დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ახალგორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 48 |
დოკუმენტის მიმღები | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 24/12/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.150.016098 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2015 - 19/02/2016)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“.ა“. ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
ახალგორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი წარმოდგენილი სახით
დამტკიცდეს. /თან ერთვის/ |
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად ჩაითვალოს ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №29 დადგენილება „ახალგორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ძალაში შევიდეს 2016 წლის 1 იანვრიდან .
|
|
თავი I
ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მუხლი 1. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში მუხლი 2. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები , გადასახდელები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 2413.3 ათასი ლარის ოდენობით .
მუხლი 4. ახალგორი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 2413.3 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 5. ახალგორი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებიმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 2409.3 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით.
ათას ლარებში მუხლი 6. განისაზღვროს არაფინანსური აქტივების კლებისა და ზრდის ფუნქცია თანდართული რედაქციით
მუხლი 7.ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით სარეზერვო ფონდი განსაზღვრულია 25.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი ხარჯვა ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 8. ახალგორი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
მუხლი 9. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 9.1 დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 90.0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 35.9 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 42.8 ათასი ლარი; გ) „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 11.3 ათასი ლარი; მუხლი 10. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 იანვრის N 3 დადგენილების მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი II ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 11. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 11.1თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება ათას ლარებში
11.1.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ახალგორის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა, მობილიზება და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტით უზრუნველყოფა. 11.2 ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ახლგორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, წეროვანის,წილკანისა და ფრეზეთის დევნილთა დასახლების საცხოვრებელი უბნების ეზოების დაგვა – დასუფთავება და ნაგვის გატანა, მწვანე ნარგავების მოვლა–პატრონობა,საკანალიზაციო კოლექტორის მოვლა–შენახვა, საოჯახო საკანალიზაციო არხების ამოწმენდა, ადგილობრივი წყლის სისტემების რეაბილიტაცია.
ათას ლარებში 11.2.1 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) წეროვანის,წილკანის და ფრეზეთის დასახლებებში პროგრამის ფარგლებში ხორციელდება დასუფთავების ღონისძიებები, საკანალიზაციო კოლექტორის მოვლა– შენახვის პროგრამა,saojaxo sakanalizacio sistemebis gare qselis ამოწმენდის სამუშაოები, წყლის სისტემის რეაბილიტაცია. ა)წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 01 01) წეროვანის,წილკანის და ფრეზეთის დასახლებებში პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ადგილობრივი წყლის სისტემების რეაბილიტაციას.
ბ)დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 01 02) ახალგორის მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია წეროვანის დევნილთა დასახლების შიდა გზების დაგვა–დასუფთავება.ფრეზეთის დევნილთა დასახლებიდან ნაგვის გატანა.ასევე წეროვანის, წილკანისა და ფრეზეთის დასახლებების ზამთრის ნარჩენებისაგან გაწმენდა. გ ) საკანალიზაციო სისტემის მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 03) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია წეროვანის დევნილთა დასახლებაში არსებული საკანალიზაციო გამწმენდი კოლექტორის მოვლა–პატრონობა და რეაბილიტაცია.ამასთან ერთად საოჯახო საკანალიზაციო სისტემების ამოწმენდა და რეაბილიტაცია. დ)გამწვანების ღონისძიებები(პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგამის ფარგლებში წეროვანის დევნილთა დასახლებაში დაგეგმილია მწვანე ნარგავების მოვლა–პატრონობის ღონისძიებები. ე) გარე-განათების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 05)ქვეპროგრამის ფარგლებში წეროვანის ,წილკნის და ფრეზეთის დასახლებაში დაგეგმილია გარე -განათების რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა. 11.3 განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიზნით მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება
ათას ლარებში ა) სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) წეროვანის დევნილთა დასახლებაში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 550 ბავშვი. ბაგა–ბაღს ფილიალი აქვს ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში, სადაც 22–მდე სკოლამდელი ასაკის ბავშვი იზრდება . პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის თანამშრომელთა და აღმზრდელთა ხელფასებს, კვებისა და სხვა მიმდინარე ხარჯებს. ასევე ხორციელდება არსებული ბაღის რეაბილიტაცია. ბ)ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე საღმზრდელო დაწესებულება –წეროვანის დევნილთა დასახლების ახალგაზრდული სახლი (პროგრამული კოდი 04 03) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სასკოლო ასაკის ბავშვთა სკოლისგარეშე სფეროში ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებთან დაკავშირება. ახალგაზრდულ სახლში არსებობს ხატვის,ქსოვის,მინანქრის,მხარეთმცოდნეობის,ჭადრაკის,ჭრა–კერვის, გალობის, მათემატიკის, ქართულისა და ქიმიის შემსწავლელი წრეები, სადაც დევნილი ბავშვები სკოლის გაკვეთილების შემდეგ იღებენ დამატებით განათლებას. ახალგაზრდულ სახლს ჰყავს 210– მდე სკოლის ასაკის ბენეფიციარი. 11.4.კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსებას ,წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ათას ლარებში
11.4.1სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ,,ახალგორის მუნიციპალიტეტის სასპორტო კომპლექსური სასპორტო სკოლის“ ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა . ა) სპორტული ღონისძიებების(პროგრამული კოდი 05 01 01) 2015 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები მოხდება მათი დაფინანსება. არსებული პროგრამა ემსახურება 200-მდე სკოლის ასაკის სპორტსმენს. 11.4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) ახალგორის მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება წეროვანის დევნილთა დასხლებაში არსებული კულტურის სახლის, ახალგორის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო(სამუსიკო) სკოლის,ბიბლიოთეკების გაერთიანების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ა) კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 01 ) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის, მხარის ღირსეულად წარმოჩენის მიზნით ადგილობრივი და ჩამოსული სტუმრების დაინტერესების სანახაობებისა და წარმოდგენების მიზნით გაიმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, როგორიცაა საახალწლო და სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი კულტურული ღონისძიებები.
ბ)ახალგორის სახელოვნებო(სამუსიკო) სკოლის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02) წეროვანის დევნილთა დასახლებაში არსებობს მუსიკალური სკოლა ექვსწლედით, სადაც სწავლობს 65-მდე მოსწავლე,მათი მონაწილეობით ტარდება კლასიკური და ხალხური მუსიკის კულტურული ღონისძიებები .
გ) ახალგორის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება წეროვანის დევნილთა დასახლებაში არსებული ცენტრალური ბიბლიოთეკა.
დ)ახალგორის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლი (პროგრამული კოდი-05 02 04) წეროვანის დევნილთა დასახლებაში კულტურის სახლის არსებობას განაპირობებს კულტურული ტრადიციების დაცვისა და მხარის ღირსეულად წარმოცენის დიდი სულისკვეთება.კულტურის სახლი ემსახურება ახალგაზრდა ხელოვანებს და დასახლებაში არსებულ ანსაბლებებს ხელს უწყობსადგილობრივ მოსახლეობისათვის მათი რეპერტუარის გაცნობას. 11.4.3რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ეკლესია - მონასტრების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები.და ფინანსება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის გავლით. ამასთან ერთად ფინანსდება წეროვანის დევნილთა დასახლებაში არსებულ ეკლესიის კომუნალური გადასახადები, მათი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ხარჯები. 11.5 მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
ათას ლარებში
11.5.1საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: · არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხავა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება;
· დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; · ახალგორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; · სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება;
11.5.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, ერთჯერადი დახმარება შვილის შეძენასთან დაკავშირებით და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ა) ავადმყოფთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ახალგორიდან დევნილი იმ მოსახლეობის დახმარება ,რომელთაც კონკრეტული გამოკვლევის, ოპერაციის ან მკურნალობის დაფინანსება არ არის გათვალისწინებული სადაზღვევო პოლისით. ბ) მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა(პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილა მარჩენალდაკარგულ პირთა ერთჯერადი დახმარება ,რომლის ოდენობაც არ აღემატება 200 ლარს.ამასთან ერთად ახალგორიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების შემდგომი დახმარება ოჯახზე, რომლის ოდენობაც არ აღემატება 400 ლარს. გ) ოჯახებისა და ბავშვების შეძენასთან დაკავშირებით გაცემული ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ერთჯერადი ფულადი დახმარება ბავშვის გაჩენაზე,რომლის ოდენობაც არ აღემატება 300 ლარს.
თავი III ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 12. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
|
დოკუმენტის კომენტარები