სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის დავით ისახანაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის დავით ისახანაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2757
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020582
  • Word
2757
18/12/2015
ვებგვერდი, 29/12/2015
000000000.00.003.020582
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის დავით ისახანაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2757

2015 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების   ფიზიკური პირის დავით ისახანაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

 

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. მცხეთაში, დავით აღმაშენებლის ქუჩა №27-ში არსებული 2653.00 კვ.მ  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა №1 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.07.07.852), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს  ფიზიკურ პირ  დავით ისახანაშვილს (პ/ნ:  01024070232).  

2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;

ბ) ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში, სსიპ - საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით, ქ. მცხეთაში, არმაზის დასახლებაში მდებარე სახელმწიფო  საკუთრებაში არსებულ 10350 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.07.08.236), სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ, არანაკლებ 2 (ორი) სართულიანი, არანაკლებ 867 (რვაას სამოცდაშვიდი) კვ.მ ფართის მქონე შენობა-ნაგებობის აშენება და გარემონტება;

გ) ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

დ) ქ. მცხეთაში, დ. აღმაშენებლის ქუჩა №27-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 72.07.07.852),  სსიპ - საქართველოს ეროვნულ  მუზეუმთან არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის ვადით   მოქმედი უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმება ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დაწყებამდე, მაგრამ არა უგვიანეს ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

ე) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის პროექტის სსიპ - საქართველოს ეროვნულ  მუზეუმთან  წინასწარი შეთანხმება, შენობის ინფრასტრუქტურის დასრულებული ფორმით გამართვა და შენობის ექსპლუატაციაში მიღების განხორციელების უზრუნველყოფა.

3. ფიზიკური პირი დავით ისახანაშვილი ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის, ამ განკარგულების საფუძველზე გაფორმებული, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის ოდენობის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს  არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                 ირაკლი ღარიბაშვილი

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.