C-ზე;

გ.დ) შენახვა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს გადაადგილებას, 37°C-ზე 8 დღის განმავლობაში, 18°C-ზე 28 დღის განმავლობაში ან 4°C-ზე 120 დღის განმავლობაში.

 4. თურქულის ვირუსის განადგურების მიზნით ამთვისებელი ცხოველებისაგან მიღებული პროდუქტები, ექვემდებარება ერთ-ერთ შემდეგ დამუშავების სახეს:

 ა) თერმული დამუშავება ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში 3,00 ან მეტი ცენტრიდანული ძალით (Fo-თი);

 ბ) თერმული დამუშავება, რომლის დროსაც შუაგულის ტემპერატურა იზრდება არანაკლებ 70 °C -მდე არანაკლებ 60 წუთის განმავლობაში.

5. ამთვისებელი ცხოველების სისხლი და სისხლის პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ტექნიკური მიზნებისთვის, მათ შორის, ფარმაცევტულ პროდუქტებში, ინ-ვიტრო დიაგნოსტიკის და ლაბორატორიული რეაგენტებისათვის, ექვემდებარება ქვემოთ მითითებული დამუშავების ერთ-ერთ სახეს ეფექტურობის კონტროლით, რომლის დროსაც მიიღწევა პათოგენების სრული განადგურება:

 ა) თერმული დამუშავება არანაკლებ 65 °C-ზე არანაკლებ სამი საათისა;

ბ) ირადიაცია 2,5 kGy ან გამა გამოსხივებით;

გ) pH-ის ცვლილება 5-მდე ორი საათის განმავლობაში;

დ) მთლიანი პროდუქტის თერმული დამუშავება არანაკლებ 80 °C -ზე.

6. ქონი და გადამდნარი ცხიმი ექვემდებარება თერმული დამუშავების ერთ-ერთ სახეს:

ა) არანაკლებ 70 °C 30 წუთის განმავლობაში;

ბ) არანაკლებ 90°C 15 წუთის განმავლობაში.

7. შინაური ბინადარი ცხოველების საკვები და ძაღლის საღრღნელი ძვალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) შინაური ბინადარი ცხოველის დაკონსრვებული საკვები ექვემდებარება ისეთ თერმულ დამუშავებას, რომლის დროსაც Fc არანაკლებ 3-ის ტოლია;

ბ) შინაური ბინადარი ცხოველის გადამუშავებული საკვები, გარდა დაკონსერვებულისა, ექვემდებარება:

ბ.ა) მთლიანი საბოლოო (მზა) პროდუქტი თერმულ დამუშავებას არანაკლებ 90 °C -ზე;

ბ.ბ) ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტები თერმული დამუშავებას არანაკლებ 90°C, ან

ბ.გ) უნდა იყოს წარმოებული ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებისგან, სადაც გამოიყენება:

ბ.გ.ა) ხორცი ან ხორცის პროდუქტები, რომლებიც მთლიანად დაექვემდებარა თერმული დამუშავებას არანაკლებ 90°C -ზე;

ბ.გ.ბ) რძე და რძის პროდუქტები, ჟელატინი, ჰიდროლიზებული ცილა, კვერცხის პროდუქტები, კოლაგენი, სისხლისგან წარმოებული პროდუქტები, გადამუშავებული ცხოველური ცილა, მათ შორის, თევზის ფქვილი, გადამდნარი ცხიმი, თევზის ცხიმი, კალციუმის დიფოსფატი, კალციუმის ტრიფოსფატი ან შინაგანი ორგანოებიდან მიღებული სანელებლები;

გ) თერმული დამუშავების შემდეგ, ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული, რათა თავიდან იქნეს აცილებული შინაური ბინადარი ცხოველის საკვების დაბინძურება;

დ) შინაური ბინადარი ცხოველის გადამუშავებული საკვები ექვემდებარება ხელახალ შეფუთვას;

ე) ძაღლის საღრღნელი ძვლები გადამუშავების პროცესში ექვემდებარება თერმულ დამუშავებას, რომლის დროსაც უნდა მოხდეს პათოგენების განადგურება. თერმული დამუშავების შემდეგ, ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი სახის დაბინძურება. გადამუშავებული ძაღლის საღრღნელი ძვლები ექვემდებარება ხელახალ შეფუთვას.

8.ჩლიქოსნების ნანადირევი ხორცი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 ა) ნანადირევი, რომელიც მთლიანად შეიცავს ძვალს, რქას, ჩლიქებს, ბრჭყალს, კლანჭს, კბილებს უნდა:

ა.ა) მოთავსდეს მთლიანად (ჩაიძიროს) მდუღარე წყალში დროის იმ პერიოდით, რომელიც უზრუნველყოფს ძვლის, რქის, ჩლიქის, ბრჭყალის, კლანჭის და კბილების მოცილებას;

ა.ბ) მოხდეს ძვლის შემცველი ნაწილების დეზინფიცირება წყალბადის ზეჟანგით ან სააგენტოს მიერ ნებადართული სადეზინფექციო საშუალებით;

ა.გ) დამუშავების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა შეიფუთოს, ისე რომ ადგილი არ ჰქონდეს არანაირ კონტაქტს სხვა ცხოველური წარმოშობის პროდუქტთან, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი სახის დაბინძურება;

ა.დ) თან უნდა ახლდეს ჯანმრთელობის სერტიფიკატი, რომელიც დაადასტურებს ამ მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ პუნქტის ,,ა.ა“, ,,ა.ბ“ და ,,ა.გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების დაკმაყოფილებას;

ბ) ნანადირევი, რომელიც შედგება მთლიანად ტყავის (ბეწვის) და კანისაგან, ის უნდა:

ბ.ა) გაშრეს (გამოშრეს);

ბ.ბ) გაგზავნამდე 14 დღით ადრე გაშრეს ან მოექცეს სველი დამარილების ქვეშ;

ბ.გ) დამუშავდეს სხვა მეთოდით, გარდა მოთრიმვლისა;

ბ.დ) დამუშავების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა შეიფუთოს, ისე რომ ადგილი არ ჰქონდეს არანაირ კონტაქტს სხვა ცხოველური წარმოშობის პროდუქტთან, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი სახის დაბინძურება;

ბ.ე) თან უნდა ახლდეს ჯანმრთელობის სერტიფიკატი, რომელიც დაადასტურებს ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ,,ბ.ა-ბ.დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

9. ცხოველის ნაწლავის გარსი უნდა იქნეს დამზადებული/გადამუშავებული (დამარილებული ან გამომშრალი), გასუფთავებული, გაფხეკილი და დამარილებული ქვა-მარილით 30 დღის განმავლობაში ან გაფხეკის შემდეგ გათეთრებული ან გამომშრალი სააგენტოს მიერ აღიარებულ საწარმოში. ცხოველის ნაწლავის გარსი დაცული უნდა იქნეს დაბინძურებისგან დამუშავების შემდეგ.

მუხლი 75. თურქულის გამომწვევი ვირუსის განადგურების მიზნით არაცხოველური წარმოშობის პროდუქტების დამუშავება

1. ფურაჟი და ჩალა ექვემდებარება დამუშავების ერთ-ერთ სახეს:

ა)  ორთქლის მოქმედება დახურულ კამერაში არანაკლებ 10 წუთის განმავლობაში და არანაკლებ 80oC ტემპერატურაზე;

ბ) ფორმალინის ორთქლის (ფორმალდეჰიდის გაზი) მოქმედება დახურულ კამერაში არანაკლებ 8 საათის განმავლობაში და არანაკლებ 19oC ტემპერატურაზე, გამხსნელების გამოყენებით, რომლებიც შეიცავს მოქმედი ნივთიერების 35-40%-ს;

2. პაკეტებში დაფასოებული ჩალა და ფურაჟი, რომელიც ინახება თურქულის დაავადების აფეთქების უახლოესი ზონიდან 2კმ-ზე ნაკლებ მანძილზე მდებარე შენობა-ნაგებობებში, არ უნდა გავიდეს შენობა-ნაგებობიდან მანამ, სანამ მე-10 მუხლში მითითებული დასუფთავებისა და დეზინფექციის სამუშაოების დასრულებიდან არ გავა სულ მცირე სამი თვე ან დამცავ ზონაში - შეზღუდვების მოხსნამდე.

მუხლი 76. ნაკელის ბაზარზე განთავსება

1. გადამუშავებული ნაკელის და მისგან მიღებული პროდუქციის ბაზარზე განთავსება უნდა მოხდეს შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) გავლილი აქვს თერმული დამუშავება არანკლებ 70 oC არანაკლებ 60 წუთისა სპორაწარმომქმნელი ბაქტერიების და ტოქსინების შემცირების მიზნით;

ბ) დამუშავებისას თითოეული ნაწილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 12 მმ-ს.

2. სააგენტო უფლებამოსილია, მოახდინოს სხვა პროცედურის და პარამეტრების ავტორიზაცია, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, თუ ბიზნესოპერატორი დაასაბუთებს, რომ ეს პარამეტრები უზრუნველყოფს ბიოლოგიური რისკის მინიმუმამდე დაყვანას.

3. შესაბამისი საწარმოო პროცესის პარამეტრების და სხვა კრიტიკული საკონტროლო წერტილებზე გამოყენებული დეტალები უნდა იქნეს ჩაწერილი და შენახული იმგვარად, რომ ბიზნესოპრატორს, ოპერატორს ან მათ წარმომადგენელს და სააგენტოს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გააკონტროლონ საწარმოს საქმიანობა. სააგენტოსთვის, მოთხოვნის შემთხვევაში, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჩანაწერები.

4. შენახვა უნდა განხორციელდეს კარგად დახურულ და იზოლირებულ სასილოსე ორმოებში ან სათანადოდ თავმოკრულ პაკეტებში (პოლიეთილენის პარკი ან „დიდი ჩანთები“) რათა დამაბინძურებლები ან მეორადი ინფექციები და სინესტე იქნეს მინიმუმამდე დაყვანილი.

მუხლი 77. ახალი ხორცის დამუშავება

1. ადამიანის მოხმარებისათვის გამიზნული შინაური მსხვილფეხა საქონლის, ღორის, ცხვრის, თხის და კენტჩლიქიანების ახალი ხორციდან, დიაფრაგმიდან, გარდა სხვა სუბ-პროდუქტებისა, ძვალი და მთავარი ლიმფური ჯირკვლები უნდა იქნეს მოცილებული.

2. სუბპროდუქტის ანაჭრები (ტრიმინგი):

ა) გულიდან ლიმფური ჯირკვლები, შემაერთებელი ქსოვილები და დამცავი ცხიმი უნდა იქნეს მთლიანად მოცილებული;

ბ) ღვიძლიდან ლიმფური ჯირკვლები, დამცავი შემაერთებელი ქსოვილები და ცხიმი უნდა იქნეს მთლიანად მოცილებული;

გ)  საღეჭი კუნთებიდან უნდა იქნეს მთლიანად მოცილებული ლიმფური ჯირკვლები, შემაერთებელი ქსოვილი და დამცავი ცხიმი. ამასთან სახელმწიფო ვეტერინარი უზრუნველყოფს: ექვსი კვირის ასაკზე მეტი მსხვილფეხა საქონლის თავისა და საყლაპავი მილის ვიზუალურ დათვალიერებას, ყბისქვეშა, ხახისა (Lnn. retropharyngiales) და ყბაყურა ლიმფური კვანძების გაკვეთასა და დათვალიერებას, გარე საღეჭი კუნთების გამოკვლევას, რომელიც ქვედა ყბამდე უნდა გაიჭრას ორ პარალელურ ნაწილად, შიდა საღეჭი კუნთების (შიდა ფრთისებრი კუნთების) გამოკვლევას, რომლებიც უნდა გაიკვეთოს სიგრძეზე. უნდა მოცილდეს ენა, რათა შესაძლებელი გახდეს პირის ღრუსა და ხახის დეტალური დათვალიერება, აუცილებელია ენის დათვალიერება, პალპაცია და ჯირკვლების მოცილება;

დ) ენა ეპითელიუმით და ძვლის, ხრტილის და ნუშისებრი ჯირკვლების გარეშე;

ე)  ფილტვები, საიდანაც ტრაქეა და მთავარი ბრონქები, შუასაყრის და ბრონქიალური ლიმფური ჯირკვლები მოცილებულია;

ვ)სხვა სუბპროდუქტი ძვლების ან ხრტილების გარეშე, საიდანაც ლიმფური ჯირკვლები, შემაერთებელი ქსოვილები, დამცავი ცხიმი და ლორწოვანი გარსი მთლიანად მოცილებულია.

3. მომწიფება ტან-ხორცის +20C-ზე მეტ ტემპერატურაზე არანაკლებ 24 საათის განმავლობაში და ზურგის უგრძესი კუნთის შუა ნაწილში pH < 6,0-ზე.

4.    ჯვარედინი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად გამოყენებულ უნდა იქნეს ეფექტური ზომები.

მუხლი 78. საკონტროლო ზონის ამთვისებელი ცხოველების ახალი ხორცის წარმოებასთან დაკავშირებული დამატებითი ღონისძიებები

1. ახალი ხორცი, გარდა თავის, შინაგანი ორგანოების და სუბპროდუქტებისა, რომელიც გამიზნულია დამცავი და საკონტროლო ზონის ფარგლებს გარეთ არსებულ ბაზარზე განსათავსებლად, წარმოებულ უნდა იქნეს ქვემოთ ჩამოთვლილი არანაკლებ ერთი დამატებითი პირობის შესაბამისად:

ა) მცოხნავი ცხოველების შემთხვევაში:

ა.ა) ცხოველები ექვემდებარებიან ამ წესის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებულ კონტროლის ზომებს;

ა.ბ) ხორცი ექვემდებარება ამ წესის 77-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში გათვალისწინებულ დამუშავებას და მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) ამთვისებელი ცხოველების შემთხვევაში:

ბ.ა) ცხოველები იმყოფებიან სადგომში არანაკლებ 21 დღის განმავლობაში და იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის საშუალებით შესაძლებელია წარმოშობის სადგომის მიკვლევადობა;

ბ.ბ) ცხოველები ექვემდებარებიან ამ წესის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებულ კონტროლის ზომებს;

ბ.გ) ხორცი იდენტიფიცირებულია და დაყოვნებულია სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ არანაკლებ 7 დღის განმავლობაში და არ გაიცემა მანამ, სანამ ოფიციალურად არ გამოირიცხება წარმოშობის სადგომში თურქულის გამომწვევი ვირუსით დაინფიცირების ეჭვი;

გ) ამთვისებელი ცხოველის შემთხვევაში:

 გ.ა) ცხოველებმა დაასრულეს 21-დღიანი უმოქმედობის პერიოდი წარმოშობის სადგომში და ამ პერიოდში არცერთი ამთვისებელი ცხოველი არ ყოფილა შეყვანილი აღნიშნულ სადგომში;

გ.ბ) ცხოველები ექვემდებარებიან ამ წესის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში ჩატვირთვისათვის გათვალისწინებულ კონტროლის ზომებს 24 საათის განმავლობაში;

გ.გ) ამ წესის 64-ე მუხლში გათვალისწინებული სტატისტიკური მოთხოვნების შესაბამისად, ჩატვირთვის 48 საათის განმავლობაში აღებულმა ნიმუშებმა აჩვენა უარყოფითი შედეგი თურქულის გამომწვევი ვირუსის ანტისხეულებზე;

 გ.დ)   ხორცი დაყოვნებულია სახელმწიფო კონტროლის ქვეშ 24 საათის განმავლობაში და არ გაიცემა, სანამ წარმოშობის სადგომში ცხოველების განმეორებით კლინიკური შემოწმების საფუძველზე არ გამოირიცხება დაინფიცირებული ან დაინფიცირებაზე საეჭვო ცხოველების არსებობა.

2. უნდა მოხდეს სუბპროდუქტის ანაჭრების (ტრიმინგის) ჯანმრთელობის ნიშანდება ამ წესის 73-ე მუხლში მითითებული ნიშანდებით და უნდა დაექვემდებაროს ამ წესის 74-ე მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებულ ერთ-ერთ დამუშავებას.

3. სხვა პროდუქტები უნდა დაექვემდებაროს 29-ე მუხლში გათვალისწინებულ დამუშავებას.

მუხლი 79. თურქულის გამომწვევი ვირუსის განადგურების მიზნით ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი რძის დამუშავების მეთოდები

1. ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი რძე უნდა დაექვემდებაროს არანაკლებ ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ დამუშავებას:

ა) სტერილიზაცია არანაკლებ F0 3 დონეზე;

ბ) ულტრა-მაღალ ტემპერატურაზე (UHT) დამუშავება არანაკლებ 1 წამში 1320C -ზე.

გ) მაღალ ტემპერატურაზე მოკლევადიანი (HTST) პასტერიზაციით (720C-ზე არანაკლებ 15 წამში ან ეკვივალენტური პასტერიზაციის ეფექტი, ფოსფატაზას ტესტზე უარყოფითი რეაქციის მიღწევით) დამუშავება, რომელიც გამოიყენება ორჯერ იმ რძესთან დაკავშირებით, რომელის pH≥7,0-ზე;

დ) მაღალ ტემპერატურაზე მოკლევადიანი (HTST) პასტერიზაციით (720C -ზე არანაკლებ 15 წამში ან ეკვივალენტური პასტერიზაციის ეფექტი, ფოსფატაზას ტესტზე უარყოფითი რეაქციის მიღწევით) დამუშავება იმ რძის, რომელის pH < 7,0-ზე;

ე) მაღალ ტემპერატურაზე მოკლევადიანი (HTST) პასტერიზაციით ( 720C-ზე არანაკლებ 15 წამში ან ეკვივალენტური პასტერიზაციის ეფექტი, ფოსფატაზას ტესტზე უარყოფითი რეაქციის მიღწევით) დამუშავება სხვა ფიზიკურ დამუშავებასთან კომბინაციით:

ე.ა) pH მაჩვენებლის 6-ს ქვემოთ შემცირებით არანაკლებ ერთი საათის განმავლობაში;

ე.ბ) დამატებითი გათბობა 720C -ზე ან უფრო მაღალ ტემპერატურაზე, დესიკაციასთან (გამოშრობასთან) ერთად.

2. რძის პროდუქტებმა უნდა გაიარონ ერთ-ერთი ზემოთ მითითებული დამუშავება ან წარმოებული უნდა იყოს რძისგან, რომელიც დამუშავებულია პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

3. ნებისმიერი სხვა სახის დამუშავების შესახებ გადაწყვეტილება შეთანხმებულ უნდა იქნეს სააგენტოსთან განსაკუთრებით იმ ნედლი რძის პროდუქტთან დაკავშირებით, რომელთა ხანგრძლივი ვადით მომწიფებას თან სდევს pH-ის 6-ზე ქვემოთ შემცირება.

4. დამუშავების შემდეგ რძისა და რძის პროდუქტების თურქულის გამომწვევი ვირუსის ნებისმიერ პოტენციურ წყაროსთან კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით მიღებულ უნდა იქნეს საჭირო ზომები.

მუხლი 80. რძე და რძის პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია ცხოველის საკვებად

რძე, რომელიც განკუთვნილია ცხოველის საკვებად, უნდა დაექვემდებაროს სულ მცირე ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ დამუშავებას:

ა) სტერილიზაცია არანაკლებ F03 დონეზე;

ბ) ულტრა-მაღალ ტემპერატურაზე (UHT) დამუშავება არანაკლებ 1 წამში 1320C -ზე. დამუშავება ,,დ.ა“ ან ,,დ.ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულ სხვა ფიზიკურ დამუშავებასთან კომბინაციით;

გ) მაღალ ტემპერატურაზე მოკლევადიანი ორჯერადი პასტერიზაცია (HTST) 720C ზე არანაკლებ 15 წამში ან ეკვივალენტური პასტერიზაციის ეფექტი, ფოსფატაზას ტესტზე უარყოფითი რეაქციის მიღწევით;

დ) მაღალ ტემპერატურაზე მოკლევადიანი პასტერიზაცია (HTST) 720C -ზე არანაკლებ 15 წამში ან ეკვივალენტური პასტერიზაციის ეფექტი, ფოსფატაზას ტესტზე უარყოფითი რეაქციის მიღწევით, სხვა ფიზიკურ დამუშავებასთან კომბინაციით:

დ.ა) pH მაჩვენებლის 6-ს ქვემოთ შემცირება არანაკლებ ერთი საათის განმავლობაში, ან

დ.ბ) დამატებითი გათბობა 720C -ზე ან უფრო მაღალ ტემპერატურაზე, დესიკაციასთან (გამოშრობასთან) ერთად.

მუხლი 81. თურქულის კონტროლის ეროვნული ცენტრისფუნქციები და მოვალეობები

1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს თურქულის აფეთქების შემთხვევაში თურქულის კონტროლის ეროვნული ცენტრი შექმნა.

2. თურქულის კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა უნდა მართოს და შეამოწმოს თურქულის კონტროლის რეგიონალური ცენტრების მუშაობა 83-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად. თურქულის კონტროლის ეროვნულ ცენტრს მიკუთვნებული გარკვეული ფუნქციები შეიძლება შემდეგში გადაეცეს თურქულის კონტროლის რეგიონალურ ცენტრებს, იმ პირობით, რომ თურქულის კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შესასრულებელ ამოცანებს ზიანი არ მიადგება.

3. თურქულის კონტროლის ეროვნული ცენტრი პასუხისმგებელია:

ა) აუცილებელი კონტროლის ზომების განსაზღვრაზე;

ბ) თურქულის კონტროლის რეგიონალური ცენტრების მიერ ამ ზომების მყისიერად და ეფექტურად განხორცილების უზრუნველყოფაზე;

გ) თურქულის კონტროლის რეგიონალური ცენტრების პერსონალის და სხვა რესურსების ამოქმედებაზე;

დ) სხვა ქვეყნების და ეროვნული კომპეტენტური ორგანოებისთვის, მათ შორის გარემოს დამცველი ორგანოების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, ინფორმაციის მიწოდებაზე;

ე) გადაუდებელი ვაქცინაციის კამპანიის ორგანიზებაზე და ვაქცინაციის ზონების შემოსაზღვრაზე;

ვ) დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებთან კავშირზე;

ზ) კომპეტენტურ გარემოს დამცველ ორგანოებთან კავშირზე, ვეტერინარული და გარემოს დაცვის უსაფრთხოების ზომების კოორდინაციაზე;

თ) მედიასთან კავშირზე;

 ი) სამართალდამცავ ორგანოებთან კავშირზე, რათა გარანტირებული იყოს სპეციალური სამართლებრივი ღონისძიებების ადეკვატურად განხორციელება.

მუხლი 82. თურქულის კონტროლის ეროვნული ცენტრიტექნიკური მოთხოვნები

1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ თურქულის კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჰქონდეს დაავადების ეფექტურად აღმოფხვრის კამპანიის მართვისთვის საჭირო ყველა აუცილებელი საშუალება, მათ შორის, პერსონალი და მოწყობილობა.

2.  პირველ პუნქტში მითითებული საშუალებები სულ მცირე უნდა მოიცავდეს შემდეგს:

ა) ცხოველთა ლოკაციის და იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის კომპიუტერიზებული სისტემა;

ბ) კომუნიკაციის ყველა შესაფერისი საშუალება;

გ) კომუნიკაციის კომპიუტერიზებული სისტემა, რომელიც უშვებს ინფორმაციის გაცვლას თურქულის კონტროლის რეგიონალურ ცენტრებთან, ლაბორატორიებთან და სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან;

დ) რუკები და ინფორმაციის სხვა წყაროები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს კონტროლის ღონისძიებების სამართავად;

 ე) ყოველდღიური ჟურნალი, რომელშიც თურქულის ყოველ აფეთქებასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ ჩანაწერების წარმოება უნდა ხდებოდეს ქრონოლოგიურად, რაც სხვადასხვა აქტივობის ერთმანეთთან დაკავშირების და კოორდინაციის საშუალებას იძლევა;

 ვ) ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ლაბორატორიების სია, რომლებსაც შეიძლება დაუკავშირდნენ თურქულის აფეთქების შემთხვევაში;

ზ) პერსონალისა და ყველა პირის სია, რომელთაც შეიძლება დაუკავშირდნენ, რათა მათ მყისერი მომსახურება გაუწიონ თურქულის კონტროლის რეგიონალურ ცენტრს ან ამ წესის 85-ე მუხლში მითითებულ ექსპერტთა ჯგუფებს თურქულის აფეთქების შემთხვევაში;

თ) კომპეტენტური გარემოს დამცველი ორგანოებისა და ორგანიზაციების სია, რომლებსაც შეიძლება დაუკავშირდნენ თურქულის აფეთქების შემთხევაში;

ი) რუკები, რომლებზეც იდენტიფიცირებულია სათანადო გადამამუშავებელი საწარმოები;

კ) დამუშავებისა და გადამუშავების განხორციელების უფლების მქონე საწარმოების სია (სადაც მითითებული იქნება მათი სიმძლავრე, მისამართი და სხვა საკონტაქტო დეტალები), რომლებსაც უფლება აქვთ დაამუშაონ ან გადაამუშაონ ცხოველების ტანხორცი და ნარჩენები, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას თურქულის აფეთქების შემთხვევაში;

ლ) სადეზინფექციო საშუალებების გაფრქვევის (ხმარების, გამოყენების) მონიტორინგისა და კონტროლის შესახებ ღონისძიებების ჩამონათვალი, ასევე ტანხორცის გახრწნის შედეგად, სხეულის ქსოვილებისა და სითხის გარემოში, კერძოდ ზედაპირულ და გრუნტის წლებში გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

მუხლი 83. თურქულის კონტროლის რეგიონალური ცენტრებიშექმნა, ფუნქციები და მოვალეობები

1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს თურქულის კონტროლის რეგიონალური ცენტრების შექმნა მყისიერად, თურქულის აფეთქებისთანავე.

2. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს სააგანგებო გეგმის ფარგლებში გაითვალისწინოს თურქულის კონტროლის რეგიონალური ცენტრებისათვის სავარაუდო ლოკაცია, მათი მოწყობა, პერსონალი, საცხოვრებელი, მოწყობილობები, მართვის სისტემები, საკომუნიკაციო ხაზები და საინფორმაციო არხები.

3. თურქულის კონტროლის რეგიონალურმა ცენტრებმა უნდა ითანამშრომლონ თურქულის კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და იმოქმედონ მათთან კოორდინაციით.

4. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, თურქულის კონტროლის რეგიონალურ ცენტრებს ჰქონდეთ ამ წესში მითითებული ღონისძიებების მყისიერად განხორციელების შესაძლებლობა თურქულის აფეთქების შემთხვევაში.

მუხლი 84. თურქულის კონტროლის რეგიონალური ცენტრებიტექნიკური მოთხოვნები

1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს თურქულის კონტროლის რეგიონალურ ცენტრებს ჰყავდეს საჭირო პერსონალი და ჰქონდეს შესაბამისი მოწყობილობა, მკაფიო მართვის სტრუქტურა და ეფექტური მენეჯმენტი, რომელიც უზრუნველყოფს იმ ზომების მყისიერ განხორციელებას, რაც უკავშირდება ეპიდემიოლოგიურ მოკვლევას, გარემოს დაცვას, დაინფიცირებული ჯოგის ტანხორცის გადამუშავებას, ზონებზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელებას, მიკვლევადობას, კეთილდღეობას, გადაუდებელ დაკვლას, დასუფთავება-დეზინფექციას და სანიტარიული დამუშავების სხვა ღონისძიებებს, გადაუდებელ ვაქცინაციას და ყველა სხვა გადაწყვეტილებას.

2. თურქულის კონტროლის ეროვნულ ცენტრებს უნდა ჰქონდეთ სულ მცირე:

ა) თურქულის კონტროლის ეროვნულ ცენტრთან დამაკავშირებელი სატელეფონო ხაზი, რომლითაც ფერმერებიც და  სოფლის სხვა მაცხოვრებლებიც მიიღებენ უკანასკნელ, ზუსტ ინფორმაციას განხორციელებული ზომების შესახებ;

ბ) კომუნიკაციისა და ყველა აუცილებელი მონაცემის ეფექტური მართვისათვის საველე პერსონალი საჭირო საკომუნიკაციო აღჭურვილობით;

 გ) კომპიუტერული ჩანაწერების სისტემა, რომელიც დაკავშირებული იქნება თურქულის კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და ყველა აუცილებელ მონაცემთა ბაზასთან, ლაბორატორიებთან და სხვა ორგანიზაციებთან;

 დ) ყოველდღიური ჟურნალი, რომელშიც თურქულის აფეთქებასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ ჩანაწერების წარმოება უნდა ხდებოდეს ქრონოლოგიურად, რაც სხვადასხვა აქტივობის ერთმანეთთან დაკავშირების და კოორდინაციის საშუალებას იძლევა;

 ე) პირთა განახლებული სია, მათ შორის, კერძო ვეტერინარების (ვეტერინარი ექიმების) და თითოეულ რეგიონში არსებული ადგილობრივი ორგანიზაციების სია, რომლებსაც შეიძლება დაუკავშირდნენ თურქულის აფეთქების შემთხვევაში;

 ვ) სადგომების განახლებული სია, რომელთა მიმართაც თურქულის აფეთქების შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იყოს ამ წესის მე-14 და მე-16 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები;

 ზ) დაწვის ან დამარხვის ადგილების კადასტრი ამ წესის შესაბამისად მოკლული ცხოველებისთვის, რომლებიც გადამუშავდება ამ წესში მითითებული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

 თ) თითოეულ რეგიონში კომპეტენტური გარემოს დამცველი ორგანიზაციების განახლებული სია, რომლებთანაც დაკავშირება უნდა მოხდეს თურქულის აფეთქებისთანავე;

 ი) რუკები, რომლებზეც იდენტიფიცირებულია ტანხორცის დასამარხი შესაფერისი ადგილები, რომლებიც საფრთხეს არ შეუქმნის გარემოს, კერძოდ ზედაპირულ და გრუნტის წყლებს;

 კ) დასამუშავებელი და გადამამუშავებელი (უტილიზაცია) საწარმოების ჩამონათვალი, რომლებსაც უფლება აქვთ, დაამუშაონ ან გაანადგურონ ცხოველების ტანხორცი და ცხოველების ნარჩენები;

 ლ) ტანხორცის გახრწნის, კერძოდ, ზედაპირულ და გრუნტის წყლებში გავრცელების, ასევე სხეულის ქსოვილებისა და სითხის გარემოში გავრცელების თავიდან ასაცილებლად დეზინფექციის ჩატარების ღონისძიებებისა და კონტროლის ჩამონათვალი.

მუხლი 85. ექსპერტთა ჯგუფი

 სააგენტოს მიერ იქმნება ექსპერტთა მუდმივმოქმედი ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: ვეტერინარი ეპიდემიოლოგი, ვეტერინარი ვირუსოლოგი და მეცნიერი ვერტერინარი, რომელიც დაეხმარება სააგენტოს:

ა) თურქულის დაავადების აფეთქებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში:

ა.ა) კლინიკური სურათისა და ეპიდემიოლოგიურ შეფასებაში;

ა.ბ) განსახორციელებელ დამატებით ზომებთან ერთად ნიმუშის აღებასა და გამოკვლევებთან დაკავშირებით, თუქრულის დიაგნოსტიკისათვის;

ბ) თურქულის ეპიდემიის შემთხევაში სულ მცირე:

 ბ.ა) კლინიკური სურათის ადგილზე შეფასებასა და ეპიდემიოლოგიური მოკვლევის ჩატარებაში, რათა მოაგროვოს საჭირო ინფორმაცია შემდეგის დასადგენად:

ბ.ა.ა) ინფექციის წარმოშობა;

ბ.ა.ბ) ინფექციური აგენტების შეტანის თარიღი;

ბ.ა.გ) დაავადების შესაძლო გავრცელება;

ბ.ბ) სკრინინგის, ნიმუშის აღებასა და გამოკვლევებთან დაკავშირებით;

ბ.გ) თურქულის კონტროლის ზომებისა და სტრატეგიის განსაზღვრაში, მათ შორის კონსულტაციის გაწევაში სადგომებსა ან მე-15 მუხლში მითითებულ შენობებში ბიო-უსაფრხოების ღონისძიებებისა და გადაუდებელი ვაქცინაციის შესახებ;

ბ.დ) გეოგრაფიული, მეტეოროლოგიური და სხვა აუცილებელი ინფორმაციით ეპიდემიოლოგიური მონაცემების შეგროვებაში;

ბ.ე) ეპიდემიოლოგიური მონაცემების გაანალიზებასა და რისკის შეფასების განახორციელებაში რეგულარული ინტერვალებით;

ბ.ვ) ცხოველების ტანხორცისა და ნარჩენების გადამუშავების განხორციელებაში გარემოზე მინიმალური ზიანის მიყენებით.

გ) თურქულის დაავადების აფეთქების შემთხვევაში ექსპერტთა ჯგუფმა ანგარიში უნდა წარუდგინოს სააგენტოს.

მუხლი 86. თურქულის პრევენციისა და კონტროლის დამატებითი ღონისძიებები

1. აკრძალულია საზოგადოებრივი კვების ნარჩენების გამოყენება ცხოველების საკვებად.

2. დეტალური წესები თურქულის საწინააღმდეგო ზომებისთვის მღრღნელებისა ან ხორთუმიანების შემთხვევაში დგინდება სააგენტოს მიერ.

3. თუ არსებობს ეჭვი გარეული ცხოველების თურქულით დაინფიცირების შესახებ, სააგენტომ უნდა გაატაროს სათანადო ზომები დაავადების დასადასტურებლად ან გამოსარიცხად ყველა ამთვისებელი დახოცილი ან ნაპოვნი მკვდარი ცხოველის შემოწმებით, მათ შორის, ლაბორატორიული გამოკვლევით. ეჭვის შესახებ სააგენტომ უნდა აცნობოს ამთვისებლი ცხოველების მფლობელებს და მონადირეებს.

4. გარეულ ცხოველებში თურქულის პირველადი შემთხვევის დადასტურებისას სააგენტომ დაავადების გარცელების შესამცირებლად დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენოს ამ წესის 71-ე მუხლში მითითებული ზომები და უნდა შეადგინოს ამ წესის 72-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად თურქულის აღმოფხვრის გეგმა. დაავადების დადასტურების შესახებ მან უნდა აცნობოს ამთვისებელი ცხოველების მფლობელებს და მონადირეებს.

მუხლი 87. განსაკუთრებული ეპიდემიოლოგიური ზომების გატარება

თუ ამ წესში მითითებული ზომების განხორციელებისას, სააგენტო ჩათვლის, რომ რომელიმე ზომა არ შეესაბამება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ან თუ ამ წესის შესაბამისად გატარებული ზომების მიუხედავად თურქულის ვირუსის გავრცელების საფრთხე მაინც არსებობს, სააგენტოს უფლება აქვს, დაუყოვნებლივ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში განახორციელოს ეპიდემიოლოგიური გარემოების შესაბამისი ეკვივალენტური ეპიდემიოლოგიური ეფექტის მქონე ალტერნატიული ზომები.

მუხლი 88. ვაქცინის შესყიდვა, შემოწმება და მარაგები

1. სააგენტოს მიერ ვაქცინის შესყიდვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ვაქცინის შესყიდვის ტექნიკურ პირობებს ადგენს სააგენტო;

3. ტექნიკური პირობების შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სულ მცირე შემდეგი მოთხოვნები:

ა) ვაქცინის დოზის ერთეულად აღებულ უნდა იქნეს მსხვილფეხა საქონლის საიმუნიზაციო დოზა;

ბ) ვაქცინის შემადგენლობაში შემავალ თითოეულ სეროტიპზე დამცველობითი დოზა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 6PD50;

გ) ვაქცინას მოწოდებისას თან უნდა ახლდეს: თითოეულ სერიაზე ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი ან ამ სერტიფიკატის ეკვივალენტური დოკუმენტი, GMP სერტიფიკატი, წარმოშობის სერტიფიკატი, საქართველოში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ვაქცინის ინსტრუქცია (ნოტარიულად ნათარგმნი ქართულ ენაზე) და ვაქცინის დახასიათება. დოკუმენტაციაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ფლაკონის გახსნიდან მისი გამოყენების ვადა, ვაქცინაციის სქემა;

დ) მომწოდებლის პასუხისმგებლობა ვაქცინის ინსტრუქციით გათვალისწინებულ შენახვის პირობების, ვაქცინის ტრანსპორტირებისას შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის (ცივი ჯაჭვის პრინციპი) დაცვაზე, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი ჩანაწერებით;

ე) ვაქცინის ფლაკონის ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს არანაკლებ შემდეგი სახის ინფორმაცია: ვაქცინის დასახელება, ვაქცინის მოცულობა, სხვადასხვა სახეობის ცხოველებისათვის რეკომენდებული დოზა, ვაქცინის გამოშვების, ვარგისიანობის ვადა, ვაქცინის შემცველი სეროტიპები, სერიის ნომერი, ვაქცინის შენახვის პირობები და მისი გამოყენების მეთოდები, ხოლო ვაქცინის ყუთზე (რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს თერმო კონტეინერის სახით) მითითებული უნდა იყოს: ვაქცინის დასახელება, ყუთში ფლაკონების რაოდენობა, ვაქცინის გამოშვების თარიღი, ვარგისიანობის ვადა, ვაქცინის შემცველი სეროტიპები, სერიის ნომერი, ვაქცინის შენახვის პირობები;

ვ)  ვაქცინა ცხოველის ორგანიზმში არ უნდა იწვევდეს სამი ABC არასტრუქტურული ცილების (NSP) საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნას;

ზ) ინფორმაცია ვაქცინაში შემავალი შტამების, თითოეულ სეროტიპზე დამცველობითი დოზის, სამი ABC არასტრუქტურული ცილების (NSP) საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნის სტატუსის შესახებ უნდა დასტურდებოდეს OIE-ის ან FAO-ის რეფერალური ლაბორატორიის მიერ;

თ) მზა ვაქცინებს გავლილი უნდა ჰქონდეს წარმოებისა და ხარისხის კონტროლი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის OIE-ის (სადიაგნოსტიკო ტესტებისა და ვაქცინების სახელმძღვანელო) და ევროპული ფარმაკოპეის სტანდარტებს.

4.სააგენტომ საგანგებო ზომების გეგმის ფარგლებში უნდა იქონიოს საქართველოში რეგისტრირებული ვაქცინ(ებ)ის გადაუდებელი ვაქცინაციისთვის საჭირო რეზერვები.

5. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ვაქცინების უსაფრთხო შენახვისა და გამოყენების პირობების დაცვა.

6. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ვაქცინის შეცვლის საჭიროებისას, მათ შორის, ქვეყნისათვის ეგზოტიკური შტამის დადასტურებისას, სააგენტომ მოკლე ვადაში უნდა უზრუნველყოს არსებული ვაქცინის შეცვლა შესაბამისი ვაქცინით.

7. სააგენტო უფლებამოსილია, შეამოწმოს გამოყენებისთვის გამიზნული ვაქცინების იმუნოგენობა და უვნებლობა.

მუხლი 89. თურქულის გამომწვევ ვირუსზე მომუშავე ლაბორატორა

1. თურქულის გამომწვევ ცოცხალ ვირუსზე ლაბორატორიული გამოკვლევის, ასევე დამადასტურებელი დიაგნოსტიკის მიზნით, მუშაობა ნებადართულია საქართველოს  სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში (შემდგომში - ლაბორატორია), რომელიც განსაზღვრულია ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში მონაწილე ლაბორატორიად.

2. ლაბორატორია, რომელიც მუშაობს თურქულის გამომწვევ ცოცხალ ვირუსზე, უნდა აკმაყოფილებდეს ან ზედმიწევნით ასრულებდეს ევროკომისიის მიერ დადგენილ ბიო-უსაფრთხოების სტანდარტებს - ,,მინიმალური სტანდარტები ლაბორატორიებისთვის, რომლებიც მუშაობენ თურქულის გამომწვევ ვირუსზე ხელოვნურ პირობებში და ცოცხალ ორგანიზმში”.

3. ლაბორატორიაში დაცულ უნდა იქნეს ბიოუსაფრთხოების სტანდარტები.

4. ლაბორატორია, რომელსაც თურქულის გამომწვევ ცოცხალ ვირუსთან, მის გენომთან, ანტიგენებთან ან ასეთი ანტიგენებისგან წარმოებულ ვაქცინებთან აქვს შეხება კვლევის, დიაგნოსტიკის ან წარმოების მიზნით უნდა იქნეს გაკონტროლებული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში  -  სამინისტროს) მიერ.

5. ლაბორატორია, რომელიც მუშაობს თურქულის გამომწვევ ცოცხალ ვირუსზე ან ინაქტივირებულ ანტიგენზე ექვემდებარება არანაკლებ ორ შემოწმებას სამინისტროს მიერ ხუთი წლის განმავლობაში, ერთ-ერთი შემოწმება ხორციელდება გაფრთხილების გარეშე.

6. სამინისტრო შემოწმებას ახორციელებს მაკონტროლებელი ჯგუფის საშუალებით, რომელიც შედგება არანაკლებ თურქულის დაავადების ექსპერტისაგან და ლაბორატორიებში ბიოუსაფრთხოების საკითხებზე, კერძოდ მიკრობიოლოგიურ რისკებზე მომუშავე ერთი დამოუკიდებელი ექსპერტისგან.

7. მაკონტროლებელი ჯგუფი ვალდებულია, ანგარიში წარუდგინოს სოფლის მეურნეობის მინისტრს.

მუხლი 90. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია

1. ლაბორატორიამ უნდა ითანამშრომლოს რეფერენს ლაბორატორიასთან, სადაც საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სათანადო ნიმუშების გაგზავნას.

2. ამ წესში მითითებული ლაბორატორიული გამოკვლევები პირველ რიგში ხორციელდება თურქულის დადასტურებით ან გამორიცხვით, ასევე სხვა ვაზიკულარული დაავადებების გამორიცხვით.

3. თუ თურქულის ეპიდემია დადასტურდება და ვირუსის სეროტიპი დადგინდება, ეს ვირუსი ანტიგენურად უნდა დახასიათდეს ვაქცინის შტამებთან მიმართებაში. საჭიროების შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს რეფერენს ლაბორატორია.

4. ვეზიკულარული დაავადების ნიშნების მქონე ღორებიდან აღებული ნიმუშები, რომლებიც უარყოფითია თურქულის გამომწვევ ვირუსზე, საჭიროების შემთხვევაში, შემდგომი გამოკვლევასათვის უნდა გაიგზავნოს რეფერენს ლაბორატორიაში.

5. ამ წესით დადგენილ ლაბორატორიულ გამოკვლევებთან დაკავშირებული მოთხოვნების შესასრულებლად ლაბორატორია აღჭურვილი უნდა იქნეს ადეკვატურად და დაკომპლექტებული სათანადო რაოდენობის მომზადებული პერსონალით.

6. ლაბორატორია თურქულის და სხვა ვეზიკულარული დაავადებების გამოკვლევებთან, კვლევებთან და დადასტურებასთან დაკავშირებით ახორციელებს არანაკლებ ქვემოთ მითითებულ ფუნქციებსა და მოვალეობებს, კერძოდ:

ა) ლაბორატორიამ უნდა უზრუნველყოს უწყვეტი მომსახურება ვეზიკულარული ვირუსული დაავადებების დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით და სწრაფი თავდაპირველი დიაგნოსტირების უზრუნველყოფისთვის უნდა იყოს სათანადოდ აღჭურვილი და კვალიფიციური;

ბ) ლაბორატორიამ უზრუნველყოს მარაგი თურქულის გამომწვევი ვირუსის ყველა სეროტიპის ინაქტივირებული რეფერენტული შტამების და ვირუსების საწინააღმდეგო იმუნური შრატების, ასევე სწრაფი დიაგნოსტიკისთვის საჭირო სხვა ყველა რეაგენტის. შესაბამისი უჯრედოვანი კულტურები მუდმივად მზად უნდა იყოს უარყოფითი დიაგნოზის დადასტურებისთვის;

გ) ლაბორატორია სათანადოდ აღჭურვილი და კვალიფიციური უნდა იყოს მსხვილ მასშტაბიანი სეროლოგიური კონტროლისთვის;

დ) პირველადი ეპიდემიის დროს ყველა საეჭვო სინჯები უნდა შეგროვდეს და სწრაფად იქნეს ტრანსპორტირებული, პროტოკოლის შესაბამისად, ლაბორატორიაში. ამასთან, მზადყოფნაში უნდა იქნეს მოყვანილი ნიმუშების შეგროვებისათვის საჭირო ხელსაწყოები და აღჭურვილობა.

ე) ანტიგენების სკრინინგი და გენური დახასიათება უნდა განხორციელდეს ყველა ვირუსზე, რომელიც განსაზღვრავს დაავადებების ახალი აფეთქების დაწყებას. ზემოხსენებული ქმედებები შეიძლება შეასრულოს ლაბორატორიამ, თუ ამის საშუალებები არსებობს. სხვა შემთხვევაში, პირველი შესაძლებლობისთანავე, ლაბორატორიამ პირველადი შემთხვევის ვირუსის ნიმუში უნდა გადააგზავნოს რეფერენს ლაბორატორიაში დასადასტურებლად და შემდგომი დახასიათებისთვის;

ვ) ლაბორატორია გამოკვლევის შედეგებს აწვდის სააგენტოს;

ზ) ლაბორატორიამ უნდა ითანამშრომლოს რეფერენს ლაბორატორიასთან და სხვა ქვეყნის ეროვნულ ლაბორატორიებთან დიაგნოსტიკის გაუმჯობესებული მეთოდების შემუშავებისა და შესაბამისი მასალების და ინფორმაციის გაცვლის მიზნით;

თ) ლაბორატორიამ მონაწილეობა უნდა მიიღოს რეფერენს ლაბორატორიის მიერ ორგანიზებულ ხარისხის უზრუნველყოფისა და სტანდარტიზაციის ღონისძიებებში (ლაბორატორიათშორისი გამოცდა);

ი) ლაბორატორიამ უნდა გამოიყენოს ის ტესტები და სტანდარტები, რომლებიც აკმაყოფილებს ან აღემატება ამ წესის 91-ე მუხლში განსაზღვრულ კრიტერიუმებს. ლაბორატორიამ დაინტერესებულ მხარეს მოთხოვნისთანავე უნდა მიაწოდოს მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ გამოყენებული ტესტი აკმაყოფილებს ან აღემატება აღნიშნულ მოთხოვნებს;

კ) სააგენტოს მიერ კონტროლის ზომების დროულად განხორციელების მიზნით (დაგვიანების თავიდან აცილების მიზნით), ლაბორატორიას უნდა ჰქონდეს სათანადო კომპეტენცია იმისათვის, რომ დაადგინოს ვეზიკულარული დაავადების გამომწვევი ვირუსები და ენცეფალომიოკარდიტის ვირუსი;

ლ) ლაბორატორიის ტერიტორიულ ორგანოებს, რომლებიც არ ახორციელებენ ვირუსის გამოვლენას ვეზიკულარული დაავადებების საეჭვო შემთხვევიდან აღებულ ნიმუშებში, არ მოეთხოვებათ ამ წესის 89-ე მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ბიო-უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, მაგრამ ვალდებულნი არიან, ჰქონდეთ დადგენილი პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს თურქულის გამომწვევი ვირუსის შესაძლო გავრცელების ეფექტურ პრევენციას.

7. ლაბორატორიამ უნდა ითანამშრომლოს სხვა ლაბორატორიებთან, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვთ სხვადასხვა ტესტის, მათ შორის, სეროლოგიური ტესტის ჩატარების უფლება.

მუხლი 91. სტანდარტები და ტესტები თურქულის დიაგნოზისა და სხვა ვეზიკულარული დაავადებების დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის

 1. ლაბორატორია ვალდებულია დანერგოს და გამოიყენოს OIE-ის სახელმძღვანელოთი განსაზღვრული სტანდარტები და ტესტები.

2. ლაბორატორიის მიერ თურქულის დაავადებასთან და სხვა ვეზიკულარული ვირუსული დაავადებების დიაგნოზისთვის გამოყენებულ უნდა იქნეს შემდეგი ტესტები (ლაბორატორიული დიაგნოსტიკური პროცედურა):

ა) რეკომენდებული პროცედურები - OIE-ის სახელმძღვანელოში აღწერილი დიაგნოსტიკური ტესტები;

ბ) ალტერნატიული პროცედურები - OIE-ის სახელმძღვანელოში “ალტერნატიულ ტესტებად” განსაზღვრული ან სხვა ტესტები, რომლებიც არ არის შეტანილი OIE-ის სახელმძღვანელოში, რომელთა გამოყენება ნებადართულია იმ პირობით, რომ ტესტის შესრულება დაადასტურებს OIE-ის სახელმძღვანელოში განსაზღვრული ყველაზე მკაცრი მგრძნობელობის და სპეციფიურიობის შესაბამისობას ან გადაჭარბებას.

3. ლაბორატორიამ უნდა აწარმოოს და შეინახოს საჭირო ჩანაწერები, რომლებიც ასახავენ მათი ტესტირების პროცედურების შესაბამისობას OIE-ის მოთხოვნებთან.

