საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4680-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.018040
4680-რს
18/12/2015
ვებგვერდი, 29/12/2015
200000000.05.001.018040
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 ნაწილი:

  „12. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა გრძელდება ამ კოდექსის შესაბამისად ზარალის ხანდაზმულობის ვადით ან მეტი ხნით გადატანისას და იგი ერთი წლით აღემატება ზარალის გადატანის ვადას. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა აითვლება იმ კალენდარული წლის დასრულებიდან, რომლის ზარალის გადატანასაც ითხოვს პირი.“.

  2. მე-8 მუხლის მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „11. დანაკლისი – გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირების/ნიშანდების შემთხვევაში დანაკლისად არ ჩაითვლება ამ საქონლის წარმოების პროცესში მწარმოებლის მიერ გამოვლენილი დანაკარგი.“.

  3. 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:

  „7. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს თიზ-ის საწარმოს მიერ არარეზიდენტისათვის (გარდა საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისა) გასაწევი მომსახურების სახეები, რომელიც გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის ჩაითვლება თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში განხორციელებულ ნებადართულ საქმიანობად.“.

  4. 39-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი:

  „ტ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს – საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ სუბიექტთა შორის დოკუმენტაციის ელექტრონული მიმოცვლის სისტემის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფორმაცია.“.

  5. 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ვ) გადასახადით დაბეგვრის ობიექტის დადგენისათვის აუცილებელი დოკუმენტი შეინახოს 3 წლის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება იმ საგადასახადო პერიოდის კალენდარული წლის დასრულებიდან, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისაც იგი არის აუცილებელი;“.

  6. 44-ე მუხლის:

  ა) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

  „21. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული პირის ან სარეგისტრაციო დოკუმენტებით განსაზღვრულ იურიდიულ მისამართზე კანცელარიის ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეულის მიერ, წერილობითი დოკუმენტის წარდგენისას, მის ჩაბარებაზე უარის ფაქტის დაფიქსირების მიზნით ტექნიკური საშუალებები გამოიყენოს.“;

  ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „5. წერილობითი დოკუმენტის წარდგენისას პირის მიერ მის მიღებაზე უარის განცხადების შემთხვევაში დოკუმენტის წარმდგენი პირი აკეთებს შესაბამის აღნიშვნას.“;

  გ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 ნაწილი:

  „51. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ წერილობითი დოკუმენტის წარდგენის ფაქტი ტექნიკური საშუალებებით არის დაფიქსირებული, დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება.“.

  7. 72-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. პირი ვალდებულია პირველადი საგადასახადო დოკუმენტი შეინახოს იმ კალენდარული წლის დასრულებიდან არანაკლებ 3 წლის განმავლობაში, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისაც იგი არის აუცილებელი.“.

  8. 81-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. საცხოვრებელი ფართობის ორგანიზაციაზე, იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, 5 პროცენტით იბეგრება.“.

  9. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „გ) ოლიმპიურ თამაშებში, საჭადრაკო ოლიმპიადებში, მსოფლიო ან/და ევროპის ჩემპიონატებში, ევროპის თამაშებში, მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში ან/და ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებში გამარჯვებისათვის ან/და საპრიზო ადგილების დაკავებისათვის სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების, აგრეთვე საქართველოს ნაკრები გუნდების საექიმო პერსონალის მიერ მიღებული ფულადი და სხვა სახის ჯილდოები, აგრეთვე საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ, არაოლიმპიურ და ცალკეულ სათამაშო სახეობებში სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისათვის, აგრეთვე საექიმო პერსონალისათვის დაწესებული სხვა ფულადი პრიზები;“.

  10. 953 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

  „3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის ადგილის მიხედვით გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის პირობებს და სახეებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.

  11. 106-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „თ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისგან ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის (გარდა ამ კოდექსის 953 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთით დასაბეგრი საქმიანობისა) ფარგლებში შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი;“.

