ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33-129
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/12/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/01/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 30/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016255
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
33-129
29/12/2015
ვებგვერდი, 04/01/2016
010250050.35.101.016255
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/01/2016 - 29/01/2016)

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33-129

2015 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის  შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) „დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესი” (დანართი №1);

ბ) „გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის ქვეპროგრამის განხორციელების წესი” (დანართი №2);

გ) „ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგი და აღდგენითი თერაპიის ქვეპროგრამის განხორციელების წესი” (დანართი №3);

დ) „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესი” (დანართი №4);

ე) „ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის ქვეპროგრამის განხორციელების წესი” (დანართი №5);

ვ) „C“ ჰეპატიტის დიაგნოსტიკის ქვეპროგრამის განხორციელების წესი” (დანართი №6);

ზ) „ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესი” (დანართი №7).

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები და მათი განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №1-1 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი



დანართი №1
დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 
1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „დაავადებათა სკრინინგი (კოდი: 06 01 02)“ განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.

      2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ქვეპროგრამაში „დაავადებათა სკრინინგი (კოდი: 06 01 02)“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.


მუხლი 2. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა
1. ქვეპროგრამა მოიცავს შემდეგი მომსახურების/კომპონენტის დაფინანსებას:

ა) ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, რომელიც მოიცავს:

ა.ა) მამოლოგის კონსულტაციას;

ა.ბ) მამოგრაფიულ გამოკვლევას, შესაძლებლობის ფარგლებში 2 პროექციაში (2 რადიოლოგის მიერ წაკითხვით);

ა.გ) პათოლოოგიის გამოვლენის შემთხვევაში ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევას, ძუძუს ფიზიკალურ გასინჯვას და ძუძუს ციტოლოგიურ გამოკვლევას.

ბ) საშვილოსნოს ყელის სკრინინგი 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, რომელიც მოიცავს:

ბ.ა) გინეკოლოგის კონსულტაციას;

ბ.ბ) პაპ–ტესტის (PAP–ტესტი) ჩატარებას ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით;

ბ.გ) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლპოსკოპიურ სკრინინგს და/ან კოლპოსკოპიურ სკრინინგს მორფოლოგიით.

გ) პროსტატის კიბოს სკრინინგს 50-70 წლის ასაკის ჩათვლით მამაკაცებში, რომელიც მოიცავს სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევას;

დ) კოლორექტული კიბოს სკრინინგს 50-70 წლის ასაკის ჩათვლით ორივე სქესისათვის, რომელიც მოიცავს:

დ.ა) ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT) ჩატარებას;

დ.ბ) საჭიროების შემთხვევაში კოლონოსკოპიურ სკრინინგს და/ან კოლონოსკოპიურ სკრინინგს მორფოლოგიით.

ე) C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრას სწრაფი/მარტივი ტესტირების  მეთოდით.

2. ქვეპროგრამა მოიცავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის პილოტურად განხორციელებას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ცალკეულ  რაიონებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ ,,ეროვნული სკრინინგ-ცენტრის“ (ს/კ 202442730)  მიერ, გაეროს მოსახლეობის ფონდის ტექნიკური დახმარებით, შემუშავებული/დამტკიცებული და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურთან შეთანხმებული საოპერაციო სახელმძღვანელოს შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების/კომპონენტის მოსარგებლეები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების/კომპონენტის მოსარგებლეები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, ასევე საქართველოს მოქალაქე იძულებით გადაადგილებული პირები და „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ის პირები, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი აქვთ  ქალაქ თბილისში.

5. ქვეპროგრამის მოსარგებლეების რაოდენობა მომსახურების/კომპონენტების მიხედვით განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება/კომპონენტი - წელიწადში არანაკლებ, 18 500 ბენეფიციარი;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება/კომპონენტი - წელიწადში არანაკლებ, 21 000 ბენეფიციარი;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება/კომპონენტი - წელიწადში არანაკლებ, 5 000 ბენეფიციარი;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება/კომპონენტი  - წელიწადში არანაკლებ, 2 000 ბენეფიციარი.


მუხლი 3. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი 
1. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ ,,ეროვნული სკრინინგ-ცენტრი“ (ს/კ 202442730)   (შემდგომში - ქვეპროგრამის  განმახორციელებელი).

2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი წარმოადგენს ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის განმკარგავ საბიუჯეტო ორგანიზაციას.

3. ქვეპროგრამის განხორციელების ზედამხედველობას ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში - სამსახური).

4. ქვეპროგრამის დაფინანსება ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „დაავადებათა სკრინინგი“ (კოდი: 06 01 02)“ ასიგნებების ფარგლებში.


მუხლი 4. მოსარგებლე პირების ჩართვა ქვეპროგრამაში 
1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მოსარგებლეთა ქვეპროგრამაში ჩართვა ხორციელდება ქვეპროგრამის განმახორციელებელთან მიმართვის შემთხვევაში, ხოლო ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებისათვის - როგორც ქვეპროგრამის განმახორციელებელთან, ასევე მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ კონტრაქტორ სამედიცინო დაწესებულებებისათვის მიმართვის შემთხვევაში.

2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში ქვეპროგრამის განმახორციელებელმა და მისმა კონტრაქტორებმა უნდა უზრუნველყონ:

ა) პაციენტის კონსულტირება ექიმ-სპეციალისტების მიერ;

ბ) გამოსაკვლევი პირების პირველადი სკრინინგის ჩატარება ერთჯერადად;

გ) განმეორებით სკრინინგის ჩატარება რეკომენდირებული პერიოდებით:

გ.ა) ძუძუს კიბოს სკრინინგი - ორ წელიწადში ერთხელ;

გ.ბ) საშვილისნოს ყელის კიბოს სკრინინგი - სამ წელიწადში ერთხელ;

გ.გ) პროსტატის კიბოს სკრინინგი - ყოველწლიურად;

გ.დ) მსხვილი ნაწლავის სკრინინგი - ორ წელიწადში ერთხელ;

გ.ე) C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სწრაფი/მარტივი ტესტირების  მეთოდით - წელიწადში არაუმეტეს, ორჯერ.

 დ) მეორადი სკრინინგის ჩატარება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ექიმის რეკომენდაციით;

ე) საჭიროებისამებრ ფორმა N100-ის გაცემა.

3. ქვეპროგრამის განმახორციელებელმა, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელების შედეგების სტატისტიკური ანალიზი, ეპიდემიოლოგიური ანალიზის სახით, ყოველ 3 თვეში ერთხელ უნდა წაუდგინოს სამსახურს.

4. ქვეპროგრამა ბენეფიციარების მხრიდან არ ითვალისწინებს თანაგადახდას და გულისხმობს გათვალისწინებული მომსახურებების სრულად დაფინანსებას.


მუხლი 5. ანგარიშგება 
1. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ვალდებულია, სამსახურს ყოველთვიურად,  არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, წარუდგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოს  შესახებ.

2. ქვეპროგრამის განმახორციელებლი ანგარიშთან ერთად სამსახურს წარუდგენს:

ა) სამსახურის მიერ დამტკიცებული ფორმის შემთხვევათა რეესტრს;

ბ) მუნიციპალური ბიუჯეტის ფარგლებში დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციას (ანგარიში);           

გ) სკრინინგის შედეგების სტატისტიკურ ანალიზს და შედეგების ეპიდემიოლოგიურ ანალიზს (3 თვეში ერთხელ).


მუხლი 6. ქვეპროგრამის მიმდინარეობის შემოწმება და შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება
1. სამსახური პერიოდულად ამოწმებს ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას. შემოწმების განხორციელების ფორმა და მექანიზმი განისაზღვრება სამსახურის მიერ. შემოწმებას ახორციელებს სამსახურის შესაბამისი ქვედანაყოფი სამსახურის დებულების შესაბამისად.

2. შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ინსპექტირებას ახორციელებს სამსახური, რომლის დროსაც ხდება:

ა) ქვეპროგრამით მოსარგებლის იდენტიფიცირება;

ბ) ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხის შედარება დამტკიცებული ბიუჯეტის პარამეტრებთან;

გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

3. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში ქვეპროგრამის მოცულობასთან შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები განმახორციელებელს და წერილობით აცნობოს ხარვეზის არსებობის შესახებ. ასეთი, შემთხვევა განმახორციელებელს არ ჩაეთვლება ჩატარებულ კვლევად და არ გამოაკლდება გამოსაკვლევ ბენეფიციართა რაოდენობის ლიმიტს.

4. სრულყოფილად წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოს ანგარიშზე ქვეპროგრამის განმახორციელებელსა და ინსპექტირებაზე პასუხისმგებელ პირს შორის ფორმდება სამსახურის მიერ დამტკიცებული ფორმის მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

ა) ქვეპროგრამის განმახორციელებლის სრული დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ) ქვეპროგრამის დასახელება;

გ) შესრულებული სამუშაოს თვე;

დ) შესრულებული სამუშაოს ანგარიშის დოკუმენტების ჩამონათვალი შესაბამისი რაოდენობების, ნომრებისა და თარიღების მითითებით;

ე) მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა;

ვ) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღი.

