ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/01/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 16/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.170.016162
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2
08/01/2016
ვებგვერდი, 13/01/2016
190040000.35.170.016162
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/01/2016 - 11/02/2016)

 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2016 წლის 8 იანვარი

ქ. ზუგდიდი

 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4  პუნქტების, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების  შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად და „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 დეკემბრის №80 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ქალაქ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 თებერვლის №14 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია



 დანართი

ქალაქ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან  სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესი


   ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან (შემდგომში - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი)  სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში (შემდგომში - მერია) წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახური უზრუნველყოფს დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებაში(ებში) სისტემატურ შემოწმებას (ცვლილებ(ა)(ებ)ში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახ(ებ)ის გამოვლენა ან გაუქმება), რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა).

თავი I
სოციალური დახმარების სახეები

 


მუხლი 1. ფულადი სოციალური დახმარების სახეები
1.  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფულადი  

დახმარებები:

ა) ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა;

ბ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა;

დ) მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა;

ე) ხანდაზმულ (100 და მეტი წლის) და ღვაწლმოსილი მოქალაქეების სოციალური დაცვა;

ვ) უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა (2016  წელს ხანძრით და სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარება, ასევე, უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა);

ზ) დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა;

თ) უმწეო ოჯახების გათბობის საშუალებებით  და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მატერიალური უზრუნველყოფის პროგრამა;

ი) შშმ პირთა სტატუსის მქონე ბენეფიციართა და მომვლელის საჭიროების მქონე  ხანდაზმულის (ქალები 60 წლის და მამაკაცები 65 წლის ასაკიდან) შინ მოვლის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მოვლის საჭიროების მქონე მძიმე ავადმყოფებისათვის მოვლის საზღაურის დაფინანსებას;

კ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების   გაუმჯობესების  მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის გზით, წარმოდგენილი და მოწონებული პროექტების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეებიდან უსახლკარო ოჯახთა ბინის ქირით უზრუნველყოფა, ვეტერანთა კავშირის დაფინანსება და მე-2 მსოფლიო ომის ადგილობრივ ვეტერანთა პენსიაზე დანამატის გაცემა, ასევე მოვლის საჭიროების მქონე მძიმე ავადმყოფებისათვის და მოვლის საჭიროების მქონე ომის ვეტერანის მოვლის საზღაურის დაფინანსება, მარტოხელა დედების დახმარება, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილი ქორწინების გარეშე, ქალაქ ზუგდიდში ღვაწლმოსილი  პენსიის ასაკის მოქალაქეების 100-ლარიანი დანამატი (10 ბენეფიციარი) და ჰემოდიალიზის პაციენტთა ტრანსპორტირების თანხის ანაზღაურება  ყოველთვიური ხასიათისაა მთელი წლის განმავლობაში, ხოლო სოციალური დახმარების სხვა დანარჩენი სახეები ერთჯერადი ხასიათისაა და მათი გაცემა წელიწადში ერთხელ ხდება.


მუხლი 2. არაფულადი სოციალური დახმარების სახეები
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის არაფულადი სოციალური დახმარებები:

  ა) მზრუნველობამოკლებულ პირთა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა;

  ბ) სადღესასწაულო დღეების დახმარება;

  გ) უმწეო ოჯახების შეშით  უზრუნველყოფა;

  დ) უმწეო ოჯახების მეორადი სახურავებით უზრუნველყოფა;

  ე) მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურება;

  ვ) სოციალური საცხოვრისის გაზიფიკაცია და ეზოს კეთილმოწყობა.


თავი II
ბენეფიციართა კატეგორიები და ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გასაცემად

საჭირო დოკუმენტაცია

 


მუხლი 3. ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის ღონისძიებების პროგრამა
  1. პროგრამა ითვალისწინებს:

ა) 9 მაისთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის ერთჯერად ფულად დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

ბ) ომის ვეტერანთა სარიტუალო მომსახურებას. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის ან საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში ვეტერანის ან ომის მონაწილის ოჯახს უფლება აქვს ისარგებლოს სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებით 300 (სამასი) ლარის ოდენობით. სარიტუალო თანხები გაიცემა  დევნილ ვეტერანებზეც;

გ) მომვლელის საჭიროების მქონე ვეტერანის მოვლის საზღაური თვეში 100 ლარის ოდენობით;

დ) ომის ვეტერანთა ზუგდიდის კავშირის ფინანსურ უზრუნველყოფას ამავე კავშირის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე; 

ე) აგვისტოს თვეში, საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული, ქალაქ ზუგდიდში რეგისტრირებული-ბადრი ბერანძის ოჯახის ფინანსური ხელშეწყობა 1000 ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) გარდაცვალების მოწმობა (ასლი);

გ) ვეტერანის მოწმობა (ასლი);

დ) გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ვეტერანი დევნილის შემთხვევაში დევნილის მოწმობის ასლი;

ვ) მომვლელის საჭიროების მქონე ვეტერანის პირადობის და ვეტერანის მოწმობის ასლი;

ზ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

თ) საბანკო ანგარიშის ნომერი.


