„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1475
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/05/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 25/05/2005
სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.05.001.001.836
  • Word
1475
20/05/2005
სსმ, 23, 25/05/2005
320.110.000.05.001.001.836
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 32-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 6 წლის ვადით. გენერალური დირექტორის მეორე ვადით დანიშვნა შესაძლებელია ღია კონკურსის გარეშე.

2. გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსის ჩატარება და გენერალური დირექტორის დანიშვნა უნდა განხორციელდეს ვაკანსიის წარმოშობიდან 1 თვის ვადაში.

3. სამეურვეო საბჭო გენერალურ დირექტორთან აფორმებს ხელშეკრულებას.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 321 მუხლი:

     „მუხლი 321. გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების წესი და პირობები

1. გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია:

ა) ვადის ამოწურვა;

ბ) სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება გენერალური დირექტორისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;

დ) პირადი განცხადება;

ე) გარდაცვალება.

2. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია იმსჯელოს გენერალური დირექტორისათვის უნდობლობის გამოცხადებისა და ამ საფუძვლით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, თუ აღნიშნული საკითხის განხილვას წერილობით მოითხოვს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ერთი მესამედი მაინც.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გენერალური დირექტორის ვადამდე გათავისუფლების შესახებ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედი.

4. თუ სამეურვეო საბჭოს წევრთა ინიციატივას გენერალური დირექტორისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ მხარს არ დაუჭერს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საბჭოს წევრთა რაოდენობა, გენერალური დირექტორის მიმართ უნდობლობის საკითხის განხილვა მომდევნო 6 თვის განმავლობაში დაუშვებელია.“.

3. 76-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-13 პუნქტისა და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება 2005 წელს კომისიის წევრობისა და სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცედურებზე. თუ ამ კანონის მე-9, 25-ე და 26-ე მუხლებისა და 76-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ვერ მოხერხდა კომისიის წევრებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების ყველა ვაკანტური თანამდებობის შევსება, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია 50 დღის ვადაში წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს კანდიდატურები იმ კანდიდატთა სიიდან, რომლებიც დასახელდნენ და შემოტანილი ჰქონდათ განაცხადი ამ მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების შესაბამისად გამოცხადებულ კონკურსზე. ამასთანავე, შეიძლება წარდგენილი იქნეს ნებისმიერი კანდიდატი, გარდა იმ პირისა, რომელსაც პირველად წარდგენის დროს პარლამენტში კენჭისყრისას უფრო მეტი მოწინააღმდეგე ჰყავდა, ვიდრე მომხრე. ამ პუნქტის შესაბამისად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატის დანიშვნაზე თანხმობა მიცემულად ჩაითვლება, თუ იგი მიიღებს სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 20 მაისი.

№1475-Iს