„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4631-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 470000000.05.001.018025
4631-Iს
11/12/2015
ვებგვერდი, 23/12/2015
470000000.05.001.018025
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 244) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ტუბერკულოზის თავიდან აცილებასთან და კონტროლთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება ამ კანონითა და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

2. 31-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსთვის განსაზღვრული ფუნქციების შესრულება.“.

3. 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

11 დეკემბერი 2015 წ.

N4631-Iს