სურსათში ინდუსტრიული ტრანსიზომერული ცხიმების რეგულირებასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი ღონისძიებების დამტკიცების თაობაზე

  • Word
სურსათში ინდუსტრიული ტრანსიზომერული ცხიმების რეგულირებასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი ღონისძიებების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2567
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020417
  • Word
2567
27/11/2015
ვებგვერდი, 09/12/2015
000000000.00.003.020417
სურსათში ინდუსტრიული ტრანსიზომერული ცხიმების რეგულირებასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი ღონისძიებების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2 567

2015 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

სურსათში ინდუსტრიული ტრანსიზომერული ცხიმების რეგულირებასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი ღონისძიებების დამტკიცების თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, მოსახლეობის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით :

1. დამტკიცდეს თანდართული „სურსათში ინდუსტრიული ტრანსიზომერული ცხიმების რეგულირებასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა და შესაბამისი ღონისძიებები“.

2. დაევალოთ „სურსათში ინდუსტრიული ტრანსიზომერული ცხიმების რეგულირებასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმითა და შესაბამისი ღონისძიებებით“ განსაზღვრულ პასუხისმგებელ ორგანიზაციებს (სამინისტროებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს), უზრუნველყონ გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                     ირაკლი ღარიბაშვილი