გორის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

  • Word
გორის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2850
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020648
  • Word
2850
30/12/2015
ვებგვერდი, 21/01/2016
000000000.00.003.020648
გორის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2850

2015 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

გორის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება გორის მუნიციპალიტეტს 2015 წლის 12-13 ნოემბერს მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები, 815 400 (რვაას თხუთმეტი ათას ოთხასი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

პრემიერ-მინისტრი                               გიორგი კვირიკაშვილი