5. ქვეპროგრამის ფარგლებში ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს ანგარიშები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.


მუხლი 7. გარდამავალი დებულებები
2015 წელს შესრულებული სამუშაო, რომელიც სამსახურში წარდგენილი იქნება 2016 წელს, ანაზღაუდეს 2015 წელს მოქმედი წესის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის (კოდი: 06 01 02) ასიგნებების ფარგლებში.


დანართი №2
გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის

ქვეპროგრამის განხორციელების წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 
1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლი (კოდი: 06 01 03)“ განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.

 2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ქვეპროგრამაში „გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლი (კოდი: 06 01 03)“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.


მუხლი 2. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა
1. ქვეპროგრამით მოსარგებელეები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, ასევე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები.

2.   ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას განეკუთვნება:

ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამდებ დაავადებათა აქტიური და პასიური ეპიდზედამხედველობის განხორციელება;

ბ) დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება;

გ) მოსახლეობის იმუნოპროფილაქტიკური ღონისძიებების ხელშეწყობა და მონიტორინგი;

დ) ცხოველთა მიერ დაზარალებული მოსახლეობის ეპიდზედამხედველობა, ანტირაბიული სამედიცინო დახმარების მიწოდების ხელშეწყობა;

ე)  სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლისათვის ნოზოკომიური ინფექციების პრევენციის და კონტროლისათვის რეკომენდაციების მიწოდება;

ვ)    გადამდებ დაავადებათა პრევენცია:

ზ)  დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

თ)  ეპიდემიოლოგიური მონაცემების რეგულარული შეფასება, მონაცემთა ანალიზი;

ი)  ცხოვრების ჯანსაღი წესის და უნარ-ჩვევების დამკვიდრების, მავნე ჩვევათა კორექციის და ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო საშუალებებით და სპეციფიკური ღონისძიებებით საინფორმაციო კამპანიების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  სააღმზრდელო დაწესებულებებში ორგანიზება და წარმართვა.


მუხლი 3. ქვეპროგრამის განმახორციელებლი და განხორციელების მექანიზმი
1. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ ,,თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრი“ (ს/კ 205271365)  (შემდგომში - ქვეპროგრამის განმახორციელებელი).

2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი წარმოადგენს ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის განმკარგავ საბიუჯეტო ორგანიზაციას.

3. ქვეპროგრამის განხორციელების ზედამხედველობას ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში - სამსახური).

4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლი (კოდი: 06 01 03)“ ასიგენებების ფარგლებში.


მუხლი 4. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელება
ქვეპროგრამის განმახორციელებელმა უნდა უზრუნველყოს:

ა) აქტიური ან/და პასიური ეპიდზედამხედველობის გზით გამოვლენილი/რეგისტრირებული შემთხვევების კერის შესწავლა;

ბ) ავადმყოფთან კონტაქტში მყოფ პირებში პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება;

გ) ინფექციის წყაროსა და ფაქტორის დადგენის მიზნით კერაში ავადმყოფთან კონტაქტში მყოფ პირებში ლაბორატორიული კვლევების განხორციელების უზრუნველყოფა;

დ) კონტაქტირებულ პირებში დადასტურებული შემთხვევების დროს რეფერირება პროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში;

ე) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად მოსახლეობაში იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, ორგანიზება და მონიტორინგი;

ვ) არაგეგმიური აცრების შესაბამისად მოსახლეობაში იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, ორგანიზება და მონიტორინგი; მუნიციპალიტეტის იმუნოპროფილაქტიკის მონაცემთა რუტინული დამუშავება;

ზ) ეპიდჩვენებით ჩასატარებელი ორგანიზებული აცრების განხორციელების ხელშეწყობა, მონიტორინგი და ანალიზი;

თ)  ვაქცინებისა და სხვა ასაცრელად საჭირო მასალების და ცივი ჯაჭვის ინვენტარის საჭიროების განსაზღვრა მუნიციპალიტეტისათვის;

ი)   იმუნიზაციის ხელშემწყობი საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება.

კ) რეგისტრირებული ინფექციური დაავადებების ანალიზი, მათი შესაძლო გავრცელების მოკლე და გრძელვადიანი პროგნოზირება;

ლ) პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

მ) მოსახლეობის გადამდებ დაავადებათა პრევენციის საკითხებში ინფორმირებულობისათვის მოსახლეობის საგანმანათლებლო კამპანია.

ნ) საანგარიშგებო წლის დასაწყისში სამსახურისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო დაწესებულებებში პილოტურად განსახორციელებელი ცხოვრების ჯანსაღი წესის და უნარ-ჩვევების დამკვიდრების, მავნე ჩვევათა კორექციის და ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო საშუალებებით და სპეციფიკური ღონისძიებებით ჩასატარებელი საინფორმაციო კამპანიების თაობაზე ინფორმაციის (სააღმზრდელო დაწესებულებების ნუსხა, ღონისძიებების გეგმა-გრაფიკი, თემები, საინფორმაციო მასალები) წარდგენა და შეთანხმება.


მუხლი 5. ანგარიშგება
1. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ვალდებულია, სამსახურს ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა, წარუდგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოს  შესახებ.

2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ანგარიშთან ერთად სამსახურს წარუდგენს:

ა) სამსახურის მიერ დამტკიცებული ფორმის შემთხვევათა რეესტრს;

ბ) მუნიციპალური ბიუჯეტის ფარგლებში დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციას (ანგარიში).             


მუხლი 6. ქვეპროგრამის მიმდინარეობის შემოწმება და შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება
1. სამსახური პერიოდულად ამოწმებს ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას. შემოწმების განხორციელების ფორმა და მექანიზმი განისაზღვრება სამსახურის მიერ. შემოწმებას ახორციელებს სამსახურის შესაბამისი ქვედანაყოფი სამსახურის დებულების შესაბამისად.

2. შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ინსპექტირებას ახორციელებს სამსახური, რომლის დროსაც ხდება:

ა) წარმოდგენილი ღონისძიებების შედარება ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მომსახურების მოცულობებთან;

ბ) ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხის შედარება დამტკიცებული ბიუჯეტის პარამეტრებთან;

გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

3. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში ქვეპროგრამის მოცულობასთან შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები განმახორციელებელს და წერილობით აცნობოს ხარვეზის არსებობის შესახებ.

4. სრულყოფილად წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოს ანგარიშზე ქვეპროგრამის განმახორციელებელსა და ინსპექტირებაზე პასუხისმგებელ პირს შორის ფორმდება სამსახურის მიერ დამტკიცებული ფორმის მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

ა) ქვეპროგრამის განმახორციელებლის სრული დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ) ქვეპროგრამის დასახელება;

გ) შესრულებული სამუშაოს თვე;

დ) შესრულებული სამუშაოს ანგარიშის დოკუმენტების ჩამონათვალი შესაბამისი რაოდენობების, ნომრებისა და თარიღების მითითებით;

ე) მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა;

ვ) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღი.

5. ქვეპროგრამის ფარგლებში ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს ანგარიშები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.



დანართი №3
ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგი და აღდგენითი თერაპიის ქვეპროგრამის განხორციელების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 
1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ორთოპედიული დავადებათა სკრინინგი და აღდგენითი თერაპია (კოდი: 06 01 04)“   განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.

2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ქვეპროგრამაში „ორთოპედიული დავადებათა სკრინინგი და აღდგენითი თერაპია (კოდი: 06 01 04)“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.


მუხლი 2. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა 
1. ქვეპროგრამა მოიცავს შემდეგი მომსახურების/კომპონენტის დაფინანსებას:

ა)  დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) სკოლიოზის (M41) ჯგუფისა და  ბრტყელტერფიანობის სკრინინგი;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გამოვლენილი დაავადებების აღდგენითი თერაპია, კერძოდ:

 ბ.ა) სკოლიოზის აღდგენითი თერაპია, რომელიც მოიცავს:

ბ.ა.ა)  სამკურნალო მასაჟს;

ბ.ა.ბ) სამკურნალო ვარჯიშს;

ბ.ა.გ) ფიზიოთერაპიას;

ბ.ა.დ) საჭიროების შემთხვევაში რენტგენოგრაფიას.

ბ.ბ)  ბრტყელტერფიანობის აღდგენითი თერაპია, რომელიც მოიცავს:

ბ.ბ.ა)  სამკურნალო მასაჟს;

ბ.ბ.ბ) სამკურნალო ვარჯიშს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების/კომპონენტის მოსარგებლეს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, 4-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით საქართველოს მოქალაქე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მოსარგებლეს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, 4-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სკრინინგის კომპონენტის ფარგლებში დაესვა სქოლიოზის ან/და ბრტყელტერფიანობის დიაგნოზი და ამავდროულად წარმოადგენს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეს.


მუხლი 3. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი და დაფინანსების მეთოდოლოგია
1. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში - ქვეპროგრამის განმახორციელებელი).

2. ქვეპროგრამის დაფინანსება ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „ორთოპედიული დავადებათა სკრინინგი და აღდგენითი თერაპია (კოდი: 06 01 04)“ ასიგნებების ფარგლებში.

3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით.

4. ქვეპროგრამის მოსარგებლეებისათვის მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში - მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეთანხმება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებულ სარეგისტრაციო განაცხადში გათვალისწინებული ვაუჩერის პირობებს, გამოთქვამს ქვეპროგრამის ფარგლებში მონაწილეობის სურვილს და წერილობით, დადგენილი წესით დაუდასტურებს ქვეპროგრამის განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს.

5. პირის/ორგანიზაციის მიერ, ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული დამატებითი პირობების დაკმაყოფილების შეფასება, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება და მიმწოდებლად ცნობა ხორციელდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ.


მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“  ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ფინანსდება წელიწადში ერთხელ, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 5 ლარის ოდენობისა, ქვეპროგრამის მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.

2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებები, ერთი მოსარგებლისათვის ფინანსდება, წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ოდენობებით/ღირებულებებით, შემდეგი ჯამური ლიმიტის ფარგლებში:

ა) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება  -  ერთი კურსი, არაუმეტეს, 264 ლარი.

ბ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება  -  ერთი კურსი, არაუმეტეს, 150 ლარი;

გ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ა“ და ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტებთ გათვალისწინებული კომბინირებული მომსახურებები - ერთი კომბინირებული კურსი, არაუმეტეს, 300 ლარი.

3.  ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება მოსარგებლისათვის, რომელიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება სრულად, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ლიმიტის ფარგლებში (მოსარგებლის მიერ თანაგადახდის გარეშე), ხოლო ყველა სხვა მოსარგებლისათვის ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება მომსახურების ღირებულების ფაქტობრივი ხარჯის - 70%, მაგრამ არაუმეტეს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ლიმიტის ფარგლებში.

4. ქვეპროგრამის ფარგლებში მოსარგებლეს წელიწადში უნაზღაურდება, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მხოლოდ ერთ-ერთი მომსახურების ღირებულება. 


მუხლი 5. მოსარგებლე პირების ჩართვა ქვეპროგრამაში 
1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, მოსარგებლის ქვეპროგრამაში ჩართვა ხორციელდება მიმწოდებლის მიერ მოსარგებლის მოძიების ან/და მოსარგებლის მიმწოდებელთან მიმართვის შემთხვევაში. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის განხორციელების ეტაპებია:

ა) მომსახურების მიწოდება;

ბ)  ანგარიშის წარდგენა;

გ)   საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება;

დ)   შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი.

2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის განხორციელების ეტაპებია:

ა)  პირის მოსარგებლედ ცნობა/რეგისტრაცია;

ბ) შეტყობინება შემთხვევის შესახებ;

გ) მომსახურების მიწოდება;

დ) შეტყობინების საფუძველზე შემთხვევის შემოწმება;

ე)  ანგარიშის წარდგენა;

ვ)   საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება;

ზ)    შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი.

3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის მიმწოდებელი ვალდებულია, შესაბამისი ელექტრონული პროგრამის საშუალებით, შეატყობინოს ქვეპროგრამის განმახორციელებელს, ქვეპროგრამის მოსარგებლის (პაციენტის) ყოველი ერთეული ვიზიტის   შესახებ.


მუხლი 6. ანგარიშგება
1. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს, ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა, წარუდგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოს  შესახებ.

2.  მიმწოდებელი, ქვეპროგრამის განმახორციელებლს ანგარიშთან ერთად წარუდგენს:

ა) ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული ფორმის შემთხვევათა რეესტრს, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გაწეული მომსახურების შესახებ, თითოეული მოსარგებლის მიხედვით;

ბ)   ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტებს.

3. მომსახურება გაწეულად ჩაითვლება თუ მოსარგებლეს (პაციენტს) გაეწია მომსახურება მისთვის განსაზღვრული/დადგენილი სრული კურსის მიხედვით.


მუხლი 7. ქვეპროგრამის მიმდინარეობის შემოწმება და შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება 
1.   ქვეპროგრამის განმახორციელებელი პერიოდულად ამოწმებს მიმწოდებლის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას. შემოწმების განხორციელების ფორმა და მექანიზმი განისაზღვრება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ. შემოწმებას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებლის შესაბამისი განყოფილება.

2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ახორციელებს შესრულებული სამუშაოს ინსპექტირებას, რომლის დროსაც ხდება:

ა)   მოსარგებლის იდენტიფიცირება;

ბ) ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში (ანგარიშ-ფაქტურაში) მითითებული თანხის შედარება შემთხვევათა რეესტრში ცალკეულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ჯამურ ოდენობასთან;

გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

3. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები მიმწოდებლებს და მისცეს 5 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხელახლა წარმოსადგენად.

4. სრულყოფილად წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოს ანგარიშზე ფორმდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული ფორმის  პირველადი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

ა) მიმწოდებლის სრული დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ) ქვეპროგრამის დასახელება;

გ) საანგარიშგებო თვე;

დ) საანგარიშგებო დოკუმენტების ჩამონათვალი შესაბამისი რაოდენობების, ნომრებისა და თარიღების მითითებით;

ე) წარმოდგენილი სამუშაოს ღირებულება, მომსახურების საერთო ღირებულების (ლარებში) მითითებით;

ვ) პირველად მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა;

ზ) პირველადი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღი.

5. მიმწოდებელმა, ქვეპროგრამის განმახორციელებს უნდა წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია, მომსახურების მიწოდების დასრულების თვის მომდევნო 3 თვის განმავლობაში. ხოლო, ქვეპროგრამის განმახორციელებელს შეუძლია განახორციელოს ინსპექტირება შესრულებული სამუშაოს   წარმოდგენიდან არაუგვიანეს 22 სამუშაო დღის განმავლობაში.

6.  საანგარიშგებო დოკუმენტაციით წარსადგენი ერთეულის პროგრამული კოდები განისაზღვრება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ და შესაბამის საანგარიშგებო დოკუმენტაციასთან ერთად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განთავსდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tbilisi.gov.ge.

7. გაწეული მომსახურების ანგარიშგების ფორმები და მათი შევსების ინსტრუქცია მტკიცდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ და კანონმდებლობით დადგენილი წესით განთავსდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tbilisi.gov.ge.


მუხლი 8. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება 
1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად წარმოდგენილი შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად:

ა)    ასანაზღაურებელი შემთხვევა;

ბ)    შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას;

2.   ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც:

ა) წარდგენილი შემთხვევის მონაცემები არ ემთხვევა შეტყობინების მონაცემებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) მოსარგებლის პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები არ ემთხვევა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემებს;

გ)  თუ აღნიშნული შემთხვევა არ წარმოადგენს ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მოსარგებლეს (არ არის დაცული პირის ქვეპროგრამის მოსარგებლედ ცნობის კრიტერიუმები).

3.  შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, მიმწოდებლებსა და ქვეპროგრამის განმახორციელებელს შორის, ფორმდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული ფორმის მეორადი მიღება-ჩაბარების აქტი, 2 ეგზემპლარად.

4.  ქვეპროგრამის ფარგლებში, მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.


მუხლი 9. მიმწოდებლად ცნობის დამატებითი პირობები
1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) ქვეპროგრამით გათვალისწინებული ყველა მომსახურების განხორციელების, სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილების ქონა;

ბ) მრავალდარგობრივი გუნდის ყოლა შემდეგი შემადგენლობით: რენტგენოლოგი,  ორთოპედი,  რეაბილიტოლოგი,  ფიზიოთერაპევტი, რაც დადასტურდება შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციით (მ.შ. სახელმწიფო დიპლომი/სერტიფიკატები);

გ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურებების მიწოდებისათვის აუცილებელი შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.

2. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებს წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.


