დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 6 მარტის N2-57 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-252 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.032.016198 |
|
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 6 მარტის №2-57 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ
:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 6 მარტის N2-57 ბრძანებაში (ვებგვერდი, 06/03/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.032.016181) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკის“:
1. პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) სავალდებულოა ადმინისტრაციულ ორგანოში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; დ) სავალდებულოა სოფლის მეურნეობის დაგეგმვისა და ორგანიზების მიმართულებით ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; ე) სასურველია უცხო ენის (რუსული ან ინგლისური) ცოდნა; ვ) სავალდებულოა საოფისე პროგრამების: MS Office Word, Excel, Outlook, Power point ცოდნა.
მუხლი 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) სასურველია ადმინისტრაციულ ორგანოში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; დ) სავალდებულოა სოფლის მეურნეობის დაგეგმვისა და ორგანიზების მიმართულებით ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; ე) სასურველია უცხო ენის (რუსული ან ინგლისური) ცოდნა; ვ) სავალდებულოა საოფისე პროგრამების: MS Office Word, Excel, Outlook, Power point ცოდნა.“ . 2. მე-5 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს კონსტიტუცია – I-II თავები;“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები