დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №7-28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 33-140 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 29/12/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/01/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 410080000.35.101.016244 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №7-28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
1.
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №7-28 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 08/04/2015 სარეგისტრაციო კოდი: 410080000.35.101.016141) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მიკედლებული ცხოველი – ურბანული გარემოს გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ცხოველი, რომლის მეთვალყურეობას უზრუნველყოფს ცხოველის მიმკედლებელი;“; ბ) მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ცხოველის მიმკედლებელი – ურბანულ გარემოს გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ცხოველის მეთვალყურე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც უფლებამოსილ ორგანოში ცხოველის რეგისტრაციის მომენტიდან აქვს აღებული ვალდებულება ცხოველის ვეტერინარული მომსახურების განხორციელებისა და კვება-დაწყურების უზრუნველყოფაზე, ასევე მიკედლებულ ცხოველთან დაკავშირებით დაინტერესებული პირისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემაზე;”; გ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ეკრძალება საკუთრებაში (მფლობელობაში) კონკრეტულ მისამართზე ან/და ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე/ტერიტორიაზე ერთდროულად 10-ზე მეტი ცხოველის (გარდა ამ ცხოველთა ნაშიერისა, რომელთა ასაკი არ აღემატება 6 თვეს) ყოლა, თუ ეს მისამართი ან/და ტერიტორია არ აკმაყოფილებს ამ წესით ცხოველთა თავშესაფრისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.“; დ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ცხოველების რეგისტრაცია და მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოება 1. ცხოველის რეგისტრაციას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან მისი თანხმობით შესაბამისი ვეტერინარული, კინოლოგიური, ფელინოლოგიური დაწესებულებები ან ცხოველთა თავშესაფრები, ცხოველის პატრონის ან მიმკედლებლის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე, ამ წესით დადგენილი პირობებით. 2. პატრონი ან მიმკედლებელი ვალდებულია მოახდინოს ცხოველის რეგისტრაცია, რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობიდან ერთი თვის ვადაში. 3. ცხოველების რეგისტრაციის სახეებია: ა) პირველადი რეგისტრაცია; ბ) რეგისტრაცია, ცხოველისა და მასზე პატრონობის/მიკედლების ფაქტის დადგენის მიზნით; გ) საკონტროლო რეგისტრაცია; დ) დროებითი რეგისტრაცია. 4. პირველად რეგისტრაციას ექვემდებარება: ა) ერთი თვის ასაკს მიღწეული ცხოველი; ბ) ერთ თვეზე მეტი ასაკის არარეგისტრირებული ცხოველი. 5. რეგისტრაციას, ცხოველისა და მასზე პატრონობის ფაქტის დადგენის მიზნით, ექვემდებარება ცხოველის პატრონის საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული არარეგისტრირებული ცხოველი, ამ წესის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში. 6. რეგისტრაციას, ცხოველისთვის მიკედლებულის სტატუსის მინიჭების მიზნით, შესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართვის საფუძველზე, ახორციელებს მხოლოდ უფლებამოსილი ორგანო. 7. რეგისტრაციას, ცხოველის მიკედლების ფაქტის დადგენის მიზნით, ექვემდებარება მიმკედლებლის ფაქტობრივი მეთვალყურეობის ქვეშ არსებული არარეგისტრირებული ცხოველი, ამ წესის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში. 8. საკონტროლო რეგისტრაციას ყოველწლიურად (12 თვეში ერთხელ) ექვემდებარება საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული ან მიკედლებული ყველა რეგისტრირებული ცხოველი. 9. დროებით რეგისტრაციას ექვემდებარება პატრონის საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული არარეგისტრირებული ცხოველი, რომელიც შემოყვანილია ქალაქ თბილისში სამ თვეზე მეტი პერიოდით, ქალაქ თბილისიდან ცხოველის გაყვანის მომენტამდე. 10. რეგისტრაციისას, გარდა ამ მუხლით დადგენილი დროებითი რეგისტრაციისა, გაიცემა ამ წესის დანართი №1-ით დადგენილი სარეგისტრაციო მოწმობა, ხოლო ცხოველს ენიჭება სარეგისტრაციო მოწმობის ნომრის შესაბამისი პირადი ნომერი. ცხოველის პატრონის საცხოვრებელი ან/და ცხოველის ბინადრობის ადგილის, საკონტაქტო ან სხვა სარეგისტრაციო მონაცემების შეცვლისას, რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანო უზრუნველყოფს შესაბამისი ცვლილებების შეტანას სარეგისტრაციო მონაცემებში. 11. დროებითი რეგისტრაციისას გაიცემა ამ წესის დანართი №5-ით დადგენილი ცხოველის დროებითი რეგისტრაციის მოწმობა. 12. დროებით რეგისტრირებული ცხოველის თბილისის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ საბოლოოდ გაყვანის შემთხვევაში, ცხოველის პატრონი/მფლობელი ვალდებულია ერთი თვის ვადაში მოახდინოს რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანოს ინფორმირება აღნიშნულის შესახებ. 