მუხლი 10. დიაგნოსტიკური ჯგუფი
 

დიაგნოსტიკური ჯგუფი

 რაოდენობა

ერთეულის ღირებულება

(ლარი)

M41 ჯგუფის დიაგნოზის აღდგენითი თერაპიის 1 კურსის მოცულობა

სამკურნალო  მასაჟი

15

12

სამკურნალო ვარჯიში

ფიზიოთერაპია

8

8

R-გრაფია (საჭიროებისამებრ)

1

20

კურსის ვაუჩერის ღირებულება

264

ბრტყელტერფიანობის შემთხვევაში აღდგენითი თერაპიის 1 კურსის მოცულობა

სამკურნალო  მასაჟი

15

10

სამკურნალო ვარჯიში

კურსის ვაუჩერის ღირებულება

150

დიაგნოზების კომბინირებისას აღდგენითი თერაპიის 1 კურსის მოცულობა

სამკურნალო  მასაჟი

20

12

სამკურნალო ვარჯიში

ფიზიოთერაპია

8

7,5

კურსის ვაუჩერის ღირებულება

300

       

 



დანართი №4
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესი 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია (კოდი: 06 01 06)“ განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.

2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამაში „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია (კოდი: 06 01 06)“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.


მუხლი 2. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა
1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფის დიაგნოზის მქონე  2-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით  საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც:

ა) 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით და ამავდროულად ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტშია რეგისტრირებული ან

ბ) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი თბილისი.

2. ქვეპროგრამა მოიცავს შემდეგ მომსახურებებს და ღონისძიებებს:

ა) აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასება და ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შედგენა;

ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასებისა და გეგმის წარდგენა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში, ხოლო ინდივიდუალური გეგმის ცვლილების შემთხვევაში კორექტირებული გეგმის წარდგენა არაუგვიანეს, შეცვლილი ინდივიდუალური გეგმის თვის წინა თვის 25 რიცხვისა;

გ) ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. აღნიშნული ღონისძიება მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის, ერთიანი საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ქცევითი თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ,  ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად, მოსარგებლისათვის ინდივიდუალური სეანსის მიწოდებას,  (მ.შ. გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, საჭიროებისამებრ მეტყველების თერაპია, ოკუპაციური თერაპია და სხვა);

დ) ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის კონსულტირება;

ე) 6 თვეში ერთხელ მოსარგებლისათვის გაწეული თერაპიის შედეგების შეფასება/გადაფასება საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიების გამოყენებით (მ.შ. ABLLS-R, VB-MAPP და სხვა.) და ანგარიშის წარდგენა  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში, აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ 2 თვის განმავლობაში.

3. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი მომსახურებების დაფინანსება:

ა) ქვეპროგრამის მოსარგებლის განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასება და ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შედგენა, ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის კორექტირება;

ბ) ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის თვეში არაუმეტეს, 20 ინდივიდუალური სეანსის მიწოდება, ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად. თითოეული ინდივიდუალური სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ, 1 საათს. წლიური გეგმის შესაბამისად, თვეში 20 სეანსის განსაზღვრის შემთხვევაში, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის სეანსების მინიმალურმა ოდენობამ უნდა შეადგინოს არანაკლებ, 14 სეანსი, ხოლო წლიური გეგმის შესაბამისად, თვეში 20-ზე ნაკლები სეანსის განსაზღვრის შემთხვევაში, სეანსების ოდენობის არანაკლებ ¾;

გ) ქვეპროგრამის მოსარგებლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის კონსულტირება;

დ) 6 თვეში ერთხელ მოსარგებლისათვის გაწეული თერაპიის შედეგების შეფასება/გადაფასება საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიების გამოყენებით.


მუხლი 3. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი
1. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში - ქვეპროგრამის განმახორციელებელი).

2. ქვეპროგრამის დაფინანსება განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია (კოდი: 06 01 06)“ ასიგნებების ფარგლებში.

3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით.

4. ქვეპროგრამის მოსარგებლეებისათვის მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში - მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეთანხმება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებულ სარეგისტრაციო განაცხადში გათვალისწინებული ვაუჩერის პირობებს, გამოთქვამს ქვეპროგრამის ფარგლებში მონაწილეობის სურვილს და წერილობით, დადგენილი წესით დაუდასტურებს ქვეპროგრამის განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს.

5. პირის/ორგანიზაციის მიერ, ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული დამატებითი პირობების დაკმაყოფილების შეფასება, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება და მიმწოდებლად ცნობა ხორციელდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ.

 


მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და დაფინანსების წესი
1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს, თვეში 420 ლარისა.

2. ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების ერთეულს წარმოადგენს კომპლექსური თერაპიის არანაკლებ ერთსაათიანი ინდივიდუალური სეანსი, რომლის ღირებულება შეადგენს 21 ლარს.

3. ქვეპროგრამის ფარგლებში, ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად,  თვეში ფინანსდება, არაუმეტს 20 სეანსი (მოსარგებლის/პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე), ხოლო დამატებითი სეანსების ღირებულება შესაძლებელია ანაზღაურდეს მოსარგებლის (პაციენტის) მხრიდან.

4. ვაუჩერით ანაზღაურდება მომსახურება, მოსარგებლის ქვეპროგრამაში ჩართვის თვიდან, მოსარგებლის 16 წლის ასაკის შესრულებამდე. ანაზღაურებას ექვემდებარება, ასევე, 16 წლის ასაკის შესრულების თვის მანძილზე მოსარგებლისათვის მიწოდებული მომსახურება.


მუხლი 5. მოსარგებლეთა ჩართვა ქვეპროგრამაში და ვაუჩერის გაუქმება
1. ქვეპროგრამაში მოსარგებლეთა ჩართვა ხორციელდება მიმწოდებელის მიერ ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წარმოდგენილი სიის შესაბამისად და ქვეპროგრამაში ვაკანტური ადგილის გაჩენისას.

2. მიმწოდებელი, ქვეპროგრამაში ჩართვისას, ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წარმოადგენს სიას მასთან აღრიცხვაზე მყოფ იმ პირების შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.

3. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის სიას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, პასპორტი, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი;

ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი, კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში - აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მათ შორის,  2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი);

დ) მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა), რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წარდგენამდე არაუმეტეს, 2 თვით ადრე და მასში მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი და დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი, სულ მცირე, ADOS ტესტირების შედეგი;

ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ქვეპროგრამის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ ქვეპროგრამის მოსარგებლე რეგისტრირდება ქვეპროგრამის „აუტიზმის შეტყობინებისა და მართვის ელექტრონული მოდული“.

5. ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება ხორციელდება, ამ წესის შესაბამისად მიმწოდებლის რეგისტრაციის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

6. მიმწოდებელთან, დადგენილი ლიმიტის ფარგლებში გაჩენილ ვაკანტურ ადგილებზე, ახალი მოსარგებლის ჩართვა ხდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე (მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი). დაინტერესებულმა პირმა ქვეპროგრამაში მოსარგებლედ ჩართვის შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს ქვეპროგრამის განმახორციელებელს. ქვეპროგრამაში ჩართვისას, პრიორიტეტი მიენიჭება მომლოდინეთა რიგში/სიაში მყოფ ყველაზე მცირე ასაკის პირის, ხოლო ერთნაირი ასაკის შემთხვევაში კი იმ პირს, რომელმაც უფრო ადრე მიმართა განცხადებით.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია.

8. მოსარგებლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გააჩნია არჩევანის უფლება მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების არჩევისას, რასაც იგი აფიქსირებს ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ განსაზღვრულ განცხადების ფორმაში.

9. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირის ქვეპროგრამაში მოსარგებლედ ჩართვა ხდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის თანხმობის საფუძველზე, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება საანგარიშგებო თვის 10 რიცხვის ჩათვლით.

10. მიმწოდებელი, ქვეპროგრამის „აუტიზმის შეტყობინებისა და მართვის ელექტრონული მოდული“, ახორციელებს შეტყობინებას მოსარგებლისათვის ჩატარებული სეანსების შესახებ, კერძოდ პირველი სეანსის ჩატარებიდან - 24 საათის განმავლობაში, ხოლო შემდგომი სეანსების შემთხვევაში -ჩატარებიდან 72 საათის განმავლობაში.

11. მოსარგებლისათვის გაცემული არამატერიალიზებული ვაუჩერის გაუქმების საფუძველია:

ა) მოსარგებლის მიმწოდებელთან გამოუცხადებლობა, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ გაცემულ ქვეპროგრამაში ჩართვის თაობაზე თანხმობაში მითითებულ ვადის განმავლობაში;

ბ) თვეში განსაზღვრული ვიზიტების რაოდენობის 30%-ის და მეტის გამოუყენებლობა თვის მანძილზე (გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა).

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნტით გათვალისწინებული საფუძვლით არამატერიალიზებული ვაუჩერი არ უქმდება, თუ:

ა) გაცდენა გამოწვეულია მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობით (რაც დასტურდება ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციით);

ბ) გაცდენა გამოწვეულია მოსარგებლის აქტიური სოციალური სტატუსის ხელშეწყობის მიზეზით (კურორტული დასვენება, კულტურული, შემეცნებითი და სპორტული გასვლები), მაგრამ არაუმეტეს, 1 თვის ვაუჩერის პროპორციული სეანსების გაცდენა წლის განმავლობაში (აღნიშნული, მიმწოდებლის მიერ აღინიშნება საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარმოდგენისას).

გ) გაცდენას მიზანშეწონილად მიიჩნევს მიმწოდებელი (ამასთან, გაცდენის დასაბუთება უნდა განახორციელოს მიმწოდებელმა ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წერილობითი მომართვით, რომელსაც თან დაერთვება მშობლის ახსნა-განმარტებითი ბარათით);

დ) გაცდენა გამოწვეულია დაწესებულების ფუნქციონირების დროებითი შეჩერების გამო (ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე მინიმუმ, ერთი თვით ადრე, წერილობით აცნობოს მოსარგებლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და ქვეპროგრამის განმახორციელებელს).

13. მოსარგებლის ქვეპროგრამიდან გასვლის შემთხვევაში, მისი ქვეპროგრამაში განმეორებით ჩართვა ხორციელდება ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად.


მუხლი 6. ანგარიშგება
1. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს, ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა, წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია. საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იქნეს, როგორც ქაღალდმატარებლით (ბეჭდური ფორმით), ასევე ელექტრონული ანგარიშგების მოდულის მეშვეობით.

2. ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა), ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი, აგრეთვე, ამ წესის მე-5 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. შესრულებულ მომსახურებად ჩაითვლება საანგარიშგებო თვეში მოსარგებლისათვის გაწეული მომსახურების მოცულობა.


მუხლი 7. ქვეპროგრამის მიმდინარეობისას შემოწმება და შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება 
1. ქვეპროგრამის განმახორციელებელი პერიოდულად ამოწმებს მიმწოდებლის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას. შემოწმების განხორციელების ფორმა და მექანიზმი განისაზღვრება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ. შემოწმებას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებლის შესაბამისი განყოფილება.

2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ახორციელებს შესრულებული სამუშაოს ანგარიშის (საანგარიშგებო დოკუმენტაციის) ინსპექტირებას, რომლის დროსაც ხდება:

ა) მოსარგებლის იდენტიფიცირება;

ბ) ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში (ანგარიშ-ფაქტურაში) მითითებული თანხის შედარება შემთხვევათა რეესტრში ცალკეულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ჯამურ ოდენობასთან;

გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები მიმწოდებლებს და მისცეს 5 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხელახლა წარმოსადგენად.

4. სრულყოფილად წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოს ანგარიშზე (საანგარიშგებო დოკუმენტებზე) ფორმდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული ფორმის  პირველადი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

ა) მიმწოდებლის სრული დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ) ქვეპროგრამის დასახელება;

გ) საანგარიშგებო თვე;

დ) საანგარიშგებო დოკუმენტების ჩამონათვალი შესაბამისი რაოდენობების, ნომრებისა და თარიღების მითითებით;

ე) წარმოდგენილი სამუშაოს ღირებულება, მომსახურების საერთო ღირებულების (ლარებში) მითითებით;

ვ) პირველად მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა;

ზ) პირველად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღი.

5. მიმწოდებელმა ქვეპროგრამის განმახორციელებელს უნდა წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია, მომსახურების მიწოდების დასრულების თვის მომდევნო 3 თვის განმავლობაში. ხოლო, ქვეპროგრამის განმახორციელებელს შეუძლია განახორციელოს ინსპექტირება შესრულებული სამუშაოს   წარმოდგენიდან არაუგვიანეს 22 სამუშაო დღის განმავლობაში.

6.  საანგარიშგებო დოკუმენტაციით წარსადგენი ერთეულის პროგრამული კოდები განისაზღვრება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ და შესაბამის საანგარიშგებო დოკუმენტაციასთან ერთად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განთავსდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tbilisi.gov.ge.

7. გაწეული მომსახურების ანგარიშგების ფორმები და მათი შევსების ინსტრუქცია მტკიცდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ და კანონმდებლობით დადგენილი წესით განთავსდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tbilisi.gov.ge.

 


მუხლი 8. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება 
1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად წარმოდგენილი შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად:

ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა;

ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას;

2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც:

ა) წარდგენილი შემთხვევის მონაცემები არ ემთხვევა შემოწმებისას დადგენილ ფაქტებს;

ბ) მოსარგებლის პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები არ ემთხვევა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემებს;

გ) თუ სრულად არ ჩატარებულა ქვეპროგრამის პირობების გათვალისწინებით მომსახურება.

3. შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, მიმწოდებლებსა და ქვეპროგრამის განმახორციელებელს შორის, ფორმდება განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული ფორმის მეორადი მიღება-ჩაბარების აქტი, 2 ეგზემპლარად.

4.  ქვეპროგრამის ფარგლებში, მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.

5. მიმწოდებლის მიერ ქვეპროგრამით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ანგარიშგებისათვის საანგარიშგებო დოკუმენტაციის შემთხვევათა რეესტრს, მიმწოდებლის რეგისტრაციისათვის განაცხადის ფორმას და მიმწოდებლთა აღრიცხვაზე მყოფ პირთა თაობაზე ინფორმაციის ცხრილის ფორმას შემუშავებს და ამტკიცებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.


მუხლი 9. მიმწოდებლისათვის დადგენილი დამატებითი პირობები
1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) ქვეპროგრამით გათვალისწინებული ყველა მომსახურების განხორციელების, სულ მცირე, 6-თვიანი გამოცდილება;

ბ) შესაბამისი მომსახურების მულტიდისციპლინური გუნდის - ნევროლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი და სხვა - ჩართულობით უზრუნველყოფის შესაძლებლობა;

გ) ქცევითი თერაპევტის (10 მოსარგებლეზე, არანაკლებ, 1 თერაპევტი) ყოლა:

გ.ა) რომელიც არის ბავშვის ქცევითი აშლილობების მართვის უნარ - ჩვევების მქონე დიპლომირებული სპეციალისტი ფსიქოლოგიაში ან მომიჯნავე სპეციალობაში (სპეციალური პედაგოგი, პედაგოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, სოციალური მუშაკი) და გავლილი აქვს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის ბაზისური მომზადების საერთაშორისო ან/და ადგილობრივი კურსი (მინიმუმ 40 თეორიული და 40 პრაქტიკული საათი), რაც  დასტურდება სერტიფიკატით ან/და შესაბამისი დოკუმენტით;

გ.ბ) რომელსაც გააჩნია ქცევითი თერაპიის დამოუკიდებლად ჩატარების, სულ მცირე, 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება.

დ) აუცილებელია,  ყოველ 5 ქცევით თერაპევტზე ჰყავდეს ფსიქოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხის მქონე ერთი ქცევითი თერაპევტი ( სუპერვაიზერი), რომელსაც შეუძლია:

დ.ა) ბავშვის/მოზარდის უნარების შეფასება/გადაფასება შესაბამისი საერთაშორისო მეთოდოლოგიის გამოყენებით (ინსტრუმენტები: ABLLS,VB-MAPP და სხვა);

დ.ბ) ინდივიდუალური თერაპიული პროგრამის შედგენა;

დ.გ) აქვს აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებთან დამოუკიდებლად მუშაობის, სულ მცირე, 2 წლის გამოცდილება;

დ.ე) სრულად გავლილი აქვს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის საერთაშორისო კურსი ან მომზადებულია საერთაშორისო ექსპერტების მიერ, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით.

ე) უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი მატერალურ-ტექნიკური ბაზით (თითოეული მოსარგებლისათვის ერთი-ერთზე სერვისის განსახორციელებლად).

2. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებს წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

3. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის მოსარგებლეებისთვის ქცევითი თერაპევტის/სუპერვაიზერის ცვლილების შემთხვევაში მოახდინოს ინდივიდუალური გეგმის შესაბამისი ყველა ინფორმაციის (მ.შ. ჩანაწერების) გადაბარების უზრუნველყოფა.

4. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მოცულობა განახორციელოს არამატერიალიზებული ვაუჩერის დაფინანსების ფარგლებში, ქვეპროგრამის მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.

          


მუხლი 10. გარდამავალი დებულებები
2015 წელს შესრულებული სამუშაო, რომელიც წარმოდგენილი იქნება 2016 წელს ანაზღაურდეს 2015 წელს მოქმედი წესის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის (კოდი: 06 01 06) ასიგნებების ფარგლებში.


დანართი №5
ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის ქვეპროგრამის განხორციელების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 
1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპია (კოდი: 06 01 09)“ განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.

2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ქვეპროგრამაში „ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპია (კოდი: 06 01 09)“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.


მუხლი 2. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა 
1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები და მათი განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №1-1 დადგენილებით განსაზღვრულ პროგრამაში („ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპია“) 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით ჩართული ბენეფიციარები, აგრეთვე  ნარკომანიით დაავადებული 70 000-ზე მეტი სარეიტინგო ქულის მქონე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები (მ.შ.იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი თბილისი), რომლებიც ჩართულნი არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამაში -,,ნარკომანია“.

