„ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4722-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 24/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 260000000.05.001.018042
4722-რს
24/12/2015
ვებგვერდი, 29/12/2015
260000000.05.001.018042
„ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.016869) მე-16 მუხლის:

ა) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. 2016 წლის 1 ივნისამდე აუდიტორების/აუდიტორული ფირმების პროფესიულ ორგანიზაციებში გაწევრება არ მოითხოვება.“;

ბ) მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 და მე-18  პუნქტები:

„17. 2016 წლის 1 ივნისამდე აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია აუდიტორი/აუდიტორული ფირმა შესაბამის რეესტრში დაარეგისტრიროს ამ ორგანიზაციაში მისი გაწევრების მოთხოვნის გარეშე. ამასთანავე, აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას, რომელიც შესაბამის რეესტრში რეგისტრირებული არ არის, არ აქვს აუდიტის ჩატარების უფლება.

18. 2016 წლის 1 ივნისამდე ამ კანონის მე-3, მე-5, მე-8 და მე-9 მუხლებისა და ამ მუხლის მიზნებისათვის გამოიყენება აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი ან/და შემუშავებული და გამოქვეყნებული ხარისხის კონტროლის შემმოწმებლის სერტიფიცირების პროგრამა და ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის დებულება, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS), მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs), აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) და ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილი პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსის (IESBA Code) ბოლო ვერსიები. ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში ასევე მოქმედებს „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ბუღალტრული აღრიცხვის დროებითი სტანდარტები. ამასთანავე, სუბიექტის მიერ ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადება ნებაყოფლობითია, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, და პირს უფლება აქვს, გამოიყენოს აღნიშნული სტანდარტები.“.

   მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

24 დეკემბერი 2015 წ.

N4722-რს