ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

  • Word
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მიღების თარიღი 08/12/2015
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
08/12/2015
ვებგვერდი, 15/12/2015
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
ზესტაფონის რაიონული სასამართლო

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი ნინო გელაშვილი და სასამართლოს მენეჯერი -საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი ქეთევან თხელიძე.

სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას საამისოდ განკუთვნილ სპეციალურ დარბაზში და ა.შ.

201 5 წლის განმავლობაში ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 16 განცხადება . შემოსულ განაცხადთაგან 14 მოთხოვნა დაკმაყოფილდა. არ დაკმაყოფილდა 2 მოთხოვნა .

საკანონმდებლო აქტები, რომლებსაც დაეყრდნო საჯარო დაწესებულება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 44-ე მუხლები.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა.

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურეების მიერ:

ნინო გელაშვილი სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი; ქეთევან თხელიძე სასამართლოს მენეჯერი -საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები.

საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი არ ყოფილა.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი

კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები

განყოფილების უფროსი                                                                               ნინო გელაშვილი