  12. 122-ე მუხლის:

  ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. პირს უფლება აქვს, ამ კოდექსის 121-ე მუხლით განსაზღვრული ზარალის გადატანის 5-წლიანი ვადა შეცვალოს ზარალის გადატანის 10-წლიანი ვადით. აღნიშნულის თაობაზე პირმა ამ კოდექსის 121-ე მუხლით განსაზღვრული ზარალის გადატანის 5-წლიანი ვადის გასვლამდე განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს.“;

  ბ) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

  13. 168-ე მუხლის:

  ა) მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ი) თიზ-ის საწარმოებს შორის მომსახურების გაწევა, აგრეთვე თიზ-ის საწარმოს მიერ არარეზიდენტისათვის (გარდა საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისა) ამ კოდექსის 25-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მომსახურების გაწევა;“;

  ბ) მე-4 ნაწილის:

  ბ.ა) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ქ) საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0201, 0203 11 – 0203 19, 0204 10 000 00 – 0204 23 000 00, 0204 50 110 00 – 0204 50 390 00 კოდებში მითითებული საქონლის (მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის)), საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის  0802 22 000 00 კოდში მითითებული საქონლის (თხილი ნაჭუჭგაცლილი) მიწოდება;“;

  ბ.ბ) „ჩ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც“ ქვეპუნქტი:

  „ც) ელექტროენერგიისა და გარანტირებული სიმძლავრის მიწოდება, გარდა ელექტროენერგიის მომხმარებლისათვის („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირებისათვის) მიწოდებისა, აგრეთვე გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურება.“.

  14. 188-ე მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „შენიშვნა:

  1. ამ ცხრილის მე-3 გრაფაში მითითებული 2403 11 000 00 და 2403 19 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონელი იბეგრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არაუმეტეს 500 გრამისა.

  2. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ალკოჰოლიანი სასმელის რეალიზაციისას, თუ ვერ ხორციელდება სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის ამ ცხრილის მე-2 გრაფაში მითითებული საქონლისათვის მიკუთვნება, აღნიშნული საქონლისთვის აქციზის განაკვეთი 1 ლიტრზე 9.2 ლარია.“.

  15. 1901 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ბ) 11 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება:

  ბ.ა) აქციზური მარკებით ნიშანდებულ და აქციზით დაბეგრილ საქონელზე;

  ბ.ბ) ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში მიღებულ აქციზურ საქონელზე, თუ ამ პირის მიერ არ ხდება ამ საქონლის შემდგომი მიწოდება ან/და სხვა საქონლის წარმოებაში გამოყენება.“.

  16.192-ე მუხლის:

  ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. აქციზით დასაბეგრი ოპერაციის ან/და საქონლის იმპორტის განხორციელებამდე, აგრეთვე ამ კოდექსის 1901 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის შემძენი ან/და მიმღები პირისთვის გადაცემამდე აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას ექვემდებარება:

  ა) აქციზით დასაბეგრი ალკოჰოლიანი სასმელები (მათ შორის, ლუდი), რომლებშიც ალკოჰოლის შემცველობა 1,15 გრადუსს აღემატება;

  ბ) თამბაქოს ნაწარმი.“;        

  ბ) მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ა) აქციზური მარკით ნიშანდების გარეშე მარკირებას დაქვემდებარებული საქონლით (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქონლისა) დასაბეგრი ოპერაციის ან/და იმპორტის განხორციელება, აგრეთვე ამ კოდექსის 1901 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის შემძენი ან/და მიმღები პირისთვის გადაცემა;“.

  17. 199-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ი) 2018 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნედლეულის იმპორტი და 2016 წლის 1 ივლისამდე თამბაქოს ნაწარმის იმპორტი;“. 

  18. 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;“.

  19. 281-ე მუხლის მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „9. ავტოგასამართ ან/და აირგასამართ ან/და აირსავსებ საკომპრესორო სადგურში მადოზირებელ ან/და მრიცხველ მექანიზმზე საგადასახადო ორგანოს ლუქის არქონა ან დაზიანებული ლუქის ქონა –

  იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.“.