მუხლი 4. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
1.   მარტოხელა დედების დახმარება, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილი ქორწინების გარეშე

ყოველთვიური დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

ა) დახმარების მისაღებად მოქალაქემ  მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) განცხადება მერის სახელზე;

ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი;

ა.დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.

2.   მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება რომელთაც ჰყავთ  18 წლამდე ასაკის 4 ან მეტი შვილი, წლიური დახმარება.  დახმარების თანხა: 4 შვილზე-400 (ოთხასი) ლარი, 5 შვილზე-500 (ხუთასი) ლარი, 6 შვილზე-600 (ექვსასი) ლარი, 7 შვილზე-700 (შვიდასი) ლარი, 8 შვილზე-800 (რვაასი) ლარი, 9 შვილზე-900 (ცხრაასი) ლარი და ა. შ.

ა) დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) განცხადება მერის სახელზე;

ა.ბ) დედის ან მამის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;

ა.დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.

3. დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე ერთჯერადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

ა) დახმარების მისაღებად მეურვემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) განცხადება მერის სახელზე;

ა.ბ) დედის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ა.გ) მამის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ა.დ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.ე) თითოეული ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

ა.ვ) მეურვეობის ცნობა;.

ა.ზ) მეურვის საბანკო ანგარიშის ნომერი.

4. ტყუპი შვილის შეძენისას (ახალშობილი) დახმარების თანხა 500 (ხუთასი) ლარი,

ა) დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) განცხადება მერის სახელზე;

ა.ბ) დედის ან მამის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;

ა.დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.

5.  პირველი-მეორე შვილის (ახალშობილის) შეძენა(უმწეო ოჯახები)- 200 (ორასი) ლარი,

ა) დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) განცხადება მერის სახელზე;

ა.ბ)  დედის ან მამის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ)  ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან უმწეობის შესახებ(სარეიტინგო ქულა 65000-ზე ნაკლები);

ა.დ)  ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

ა.ე) მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.


მუხლი 5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მკვეთრად გამოხატული) სოციალური დაცვა
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მკვეთრად გამოხატული) 18    წლამდე ასაკის უნარშეზღუდული და  მძიმე ქრონიკული ავადმყოფობის მქონე, ასევე, სმენადაქვეითებული (ყრუ–მუნჯი)  ბავშვებისთვის-200 ლარით;  სმენადაქვეითებულებს (ყრუ-მუნჯი, მკურნალობის პროცესში მყოფ ონკოლოგიურ ავადმყოფებს - 200   ლარით. ასევე, შშმ პირთა სტატუსის მქონე ბენეფიციართა და მომვლელის საჭიროების მქონე ხანდაზმულის (ქალები 60 წლის და მამაკაცები 65 წლის ასაკიდან) შინ მოვლის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მოვლის საჭიროების მქონე მძიმე ავადმყოფებისათვის მოვლის საზღაურის დაფინანსებას ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით (სოციალურად დაუცველი 10 ოჯახი).

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ)  მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ)  პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ინვალიდობის მოწმობა ან ცნობა (I  ჯგუფი). ონკოლოგიური ავადმყოფობის შემთხვევაში 2016 წელს გაცემული  ფორმა  N100;

დ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);

ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.


მუხლი 6. მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა
1. მარჩენალდაკარგულ პირზე, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, წლიური ერთჯერადი დახმარების თანხა 200 (ორასი) ლარი.

2.      დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) 18 წლამდე ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) დედის ან მამის გარდაცვალების  მოწმობის ასლი;

ე) მეურვეობის დოკუმენტი;

ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი.


მუხლი 7. ხანდაზმული და ღვაწლმოსილი მოქალაქეების სოციალური დაცვა
1. 100  წელს  გადაცილებულ ხანდაზმულთა  წლიური დახმარების თანხა 500 (ხუთასი) ლარი და ქალაქ ზუგდიდში ღვაწლმოსილი  პენსიის ასაკის მოქალაქეების ყოველთვიური 100 ლარიანი დანამატი (10 ბენეფიციარი).  ღვაწლმოსილი  პენსიის ასაკის მოქალაქეების ყოველთვიური 100 ლარიანი დანამატი.

2.დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ოჯახის წევრის ან განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ოჯახის წევრის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა ან მემკვიდრეობის ცნობა;

ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.


მუხლი 8. 2016 წელს ხანძრით და სტიქიით (ქარბუქით, დიდთოვლობით და სხვა    სტიქიური მოვლენების შედეგად) დაზარალებული ოჯახების დახმარება 
1.  დახმარება გაიცემა ერთჯერადად 300-დან 1000 ლარამდე, რომელიც განისაზღვრება სახლის დაზიანებული ფართობისა და ხარისხის მიხედვით.

ა) დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) განცხადება მერის სახელზე;

ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ)  ცნობა სახანძროდან ხანძრის შემთხვევაში;

ა.დ) სხვა სტიქიური მოვლენების დროს (ხანძრის გარდა) სოციალური სტატუსის (უმწეობის 65.000-მდე) დამადასტურებელი ცნობა;

ა.ე) სოციალური კომისიის ექსპერტის მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვა  სტიქიური მოვლენების შემთხვევაში;

ა.ვ)  საბანკო ანგარიში.

2) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკაროდ დარჩენილი ყველაზე მძიმე ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები 70 უმწეო კატეგორიის (სარეიტინგო ქულა 70 000-ზე დაბალი) ოჯახის დახმარება ყოველთვიურად ბინის ქირის გადახდის მიზნით. (თითოეულ ოჯახზე თვეში 100 ლარის ოდენობით).

ა) დახმარების მისაღებად მოქალაქემ  მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) განცხადება მერის სახელზე;

ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ცნობა რეესტრიდან ქონების შესახებ;

ა.დ) უმწეობის მოწმობა;

ა.ე) სხვა არსებული დოკუმენტები;

ა.ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი.


მუხლი 9. უმწეო ოჯახების შეშით უზრუნველყოფის პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის საშუალებებით უზრუნველყოფის და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მატერიალური დახმარების პროგრამა  
1. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობის, რომელთა  სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65.000, ზამთრისათვის საჭირო შეშით უზრუნველსაყოფად ერთჯერადად  გაიცემა 100 (ასი) ლარი. განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე ოჯახების (უკიდურესად ღატაკი, მრავალშვილიანები, შშმ პირები, მარჩენალდაკარგულები, მარტოხელა დედები, მარტოხელა პენსიონრები და ა. შ.) ფინანსური მხარდაჭერა წელიწადში ერთხელ განსაკუთრებული საჭიროებისას, 1000 ლარის  ფარგლებში.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ  მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) უმწეობის მოწმობა;                                              

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.


მუხლი 10. დევნილთა მხარდაჭერის  პროგრამა
1. ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უმწეო ოჯახის (სარეიტინგო ქულა 65.000-მდე) დაკრძალვისათვის  დახმარების თანხა ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ  მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

გ) მემკვიდრის დევნილის მოწმობის ასლი;

დ) მემკვიდრის პირადობის მოწმობის ასლი;

ე) გარდაცვლილის პირადობის და დევნილის მოწმობის ასლები;

ვ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები (მეუღლის ქორწინების მოწმობა ან შვილის დაბადების მოწმობის ასლები);

ზ) უმწეობის დამადასტურებელი ცნობა (სარეიტინგო ქულა 65.000-მდე);

თ) საბანკო ანგარიშის ნომერი.


მუხლი 11. მიუსაფართა სასადილოს დაფინანსება 
1. განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთა ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფა.

2. კვების უზრუნველსაყოფად მოქალაქემ  მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) უმწეობის მოწმობა(სარეიტინგო ქულა  65.000-მდე);

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) სხვა არსებული დოკუმენტები.


მუხლი 12. პროგრამა ,,სოციალური საცხოვრისი კეთილმოწყობილ გარემოში“
სოციალური სახლი, სადაც ჩასახლებულია  უმწეო კატეგორიის უსახლკარო ოჯახები,    წარმოადგენს ამ ოჯახთა დროებით თავშესაფარს. აღნიშნულ ოჯახებში ეკონომიური პირობების გაუმჯობესების ან სხვა სახის ცვლილებების შემთხვევაში შესაბამისი კომისიის მიერ მოხდება მათი ჩანაცვლება სხვა უმწეო  და უსახლკარო ოჯახებით. 

მუხლი 13. სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა

 

საახალწლოდ, სააღდგომოდ  მიუსაფართა სასადილოს ბენეფიციართათვის, მეორე მსოფლიო  ომის  ვეტერანებისათვის, დედ-მამით  ობოლი  ბავშვებისათვის  და სოციალურ საცხოვრისში ჩასახლებული ოჯახებისთვის  ხდება საჩუქრების შეძენა სურსათის სახით.

მუხლი 14. ჰემოდიალიზის პაციენტთა ტრანსპორტირება
1. ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ქალაქ ზუგდიდში ჩართული და ქალაქ ზუგდიდში რეგისტრირებული პაციენტების (20 მოქალაქე) ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება თითოეული თვეში 50 ლარის ოდენობით.

2.ხარჯების ასანაზღაურებლად მოქალაქემ  მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის ცნობა (ფორმა N100) შესაბამისი დაწესებულებიდან;

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.


თავი III
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა

მუხლი 15. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი სამსახური
1. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს მერიის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახური.

2. მერიის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახური პასუხისმგებელია დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.


თავი IV
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის,

ვეტერანთა და დევნილთა  სამსახურის მიერ სოციალური დახმარების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება


მუხლი 16. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა
მერიაში შემოსულ განცხადებებს განიხილავს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახური.

 


მუხლი 17. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება
1. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრეციული კოდექსის IV თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.

2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.

3. სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ხდება  მერის  ბრძანების საფუძველზე.


თავი V
გარდამავალი დებულებანი

მუხლი 18. გარდამავალი დებულებანი
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება გაიცემა ქალაქ ზუგდიდში რეგისტრირებულ ადგილობრივ და დევნილ ბენეფიციარებზე. დაუშვებელია ფულადი სოციალური დახმარებების გაცემა  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის, იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური სოციალური პროგრამებით დახმარების მიმღებნი.