დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ქარელის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 48 |
დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/11/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/12/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.144.016240 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/12/2015 - 20/01/2016)
|
ქარელის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის საფუძველზე ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ადგენს:
|
თავი I
ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 8360.00 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 970.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 6052.5 ათასი ლარის ოდენობით
:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1337.5 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6920.6320 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1439.368 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1439,368 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 0.0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება –
0.0 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება – 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0.0 ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 60,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|
მუხლი 14.
წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების, აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა
|
წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვის და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნეს 20 ათასი ლარი.
|
მუხლი 15.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი
|
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 213,0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 80,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 128.0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ “საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 5.0 ათასი ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 16.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
|
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქარელის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. ა) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქარელის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, ასევე პროგრამის ფარგლებში – 17 წლამდე ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა, ყოველი წლის გაზაფხულზე – მუნიციპალიტეტში მცხოვრებ რეზერვისტთა გადამოწმება. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში იგეგმება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მოასფალტდება ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, რომელიც ემსახურება ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დიდ ნაწილს. მოსახლობას აკავშირებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან, განათლებისა და ჯანდაცვის ობიექტებთან, საკოლმეურნეო ბაზართან. გზების პრობლემა აწუხებს როგორც სატრანსპორტო საშუალებების მეპატრონეებს, ისე ქვეითად მოსიარულეებს, სავალ ნაწილზე გაჩენილია ორმოები, მოსახლეობა ითხოვს გზის გაკეთებას. განსაკუთრების ჭირს გადაადგილება ზამთრის პერიოდში. პროექტის მიზანია ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა. პროექტი შესაბამისობაშია შიდა ქართლის რეგიონულ სტრატეგიასთან; აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ მოსახლეობას გაუუმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა. გაუადვილდება გადაადგილება, მოსახლეობა მარტივად და სწრაფად შეძლებს სხვადასხვა სერვისების მიღება. ამ გზით ბავშვები უფრო მარტივად ივლიან სკოლაში, სკოლისგარეშე დაწესებულებებში. აღნიშნული პროექტი მდგრადია, რადგანაც რეაბილიტაციის შემდგომ გზების მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს ქარელის მუნიციპალიტეტი. ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები; უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავების პროგრამის განხორციელება, მოეწყობა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასმელი წყლის სისტემებს. ბ.ა) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია შემდეგ ადმინისტრაციულ ორგანოებში: ქარელი, აგარა, ქვენატკოცა, ბებნისი, ზემო ხვედურეთი, ქვემო ხვედურეთი, კეხიჯვარი, რუისი, ურბნისი, მოხისი, ბრეთი, ბრეთის მეურნეობა, დირბი, ფცა, ავლევი, ცერონისი, კნოლევი, აბისი, აბისისთავი, ბერძენაული; ბ.