დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 0 |
დოკუმენტის მიმღები | საჩხერის რაიონული სასამართლო |
მიღების თარიღი | 10/12/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/12/2015 |
სარეგისტრაციო კოდი |
საჩხერის რაიონული სასამართლოს ანგარიში
სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას საამისოდ განკუთვნილ სპეციალურ დარბაზში და ა.შ.
2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე, საჩხერის რაიონულ სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 13 (ცამეტი) განცხადება შემოვიდა და ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურის მიერ:
იროდი ასანიძე - სასამართლოს მენეჯერი - საჩხერის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა საჩხერის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა.
საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი არ ყოფილა.
საჩხერის რაიონულ სასამართლოს აქვს საკუთარი ვებ-გვერდი ინტერნეტ პორტალზე www.court.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებელი.
სასამართლოს თავმჯდომარე ლერი თედორაძე
დოკუმენტის კომენტარები