13. ცხოველთა ერთიან აღრიცხვას, მონაცემთა ბაზის შექმნას, შევსებასა და ექსპლუატაციას უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანო, ცხოველთა მონიტორინგისა და მათი პოპულაციების მართვის მიზნების განსახორციელებლად. 14. ცხოველის რეგისტრაციის განმახორციელებელი შესაბამისი დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ამ წესით გათვალისწინებული ცხოველთა ახალი სარეგისტრაციო და ჩატარებული ოპერაციების (სტერილიზაცია, კასტრაცია) შესახებ მონაცემების უსასყიდლოდ, ამ წესის დანართი №2-ის მიხედვით წარდგენა უფლებამოსილ ორგანოში, ყოველთვიურად ან დაუყოვნებლივ, მოთხოვნის შემთხვევაში. აღნიშნული მონაცემების წარდგენა ხორციელდება ელექტრონული სახით, უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე (e-mail) ან სხვა ელექტრონული საშუალებით (ვებგვერდი, სპეციალური ელექტრონული პროგრამა და ა.შ.). 15. ცხოველების რეგისტრაციის განმახორციელებელი ყველა პირი ვალდებულია ცხოველების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საქმიანობის დაწყებამდე ერთი თვით ადრე ელექტრონული ფორმით აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს, ცხოველების სარეგისტრაციო საქმიანობის დაწყების სურვილის შესახებ. უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირების ვალდებულება ასევე წარმოიშობა სარეგისტრაციო საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, ამ საქმიანობის შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში. 16. ცხოველების რეგისტრაციის განხორციელების მსურველი პირის მიერ უფლებამოსილ ორგანოში ელექტრონული ფორმით წარსადგენი ინფორმაცია მოიცავს: ა) პირის სრულ დასახელებას და საიდენტიფიკაციო მონაცემებს (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელს, გვარს, პირად ნომერს); ბ) პირის რეგისტრაციის და საქმიანობის განხორციელების ფაქტობრივ მისამართს; გ) იურიდიული პირის ხელმძღვანელის და უფლებამოსილ ორგანოში სარეგისტრაციო მონაცემების წარდგენაზე პასუხისმგებელი პირის მონაცემებს (სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი); დ) მონაცემებს: დ.ა) შესაბამის სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებში ცხოველების და მათი პატრონების მიღების საშუალებათა (სათანადო ფართი) შესახებ; დ.ბ) ცხოველების იდენტიფიკაციის ჩატარების ვიზუალური (დათვალიერების უზრუნველსაყოფად) და ელექტრონული (მიკროჩიპის სკანირების უზრუნველსაყოფად) საშუალებების შესახებ; დ.გ) შესაბამისი მანიპულაციების (ვიზუალური დათვალიერება, სკანირება) განმახორციელებელი პერსონალის შესახებ. 17. სარეგისტრაციო საქმიანობის განხორციელების თანხმობას გასცემს უფლებამოსილი ორგანო, რეგისტრაციის განხორციელების მსურველი პირის მიერ ამ მუხლით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, წარმოდგენილი მონაცემების გადამოწმება-დადასტურებისა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე. 18. შესაბამისი ვეტერინარული, კინოლოგიური, ფელინოლოგიური დაწესებულება და თავშესაფარი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირება, პატრონის მიერ (რომელმაც მიმართა აღნიშნულ დაწესებულებას) ამ მუხლით დადგენილი ცხოველის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ, ცხოველის პატრონის მიმართ შესაბამისი ზომების გატარების მიზნით. ინფორმირების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამის დაწესებულებას ეკისრება პასუხისმგებლობა, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.“. ე) მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ცხოველის პატრონი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული ნარევის (მეტისი) ჯიშის ცხოველის გამრავლების შესაძლებლობის შეწყვეტა ქირურგიული (სტერილიზაცია/კასტრაცია), ან სხვა, ცხოველისათვის უვნებელი, საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული მეთოდით.“. ვ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„დ) ცხოველის განთავსების ვოლიერის სივრცე უნდა აძლევდეს ცხოველს მინიმალური გადაადგილების, საკვების მიღებისა და გადამუშავების შესაძლებლობას. ძაღლების განთავსების ვოლიერის ფართი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 3 კვადრატულ მეტრს, სიმაღლე - მინიმუმ 150 სანტიმეტრს;“; ზ) მე-8 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ მდგომარეობაში აღმოჩენილი ტრავმირებული და განსაცდელში მყოფი ცხოველები.“. თ) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13, მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტები: „13. დადგენილი წესით, მიღებული შეტყობინების საფუძველზე ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაფიქსირების შემთხვევაში, ცხოველის (ძაღლი, კატა) ლეშის შესაძლო იდენტიფიკაციას და ტრანსპორტირებას სპეციალურ ბიოთერმულ სამარხში, უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანო. 14. ცხოველთა თავშესაფარში შეყვანილი ცხოველები (ძაღლი, კატა) ექვემდებარებიან სავალდებულო იდენტიფიკაციას, თავშესაფრიდან მათ გაყვანამდე. 15. თავშესაფრიდან ურბანული გარემოს პირვანდელ ან სხვა მიზანშეწონილ არეალში დასაბრუნებელი ან/და მისაკედლებელი ცხოველების იდენტიფიკაცია ხორციელდება საჭდით – ძაღლის შემთხვევაში, ხოლო ტატუირებით და ყურის მცირედი (ვიზუალურად ფიქსირებადი) კუპირებით – კატის შემთხვევაში. თავშესაფრიდან გასაჩუქებელი ცხოველების იდენტიფიკაცია ხორციელდება ამ წესით დადგენილი იდენტიფიკაციის ნებისმიერი საშუალებით. 16. თავშესაფარში შეყვანილი ცხოველების (ძაღლი, კატა) სავალდებულო იდენტიფიკაციას საჭდით ან ტატუირებით (და ყურის მცირედი კუპირებით) უსასყიდლოდ ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო, თავშესაფრის მესაკუთრის/მფლობელის სურვილის შემთხვევაში და წინასწარი განაცხადის საფუძველზე.“; ი) წესს დანართის სახით დაემატოს „ცხოველის დროებითი რეგისტრაციის მოწმობა“ („წესის“ დანართი №5). |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