ბ) დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის 35 ადმინისტრაციული ერთეულის ( ქარელის, დ. აგარის, სოფლები: ქვენატკოცა, ბებნისი, ლეთეთი, ქვემო ხვედურეთი, ზემო ხვედურეთი, კეხიჯვარი, ქობესაანთ უბანი, თათანაანთ უბანი, სამწევრისი,ვედრება, სანებელი, რუისი, ურბნისი, ბრეთი, საღოლაშენი, არადეთი, წვერი, სასირეთი, ბრეთის მეურნეობა, ძლევიჯარი, ყინწვისის, ზღუდერი, მოხისი, ახალსოფელი, დირბის, დვანი, ტახტიძირი, ფცა თამარაშენი, ქვემო შაქშაქეთი, აბისი, აბისისთავი, ბერძენაული;სოფლების ახალსოფლის და მოხისის დევნილთა ჩასახლებები) დასახლებული პუნქტებიდან და ორგანიზაციებიდან ნარჩენების გატანის; ქარელის და აგარის ცენტრალური ქუჩების დაგვა-დასუფთავების და სანიაღვრეების გაწმენდის ღონისძიებებს. ბ.გ) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებობს სასმელი წყლის პრობლემები; მოძველებულია და მწყობრიდანაა გამოსული სასმელი წყლის შემკრები აუზები, შიდა ქსელები და სათავე ნაგებობები. ქვეპროგრამის ფარგლებში 2016 წელს იგეგმება სოფლების ბრეძის და ცერონისის სასმელი წყლის სისტემების მოწყობა გამრიცხველიანებით, რითიც გააუმჯობესდება აღნიშნული სოფლის 1500 მოსახლის ყოველდღიური საყოფაცხოვრებო პირობები. ბ.დ) საკადასტრო რუკების მომზადება (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების და მიწების ელექტრონული ნახაზებისა და საკადასტრო გეგმების მომზადება. ბ.ე) ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 10) ქარელის მუნიციპალიტეტში (ქარელი, აგარა, ბებნისი, ბრეთის მეურნეობა) არსებული მრავალბინიანი სახლების ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია. სარეაბილიტაციოა სადარბაზოები და სარდაფები, გასამაგრებელია საძირკვლები, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაციის სამუშაოები ამხანაგობებთან თანადაფინანსებით ან მის გარეშეც; გ) კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) მოსახლეობის დასვენების და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით 2016 წელს იგეგმება ქარელის მუნიციპალიტეტში გამწვანების სამუშაოები, არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა, ხეების დარგვა და შადრევნის მოვლა-შენახვა გ.ა) გამწვანების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 01) გამწვანების და ხეების მოვლის ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა ქარელში, დაბა აგარაში და სოფ. რუისში, დაირგვება ხეები და გამწვანების ზოლებში მოხდება ყვავილებისა სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება. ამორტიზებული ხეები საფრთხეს უქმნის, როგორც მოსახლეობას, ასევე ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. აღნიშნული ქვეპროგრამა ასევე ითვალისწინებს ქარელში ნინოშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის და შადრევნის მოვლა-შენახვას. გ.ბ) ქალაქის ქუჩების, შენობების, ეზოების და სკვერების კეთილმოწყობა (პროგრ. კოდი 03 03 02) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება ქარელში ავტოსადგურის შენობის რეაბილიტაცია-აღდგენა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა; აღნიშნული პროექტის განხორციელებით განიტვირთება ქალაქის ცენტრი და ხელი შეეწყობა მუნიციპალიტეტის შიგნით და მის გარეთ მგზავრთა კომფორტულ გადაადგილებას; 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) ადამიანის სწორი განვითარებისათვის ერთ-ერთი მთავარი პირობაა სკოლამდელი აღზრდა. ქარელის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 19 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1300-ზე მეტი აღსაზრდელი. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა საბავშვო ბაღის მიმდინარე ხარჯები და დაგეგმილია საბავშვო ბაღების მცირე ნაწილის სარემონტო სამუშაოები. აღნიშნული ქვეპროგრამით მუნიციპალიტეტი ხელს უწყობს დასაქმებულთა სტაბილურ შრომის ანაზღაურებას, კვების და მატერიალური ბაზის გაუმჯობესებას. ა) სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 01) სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის მიზნით იგეგმება სოფ. ქვემო ხვედურეთში და სოფელ აბანოში ახალი საბავშვო ბაღების გახსნა (შენობების რეაბილიტაცია) მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისიწინებით. ასევე სოფელ დირბის არსებული ბაღის სრული რეაბილიტაცია; აღნიშნული ბაღების ბენეფიციართა რაოდენობა შეადგენს 250 ბავშვს, აღნიშნული ბაღები მოემსახურება 5000 მოსახლეს; ბ) მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02) ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს მოსახლეობას დასაქმებაში და მისცეს საშუალება დაეუფლონ იმ უნარ-ჩვევებს, რაც ხშირ შემთხვევაში აუცილებელი პირობაა სტაბილური დასაქმებისათვის. აღნიშნული მიზნით პროგრამის ფარგლებში დაფინასდება ქარგვის, ხალიჩების ქსოვის, თექაზე მუშაობის, კულინარიის და სხვადასხვა მუსიკალურ ინტრუმენტებზე დაკვრის, მხატვრული კითხვის შემსწავლელი კურსები. ხელფასის სახით ანაზღაურდება წრის ხელმძღვანელების საქმიანობა (5 წრის ხელმძღვანელი, 81 მოსწავლე) მუნიციპალიტეტის ყველა მაცხოვრებელს ექნება საშუალება შესაბამისი განაცხადის საფუძველზე გაიაროს აღნიშნული კურსები, რაც აამაღლებს მათ კვალიფიკაციას და ხელს შეუწყობს მათ შემდგომ დასაქმებას. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2016 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით დაგეგმილია სპორტის სახეობათა პოპულარიზაცია მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში, მუნიციპალიტეტის სპორტსმენთა მონაწილეობის მიღება რეგიონალურ, სახელობით, რესპუბლიკურ, საერთაშორისო ტურნირებზე, მოწინავე სპორტსმენების ოსტატობის ამაღლების და ფიზიკური მომზადებისათვის სასწავლო-საწრთვნელი და გამაჯანსაღებელი შეკრებების მოწყობა. 2016 წლის განმავლობაში 611 სპორტსმენი გაივლის სპორტულ მომზადებას. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ძიუდოს, სამბოს, ქართული ჭიდაობის სექციები, სადაც 611 ბავშვებთან მუშაობს 19 მწვრთნელი. ფუნქციონირებს ასევე ფეხბურთის სექცია, სადაც 112 ბავშვთან მუშაობს 3 მწვრთნელი. განსაკუთრებული წამატებით გამოირჩევა ჭადრაკის სექცია, სადაც გაერთიანებულია 26 ბავშვი და 2 მწვრთნელი. ფუნქციონირებს ასევე კრივის, ტაიკვანდოს და ხელბურთის სექცია, სადაც გაერთიანებულია 52 ბავშვი და 3 მწვრთნელი. იგეგმება ქარელში კრივის დარბაზის რეაბილიტაცია და სოფლებში (ქვენატკოცა, კეხიჯვარი, დვანი) ფეხბურთის მინი სტადიონების მოწყობა. ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ბ.ა) კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობა. სხვადასხვა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზება. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში არსებული შემოქმედებითი კოლექტივების გამოვლენასა და მათ შემდგომ განვითარებას. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში დაგეგმილია შემდეგი სახის კულტურული ღონისძიების მოწყობა:
ბ.ბ) სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს ქარელის და აგარის სახელოვნებო სკოლა და რუისის მუსიკალური სკოლა, სადაც სწავლობს 500-მდე ბავშვი. სასწავლო წლის განმავლობაში ერთ მოსწავლეზე გადასახადი შეადგენს 100 ლარს, რაც არ არის საკმარისი მოსწავლეთა სწავლებისათვის და სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს სხვადასხვა კონკურსებისა და ფესტივალების ჩატარების უზრუნველყოფას. ქარელის სახელოვნებო სკოლისათვის გამოყოფილია – 78 888 ლარი; აგარის სახელოვნებო სკოლა 65 860 ლარი; რუისის სამუსიკო სკოლა – 60 252 ლარი; აღნიშნულ სკოლებში ფუნქციონირებს ფორტეპიანოს და ვიოლინოს განყოფილებები, ასევე სიმღერის გუნდები „ქოზიფა’’, „აგარა’’, „მროვი’’. ბ.გ) ბიბლიოთეკების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქარელის მუნიციპალიტეტში არსებული ბიბლიოთეკის ფუნქციონირების დაფინანსება. ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტსა და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრები მკითხველების სწრაფი და სრული დაკმაყოფილება მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (ბეჭდური, ხელნაწერი და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალები), შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება, დაცვა და ამ დოკუმენტებით მომსახურება, როგორც ადგილზე გაცემით, ასევე ასლების გაგზავნით ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტით და საერთაშორისო წიგნთგაცვლის საშუალებით, ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფიის, წიგნთმცოდნეობისა და ინფორმაციის დარგში მეცნიერული და მეთოდური მოღვაწეობისათვის ხელშეწყობა. ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნების, გამდიდრების, რეგისტრაციისა და მათი საგანგებო რეჟიმით დაცვის უზრუნველყოფა. ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება და ამ მიმართულებით წარმოდგენილი სპეციალური პროგრამების მხარდაჭერა, არსებული წიგნადი ფონდის გადარჩევა და მომზადება ელექტრონული საინფორმაციო ბაზისათვის და მისი შევსება თანამედროვე ლიტერატურით. ბ.დ) კულტურის სახლისა და სოფლის კლუბების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტში არსებული 3 სოფლის კლუბი (კეხიჯვარი, ბრეთი, ხვედურეთი) და ერთი კულტურის სახლი, სადაც ფუნქციონირებს სახალხო თეატრი, თოჯონების თეატრი, ბავშვთა დრამატური თეატრი და ქორეოგრაფიული წრეები (ააიპ კულტურის და ხელოვნების დაწესებულებათა გაერთიანება) ბ.ე) მუზეუმების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქარელის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც დაცულია დედოფლის მინდორზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მრავალი სამუზეუმო ექსპონანტი. ბ.ვ) მუსიკალური კოლექტივების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 06) მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ფოლკლორული ანსამბლი „ქარელი“, რომელსაც სრულად აფინანსებს ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი, აღნიშნული ანსამბლი ორიენტირებულია ქართული ხალხური სომღერების პოპულარიზაციისკენ და სტაბილურად მონაწილეობს სხვადასხვა ფესტივლებსა და კონკურსებში. (ა(ა)იპ კულტურის და ხელოვნების დაწესებულებათა გაერთიანება) ბ.ზ) კულტურის და ხელოვნების დაწესებულების გაერთიანების ადმინისტრაციული ხარჯი (პროგრამული კოდი 05 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ „კულტურის და ხელოვნების დაწესებულებების გაერთიანება“, რომელიც უზრუნველყოფს კულტურული ღონისძიებების ორგანიზებასა და ადმინისტრირებას. აღნიშნული ა(ა)იპ მოიცავს შემდეგ ფილიალებს: ქარელის კულტურის ცენტრი, მუზეუმი და ქარელის ბიბლიოთეკა. გაერთიანების მიზანია კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვა, კულტურულ-შემოქმედებითი მოღვაწეობის სუბიექტთა ძირითადი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებლივი ურთიერთობების დარეგულირება, კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზება, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშეწყობა, სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ განყოფილებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპულარიზაცია. ბ.თ) საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 08) – პროგრამა ითვალისიწნებს საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა – განვითარებას მუნიციპალიტეტში და მიმდინარე სიახლეების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას; გ) ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის ჩართვას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი ღონისძიებები:
დ) რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა. ასევე, ზოგიერთ ტაძარში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით სარგებლობის უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
ბ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბ.ა) უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უმწეო მდგომარეობაში მყოფი ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 90 ბენეფიციარის ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფა. ბოლო წლებში გაზრდილი პენსიების და სოციალური დახმარებების მიუხედავად მთლიანად ქვეყანაში და მათ შორის ქარელის მუნიციპალიტეტში კვლავ არის უფასო სასადილოების ფუნქციონერების აუცილებლობა,რომელებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, განსაკუთრებით გაჭირვებულთა ყოველდღიური კვების პრობლემების მოგვარებაში. ბ.ბ) დევნილთა დასახლებებში გარე განათებებისა და წყლის ტუმბოების ელექტროენერგიის დავალიანებების დაფარვა (პროგრამული კოდი 06 02 03) ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილი მოსახლეობის სოციალური ყოფის გაუმჯობესების მიზნით, ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქარელის, ახალსოფლის და მოხისის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში გარე განათებებისა და წყლის ტუმბოების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვა. ბ.გ) ოჯახებისა და ბავშვთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 04) მოსახლეობის მკურნალობის დაფინანსების პროგრამა – საქართველოში დღეის მდგომარეობით არსებობს სხვადასხვა სახის და მოცულობის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამები. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ”, რომელიც ძალაშია 2013 წლის 1 ივლისიდან მოიცავს მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, სადაც დეტალურადაა გაწერილი ყველა ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი სერვისი. აღნიშნული დადგენილებით დარჩენილია მთელი რიგი არაანაზღაურებადი სამედიცინო სერვისები, როგორც გამოკვლევები, (მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები და სხვა სერვისები) რომელთა ხელმისაწვდომობა დღეის მდგომარეობით მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის საკმაოდ დიდი ტვირთია, ხშირ შემთხვევაში კი შეუძლებელია გარკვეული სახის სამედიცინო მომსახურების მიღება. აქედან გამომდინარე, ქარელის მუნიციპალიტეტში დამუშავდა სოციალური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მკურნალობის ან ოპერაციის თანადაფინანსებას 40%-ით, ისეთი მანიპულაციების რომელიც ფინანსდება გარკვეული პროცენტით ან საერთოდ არ ფინანსდება. იმ შემთხვევაში თუ პროგრამით დაფინანსებული მკურნალობის ან ოპერაციის ღირებულების აუნაზღაურებელი ნაწილი არ აღემატება 500 ლარს თანადაფინანსება განხორციელდება 100%-ით, ხოლო თუ პროგრამით დაფინანსებული მკურნალობის ან ოპერაციის ღირებულების აუნაზღაურებელი ნაწილი აღემატება 500 ლარს თანადაფინანსება განხორციელდება აუნაზღაურებელი თანხის 40 %–ით, მაგრამ არანაკლებ 500 და არაუმეტეს 4000 ლარისა. ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით ოჯახების დახმარების პროგრამა – ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით ოჯახების დახმარება და დემოგრაფიული პრობლემის გადაწყვეტა სახელმწიფოსათვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. აღნიშნული ოჯახები საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან ყოველმხრივ თანადგომას საყოფაცხოვრებო და სხვა სოციალური პრობლემების მოსაწესრიგებლად. ოჯახებს ახალდაბადებულ პირველ შვილზე დახმარება გაეწევა_ 200 ლარით, მეორე შვილზე – 200 ლარით, მესამე შვილზე – 300 ლარით და ყოველ მომდევნო ახალშობილზე _ 500 ლარით. სოციალურად დაუცველი ოჯახების მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა ქარელის მუნიციპალიტეტში ისევე, როგორც ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში არსებობს სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების ის კატეგორია, რომელთა ოჯახის წევრების სარეიტინგო ქულაა 0 დან – 50 000 ქულის – ის ჩათვლით და საჭიროებენ დახმარებას მედიკამენტებით. მუნიციპალიტეტში შემოდის მოსახლეობის ათეულობით განცხადება მედიკამენტების შეძენის თაობაზე; დამუშავდა პროგრამა რათა დახმარება გაეწიოს სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის ოჯახების იმ კატეგორიას რომელთა სარეიტინგო ქულაა 0-დან 50 000-ის ჩათვლით. წარმოდგენილი რეცეპტისა და აფთიაქის მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, გაეწევათ მედიკამენტებით დახმარება აღნიშნულ ბენეფიციარებს წლის განმავლობაში, ერთჯერადად 100 ლარის ფარგლებში. სტუდენტების დაფინანსების ქვეპროგრამა – ქარელის მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ მარჩენალდაკარგული, პირველი ჯგუფის ინვალიდები და სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 50 000 ქულის ჩათვლით, რომელთაც ესაჭიროებათ სწავლის დაფინანსება აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და არ ფინანსდება (ან ნაწილობრივ) სახელმწიფოს მიერ. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტში დამუშავდა პროგრამა ზემოთ აღნიშნულ კატეგორიებზე, რომელიც ითვალისწინებს წლიურად სწავლის გადასახადის გადახდას 500 ლარის ფარგლებში. პროგრამით ისარგებლებენ: 1. პირველი ჯგუფის ინვალიდი ოჯახის სტუდენტი (იგულისხმება 1-ლი ჯგუფის ინვალიდის ოჯახის წევრი) 2. მარჩენალდაკარგული ოჯახის სტუდენტი 3. სოციალურად დაუცველი სტუდენტი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან-50000-ის ჩათვლით საზეიმო ღონისძიებების ქვეპროგრამა – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრობენ დიდი სამამულო ომის ვეტერანები, 100 წელს გადაცილებული უხუცესები და დედმამით ობოლი ბავშვები. ამჟამად საქართველოში მიმდინარე სასიკეთო ძვრებმა არსებითი კვალი დაატყო მათ ცხოვრებას. მიუხედავად ამისა ისინი კვლავ განიცდიან საზოგადოების მხრიდან ყურადღების დეფიციტს, რის გამოც არა მარტო მატერიალურ, არამედ მორალურ მხარდაჭერასაც იმსახურებენ. პროგრამა ითვალისწინებს მათთვის დღესასწაულების და სხვა საზეიმო ღონისძიებების მოწყობას და მატერიალურ თანადგომას. პროგრამის ბენეფიციარებია: ა) სამამულო ომის ვეტერანები, რომლებიც ცხოვრობენ ქარელის მუნიციპალიტეტში; ბ) ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 100 წელს გადაცილებული უხუცესები; გ) დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება, რომლებიც ცხოვრობენ ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (გარდაცვლილი ჰყავთ ორივე მშობელი ან ერთ-ერთი მშობელი ცოცხალია, მაგრამ ჩამორთმეული აქვს დადგენილი წესით მშობლის უფლება); შშმ პირთა დახმარების ქვეპროგრამა – რომლის ფარგლებში დაფინანსდება შშმ პირების რეაბილიტაციის კურსი (0 –დან 25 წლამდე) ბ. დ) სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 05) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ბ.ე) საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოფ. ურბნისის და სოფ.ხვედურეთის მოსახლეობისათვის სატუმბი სადგურის მიერ მოხმარებული ელექტრო ენერგიის დავალიანების დაფარვა. ბ.ვ) სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 07) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება, კერძოდ: სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება 40%-ის ოდენობით. |
თავი III
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 18.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
თავი IV
გარდამავალი დებულებანი |
მუხლი 19 |
დადგენილება ძალაშია 2016 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები