დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ხონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 42 |
დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 22/12/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.119.016269 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/12/2015 - 13/01/2016)
|
ხონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა” ქვეპუნქტისა და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-12 თავის 78-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის შემოსულობების საერთო მოცულობა 6 438.3 ათასი ლარის ოდენობით. მათ შორის გათანაბრებითი ტერანსფერი 5 319,2 ათასი ლარი, მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად 160,0 ათასი ლარი და ადგილობრივი შემოსავალი 959,1 ათასი ლარი.
|
მუხლი 2 |
გადასახდელები დამტკიცდეს 6 438,3 ათასი ლარის მოცულობით.
|
მუხლი 3 |
ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №61 დადგენილება (სკ.190020020.35.119.016217).
|
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
|
|
თავი I
ხონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
ხონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ხონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ხონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 6 359.7 ათასი ლარით.
|
მუხლი 4.
ხონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის გადასახადები 627,5 ათასი ლარით
:
|
მუხლი 5.
ხონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის გრანტები 5479,2 ათასი ლარით:
|
მუხლი 6.
ხონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 253, 0 ათასი ლარით:
|
მუხლი 7.
ხონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ხარჯები 6 438.3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება
|
|
მუხლი 9.
ხონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
|
მუხლი 10.
ხონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
მუხლი 11.
ხონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
1. განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 107,4 ლარით.
2. განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 78,6 ლარით. |
მუხლი 12.
ხონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
|
ხონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 60.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 67-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
|
მუხლი 13.
წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი
|
წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნას ფონდი 50.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
|
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი
|
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი160,0 ათ. ლარი მიმართულ იქნეს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 87.0ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 68.0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 5.0 ათასი ლარი; 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე, წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
|
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
ხონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პრიოროტეტები და პროგრამები
|
მუხლი 16.
ხონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროგრამები
|
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - (პროგრამული კოდი 02 00)
ხონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება შემდეგი ძირითადი პროგრამები: ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა ტრანსპორტირების ღონისძიებები. 2. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხონის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის გამოკვლევის მიზნით მათი რესპუბლიკის სამედიცინო-საექსპერტო კომისიაზე და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტში მობილიზებული რეზერვისტების ტრანსპორტირება დისლოკაციის ადგილამდე. 3. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და წარმოადგენს ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასრუქტურის განვითარება, მუნიციპალიტეტის დასუფთავების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა ხელშეწყობა. ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა, შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 4. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული შიდა გზების რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა. 5. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება ქალაქის დასუფთავება და ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა. 6. დასუფთავების ღონისძიებები ააიპ – კომუნალური სერვისცენტრი (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, მოსახლეობის მაწანწალა ძაღლებისაგან დაცვა და მათი იზოლირება. 7. გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გარე განათება, ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლუატაცია, ქუჩებზე არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება. ასევე ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის მოწყობა . 8. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს ქალაქის ტერიტორიის კეთილმოწყობა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, მწვანე ნარგავების მოვლა. სადღესასწაულო დღეებში ქალაქის ტერიტორიის გაფორმება და სხვა ღონისძიებები. 9. ააიპ – სასაფლაო მეურნეობის მართვის სამსახური (პროგრამული კოდი 03 03 02) აღნიშნული ქვეპროგრამით ფინანსდება ააიპ სასაფლაო მეურნეობის მართვის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოვლა-პატრონობას. 10. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 04) საქართველოს მთავრობის დადგენილებებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები 11. საპროექტო დოკუმენტაციის და საექსპერტო მომსახურეობის შესყიდვისათვის გამოყოფილი თანხა და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსება (პროგრამული კოდი 03 05) მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საფუძველს მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესების გათვალისწინებით შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია აღნიშნული ღონისძიებ ის განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 12. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. 13. სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ – ცენტრალური საბავშვო ბაღი. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 20 საბავშვო ბაღი, სადაც აღსაზრდელთა რაოდენობა არის 960 ბავშვი. საბავშვო ბაღებში ერთ ბავშვზე საშუალო თვიური გადასახადი შეადგენს 0 ლარს. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი დააფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ კვების ხარჯს, მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. საბავშვო ბაღებში რეაბილიტირების ჩატარების შემდეგ დაგეგმილია დამატებითი ჯგუფის გახსნა, რის შედეგადაც ბავშვების რაოდენობა გაიზრდება. 14. ააიპ – ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლი (პროგრამული კოდი 04 02) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლი, სადაც მუშაობს შემოქმედებითი და ტექნიკური წრეები, აქ მოსწავლე-ახალგაზრდობა ეუფლება შესაბამის დაწყებით განათლებას ტექნიკურ მოდელირებაში. 15. ა(ა)იპ – ინფორმატიკის სასწავლო ცენტრი (პროგრამული კოდი 04 03) ააიპ ინფორმატიკის სასწავლო ცენტრში ხორციელდება, როგორც მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენის, ასევე პირობითი მსჯავრის მქონე პირებისათვის კომპიუტერული პროგრამების სწავლება. 16. ა(ა)იპ – ვეტა ჩხენკელის სახ. ხონის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი (პროგრამული კოდი 04 04) ააიპ – მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში ფუნქციონირებს სასწავლო და შემოქმედებითი წრეები, კლუბები, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები და სახელოვნებო სტუდიები. 17. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად მუნიციპალიტეტი განაგრძობს ახალგაზრდული ორგანიზაციების და პროექტების, კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. 18. ა(ა)იპ – სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ – სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, რომელიც ახორციელებს ფეხბურთელთათვის სავარჯიშო და სათამაშო პირობების შექმნას, ნიჭიერი სპორტსმენების წახალისებას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების პოპულარიზაციას. აღნიშნული ა(ა)იპ-ის ფარგლებში შექმნილია საფეხბურთო გუნდი „იმერეთი“, რომელიც მონაწილეობას იღებს ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში. 19. ააიპ – კომპლექსური სასპორტო სკოლა (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამა მოიცავს ა(ა)იპ კომპლექსური სასპორტო სკოლის დაფინანსებას. სადაც ფუნქციონირებს ფეხბურთის, ჭიდაობის, მძლეოსნობის, ჭადრაკის სექციები და უზრუნველყოფს სხვადასხვა ტურნირებში მათი მივლინებასა და კვების ხარჯების დაფინანსებას, საწვრთნელი პირობების შექმნას. ხელს უწყობს ნიჭიერი სპორტსმენების აღზრდას, წარმოჩენას და ფართო ასპარეზზე გაყვანას. სხვადასხვა სპორტული წრეებში დაკავებულია 170 აღსაზრდელი. 20. ააიპ – მთავარი ბიბლიოთეკა (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ“ ხონის მთავარი ბიბლიოთეკა“, რომელიც აერთიანებს მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებს, სადაც ხდება ბიბილიოგრაფიული და საინფორმაციო მუშაობის ხელშეწყობა, წიგნადი ფონდების შევსება დაკომპლექტება და სრული აღრიცხვა, ყველა ასაკის მკითხველის მომსახურება საჭირო ინფორმაციით და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით. 21. ა(ა)იპ – სამუსიკო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ ხონის“ სამუსიკო სკოლა“. სკოლაში სწავლობს 240-მდე მოსწავლე, ფუნქციონირებს ფორტეპიანოს და თეორიული განყოფილება, სოლფეჯიოს, მუსიკის ლიტერატურის და რიტმიკის ჯგუფი. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შიდა ღონისძიები, ღია და დახურული კონცერტები, ღია გაკვეთილები, ტექნიკური ჩათვლები. 22. ააიპ – კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 05) ააიპ კულტურის ცენტრში შექმნილია წრეები, ფუნქციონირებს თეატრალური დასი, სასულე ორკესტრი, ფოლკლორული ანსამბლები, ასევე იდგმება სპექტაკლები, რაც ხელს უწყობს მოსახლეობის კულტურულ ცხოვრებაში აქტიურ ჩართვას. 23. ააიპ – სამხატვრო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 06) ა(ა)იპ სამხატვრო სკოლა ხელს უწყობს ბავშვებისა და მოზარდების სკოლისგარეშე მუშაობაში ჩართვას, ესთეტიკურ აღზრდას და მხატვრული გემოვნების ჩამოყალიბებას. 24. ააიპ – ხონის ისტორიული მუზეუმი (პროგრამული კოდი 05 02 07) ქვეპროგრამა მოიცავს ააიპ „ხონის ისტორიული მუზეუმის" დაფინანსებას, რომელიც აერთიანებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ მუზეუმებს. სისტემატიურად მოიძიებს, ისტორიულ წყაროებს, იცავს, იკვლევს, პოპულარიზაციას უწევს და გამოფენს ექსპონატებს. მუზეუმი აღვივებს საზოგადოების თვითშეგნებას პატრიოტული სულისკვეთებით. 25. ტელერადიო და საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საინფორმაციო ბუკლეტებისა და გაზეთის გამოცემის, საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნების ხარჯები. ასევე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ხელშეკრულების საფუძველზე მოხდება მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებისა და პროგრამების გაშუქება. 26. ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით, ახალგაზრდული ორგანიზაციების და პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას. 27. ეპარქია და სახალხო დღესასწაულები (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში იგეგმება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ტრადიციული სახალხო დღესასწაულები და ღონისძიებების დაფინანსება. 28. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან. 29. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) ა) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ხონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დაფინანსებას, რათა განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებები, კერძოდ: ეპიდზედამხედველობის განხორციელება და ეპიდსიტუაციის მართვის ღონისძიებები; ბ) მიმდინარე ეპიდემიოლოგიური პროცესების ტენდენციებისა და დინამიკის,ინფექციურ დაავადებათა მასშტაბების გავრცელების ხასიათისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობის ყოველკვარტალურად შესწავლა; გ) ინფექციურ დაავადებათა შემთხვევების კერებში ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარება და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა რეალიზება; დ) არაინფექციურ დაავადებათა გავრცელების მეთვალყურეობა სამოქმედო ტერიტორიაზე, ავადობის დინამიკაზე ეპიდზედამხედველობის განხორციელება, სათანადო ინფორმაციის შეკრება, მოძიება, რეგისტრაცია, დამუშავება-ანალიზი და ანგარიშგება, მოსახლეობაში პროფილაქტიკურ-საგანმათლებლო სამუშაოების წარმოება. ე) მოსახლეობაში გრიპით ავადობის მონიტორინგი. მისი გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება. ვ) პროფილაქტიკური იმუნიზაციის პროცესის დაგეგმავა, განხორციელების ორგანიზაცია, სამიზნე კონტიგენტების იმუნიზაციის მოცვის მაღალი მაჩვენებლების უზრუნველყოფის მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება. მოსახლეობაში პროფილაქტიკურ–საგანმანათლებლო სამუშაოების წარმოება. ზ) ჰელმინთოზების მიზანმიმართული სკრინინგული კვლევების საფუძველზე, პროფილაქტიკური ღონისძიებების შემუშავება-გატარება და რეკომენდაციების მომზადება; თ) ცოფის გავრცელების სიტუაციური მართვის პროცესებზე სისტემატური მონიტორინგის წარმოება და სათანადო სამსახურების დროული ინფორმირება, ანტირაბიული კაბინეტის ფუნქციონირების ხელშეწყობა, სამედიცინო პერსონალის ინსტრუქტაჟი შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების და სასწრაფო შეტყობინების არსებული წესების დაცვის შესახებ; ი) ანაფელოგენური წყალსატევების აღრიცხვა-პასპორტიზაცია და დაგამბუზირებული წყალსატევების გამოკვლევა და გადამტანის წყლის ფაზების აღმოჩენის შემთხვევაში მათი საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება; კ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების ღონისძიებები; ლ) შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის პროპაგანდა; 30 . სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დახმარებას. სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 31. ა(ა)იპ – მადლიერების სახლი (პროგრამული კოდი 06 02 02) ეს პროგრამა გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი 110 ბენეფიციარისათვის, რომელთაც ყოველდღიურად შეუძლიათ ისადილონ და მიიღონ საჭირო ყოფითი და სამედიცინო მომსახურეობა. 32. უფასო სასადილოს მომსახურება სათნოების სახლში (პროგრამული კოდი 06 02 03) ამ პროგრამით განსაზღვრულია სოციალურად დაუცველი 120 ბენეფიციარისათვის ყოველდღიური სადილი და საჭირო ყოფითი და სამედიცინო მომსახურება. 33. ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04) ერთჯერადი დახმარება ეძლევა მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველ ოჯახებს, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, ერთჯერადად ფულადი დახმარების სახით: ა) განსაკუთრებით უმწეო მდგომარეობაში მოფი მოქალაქეთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება მოიცავს ერთ ოჯახზე 100 ლარს. ბ) შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე 18 წლამდე ბავშვთა დახმარება განსაზღვრულია ერთ ბავშვზე 200 ლარის ოდენობით. გ) ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის ) პირთა დახმარება 150 ლარი. დ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება ოთხ და მეტ შვილზე. 18 წლამდე თითო ბავშვზე 50 ლარი. ე) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარჯები 1000 ლარამდე. ვ) თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება თვეში 100,00 ლარი. ზ) დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვთა დახმარება 300 ლარი. თ) გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობის მქონე, ცერებრალური დამბლით, ლეიკემიით და ონკოდაავადებულ პირთა დახმარება 150 ლარი. ი) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე მებრძოლთა და დახმარება 100 ლარი. კ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების და მათთან გათანაბრებულ პირთა დახმარება 150,00 ლარი . ლ) ჩერნობილის ატომური ელექტროსადურის აფეთქებისას სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეთა დახმარება 100,00 ლარი. მ) ლეიკემიით და ონკოდაავადებულ ბენეფიციართა დახმარება თვეში 100,00 ლარი . ნ) მარტოხელა დედების დახმარება 18 წლამდე ერთ ბავშვზე 200 ლარი. ო) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე პირთა (რომლებიც მიჯაჭვული არიან სამედიცინო ეტლს) დახმარება 700 ლარი. პ) დედ-მამით ობოლი სტუდენტების დახმარება 400 ლარი 34. სათბობი შეშით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 05) ამ პროგრამით გათვალისწინებულია საბავშვო ბაღების, მადლიერებისა და სათნოების სახლების, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების სათბობი შეშით უზრუნველყოფა. 35. ტელეფონისა და წყლის შეღავათები ვეტერანებისათვის (პროგრამული კოდი 06 02 06) ამ პროგრამით ხორციელდება ვეტერანთა და მასთან გათანაბრებულ პირთა სატელეფონო, საკანალიზაციო და წყალმომარაგების მომსახურეობის ხარჯების გადახდა. ასევე პროგრამა ემსახურება სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს არაუმეტეს 57 ათასს. 36. დაკრძალვის ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 07 ) ამ პროგრამით ხორციელდება მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება (დევნილთა, ომის ვეტერანთა და უპატრონო მიცვალებულთა) – 250.0 ლარი.
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით
|
დოკუმენტის კომენტარები