„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/12/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.107.016200
42
21/12/2015
ვებგვერდი, 24/12/2015
010250050.35.107.016200
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №42

2015 წლის 21 დეკემბერი

დაბა ჩხოროწყუ

 

 

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.107.016133) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას (რეგლამენტს) დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-32 მუხლები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 31. საკრებულოს საქმისწარმოება

1. აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს ელექტრონულ საქმისწარმოებას.

2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა საკრებულოში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად.

მუხლი 32. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვა

1. საკრებულოს საქმისწარმოებაში აპარატი უზრუნველყოფს:

ა) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვას;

ბ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურთან კოორდინაციით ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამის „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“  დანერგვას.

2. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვამდე საკრებულოს აპარატის საქმისწარმოება დასაშვებია დადგენილი წესით ქაღალდზე შესრულებული ბეჭდური დოკუმენტების მეშვეობით, დოკუმენტბრუნვის არსებული სისტემის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა