დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 37 |
დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 25/12/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.117.016280 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/12/2015 - 20/07/2016)
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა“ დანართი №1-ის შესაბამისად.
|
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის N61 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 25/12/2014., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016239).
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დანართი №1
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები
|
1. წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო ღირებულების ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების პროგრამას.
2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურებით. |
მუხლი 2.
სამედიცინო მომსახურების სახეები
|
მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეიძლება დაფინანსდეს შემდეგი სამედიცინო მომსახურების სახეები:
ა) მწვავე გადაუდებელი და გეგმური ოპერაცია (გეგმური ოპერაცია: 0-18 წლამდე ასაკის მოზარდები, სოციალურად დაუცველი მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარები); ბ) ონკოლოგიური/სიმსივნური (ოპერაცია; ქიმიოთერაპია; სხივური თერაპია; ჰორმონოთერაპია; მედიკამენტური მკურნალობა); გ) დიალიზი; დ) კორონაროგრაფია; ე) C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკა. |
მუხლი 3.
სამედიცინო მომსახურების დაფინანსება
|
სამედიცინო მომსახურებისათვის საყოველთაო და სხვა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების მოსარგებლის გადასახდელი ნაწილი დაფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, წლიური ლიმიტი არაუმეტეს 2 000 (ორი ათასი) ლარისა (გარდა დიალიზისა და C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა).
|
მუხლი 4.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარსადგენი დოკუმენტაცია
|
1. მოქალაქემ/წარმომადგენელმა პროგრამის მეორე მუხლის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მიზნით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100); დ) სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი) სამედიცინო დაწესებულებიდან; ე) ცნობა/მიმართვა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების არარსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსების არსებობისა და მისი ოდენობის შესახებ; ვ) ცნობა პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების შესახებ. 2. მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების დასაფინანსებლად, ბენეფიციარის სამედიცინო დიაგნოზში უფლებამოსილი პირის მიერ მითითებული უნდა იყოს „მწვავე გადაუდებელი“. 3. მე-2 მუხლის ,,ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული გეგმიური (100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარების შემთხვევაში) სამედიცინო მომსახურების დასაფინანსებლად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი ცნობა სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან, რომ ბენეფიციარის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 001-ს. |
მუხლი 5.
დიალიზის კომპონენტის მოსარგებლეთა დახმარება
|
1. პროგრამის მოსარგებლედ შეიძლება დარეგისტრირდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით დაენიშნა დიალიზის კომპონენტის სამედიცინო მომსახურება და მის ოჯახს არ გააჩნია საცხოვრისი იმ ქალაქში, სადაც სარგებლობს სახელმწიფო დაფინანსების პროგრამით „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“.
2. მოსარგებლე ფინანსდება ყოველთვიურად და დახმარების მოცულობა განისაზღვრება თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ბინის ქირის ან/და ტრანსპორტირების ხარჯებისათვის. 3. დაფინანსების მიღების მიზნით დაინტერესებულმა მხარემ თვითმმართველობის ორგანოში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100); დ) საბანკო ანგარიში; ე) ცნობა პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების შესახებ. |
მუხლი 6.
C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკა
|
1. პროგრამა განსაზღვრავს C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების განხორციელების პირობებს და მიზანს წარმოადგენს მკურნალობის პროცესში დაავადებულ პირთა ჩართვის ხელშეწყობა, სამკურნალო ღონისძიებების ჩატარებისათვის აუცილებელი დაავადების სტადიის განმსაზღვრელი გამოკვლევების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
2. პროგრამის მოსარგებლეები არიან ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ჩართულნი უნდა იყვნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის „C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის კომპონენტში. 3. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს მეორე პუნქტით განსაზღვრული პირებისათვის, რომელთაც ჩატარებული აქვთ კვლევა C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით სწრაფი/მარტივი ან/და იმუნოფერმენტული ანალიზის (იფა) მეთოდით და მიღებული აქვთ დადებითი პასუხი (წარმოდგენილი კვლევის საფუძველზე) მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელია კვლევების ჩატარების უზრუნველყოფა შემდეგი პრინციპით: ა) ექიმთან ვიზიტი; ბ) ლაბორატორიული კვლევები. 4. მე-3 პუნქტით განსაზღვრული მომსახურებები ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით წლიური 500-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე. 5. მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება პირებისათვის რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000 -ს, ფინანსდება ღირებულების 30 %, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლისათვის ღირებულების 70%, მე-4 პუნქტით დადგენილი შეზღუდვის გათვალისწინებით. 6. მოქალაქემ/წარმომადგენელმა დაფინანსების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: ა) განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სოციალურად დაუცველმა – ამონაწერი „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სარეიტინგო ქულის შესახებ; დ) მიმართვა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან თანადაფინანსების შესახებ; ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-100/ა); ვ) ანგარიშფაქტურა; ზ) ცნობა პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების შესახებ. 7. მე-6 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს იმ სამედიცინო დაწესებულებიდან, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის კომპონენტის მიმწოდებლადაა დარეგისტრირებული. |
მუხლი 7.
ფინანსური უზრუნველყოფა
|
პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით.
|
მუხლი 8.
პროგრამის ადმინისტრირება
|
1. სამედიცინო მომსახურების სოციალური დახმარების თაობაზე მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება დაინტრერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
2. ბრძანებას, ბენეფიციარისათვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამ პროგრამით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების თაობაზე გამოსცემს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის შესაბამისად. |
დოკუმენტის კომენტარები