4. ლაბორატორია ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს რეფერენს ლაბორატორიის, საერთაშორისო ორგანიზაციის, როგორიცაა OIE, გაერთიანებული ერების სასურსათო და სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაცია (FAO) ან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ პერიოდული სტანდარტიზაციის და ხარისხის უზრუნველყოფის ლაბორატორიათშორის გამოცდებში.

 5. ლაბორატორია ვალდებულია, შეიმუშაოს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა პროგრამები, რისთვისაც გამოყენებული უნდა იქნეს ლაბორატორიის ხარისხის შეფასების შესახებ OIE-ის სახელმძღვანელოში მითითებული სპეციფიკაციები და ხარისხის უზრუნველყოფის ფარგლებში უნდა დაადასტუროს ჩვეულებრივ რეჟიმში ტესტების შესაბამისობა OIE-ის სახელმძღვანელოში განსაზღვრულ ყველაზე მკაცრ მგრძნობელობის და სპეციფიურობის მოთხოვნებთან.

6. საველე პირობებში აღებული მასალა უნდა გაეგზავნოს ლაბორატორიას თუ ასეთი ნიმუშები ხელმისაწვდომი ან შესაფერისი არ არის ტრანსპორტირებისთვის, მისაღებია იმავე მასპინძელი სახეობებიდან მიღებული ცხოველის პასაჟირებული მასალა ან მოკლევადიანი პასაჟირებული უჯრედოვანი კულტურის მასალის აღება ეროვნული ლაბორატორიის მიერ. წარმოდგენილ უნდა იქნეს აგრეთვე ცხოველის ან უჯრედოვანი პასაჟირების მასალის ისტორია.

 7. ვეზიკულარული დაავადების გამომწვევი ვირუსის დიაგნოსტიკისთვის ნიმუშების ტრანსპორტირება შესაძლებელია 40 C-ზე, თუ მიმღებ ლაბორატორიამდე ტრანსპორტირების დრო ნაკლებია 24 საათზე.

 8. ეზოფაგურ-ფარინგალური (ზონდი) ნიმუშების ტრანსპორტირებისას რეკომენდებულია მათი განთავსება მყარ ნახშირორჟანგზე ან თხევად აზოტზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გამორიცხული არ არის დაგვიანება/შეფერხება აეროპორტებში ტრანსპორტირებისას.

 9. საჭიროა სპეციალური წინასწარი ზომების მიღება თურქულის დაავადებაზე საეჭვო შემთხვევებიდან აღებული მასალის უსაფრთხო შეფუთვისთვის, როგორც ქვეყნების ფარგლებში, ასევე ფარგლებს გარეთ გაგზავნისას, კონტეინერების გატეხის ან გაჟონვის და დაბინძურების რისკის პრევენციისთვის, ასევე მნიშვნელოვანია ნიმუშების დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში ჩამოსვლის უზრუნველყოფა. შეფუთვიდან წყლის გაჟონვის პრევენციისათვის უმჯობესია ,,სველი“ ყინულის პაკეტების გამოყენება.

10. ნიმუშების გაგზავნამდე მიმღებ ლაბორატორიას უნდა ეცნობოს მასალის გაგზავნის შესახებ და შედგეს მიღების შესახებ შეთანხმება.

11. ლაბორატორიის მიერ თურქულის დაავადებასთან და სხვა ვეზიკულარული ვირუსული დაავადებების დიაგნოზისთვის გამოყენებულ უნდა იქნეს შემდეგი სტანდარტები (რეფერენტული რეაგენტი, რომელიც გახდა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი რამდენიმე სხვადასხვა ლაბორატორიაში განხორციელებული შედარებითი ტესტირების პროცედურის შემდეგ) - OIE-ის სახელმძღვანელოში მითითებული პროტოკოლები, რომლებიც ითვალისწინებს ვირუსის გამოყოფის, ანტიგენის, ნუკლეინის მჟავას და ანტისხეულის (სტრუქტურული და არასტრუქტურული ცილის) გამოვლენის სტანდარტულ პროცედურას ვეზიკულარულ დაავადებებთან დაკავშირებით.

ცხრილი

კრიტერიუმი, რომლის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება დამცავი (პროფილაქტიკური) ვაქცინაციის გამოყენებაზე და სახელმძღვანელო მითითებები გადაუდებელი ვაქცინაციის პროგრამებზე

1. კრიტერიუმი, რომლის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება დამცავი (პროფილაქტიკური) ვაქცინაციის გამოყენებაზე

 

კრიტერიუმი

გადაწყვეტილება

ვაქცინაციისათვის

ვაქცინაციის საწინააღმდეგოდ

ამთვისებელი ცხოველების სიმჭიდროვე

მაღალი

დაბალი

კლინიკურად დაავადებული დომინირებული სახეობები

ღორები

მცოხნავი ცხოველები

პოტენციურად დაინფიცირებული ცხოველების ან მათი პროდუქტების გადაადგილება დამცავი ზონის გარეთ

მტკიცებულება

მტკიცებულების გარეშე

დაინფიცირებული სადგომებიდან ვირუსის პროგნოზირებული ჰაერ-წვეთოვანი გზით გავრცელება

მაღალი

დაბალი ან არარსებული

შესაბამისი ვაქცინა

ხელმისაწვდომია

არ არის ხელმისაწვდომი

 

აფეთქების წარმოშობა(მიკვლევადობა)

უცნობია

ცნობილია

აფეთქების სიხშირის მრუდი

სწრაფად მზარდი

მცირე ან ნელი ზრდა

აფეთქების გავრცელება

ფართოდ გავრცელებული

შეზღუდული

საზოგადოების რეაქცია სრული აღმოფხვრის პოლიტიკაზე

ძლიერი

სუსტი

რეგიონალიზაციის დაშვება ვაქცინააციის შემდეგ

დიახ

არა

2. დამატებითი კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილება გადაუდებელი ვაქცინაციის შემოღების შესახებ

 

კრიტერიუმი           

                       

 

გადაწყვეტილება

ვაქცინაციისთვის

ვაქცინაციის საწინააღმდეგოდ

რეგიონალიზაციის აღქმა სხვა ქვეყნების მიერ

ცნობილია

უცნობია

კონტროლის სტრატეგიის ეკონომიკური შეფასება

თუ გათვალისწინებულია, რომ კონტროლის სტრატეგია გადაუდებელი ვაქცინაციის გარეშე გამოიწვევს მნიშვნელოვნად მაღალ ეკონომიკურ ზარალს სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორებში.

 

თუ გათვალისწინებულია, რომ კონტროლის სტრატეგია გადაუდებელი ვაქცინაციით გამოიწვევს მნიშვნელოვნად მაღალ ეკონომიკურ ზარალს სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორებში.

თუ გათვალისწინებულია, რომ 24/48-საათიანი წესის შესრულება შეუძლებელია ეფექტურად მომდევნო ორი დღის განმავლობაში

დიახ

არა

ამთვისებელი ცხოველების სრული დახოცვის პოლიტიკის მნიშვნელოვანი სოციალური და ფსიქოლოგიური გავლენა

დიახ

არა

ცხოველური პროდუქტების ინტენსიური მწარმოებელი სადგომების არსებობა ამთვისებელი ცხოველების დაბალ სიმჭიდროვეში

დიახ

არა