დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 641 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 22/12/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2015 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/03/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 033013000.10.003.019028 |
|
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 430) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. 97-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გადაწყვეტილება ამ დადგენილებით განსაზღვრული II კლასის შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ მიღებული უნდა იქნეს განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში. გადაწყვეტილება ამ დადგენილებით განსაზღვრული III კლასის შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ მიღებული უნდა იქნეს განცხადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში (გარდა საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობებისა და აგრეთვე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის 1500 მ2-ზე მეტი საანგარიშო ფართობით და მიწის ზედაპირიდან 14 მეტრზე მეტი სიმაღლის შენობა-ნაგებობებისა, რომელთა თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს 15 დღის ვადაში); IV და V კლასის, აგრეთვე შენობა-ნაგებობის ნაწილ(ებ)ის შემთხვევაში – არაუმეტეს 30 დღის, ხოლო ამ დადგენილების 62-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – II და III კლასის შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადების წარდგენიდან არაუმეტეს 5 დღის, ხოლო IV კლასის შემთხვევაში − არაუმეტეს 10 დღის განმავლობაში. თუ ამ პერიოდში არ იქნება გამოცემული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შენობა-ნაგებობა ჩაითვლება ექსპლუატაციაში მიღებულად და ნებართვის მფლობელის მოთხოვნისთანავე შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, დაუყოვნებლივ გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ.“. 2. 97-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას აქვს სტრუქტურული ხარვეზ(ებ)ი, აღნიშნულზე პასუხიმგებლობა შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე ეკისრება არქიტექტორს (არქიტექტურულ კომპანიას); კონსტრუქტორს, მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს, სამშენებლო კომპანიას ან შენობის ექსპლუატაციაში მიმღებ შესაბამის ორგანოს.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები