დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 14 |
დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 30/12/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/01/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.151.016189 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/01/2016 - 18/02/2016)
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი 2890, 6 ათასი ლარის ოდენობით, დანართის შესაბამისად.
|
მუხლი 2 |
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
თავი I
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბილანსი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები,გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები,გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 632,1 ათასი ლარის
ოდენობით
:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 380,5 ათასი ლარის ოდენობით,თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0.0 ათ. ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
1.განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 0.0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შექმნილია სარეზერვო ფონდი 20.0 ათასი ლარის ოდენობით. მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ.გამოყოფს საფინანსო ორგანო.
|
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1.დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 85.0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 44.5 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „ სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 40.5 ათასი ლარი: 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება ათას ლარებში
1.1 საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიმდინარე წლის 10 იანვრიდან ლიკვიდირებული იქნა საქართველოს შსს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, ასევე ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული სახანძრო-სამაშველო სამსახურები და შესაბამისად ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, რომელიც 2016 წლიდან თვითონ უზრუნველყოფს სახანძრო-სამაშველო სამსახურების დაფინანსებას. 1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა მობილიზება და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტით უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, დასუფთავების ღონისძიებები,საკანალიზაციო და წყლის სისტემების რეაბილიტაცია, კეთილმოწყობის ღონისძიებები . მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში ხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა. ათას ლარებში
2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) მუნიციპალიტეტში სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების დიდი ნაწილი ავტოტრანსპორტზე მოდის, ამიტომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საავტომობილო გზების, ხიდების და ბოგირების მშენებლობის აუცილებლობა. მნიშვნელოვანია ისტორიულ და კულტურულ ძეგლებთან მისასვლელი გზების რეკონსტრუქცია და მოდერნიზება. ზამთარში დიდთოვლობის დროს სოფლებში ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისათვის თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდა. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოფ.ფხელშე-გორისციხის გზის რეაბილიტაცია. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა – შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების არსებული ქსელის გაფართოვება, მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. მუნიციპალიტეტის საკანალიზაცი და წყლის სისტემების რეაბილიტაცია. მოსახლეობის სასმელი წყლით უწყვეტი მომარაგება. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფავება და დასუფთავებისათვის რეალური პირობების შექმნა. 2.2.1 გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება. 2.2.2 წყლის სისტემის მოწყობა- რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გასულ წლებში სისტემატურად მიმდინარეობდა საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, რაც ეტაპობრივად გაგრძელდება. ქვე პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოფ.გარბანში საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა. 2.2.3 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან ბუნკერების გათავისუფლება. მუნიციპალიტეტი სისტემატურად ზრუნავს რაიონის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. 2.2.4 „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის“ ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 02 04 ) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დაბა სტეფანწმინდის სასაფლაოების და მისი ტერიტორიის მოვლა პატრონობა,მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამწვანება, გარე -განათების ქსელის ექსპლოატაცია (რემონტი,გამოცვლა,მონტაჟი), საგზაო ნიშნების მოწყობა, ტერიტორიის დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა,ზამთრის სეზონზე მუნიციპალური გზების გაწმენდა თოვლისგან, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა და მოვლა-პატრონობა,სოფლების წყალსადენების ექსპლოატაცია და მოვლა-პატრონობა. 2.2.5 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) მუნიციპალიტეტში არსებულ საკუთრებაში საკმაოდ ბევრი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობებია, რომლებიც ინფრასტრუქტურული დატვირთვის მატარებელია. ექსპლუატაციის პერიოდის გათვალისწინებით, ხშირად დგება დღის წესრიგში მათზე კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა. 2.2.6. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამა, რომელიც ეფექტურად დაიწყო 2010 წელს, გრძელდება.პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურის მშენებლობა– რეაბილიტაციას და ექსპლოატაციას მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით. კერძოდ: შიდა გზების, სასაფლაოს ღობეების ,სარიტუალო სახლების , წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობას და წინა წლებში აღდგენილი ობიექტების შემდგომ მოვლა-პატრონობას. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ხარჯების დაფინანსება.
3.1 სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 01) მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს,რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს შვიდი საბავშვო ბაგა–ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 165 ბავშვი. 3.2 მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 03 ) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს მოსწავლეების ცოდნის დონის ამაღლებას.პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა წრეები,როგორიცაა: ინგლისურის, ხატვის, ქორეოგრაფიული, ქსოვისა და თექის შესწავლის.ყველა მოსწავლეს ექნება საშუალება შესაბამისი განაცხადის საფუძველზე გაიაროს აღნიშნული წრეები. 4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ათას ლარებში
4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება კომპლექსური სასპორტო სკოლის ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტი აქტიურად აფინანსებს სპორტულ ღონისძიებებს, როგორიცაა თავისუფალი ჭიდაობა, ფეხბურთი, მეკლდეურობა. ასევე ყოველწლიურად იმართება ტ. ალიბეგაშვილის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში და ა.ალიბეგაშვილის სახელობის ტურნირი ფეხბურთში. გამარჯვებული გუნდები ჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს მათ შენარჩუნებას და შემდგომში განვითარებას. 4.2.1 კულტურული ღონისძიებების დაფინანსება(პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ადგილობრივი და ჩამოსული სტუმრების დაინტერესების მიზნით გაიმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები.ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული ”ყაზბეგობა”, რომლის მიზანია ხევის ტრადიციების პოპულარიზაცია და დიდი ქართველი მწერლის ალ. ყაზბეგის ხსოვნის უკვდავყოფა. ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობენ, როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული შემოქმედებითი კოლექტივები, პოეტები და მწერლები. 4. 2.2 ბიბლიოთეკების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02) ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალური, ზნეობრივი და კულტურული განვითარების მიზნით, ისევე როგორც გასულ წლებში 2016 წელს გაგრძელდება ადგილობრივი ბიბლიოთეკების დაფინანსება.ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ფუნქციონერებს სამი ბიბლიოთეკა: ერთი ცენტრალური და ორი სოფლის, სიონის და გარბნის, მათი მიზანია საბიბლიოთეკო ფონდების შენახვა, მოვლა – პატრონობა,მკითხველის მხატვრული და ინტელექტუალური დონის ამაღლება. 4.2.3 კულტურის ცენტრის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემოქმედებითი და ლიტერატურული საღამოები, კერძოდ: · საშობაო–საახალწლო ღონისძიება. · ალ.ყაზბეგის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ–მუსიკალური კომპოზიცია. · ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი საღამო. · 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება. · 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება. · სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობის“ ღონისძიება. 4.3 ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას (ლაშქრობები, ექსკურსიები). 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებს და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.სხვადასხვა დახმარებებს და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთდაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: · გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები; · იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, განხორციელების ხელშეწყობა, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა; · იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა; · პარაზიტული დავადებების ეპიდკვლევა, დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა; · საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო–სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და პიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პრევენციული ღონისძიებების ხელშეწყობა; 5.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების (3 და მეტ ბავშვზე) დახმარებას, ერთჯერადი დახმარება შვილის შეძენასთან დაკავშირებით და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 ავადმყოფთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება.სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განხორციელდება შემდეგი სახით: ყველა სახის გადაუდებელი სასწრაფო მდგომარეობის მართვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებული 70% -ის გარდა ანაზღაურდება არაუმეტეს 500 ლარისა. იმ შემთხვევაში ,როდესაც სამედიცინო მომსახურება არ შედის საყოველთაო დაზღვევაში ,დაფინანსების საკითხს განიხილავს კომისია და მიიღებს გადაწყვეტილებას და სამედიცინო დაფინანსება მოხდება შემდეგი წესით:სამედიცინო მომსახურების ღირებულება 800 ლარამდე დაფინანსდება მუნიციპალიტეტის მიერ არაუმეტეს 500 ლარისა, 800 ლარიდან 1000 ლარამდე დაფინანსება 70% -ით,1000 ლარიდან 3000 ლარამდე დაფინანსდება 65 %-ით,ხოლო 3000 ლარიდან და ზევით ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება არაუმეტეს 2000 ლარისა. დახმარება გაეწევა იმ მოქალაქეებსაც,რომლებსაც სამედიცინო ცნობისა (ფორმა #100) და ექიმის დანიშნულების საფუძველზე ესაჭიროებათ მედიკამენტების შეძენა. 5.2.2 ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 02) ყოველ ახალშობილ ბავშვზე ერთჯერადი დახმარების სახით ოჯახს მიეცემა: პირველი შვილის დაბადებაზე – 200 ლარი, მეორე შვილის დაბადებაზე- 300 ლარი, მესამე შვილის დაბადებაზე- 400 ლარი, მეოთხე შვილის დაბადებაზე- 500 ლარი, მეხუთე და ყოველ მომდევნო შვილის დაბადებაზე -1000 ლარი და ტყუპი შვილის დაბადებაზე -1000 ლარი.გარდა აღნიშნულისა დახმარება ეძლევა მრავალშვილიან ოჯახებს. ამ დახმარების მიმღები არის მრავალშვილიანი ოჯახის ყოველი არასრულწლოვანი -18 წლამდე ასაკის – შვილი 100 ლარის ოდენობით. 5.2.3 ომის ვეტერანთა სარიტუალო მომსახურების ხარჯი(პროგრამული კოდი 06 02 03) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება: მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა და ავღანეთის ომის მონაწილე პირთა სარიტუალო მომსახურებისათვის – 250 (ორას ორმოცდა ათი) ლარის და უპატრონო მიცვალებულთათვის – 500 ( ხუთასი) ლარის ოდენობით. 5.2.4 შეზღუდული შესძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარება ფულადი ფორმით ერთჯერადად: I და II ჯგუფის უსინათლო ინვალიდებზე – 150 ლარის,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას – 200ლარის და მარტოხელაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე – 250 ლარის ოდენობით. 5.2.5 სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველთათვის სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურება. |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებანი
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
|
დოკუმენტის კომენტარები