ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/11/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/11/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 05/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.113.016246
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
39
20/11/2015
ვებგვერდი, 26/11/2015
010250050.35.113.016246
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/11/2015 - 02/03/2016)

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №39

2015 წლის 20 ნოემბერი

ქ. ოზურგეთი

 

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი“ დანართი №1. 
2. დამტკიცდეს „ბენეფიციარის შერჩევის ფორმა“ დანართი №2;
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია



დანართი №1
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა (ოჯახთა)

 საცხოვრისით უზრუნველყოფის  წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი განსაზღვრავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენის შედეგად დაზარალებულ, რეგისტრირებულ უსახლკარო და მრავალბინიანი სახლების საცხოვრებლად გამოუსადეგარ ბინაში მცხოვრებ  პირთა (ოჯახთა)  სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასების, შერჩევის და მათი საცხოვრისით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს.
2. მუნიციპალიტეტი სტიქიური მოვლენის შედეგად დაზარალებულ, რეგისტრირებულ უსახლკარო და მრავალბინიანი სახლების საცხოვრებლად გამოუსადეგარ ბინაში მცხოვრებ პირებს (ოჯახებს) საცხოვრისით უზრუნველყოფს იმ დრომდე,  სანამ მათ არ ექნებათ საკუთარი საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის შესაძლებლობა.
3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურებს ახორციელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფი (შემდგომში „სამუშაო ჯგუფი“) მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით განსაზღვრული კრიტერიუმების დაცვით.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება  
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საცხოვრისი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მერიის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ხუთსართულიანი მრავალბინიანი სახლის ერთი ან მეტი საცხოვრებელი ოთახისაგან შემდგარი ბინა;

ბ) ბენეფიციარი - საცხოვრისის მაძიებელი  პირი (ოჯახი), რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.


მუხლი 3. სამუშაო ჯგუფი  
1. სამუშაო ჯგუფი იქმნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით და მისი შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 7 წევრით.
2. სამუშაო ჯგუფის საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს ამ წესის თანახმად ბენეფიციარის მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეტანილი განაცხადი საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ.
3. სამუშაო ჯგუფის წევრები ვალდებულნი არიან ყოველი კონკრეტული განაცხადის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ ინტერსეთა კონფლიქტის არსებობის შესახებ, რა შემთხვევაშიც სამუშაო ჯგუფის წევრი არ მონაწილეობს განაცხადის განხილვაში.
4. სამუშაო ჯგუფის სხდომა ულებამოსილია, თუ მას ესწრება სამუშაო ჯგუფის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სამუშაო ჯგუფის სხდომა მოიწვევა შემოსული განაცხადების ინტენსივობის (რაოდენობის) გათვალისწინებით, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ.
5. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია:
ა) შეამოწმოს სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განსახილველად წარდგენილი განაცხადების (დოკუმენტების) სისრულე, საფუძვლიანობა და მათი შესაბამისობა ამ წესის მოთხოვნებთან;
ბ) მიიღოს გადაწყვეტილება განაცხადის განხილვის ან/და მისი განუხილველად დატოვების შესახებ;
გ) განიხილოს განაცხადი და მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ.
6. სამუშაო ჯგუფის სხდომა და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის ხელმძღანელი და დამსწრე წევრები.
7. სამუშაო ჯგუფის მიერ თითოეულ განაცხადთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება (დაკმაყოფილება/უარი) უნდა იყოს დასაბუთებული, რაც აისახება ოქმში. 
8. სამუშაო ჯგუფის ხელმძღანელისა და დამსწრე წევრების მიერ ხელმოწერილი ოქმი დაუყოვნებლივ ეგზავნება მუნიციპალიტეტის გამგებელს.

მუხლი 4. ბენეფიციართა საცხოვრისით უზრუნველყოფის კრიტერიუმები
1. საცხოვრისით უზრუნველსაყოფად ბენეფიციარები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს:
ა) სტიქიური მოვლენის შედეგად დაზარალებული პირი (ოჯახი), რომლის საცხოვრებელი სახლი დანგრეულია ან დაზიანებულია სტიქიის შედეგად და არ ექვემდებარება რეაბილიტაციას;
ბ) სტიქიური მოვლენის შედეგად დაზარალებული პირი (ოჯახი), რომლის საცხოვრებელის სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას;
გ) მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე უსახლკარო პირი (ოჯახი), რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების,  ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურში რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო;
დ) მუნიციპალიტეტში მრავალბინიან სახლში მცხოვრები პირი (ოჯახი), რომლის საცხოვრებელი ბინა ამორტიზირებულია, საცხოვრებლად გამოუსადეგარია და რის თაობაზეც არსებობს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახურის შესაბამისი დასკვნა;
ე) ბენეფიციარების თითოეული ოჯახის წევრი უნდა იყოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული.
2. სამუშაო ჯგუფის მიერ, ბენეფიციართა შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ იმ პირებს (ოჯახებს), რომლებსაც ამ მუხლის 1-ლ პუნქტში განსაზღვრულ ძირითად კრიტერიუმებთან ერთად დამატებით გააჩნიათ  ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთი:
ა) პირს (ოჯახს), რომლის ერთი წევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია;
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს;
გ) პირს (ოჯახს), რომლის ერთი წევრი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირია;
დ) პირს (ოჯახს), რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 001 -ს;
ე) ოჯახს, რომელსაც მარჩენალი ჰყავს გარდაცვლილი ან/და უგზო-უკვლოდ დაკარგული;
ვ) პირს ან მისი ოჯახის წევრს აქვს გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა;
ზ) ოჯახს, რომელსაც ჰყავს ოთხი ან ოთხზე  მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი.

