დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 612 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 04/12/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/12/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 240140000.10.003.018999 |
|
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამაში - „აწარმოე საქართველოში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მეწარმე სუბიექტი – ამ პროგრამის მიზნებისათვის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური პირი (მხოლოდ უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ნაწილში) და იურიდიული პირი, გარდა სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულის მიერ წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა, რომელთაც არ გააჩნიათ სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და არ არიან რეგისტრირებულნი მოვალეთა რეესტრში. ასევე ამ პროგრამის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული პირი - უცხოური საწარმო, რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;“. 2. სახელმწიფო პროგრამის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები: „მ) სასტუმრო – შენობა ან/და შენობა-ნაგებობათა ერთობლიობა თავისი ინფრასტრუქტურით, რომელიც სამშენებლო დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებულია სასტუმროდ. ასევე შენობის ერთი ან რამდენიმე ნაწილი ერთად ან ცალ-ცალკე, რომელშიც სამშენებლო დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებულია სასტუმროს ნომრების განთავსება თავისი ინფრასტრუქტურით; ნ) საერთაშორისო ბრენდი – სასტუმროს მესაკუთრე უცხოური საწარმოს (უცხოური სასტუმროს) ან/და უცხოური საწარმოს (უცხოური სასტუმროს) მიერ ფრენშაიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრული ან/და სასტუმროს მმართველი უცხოური საწარმოს (უცხოური სასტუმროს) სასაქონლო ნიშანი; ო) სასტუმრო ინდუსტრია – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოში მის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ ფართზე, ქ. თბილისის და ქ. ბათუმის (საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757-Iს დადგენილების ამოქმედებამდე არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში) ტერიტორიების გარდა, სასტუმროს ექსპლუატაციით, საერთაშორისო ბრენდის გამოყენებით ან მის გარეშე.“. 3. სახელმწიფო პროგრამის მე-4, მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. პროგრამის მიმართულებები პროგრამის მიმართულებებია: ა) ინდუსტრიები – №1 დანართის შესაბამისად; ბ) კინოინდუსტრია – №2 დანართის შესაბამისად განსაზღვრული კვალიფიციური ხარჯების ფარგლებში; გ) სასტუმრო ინდუსტრია – №3 დანართით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად.
მუხლი 5. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტი 1. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტი მოიცავს კრედიტის, ლიზინგის და საერთაშორისო ბრენდის გამოყენების მიმართულებებს. ამასთან, სასტუმრო ინდუსტრიაში კრედიტის მიმართულების გამოყენება დაშვებულია, მხოლოდ სასტუმროს მესაკუთრე მეწარმე სუბიექტის მიერ. კრედიტის და საერთაშორისო ბრენდის გამოყენების მიმართულებებით სარგებლობა შესაძლებელია ერთდროულად. 2. კრედიტის მიმართულება მოიცავს: ა) სააგენტოს მიერ, პროგრამის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით; ბ) სააგენტოს მიერ, პროგრამის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე კომერციული ბანკის მიერ მოთხოვნილი კრედიტის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას, სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით. 3. კრედიტის მიმართულების ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარი უზრუნველყოფს: ა) ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში წარმოების დაწყებას, კომერციული ბანკის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის გაცემიდან არაუგვიანეს 2 წლისა, ხოლო არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების შემთხვევაში – პირველი ტრანშის გაცემიდან არაუგვიანეს 12 თვისა; ბ) ამ პროგრამის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასტუმრო ინდუსტრიაში, საერთაშორისო ბრენდის გამოყენების შემთხვევაში, საქმიანობის დაწყებას კომერციული ბანკის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის გაცემიდან არაუგვიანეს 3 წლისა, ხოლო საერთაშორისო ბრენდის გამოყენების გარეშე, საქმიანობის დაწყებას ან/და არსებული სასტუმროს გაფართოების/გადაიარაღების შემთხვევაში, კომერციული ბანკის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის გაცემიდან არაუგვიანეს 2 წლისა; გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წარმოების დაწყებიდან ან/და არსებული საწარმოს გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობის მიზნით დამტკიცებული პროექტის შემთხვევაში, კომერციული ბანკის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის გაცემიდან 2 წლის განმავლობაში, წარმოების პროფილის შენარჩუნებას; დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებიდან ან/და არსებული სასტუმროს გაფართოების/გადაიარაღების დასრულების შემდგომ, 2 წლის განმავლობაში, საქმიანობის პროფილის შენარჩუნებას. 4. ლიზინგის მიმართულება მოიცავს სააგენტოს მიერ, პროგრამის ფარგლებში, ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით. 5. ლიზინგის მიმართულების ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარი უზრუნველყოფს: ა) ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში წარმოების დაწყებას, ლიზინგის საგნის გაცემიდან არაუგვიანეს 2 (ორი) წლისა, ხოლო არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების შემთხვევაში - ლიზინგის საგნის გაცემიდან არაუგვიანეს 12 თვისა; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წარმოების დაწყებიდან ან/და არსებული საწარმოს გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობის მიზნით დამტკიცებული პროექტის შემთხვევაში, ლიზინგის საგნის გაცემიდან 2 წლის განმავლობაში, წარმოების პროფილის შენარჩუნებას. 6. საერთაშორისო ბრენდის გამოყენების მიმართულება მოიცავს სააგენტოს მიერ, პროგრამის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარისთვის საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისათვის გადახდილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისი წლიური გადასახადის ანაზღაურებას, საქმიანობის დაწყებიდან 24 თვის განმავლობაში, თითოეულ საანგარიშო წელზე, წელიწადში არაუმეტეს 300 000 (სამასი ათასი) ლარისა, სააგენტოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით. თუ ამ პუნქტით განსაზღვრული ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა აღემატება წელიწადში 300 000 (სამასი ათასი) ლარს, ამ პროგრამის საერთაშორისო ბრენდის გამოყენების მიმართულება გავრცელდება, მხოლოდ ამ პუნქტით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოცულობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, პროგრამის ბენეფიციარის მიერ საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურების შესახებ, რომლის ოდენობასაც ადგენს საქართველოს მთავრობა. 7. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია, ფინანსურ კომპონენტთან დაკავშირებით დაადგინოს დამატებითი პირობები კომერციული ბანკებისათვის/ლიზინგის გამცემისათვის ან/და პროგრამის ბენეფიციარებისათვის, მათთან გაფორმებული ხელშეკრულებებით.