„წესის“ დანართი №5
|
ცხოველის დროებითი რეგისტრაციის მოწმობა № _______ ცხოველი: 1. სახეობა ___________________________________ 2. ჯიში _____________________________________ 3. სქესი _____________________________________ 4. ასაკი _____________________________________ 5. გარეგანი აღწერილობა ______________________________________________________________________ _________________________________________________________________________________________ 6. იდენტიფიკატორი _________________________ (ჩიპის, ან საჭდის, ან ტატუირების №) 7. დროებითი ადგილსამყოფლის მისამართი ____________________________________________________
ცხოველის პატრონი: 1. სახელი, გვარი __________________________________________ 2. პირადი № ______________________________________________ 3. მისამართი (დროებითი, ფაქტობრივი, რეგისტრაციის) ____________________________________________ _________________________________________________________________________________________ 4. საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი (სახლის, მობილური), ელექტრონული ფოსტა) _________________________________________________________________________________________
რეგისტრატორი: 1. სახელი, გვარი _________________________________________ 2. დასახელება, ID № ______________________________________ 3. მისამართი (ფაქტობრივი და იურიდიული) ______________________________________________________ 4. საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი (ოფისის, მობილური), ელექტრონული ფოსტა)
_________________________________ /სახელი, გვარი/ (ხელმოწერა)
„ _____ “ _____________________ 201 __ წ. (თარიღი)
ცხოველის პატრონი:
_________________________________ /სახელი, გვარი/ (ხელმოწერა)
„ _____ “ _____________________ 201 __ წ. (თარიღი)
(ცხოველის დროებითი რეგისტრაციის მოწმობის მეორე მხარე) ცხოველის საკონტროლო რეგისტრაცია
რეგისტრატორი: 1. სახელი, გვარი ___________________________________________ 2. დასახელება, ID № ________________________________________ 3. მისამართი (ფაქტობრივი და იურიდიული) _______________________________________________________________________ 4. საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი (ოფისის, მობილური), ელექტრონული ფოსტა)
________________________________ /სახელი, გვარი/ (ხელმოწერა) „ _____ “ _________________________ 201 __ წ. (თარიღი)
რეგისტრატორი: 1. სახელი, გვარი ___________________________________________ 2. დასახელება, ID № ________________________________________ 3. მისამართი (ფაქტობრივი და იურიდიული) _______________________________________________________________________ 4. საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი (ოფისის, მობილური), ელექტრონული ფოსტა)
________________________________ /სახელი, გვარი/ (ხელმოწერა) „ _____ “ _________________________ 201 __ წ. (თარიღი)
რეგისტრატორი: 1. სახელი, გვარი ___________________________________________ 2. დასახელება, ID № ________________________________________ 3. მისამართი (ფაქტობრივი და იურიდიული) _______________________________________________________________________ 4. საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი (ოფისის, მობილური), ელექტრონული ფოსტა)
________________________________ /სახელი, გვარი/ (ხელმოწერა) „ _____ “ _________________________ 201 __ წ. (თარიღი)
რეგისტრატორი: 1. სახელი, გვარი ___________________________________________ 2. დასახელება, ID № ________________________________________ 3. მისამართი (ფაქტობრივი და იურიდიული) _______________________________________________________________________ 4. საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი (ოფისის, მობილური), ელექტრონული ფოსტა)
________________________________ /სახელი, გვარი/ (ხელმოწერა) „ _____ “ _________________________ 201 __ წ. (თარიღი)
რეგისტრატორი: 1. სახელი, გვარი ___________________________________________ 2. დასახელება, ID № ________________________________________ 3. მისამართი (ფაქტობრივი და იურიდიული) _______________________________________________________________________ 4. საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი (ოფისის, მობილური), ელექტრონული ფოსტა)
________________________________ /სახელი, გვარი/ (ხელმოწერა) „ _____ “ _________________________ 201 __ წ. (თარიღი)
(თარიღი) . |
დოკუმენტის კომენტარები