მუხლი 5. მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარსადგენი დოკუმენტაცია
1. წესის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ძირითადი კრიტერიუმების არსებობის შემთხვევაში ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამგებლის სახელზე უნდა წარმოადგინოს განაცხადი, რომელსაც თან უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ბენეფიციარის, მისი ოჯახის წევრების დაბადებისა და პირადობის მოწმობის ასლები;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული მოწმობა, რომლითაც დასტურდება ბენეფიციარის, მისი ოჯახის წევრების ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია;
გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
დ) წესის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კრიტერიუმების შემთხვევაში ვიზუალურ-საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა;
ე) წესის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმის შემთხვევაში გამგეობის განათლების,  ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა პირის (ოჯახის) უსახლკაროდ რეგისტრაციის შესახებ;
ვ) წესის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ გაცემული დასკვნა.
2. წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი კრიტერიუმის არსებობის შემთხვევაში ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა  განაცხადს დამატებით უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა;
ბ) შესაბამისი მოწმობა, რითაც დასტურდება პირის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპვა, უგზო-უკვლოდ დაკარგვა, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალება;
გ) სასამართლო გადაწყვეტილება პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ;
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ე) ცნობა ოჯახის მარჩენალის გარდაცვალების ან/და უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება;
ვ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ.

მუხლი 6. საბოლოო გადაწყვეტილება პირის (ოჯახის) საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ
საბოლოო გადაწყვეტილებას პირის (ოჯახის) საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ, სამუშაო ჯგუფის ოქმის საფუძველზე იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, რის შემდეგ მუნიციპალიტეტსა და ბენეფიციარს შორის ფორმდება ხელშეკრულება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“-ს შესაბამისად.

მუხლი 7. გარდამავალი დებულებანი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2015 წლის 15 დეკემბრამდე უზრუნველყოს:

ა) უსახლკაროთა რეესტრის ფორმის შემუშავება და წარმოება;

ბ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მერიის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ხუთსართულიანი მრავალბინიანი სახლის ერთი ან მეტი საცხოვრებელი ოთახისაგან შემდგარი ბინების ნუმერაცია და ცალკეულ უფლების ობიექტად რეგისტრაცია (განშლა).



დანართი №2
ბენეფიციარის შერჩევის ფორმა

სამუშაო ჯგუფი თითოეული ბენეფიციარის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლა-შეფასებისა და შერჩევისას ხელმძღვანელობს შემდეგი ფორმით:


 

1. ბენეფიციარის ოჯახის შემადგენლობა

 

სახელი

გვარი

 

 

ბენეფიციარის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი

 

ბენეფიციარის მიმართ დამოკიდებულება (მეუღლე, შვილი, მშობელი, და/ძმა, შვილიშვილი, რძალი/სიძე და ა.შ.)

პირადი ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2. ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმები

ქულა

          სტიქიური მოვლენის შედეგად დაზარალებული პირი (ოჯახი), რომლის საცხოვრებელი სახლი დანგრეულია ან დაზიანებულია სტიქიის შედეგად და არ ექვემდებარება რეაბილიტაციას

10

         სტიქიური მოვლენის შედეგად დაზარალებული პირი (ოჯახი), რომლის საცხოვრებელის სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას

7

          მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე უსახლკარო პირი (ოჯახი), რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების,  ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურში რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო

10

           მუნიციპალიტეტში მრავალბინიან სახლში მცხოვრები პირი (ოჯახი), რომლის საცხოვრებელი ბინა ამორტიზირებულია, საცხოვრებლად გამოუსადეგარია და რის თაობაზეც არსებობს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახურის შესაბამისი დასკვნა

7

          ოჯახის  წევრი  ან  წევრები  არიან  მკვეთრად  (1,5  ქულა), მნიშვნელოვნად  (1  ქულა)  ან  ზომიერად     (0,5 ქულა) გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები  (ჯანმრთელობის  მოშლით გამოწვეული             ადამიანის საქმიანობის ნორმიდან         გადახრა,  რაც ხასიათდება თვითმომსახურების, გადაადგილების,  ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის,  სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვით), რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერით

შესაბამისი ქულა

          საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახს

1.0

           ოჯახის  წევრი  ან  წევრები  პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირია

1.5

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დადგენილი წესით რეგისტრირებული:

ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001–ზე ნაკლებია – (1.5 ქულა)

ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე (1.2) ქულა

ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60001 ქულაზე (0.9 ქულა)

ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65001 ქულაზე  (0.6 ქულა)

ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100001–ზე ნაკლებია (0.3 ქულა)

 

შესაბამისი ქულა

           ოჯახს რომელსაც მარჩენალი ჰყავს გარდაცვლილი ან/და უგზო-უკვლოდ დაკარგული

1.0

          მძიმედ დაავადებული ოჯახის წევრი/წევრები. მუდმივად მწოლიარე  (0,5 ქულა), ფსიქიკური ფუნქციის დარღვევა  (0,5 ქულა), ონკოლოგიური დაავადება (0.5 ქულა) (უნდა  არსებობდეს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა.  ონკოლოგიური დაავადების  შემთხვევაში  ფორმა №50/2)

შესაბამისი ქულა

       ოჯახს, რომელსაც ჰყავს ოთხი ან ოთხზე  მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი

1.0

 

ქულათა ჯამი

 

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პირი ერთობლივად აკმაყოფილებს ამ დანართის „“ და „“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ რამდენიმე კრიტერიუმს, მაშინ მას ქულა ენიჭება იმ კრიტერიუმით, რომელიც ითვალისწინებს უფრო მაღალ ქულას

 


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.