მუხლი 6. კომერციულ ბანკებთან ურთიერთობა 1. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, მიმართავს კომერციულ ბანკს. 2. კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინდუსტრიაში საქმიანობისთვის და მის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, სააგენტო ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში ახორციელებს: ა) კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის აშშ დოლარში გაცემულ კრედიტზე დარიცხული არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 8 (რვა) პროცენტის ოდენობით/ლარში გაცემულ კრედიტზე დარიცხული არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 10 (ათი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, კრედიტის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან 29 (ოცდაცხრა) თვის განმავლობაში; ბ) კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის აშშ დოლარში გაცემულ კრედიტზე კომერციული ბანკის მიერ მოთხოვნილი კრედიტის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას, კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის ძირითადი თანხის 50 (ორმოცდაათი) პროცენტის, მაგრამ არაუმეტეს 1,000,000.0 (ერთი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობით/ლარში გაცემულ კრედიტზე კომერციული ბანკის მიერ მოთხოვნილი კრედიტის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას, კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის ძირითადი თანხის 50 (ორმოცდაათი) პროცენტის, მაგრამ არაუმეტეს 2,500,000.0 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით. 3. ამ პროგრამის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასტუმრო ინდუსტრიაში საქმიანობისათვის ან/და არსებული სასტუმროს გაფართოების/გადაიარაღებისათვის, კომერციული ბანკის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, სააგენტო ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში ახორციელებს: ა) კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 10 (ათი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, კრედიტის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან 29 (ოცდაცხრა) თვის განმავლობაში; ბ) კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე კომერციული ბანკის მიერ მოთხოვნილი კრედიტის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას, კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის ძირითადი თანხის 50 (ორმოცდაათი) პროცენტის, მაგრამ კრედიტთან ერთად, საერთაშორისო ბრენდის მიმართულების გამოყენების შემთხვევაში, არაუმეტეს 2,500,000.0 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო საერთაშორისო ბრენდის გამოყენების გარეშე, არაუმეტეს 500,000.0 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით. 4. პროგრამის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში საქმიანობისთვის, პროგრამის ბენეფიციარისთვის პირველად გაცემული კრედიტის მინიმალური მოცულობა შეადგენს არანაკლებ 150,000.0 (ას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარს/250,000.0 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარს, ხოლო მაქსიმალური მოცულობა - 2,000,000.0 (ორი მილიონი) აშშ დოლარს/5,000,000.0 (ხუთი მილიონი) ლარს. 5. პროგრამის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასტუმრო ინდუსტრიაში საქმიანობისათვის ან/და არსებული სასტუმროს გაფართოება/გადაიარაღებისათვის გაცემული კრედიტის მინიმალური მოცულობა შეადგენს არანაკლებ 500,000.0 (ხუთასი ათასი) ლარს, ხოლო მაქსიმალური მოცულობა კრედიტთან ერთად, საერთაშორისო ბრენდის მიმართულების გამოყენების შემთხვევაში - 5,000,000.0 (ხუთი მილიონი) ლარს, ხოლო საერთაშორისო ბრენდის გამოყენების გარეშე - 1,000,000.0 (ერთი მილიონი) ლარს. 6. კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ პროგრამით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მაგრამ კრედიტის მთლიანი მოცულობა აღემატება პროგრამის მიმართულების შესაბამისად, ამ მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოცულობას, ამ პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტი გავრცელდება, მხოლოდ ამ მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოცულობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების შესახებ, რომლის ოდენობასაც ადგენს საქართველოს მთავრობა. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მიზნით, მეწარმე სუბიექტი შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, სამინისტროს მეშვეობით საკითხს წარუდგენს საქართველოს მთავრობას განსახილველად. 8. ამ პროგრამის ფარგლებში, ამ მუხლის მე-4 ან/და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული კრედიტი კომერციული ბანკის მიერ გაიცემა შემდეგი მიზნობრიობით: ა) წარმოებისათვის/საქმიანობისათვის საჭირო კაპიტალური დანახარჯების გასაწევად - კრედიტის მოცულობის არანაკლებ 80 (ოთხმოცი) პროცენტისა; ბ) საბრუნავი საშუალებების შესაძენად – კრედიტის მოცულობის არაუმეტეს 20 (ოცი) პროცენტისა. 9. კომერციული ბანკის მიერ, პროექტის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემული კრედიტის სარგებლობისათვის განსაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება შემდეგი სახით: ა) 500,000.0 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარამდე – არაუმეტეს 11 (თერთმეტი) პროცენტისა; ბ) 500,000.0 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარიდან 1,000,000.0 (ერთი მილიონი) აშშ დოლარამდე – არაუმეტეს 10 (ათი) პროცენტისა; გ) 1,000,000.0 (ერთი მილიონი) აშშ დოლარიდან 2,000,000.0 (ორი მილიონი) აშშ დოლარამდე – არაუმეტეს 9 (ცხრა) პროცენტისა; დ) 1,500,000.0 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარამდე - არაუმეტეს 13 (ცამეტი) პროცენტისა; ე) 1,500,000.0 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარიდან 3,000,000.0 (სამი მილიონი) ლარამდე - არაუმეტეს 12 (თორმეტი) პროცენტისა; ვ) 3,000,000.0 (სამი მილიონი) ლარიდან 5,000,000.0 (ხუთი მილიონი) ლარამდე - არაუმეტეს 11 (თერთმეტი) პროცენტისა. 10. კომერციული ბანკის მიერ, ამ პროგრამის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასტუმრო ინდუსტრიაში საქმიანობისათვის ან/და არსებული სასტუმროს გაფართოების /გადაიარაღებისათვის კრედიტი გაიცემა მხოლოდ ლარში. 11. სააგენტო კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანხის პროგრამის ბენეფიციარისთვის გადარიცხვით, სესხის მომსახურების გრაფიკის შესაბამისად. 12. ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე გასაფორმებელ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი პირობები: ა) კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში პროგრამის ბენეფიციარს კომერციული ბანკის მიმართ არ წარმოეშობა წინსწრებით დაფარვის საკომისიო/ჯარიმა; ბ) კომერციული ბანკის მიერ, ამ პროგრამის ფარგლებში, კრედიტის რეფინანსირების შემთხვევაში, არ უნდა იზრდებოდეს კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისათვის და უზრუნველყოფაში თანამონაწილეობისათვის განსაზღვრული თავდაპირველი ვადა; გ) სხვა კომერციული ბანკის მიერ კრედიტის რეფინანსირების შემთხვევაში იმოქმედებს არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ ასეთი შემთხვევებისათვის დაწესებული საკომისიო განაკვეთი; დ) გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, კომერციული ბანკი უფლებამოსილია, მხოლოდ გადასახდელ ძირითად თანხაზე დაარიცხოს პროგრამის ბენეფიციარს ჯარიმა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ვადაგადაცილებული თანხის 0.1 (ნული მთელი და ერთი მეათედი) პროცენტს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ე) კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულ პროექტზე სააგენტომ განახორციელოს გაცემულ კრედიტზე ბანკის მიერ მოთხოვნილი კრედიტის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობა პროგრამის ბენეფიციარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად ამოწურვამდე, მაგრამ არაუმეტეს კრედიტის გაცემიდან 48 თვისა; ვ) კომერციული ბანკის მიერ, ამ პროგრამის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარზე გაცემული კრედიტის უზრუნველყოფის თანამონაწილეობისთვის გათვალისწინებული თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, მისი ანაზღაურება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტით სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან; ზ) კომერციული ბანკის მიერ უზრუნველყოფის გამოყენების შემთხვევაში, პირველ რიგში გამოიყენება პროგრამის ბენეფიციარის, ხოლო შემდგომ - სააგენტოს მიერ გაცემული უზრუნველყოფა; თ) კრედიტის გაცემისას დარღვევების დაფიქსირების, მათ შორის, კრედიტის გაცემისას ამ პროგრამით ან/და ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, კომერციულ ბანკს ეკისრება ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული ჯარიმა; ი) კომერციული ბანკის მიერ, ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კრედიტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში, დასაშვებია ისეთი პარალელური კრედიტის გაცემა, რომლის დროსაც არ უნდა გაიზარდოს კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისა და უზრუნველყოფაში თანამონაწილეობისათვის განსაზღვრული თავდაპირველი ვადა.“. 4. სახელმწიფო პროგრამის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდუსტრიის დარგში საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 2 (ორი) წლისა;“. 5. სახელმწიფო პროგრამის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ პროგრამით გათვალისწინებულ კომპონენტებზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამ პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი განაცხადების წარდგენის ვადა განისაზღვრება არაუგვიანეს 2016 წლის 15 დეკემბრისა.“. 6. სახელმწიფო პროგრამას დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი I2:
„თავი I2 სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ კინოინდუსტრიის ნაწილი
მუხლი 129. ტერმინთა განმარტება სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ კინოინდუსტრიის ნაწილის მიზნებისთვის, ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) პროგრამა – სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ კინოინდუსტრიის ნაწილი; ბ) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მეწარმეობის განვითარების სააგენტო; გ) კინოცენტრი – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი; დ) მეწარმე სუბიექტი – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულის მიერ წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა), რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში; ე) განაცხადი – მეწარმე სუბიექტის მიერ სააგენტოსთვის ელექტრონული ფორმით მიმართვა, პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით; ვ) პროგრამის ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელსაც ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად, სააგენტოს მიერ დადგენილი პროცედურებით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მიენიჭა პროგრამის ბენეფიციარის სტატუსი; ზ) სერტიფიკატი – სააგენტოსა და პროგრამის ბენეფიციარს შორის სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით გაფორმებული ხელშეკრულების დამადასტურებელი დოკუმენტი; თ) პროექტი – მეწარმე სუბიექტის მიერ, პროგრამის ფარგლებში, სააგენტოსთვის წარდგენილ განაცხადში მითითებული ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოიცავს შემდეგს: თ.ა) ზოგადი ინფორმაცია (მეწარმე სუბიექტის დასახელება, იურიდიული პირის სტატუსი, საიდენტიფიკაციო ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია) მეწარმე სუბიექტისა და ამ პროგრამის მიმართულების შესახებ; თ.ბ) პროგრამის მიმართულების შინაარსობრივი მიმოხილვა; თ.გ) წარმოებისა და გადაღებების გეგმა, საქართველოში პროექტის ფარგლებში დასაქმებული რეზიდენტ(ებ)ის რაოდენობა, სავარაუდო ჯამური ბიუჯეტი, გასაწევი მთლიანი კვალიფიციური ხარჯის ოდენობა და კატეგორიზაცია; თ.დ) ზოგადი ინფორმაცია საბოლოო პროდუქტის შესახებ: თ.დ.ა) საქართველოში მიმდინარე წარმოების პროცესში ჩართული მსახიობები, პროდიუსერები და გადამღები ჯგუფის სხვა წევრები, საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმოებაში ჩართული ქვეყნები და ა.შ.; თ.დ.ბ) უცხოური ინვესტიციის შემთხვევაში, ინფორმაცია უცხოელი პარტნიორის/პარტნიორების შესახებ (ურთიერთთანამშრომლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ.ე) პროექტის კვალიფიციური ხარჯი - პროგრამის ბენეფიციარის მიერ, პროგრამის ფარგლებში, საქართველოში გასაწევი მომსახურების ხარჯი, თუ ის გაწეული იქნება საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე №2 დანართში აღწერილი არარეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე; თ.ვ) გადასაღები დღეების სავარაუდო რაოდენობა; თ.ზ) ამ პროგრამის 1211 მუხლის „გ“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, დოკუმენტის საბოლოო პროდუქტის საქართველოს ფარგლებს გარეთ არანაკლებ 3 (სამი) ქვეყანაში, ხოლო 1211 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, დოკუმენტის საბოლოო პროდუქტის საქართველოს ფარგლებს გარეთ 1 (ერთი) ქვეყანაში დისტრიბუციის შესახებ დოკუმენტაცია (სადისტრიბუციო მოთხოვნა); ი) სადისტრიბუციო მოთხოვნა – მეწარმე სუბიექტის მიერ, ამ პროგრამის ფარგლებში, დადგენილი წესით წარსადგენი დოკუმენტ(ებ)ი, რომელიც მოიცავს საბოლოო პროდუქტის საქართველოს ფარგლებს გარეთ დისტრიბუციის შესახებ დამადასტურებელ ინფორმაციას ან/და საბოლოო პროდუქტის სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელების არეალის შესახებ მონაცემებს; კ) საბოლოო პროექტი – ამ პროგრამის მიმართულებების შესაბამისად, საქართველოში განხორციელებული პროექტი; ლ) საბოლოო პროდუქტი – ამ პროგრამის მიმართულებების შესაბამისად ნაწარმოები აუდიოვიზუალური პროდუქცია, რომლის წარმოება ნაწილობრივ ან მთლიანად განხორციელდა საქართველოში; მ) კვალიფიციური ხარჯი – პროგრამის ბენეფიციარის მიერ განსახორციელებელი/განხორციელებული კონკრეტული ხარჯი №2 დანართის შესაბამისად, რომელიც არ მოიცავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირებიდან მიღებული დაფინანსებიდან გაწეულ ხარჯებს; ნ) მთლიანი კვალიფიციური ხარჯი – პროგრამის ბენეფიციარის მიერ განხორციელებული/განსახორციელებელი კონკრეტული კვალიფიციური ხარჯების (№2 დანართის შესაბამისად) ჯამი, რომელიც არ მოიცავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირებიდან მიღებული დაფინანსებიდან გაწეულ ხარჯებს; ო) პოპულარიზაციის ელემენტი – საბოლოო პროდუქტის თემატიკის შემხებლობა საქართველოსთან ან საბოლოო პროდუქტში საქართველოს პეიზაჟების გამოყენება და საქართველოს დაფიქსირება, როგორც მოქმედების გეოგრაფიული ადგილი; საბოლოო პროდუქტის გადაღებისას, გარკვეულ წამყვან პოზიციებზე, საქართველოს სხვადასხვა ხედების ამსახველი კადრების შერჩევა; საბოლოო პროდუქტში ქართული/ეროვნული ელემენტების გამოყენება; საბოლოო პროდუქტის შემდგომი დამუშავება (Post-Production) საქართველოში; საბოლოო პროდუქტის დისტრიბუცია არანაკლებ ორ ქვეყანაში; ინფორმაციის გავრცელება საქართველოში გადაღების გამოცდილებაზე; საბოლოო პროდუქტმა ერთხელ მაინც მიიღო მონაწილეობა და/ან გაიმარჯვა კინოცენტრის მიერ აღიარებულ ფესტივალზე/მთავარ კონკურსში; პ) კომისია – სააგენტოს, კინოცენტრის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული კომისია, რომელიც განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას ამ პროგრამით განსაზღვრული პოპულარიზაციის ელემენტის ანაზღაურების შესახებ. კომისიის შემადგენლობას და საქმიანობის წესს ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს კომისიის თავმჯდომარეს; ჟ) ტექნიკური დახმარება – ბენეფიციარის საჭიროებ(ებ)იდან გამომდინარე, მისი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება და სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებთან კოორდინაციის კუთხით ხელშეწყობა.
მუხლი 1210. პროგრამის მიზანი და აღწერა კინოინდუსტრიის განვითარების მიზნით, პროგრამის ფარგლებში, მოხდება ადგილობრივი კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, უცხოური კინოწარმოების მოზიდვა, ადგილობრივი კინოინდუსტრიის ბაზრის ზრდა, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა.
მუხლი 1211. პროგრამის მიმართულებები პროგრამის მიმართულებებია შემდეგი აუდიოვიზუალური პროდუქციის წარმოება: ა) მხატვრული ფილმი; ბ) სატელევიზიო ფილმი; გ) ტელესერიალი ან მინი-სერიალი; დ) ანიმაცია; ე) დოკუმენტური ფილმი; ვ) სარეკლამო ვიდეო პროდუქცია; ზ) რეალითი შოუ; თ) მუსიკალური კლიპი.
მუხლი 1212. პროგრამის განმახორციელებელ სუბიექტთა უფლებამოსილება 1. პროგრამის კოორდინაციას და პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). 2. პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების მიზნით, სააგენტო ან/და კინოცენტრი უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარს გაუწიოს ტექნიკური დახმარება. 3. სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: ა) პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, ინფორმაციის გავრცელებას; ბ) მეწარმე სუბიექტის მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვას და ამ პროგრამით დადგენილი წესით რეგისტრაციას; გ) პროგრამის ბენეფიციარისთვის ამ პროგრამით და ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად, მთლიანი კვალიფიციური ხარჯის ანაზღაურებას 20 (ოცი) პროცენტის ოდენობით; დ) პოპულარიზაციის ელემენტის შემთხვევაში, დამატებით მთლიანი კვალიფიციური ხარჯის 2%-დან 5%-მდე ანაზღაურებას, პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად; ე) განაცხადის ფორმის დადგენას და რეგისტრაციის პროცედურებს; ვ) პროგრამის ბენეფიციართა რეესტრის წარმოებას; ზ) სადისტრიბუციო მოთხოვნის და სადისტრიბუციო მოთხოვნის წარდგენის ფორმის დადგენას. 4. კინოცენტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: ა) პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, ინფორმაციის გავრცელებას; ბ) ამ პროგრამის მიზნებისთვის, პროექტის პროგრამის მიმართულებებთან შესაბამისობის დადგენას; გ) პროექტის შესაბამისობის დადგენას 1213 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნებთან; დ) განაცხადის განხილვას და სააგენტოსთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას; ე) პოპულარიზაციის ელემენტის შეფასების კრიტერიუმების (კულტურული ტესტი) შემუშავებას და დამტკიცებას. 5. მეწარმე სუბიექტის მიერ განაცხადში წარდგენილ ინფორმაციაზე წვდომის უფლება, სააგენტოსა და კინოცენტრთან ერთად, აქვთ მათზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ სამინისტროებს.
მუხლი 1213. პროგრამაში მონაწილეობა 1. პროგრამაში ჩართვის მიზნით, მეწარმე სუბიექტი, სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით, სააგენტოში წარადგენს ინფორმაციას პროექტის ღირებულების არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) პროცენტის დაფინანსების მოპოვების შესახებ და განაცხადს პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მოთხოვნის თაობაზე. 2. მეწარმე სუბიექტი, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს წარუდგენს დამატებით დოკუმენტ(ებ)ს სააგენტოს მიერ შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ის მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, თუ ამ პუნქტით დადგენილ ვადაში მეწარმე სუბიექტი არ წარუდგენს სააგენტოს დამატებით დოკუმენტ(ებ)ს ან ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ. 3. პროგრამის ფარგლებში, მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მინიმალური მოცულობა ამ პროგრამის 1211 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიმართულებების შემთხვევაში, შეადგენს არანაკლებ 500,000 (ხუთასი ათასი) ლარს/ამ პროგრამის 1211 მუხლის „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიმართულებების შემთხვევაში, შეადგენს არანაკლებ 300, 000 (სამასი ათასი) ლარს. 4. პროგრამის ფარგლებში, მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს – 5,000,000 (ხუთი მილიონი) ლარს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მაქსიმალურ ოდენობას ადგენს საქართველოს მთავრობა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მაქსიმალურ ოდენობას ადგენს საქართველოს მთავრობა, მეწარმე სუბიექტი შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, სამინისტროს მეშვეობით, საკითხს წარუდგენს საქართველოს მთავრობას განსახილველად. 6. მეწარმე სუბიექტის მიერ სააგენტოში წარდგენილ განაცხადზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტს ენიჭება პროგრამის ბენეფიციარის სტატუსი და სააგენტო უფორმებს ხელშეკრულებას და გადასცემს შესაბამის სერტიფიკატს. 7. მეწარმე სუბიექტის მიერ ამ პროგრამის მიმართულების შესაბამისად წარდგენილი პროექტის ან/და საბოლოო პროდუქტის შინაარსის ცვლილებ(ებ)ის შეტანა დასაშვებია, თუ მეწარმე სუბიექტის მიერ ამ პროგრამის მიმართულების შესაბამისად წარდგენილი პროექტი ან/და საბოლოო პროდუქტი (მათ შორის, პროექტში ან/და საბოლოო პროდუქტში განხორციელებული ცვლილებებიც) არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით, ამ სახელმწიფო პროგრამით და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 8. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ მთლიან კვალიფიციურ ხარჯზე, ამ პროგრამით გათვალისწინებული ანაზღაურება სააგენტოს მიერ მოხდება საბოლოო პროექტის განხორციელების, ასევე ხელშეკრულებით განსაზღვრული სავარაუდო კვალიფიციური ხარჯის და პროექტის განხორციელების შემდეგ დაზუსტებული კვალიფიციური ხარჯის შედარების, „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით განსაზღვრული, შესაბამისი აუდიტის/საექსპერტო დასკვნის სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით სააგენტოში წარდგენიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. 9. სააგენტო, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განახორციელებს მთლიანი კვალიფიციური ხარჯის 20 (ოცი) პროცენტის ანაზღაურებას. 10. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული პროექტის განხორციელების დამადასტურებელი დამოუკიდებელი აუდიტორის/საექსპერტო დასკვნა პროგრამის ბენეფიციარმა უნდა წარადგინოს მე-6 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 24 (ოცდაოთხი) თვისა. 11. პროგრამის ბენეფიციარის მიერ განხორციელებული კონკრეტული კვალიფიციური ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი კვალიფიციური ხარჯის №2 დანართით დადგენილ წილს. 12. სააგენტო, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, დამატებით განახორციელებს მთლიანი კვალიფიციური ხარჯის 25-დან - 5-მდე პროცენტის ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საბოლოო პროდუქტი შეიცავს პოპულარიზაციის ელემენტ(ებ)ს. დამატებითი ანაზღაურება განხორციელდება, მხოლოდ 1211 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროგრამის მიმართულების შესაბამისად, საბოლოო პროდუქციისთვის. 13. პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებული დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნა შესაძლებელია, მხოლოდ სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად გათვალისწინებული მთლიანი კვალიფიციური ხარჯის ანაზღაურებიდან 24 (ოცდაოთხი) თვის განმავლობაში. ამასთან, სააგენტოს მიერ დამატებით ანაზღაურება განხორციელდება პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამ პუნქტის შესაბამისად, მოთხოვნის სააგენტოში წარდგენიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 1214. ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები ამ პროგრამის 1213 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება წყდება შემდეგი გარემოებების დადგომისას: ა) პროგრამით დადგენილი პირობებით, სააგენტოს და პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება; ბ) პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამ პროგრამით დადგენილი წესით ხელშეკრულების დარღვევა ან/და არაჯეროვნად შესრულება, ხელშეკრულებით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად; გ) ამ პროგრამით დადგენილი წესით ხელშეკრულების ვადის დასრულება; დ) საქართველოს კანონმდებლობით და ამ პროგრამით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 1215. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება 1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით სააგენტოსთვის გათვალისწინებული ასიგნებები. 2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.
მუხლი 1216. სხვა დებულებები ამ პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მიღების მიზნით, ამ პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი განაცხადის წარდგენის ვადა განისაზღვრება არაუგვიანეს 2017 წლის 15 დეკემბრისა.“.
7. სახელმწიფო პროგრამის დანართის „ინდუსტრიების“ 5.4 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
მუხლი 2 |
დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის დანართი განისაზღვროს №1 დანართად, ხოლო სახელმწიფო პროგრამას დაემატოს დანართი №2 და დანართი №3 თანდართული რედაქციით. |
მუხლი 3 |
აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს დაევალოთ, ხოლო მუნიციპალიტეტებს ეთხოვოთ სააგენტოს ან/და სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიმართვის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყონ ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტ(ებ)ის შესრულების ხელშეწყობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
მუხლი 4 |
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-7 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის პირველი ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
დანართი |
„დანართი №2
კვალიფიციური ხარჯები |
დანართი №3
ა) სასტუმრო: NACE (საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი):
NACE 55.1 კრიტერიუმით განსაზღვრული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურული ბაზა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:
ბ) სასტუმროს დამატებითი სერვისები მეწარმე სუბიექტი ამ დანართის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებასთან ერთად, ამავე ინდუსტრიის ფარგლებში, უფლებამოსილია დამატებით, იმავე ინფრასტრუქტურისა და იურიდიული პირის ბაზაზე, განახორციელოს შემდეგი ტიპის სერვისები: NACE (საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი):
|
დოკუმენტის კომენტარები