ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 60
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/12/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016268
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
60
21/12/2015
ვებგვერდი, 24/12/2015
190020020.35.158.016268
ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/12/2015 - 18/01/2016)

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 60

 

2015 წლის 21 დეკემბერი

ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

     საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მესამე პუნქტის, 61-ე მუხლის მეორე  პუნქტის,  საქართველოს  კანონის  ,,ნორმატიული  აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი  პუნქტის  ,,ბ“  ქვეპუნქტის,  „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“  საქართველოს კანონის, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის  შემდეგ  გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“  საქართველოს კანონის, „სოციალური დახმარების შესახებ“  საქართველოს კანონისა და    საქართველოს  სხვა  საკანონმდებლო  აქტების  შესაბამისად,  ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის 201 6 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი ( დანართი 1). 
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №62 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 31/12/2014, 190020020.35.158.016207).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს  2016  წლის პირველი იანვრიდან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეიმრან მ. გასიმოვი



დანართი 1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი

სოციალური დახმარების გაცემის და მიღების წესი


ეს  წესი განსაზღვრავს ბოლნისის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების  სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.

მუხლი 1.  ონკოლოგიური ავადმყოფბის სამედიცინო დახმარება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)

 

1.ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა№ IV – 100/ა);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ე)  სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი.

2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.

3. პაციენტს დახმარება გაეწევა:

ა) სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობისათვის - 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ -80%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა;

ბ) დიაგნოსტიკური კვლევებისათვის - არაუმეტეს 500 ლარისა;

გ) მედიკამენტური მკურნალობისათვის - არაუმეტესს 500 ლარისა.

4. ამ მუხლის  მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დახმარება  გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა  და  სოციალური  დაცვის  სამსხურის დასკვნის საფუძველზე.


მუხლი 2. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები  და  სხვა  დაზღვევები)
 

1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დაფინანსდებიან  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს (მათ შორის მოქალაქეები, რომელთაც 57000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა მიენიჭათ 2015-2016 წწ. პეროიდში).

2. მოქალაქეს  დახმარება გაეწევა ერთჯერადად:

ა) სტაციონარული მკურნალობისათვის - 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ - 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა;

ბ) მედიკამენტური მკურნალობისათვის - 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა;

გ) დიაგნოსტიკური  კვლევებისათვის - არაუმეტეს 500 ლარისა.

3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ( ფორმა №IV -100/ა);

ე) ხართაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ვ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.

5. ამ მუხლით  გათვალისწინებული  დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე


მუხლი 3.  უფასო  მედიკამენტებით  უზრუნველყოფა
1.ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის ყოველთვიურად  უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ ბენეფიციართა კონტინგენტია:

ა)  ეპილეფსიით დაავადებული მოქალაქეები;

ბ)  პარკინსონით დაავადებული  მოქალაქეები;

გ)  ბრონქიალური ასთმით დაავადებული მოქალაქეები ;

დ)  ონკოლოგიური დაავადებების მქონე  მოქალაქეები.

2. პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

ა) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV – 100/ა).

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ შესაბამისად განხორციელებული შესყიდვის მიხედვით.


მუხლი 4. ფსორიაზით  დაავადებული  პირების  დახმარება
1. ფსორიაზით დაავადებული სოციალურად დაუცველი პირების, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს (მათ შორის: 57000-დან 100 000-მდე ქულა ვისაც მინიჭებული აქვს 2015-2016 წლებში) და ფსორიაზით დაავადებული იძულებით გადაადგილებული პირების მედიკამენტური მკურნალობით უზრუნველყოფა მოხდება ერთჯერადად, არაუმეტეს 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით.

2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა აფთიაქიდან მედიკამენტების ჩამონათვალის, ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა;

დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ე) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ვ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.
4.  დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.


მუხლი 5. ლეიშმანიოზით დაავადებულთა დახმარება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)
1.ლეიშმანიოზით და ლაეიშმანიოზის თანმხლები სხვა ინფექციური დაავადებების სტაციონარული და ამბოლატორიული მკურნალობით უზრუნველყოფა განისაზღვრება  600 ლარის ოდენობით.

2.მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა№IV-100/ა);

დ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4.დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამსახურის დასკვნის საფუძველზე.


მუხლი 6. სტუდენტებისა და სპორტსმენების დახმარება
1. ყოველთვიური ფულადი დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით გაეწევათ (2015 წლის 01 თებერვლიდან 01 აგვისტომდე და 01 სექტემბრიდან  31 დეკემბრამდე) შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:

ა) ობოლ და მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში;

ბ) სტუდენტებს, იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში;

გ) სტუდენტებს, სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 100000-მდე) ოჯახებიდან,  რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;

დ) სტუდენტებს , მრავალშვილიანი ოჯახებიდან (სამი და მეტი შვილი), რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში;

ე) სტუდენტებს, ოჯახიდან, სადაც არის ორი ან მეტი სტუდენტი  და  სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში.

2. ზემოთ ჩამოთვლილი სამი ან მეტი კატეგორიის მქონე სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში, დაფინანსდებიან ყოველთვიურად 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით (2015 წლის 01 თებერვლიდან 01 აგვისტომდე და 01 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე).

3.წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში (რომელთა აკადემიური მოსწრების (სემესტრის) საშუალო ქულა აღემატება 80-ს) დაფინანსდებიან ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით (2015 წლის 01 თებერვლიდან 01 აგვისტომდე და 01 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე).

4. დახმარება გაიცემა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის ყოველთვიურად წრმოდგენილი დასკვნის საფუძველზე.

5. ყოველთვიური ფულადი დახმარება გაეწევათ შემდეგი კატეგორიის სპორტსმენებს:

ა) სპორტის სხვადასხვა სახეობაში (დიდებში და ახალგაზრდებში) საქართველოს ჩემპიონებს და პრიზიორებს, რომლებიც ირიცხებიან საქართველოს ნაკრების წევრებად - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ბ) სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს პრიზიორებსა და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულებს -100 (ასი) ლარის ოდენობით;

გ) სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს პრიზიორებსა და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორებს -50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

6. 2015 და მიმდინარე წელს მიღწეული წარმატებებისათვის, სპორტსმენების ყოველთვიური დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ  ყოველთვიურად  წარმოდგენილი  დასკვნის  საფუძველზე.

7. ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ჯილდო) დახმარება გაეწევათ შემდეგი კატეგორიის სპორტსმენებს:

ა) სპორტსმენებს, რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, ასევე მათ უშუალო მწვრთნელებს  გაეწევათ  მატერიალური დახმარება 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) სპორტსმენებს, რომლებიც პროგრამების მოქმედების პერიოდში გახდებიან ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში,  ასევე მათ უშუალო მწვრთნელებს, გაეწევათ მატერიალური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

გ) სპორტსმენებს,რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან საქართველოს ჩემპიონები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, გაეწევათ მატერიალური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით,  პრიზიორებს- 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ხოლო  მათ უშუალო მწვრთნელებს -300 (სამასი) ლარის ოდენობით.

8. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარისწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

9. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.


მუხლი 7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მატერიალური და სამედიცინო დახმარება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები), აგრეთევე ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვების და დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების   მატერიალური  დახმარება
1. ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ შემდეგ პირებს:
ა) მხედველობით მკვეთრად  და მნიშვნელოვნად გამოხატულ  შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე  პირებს    - 100 (ასი) ლარის ოდენობით;
ბ) ოჯახებში რეინტეგრირებულ თითოეულ ბავშვს-  100 (ასი) ლარის ოდენობით;
გ)18-წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებიც  ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას - 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებიც  ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას, არ ჰყავთ მეურვე/მზრუნველი და საჭიროებენ მომვლელის დახმარებას - 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით;
ე) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მცხოვრებ დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებს - 50(ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
2. მკვეთრად  და მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებსა  და შშმ ბავშვებს სტაციონარში მოთავსების შემთხვევაში დახმარება გაეწევათ ერთჯერადად:
ა) სტაციონალური და ამბულატორიული მომსახურებისათვის- 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ - 70 % -ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;
ბ) დიაგნოსტიკური კვლევებისათვის-  არაუმეტეს 500 ლარისა.
3.18-წლამდე შშმ ბავშვებს,  ფიზიოთერაპიისთვის და სარეაბილიტაციო მკურნალობისათვის,  დახმარება გაეწევათ 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ -  70 % -ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.
4. ოჯახის წარმომადგენელმა (მეურვემ/მზრუნველმა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში  უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური პაკეტის ოდენობის შესახებ ( სოციალური მომსახურების სააგენტოდან);
დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა№ IV-100/ა);
ვ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე  ან/და  შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
5.  ამ მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით გათვალისწინებული დახმარებები გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 8. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:

ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მიცვალებულ ვეტერანთა (მეორე  მსოფლიო ომის მონაწილეთა, კოდი 100,111, 112,113)  სარიტუალო მომსახურება;

ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ მიცვალებულთა (კოდი 300, 311, 312, 313) სარიტუალო მომსახურება;

გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ავღანეთის მონაწილე მიცვალებულთა (კოდი 200) სარიტუალო მომსახურება;

დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;

ე) მემკვიდრის გარეშე დარჩენილი მარტოხელა მოქალაქეების სარიტუალო მომსახურება;

2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) იძულებით გადადგილებული პირის მოწმობის ასლი;

ე) მიცვალებული ვეტერანის მოწმობის ასლი;

ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

3. ფულადი დახმარება   გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

4. დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

5. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის  ჯანმრთელობის  და  სოციალური  დაცვის  სამსახურის დასკვნის  საფუძველზე.


მუხლი 9. სოციალურად დაუცველი  მოქალაქეების  საშეშე  მერქნით  უზრუნველყოფა
1.  საშეშე მერქნით, ერთჯერადად, გათბობის სეზონის დასაწყისში უზრუნველყოფილნი იქნებიან ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის ოჯახები:

ა) სოციალურად დაუცველი (65000-მდე სარეიტინგო ქულა) მარტოხელა  პენსიონერების  ოჯახები;

ბ) სოციალურად  დაუცველი (65000-მდე სარეიტინგო ქულა)  შშმ  პირების  ოჯახები;

გ) უკიდურესად შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახები.

2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი  დოკუმენტაცია:

ა) განმცხადებლის  პირადობის  მოწმობის  ასლი;

ბ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები:

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური პაკეტის ოდენობის შესახებ ( სოციალური მომსახურების სააგენტოდან);


მუხლი 10. დედ-მამით ობოლი ბავშვების სამედიცინო დახმარება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)
1. დედ-მამით ობოლ პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად:

ა) სტაციონალური მკურნალობისათვის - 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ-70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.

ბ) დიაგნოსტიკური კვლევებისათვის არაუმეტეს 300 ლარისა.

2. დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებიდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა№IV-100/ა)

ე) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდა გადარიცხვა;

ვ) ბავშვის ან /და ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
4. დიაგნოსტიკური გამოკვლევებისათვის 300 (სამასი) ლარის, სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობისათვის 1000 (ერთიათასი) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.


მუხლი 11. დახმარება კომუნალურ გადასახადებზე.
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება მხოლოდ კომპაქტურად დასახლებული, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებული ოჯახების კომუნალური ხარჯები (ელ.ენერგია თვეში  250 კვ-სთ, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით; ბუნებრივი აირი, თვეში გათბობის სეზონზე 200 მ3, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით, ხოლო  ზაფხულის სეზონზე 50 მ3, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით);

2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ქ. ბოლნისში, აღმაშენებლის ქ.უ/ნ-ში და დაბა კაზრეთში მდებარე სოციალურ საცხოვრისებში მცხოვრები ბენეფიციარების კომუნალური ხარჯები (ელ.ენერგია თვეში  250 კვ-სთ, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით; ბუნებრივი აირი, თვეში გათბობის სეზონზე 200 მ3, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით, ხოლო  ზაფხულის სეზონზე 50 მ3, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით);

3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ქ. ბოლნისში, სიონის ჩიხი №1-ში (ყოფილი სოფქიმიის შენობაში) მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ბენეფიციარი  ოჯახების კომუნალური ხარჯები  (ელ.ენერგია თვეში  1000 კვ-სთ, საერთო მრიცხველის ჩვენების მიხედვით; ბუნებრივი აირი, თვეში გათბობის სეზონზე 200 მ3, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით, ხოლო  ზაფხულის სეზონზე 50 მ3, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით);

4. დახმარება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი ორგანიზაციების საბანკო ანგარიშზე, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.


მუხლი 12. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) და მათი ოჯახების სოციალური და სამედიცინო დახმარება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები).
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან  სოციალური დახმარება გაეწევათ შემდეგი კატეგორიის  ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს:

ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილეებს (კოდი 300, 800);

ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში  და ომის შემდეგ  გარდაცვლილთა ოჯახებს (კოდი 500;501;600;);

გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს (კოდი 100:111;112;113);

დ) ავღანეთის ომის მონაწილეებს (კოდი 200);

ე) ინვალიდ, დევნილ, ვეტერან  მეომრებს (კოდი 331, 312, 313);

ვ) 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის  „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“  ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიები ერთჯერად ფულად დახმარებას  მიიღებენ:
ა) სოხუმის დაცემის დღეს - 27 სექტემბრისათვის ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით (ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“  ქვეპუნქტებით  გათვალისწინებული კატეგორიები);
ბ) 8 აგვისტოსთვის -აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახები 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით (ამ მუხლის  პირველი  პუნქტის  „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორია);
გ) 9 მაისს,  ფაშიზმზე  გამარჯვების  აღსანიშნავად მეორე მსოფლიო ომის უშუალო მონაწილეებს (კოდი 100-111-112-113), გაეწევათ  ერთჯერადი  მატერიალური დახმარება 100 ლარის ოდენობით;
3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს  გაეწევათ შემდეგი სახის სამედიცინო  დახმარება:

ა)  სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობისათვის - 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ - 70%-ის,  მაგრამ  არაუმეტეს 1000(ერთი ათასი) ლარისა;
ბ) დიაგნოსტიკური კვლევებისათვის - არაუმეტეს 500 ლარისა.

4. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) იძულებით გადაადგილებული პირის  დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ე) ავღანეთის ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ვ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;

ზ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

თ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

კ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.

5. ანზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე  ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული  დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.


მუხლი 13. იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო მომსახურება  (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები).
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად ანაზღაურდება:

ა)იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო  (სტაციონარული და ამბულატორიული) მომსახურება - 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ -70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთიათასი) ლარისა;

ბ) დიაგნოსტიკური კვლევებისათვის არა უმეტეს - 500 ლარისა;

2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ)იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ე) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ,რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა;

3. ანაზრაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული  დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.


მუხლი 14. ერთჯერადი სამედიცინო დახმარება (მოქალაქეები რომლებიც განიცდიან ეკონომიკურ გასაჭირს და ვერ ხვდებიან სხვა მუხლებით გათვალისწინებულ კატეგორიებში)
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, ეკონომიკურ გასაჭირში მყოფ მოქალაქეებს სამედიცინო (სტაციონარული, ამბულატორიული, რეაბილიტაციური, ფიზიოთერაპიული მკურნალობები და დიაგნოსტიკური გამოკვლევები) დახმარება გაეწევათ ერთჯერადად.

2. დახმარების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 1000 (ერთი ათასი) ლარამდე.

3. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა№ IV – 100/ა);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.

ე)  სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ერთობლივი აქტისა და დასკვნის საფუძველზე.


მუხლი 15. ერთჯერადი მარეტიალური (ფულადი) დახმარება
1. ერთჯერად მატერიალური (ფულად) დახმარებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც განიცდიან უკიდურეს ეკონომიურ გასაჭირს:

ა) სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონრები, რომლებიც განიცდიან უკიდურეს ეკონომიურ გასაჭირს და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65000-ს;

ბ) სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი (სამი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი) ოჯახები, რომლებიც განიცდიან უკიდურეს ეკონომიურ გასაჭირს და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65000-ს;

გ) სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებთაც ჰყავთ სამი ან მეტი შვილი (მათ შორის, ერთი ან მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე), განიცდიან უკიდურეს ეკონომიურ გასაჭირს და ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65000-ს.

დ) სოციალურად დაუცველი ობლები, რომელთა  სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65000-ს.

ე) ოჯახები, რომლებიც იმყოფებიან უკიდურეს ეკონომიკურ გასაჭირში და დახმარების გაცემის პერიოდში ვერ ხვდებიან ამ მუხლით გათვალისწინებულ კატეგორიებში.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების ოჯახების დახმარების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1000 (ერთი ათასი) ლარამდე.

3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს (მათ შორის მოქალაქეები, რომელთაც 57000-დან 65 000-მდე სარეიტინგო ქულა მიენიჭათ 2015-2016 წწ. პეროიდში), ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარების ოდენობა განისაზღვროს 200 (ორასი) ლარამდე.

4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ  ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65 000-დან 100 000-მდე და სარეიტინგო ქულა მიენიჭათ 2015-2016 წწ. პეროიდში, ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება გაეწევათ   ყოველ სამ თვეში ერთხელ 100 (ასი) ლარის ოდენობით ან ყოველ ექვს თვეში ერთხელ 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

5. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის შესაბამისად.
 

6. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან;

დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

ე) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი.

7. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 16. ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება
1. ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვეების დახმარება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, წელიწადში არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა თითოეულ დაავადებულზე.

2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის  გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100;)

დ) ბავშვის დაბადების მოწმობა;

ე) ანგარიშ-ფაქტურა.

3. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.


მუხლი 17. უსახლკარო  ოჯახების  ბინის  ქირით  უზრუნველყოფა
 1. ბინის ქირა აუნაზღაურდებათ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ,  სოციალურად  დაუცველ  უსახლკარო  ოჯახებს (თითოეულ ოჯახს ყოველთვიურად, არაუმეტეს ასი ლარი), რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს და აღნიშნული ქულა მიენიჭათ 2015-2016 წწ. პეროიდში.

2. ანაზღაურდება ოჯახების კომუნალური ხარჯები (ელ.ენერგია თვეში  250 კვ-სთ, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით; ბუნებრივი აირი, თვეში გათბობის სეზონზე 200 მ3, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით, ხოლო  ზაფხულის სეზონზე 50 მ3, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით).

3. წარსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ)  სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი.

დ) ქირავნობის ხელშეკრულების ასლი;

ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ვ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

ზ) გახარჯული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ოდენობის დამადასტურებელი ქვითარი.

4. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

 5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 18. სოციალურად დაუცველი 18 წლამდე არასრულწლოვნების  ლოგოპედის მომსახურების უზრუნველყოფა
1. ლოგოპედის მომსახურების საფასური ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან აუნაზღაურდებათ  შემდეგი კატეგორიის  18 წლამდე არასრულწლოვნებს:

ა)  არასრულწლოვნებს, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთა  სარეიტინგო ქულა არ აღემატება  100000-ს;

ბ)შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ბავშვებს;

გ) ობოლ არასრულწლოვნებს.

2.წარსადგენი დოკუმენტაცია:

 ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის (ოჯახის სრულწლოვანი წევრის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;

დ)  სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი.

ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ვ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ზ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური პაკეტის ოდენობის შესახებ ( სოციალური მომსახურების სააგენტოდან);

თ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100-IV);

ი) ანგარიშფაქტურა (ინვოისი) შესაბამისი დაწესებულებიდან.

 3. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.


მუხლი 19. გარდამავალი დებულებები
1. 2015-2016 წლებში სტიქიის, ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანებისას მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ ზარალის ოდენობის შესაბამისად, აღნიშნული  საკითხების შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე. დაზარალებულ ოჯახებს დახმარება გაეწევათ მიყენებული ზიანის 70%-ის ოდენობით, მაგრამ  არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, სხვა შემთხვევაში, დაზიანებული (ან დაუსრულებელი) საცხოვრებელი სახლების აღდგენა (დასრულება) მოხდება (მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა) შემდეგი კატეგორიის ოჯახებისათვის:

ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს);

ბ) სტიქიის შედეგად მაღალმთიანი რაიონებიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადმოსახლებული, სოციალურად დაუცველი ოჯახები (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს), რომელთა საცხოვრებელი სახლებიც  არ არის საცხოვრებლად ვარგისი;

გ) სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს და რომლებსაც 57000-დან 100000-მდე ქულა მინიჭებული აქვთ 2015 – 2016 წლებში), რომელთაც ჰყავთ სამი ან მეტი შვილი და საცხოვრებელი სახლები არ არის საცხოვრებლად ვარგისი;

დ) სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერები (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს), რომელთა საცხოვრებელი სახლებიც არ არის საცხოვრებლად ვარგისი.

ე) ოჯახები, რომლებიც იმყოფებიან უკიდურეს ეკონომიკურ გასაჭირში და დახმარების გაცემის მომენტში ვერ ხვდებიან ამ მუხლით გათვალისწინებულ კატეგორიებში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების ოჯახების საცხოვრებელი სახლების შეკეთება მოხდება შესაბამისი საკითხების შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე. სარემონტო სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა მოხდება მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურების მიერ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.  ჩატარებული სამუშაოების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 10000 (ათი ათასი) ლარს.
4.  მოქალაქეებმა  მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;

დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან.
ე) ცნობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან;

ვ) აუდიტის დასკვნა ზარალის ოდენობის შესახებ;

ზ) სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება - ანკეტის (ფორმა№1) ასლი.



11. 19/12/2016 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 49 - ვებგვერდი, 21/12/2016 10. 28/10/2016 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 43 - ვებგვერდი, 31/10/2016 9. 03/10/2016 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 42 - ვებგვერდი, 04/10/2016 8. 19/09/2016 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 41 - ვებგვერდი, 20/09/2016 7. 01/08/2016 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 38 - ვებგვერდი, 03/08/2016 6. 06/06/2016 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 32 - ვებგვერდი, 08/06/2016 5. 16/05/2016 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 30 - ვებგვერდი, 17/05/2016 4. 04/04/2016 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 28 - ვებგვერდი, 06/04/2016 3. 07/03/2016 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 24 - ვებგვერდი, 11/03/2016 2. 01/02/2016 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 5 - ვებგვერდი, 05/02/2016 1. 18/01/2016 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 2 - ვებგვერდი, 21/01/2016
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.