სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის ანგარიში

  • Word
სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები სენაკის რაიონული სასამართლო
მიღების თარიღი 09/12/2015
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
-
09/12/2015
ვებგვერდი, 17/12/2015
სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის ანგარიში
სენაკის რაიონული სასამართლო

სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, სენაკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია სენაკის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა. შ.

2015 წლის განმავლობაში სენაკის რაიონულ სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 20 განცხადება, მათ შორის:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციდან - 5

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან - 3

ადვოკატისაგან - 2

მოქალაქისაგან - 3

CRRC - საქართველოდან - 1

საინფორმაციო ცენტრების ქსელიდან - 1

კულტურულ - ჰუმანიტარული ფონდი სოხუმიდან“ – 1

EMC ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიდან - 1

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიიდან - 1

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის სამმართველოდან - 1

PHR პარტნიორობა ადამინის უფლებებისათვის ორგანიზაციიდან - 1

შემოსული განცხადებებიდან:

დაკმაყოფილდა - 10 მოთხოვნა.

არ დაკმაყოფილდა - 7 მოთხოვნა.

ქვემდებარეობით გადაიგზავნა - 3 მოთხოვნა.

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურის მიერ

შალვა კაჭარავა - 2012 წლის 6 იანვრიდან სენაკის რაიონული სასამართლოში საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა სენაკის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ საჩივარი არ შემოსულა.

საანგარიშო პერიოდში საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

სენაკის რაიონულ სასამართლოში

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე

პასუხისმგებელი პირი,

სასამართლოს მენეჯერი                                                      შალვა კაჭარავა