„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 970
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 19/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 160.000.000.05.001.001.718
  • Word
970
29/12/2004
სსმ, 6, 19/01/2005
160.000.000.05.001.001.718
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ადვოკატთა შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 6.07.2001, მუხ. 78) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში.“.

2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. მოთხოვნები ადვოკატისადმი

1. ადვოკატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც:

ა) აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) გავლილი აქვს ადვოკატთა ტესტირება ამ კანონით დადგენილი წესით (გარდა იმ პირისა, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა);

გ) აქვს იურისტად ან ადვოკატის სტაჟიორად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი.

2. ადვოკატი არ შეიძლება იყოს განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, თუ ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ადვოკატი არ შეიძლება იმავდროულად იყოს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი და სხვა პირი, რომელსაც კანონმდებლობით ეკრძალება საადვოკატო საქმიანობის განხორციელება.“.

3. მე-12–მე-15 მუხლები ამოღებულ იქნეს.

4. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადვოკატს უფლება აქვს საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად ინდივიდუალურად, სხვა ადვოკატებთან ან სხვა პირებთან ერთად შექმნას საადვოკატო ბიურო (ოფისი, კანტორა, იურიდიული ფირმა და ა.შ.) ამხანაგობის ან იმ სამეწარმეო იურიდიული პირის სახით, რომელშიც არანაკლებ 1 პარტნიორის პასუხისმგებლობა არ არის შეზღუდული.“.

5. VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ადვოკატთა ასოციაცია“.

6. მე-20 და 21-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 20. ადვოკატთა ასოციაციის სტატუსი

1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არის პირთა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები განისაზღვრება ასოციაციის წესდებით.

3. ადვოკატთა ასოციაციაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი.

    მუხლი 21. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანება

1. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებისთვის პირი განცხადებით მიმართავს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში ამ კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას პირის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების შესახებ ან გაწევრიანებაზე უარის თქმის თაობაზე.

2. პირმა ასოციაციას უნდა წარუდგინოს შემდეგი მონაცემები:

ა) სახელი, გვარი, დაბადების თარიღი;

ბ) საცხოვრებელი ადგილის და საადვოკატო ბიუროს მისამართები, საკონტაქტო ტელეფონი;

გ) სპეციალიზაცია, თუ მას ტესტირება გავლილი აქვს სპეციალიზაციის მიხედვით.

3. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე პირისთვის უარის თქმის საფუძვლებია:

ა) იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

ბ) მის მიერ ტესტირების გავლიდან გასულია 7 წელი;

გ) მას შეწყვეტილი აქვს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა ამ კანონის 213 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე და წევრობის შეწყვეტიდან არ გასულა 3 წელი.

4. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს უარი ასოციაციაში გაწევრიანებაზე შეიძლება უარის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში გასაჩივრდეს სასამართლოში.

5. ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს ადვოკატთა ასოციაციის წევრთა მონაცემებს. ადვოკატთა ასოციაციის წევრთა სიას წელიწადში ორჯერ აქვეყნებს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 211, 212, 213 მუხლები:

     „მუხლი 211. ადვოკატის ფიცი

1. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებისთვის პირი ვალდებულია ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წინაშე დადოს შემდეგი ფიცი:

„ვფიცავ, ვიყო სამართლიანობის იდეების ერთგული, კეთილსინდისიერად და პირნათლად შევასრულო ადვოკატის მოვალეობები, დავიცვა საქართველოს კონსტი-ტუცია და კანონები, ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები!“.

2. თუ პირი თავისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე უარს ამბობს ფიცის დადებაზე, იგი ფიცის ნაცვლად წერს განცხადებას, რომლითაც ადასტურებს, რომ კეთილსინდისიერად შეასრულებს ამ კანონით დადგენილ ადვოკატის მოვალეობებს.

3. ფიცის (განცხადების) ტექსტს ხელს აწერს პირი და იგი ინახება მის პირად საქმეში.

4. ფიცის დადების (განცხადების დაწერის) შემდეგ პირი იძენს ადვოკატის სტატუსს და იღებს საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ მოწმობას, რომლითაც იგი ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას.

