ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებში პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლების დანიშვნის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 75/2015
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 28/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016239
75/2015
28/12/2015
ვებგვერდი, 29/12/2015
010240060.15.008.016239
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებში პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლების დანიშვნის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №75/2015

2015 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებში პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლების დანიშვნის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
რეგისტრირებული პარტია/საარჩევნო ბლოკი/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი (შემდეგში „საარჩევნო სუბიექტი“) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისა და შესაბამის საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლების დანიშვნის უფლებას კარგავს, თუ იმ საარჩევნო ოლქში/ოლქებში სადაც რიგგარეშე/შუალედური არჩევნები იმართება:

1. საარჩევნო სუბიექტმა არ წარადგინა საკრებულოს წევრობის მაჟორიტარული წესით ასარჩევი კანდიდატი ან თვითმმართველი ქალაქის/თემის მერობის/გამგებლობის კანდიდატი;

2. შესაბამისმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის მაჟორიტარული წესით ასარჩევი კანდიდატი ან თვითმმართველი ქალაქის/თემის მერობის/გამგებლობის კანდიდატი;

3. გაუქმდა შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი და რეგისტრირებული საკრებულოს წევრობის მაჟორიტარული წესით ასარჩევი კანდიდატის ან თვითმმართველი ქალაქის/თემის მერობის/გამგებლობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია.

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი პროცედურების შესაბამისად, უფლებამოსილება უწყდებათ ამავე მუხლით განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს შესაბამის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი