„საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №10/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №10/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/2016
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 04/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 010320010.15.008.016241
2/2016
04/01/2016
ვებგვერდი, 05/01/2016
010320010.15.008.016241
„საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №10/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №2/2016

2016 წლის 4 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №10/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №10/2012 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 05/03/2012, 010320010.15.008.016028) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დებულების პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” შესაბამისად და განსაზღვრავს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის ორგანიზების პროცედურებს, ჩატარების წესსა და კონკურსის პირობებს.”;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური პასუხისმგებელია უზრუნველყოს ამ დებულებით დადგენილი პროცედურების ეფექტური და სრულყოფილი შესრულება, აწარმოოს მონიტორინგი პროცედურის პრინციპების დაცვაზე.”;

2. დებულების მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონკურსის ამოცანას წარმოადგენს კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.

3. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსი ტარდება ობიექტურობის, სამართლიანობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, საჯაროობის, მიუკერძოებლობის, კოლეგიურობის და კორექტულობის პრინციპების გათვალისწინებით.”;

3. დებულების მე-5 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ცესკო განკარგულებით ქმნის საკონკურსო კომისიის სამდივნოს (შემდგომში – სამდივნო).

2. სამდივნო იქმნება ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის თანამშრომლებისაგან, რომელსაც ხელმძღვანელობს ამავე სამსახურის უფროსი.”;

ბ) მე-3 პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უზრუნველყოფს კონკურსის ყველა ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტას, მათ შორის, კანდიდატთა განცხადებების მიღებას, წარმოდგენილი დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას და კანდიდატთა რეგისტრაციას შესაბამის ჟურნალში; ”;

4. დებულების მე-6 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ინფორმაცია კონკურსის გამოცხადების შესახებ ქვეყნდება ცესკოს ვებგვერდზე (www.cec.gov.ge) და სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge ).”

5. შეტყობინება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) საოლქო საარჩევნო კომისიის დასახელებას, ვაკანსიის რაოდენობას და თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;

ბ) კანდიდატებისათვის წაყენებული მოთხოვნებს;

გ) აუცილებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალს და წარდგენის ვადას;

დ) საკონკურსო კომისიის მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონის ნომერს, ელ-ფოსტის მისამართს).”;

5. დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განცხადების შევსებული ფორმა (დანართი №1);”

6. დებულებას  დაემატოს 81 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 81. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის პროცესის საჯაროობის ღონისძიებები

  1. უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო, საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა  შესარჩევი კონკურსის, მათი არჩევის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს, საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტითა და ამ მუხლით განსაზღვრული წესების დაცვით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე,  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-8 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ პირთა გარდა, ასეევე შეიძლება დაესწრონ და არჩევის პროცესს დააკვირდნენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, თუ მათ გააჩნიათ ამ კონკურსის გამოცხადებამდე ჩატარებულ ბოლო საერთო არჩევნებზე (გარდა რიგგარეშე არჩევნებისა) დაკვირვების გამოცდილება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსზღვრულ ცესკოს სხდომასა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესზე დაკვირვების მიზნით, ის არასამეწარეო (არაკომერცილი) იურიდიული პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ პირობებს, წერილობითი განცხადებით მიმართავენ სამდივნოს, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევისათვის კანონით დადგენილ საწყის ვადამდე, 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

3. სამდივნო ცესკოს ვებვერდზე აქვეყნებს უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო გამოცხადებული კონკურსის შესახებ ინფორმაციას, კონკურსანტთა არჩევის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი თარიღებისა და დაკვირვებისათვის განცხადების წარმოდგენისათვის შესაბამისი თარიღების შესახებ.

4. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-8 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული პირები (კონკურის გამართვის დროს, მათი არსებობის შემთხვევაში) უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსისა და მათი არჩევის საკითხების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს აკვირდებიან ცესკოს სხდომაზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში და წესით.

5. ამ მუხლის მიზნებისათვის, მოწვეული ცესკოს სხდომის საკითხის განხილვას შეიძლება ერთდროულად აკვირდებოდეს არაუმეტეს 7 დამკვირვებლისა. ერთი და იგივე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მხოლოდ ერთ დამკვირვებელს აქვს უფლება ერთდროულად იმყოფებოდეს ამ მუხლით განსაზღვრული საკითხების განხილვის მიზნით მოწვეულ ცესკოს სხდომაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სამდივნოს განცხადებით მიმართა მხოლოდ ერთმა ორგანიზაციამ.

6. თუ დამკვირვებელთა რაოდენობა 7-ზე მეტი აღმოჩნდა, ცესკოს სხდომის გამართვამდე 1 კალენდარული დღით ადრე, რეგისტრირებული დამკვირვებელი ორგანიზაციები შეთანხმდებიან დამსწრეთა განსაზღვრაზე და აცნობებენ სამდივნოს. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ცესკოს სხდომაზე, საკითხის განხილვამდე ტარდება წილისყრა ამ დადგენილებით განსაზღვრული ოდენობის დამკვირვებელთა გამოვლენის მიზნით.

7. დამკვირვებელს ეკრძალება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის პროცესში ჩარევა. საარჩევნო კომისიისთვის არჩევის პროცესში ჩარევისა ან/და ხელის შეშლის შემთხვევაში, დამკვირვებელი დათხოვნილი იქნება ცესკოს სხდომათა დარბაზიდან, რის შესახებაც გადაწყვეტილება აღინიშნება სხდომის ოქმში.”.

7. დებულების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. დავები კონკურსთან დაკავშირებით

კონკურსთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი