დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 157-უ.ს.რ.ს. |
დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
მიღების თარიღი | 30/12/2015 |
დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.30.056.016054 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (31/12/2015 - 21/12/2016)
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ
|
თავი I
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსი |
1. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
(ათასი ლარი)
2. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: (ათასი ლარი)
|
თავი II
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები |
მუხლი 2.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები 147725.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 3.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადები 140000.0 ათასი ლარის ოდენობით:
(ათასი ლარი)
|
მუხლი 4.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გრანტები |
(ათასი ლარი)
|
მუხლი 5.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 7725.0 ათასი ლარის ოდენობით:
(ათასი ლარი)
|
თავი III
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
მუხლი 6.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები 156 189.4 ათასი ლარის ოდენობით:
(ათასი ლარი)
|
მუხლი 7.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 26949.8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 44949.8 ათასი ლარის ოდენობით: (ათასი ლარი)
ბ) განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 18000.0 ათასი ლარის ოდენობით: (ათასი ლარი)
|
მუხლი 8.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 201 139.3 ათასი ლარის ოდენობით:
(ათასი ლარი)
|
თავი IV
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება |
მუხლი 9.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-35414.2) ათასი ლარის ოდენობით |
მუხლი 10.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-36759.2) ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
(ათასი ლარი)
2. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 66159.2 ათასი ლარის ოდენობით: (ათასი ლარი)
|
მუხლი 11.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1345.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ვალდებულებათა კლება 1345.0 ათასი ლარის ოდენობით: (ათასი ლარი )
|
თავი V
ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 12.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები (ქვეპროგრამები) შემდეგი რედაქციით:
1 წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება
აჭარის ავტონონომიური რესპუბლიკისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძლიერი წარმომადგენლობითი ორგანოს გამართული ფუნქციონირება, ვინაიდან იგი არის რეგიონის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელი, საკანონმდებლო და მაკონტროლებელი ფუნქციების მქონე ხელისუფლების შტო. 1.1 საკანონმდებლო საქმიანობა
კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელება, კონტროლი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობაზე.
საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების, მასში თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინების, საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნქციონირებისა და საარჩევნო პროცესის მუდმივი სრულყოფის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება.
2 აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა
2.1 მთავრობის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა 3 რეგიონის ფინანსური რესურსების მართვა და საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობა ეფექტიანი და გამჭვირვალე საბიუჯეტო პროცესის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო ფინანსების მოქნილ მართვას, სექტორში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სისტემის ჩამოყალიბებას, აგრეთვე სახელმწიფო სახსრების ეკონომიურ და ეფექტიანად ხარჯვაზე მონიტორინგს. ელექტრონული ხაზინის ძირითადი ექსპლუატაცია. რეგიონში ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოს შექმნისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიზნით წინადადებების შემუშავება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების გამჭვირვალედ და ეფექტიანად მართვა, მისი სრულყოფილად აღრიცხვა, მოვლა-პატრონობა და პრივატიზაცია. რეგიონის სივრცითი, ქალაქმშენებლობითი და დაგეგმარების პროექტების შედგენა. დამწყები და განვითარებადი ბიზნესის ხელშეწყობა. ბიზნეს ინტერესების დაცვა და ექსპორტის ხელშეწყობა. საფრთხის შემცველი ობიექტების მონიტორინგი და მართვა.
3.1 ფინანსების, ეკონომიკური პოლიტიკისა და ქონების სფეროს პოლიტიკის შემუშავება და მართვა
3.2 რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა
3.2.1 რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის პრომოუშენი
3.2.2 ეკონომიკური ობსერვატორია
3.2.3 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ქონების მართვა
3.3 ქალაქმშენებლობითი და სივრცითი მოწყობის პროგრამა
3.4 სახაზინო მომსახურება
3.5 დამწყები და განვითარებადი ბიზნესის ხელშეწყობა
3.6 ბიზნეს ინტერესების დაცვა და ექსპორტის ხელშეწყობა
3.7 საფრთხის შემცველი ობიექტებისათვის მომსახურების მიწოდება და მართვა 4 გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა
ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი (უსაფრთხო) გარემოს შენარჩუნება და გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან დაცვა;
4.1 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროს მართვა
4.2 გარემოსდაცვითი პროგრამა
4.2.1 აჭარის სანაპირო ზოლის ჩამდინარე წყლებისა და ატმოსფერული ჰაერის აქტიურ დამაბინძურებელ კერებში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი
4.2.2 აჭარის სანაპირო ზოლის სარფი-ჩოლოქის მონაკვეთზე ზღვის წყლების ხარისხობრივი მაჩვენებლების მონიტორინგი 5 ტყის მდგრადი მართვა
5.1 ტყის დაცვა და მოვლა
5.1.1 დეგრადირებული ტყეების აღდგენა-განახლება და ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლა
5.2 ეკოლოგიური განათლების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება
5.3 ორგანიზაციული ეფექტიანობის ამაღლება
5.3.1 ორგანიზაციული მართვა
5.3.2 სატყეო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართვა
5.4 ტყის მართვის დაგეგმვა
6 ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა
6.1 ტურიზმისა და კურორტების სფეროს მართვა და დარგის ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობა
6.1.1 ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მართვა
6.1.2 დარგის საჭიროებებისა და განვითარების პოტენციალის კვლევა და სტატისტიკის წარმოება
6.1.3 კერძო და საჯარო სექტორთან თანამშრომლობით აჭარაში ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა
6.1.4 დეპარტამენტის ორგანიზაციული განვითარება
6.2 აჭარის ტურისტული მარკეტინგი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე
6.2.1 რეგიონის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის მარკეტინგი საერთაშორისო ბაზარზე
6.2.2 რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირება ქვეყნის შიგნით
6.3 ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განვითარება
6.3.1 სრულყოფილი ინფორმაციითა და ხარისხიანი მომსახურებით ტურისტების უზრუნველყოფა.
6.3.2 ადამიანური რესურსების განვითარება და ტურიზმის სფეროში ცნობირების ამაღლება
6.3.3 ტურიზმის დარგში მომსახურების საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა
6.3.4 ტურისტული პროდუქტების განვითარება და დივერსიფიკაცია
6.4 რეკრეაციული ადგილების მოვლა-შენახვა
6.5 მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა
7 საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება
7.1 საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვა
7.2 საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა
8.1 განათლების მართვა, კულტურისა და სპორტის სფეროს პოლიტიკის შემუშავება და მართვა
8.2 განათლების ხელშეწყობა და ხარისხის გაუმჯობესება
8.3 საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ინვენტარით აღჭურვა
8.3.1 საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
8.3.2 საპანსიონო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ინვენტარით აღჭურვა
8.3.3 საჯარო სკოლების ინვენტარითა და ლაბორატორიებით აღჭურვა
8.3.4 სპორტის განვითარების ხელშეწყობა სკოლებში
8.4 განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა
8.4.1 ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის
8.4.2 საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების განვითარება
8.4.3 სტუდენტთა დახმარება
8.4.4 უმაღლესი განათლების ხელშეწყობა
8.4.5 უცხოეთში სტაჟირება
8.5 განათლების ხარისხის გაუმჯობესება
8.6 აჭარაში მოქმედი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
8.7 გაძლიერებული (ინგლისური ენა, ფიზიკა-მათემატიკა) და ინკლუზიური სწავლება
8.8 უწყვეტი განათლება
8.9 საჯარო სკოლების განვითარების ხელშეწყობა, რომლებიც ახორციელებენ საპანსიონო მომსახურებას
8.10 სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა
8.11 სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობა
9 კულტურის განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია
9.1 საშემსრულებლო ხელოვნების ხელშეწყობა
9.2 აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობა
9.3 ფოლკლორის ხელშეწყობა
9.4 კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაცია
9.5 კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, განვითარება და პოპულარიზაცია 9.6 მუზეუმებისა და გალერეების განვითარება
სამეცნიერო-კვლევითი, საექსპოზიციო და საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვა თანამედროვე მოთხოვნილებათა შესაბამისად;
9.7 სასცენო და სამუსიკო ხელოვნების ხელშეწყობა
9.8 საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა
10 სპორტის განვითარების ხელშეწყობა, პოპულარიზაცია და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროს ხელშეწყობა
10.1 სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროს მართვა
10.2 სპორტის ხელშეწყობა
10.3 ახალგაზრდულ საქმეთა სფეროს ხელშეწყობა
10.4 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მხარდაჭერა
11 მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა
11.1 ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს პოლიტიკის შემუშავება და მართვა
11.2 სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება
11.2.1 მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება
11.2.2 გულის ქირურგია
11.2.3 სახსრების ენდოპროთეზირება
11.2.4 ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა
11.2.5 ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება
11.2.6 ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება
11.3 პირველადი ჯანდაცვის ხელშეწყობა
11.3.1 სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარება
11.3.2 სოფლის ექიმების დამატებითი შრომის ანაზღაურება
11.4 საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა
12 მოსახლეობის სოციალური დაცვა
12.1 სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაცია
12.2 მოსახლების გარკვეული სოციალური კატეგორიის ერთჯერადი მატერიალური დახმარება
12.3 შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირებთა და ხანდაზმულთა უზრუნველყოფა დამხმარე საშუალებებით
12.4 მიუსაფარ დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა
12.5 ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა
12.6 სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროგრამა
13 დასაქმების ხელშეწყობა
13.1 დასაქმების ხელშეწყობის მართვა
13.2 პროფესიული გადამზადება
13.3 სააგენტოს საქმიანობის პოპულარიზაცია
14 სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომი განვითარება
14.1 აგროსასურსათო სექტორის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მართვა
14.2 სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა
14.2.1 სოფლის მეურნეობის მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა
14.2.2 ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა
14.2.3 თხილის შესაგროვებელი აპარატებითა და გამრჩევი დანადგარებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა
14.3 მემცენარეობის დარგის განვითარების ხელშეწყობა
14.3.1 მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ბაღების გაშენების ხელშეწყობა ფერმერულ მეურნეობებში
14.3.2 წვეთოვანი სარწყავი სისტემებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა
14.3.3 სასათბურე კონსტრუქციებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა
14.4.2 რძისა და რძის პროდუქტების გადამამუშავებელი აპარატებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა
14.5 აგროსერვისის განვითარება რეგიონში
14.6 ლაბორატორიული კვლევითი მომსახურება
15 საარქივო ფონდის დაცულობის და დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
15.1 საარქივო ფონდის დაცვა, შენახვა, გაუმჯობესება
15.1.1 საარქივო დოკუმენტების ელექტრონული არქივის შექმნა
15.1.2 საარქივო საცავების რეაბილიტაცია
|
თავი VI
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საბიუჯეტო ასიგნებები და პროგრამების დაფინანსება |
მუხლი 13.
საბიუჯეტო ასიგნებები და პროგრამების დაფინანსება |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის საბიუჯეტო ასიგნებები და პროგრამების დაფინანსება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით 231 884.2 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
(ათასი ლარი)
|
თავი VII
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 14.
საწევროები საერთაშორისო ორგანიზაციებში |
განისაზღვროს საერთაშორისო ორგანიზაციებში საწევროები 15.0 ათასი ლარის ოდენობით, საწევროების გადახდა ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მეშვეობით. |
მუხლი 15.
სარეზერვო ფონდი |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდი 4000.0 ათასი ლარის ოდენობით, რომელსაც განკარგავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. |
მუხლი 16.
სესხების მომსახურება |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სესხების მომსახურების საბიუჯეტო ასიგნება 570.0 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული ასიგნების ფარგლებში ანგარიშსწორებას ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. |
მუხლი 17.
საინვესტიციო პროექტების თანადაფინანსება |
განისაზღვროს უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტები და ამ პროექტების თანადაფინანსების ხარჯები 1198.0 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული ასიგნების ფარგლებში ანგარიშსწორებას ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. აქედან, „მდგრადი სოფლის მეურნეობა აჭარაში“ პროექტის დაფინანსება ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. |
მუხლი 18.
გრანტები |
1. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებზე გადასაცემი ფინანსური დახმარება 49095.4 ათასი ლარის ოდენობით, თვითმართველი ერთეულების ბიუჯეტებთან ანგარიშსწორებას, მათზე გადასაცემი გრანტის ფარგლებში ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. 2. თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებზე გამოყოფილი ფინანსური დახმარების ფარგლებში კაპიტალური პროექტების ჩამონათვალს ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. |
მუხლი 19.
სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება |
განისაზღვროს სახელმწიფო უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებათა საბიუჯეტო ასიგნება 3585.0 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული დაწესებულებების დაფინანსება ხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი მოთხოვნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათ- ლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შესაბამის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულების საფუძველზე. |
მუხლი 20.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობისათვის უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2015 წლის პროგრამის ,,სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება" (პროგრამული კოდი - 0602) შესაბამისი ქვეპროგრამების ფარგლებში 2015 წელს გაცემული ვაუჩერები, რომლებიც ვერ დაფინანსდა 2015 წელს, დაფინანსდეს ამ კანონით სამინისტროს პროგრამის - ,,სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება" (პროგრამული კოდი - 0602) შესაბამისი ქვეპროგრამების ასიგნებებიდან. |
მუხლი 21.
პრემიები, დანამატები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დახმარებები |
2016 წლის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე პრემიების, დანამატებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დახმარებების გაცემა განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 22.
დავალიანებების დაფარვა |
წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანების დასაფარავად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2016 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლის მიხედვით დამტკიცებული სახსრები იმ პირობით, რომ არ იქნება დაშვებული ამ მუხლის მიხედვით ახალი დავალიანების დაგროვება, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციასა და დაწესებულებას. |
მუხლი 23.
ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამები და ქვეპროგრამები |
1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამები და ქვეპროგრამები თანახმად დანართისა. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში ცვლილებები, ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 24.
ასიგნებების გადანაწილება |
ნება დაერთოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 92-ე მუხლის და „საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 331 მუხლის შესაბამისად და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 9 ივნისის N10 დადგენილების საფუძველზე განახორციელოს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, ქვეპროგრამების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. |
თავი VIII
დასკვნითი დებულებანი |
მუხლი 25.
კანონის ამოქმედება |
1. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“. (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge 190040000.30.056.016044, 23 /12/2014) |
ჩაქვი, 30 დეკემბერი 2015 წ. N157-უ.ს.რ.ს.
|
დოკუმენტის კომენტარები