დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭეის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 967 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 19/01/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 450.130.010.05.001.001.717 |
საქართველოს კანონი
„ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №49, 2000 წელი, მუხ. 140) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ეროვნულ კინოცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე 3 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.“.
2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კინოს სახელმწიფო დაფინანსების განაწილების წესი და პირობები ამ კანონის და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე განისაზღვრება ეროვნული კინოცენტრის საკონკურსო დებულების მიხედვით, რომელსაც შეიმუშავებს ეროვნული კინოცენტრი და ამტკიცებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 29 დეკემბერი.
№967-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები