საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/514
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 07/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.024.016397
1-1/514
07/12/2015
ვებგვერდი, 09/12/2015
010240030.22.024.016397
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/514

2015 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად,

 ვბრძანებ:


1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

 

2. ძალადაკარგულად გამოცხადდესსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 18 სექტემბრის №1-1/2132 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 დეკემბრიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი




საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულება

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

4. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.

5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის იმ მოადგილის წინაშე, რომელიც მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას.

 

მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები

 1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია:

ა) სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურული, სამშენებლო საქმიანობის და საცხოვრისის პოლიტიკის შემუშავება, კოორდინაცია და მართვა;

ბ) სამშენებლო დარგის საერთაშორისო, სახელმწიფო, ავტონომიების და მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა; სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, ურბანული განვითარების და სამშენებლო საქმიანობის სფეროების მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზი და მისი სრულყოფის წინადადებებისა და პროექტების შემუშავება, მეთოდოლოგიისა და ინსტრუქციების მომზადებაში მონაწილეობა;

გ) ქვეყანაში სამშენებლო საქმიანობის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გასატარებლად სამშენებლო დარგის სახელმწიფო პროგრამებისა და საქმიანობის გეგმების შემუშავება და მათი რეალიზაციის კოორდინაცია;

 დ) სამშენებლო დარგის, საცხოვრისის სექტორის სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების შემუშავება და სახელმწიფო პროგრამებსა და პროექტებში მონაწილეობა;

ე) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებთან თანამშრომლობა დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადებაში;

ვ) დასახლებათა (ქალაქების,დაბების, სოფლების) და სარეკრეაციო ტერიტორიების მდგრადი და უსაფრთხო განვითარების ხელშეწყობა, ქვეყნის სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საქმიანობის ორგანიზება;

ზ) ქვეყნის, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების სივრცითი მოწყობისა და დასახლებათა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის საფუძველზე, მათი დამუშავების მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა და რეალიზების კოორდინაცია;

თ) სარეკრეაციო ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმების განხილვა და შეთანხმება;

ი) სამშენებლო დარგში ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტების შემუშავების ორგანიზება და ანალიზი;

კ) ქვეყანაში საინჟინრო კომუნიკაციების, მათ შორის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, სპეციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო მაგისტრალების, ენერგეტიკული და სამელიორაციო სისტემების განვითარების მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა შესაბამის დაწესებულებებთან ერთად;

 ლ) სამშენებლო საქმიანობის რეგულირებასა და სამშენებლო დარგის სპეციალისტთა საკვალიფიკაციო სერტიფიკაციის საკანონმდებლო ბაზის შექმნაში, სამუშაოთა ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

მ) სამშენებლო დარგში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

ნ) მშენებლობის თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით საშენი მასალების წარმოების განვითარების ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის საფუძველზე;

 ო) საცხოვრისის სექტორში არსებული მდგომარეობის კვლევასა და მისი ანალიზის საფუძველზე პრობლემების იდენტიფიკაციაში, მათი მოგვარების გზების დასახვაში, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა;

პ) ქვეყნის მასშტაბით სამშენებლო სფეროს განვითარების ხელშეწყობა;

ჟ) სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის, პროგნოზირებისა და რეალიზების ხელშეწყობა;

 რ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ექსპერტთა კანდიდატურების მონაცემების განხილვა, საექსპერტო საქმიანობის ჩასატარებლად მათი შეთანხმება და ექსპერტთა მონაცემთა ბაზის წარმოება.

2. დეპარტამენტი მისი საქმიანობის ეფექტიანად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია მოითხოვოს მისთვის აუცილებელი ინფორმაცია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისაგან, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან.

3. დეპარტამენტი, მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, მის ტერიტორიულ ორგანოებთან და სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან.

 

მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის შესაბამისი მოადგილის წინაშე.

4. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;

დ) ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ე) სამინისტროს სახელით ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ სამინისტროდან გამავალ კორესპონდენციას;

ვ) დეპარტამენტის სახელით ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან გასაგზავნ და მათ მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს;

ზ) წარუდგენს მინისტრს და მინისტრის შესაბამის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) მინისტრთან და მინისტრის შესაბამის მოადგილესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე;

ი) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და მინისტრის შესაბამისი მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

5. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და დეპარტამენტის უფროსის, მინისტრის შესაბამისი მოადგილისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უფლებამოსილია ხელი მოაწეროს /ვიზირება გაუკეთოს დეპარტამენტში მომზადებულ, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გასაგზავნ კორესპონდენციას.

 8. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, მინისტრის შესაბამისი მოადგილისა და მინისტრის წინაშე.

9. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

 

მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ურბანული განვითარების სამმართველო;

 ბ) მშენებლობის საქმეთა სამმართველო.

2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე.

 

3. ურბანული განვითარების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საქართველოში სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პოლიტიკის შემუშავების, დასახლებული პუნქტებისა (ქალაქების, დაბების, სოფლების) და სარეკრეაციო ტერიტორიების, მდგრადი და უსაფრთხო განვითარების ხელშეწყობა;

ბ) ქვეყნის, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების სივრცითი მოწყობისა და დასახლებათა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების და რეალიზაციის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის საფუძველზე;

გ) სივრცითი მოწყობის, ქალაქთმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე შესაბამისი კანონპროექტების, კანონქვემდებარე აქტების პროექტების, ტექნიკური რეგლამენტების, მეთოდოლოგიის, დებულებებისა და ინსტრუქციების შემუშავება;

დ) სარეკრეაციო ტერიტორიებზე მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღება და პროექტების არქიტექტურული იერ-სახის შეთანხმება, პროექტების რეალიზაციის მონიტორინგი;

ე) სარეკრეაციო ტერიტორიების ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის განხილვა, შეთანხმება და რეკომენდაციების მომზადება;

ვ) ავტონომიურ რესპუბლიკებთან, მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირებაში, დაგეგმვის დოკუმენტაციების მომზადებასა და განხორციელების საქმეში;

ზ) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების ორგანიზების და მეთოდოლოგიური დახმარების უზრუნველყოფა, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნის ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის საფუძველზე;

თ) სახელმწიფო საცხოვრისის პოლიტიკის საფუძვლების, საცხოვრისის სექტორში სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების შემუშავების კოორდინაცია;

ი) საცხოვრისის სექტორის მოწესრიგებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით

სხვადასხვა მიზნობრივი პროექტების შემუშავებასა და მიმდინარე პროექტების კოორდინაციაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტების სამსახურებთან თანამშრომლობის საფუძველზე;

კ) საცხოვრისის სექტორში არსებული მდგომარეობის კვლევა, მისი ანალიზის 

საფუძველზე პრობლემების იდენტიფიკაციის, მათი მოგვარების გზების დასახვასა და 

წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა;

ლ) ქვეყნის ტერიტორიული რესურსების რაციონალურად გამოყენების მიზნით, გარემოს დაცვის კანონპროექტებზე, პროგრამებზე, პროექტებზე და კონცეფციებზე დასკვნების მომზადება , ქალაქთმშენებლობითი კადასტრის შემუშავებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

მ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობით საქმიანობაში მონაწილეობის მიღება, ქალაქებისა და სხვა დასახლებათა ისტორიულად ჩამოყალიბებული განაშენიანების, არსებული შენობა-ნაგებობებისა და მათი კომპლექსების მოდერნიზაცია-რეაბილიტაციისათვის საჭირო წინადადებების შემუშავება და ამ საკითხებზე შექმნილი უწყებათაშორისი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა;

ნ) წინადადებების მომზადება შესაბამისი დაწესებულებებიდან სამინისტროში წარმოდგენილ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობით საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე;

ო) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

 

4. მშენებლობის საქმეთა სამმართველოს ფუნქციებია:

 ა) ქვეყანაში სამშენებლო საქმიანობის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გასატარებლად სამშენებლო დარგის სახელმწიფო პროგრამებისა და საქმიანობის გეგმების შემუშავება და მათი რეალიზაციის კოორდინაცია;

 ბ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და მუნიციპალიტეტების დონეზე პროგრამების და პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

 გ) სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებთან და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა მშენებლობის დარგში კომპენტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადებაში;

 დ) მშენებლობის დარგში ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტების შემუშავების ორგანიზება და ანალიზი;

 ე) სამშენებლო საქმიანობის რეგულირებასა და სამშენებლო დარგის სპეციალისტთა საკვალიფიკაციო სერტიფიკაციის საკანონმდებლო ბაზის შექმნაში, სამუშაოთა ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

 ვ) ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) წინადადებების მომზადება შესაბამისი დაწესებულებებიდან სამინისტროში წარმოდგენილ ნორმატიული აქტების პროექტებზე და სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე;

 თ) საინჟინრო კომუნიკაციების, მათ შორის წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემების, სპეციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო მაგისტრალების, ენერგეტიკული და სამელიორაციო სისტემების განვითარების მიმართულების განსაზღვრაში მონაწილეობა შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის საფუძველზე;

 ი) მშენებლობის თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით საშენი მასალების წარმოების განვითარების ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის საფუძველზე;

 კ) ქვეყნის მასშტაბით სამშენებლო სფეროს განვითარების მონაცემთა ბაზის წარმოება;

 ლ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ექსპერტთა კანდიდატურების მონაცემების განხილვა, საექსპერტო საქმიანობის ჩასატარებლად მათი შეთანხმება და ექსპერტთა მონაცემთა ბაზის წარმოება;

მ) მინისტრისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებების შესრულება სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;

 ნ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

 

მუხლი 5. დეპარტამენტის მოსამსახურეები

1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.

3. დეპარტამენტის მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის, მისი მოადგილისა და სამმართველოს უფროსის წინაშე.

 

 


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.