სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015 წლის ანგარიში

  • Word
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი 10/12/2015
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
10/12/2015
ვებგვერდი, 14/12/2015
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015 წლის ანგარიში
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და შეუფერხებლად გაცემის შესახებ

სახელმწიფო აუდიტის სამსახური, თავის საქმიანობაში კანონიერების საჯაროობის, გამჭვირვალობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს სამსახურში არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და შეუფერხებლად გაცემას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განახლებულ ვებგვერდზე (www.sao.ge) სისტემატურად ქვეყნდება სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია: გარკვეული პერიოდულობით, სხვადასხვა დროს ჩატარებული ფინანსური, შესაბამისობისა და ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშები, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ანგარიშებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებები, დასკვნები კანონპროექტებზე, რომლებიც ეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, აუდიტის სამსახურის საქმიანობის წლიური ანგარიში და აღნიშნული მასალის გაცნობა ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

რაც შეეხება 2015 წელს გაწეულ საქმიანობას, აღვნიშნავთ, რომ საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ 39 მოთხოვნა, აქედან დაკმაყოფილდა - 32, გაცემული ინფორმაციის მოცულობამ შეადგინა 514 ფურცელი. დანარჩენი 7 მოთხოვნის შემთხვევაში, საჯარო ინფორმაცია არ იქნა გაცემული, რაც განპირობებული იყო შემდეგი გარემოებებით:

1 შემთხვევაში - ინფორმაცია განეკუთვნებოდა სახელმწიფო საიდუმლოებას;

2 შემთხვევაში - აუდიტი, რომლის თაობაზეც იყო მოთხოვნილი ინფორმაცია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ არ განხორციელებულა;

2 შემთხვევაში - ინფორმაცია იყო დამუშავების პროცესში;

1 შემთხვევაში - ინფორმაცია შეეხებოდა პერსონალურ მონაცემებს;

1 შემთხვევაში -ინფორმაციის გაცემაზე თანხმობის მიუხედავად, მითითებული ინფორმაცია აღარ გაითხოვეს.

ამასთანავე აღვნიშნავთ, რომ ზემოთ მითითებულ ყველა შემთხვევაში, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნათა არდაკმაყოფილების შესახებ ეცნობათ დაინტერესებულ პირებს. საყურადღებოა აგრეთვე, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული არც ერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა გასაჩივრებული. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის არც ერთ საჯარო მოსამსახურეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის გამო არ დაკისრებია რაიმე სახის დისციპლინური სახდელი, ასევე არ ყოფილა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა.

საჯარო ინფორმაციის გაცემისას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხელმძღვანელობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.

რაც შეეხება საჯარო მონაცემთა ბაზებისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება-დამუშავებას, აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს სამსახურის ადმინისტრაციის საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურები, ელექტრონული სისტემის მეშვეობით. სამსახურში საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

გენერალური აუდიტორი                     ლაშა თორდია