  20. 286-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „7. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები არ დაეკისრებათ მიკრო ბიზნესის და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებს, აგრეთვე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს (გარდა ამ კოდექსის 953 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთით დასაბეგრი საქმიანობისა) სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული საქმიანობის ფარგლებში.“.

  21. 289-ე მუხლის:

  ა) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების გარეშე შეღწევის საშუალებას იძლევა, –

  იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

  3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

  იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

  შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, თუ იდენტიფიკაციის საშუალებაზე ან/და ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე ან ნიშანდებულ ბარგზე/ხელბარგზე შეინიშნება მცირე დაზიანება, მაგრამ ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაში ან ნიშანდებულ ბარგში/ხელბარგში შეღწევა შეუძლებელია.“;

  ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 ნაწილები:

  „31. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, –

  იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

  32. ამ მუხლის 31 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

  იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.“.

  22. 309-ე მუხლის:

  ა) მე-6 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

  ბ) მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „15. 2018 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა იმ პირისა, რომელიც რეგისტრირებულია ან ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად. ამ ნაწილის მიზნებისათვის:

  ა) ბაზარი (ბაზრობა) არის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია სტაციონარული სავაჭრო ობიექტები და არასტაციონარული სავაჭრო ადგილები ან მხოლოდ არასტაციონარული სავაჭრო ადგილები (არანაკლებ 10 არასტაციონარული სავაჭრო ადგილისა), რომლებიც განკუთვნილია საქონლის სარეალიზაციოდ;

  ბ) არასტაციონარული სავაჭრო ადგილი (დროებითი შენობა-ნაგებობა) არის ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ აქვს მიწისქვეშა სათავსები, აგრეთვე ამ მიზნით გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება.“;

  გ) 24-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „24. 2018 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 55.2 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობას, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული ოპერაციების საერთო თანხა არ აღემატება 100 000 ლარს.“;

  დ) 37-ე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ა) 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ პირს 2005 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოში არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციის მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციის მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა დარიცხულ თანხას აღემატება);

  ბ) 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, თუ გადახდილია 2009 წლის 1 იანვრისათვის არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება – გადასახადის თანხის ნაწილში და პირს 2009 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოში არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციის მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციის მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა დარიცხულ თანხას აღემატება);“;

  ე) მე-60 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „60. ამ კოდექსის 123-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება 2018 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“;

  ვ) 62-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „62. ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3, მე-5, მე-8 და მე-9 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა, აგრეთვე ამ კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითა და 72-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა არის:

  ა) 2015 წლის 1 იანვრიდან  2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში − 5 წელი;

  ბ) 2016 წლის 1 იანვრიდან  2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდში − 4 წელი.“;

  ზ) 88-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 89-ე და 90-ე ნაწილები:

  „89. თუ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, აქვს ვალდებულება, გაათავისუფლოს ან თავის თავზე აიღოს საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების შესრულება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საერთაშორისო ხელშეკრულება პირდაპირ ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ საგადასახადო ვალდებულებების ანაზღაურებას), ითვლება, რომ ამ ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით, ხოლო აღნიშნული ოპერაციების განხორციელების შედეგად მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო/მოგების გადასახადისაგან.

  90. ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ექვემდებარება 2015  წლის 13-14  ივნისს  ქალაქ  თბილისში  მომხდარ  სტიქიასთან დაკავშირებით საწარმოს/მეწარმე ფიზიკური პირის მიერ სახელმწიფოსთვის ან/და თვითმმართველი ერთეულისთვის უსასყიდლოდ გადაცემული ფულადი სახსრები.“.

 

მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის 22-ე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული:

  ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 89-ე ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე;

  ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 90-ე ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 14 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

მუხლი 3

  1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-3, მე-5–მე-8 და მე-10–22-ე ნაწილებისა და მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-3, მე-5–მე-8 და მე-10–22-ე ნაწილები და მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

18 დეკემბერი 2015 წ.

N4680-რს