    მუხლი 212. ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეჩერება

1. ადვოკატს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა შეუჩერდება ამ კანონის 213 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

გ) ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წევრობის შეჩერების შემთხვევაში ადვოკატი თავისუფლდება ადვოკატთა ასოციაციის საწევრო გადასახადის გადახდისგან და ეკრძალება ასოციაციის საქმიანობაში მონაწილეობა.

3. ადვოკატს წევრობა აღუდგება შესაბამისი განცხადების შეტანის ანდა ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ ან ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრის შემთხვევაში.

4. პირს, რომელსაც ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არ შეუძლია გახდეს ადვოკატი და აკმაყოფილებს მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, უფლება აქვს მიმართოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს გაწევრიანების თაობაზე. ასეთ პირს გაწევრიანებისთანავე შეუჩერდება წევრობა.

5. პირს, რომელსაც შეჩერებული აქვს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა, ეკრძალება საადვოკატო საქმიანობის განხორციელება.

    მუხლი 213. ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტა

1. ადვოკატს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა შეუწყდება:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე;

გ) თუ სასამართლომ ცნო შეზღუდულქმედუნარიანად ან ქმედუუნაროდ, აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

დ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი განზრახი მძიმე დანაშაულისათვის;

ე) თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით მის მიმართ გამოყენებულ იქნა სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება;

ვ) თუ ცნობილი გახდა, რომ იგი არ აკმაყოფილებდა ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რისი დროულად აღმოჩენაც გამოიწვევდა ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე მისთვის უარის თქმას;

ზ) თუ არ იხდის საწევრო გადასახადს;

თ) გარდაცვალების შემთხვევაში.

2. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას ადვოკატისათვის ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ, ხოლო „ა“, „გ“, „დ“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირობებს იღებს ცნობად.

3. გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში უნდა ჩაბარდეს ადვოკატს პირადად ან იმავე ვადაში უნდა გაეგზავნოს მას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერდება ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება ადვოკატისათვის ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ.“.

7. 24-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:

„1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის უმაღლესი ორგანოა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება. საერთო კრება იმართება სულ მცირე წელიწადში ერთხელ.“;

ბ) მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ისმენს ასოციაციის, ეთიკისა და სარევიზიო კომისიების თავმჯდომარეთა ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;“;

გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 25. ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიღებისა და რიგგარეშე კრების მოწვევის წესი

ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიღებისა და რიგგარეშე კრების მოწვევის წესი განისაზღვრება საქართველოს ადვოკატთა ასო-ციაციის წესდებით.“.

9. 26-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აღმასრულებელი საბჭო შედგება 9 წევრისაგან, რომელთაგან 8-ს 3 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება.

3. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე თანამდებობრივად შედის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში.“;

ბ) მე-4 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) არსებული მონაცემების საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით ორგანიზება გაუწიოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრთა სიის შედგენას, მასში ცვლილებების შეტანას და მის გამოქვეყნებას;

ბ) კოორდინაცია გაუწიოს ადვოკატთა ტესტირების ჩატარებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; განსაზღვროს ტესტირების ჩატარების თარიღი, ორგანიზაციულად უზრუნველყოს ტესტირების მომზადება და ჩატარება;“;

ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) დაამტკიცოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის შრომის ანაზღაურების ოდენობა;“;

გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

10. 27-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ადვოკატთა ასოციაციის წევრთაგან ირჩევს ასოციაციის საერთო კრება 3 წლის ვადით, კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ასოციაციის თავმჯდომარე შრომის ანაზღაურებას იღებს მხოლოდ საწევრო შენატანებიდან და ამ პერიოდში ეკრძალება საადვოკატო საქმიანობის განხორციელება.“.

11. 28-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეთიკის კომისია შედგება 9 წევრისაგან, რომელთაც 3 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება.

2. ეთიკის კომისია დამოუკიდებელია და თავის საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის შესაბამისად და პროფესიული ეთიკის ნორმების საფუძველზე.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ეთიკის კომისია თავისი შემადგენლობიდან ფარული კენჭისყრით, 1 წლის ვადით ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს, კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.“.

12. 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში დადებული ჰქონდა დისციპლინური სახდელი ან უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში შეჩერებული ჰქონდა ასოციაციის წევრობა.“.

13. 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შემთხვევაში.“.

14. 34-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტა.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის, სარევიზიო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა.“.

15. 38-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ადვოკატის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის აღძვრის უფლება აქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს ან მის მოადგილეს.“.

16. მე-40 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადვოკატთა ასოციაციის შექმნამდე ადვოკატთა ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.“.

17. 41-ე და 42-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 41. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანება ადვოკატთა ასოციაციის შექ-მნამდე

1. ადვოკატთა ასოციაციის შექმნამდე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

2. ტესტირებაგავლილ პირთა სიას ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

    მუხლი 42. ადვოკატთა ასოციაციის პირველი საერთო კრება და ადვოკატთა ტესტირება

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირველი ორი ტესტირების ჩატარების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 2005 წლის 1 მარტისა მოიწვევს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელ კრებას. დამფუძნებელ კრებაში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელიც:

ა) წერილობით გამოთქვამს სურვილს, გაწევრიანდეს ადვოკატთა ასოციაციაში, და შესაბამისად წარადგენს განცხადებას საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არა უგვიანეს 2005 წლის 31 იანვრისა;

ბ) აკმაყოფილებს ამ კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნებს.

2. იუსტიციის უმაღლესი საბჭო შემოსული განცხადებების საფუძველზე ადგენს და 2005 წლის 15 თებერვლამდე აქვეყნებს დამფუძნებელ კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა სიას. განმცხადებელი, რომელიც არ იქნება შეყვანილი დამფუძნებელ კრებაში მონაწილეთა სიაში, უფლებამოსილია იუსტი-ციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში.

3. დამფუძნებელი კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა ნახევარზე მეტი. დამფუძნებელ კრებაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავ-ლესობით.

4. დამფუძნებელ კრებას ხსნის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. დამფუძნებელ კრებას თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება დამსწრე უხუცესი წევრი.

5. უხუცესი წევრი კითხულობს ადვოკატის ფიცს. ტექსტის წაკითხვის შემდეგ დამსწრე წევრები წარმოთქვამენ „ვფიცავ“ და ხელს აწერენ ფიცის ტექსტს. პირი, რომელიც თავისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე უარს ამბობს ფიცის დადებაზე, წერს განცხადებას.

6. დამფუძნებელი კრება ირჩევს ხმის დამთვლელ კომისიას 11 წევრის შემადგენლობით. კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს კომისია თავისი შემადგენლო-ბიდან. ხმის დამთვლელი კომისია უზრუნველყოფს დამფუძნებელ კრებაზე ასარჩევი ხელმძღვანელი პირებისა და ორგანოების წევრობის კანდიდატთა დასახელებული კანდიდატურების ბიულეტენებში შეტანას და საერთო კრების წევრთათვის ბიულეტენების დარიგებას.

7. დამფუძნებელი კრების ნებისმიერ მონაწილეს აქვს უფლება, დაასახელოს ასოციაციის თავმჯდომარეობის, აღმასრულებელი საბჭოს წევრობის, ეთიკის კომისიის წევრობის, სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატთა კანდიდატურები.

8. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელებული იქნეს როგორც აღმასრულებელი საბჭოს, ისე ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატად.

9. ასარჩევ ორგანოში დასახელებული ყოველი კანდიდატი საჯაროდ, საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამდე აცხადებს თავის თანხმობას კანდიდატად კენჭისყრაზე. თუ რომელიმე პირი დასახელებული იქნება ერთდროულად ორივე ან სამივე ორგანოს წევრობის კანდიდატად, მაშინ იგი განაცხადებს საკუთარ სურვილს და თანხმობას მხოლოდ ერთი ორგანოს წევრობის კანდიდატად კენჭისყრაზე და შესაბამისად საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამდე მისი კანდიდატურა შეიტანება მხოლოდ ერთ ბიულეტენში.

10. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობას. ამასთან, ერთი და იგივე პირი არ შეიძლება იყოს როგორც აღმასრულებელი საბჭოს, ისე ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრი.

11. ხმის დამთვლელი კომისია ჩატარებული არჩევნების შედეგებს აფორმებს ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და ყველა წევრი. საბოლოო შედეგებს საერთო კრებაზე აცხადებს ხმის დამთვლელი კომისიის თამჯდომარე.“.

    მუხლი 2.

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 29 დეკემბერი.

#970_რს