დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 623 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 14/12/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2015 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 20/02/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240020.10.003.019010 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/12/2015 - 20/02/2017)
|
2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის წარდგენის მიზნით, შეიქმნას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; გ) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი; დ) საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე; ე) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; ვ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; ზ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე; თ) საქართველოს სახალხო დამცველი; ი) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი; კ) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი; ლ) კოალიციის − „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ წარმომადგენელი. |
მუხლი 2 |
დამტკიცდეს 2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის თანდართული წესი.
|
მუხლი 3 |
ამ წესის დაცვით შედგენილი მოსამართლის კანდიდატურების სია საქართველოს მთავრობას წარედგინოს არაუგვიანეს 2016 წლის 15 აპრილისა.
|
მუხლი 4 |
კომისიის მუშაობა დასრულებულად ჩაითვალოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ კენჭისყრის პროცედურის დასრულებისთანავე.
|
მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესი
|
მუხლი 1. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისია (შემდგომში − კომისია) საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოა, რომელიც შექმნილია ამ წესის შესაბამისად 2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევისა და საქართველოს მთავრობისათვის მათი წარდგენის მიზნით.
მუხლი 2 1. უფლებამოსილებათა განხორციელებისას კომისია ხელმძღვანელობს მიუკერძოებლობის, სამართლიანობის, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპებით, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2004 წლის №1366, 2009 წლის №1646, 2010 წლის №1726 და მინისტრთა კომიტეტის (2009)5 და (2010)6 რეზოლუციებით. 2. კომისიის ამოცანაა, მკაცრი, სამართლიანი და გამჭვირვალე შერჩევის პროცედურის შედეგად შეადგინოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ისეთი სია, რომელიც, როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას რეალური არჩევანის საშუალებას მისცემს. მუხლი 3 1. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის მუშაობას, იწვევს კომისიის სხდომებს და უძღვება მათ. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის დროს, მის უფლებამოსილებას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 3. ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, კომისიის გადაწყვეტილებით, სხდომაში მონაწილეობის მისაღებად, ხმის უფლების გარეშე, შეიძლება მოწვეულ იქნენ ექსპერტები და სპეციალისტები. 4. კომისიასთან იქმნება სამდივნო, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის საქმიანობის ადმინისტრირებასა და ორგანიზაციულ მხარდაჭერას. კომისიის სამდივნოს ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი. მუხლი 4 1. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 2. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, გარდა ამ წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. კომისიის სხდომები და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი. 4. კომისიის სხდომები ღიაა მედიის იმ წარმომადგენლებისათვის, რომლებიც წინასწარ გაივლიან რეგისტრაციას კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელ პირთან. სხდომის დაწყების შემდეგ მედიის წარმომადგენლები დარბაზში არ დაიშვებიან. 5. ვიდეო და ფოტოგადაღება დაიშვება მხოლოდ სხდომის დაწყებისას, სხდომის დაწყების შემდეგ კი შესაბამისი დანიშნულების აპარატურა დარბაზიდან გატანილი უნდა იქნეს. მუხლი 5 1. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატი შეიძლება იყოს 30-დან 65 წლამდე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) სრულყოფილად ფლობს სახელმწიფო ენას; ბ) კარგად ფლობს ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენას (ინგლისურს ან ფრანგულს); გ) სრულყოფილად ფლობს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, შესაბამის პრეცედენტულ სამართალს და აქვს ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება; დ) სრულყოფილად ფლობს საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპებსა და საქართველოს კანონმდებლობას; ე) აკმაყოფილებს მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ან არის აღიარებული კომპეტენტურობის მქონე სამართალმცოდნე; ვ) აქვს პროფესიით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება; ზ) აქვს მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია. 2. ევროპის საბჭოს მეორე ოფიციალური ენის საშუალო დონეზე ფლობა მოცემული კანდიდატის უპირატესობად ჩაითვლება. მუხლი 6 1. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის მიზნით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან არჩეული მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არა უგვიანეს 12 თვისა, კომისია საჯაროდ აქვეყნებს ინფორმაციას ვაკანსიის შესახებ და კანდიდატებს განუსაზღვრავს სულ მცირე ერთთვიან ვადას დოკუმენტაციის წარსადგენად. 2. კანდიდატი ვალდებულია, კომისიას წარუდგინოს საკონკურსო განაცხადი, რომელიც შედგება სამოტივაციო ბარათის, ავტობიოგრაფიისა (Curriculum Vitae) და მასში მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტებისაგან. 3. ავტობიოგრაფია (Curriculum Vitae) შედგენილი უნდა იყოს ამ წესის დანართში (დანართი №1) მოცემულ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დადგენილ სამოდელო ფორმატში, ქართულ და ინგლისურ ენებზე. 4. არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატის განაცხადი არ მიიღება განსახილველად. მუხლი 7 1. ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებლად, საკონკურსო განაცხადების პირველად გადარჩევას აწარმოებს კომისიის სამდივნო და შედეგებს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიას. 2. პირველადი შედეგების დამტკიცების შემდეგ, ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ატარებს ტესტირებას. 3. ტესტირებაში გამარჯვებული (მინიმუმ B1 დონე) კანდიდატების განაცხადებს კომისია განიხილავს სხდომაზე, იწვევს თითოეულ კანდიდატს და ისმენს მის მოსაზრებებს. 4. კომისიის წევრი კანდიდატს აფასებს დამოუკიდებლად, ამ წესის დანართში მოცემული შეფასების სპეციალური ფორმის მიხედვით (დანართი №2) და ანიჭებს მას ერთიან ქულას. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე ხდება თითოეულ კანდიდატთან მიმართებით საშუალო ჯამური ქულის გამოყვანა. 5. კომისიის მიერ ყველა კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ, საშუალო ჯამური ქულების კლებადობის მიხედვით, კანდიდატთა სქესის შესაბამისად, მტკიცდება ორი სია. ამგვარად, დამტკიცებული სიების საფუძველზე კომისია შეადგენს ხუთი კანდიდატისაგან შემდგარ სიას, რომელშიც ორივე სიიდან შედის საუკეთესო შედეგის მქონე პირველი ორი კანდიდატი, ასევე ერთ-ერთ სიაში ქულების მიხედვით მომდევნო ადგილის მქონე ის კანდიდატი, რომელსაც შესაბამის სიაში იმავე ადგილის მქონე სხვა სქესის კანდიდატთან შედარებით უფრო მაღალი ქულა აქვს. მოცემულ სიას კომისიის თავმჯდომარე კომისიის სახელით წარუდგენს საქართველოს მთავრობას. 6. შერჩევის ყველა ეტაპზე მონაწილე კანდიდატების ვინაობა, მათ მიერ კომისიისთვის წარდგენილი დოკუმენტები, ტესტირების შედეგები, გასაუბრების შეფასებები, ასევე კომისიის გადაწყვეტილებები და ოქმები საჯაროა და ისინი უნდა გამოქვეყნდეს. მუხლი 8 1. საქართველოს მთავრობა განიხილავს კომისიის მიერ მისთვის წარდგენილ კანდიდატურებს და ამტკიცებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის წარსადგენი სამი კანდიდატის ვინაობას, რომელთაგან ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სხდომაზე მოიწვიოს კანდიდატები და მოისმინოს მათი მოსაზრებები. 2. თუ საქართველოს მთავრობა არ დაამტკიცებს არც ერთ კანდიდატს, კომისია, ამ წესის შესაბამისად, ხელახლა იწყებს კანდიდატთა შერჩევის პროცესს. საქართველოს მთავრობის მიერ სამზე ნაკლები კანდიდატის დამტკიცების შემთხვევაში კომისია, ამ წესის შესაბამისად, ხელახლა ატარებს შერჩევის პროცესს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სიის სამ კანდიდატამდე შევსების მიზნით. მუხლი 9. საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურებს წარუდგენს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. |
დოკუმენტის კომენტარები