2. ქვეპროგრამით  განსაზღვრული მომსახურება გულისხმობს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამაში -,,ნარკომანია“ ჩართული ბენეფიციარების (ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად) ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებისა და ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდების თანადაფინანსებას.

3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება, ერთ მოსარგებლეზე/ბენეფიციარზე შეადგენს თვეში 110 ლარს.


მუხლი 3. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი 
1. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში - ქვეპროგრამის განმახორციელებელი).

2. ქვეპროგრამა ითვალისწინებს, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოსარგებლეების/ბენეფიციარების თანადაფინანსებას, შესაბამისად მოსარგებლეებისთვის/ბენეფიციარებისთვის მომსახურების მიმწოდებლად განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის ,,ნარკომანია“ მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებები (შემდგომში - მიმწოდებელი).

3.  ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება განხორციელდება მიმწოდებლებთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, თვეში ბენეფიციარების განსაზღვრული ლიმიტის შესაბამისად.

4. ქვეპროგრამის დაფინანსება განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპია (კოდი: 06 01 09)“ ასიგნებების ფარგლებში. 


მუხლი 4. მოსარგებლე პირების ჩართვა ქვეპროგრამაში 
1. ამ წესის მეორე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ის მოსარგებლეები/ბენეფიციარები, რომელებიც 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით ჩართული იყვნენ „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები და მათი განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №1-1 დადგენილებით გათვალისწინებულ პროგრამაში „ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპია“, ავტომატურად ითვლებიან ამ წესით გათვალისწინებულ ქვეპროგრამაში ჩართულ მოსარგებლეებად/ბენეფიციარებად.

2. ქვეპროგრამაში მოსარგებლის/ბენეფიციარის ჩართვა ხდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის ,,ნარკომანია“ ბენეფიციართა ნუსხიდან შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

ა) ქვეპროგრამის მოსარგებლეთა/ბენეფიციართა საერთო რაოდენობა თვის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 265 პირს;

ბ) ქვეპროგრამაში გაჩენილი ვაკანტური ადგილისა და ახალი მოსარგებლის/ბენეფიციარის ჩართვის მომენტისათვის, 70 000  სარეიტინგო ქულის ზემოთ, მინიმალური ქულის მქონე მოსარგებლე რიგითობის დაცვით.

3. მოსარგებლის/ბენეფიციარის ქვეპროგრამიდან გასვლის საფუძველს წარმოადგენს, მოსარგებლის ბრალით მომსახურების მიღება/მიწოდებაში წყვეტა 1 საანგარიშო თვის განმავლობაში.  

 


მუხლი 5. ანგარიშგება
1. ქვეპროგრამით განსაზღვრული მოცულობის არასრული თვის შესრულების შემთხვევაში, ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება საანგარიშგებო თვეში შესრულებული კალენდარული დღეების პროპორციულად

2.  თანადაფინანსება განხორციელდება შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, ბენეფიციარის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.

3. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს, ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა, წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია.

4. ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი  ფორმის   რეესტრი და ხარჯის დამადასტურებელი  დოკუმენტები.


მუხლი 6. ქვეპროგრამის მიმდინარეობისას შემოწმება და შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება 
1. ქვეპროგრამის განმახორციელებელი პერიოდულად ამოწმებს მიმწოდებლის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას. შემოწმების განხორციელების ფორმა და მექანიზმი განისაზღვრება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ. შემოწმებას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებლის შესაბამისი განყოფილება.

2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ახორციელებს შესრულებული სამუშაოს ანგარიშის (საანგარიშგებო დოკუმენტაციის) ინსპექტირებას, რომლის დროსაც ხდება:

ა) მოსარგებლის იდენტიფიცირება;

ბ) ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში (ანგარიშ-ფაქტურაში) მითითებული თანხის შედარება შემთხვევათა რეესტრში ცალკეულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ჯამურ ოდენობასთან;

გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები მიმწოდებლებს და მისცეს 5 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხელახლა წარმოსადგენად.

4. სრულყოფილად წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოს ანგარიშზე (საანგარიშგებო დოკუმენტებზე) ფორმდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული ფორმის  პირველადი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

ა) მიმწოდებლის სრული დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ) ქვეპროგრამის დასახელება;

გ) საანგარიშგებო თვე;

დ) საანგარიშგებო დოკუმენტების ჩამონათვალი შესაბამისი რაოდენობების, ნომრებისა და თარიღების მითითებით;

ე) წარმოდგენილი სამუშაოს ღირებულება, მომსახურების საერთო ღირებულების (ლარებში) მითითებით;

ვ) პირველად მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა;

ზ) პირველად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღი.

5. მიმწოდებელმა ქვეპროგრამის განმახორციელებელს უნდა წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია, მომსახურების მიწოდების დასრულების თვის მომდევნო 3 თვის განმავლობაში. ხოლო, ქვეპროგრამის განმახორციელებელს შეუძლია განახორციელოს ინსპექტირება შესრულებული სამუშაოს   წარმოდგენიდან არაუგვიანეს 22 სამუშაო დღის განმავლობაში.

6.  საანგარიშგებო დოკუმენტაციით წარსადგენი ერთეულის პროგრამული კოდები განისაზღვრება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ და შესაბამის საანგარიშგებო დოკუმენტაციასთან ერთად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განთავსდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tbilisi.gov.ge.

7. გაწეული მომსახურების ანგარიშგების ფორმები და მათი შევსების ინსტრუქცია მტკიცდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ და კანონმდებლობით დადგენილი წესით განთავსდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tbilisi.gov.ge.

 


მუხლი 7. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება 
1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად წარმოდგენილი შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად:

ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა;

ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას;

2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც:

ა) წარდგენილი შემთხვევის მონაცემები არ ემთხვევა შემოწმებისას დადგენილ ფაქტებს;

ბ) მოსარგებლის პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები არ ემთხვევა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემებს;

გ) თუ სრულად არ ჩატარებულა ქვეპროგრამის პირობებით გათვალისწინებული მომსახურება.

დ) თუ აღნიშნული შემთხვევა არ წარმოადგენს ქვეპროგრამით გათვალისწინებულ ბენეფიციარს - არ არის დაცული ახალი ბენეფიციარის ჩართვისას შესაბამისი კრიტერიუმები.

3. ქვეპროგრამის განმახორციელებელი შესაბამისი შესრულებული სამუშაოს ინსპექტირების შემდგომ ახორციელებს ასანაზღაურებელ თანხაზე მეორადი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას.

4. ქვეპროგრამის ფარგლებში, მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.

5. მიმწოდებლის მიერ ქვეპროგრამით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ანგარიშგებისათვის საანგარიშგებო დოკუმენტაციის (პირველადი მიღება-ჩაბარების აქტის, შემთხვევათა რეესტრის, მეორადი მიღება-ჩაბარების აქტი) ფორმას ამტკიცებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.


მუხლი 8. გარდამავალი დებულებები
2015 წელს შესრულებული სამუშაო, რომელიც წარმოდგენილი იქნება 2016 წელს ანაზღაურდეს 2015 წელს მოქმედი წესის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის (კოდი: 06 01 09)  ასიგნებების ფარგლებში.


დანართი №6
„C“ ჰეპატიტის  დიაგნოსტიკის ქვეპროგრამის  განხორციელების წესი 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 
1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „C“ ჰეპატიტის დიაგნოსტიკა“ (კოდი: 06 01 12) განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.

   2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ქვეპროგრამაში „C ჰეპატიტის  დიაგნოსტიკა (კოდი: 06 01 12)“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.


მუხლი 2. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების   მოცულობა 
1. ქვეპროგრამა მოიცავს შემდეგი მომსახურების/კომპონენტის დაფინანსებას:

ა) პირებს, რომლებსაც ჩატარებული აქვთ კვლევა C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით სწრაფი/მარტივი ან/და იმუნოფერმენტული ანალიზის (იფა) მეთოდით და მიღებული აქვთ დადებითი პასუხი (წარმოდგენილი კვლევის შედეგის საფუძველზე), მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფას შემდეგი პრინციპით:

ა.ა)   ექიმთან ვიზიტი;

ა.ბ.) ანტი HCV სისხლში HCV რნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრა რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით;

ა.გ)   HCV რნმ პოზიტიურ პაციენტებს - სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST კვლევები) და ღვიძლის ფიბროზის ხარისხის განსაზღვრა FIB-4 ტესტის დათვლით;

ა.დ)  ღვიძლის ელასტოგრაფია თუ FIB4 ქულა არის 1.45 - 3.25 მაჩვენებლებს შორის, (ასევე დასაშვებია ღვიძლის ელასტოგრაფიის ჩატარება FIB4 საეჭვო ცდომილების შემთხვევაში, ექიმის დასაბუთებული დასკვნის საფუძველზე );

ა.ე)    ღვიძლის ფიბროზის F3, F3- F4 და F4 ხარისხის მქონე პაციენტებს უტარდებათ შემდეგი  გამოკვლევები:

ა.ე.ა) HCV გენეტიკური ტიპის განსაზღვრა ხაზოვანი ჰიბრიდიზაციის ან რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით;

ა.ე.ბ) HBsAg, Anti-HBs, G-GT, ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი (პირდაპირი და საერთო), კრეატინინი, გლუკოზა, ალბუმინი, INR, ANA, TSH, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი  გამოკვლევა.

ბ) მკურნალობის პროცესის მონიტორინგისთვის აუცილებელი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფას შემდეგი პრინციპით:

ბ.ა) ექიმთან ვიზიტი;

ბ.ბ) სისხლში HCV რნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრა, რეალურ დროში, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით;

ბ.გ) სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ფუნქციური სინჯების (ALT, AST კვლევები), ბილირუბინის (პირდაპირი და საერთო), კრეატინინის, TSH განსაზღვრა;

ბ.დ) მკურნალობის პროცესში ექიმის მიერ დეპრესიის მონიტორინგი, მკურნალობის რეჟიმის დაცვის კონტროლი და გვერდითი ეფექტების მონიტორინგი;

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვლევების პერიოდულობა განისაზღვრება ამ წესის მე-9 და მე-10 მუხლების შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები (მ.შ.იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი თბილისი), რომლებიც ჩართული არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ,,C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამაში“.

4. ამ წესის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები (მ.შ.იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი თბილისი), რომლებიც მკურნალობის მონიტორინგის კურსს დაიწყებენ 2015 წლის 31 დეკემბრის შემდეგ და ჩართული არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ,,C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამაში“.

5. პირები, რომელებიც 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით ჩართული იყვნენ „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები და მათი განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №1-1 დადგენილებით გათვალისწინებულ ქვეპროგრამაში „,,c" ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსება“, ავტომატურად ითვლებიან ამ წესით გათვალისწინებულ ქვეპროგრამაში ჩართულ მოსარგებლეებად, მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევების სრულად ჩატარებამდე.

6. ქვეპროგრამა მოიცავს ,,C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართული ბენეფიციარების თანადაფინანსებას არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით, შემდეგი მოცულობებით:

ა) „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით (შემდგომში − საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება) დამტკიცებული დანართი №1-ის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიის პირებისათვის, ფინანსდება დიაგნოსტიკური ჯგუფისათვის დადგენილი ღირებულების 30%-ით, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლისათვის ღირებულების - 60%-ით.

ბ) იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეს კვლევების დასრულებამდე შეეცვალა მოსარგებლის სტატუსი,  მიუხედავად სტატუსის ცვლილებისა, შემთხვევა დასრულდება  იმ პირობებით, რომლითაც დაიწყო მომსახურება.

7. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურებები ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს, დიაგნოსტიკური ჯგუფისათვის ამ წესის მე-8 მუხლით დადგენილი ღირებულებებისა.


მუხლი 3. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი  და დაფინანსების მეთოდოლოგია 
1. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში - ქვეპროგრამის განმახორციელებელი).

2. ქვეპროგრამა ითვალისწინებს, ამ წესის მე-2 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოსარგებლეების/ბენეფიციარების თანადაფინანსებას არამატერიალიზებული ვაუჩერული სისტემით, შესაბამისად მოსარგებლეებისთვის/ბენეფიციარებისთვის მომსახურების მიმწოდებლად განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ,,C ჰეპატიტის  მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის“ მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებები (შემდგომში - მიმწოდებელი), რომლებიც ეთანხმებიან ვაუჩერის პირობებს და წერილობით დაადასტურებენ ამ ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს.

3. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარუდგინოს  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ,,C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის“ მიმწოდებლად რეგისტრაციის შესახებ სამინისტროს წერილობითი დასტური.

4. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით.

5.  ქვეპროგრამის დაფინანსება განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „C“ ჰეპატიტის დიაგნოსტიკა“ (კოდი: 06 01 12) ასიგნებების ფარგლებში.


მუხლი 4. მოსარგებლეების ჩართვა ქვეპროგრამაში და ქვეპროგრამის განხორციელების ეტაპები
1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მოსარგებლეების ქვეპროგრამაში ჩართვა განხორციელდება  მიმწოდებელთან მიმართვის შემთხვევაში.

2. იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლეს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კვლევები ჩატარებული აქვს, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მიმწოდებელთან, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება უნდა მიეწოდოს იმავე მიმწოდებლის მიერ.

3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების/კომპონენტის განხორციელების ეტაპებია:

ა)   პირის მოსარგებლედ ცნობა/რეგისტრაცია;

ბ) შეტყობინება შემთხვევის შესახებ სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში;

გ)  ანგარიშის წარდგენა;

დ)   საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება;

ე)    შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი.


მუხლი 5. ანგარიშგება
1. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს, ყოველთვიურად, წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია.

2. ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი  ფორმის   რეესტრი და ხარჯის დამადასტურებელი  დოკუმენტები, აგრეთვე ,,C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ანაზღაურებული შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები). იძულებით გადაადგილებული პირების შემთხვევაში, წარდგენილი უნდა იქნეს იძულებით გადააგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობა.


მუხლი 6. ქვეპროგრამის მიმდინარეობისას შემოწმება და შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება 
1. ქვეპროგრამის განმახორციელებელი პერიოდულად ამოწმებს მიმწოდებლის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას. შემოწმების განხორციელების ფორმა და მექანიზმი განისაზღვრება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ. შემოწმებას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებლის შესაბამისი განყოფილება.

2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ახორციელებს შესრულებული სამუშაოს ანგარიშის (საანგარიშგებო დოკუმენტაციის) ინსპექტირებას, რომლის დროსაც ხდება:

ა) მოსარგებლის იდენტიფიცირება;

ბ) ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში (ანგარიშ-ფაქტურაში) მითითებული თანხის შედარება შემთხვევათა რეესტრში ცალკეულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ჯამურ ოდენობასთან;

გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები მიმწოდებლებს და მისცეს 5 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხელახლა წარმოსადგენად.

4. სრულყოფილად წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოს ანგარიშზე (საანგარიშგებო დოკუმენტებზე) ფორმდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული ფორმის  პირველადი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

ა) მიმწოდებლის სრული დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ) ქვეპროგრამის დასახელება;

გ) საანგარიშგებო თვე;

დ) საანგარიშგებო დოკუმენტების ჩამონათვალი შესაბამისი რაოდენობების, ნომრებისა და თარიღების მითითებით;

ე) წარმოდგენილი სამუშაოს ღირებულება, მომსახურების საერთო ღირებულების (ლარებში) მითითებით;

ვ) პირველად მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა;

ზ) პირველად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღი.

5. მიმწოდებელმა ქვეპროგრამის განმახორციელებელს უნდა წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია, მომსახურების მიწოდების დასრულების თვის მომდევნო 3 თვის განმავლობაში. ხოლო, ქვეპროგრამის განმახორციელებელს შეუძლია განახორციელოს ინსპექტირება შესრულებული სამუშაოს   წარმოდგენიდან არაუგვიანეს 22 სამუშაო დღის განმავლობაში.

6.  საანგარიშგებო დოკუმენტაციით წარსადგენი ერთეულის პროგრამული კოდები განისაზღვრება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ და შესაბამის საანგარიშგებო დოკუმენტაციასთან ერთად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განთავსდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tbilisi.gov.ge.

7. გაწეული მომსახურების ანგარიშგების ფორმები და მათი შევსების ინსტრუქცია მტკიცდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ და კანონმდებლობით დადგენილი წესით განთავსდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tbilisi.gov.ge.


მუხლი 7. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება 
1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად წარმოდგენილი შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად:

ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა;

ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც:

ა) წარდგენილი შემთხვევის მონაცემები არ ემთხვევა შემოწმებისას დადგენილ ფაქტებს;

ბ) მოსარგებლის პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები არ ემთხვევა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემებს;

გ) თუ სრულად არ ჩატარებულა ქვეპროგრამის პირობებით გათვალისწინებით მომსახურება.

3. შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, მიმწოდებლებსა და ქვეპროგრამის განმახორციელებელს შორის, ფორმდება განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული ფორმის მეორადი მიღება-ჩაბარების აქტი, 2 ეგზემპლარად.

4.  ქვეპროგრამის ფარგლებში, მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.

5. მიმწოდებლის მიერ ქვეპროგრამით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ანგარიშგებისათვის საანგარიშგებო დოკუმენტაციის შემთხვევათა რეესტრს, მიმწოდებლის რეგისტრაციისათვის განაცხადის ფორმას და მიმწოდებლთა აღრიცხვაზე მყოფ პირთა თაობაზე ინფორმაციის ცხრილის ფორმას შეიმუშავებს და ამტკიცებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.


მუხლი 8. დიაგნოსტიკური ჯგუფი
 

დიაგნოსტიკური ჯგუფი

ღირებულება

(ლარი)

C ჰეპატიტის დადგენა (ექიმთან ვიზიტი+HCV RNA)

130

ღვიძლის ფიბროზის ხარისხის დადგენა (FIB4 (სისხლის საერთო, ALT, AST))

19

ღვიძლის ფიბროზის ხარისხის დადგენა (FIB4 (სისხლის საერთო, ALT, AST), ელასტოგრაფია)

99

მკურნალობის დაწყებამდე საჭირო სხვა კვლევები (მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე.“ ქვეპუნქტის შესაბამისად)

251

  

მკურნალობის კომპონენტში ჩართვამდე საჭირო კვლევები (სრული პაკეტი მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით ელასტოგრაფიით)

480

მკურნალობის კომპონენტში ჩართვამდე საჭირო კვლევები (სრული პაკეტი მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით ელასტოგრაფიის გარეშე)

400

მკურნალობის მონიტორინგი (12 -კვირიანი მკურნალობის კურსი ინტერფერონით)

544

მკურნალობის მონიტორინგი (12- კვირიანი მკურნალობის კურსი ინტერფერონის გარეშე)

535

მკურნალობის მონიტორინგი (20 -კვირიანი მკურნალობის კურსი)

623

მკურნალობის მონიტორინგი (24 -კვირიანი მკურნალობის კურსი)

677

მკურნალობის მონიტორინგი (48 -კვირიანი მკურნალობის კურსი)

921

 


მუხლი 9. მკურნალობის პერიოდის მონიტორინგის სქემა
 

გამოკვლევები

მკურნალობის პერიოდი (კვირა)

მკურნალობის

შემდეგ (კვირა)

2

4

8

12

16

20

24

12

               

 

ექიმთან ვიზიტი

X

X

 

X

 

X***

X

 

სისხლის საერთო ანალიზი

X

X

X

X

X

X

X

X

ALT  ALT, AST, ბილირუბინი (პირდაპირი, საერთო), კრეატინინი.

 

X

X

X

X

X

X

X

HCV რნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრა

 

X

 

X**

 

X**

X**

X

TSH

 

 

 

X*

 

 

 

 

 

*ინტერფერონიანი რეჟიმის შემთხვევაში.

** HCV რნმ-ის კვლევა ტარდება მკურნალობის ბოლოს -  მე-12 , მე-20 ან 24-ე კვირაზე.

*** ექიმთან ვიზიტი უტარდებათ მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლებიც მე-20 კვირას ასრულებენ მკურნალობას.


მუხლი 10. მკურნალობის მონიტორინგი დეკომპენსირებული ციროზით პაციენტებისათვის
 

მოკვლევები

მკურნალობის პერიოდი

(კვირა)

მკურნალობის

შემდეგ (კვირა)

2

4

8

12

16

20

24

28

32

36

40

44

48

24

                           

 

ექიმთან ვიზიტი

X

X

 

X

 

 

X

 

 

X

 

 

X

 

სისხლის საერთო ანალიზი

X

X

X

X

X

X

X

X

X

X

X

X

X

X

ALT, AST, ბილირუბინი (პირდაპირი, საერთო), კრეატინინი.

 

X

X

X

X

X

X

X

X

X

X

X

X

X

HCV რნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრა

 

X

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

X

X

 


მუხლი 11. გარდამავალი დებულება
2015 წელს შესრულებული სამუშაო, რომელიც წარმოდგენილი იქნება 2016 წელს ანაზღაურდეს 2015 წელს მოქმედი წესის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის (კოდი: 06 01 12)   ასიგნებების ფარგლებში.


დანართი №7
ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 
1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია (კოდი: 06 01 13)“ განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.

2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ქვეპროგრამაში  „ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია (კოდი: 06 01 13)“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.


მუხლი 2. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა
1. ქვეპროგრამით მოსარგებლეები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე 40 წლამდე ასაკის,  ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც დასმული აქვთ შემდეგი დიაგნოზი(ები):

ა) მწვავე ლეიკემია;

ბ) მწვავე ლიმფოიდური ლეიკემია;

გ) მწვავე მიელოიდური ლეიკემია;

დ) ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია;

ე) იუვენური მიელომონოციტარული ლეიკემია;

ვ) არა-ჰოჯკინის ლიმფომა;

ზ) ჰოჯკინის ლიმფონა;

თ) მიელოდისპლაზიური სინდრომი;

ი) აპლასტიური ანემია;

კ) ჰისტიოციტოზი;

ლ) თალასემია.

2. ქვეპროგრამით ფინანსდება, ქვეპროგრამის მოსარგებლეებისათვის ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაციის წინა კვლევები, პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის (მაქსიმუმ 120 დღე) მართვა და ტრანსპლანტაცია (აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია, ალოგენური ტრანსპლანტაცია).

3. ქვეპროგრამა გულისხმობს ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების სრულად დაფინანსებას, მოსარგებლის (პაციენტის) მხრიდან თანაგადახდის გარეშე.


მუხლი 3. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი
1.ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის  ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში - ქვეპროგრამის განმახორციელებელი).

2.ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოვლენილი მიმწოდებელი (შემდგომში -  მიმწოდებელი).

3.ქვეპროგრამის დაფინანსება განხორციელდება ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია (კოდი: 06 01 13)“  ასიგნებების ფარგლებში.


მუხლი 4. მოსარგებლეების ქვეპროგრამაში ჩართვა
1. ქვეპროგრამაში ჩასართავად, მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დიაგნოზის მქონე პირმა/მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, ქვეპროგრამის განმახორციელებელს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) საქართველოს მოქალაქეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის დამადასტურებელი მოწმობა);

ბ) დაბადების მოწმობის ასლი და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, იმ შემთხვევაში თუ პირი არასრულწლოვანია;

გ) ფორმა №IV-100/ა და დეტალური ეპიკრიზი (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ICD10 კლასიფიკატორების შესაბამისად);

დ) კონსილიუმის დასკვნას (რომელიც მოიცავს შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კლინიკების არანაკლებ, 3 ლიცენზირებული ექიმის დასკვნას), პაციენტისთვის ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედის) ტრანსპლანტაციის ჩატარების აუცილებლობისა და შესაძლებლობის თაობაზე;

2. პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეპროგრამის განმახორციელებელს შეუძლია მოსარგებლეს მოსთხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, დამატებით სხვა დოკუმენტაციის წარმოდგენა.

3. ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების, დოკუმენტაციის სისრულის და  მოსარგებლის მხრიდან ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, განმახორციელებელი გასცემს თანხმობას, პირის ქვეპროგრამაში ჩართვის  თაობაზე.


მუხლი 5. ანგარიშგება
1. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურება ფინანსდება მომსახურებისათვის გაწეული ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით. მაგრამ არაუმეტეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ  ღირებულებისა.

2. ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ინფორმაცია და დოკუმენტები, მათ შორის:

ა) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა);

ბ) ჩატარებული მანიპულაციების თაობაზე დეტალური ინფორმაცია;

გ) ინფორმაცია, მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. 

დ) მკურნალი ექიმის დასკვნა, ქვეპროგრამით მოსარგებლის გაწერისას, ამბულატორიულ მეთვალყურეობას დაქვემდებარების თაობაზე.


მუხლი 6. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება 
1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებლის შესაბამისი განყოფილება.

2. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება:

ა) ქვეპროგრამით მოსარგებლის იდენტიფიცირება;

ბ) გაწეული მომსახურების მოცულობის შედარება ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობასთან და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.

3. შესრულებული სამუშაოს (მომსახურების გაწევის) დამადასტურებელი დოკუმენტაცია მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იქნას ხელშეკრულების პირობების დაცვით.

4. ქვეპროგრამის ფარგლებში, მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.



9. 27/12/2016 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 33-92 - ვებგვერდი, 30/12/2016 8. 11/10/2016 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 25-70 - ვებგვერდი, 17/10/2016 7. 02/08/2016 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 19-54 - ვებგვერდი, 08/08/2016 6. 22/07/2016 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 18-49 - ვებგვერდი, 26/07/2016 5. 24/05/2016 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 14-38 - ვებგვერდი, 27/05/2016 4. 13/05/2016 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 12-34 - ვებგვერდი, 17/05/2016 3. 27/04/2016 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 11-29 - ვებგვერდი, 28/04/2016 2. 18/03/2016 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 6-19 - ვებგვერდი, 22/03/2016 1. 29/01/2016 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 2-5 - ვებგვერდი, 02/02/2016
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.