დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
მესტიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 37 |
დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 29/12/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/01/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.103.016194 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/01/2016 - 27/01/2016)
|
მესტიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის ,,დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლის და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
|
მუხლი 1 |
განისაზღვროს: |
1.
შემოსულობები 8176.8 ათ. ლარით; |
2.
გადასახდელები 8176.8 ათ.ლარით; |
3.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსაცემი ტრანსფერი 2947.8 ათ.ლარით. მათ შორის: |
ა)
გათანაბრებითი ტრანსფერი 2822.8 ათ.ლარი; |
ბ)
მიზნობრივი ტრანსფერი 125.0 ათ.ლარი. |
4.
სარეზერვო ფონდი 120.0 ათ.ლარით. |
მუხლი 2 |
დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით, დადგენილების დანართი (მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი) ჩამოყალიბდეს თანდართული სახით. |
მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მესტიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის №49 დადგენილება. |
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის პირველი იანვრიდან. |
|
დანართი №1
|
მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
თავი I
მესტიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები მუხლი 1. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება შემდეგი რედაქციით:
მუხლი 3. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 8,176.8 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 4. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 4,214.0 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 5. მესტიის მუნიციპალიტეტის გრანტები განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 2,947.8 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 6. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1,015.0 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 7. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6,543.3 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 8. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1.განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 442.8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
2. განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0.0 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 9. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით:
მუხლი 10. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 0 ათასი ლარით.
მუხლი 11. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0 ათასი ლარით.
მუხლი 12. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0 ლარით.
მუხლი 13. მესტიის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი გაუთვალისწინებელი გადასახდელების მიზნით მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 120,0 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1.დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული. მიზნობრივი ტრანსფერი 125,0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 65,0 ათასი ლარი; ბ) ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 60,0 ათასი ლარი. 2.საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე, წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
მუხლი 15. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი II მესტიის მუნიციპალიტეტის 2016 ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები ბოლო წლებში არჩეული სტრატეგიის შესაბამისად პრიორიტეტულ მიმართულებებზე მიმართულმა სახსრების ზრდამ შესაძლებელი გახადა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის, რითაც თავის მხრივ უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება, კულტურის დასვენებისა და სპორტის სფეროების განვითარება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2016 -2019 წლებში მუნიციპალიტეტის სტრატეგია უცვლელია და მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და განათლების ხელშეწყობას. მესტიის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია:
შემოსულობების ნაწილში: 2016 წლისათვის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წარმოდგენილია 8176.8 ათასი ლარის ოდენობით. ცალკეულ სახეობათა მიხედვით შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლები იძლევა შემდეგ სურათს: გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 4214.0 ათას ლარს მათ შორის: ქონების გადასახადი წარმოდგენილია 3914.0 ათასი ლარის ოდენობით,რაც თავის მხრივ შედგება:
გრანტებით მისაღები საპროგნოზო თანხა შეადგენს 2,947,8 ათას ლარს, მათ შორის:
მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ფინანსდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა და ააიპ „მესტიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“. სხვა შემოსავლებიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 1015.0 ათასი ლარს, მათ შორის:
გადასახდელების ნაწილი მესტიის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების, პროგრამების მათი აღწერის, მოსალოდნელი შედეგების ინდიკატორები, თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები.
2014 2015 2016 2017 2018 2019
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, მესტიის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების, საცხოვრებელი კორპუსები კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა, პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა, დაფინანსება და ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია, სკვერების, პარკების, გამწვანების ობიექტების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხებისა და კოლექტორების რეაბილიტაცია, ჩატარდება ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყობა სპორტული მოედნები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
მუნიციპალიტეტის გზების და ხიდების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 01) პროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში გზების და ხიდების რეაბილიტაცია. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე-განათების ქსელის გაფართოება. არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მესტიის მუნიციპალიტეტის დასუფთავების ღონისძიება, ასევე წყლის სისტემისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია ექსპლოატაციის ღონისძიებები.
გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე-განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, ასევე სოფლის ცენტრებში ახალი განათების ბოძების მოწყობა.
დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა. ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზის ტექნიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება.
წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია(03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება წყლის სისტემების რეაბილიტაცია.
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება დაბის ცენტრის რეაბილიტაციის სამუშაოები: ისტორიული უბნების აღდგენა-რეაბილიტაცია, კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია, ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღების აშენება. სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სანიაღვრე-სარწყავი არხების და მდინარის ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია.
სოფლის მხარდასაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი თანხებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სოფლების მიხედვით ამავე სოფლების მოსახლეობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად სხვადასხვა ინფრასტუქტურული პროექტების განსახორციელებელი ღონისძიებები, მათ შორის შიდა გზების, წყლის სისტემის, საბავშვო ბაღების, სოფლის წისქვილების, ნაპირსამაგრი გაბიონების, სპორტული მოედნების, მოსაცდელების და სხვა მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. პრიორიტეტის ფარგლებში ფინანსდება სახელოვნებო სკოლაც რომლის მიზანია მოზარდების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარება ხელოვნების სხვადასხვა დარგების მიხედვით. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 21 ბაღი, სადაც განათლებას იღებს 341 ბავშვი. ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებისათვის ყველა ხარჯს, მათ შორის: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის ხელფასებს, ბავშვების კვების და სხვა მიმდინარე ხარჯებს.
ხელოვნების სკოლა (პროგრამული კოდი 04 03) ქვეპროგრამის მიზანია პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედების განვითარება, ხელოვნების სხვადასხვა დარგებთან ზიარების თანაბარი პირობების შექმნა. მომდევნო წლებში დავგეგმეთ სხვადასხვა დარგების დამატება, რაც გამოიწვევს პედაგოგთა და მოსწავლეების რიცხვის გაზრდას და მათ ჩაბმვას აქტიურად სასწავლო პროცესში. ხელოვნების სკოლის ამოცანაა პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარება, ხელოვნების სხვადასხვა დარგებთან ზიარების თანაბარი პირობების შექმნა; ხელოვნების სკოლის ფუნქციები მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: 1) საფორტეპიანო სწავლება; 2) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლება; 3) ფოლკლორი და სახვითი ხელოვნების სწავლება.
კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვასაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების განვითარება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
ა(ა)იპ“ სპორტული სკოლების გაერთიანება“ (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული სკოლების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხები ემსახურება ახალგაზრობის მაქსიმალურ ჩართვას სპორტის სხვადასხვა სახეობებში, ახალგაზრდებისათვის სპორტულ გამაჯანსაღებელი პირობების შექმნას.
კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება კულტურის ცენტრი, მუსიკალური სკოლა, სამხატვრო სკოლა და ბიბლიოთეკები.
(კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით, პროგრამის ფარგლებში ფინანსდება კულტურის ცენტრი მასში შემავალი 5 კულტურის სახლი, 2 სასოფლო კლუბი, ახალგაზრდული ცენტრი ,,ბეთქილი”,2 სახელობითი მუზეუმი, 3ფოლკლორული ანსამბლი (,,რიჰო”.,,ლატალი” ახალგაზრდული ფოლკლორული ჯგუფი ,,ბეთქილი”).
ბიბლიოთეკების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 04) ბიბლიოთეკების დაფინანსება მიზნად ისახავს მკითხველთა სწრაფი და სრული დაკმაყოფილებას მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით უზრუნველყოფას. ხელსაყრელი პირობების შექმნა პიროვნების შემოქმედებითი განვითარებას. მოსახლეობის ყველა ფენის მომსახურებას. საბავშვო ან მასობრივ ბიბლიოთეკებში ფონდების შექმნის მიზნით კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებების მიოწყობა. მომდევნო წლებში დაგეგმილი გვაქვს: კეთილმოწყობილი სამკითხველო დარბაზის გაკეთება, რაც მკითხველის მოზიდვას გამოიწვევს,საცავის რეაბილიტაცია,სადაც განლაგებულია ფონდი. ახალი ბეჭდური პროდუქციის შექმნა. მთავარი ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა. 2015 წელს მთავარ პრიორიტეტად გვაქვს დასახელებული ნაკრაში,უშგულში და იფარში ბიბლიოთეკის გახსნა.
ხელოვნების სახლ-მუზეუმი (05 02 05) ა.იპ ხელოვნების მუზეუმი“ მიზნად ისახავს მხატვარი ძმების ირაკლი, მარატი და გოვენ ფარჯიანების თანამედროვე ხელოვნების მემორიალური სახლ-მუზეუმის ფუნქციონირებას და რეაბილიტაციას.
ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (05 03) პროგრამა უზრუნველყოფს: ახალგაზრდების განათლების დონის ამაღლებას შემეცნებით-ინტელექტუალური კონკურსებში მონაწილეობით, სტუდენტების განათლების მიღების ხელშეწყობას პირველ კურსელთა სწავლის თანადაფინანსებით, ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას გასართობი სახალისო სპორტულ თამაშებში, აღნიშნული პროგრამა ემსახურება ახალგაზრდა თაობის მრავალმხრივ განათლებას და ზოგადი უნარების ჩამოყალიბებას. ააიპ „ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრი“ (პროგრამული კოდი 05 04) ამ ქვეპროგრამის ფარგლებში თეატრის ფუნქციონირებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება,პერსონალის დაფინანსება, ააიპ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის დაფინანსება“ (05 05) აღნიშნული ქვეპროგრამა ემსახურება კულტურული ძეგლების აღრიცხვას და რეაბილიტაციას, რაც ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და დაცვას.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ხანძრით და ბუნებრივი კატაკლიზმებით დაზარალებული ოჯახების დახმარებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) ჯანდაცვის პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, რომლის მიზანია გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლი, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ცხოვრების წესის დამკვიდრება.გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის ღონისძიებების ჩატარება.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მარჩენალდაკარგულთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) განცხადებით მომართვის შემთხვევაში - მარჩენალდაკარგულ ოჯახებზე, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილები და 18 წლამდე შშმ ბავშვებზე, ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა 100 ლარის ოდენობით. აღნიშნული პროგრამის მიზანია მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარჩენალდაკარგული ოჯახების და შშმ ბავშვების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
გაჭირვებულ ოჯახთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02) მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების და სოციალურად დაუცველი მძიმე ავადმყოფების ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია ზემოთ აღნიშნული კონტიგენტისათვის შეიქმნას სპეციალური სოციალური სახის ერთდროული ფულადი დახმარების პროგრამა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში უმეტეს შემთხვევაში მოქალაქეს უფინანსდება საჭირო სამედიცინო მომსახურება, თუმცა სადაზღვეო კომპანიების მიერ გარკვეული სახის გამოკვლევები და მკურნალობა არ ფინანსდება, ან ფინანსდება ნაწილობრივ; მიუხედავად ამისა, მოსახლეობა ვერ ახერხებს აღნიშნული მომსახურების მიღებას, რადგან ეს ყველაფერი ტრანსპორტირების ხარჯებთანაა დაკავშირებული, რისი საშუალებაც ამ კატეგორიის მოსახლეობას არ გააჩნია; აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით მიზანშეწონილად მივიჩნიეთ შემდეგი სახის დახმარების გაწევა. 1. სიღატაკის ზღვარზე მყოფი ოჯახების დახმარება (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღებატება 35 000-ს) (100-350 ლარი). 2. სოციალურად დაუცველი მძიმე ავადმყოფების დახმარება. (100-350 ლარი)პროგრამის მიზანია მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, სოციალურად დაუცველი, მძიმე ავადმყოფი პირებისთვის ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების გაწევა. ასევე სიღატაკის ზღვარზე მყოფი ოჯახების დახმარება (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 35 000-ს). სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მცირე, მარტივი ტიპის სათბურების მშენებლობა ან ერთჯერადი მატერიალური ფულადი დახმარების გაწევა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
ვეტერანთა (ხანდაზმულთა) სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 03) სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა, ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სარიტუალო მომსახურების და ომის მონაწილე და ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირების, ხანდაზმულთა (90 და მეტი წლის უხუცესები) დახმარების პროგრამის ფარგელბში ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა.
აღნიშნული პროგრამის მიზანია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა, ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სარიტუალო მომსახურების და ომის მონაწილე და ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირების, ხანდაზმულთა (90 და მეტი წლის უხუცესები) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
მესტიის მუნიციპალიტეტის ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 03) მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ან ფაქტობრივად (მუდმივად) მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ (თემის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე – საცხოვრებელი ადგილის ფაქტის დადასტურების შესახებ) ოჯახებისა და ბავშვების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა, რომელშიც შედის შემდეგი კატეგორიები: ახალშობილები, ონკოლოგიური, დიალიზით მოსარგებლე და ფსიქიურად დაავადებული პირები, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მრავალშვილიანები, სოციალურად უმწეო მდგოამრეობაში მყოფ ავადმყოფთა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის დაფინანსება, სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გადაუდებელი ენდოსკოპიური გამოკვლევის დაფინანსება, მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ C ჰეპატიტით დაავადებულთა გამოკვლევის დაფინანსება, მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ 0-დან 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფარისებრი ჯირკვლის გამოლკვლევა.
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება (პროგრამულიკოდი 06 04) აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ხანძრით და ბუნებრივი კატაკლიზმებით დაზარალებული ოჯახების დახმარებას.სტიქიით, მათ შორის, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. დაზარალებულების ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა ხდება ინდივიდუალური წესით ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესწავლის შემდეგ, არსებული საჭიროებიდან გამომდინარე თანხით არანაკლებ 500 (ხუთასი) და არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.
|
დოკუმენტის კომენტარები