დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ასპინძის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 47 |
დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 16/12/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/12/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.140.016195 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/12/2015 - 20/01/2016)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი დანართის შესაბამისად.
|
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის №59 დადგენილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge 25/12/2014, ს.კოდი: 190020020.35.140.016146).
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დანართი
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
2016 წელი
|
თავი I
ასპინძის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება. |
|
მუხლი 3.
ასპინძის მუნიციპალიტეტის შემოსულობები |
განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის შემოსულობები 2 920,0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები |
განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები 330,7 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 5.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის გრანტები 2 144,3 ათ. ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 435,0 ათ.ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის ხარჯები 2 829,2 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 80,8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 90,8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 10,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
მუხლი 10.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 50.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების შესაბამისად.
|
მუხლი 11.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 126,0 ათასი ლარი, მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 55,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 70,0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა, იძულებით გადაადგილებულ პირთა სარიტუალო მომსახურების საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 1,0 ათასი ლარი; 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 12.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
აპინძის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები და პროგრამები
ბოლო წლებში არჩეული სტრატეგიის შესაბამისად პრიორიტეტულ მიმართულებებზე მიმართულმა სახსრების ზრდამ შესაძლებელი გახადა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის -განვითარება, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის, რითაც თავის მხრივ უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ასპინძის მუნიციპალიტეტში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კულტურის დასვენებისა და სპორტის სფეროების განვითარება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2015-2016 წლებში მუნიციპალიტეტის სტრატეგია უცვლელია და მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობას. |
მუხლი 13.
აპინძის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
ასპინძის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია:
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა -77,0 ათასი ლარით (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ასპინძის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: მცხოვრებთა სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებისა და გაწვევის კოორდინაცია; შედეგების შეფასების ინდიკატორები: საქართველოს სამხედრო ძალების ჯანმრთელი ახალგაზრდა თაობით უზრუნველყოფა;
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 443,4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 00) ასპინძის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ასევე დასუფთავების ღონისძიებები, გარე განათების რეაბილიტაცია-ექსპლოატაცია, სარწყავი არხების მშენებლობა-რეაბილიტაცია, აგრეთვე საპორექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები. ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია – 36,8 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ასპინძის მუნიციპალიტეტი სამოქმედო ტერიტორიის არსებული ქუჩების, გზების და ხიდების რეაბილიტაცია, ასევე რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება, მოხრეშვა, საგზაო მოძრაობის დადგენილი წესების მიხედვით შესაბამისი საგზაო ნიშნების, გადასასვლელებისა და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობა. ზამთრის პერიოდში შიდა გზების ჭარბი თოვლისაგან გათავისუფლება. ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 361,6 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ასევე მოხდება ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარწყავი სისტემების მშენებლობა რეაბილიტაცია, ასევე ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარკვეული ნაწილის დასუფთავება. ბ.ა) დასუფთავება – 140,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 03) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, რაც გააუმჯობესებს დაბის სანიტარულ და ეკოლოგიურ მდგომარეობას. ბ.ბ) გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 103,6 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 04) ასპინძის მუნიციპალიტეტისა და მასში შემავალი რამოდენიმე სოფლების რეაბილიტირებულ გზებზე ღამის განათება მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, რის გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია. ბ.გ) სარწყავი არხების მოწყობა რეაბილიტაცია – 118,0 ლარი (პროგრამული კოდი 03 02 05) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ასპინძის მუნიციპალიტეტში დაზიანებული სარწყავი წყლის სისტემების მშენებლობა- რეაბილიტაცია.არსებული სარწყავი სისტემების აღგენა რეაბილიტაცია და მოქმედი სარწყავი სისტემების მოვლა-შენახვა. გ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა – 45,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 03) მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოების საფუძველს მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესების გათვალისწინებით შესაბამისი საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს. ხოლო საჭიროების შემთვევებში აუცილებელია შესაბამისი გეოლოგიური კვლევების წარმოებაც. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შეფასების ინდიკატორები:
3. განათლება – 260,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 00) ასპინძის მუნიციპალიტეტის მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელი განათლების დაფინანსებას იგი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება.
ააიპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სუბსიდირება – 260,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 01 ) ასპინძის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 4 საბავშვო ბაღი სადაც დაწყებით განათლებას მიიღებს 500- მდე აღსაზრდელი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი-524,3ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 00) ასევე ასპინძის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს კულტურის, რელიგიის, ახალგაზრდობის ხელშეწყობის და სპორტული ტრადიციების დაცვა და მათი განვითარება.
4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებისა და სპორტული კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 4.1.1. სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01) 2015 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები.
4.1.2 სპორტული კლუბები (პროგრამული კოდი 05 01 02) აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხირციელდება შემდეგი სახის სპორტული შეჯიბრებები სხვდასხვა სფეროში
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა(პროგრამული კოდი 05 02) აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება კულტურის სახლები, ბიბლიოთეკები და სახელოვნებო სკოლები. მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტებისა და ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა. მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი პროგრამები. 4.2.1 კულტურისა და ხელოვნების ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგელბში განხორციელდება სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი კულტურული ღონისძიებები. კერძოდ,
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
4.2.2 ბიბლიოთეკები (პროგრამული კოდი 05 02 03) ზემო აღნიშნული პროგრამა ეხმარება ასპინძის მუნიციპალიტეტის მკითხველ მოსახლეობას ცოდნის ამაღლებაში ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნების, გამდიდრების, რეგისტრაციისა და მათი საგანგებო რეჟიმით დაცვის ხელშეწყობას, ასევე წიგნადი ფონდის შევსებას თანამედროვე ლიტერატურით. 4.2.3 სახელოვნებო სკოლები (პროგრამული კოდი 05 02 04) ასპინძის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლაში ამჟამად სწავლობს 85 მოსწავლე (მაღალ კლასში 59 მოსწავლე, დაბალ კლასში 26 მოსწავლე), მათი მიზანია ჩაატარონ სხვადასხვა სახის ღონისძიებები კერძოდ: საშობაო საახალწლო კვირეული, საშობაო კარნავალი და საგაზაფხულო კონცერტები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4.3 ახალგაზრდული ორგანიზაციების ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობის ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში. ასევე დაფინანსდება შემდეგი ღონისძიებები:
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4.4. რელიგია (პროგრამული კოდი 05 04) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას.
5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურეობა (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს ბიუჯეტიდან გამოყოფილ მიზნობრივი ტრანსფერის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებს,, განსაზღვრული პროექტების დაფინანსებას, კერძოდ:
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5.2 სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალური ღონისძიებებს, რომელიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 01) აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოხუცების ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფას. 5.2.2 მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ოპერაციების თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 02) პროგრამის მიმართულებაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეთა ქირურგიული ოპერაციების ღირებულების თანადაფინასება. 5.2.3 ახალდაბადებულ ბავშვთა დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 03) პროგრამის ფარგელბში გათვალისიწნებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახების დახმარება. 5.2.4 ვეტერანთა და ლტოლვილთა სარიტუალო ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 04) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ,,ვეტერანისა და დევნილის,, სტატუსის მქონე გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახების თანადგომა სარიტუალო თანხის დაფარვაში, თითოეულ გარდაცვლილ ვეტერანზე 250 (ორას ორმოცდაათი) და თითოეულ გარდაცვლილ დევნილზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით. 5.2.5 სოციალური დახმარებები (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მრავალშვილიანი ოჯახების (არასრულწლოვანი ოთხი და მეტი შვილი) ოჯახების მატერიალური დახმარება; მეორე მსოფლიო ომის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის და სხვა ქვეყვის ტერიტორიაზე მებრძოლ ომისა და სამხედრო ძალების დაინვალიდებულ ვეტერანთათვის, ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული პირების ოჯახებისათვის; იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების ხარჯი; მუნიციპალიტეტში მცხოვრები 100 წლის და 100 წელს გადაცილებული ხანდაზმულთა დახმარება; დედ–მამით ობოლ არასრულწლოვანთათვის დახმარება; შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე არასრულწლოვანთათვის სხვადასხვა გამონაკლისი შემთხვევებისათვის. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ასპინძისმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
.“ |
დოკუმენტის კომენტარები