„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4675-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 260030000.05.001.018041
4675-რს
18/12/2015
ვებგვერდი, 29/12/2015
260030000.05.001.018041
„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 06.04.2010, მუხ. 99) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    1. პირველი მუხლის:

    ა) პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ეს კანონი არეგულირებს ამავე კანონით განსაზღვრულ დაწესებულებებში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის დანერგვის წესსა და პრინციპებს, აგრეთვე სხვა საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის შემუშავებისათვის, ჩამოყალიბებისა და განხორციელებისათვის.

  2. ამ კანონის საფუძველზე განისაზღვრება სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის არსებობისთვის აუცილებელი მეთოდოლოგია და სტანდარტები, აგრეთვე ამ სისტემის დანერგვისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სხვა სუბიექტებს შორის ურთიერთობები, მათი უფლებამოსილებები და მოვალეობები.

  3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არის უფლებამოსილი ორგანო, რომელიც ჰარმონიზაციის ცენტრის მეშვეობით ხელს უწყობს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას და ახორციელებს მასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციასა და ჰარმონიზაციას.“;

  ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

  „5. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ დაწესებულებებზე, აგრეთვე იმ საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, რომლებშიც შექმნილია ან შეიქმნება შიდა აუდიტის სუბიექტი, – ასეთი სუბიექტის შექმნის მომენტიდან.

  6. ამ კანონის II თავის მოქმედება ვრცელდება ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაზე, მიუხედავად ამ ორგანიზაციებში შიდა აუდიტის სუბიექტის შექმნის ვალდებულებისა.“.

   2. მე-2 მუხლის:

   ა) „გ“–„ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „გ) შიდა აუდიტის ობიექტი − დაწესებულება ან/და დაწესებულების სისტემა ან/და დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფი/ ქვედანაყოფები (ერთეული/ერთეულები) ან/და დაწესებულებისადმი დაქვემდებარებული ერთეული/ერთეულები, რომელშიც/რომლებშიც შიდა აუდიტი ხორციელდება;

  დ) დაწესებულება − ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებები/იურიდიული პირები/ ორგანიზაციები, აგრეთვე ის საბიუჯეტო ორგანიზაციები, რომლებზედაც ამ კანონის II თავის მოქმედება ვრცელდება;

  ე)  შიდა კონტროლის სისტემა – დაწესებულების მენეჯერული, ფინანსური და სხვა სახის კონტროლის მექანიზმების სისტემა, რომელიც მოიცავს ორგანიზაციულ სტრუქტურას, მეთოდებს, პროცედურებს, აგრეთვე შიდა აუდიტის ფუნქციას, რომელიც ყალიბდება, რათა დაეხმაროს დაწესებულებას, მიაღწიოს თავის მიზნებს და კანონიერად, გამჭვირვალედ, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართოს თავისი საქმიანობა, და რომლის ჩამოყალიბებისათვის პასუხისმგებელი არიან დაწესებულების ხელმძღვანელები;

  ვ) ფინანსური მართვა და კონტროლი – შიდა კონტროლის სისტემის ნაწილი, რომელსაც ნერგავენ და ახორციელებენ დაწესებულების ხელმძღვანელები, რაც უზრუნველყოფს დაწესებულების მიზნების მიღწევისას  სახსრების კანონიერ, გამჭვირვალე, ეკონომიურ, ეფექტიან და პროდუქტიულ გამოყენებას;

  ზ) შიდა აუდიტი – დაწესებულების საქმიანობის გაუმჯობესებისკენ, მისი მიზნების მიღწევის უზრუნველყოფისა და მისი ამოცანების სრულყოფილად შესრულებისკენ მიმართული დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობა, რომელიც სისტემატიზებული, დისციპლინებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას;“;

   ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ი) ჰარმონიზაციის ცენტრი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ხელს უწყობს და უზრუნველყოფს დაწესებულებებში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის დანერგვას, განვითარებასა და ფუნქციურ სრულყოფას და ამ საკითხების კოორდინაციას;“;

   გ) „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ლ) შესაბამისობის აუდიტი – დაწესებულების საქმიანობის პოლიტიკასთან, გეგმებთან, პროცედურებთან, კანონებსა და სხვა მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება და შეფასება;

 მ) ეფექტიანობის აუდიტი – შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული ღონისძიებების, ოპერაციების, პროგრამების, დაწესებულების ორგანიზაციული მოწყობისა და სისტემების ობიექტური და საიმედო შეფასება მათი ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენისა და გაუმჯობესების პოტენციალის გამოვლენის მიზნით;“;

   დ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „პ) შიდა აუდიტორული ანგარიში – შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად შიდა აუდიტორის მიერ შედგენილი ანგარიში, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს, შიდა აუდიტის განხორციელების პროცესსა და მიგნებებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს, აგრეთვე შიდა აუდიტის ობიექტის არგუმენტაციას (ასეთი არგუმენტაციის არსებობის შემთხვევაში);“;

   ე) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „რ) შიდა აუდიტის სტანდარტები – შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) სტანდარტების შესაბამისი კრიტერიუმები ან მაჩვენებლები, რომლებიც განსაზღვრავს შიდა აუდიტის ძირითად პროფესიულ მოთხოვნებს და  შიდა აუდიტის განხორციელებისას შიდა აუდიტორის მთავარი გზამკვლევია;“;

   ვ) „უ“–„ქ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „უ) ეკონომიურობა – რესურსების ღირებულების მინიმუმამდე შემცირება მისაღები ხარისხის პირობებში, რაც გულისხმობს შესაბამისი ხარისხისა და რაოდენობის საჭირო რესურსების დროულად და საუკეთესო ფასად შეძენას;

  ფ) ეფექტიანობა – დაგეგმილი შედეგებისა და დასახული მიზნების მიღწევის შეფასება, რაც გულისხმობს მიღწეული მიზნებისა და შედეგების განხორციელებულ ღონისძიებებთან კავშირს;

  ქ) პროდუქტიულობა – არსებული რესურსებით მაქსიმალური შედეგის მიღწევა, რაც გულისხმობს, შესაბამისი ხარისხის, რაოდენობისა და დროულობის გათვალისწინებით, გამოყენებულ რესურსებსა და საბოლოო პროდუქტს შორის თანაფარდობას.“.

   3. მე-3 მუხლის:

   ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „4. შიდა აუდიტორი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსისა და სხვა ინსტრუქციებისა და სამართლებრივი აქტების შესაბამისად. დაუშვებელია შიდა აუდიტორის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დაწესებულების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე შესაბამის რეაგირებას.“.

4. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, რომელთა ჩამონათვალს და რომლებშიც შიდა აუდიტის სისტემის დანერგვისა და განვითარების სტრატეგიას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა;

დ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებაში (გამგეობაში/მერიაში) – შესაბამისი საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების შიდა აუდიტის სუბიექტების დებულებების პროექტები ჰარმონიზაციის ცენტრთან კონსულტაციის შედეგად უნდა შემუშავდეს. ამასთანავე, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულმა დაწესებულებებმა ჰარმონიზაციის ცენტრს შიდა აუდიტის სუბიექტების შექმნის თაობაზე უნდა აცნობონ.“.

5. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენება;“.

6. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაწესებულების ყოველ იერარქიულ საფეხურზე მდგომი ხელმძღვანელი მის მიერ განხორციელებული ქმედებისათვის და სახსრების კანონიერი, ეკონომიური, ეფექტიანი და პროდუქტიული მართვის გზით დაწესებულების მიზნების მიღწევისა და ამოცანების შესრულებისათვის პასუხისმგებელია ზემდგომი ხელმძღვანელის წინაშე.“.

7. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაწესებულების ხელმძღვანელს შეუძლია მოახდინოს ამ თავით განსაზღვრული უფლებამოსილების მისდამი დაქვემდებარებულ უფლებამოსილ პირზე დელეგირება.“.

9. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. რისკის მართვა

რისკის მართვის სისტემის ჩამოყალიბებისათვის პასუხისმგებელია დაწესებულების ხელმძღვანელი. იგი განსაზღვრავს იმ შესაძლო მოვლენებისა და სიტუაციების განსაზღვრის, შეფასების, კონტროლისა და მონიტორინგის პროცესებს, რომლებიც გავლენას ახდენს დაწესებულების ან/და დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) ან/და დაწესებულებისადმი დაქვემდებარებული ერთეულის მიზნების მიღწევასა და ამოცანების შესრულებაზე და მოიცავს რისკის შესამცირებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელებას.“.

10. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვისა და განვითარების შესახებ წლიური ანგარიშის წარდგენა 

ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების ხელმძღვანელები ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვისა და განვითარების შესახებ წლიურ ანგარიშს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარუდგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.“.

11. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობის განხორციელების ძირითადი პრინციპები

შიდა აუდიტის სუბიექტი საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის, შიდა აუდიტის სუბიექტის დებულების და შემდეგი ძირითადი პრინციპების დაცვით:

  ა) დამოუკიდებლობა;

  ბ) კეთილსინდისიერება;

  გ) ობიექტურობა;

  დ) პროფესიონალიზმი;

  ე) კონფიდენციალურობა;

  ვ) კანონიერება;

  ზ) გამჭვირვალობა.“.

12. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაწესებულების წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დაწესებულების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;“.

13. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;“.

14. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) უზრუნველყოფს შიდა აუდიტორების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას;“.

15. 21-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რეკომენდაციების შესრულების ადეკვატურობის, ეფექტიანობისა და დროულობის შესაფასებლად შიდა აუდიტის წლიური გეგმა უნდა ითვალისწინებდეს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს.“;

 ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „8. შიდა აუდიტის წლიურ და სტრატეგიულ გეგმებს, აგრეთვე მათში განსახორციელებელ ცვლილებებს ამზადებს შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი და ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების შიდა აუდიტის სუბიექტების წლიური და სტრატეგიული გეგმები ჰარმონიზაციის ცენტრს ეგზავნება.“.

 16. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 23. შიდა აუდიტორული ანგარიში

1. შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად შიდა აუდიტის სუბიექტი ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს, შიდა აუდიტის განხორციელების პროცესსა და მიგნებებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს.

2. შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი გონივრული ვადის მითითებით ეგზავნება შიდა აუდიტის ობიექტს ანგარიშში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარდგენის მიზნით.

3. შიდა აუდიტის ობიექტის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გონივრული ვადის გაშვების შემთხვევაში შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი ჩაითვლება საბოლოოდ, ხოლო მასში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები – შეთანხმებულად.

4. თუ შიდა აუდიტის ობიექტი არ ეთანხმება შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტში ასახულ მიგნებებს ან/და რეკომენდაციებს, იგი საპასუხო წერილში მიუთითებს არგუმენტაციას ან/და მოსაზრებებს თავისი პოზიციის გასამყარებლად.

5. შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით წარდგენილი შიდა აუდიტის ობიექტის მოსაზრება აისახება საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში.

6. შიდა აუდიტის სუბიექტი საბოლოო სახით აყალიბებს შიდა აუდიტორულ ანგარიშს და მას შიდა აუდიტის ობიექტის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად დაწესებულების ხელმძღვანელს უგზავნის.

7. თუ შიდა აუდიტის სუბიექტი და შიდა აუდიტის ობიექტი ვერ თანხმდებიან საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე, შიდა აუდიტის სუბიექტი შეუთანხმებელ რეკომენდაციებს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელიც გონივრულ ვადაში იღებს ამ გადაწყვეტილებას.“.

17. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შიდა აუდიტის წლიური ანგარიში მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარედგინება დაწესებულების ხელმძღვანელს, ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების შიდა აუდიტის სუბიექტები შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშებს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარუდგენენ ასევე ჰარმონიზაციის ცენტრს.“.

18. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შიდა აუდიტის სუბიექტი, გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სუბიექტისა, ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განხორციელებისას თანამშრომლობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან და აწვდის მას აღნიშნული აუდიტორული შემოწმების ანგარიშს მისი მომზადებიდან 1 თვის ვადაში.“.

19. 27-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ჰარმონიზაციის ცენტრი უზრუნველყოფს როგორც შიდა აუდიტის, ისე ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შეფასებას, კოორდინაციასა და ჰარმონიზაციას. ჰარმონიზაციის ცენტრი ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განახლებას, რომელიც მოიცავს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის ელემენტების ხარვეზების ანალიზს, განვითარების შეფასებას და სამოქმედო გეგმას;“;

ბ.ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შიდა აუდიტის, აგრეთვე ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის სფეროებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოთა ჰარმონიზაციის ცენტრებთან ურთიერთობების დამყარებასა და თანამშრომლობას;

ვ) შიდა აუდიტის სუბიექტების თანამშრომლებისთვის და ფინანსური მართვისა და კონტროლისათვის პასუხისმგებელი პირებისთვის პერიოდულად სასწავლო/პრაქტიკული სემინარებისა და ტრენინგების დაგეგმვას, მათ ხელშეწყობას და მათი საქმიანობის კოორდინაციას;“;

ბ.გ) „თ“–„კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) შიდა აუდიტის, აგრეთვე ფინანსური მართვისა და კონტროლის მარეგულირებელი კანონმდებლობის, მეთოდოლოგიური დოკუმენტებისა და სხვა სახელმძღვანელო ინსტრუქციების შესრულების შეფასებასა და მონიტორინგს;

ი) შიდა აუდიტის, აგრეთვე ფინანსური მართვისა და კონტროლის სტრატეგიის, მეთოდოლოგიის და მათი სახელმწიფო სექტორში განხორციელების საკითხებზე რეგულარული შეხვედრებისა და დისკუსიების ორგანიზებას;

კ) სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების შესახებ კონსოლიდირებული წლიური ანგარიშის შემუშავებას და ყოველი წლის 31 მარტამდე საქართველოს ფინანსთა მინისტრისთვის წარდგენას, რომელიც, თავის მხრივ, ამ ანგარიშს საქართველოს მთავრობას წარუდგენს;“;

ბ.დ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის დანერგვას.“;

გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

20. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 27მუხლი:

„მუხლი 271. შიდა აუდიტის და დაწესებულების ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განვითარების საკითხების განმხილველი სამუშაო ჯგუფები

საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია ჩართულობისა და კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად, საჭიროებათა ანალიზის განსახორციელებლად და სხვა მიზნით შექმნას შიდა აუდიტის და დაწესებულების ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განვითარების საკითხების განმხილველი სამუშაო ჯგუფები. ამ ჯგუფების შემადგენლობასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.

21. 32-ე მუხლის:

ა) 31–მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

 ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად გამოსაცემი/მისაღები სამართლებრივი აქტები გამოსცენ/მიიღონ ამავე კანონით განსაზღვრულმა შესაბამისმა პირებმა/ორგანოებმა, ხოლო თუ ასეთი პირები/ორგანოები ამ კანონით არ არის განსაზღვრული – გამოსცეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.“;

 გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „10. სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და აღმოჩენის მიზნით სამსახურებრივი შემოწმების ღონისძიებებს ახორციელებს დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი/ერთეული. მისი უფლებამოსილება, საქმიანობის წესი, მიზნები და ამოცანები განისაზღვრება შესაბამისი დაწესებულების დებულებით და გამიჯნულია შიდა აუდიტის ფუნქციისაგან.“.

 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამონათვალი და მათში შიდა აუდიტის სისტემის დანერგვისა და განვითარების სტრატეგია.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

18 დეკემბერი 2015 წ.

N4675-რს