„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1586
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 21/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 470.200.000.05.001.001.862
  • Word
1586
03/06/2005
სსმ, 29, 21/06/2005
470.200.000.05.001.001.862
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997 ., გვ. 8) 187 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 187. საქართველოში არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა

1. საქართველოში არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება შემოტანილ იქნეს:

) კლინიკამდელი და კლინიკური კვლევისათვის;

) სახელმწიფო რეგისტრაციისათვისნიმუშის სახით;

) ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის;

) საერთაშორისო მიმართულებაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალების ბრიგადის მიერ მგზავრთა სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო ოდენობით;

) ჰუმანიტარული მიზნით;

) გამოფენების, სიმპოზიუმების, კონფერენციების, ფორუმებისა და კონგრესებისათვისნიმუშის სახით, რეალიზაციის უფლების გარეშე;

) რეექსპორტისათვის.

2. განსაკუთრებულ პირობებში (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივად დაზიანება, ეპიდემია, იშვიათი დაავადება), ჰუმანიტარული მიზნით ან გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესების არსებობის შემთხვევაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კომისიის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე დასაშვებია საქართველოში არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა და გამოყენება, თუ უცხო ქვეყნებში წარდგენილია მათი რეგისტრაციისა და გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტები. ამასთან, ამ მედიკამენტების შემოტანის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

3. აკრძალულია საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო საშუალების უკანონო ასლის, მათ შორის, ფალსიფიცირებული სამკურნალო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა.

4. საქართველოს ტერიტორიაზე სამკურნალო საშუალებების შემოტანის უფლება აქვს:

) შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის მქონე იურიდიულ პირს;

) სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასწამლის შექმნის ტექნოლოგიის შემუშავების, მისი ხარისხის, ეფექტიანობისა და უსაფრთხოობის გამოკვლევის მიზნით;

) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს;

) ჰუმანიტარული მიზნით:

.) ამ მუხლის მე-4 პუნქტისქვეპუნქტებით განსაზღვრულ სუბიექტებს;

.) დონორ ორგანიზაციას (პირი ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს სამკურნალო საშუალებების შემოტანას ჰუმანიტარული მიზნით);

.) მიზნობრივი დანიშნულებით შესაბამის სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებას.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი           . სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 3 ივნისი.

№1586-I